განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: თ------ ჭ----–---–-
ადვოკატი: კ------- ჩ--------
თარჯიმანი: ე-–--- თ-------
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ქ----–- გ---------ა
მამის სახელი: ნ-----
დაბადებული: 2---------–-
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–----------–----------–------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 3---------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ორი ეპიზოდი)
დაკავების დრო: 29.0--2018წ. 07:46 საათი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ქ----–- გ---------ას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: ქ----–- გ---------ას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ----–- გ---------ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერება საერთო წონით 0,7109 გრამი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ რაოდენობამ შეადგინა 0,3795 გრამი, საიდანაც ქ----–- გ---------ამ სამ ცალად დაფასოებული ყვითელი ფერის პოლიეთილენის 3(სამი) ცალ ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით 0,225 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს’’ 0,1063 გრამის ოდენობით, 2018 წლის 25 სექტემბერს 150 ლარად უკანონოდ გაასაღა ვ------- ბ--------–---–ზე.
ქ----–- გ---------ამ 2018 წლის 29 სექტემბერს, 4(ოთხი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 0,3308 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს’’ 0,1867 გრამის ოდენობით, 200 ლარად უკანონოდ კვლავ გაასაღა ვ------- ბ--------–---–ზე.
2018 წლის 29 სექტემბერს ქ------–--------------–----------–----------–-------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ქ----–- გ---------ას დაკავების დროს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, მისგან ამოღებული იქნა 2(ორი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება საერთო წონით - 0,1551 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -,,ჰეროინს’’ წონით - 0,0865 გრამს.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმებით, ფარული საგამოძიებო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებით და მასალებით, ქიმიური ექსპერტიზის N2--------------- და N2--------------- დასკვნებით, ქ----–- გ---------ას პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით და საქმეში არსებული სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ქ----–- გ---------ამ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი), ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ორი ეპიზოდი), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 06 წლიდან 11 წლამდე ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 05-დან 08 წლამდე.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ქ----–- გ---------ას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით. მასვე, 05-15-20 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ----–- გ---------ა (პ№1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2018 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2018 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ქ----–- გ---------ას, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ქ----–- გ---------ას დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2018 წლის 29 სექტემბრის 07 საათი და 46 წუთიდან.
ქ----–- გ---------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ქ----–- გ---------ას, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს-ს ც-----------------------------------–-–---------------------------------------------------------------------------------------------------------–--- საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ქ----–- გ---------ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს საქართველოს შსს-ს შესაბამის სამსახურს.
საქმეზე ამოღებული ქ----–- გ---------ას და ვ------- ბ--------–---–ის შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერი 1(ერთი) ცალ DVD-R დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე