გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
050210118002451339
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050210118002451339

N2/509-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.01.2019 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

თვდაპირველი სარჩელის მოსარჩელე -ლა-–--------–--ე,მოსარჩელის წარმომადგენელი- მა-------------ა,მოპასუხე- შპს ,,გ---------“,წარმომადგენელი-ლა–-------აძე

დავის საგანი:ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის

შეგებეული სარჩელის მოსარჩელე-შპს ,,გ---------“,წარმომადგენელი-ლა–-------აძე

მოპასუხე-ლა-–--------–--ე

წარმომადგენელი- მა-------------ა,დავის საგანი:ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1.თავდაპირველი დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

1.1.დაეკისროს მოპასუხე ორგანიზაციას -შპს ,,გ---------ს" ლა-–--------–--ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალი -218 000 ლარის ოდენობით.

თავდაპირველი მოსარჩელის ლა-–--------–--ის წარმომადგენლის-მა-------------ას განმარტებით 2015 წლის 19 თებერვალს ლალი არველძესა და შპს გ---------ს შორის ქ. თბილისში გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად შემსრულებელს დამკვეთის სასარგებლოდ უნდა შეესრულებინა სამონტაჟო-გამართვის სამუშაოები: გათბობა-გაგრილების სპლიტ სისტემის სამონტაჟო სამუშაოები, წყალმომარაგების სისტემა, საკანალიზაციო სისტემა და სავენტილაციო სისტემა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ორ ეტაპად და ხელშეკრულების სრული ღირებულება განისაზღვრა 75 350 ევროს ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს გ---------ს უნდა დაეწყო 2015 წლის 24 თებერვალს და დაესრულებინა 2015 წლის 24 მაისს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ხელშეკრულება არ შეასრულა დათქმულ ვადაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამონტაჟო- გამართვის სამუშაოები შეასრულა უხარისხოდ და შეთანხმებული გერმანული მასალის ნაცვლად გამოიყენა თურქული მასალა. აღნიშნულიდან გამომდინარე მის მარწმუნებელს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. ლა-–--------–--ემ 2014 წელს ოზურგეთი, დაბა ურეკში ააშენა სასტუმრო. შპს გ---------თან ხელშეკრულების დადების დროს სასტუმრო აშენებული იყო და მიმდინარეობდა შიდა სამუშაოები. სასტუმროს ფუნქციონირება უნდა დაეწყო 2015 წლის სეზონზე. მხარეთა შორის 2015 წლის მარტში დამატებით შედგა ზეპირი შეთანხმება ობიექტზე ელექტროგაყვანილობის მოწყობის შესახებ. აღნიშნული სამუშაოსათვის ლა-–--------–--ემ მოპასუხე ორგანიზაციას ორ ეტაპად გადაუხადა 16 905.72 ევრო. მოპასუხემ დათქმულ ვადაში 2015 წლის 25 მაისამდე არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და 2015 წლის 29 მაისს და 31 აგვისტოს აღმასრულებლის მიერ ლა-–--------–--ის კუთვნილ სასტუმროში შედგა ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი. შენობის ყველა სართულზე დაფიქსირდა დარღვევები, რითაც დასტურდება მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაში და ჯეროვნად შეუსრულებლობა. მოპასუხის მიერ წყლის მილების არასწორი დამონტაჟების გამო სასტუმროში სხვადასხვა ადგილზე ჩამოედინება წყალი, რის დასტურადაც მიიჩნევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას და მოწმე ზუ-------------ის მიერ მიცემულ ჩვენებას. მოსარჩელე მხარე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 სექტემბრის დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ სასტუმროში დამონტაჟებული ცხელი წყლის დანადგარი დაზიანებულია და იმყოფება გაუმართავ მდგომარეობაში. დასკვნაში მითითებულია, რომ აგრეგატი არ ირთვება და ვერ ახდენს წყლის გაცხელებას. აგრეგატის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ იატაკზე დადგმულ ცხელი წყლის ავზზე განხორციელდა ე.წ. ტენის დამონტაჟება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ცხელი წყლით მომარაგების პრობლემა. შპს გ---------ის მიერ დადგენილ იქნა დაზიანების მიზეზები და სასტუმროს ადმინისტრაციისათვის მიწოდებული იქნა სათადარიგო დეტალები, მაგრმ არ იქნა გამოცვლილი. არსებული დაზიანებების გამო ლა-–--------–--ემ არაერთხელ მიმართა კომპანიის დირექტორს, მაგრამ უშედეგოდ. აღნიშნული დარღევების გამო სასტუმრომ ფუნქციონირება დაიწყო არა 2015 წლის 1 ივნისიდან, არამედ 2016 წლის 1 ივნისს. 2016 წლის ივლისში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო სასტუმრომ 8 დღით შეწყვიტა ფუნქციონირება, მწყობრიდან გამოვიდა ცხელი წყლის სისტემა, რამაც გამოიწვია არაერთი ჯავშნის გაუქმება, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა სასტუმროს. პრობლემის მოგვარების მიზნით შპს გ---------თან შედგა ზეპირი შეთანხმება და ჩაყენებულ იქნა დროებითი ,,ტენი", ხოლო 2016 წლის დასრულების შემდეგ უნდა შეეკეთებინათ დაზიანება, რაც არ შესრულებულა 2015 წლის 17 თებერვალს სს ბანკი ქართუსა და თანამსესხებლებს (ლა-–--------–--ე და ვალერი რუხაძე) შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად აღებულ იქნა სესხი 350 000 აშშ დოლარის ოდენობით 10 წლის ვადით. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების გამო ვერ იქნა ექსპლოატაციაში გაშვებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სასტუმრო, რამაც გამოიწვია 2015 წლის სეზონის ჩავარდნა და შესაბამისად სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობა ვადაში. ლა-–--------–--ემ სს ქართუ ბანკში აღებულ სასესხო ვალდებულების გადაფარვის მიზნით 2015 წლის 21 სექტემბერს სს კორ სტანდარტ ბაკთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება 509 000 აშშ დოლარზე, აღნიშნულიდან გამომდინარე ლა-–--------–--ეს მიადგა ფინანსური ზიანი პირგასამტეხლოს სახით, რამაც შეადგინა 7000 აშშ დლარი. სამუშაოების არაჯეროვანად შესრულების მტკიცეულებად მხარე უთითებს 2015 წელს შედგენილ აქტს დეფექტების შესახებ, რომლის აღმოსაფხვრელადაც ლა-–--------–--ის მიერ გაწეულ იქნა დამატებითი ხარჯი .

ლა-–--------–--ე ეთანხმება მის წარმომადგენელს.

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

1.2. დაეკისროს ლა-–--------–--ეს შპს გ---------ის" სასარგებლოდ 41 872.88 ევრო ეკვივალენტ ლარში

 

შეგებებული მოსარჩელის- შპს გ---------ის წარმომადგენლის ლა–-------აძის განმარტებით 2015 წლის 19 თებერვალს ლა-–--------–--ესთან გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება. 2015 წლის მარტში ლა-–--------–--ესთან ასევე დაიდო ზეპირი ნარდობის შეთნხმება ობიექტის ცხელი წყლით მომარაგების სისტემის მოწყობაზე, ობიექტზე ელექტრო გაყვანილობის მოწყობაზე და დამატებითი სამუშაოების შესახებ. სამუშაოები უნდა დასულებულიყო 2015 წლის 1 სექტემბრამდე. ლა-–--------–--ეს უნდა გადაეხდა თავდაპირველი შეთანხმებით 75 350 ევრო და გადახდილი აქვს 92 420.72 ევრო. დამატებითი წარმოების შესახებ შეთანხმება ელექტრო გაყვანილობების მოწყობის ნაწილში დაადასტურა თავად მხარემაც, ხოლო ობიექტის ცხელი წყლით მომარაგების სისტემის მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომ იგი გათვალისწინებული იყო ძირითად ხელშეკრულებაში, თუმცა ნარდობის ხელშეკრულებაში აღნიშნული სამუშაოების შესახებ მითითებული არაა, ხელშეკრულებაში მითითებულია წყალმომარაგების სისტემა, რაც არ მოიცავს ცხელი წყლის სისტემას. დამატებით სამუშაოებში შედიოდა-ონკანების, ნიჟარების, უნიტაზების და სხვ მონტაჟი, რომლებიც ასევე არ იყო გათვალისწინებული ძირითად ხელშეკრულებში. სულ მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა: 134 293.60 ევრო, რაზედაც მას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2016 წლის 9 თებერვალს გაეგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია და შედარების აქტი. 2016 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების მიხედვით იგი ვალდებული იყო ან მიეღო აქტი 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ან დაესაბუთებინა შენიშვნები, შენიშვნებების არარსებობის შემთხვევაში აქტი მიღებულად ჩაითვლებოდა და იგი 30 დღის განმავლობაში ვალდებული იყო გადაეხადა თანხა. არველაძეს შენიშვნები არ წარუდგენია და არც თანხა გადაუხდია. გადაუხდელი თანხა შეადგენს 134293.6-92420.72=41872.88 ევროს, რასაც ითხოვს შეგებებული სარჩელის მოსარჩელე ლა-–--------–--ისაგან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე-შპს გ---------ის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მხარეთა შორის გარდა წერილობითი ნარდობის ხელშეკრულებისა, არსებობდა ნარდობის ზეპირი შეთანხმებებიც, რაც აღიარებულ იქნა მოსარჩელე მხარის მიერაც. მოსარჩელე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი განმარტებით, რომ ეს სამუშაოებიც უნდა დამთავრებულიყო 2015 წლის 24 მაისს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. შესამამისად, მიიჩნევს, რომ თუ ვერ დგინდება ვალდებულების შესრულების ვადა, რისი მტკიცების ტვირთიც მოსარჩელეზეა, ვერ დადგინდება ვერც ვადის დარღვევის ფაქტი. ასევე განმარტავს, რომ მოპასუხეს ყველა ვალდებულების შესასრულებლად 2015 წლის 24 მაისამდე რომ ქონოდა ვადა მიცემული, მაინც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა, რადგან საქართველოს სკ-ის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებებლი დრო, და თუ კი ამ დროშიც ვერ შესრულდება ვალდებულება, მაშინ შეუძლია კრედიტორს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში ლა–-------აძის განმარტებით მოსარჩელეს მოპასუხისათვის დამატებითი ვადა სამუშაოს დასასრულებლად არ განუსაზღვრავს და სკ-ის 412-ე მუხლიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოვალე პასუხს აგებს მხოლლოდ იმ ზიანისათვის, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეს პასუხისმგებლობა შეიძლებოდა დაკისრებოდა, მხოლოდ იმ დროის განმავლობაში დაკარგული შემოსავლისათვის რა დროის განმავლობაშიც მენარდის ბრალით ვერ მოხერხდა სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება. ეს ვადა იქნებოდა 2015 წლის 24 მაისის შემდეგ შემკვეთის მიერ მენარდისათვის სამუშაოს დასასრულებლად დანიშნულ დამატებით ვადას დამატებული მოპასუხესთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ახალი მენარდის მოსაძიებლდ საჭირო გონივრული დრო და ასევე ის დრო, რაც ობიექტურად საჭირო იქნებოდა დარჩენილი სამუშაოს დასასრულებლდ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით არც დამატებითი ვადა განსაზღვრულა და არც ის მითითებულა სარჩელში რა ვადა იყო საჭირო ახალი მენარდის მოსაძიებლად და დარჩენილი სამუშაოს შესასრულებლად. წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ ფაქტების კონსტატაციის ოქმებიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 29 მაისისათვის მოსარჩელის მიერ მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული, შენობა მოქცეულია ხარაჩოებში, გარე ფასადის სამუშაოებიც კი არ იყო დასრულებული და მათი ბრალით რომ ვერ გაიხსნა სასტურო, დაუსაბუთებლად მიაჩნია. ასევე განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი საგადასახდო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სასტუმრო ფუნქციონირებდა უკვე 2015 წლის სექტემბრიდან და დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ სასტუმროში სამუშაოები უკვე დასრულებული იყო აღნიშნული დროისთვის. ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს ლა-–--------–--ის კუთვნილი სასტუმრო მიღებულ იქნა ექსლოატაციაში. მხარე ასევე უთითებს, რომ დამატებითი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 1 სექტემბრამდე.

 

სამუშაოების უხარისხო შესრულებასთან დაკავშირებით ლა–-------აძე უთითებს სკ-ის 641-645-ე მუხლებს და განმარტავს, რომ შემკვეთმა ისარგებლა რა კანონით მინიჭებული უფლებით მოითხოვა დამატებითი შესრულება, რაზედაც მხარეთა შორის 2016 წლის 10 თებერვალს შედგა დამატებითი შეთანხმება, რომლის დასადასტურებლად მოყავს თავდაპირველი სარჩელის მე-7 ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც ნაწილობრივ დაეთანხმნენ შესაგებლით. ნაკლი გამოსწორებულ იქნა ვადაში, თუმცა მხარე უთითებს, რომ ნაკლი დღემდე არ არის გამოსწორებული.

 

მხარის განმარტებით ექსპერტიზის N005460118 დასკვნით დადგენილია, რომ სასტუმროში წყლის ჩამოსვლის მიზეზია ტექნიკურ ლიობში განთავსებული მილების არასწორი მონტაჟი, რასაც დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგან მასში არაა მითითება თუ რაში გამოიხატა არასწორი მონტაჟი, ამასთან რომც იყოს დასაბუთებულიც- 218000 ლარის მოთხოვნა, რამოდენიმე ოთახში წყლის ჩამოსვლის გამო, თვლის, რომ არ არის სამართლიანი. ცხელი წყლით მომარაგების სისტემის დაზიანების გამომწვევ მიზეზად უთითებს ცვალებად ელექტროენერგიას, რომელმაც მწყობრიდან გამოიყვანა წყლის საქაჩი ტუმბოს პლატა, რომელიც დღემდე არის მოსარჩელის ობიექტზე და სათანადო ექსპერტიზით დადგინდება მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი. ასევე მიუთთებს, რომ თუ ყველა ის ნაკლი დღემდე გამოუსწორებელია, როგორ ფუნქციონირებს სასტუმრო დღეს, ან როგორ ფუნქციონირებდა 2017 წელს, ხოლო თუ მხარის მიერ მოხდა ნაკლის გმოსწორება, შესაბამისი დანახარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები რატომ არ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ.

 

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ზიანის დაანგარიშებას, დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულია და რაც დაკითვისას ექსპერტმაც დაადასტურა, მიუღებელი შემოსავლის ქვეშ ექსპერტი გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს დანახარჯების გამოკლების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მიუღებლი შემოსავლის კანონისმიერ და სასამართლო პრაქტიკით დადგენილ განმარტებებს. შესაბამისად მხარე მიიჩნევს, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. შეგებებული სარჩელის მოპასუხე-ლა-–--------–--ის წარმომადგენელი მა-------------ა განმარტავს, რომ თავდაპირველი მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადინა 134 293.60 ევრო, არ არის დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. ლა-–--------–--ემ ჯერ კიდევ 2016 წლის 1 მაისს შეგეგებული სარჩელის მოსარჩელეს გაუგზავნა მოთხოვნა ელექტრონულად ანგარიშფაქტურის -226 855 ლარზე გამოწერის შესახებ. 2018 წლის 15 ივლისს 20:36 საათზე პორტალზე ლა-–--------–--ეს მოუვიდა შპს გ---------ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რაც შეცდომით დადასტურებულ იქნა, ვინაიდან თვლიდა, რომ აღნიშნული ეხებოდა 226 855 ლარზე ანგარიშფაქტურის გამოწერას. როცა დადგინდა ეს ინფორმაცია, მან იმავე დღეს 2018 წლის 15 ივლისს არასწორად გაგზავნილი საგადასახდო დეკლარაცია დააკორექტირა და მიმართა შემოსავლების სამსახურს ელექტრონულად ანგარიშფაქტურის გაუქმებასთან დაკავშირებით. იმავე ღამეს ლა-–--------–--ემ ელექტრონულად გაუგზავნა მოთხოვნა შპს გ---------ს ანგარიშფაქტურის გაუქმებასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის წერილით ლა-–--------–--ეს ეცნობა, რომ არასწორად გამოწერილი ანგარიშფაქტურის გაუქმებაზე განცხადებით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს გამომწერმა ორგანიზაციამ. აღნიშნული წერილის შემდგომ 2018 წლის 20 ივლისს ლა-–--------–--ემ კვლავ მიმართა შპს გ---------ს არასწორად გამოგზავნილი ანგარიშფაქტურის გაუქმების მოტხოვნით. 2018 წლის 23 ივლისს ლა-–--------–--ემ წერილობით კვლვ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომლის 2018 წლის 25 ივლისის პასუხით, ეცნობა, რომ ანგარიშფაქტურის გაუქმება ხორციელდება გამომწერი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მა-------------ას ეთანხმება ლა-–--------–--ე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.საქმეშია 2015 წლის 19 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულება დადებული ლა-–--------–--ესა და შპს გ---------ს შორის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ხელშერკულება (იხ. ტ.1. ს.ფ. 18-25).

 

3.2.2. საქმეშია საგადასახადო დავალებები თანხის გადარიცხვის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საგადასახადო დავალებები (იხ.ტ.1. ს.ფ.26-30).

 

3.2.3. საქმეშია 2015 წლის 21 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ხელშეკრულება (იხ.ტ.1. ს.ფ. 62-65).

 

3.2.4.საქმეშია დეფექტების სია და ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმები და ფოტოილუსტრაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

დეფექტების სია და ოქმები (იხ. ტ.1. ს.ფ. 68-119).

 

3.2.5. საქმეშია 2016 წლი 10 თებერვლის დამატებით შეთანხმება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შეთანხმება (იხ. ტ.1.ს.ფ. 126).

 

3.2.6. საქმეშია აქტები დეფექტების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

აქტები (იხ. ტ.1. ს.ფ. 128-136).

 

3.2.7. საქმეშია ურეკში მინი სასტუმროს შენობის ობიექტის სპლიტ სისტემის და ცხელი წყის მომარგების სისტემის სამუშაოს, დამატებითი სამუშაოს, სავენტილაციო სისტემის, წყალმომარაგების, სკანალიზაციო სამუშაოების ღირებულების ხარჯთაღრიცხვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ხარჯთაღრიცხვა (იხ. ტ.2. ს.ფ. 36-42).

 

3.2.8. საქმეშია საგადასახდო დავალებები თანხის გადარიცხვის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საგადასახდო დავალებები (იხ. ტ.2. ს.ფ. 44-48).

 

3.2.9. საქმეშია 2018 წლის 15 ივლისის საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ანგარიშფაქტურა (იხ. ტ.2. ს.ფ. 49).

 

3.2.10. საქმეშია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 2015 წლის 31 აგვისტოს ბრძანება N851, საიდანაც ირკვევა, რომ დაკმაყოფილდა ლა-–--------–--ის განცხადება და დაბა ურეკში მდებრე სასტუმრო ს/კ 26.28.13.035, მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება (იხ. ტ.2. ს.ფ. 87-88).

 

3.2.11. საქმეშია დოკუმენტაცია სასტუმროს ჯავშნის გაუქმების თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ჯავშანის გაუქმება (იხ. ტ.2. ს.ფ. 148-153, 194).

 

3.2.12. საქმეშია საშემოსავლო დეკლარაციები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საშემოსავლო დეკლარაციები (იხ. ტ.3. ს.ფ. 1-167, ტ.4. ს.ფ. 1-201)

 

3.2.13. საქმეშია ლა-–--------–--ის წერილი შემოსავლების სამსახურისადმი არასწორად შევსებული ეა-14 ნომერი 7836177 გაუქმების თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

განაცხადი (იხ. ტ.5.ს.ფ.31).

 

3.2.14. საქმეშია შემოსავლების სამსახურის პასუხი, რომლის მიხედვითაც ანგარიშ-ფაქტურის გაუქმებაზე უნდა მიმართოს გამომწერმა ორგანიზაციამ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

წერილი (იხ. ტ.5. ს.ფ. 32).

 

3.2.15. საქმეშია ლა-–--------–--ის განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისადმი არასწორად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების თაობაზე და აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი, რომლითაც ირკვევა, რომ ანგარიშ-ფაქტურის გაუქმება ხორციელდება გამომწერი ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადება (იხ. ტ.5. ს.ფ. 35-36).

 

3.2.16. საქმეშია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 სექტემბრის დასკვნა N5005897818, რომლის თანახმად დაბა ურეკში, თაყაიშვილის ქ. N137-ში მდებარე სასტუმროში, დამონტაჟებული ცხელი წყლის დანადგარი დაზიანებულია და იმყოფება გაუმართავ მდგომარეობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

დასკვნა (იხ. ტ.5. ს.ფ. 89-96).

 

3.2.17. საქმეშია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 აგვიტოს დასკვნა N5004942318, რომლის თანახმად დაბა ურეკში, თაყაიშვილის ქ. N137-ში მდებარე სასტუმროში, აღინიშნება წყლის ჩამოსვლის კვალი და წყლის ჩამოსვლის მიზეზია ტექნიკურ ლიობში განთავსებული მილების არასწორი მონტაჟი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

დასკვნა (იხ. ტ.5. ს.ფ. 97-111).

 

3.2.18. საქმეშია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1 ნოემბრის დასკვნა N5006981618, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასალების, მოწოდებული ინფორმაციისა და კვლევით ნაწილში ასახული გარემოებების გათვალისწინებით, ლა-–--------–--ის მიუღებელი შემოსავალი 2015-2016 წლებში სასტუმროს არასრული დატვირთვით მუშაობის გამო საორიენტაციოდ განისაზღვრა 218 000 ლარის ოდენობით დღგ-ს გარეშე. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნულის დაანგარიშება მოხდა ერთობლივი შემოსავლიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

დასკვნა (ხ. ტ.5. ს.ფ. 122-128).

 

3.2.19. საქმეშია საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

დეკლარაცია (იხ. ტ.5. ს.ფ. 153-159).

 

3.2.20. მოწმე ქე------------–---–ის ჩვენებით ლა-–--------–--ის სასტუმოში მუშაობდა ადმინისტრაციულ პოზიციაზე. იცის, რომ 2015 წლის 1 ივნისს უნდა გახსნილიყო სასტუმრო, მაგრამ გაიხსნა 2015 წლის 9-10 აგვისტოს. სასტუმროში სარემონტო სამუშაოების გამო თვითონ გვერდით მდებარე სასტუმროში იყვნენ დაბინავებულები. სამუშაოების დასრულების შემდგომ კონდიციონრებიდან გამოდიოდა წყალი, ასვე ოყო ვინტილაციის პრობლემაც და ყველგან ცუდი სუნი იდგა. სასტუმროში დილით წყალი არ მოდიოდა, ვინაიდან კომპიუტერული სისტემა იყო დაყენებული და უჭირდათ ჩართვა. 2016 წელში წყლის გამაცხელებლის ტენი გადეწვათ, შპს გ---------ის ხელმძღვანელობა დაპირდათ გაკეთებას, ახალი ტენიც დაუყენეს დროებით, მაგრამ სრულად მაინც არ გაუკეთებით. დამსვენებლები ტენის გადაწვის გამო არ წასულან სასტუმროდან, რადგან წყლის ბალონებით ამარაგებდნენ დამსვენებლებს. ახსოვს, რომ ლა-–--------–--ის ოთახში დაიწყო პირველად წყლმა გაჯონვა და იქედანაც ცუდი სუნი ამოდიოდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოწმე ქე------------–---–ის ჩვენება (იხ. სასამართლ სხდომის ოქმი).

 

3.2.21 მოწმე ზუ-------------ის ჩვენებით ლა-–--------–--ისკუთვნილ სასტუმროში მუშაობდა სან-ტექნიკოსად. შპს გ---------ის ხელმძღვანელის მიერ იყო დაქირავებული და წყალგაყვანილობას და ვინტილაციის სისტემას აკეტებდა. როგორც საჭირო იყო ისე არ აკეტებინებდნდნ სამუშაოს და ხელფასაც არ უხდიდნენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოწმე ზუ-------------ის ჩვენება (იხ. სასამართლ სხდომის ოქმი).

 

3.2.22. ექსპერტ ლუ-------–---ს ჩვენებით მიუღებელი შემოსავალი დათვლილ იქნა 2017 წლის რელაურად მიღებული შემოსავლიდან, რომლებიც იყო დეკლარილებული და რომელიც გავრცელდა 2015-2016 წლებზე. 2017 წელს სასტუმრო მუშაობდა სრული დატვირთვით, ხოლო 2015-2016 წლებში რიგი გარემოებებიდან გამომდინარე სასტუმრო ვერ ფუნქციონირებდა სრულად და მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა შემოსავლების მიღება. ლუ-------–---ს განმარტებით მიუღებელი შემოსავალი დათვლილ იქნა ერთობლივი შემოსავლიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ექსპერტ ლუ-------–---ს ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ გაანალიზა რა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, მოწმეებს, მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს როგორც თავდაპირველი სარჩელი, ასევე შეგებებული სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 319-ე, 316-317-ე, 361-ე, 411-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილა უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუცით.

 

როგორც დადგენილია ლა-–--------–--ემ თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2018 წლის 17 მაისს, ხოლო შპს გ---------ის წარმომადგენელმა 2018 წლის 23 ივლისს შეგებებული სარჩელით.

 

6.2. საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ..

 

6.3. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

6.4. 317-ე მუხლის თანახმად კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება...

 

6.5. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილა მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება...

 

6.6. 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ემუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ ან ვერ შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

 

როგორც დადგენილია თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნაა დაეკისროს- შპს ,,გ---------ს" ლა-–--------–--ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალი -218 000 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსი იცნობს სხვადასხვა სახის ზიანის ინსტიტუტს, მათ შორის რეალურ ზიანსა და მიუღებელ შემოსავალს. ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი წარმოადგენს დადებით, ანუ მატერიალიზებულ ზიანს, რაც ხელყოფის, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სსკ-ის 411-ე მუხლის ამოსავალი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans) (შდრ: საქმე №ას-929-869-2017, 27 დეკემბერი, 2017 წელი). სხვა სამოქალაქო საქმეში (შდრ: სუსგ №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015წ.) აღნიშნაულია, რომ დასახელებული ნორმა მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა კრედიტორის სუბიექტური შეფასებით. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო (იხ., სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუს-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011წ.).

 

უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტაბილური პრაქტიკის შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელემ იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.

 

ამავდროულად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

სსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლომ უნდა იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით უნდა გადაწყვიტოს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).

 

როგორც დადგენილია 2015 წლის 19 თებერვალს ლა-–--------–--ესა და შპს გ---------ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება (იხ. პუნქტი 3.2.1).

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 2015 წლის 31 აგვისტოს ბრძანება N851-დან ირკვევა, რომ დაკმაყოფილდა ლა-–--------–--ის განცხადება და დაბა ურეკში მდებრე სასტუმრო ს/კ 26.28.13.035, მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში (იხ. პუნქტი 3.2.10).

 

საქმეშია ლა-–--------–--ის წერილი შემოსავლების სამსახურისადმი არასწორად შევსებული ეა-14 ნომერი 7836177-ის გაუქმების თაობაზე. ასევე შემოსავლების სამსახურის პასუხი, რომლის მიხედვითაც ანგარიშ-ფაქტურის გაუქმებაზე უნდა მიმართოს გამომწერმა ორგანიზაციამ. საქმეშია ასევე ლა-–--------–--ის განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისადმი არასწორად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების თაობაზე და აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი, რომლითაც ირკვევა, რომ ანგარიშ-ფაქტურის გაუქმება ხორციელდება გამომწერი ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე (იხ. პუნქტი 3.2.12-3.2.14).

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 სექტემბრის დასკვნა N5005897818-ის თანახმად დაბა ურეკში, თაყაიშვილის ქ. N137-ში მდებარე სასტუმროში, დამონტაჟებული ცხელი წყლის დანადგარი დაზიანებულია და იმყოფება გაუმართავ მდგომარეობაში (იხ. პუნქტი 3.2.15).

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 აგვიტოს დასკვნა N5004942318-ით დაბა ურეკში, თაყაიშვილის ქ. N137-ში მდებარე სასტუმროში, აღინიშნება წყლის ჩამოსვლის კვალი და წყლის ჩამოსვლის მიზეზია ტექნიკურ ლიობში განთავსებული მილების არასწორი მონტაჟი. (იხ. პუნქტი 3.2.16).

 

როგორც უკვე განიმარტა იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა.

 

როგორც მხარეთა შორის წერილობით დადებული ხელშეკრულებიდან ირკვევა ხელშეკრულების ვადად განსაზღვრული იყო-2015 წლის 24 მაისი. ასევე დადგენილია, რომ გარდა წერილობითი ხელშეკრულებისა მხარეთა შორის დადებული იყო ზეპირი შეთანხმება სხვადასხვა სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. თავდაპირველი მოსარჩელის-ლა-–--------–--ის განმარტებით აღნიშნული სამუშაოების დასრულების ვადა ემთხვევა წერილობით დადებული ხელშეკრულების ვადას-2015 წლსი 24 მაისს, ხოლო მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ზეპირი შეთანხმებით განსაზღვრული ვადა იყო 2015 წლის 1 სექტემბერი. შესაბამისად, თუ ვერ დგინდება ვალდებულების შესრულების ვადა, რისი მტკიცების ტვირთიც მოსარჩელეზეა, ვერ დადგინდება ვერც ვადის დარღვევის ფაქტი.

 

რაც შეეხება სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას, აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარეს მოყავს ექსპერტიზის დასკვნა N5004942318, სადაც დაფიქსირებულია, რომ დაბა ურეკში, თაყაიშვილის ქ. N137-ში მდებარე სასტუმროში, აღინიშნება წყლის ჩამოსვლის კვალი და წყლის ჩამოსვლის მიზეზია ტექნიკურ ლიობში განთავსებული მილების არასწორი მონტაჟი. მაგრამ რაში გამოიხატა არასწორი მონტაჟი მითითებული დასკვნით დაუდგენელია. ამასთან წყლის ჩამოსვლის კვალი დაფიქსირებულია მხოლოდ სასტუმროს ოთხ ოთახში.

 

N5005897818-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაბა ურეკში, თაყაიშვილის ქ. N137-ში მდებარე სასტუმროში, დამონტაჟებული ცხელი წყლის დანადგარი დაზიანებულია და იმყოფება გაუმართავ მდგომარეობაში. აღნიშნული დასკვნით უტყუარად არ დასტურდება ვისი ბრალეული ქმედებით მოხდა დანადგარის დაზიანება და მისი გაუმართაობა. მოპასუხე ორგანიზაციის წამომადგენლი აღნიშნული დაზიანების გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს ცვალებად ელექტროენერგიას, რომელმაც მწყობრიდან გამოიყვანა წყლის საქაჩი ტუმბოს პლატა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ცხელი წყლის დანადგარის დაზიანების გამო არ მომხდარა დამსვენებლების გადინება სასტუმროდან, რაც დადასტურებულ იქნა მოწმე ქე------------–---–ის ჩვენებით, ცხელი წყლის დანადგარის დაზიანების გამო დამსვენებლებს არ დაუტოვებიათ სასტუმრო, ვინაიდან წყლის ბიდონებით ხდებოდა დამსვენებლების მომარაგება. მოწმე თავის ჩვენებაში ასევე მიუთითებს სასტუმროში არსებულ სხვადასხვა დაზიანებებზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 8 დღის განმავლობაში გაუქმებულ იქნა დამსვენებლებზე ჯავშანი, მაგრამ სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის პოზიციას, რომ 218000 ლარის მოთხოვნა, სასტუმროს 4 ოთახში წყლის ჩამოსვლის და 8 დღის განმავლობაში სასტუმროს ფუნქციონირების შეწყვეტის გამო, არ არის სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულბებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

218000 ლარის (ლა-–--------–--ის მიუღებელი შემოსავალი 2015-2016 წლებში სასტუმროს არასრული დატვირთვით მუშაობის გამო საორიენტაციოდ შეფასებული) განსაზღვრა მოხდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1 ნოემბრის N5006981618 დასკვნით, რომელიც შეჯამდა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასალების, მოწოდებული ინფორმაციისა და კვლევით ნაწილში ასახული გარემოებების გათვალისწინებით. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნულის დაანგარიშება მოხდა ერთობლივი შემოსავლიდან (იხ. პუნქტი 3.2.17)

 

სასამართლო სხდომაზე დაკითვისას ექსპერტმაც-ლუიზა ბიწაძემ დაადასტურა, რომ მიუღებელი შემოსავლის ქვეშ იგი გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს დანახარჯების გამოკლების გარეშე და სწორედ ერთობლივი შემოსავლიდან მოახდინა მიუღებელი შემოსავლის დაანგარიშება.

 

დადგენილი პრაქტიკით მიუღებელი შემოსავალი ეს არის ანაცდენი სარგებელი (მოგება), რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე და რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (იხ., სუსგ, №ას-218-210-2013, 10 მარტი, 2014წ.). შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ დასკვნაში მიუღებელი შემოსავალი დაანგარიშებულია ერთობლივი შემოსავლიდან, აღნიშნული დასკვნა ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა სათანადოდ. მოპასუხის მხრიდან ვალდებულების სათანადოდ შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში წარმოადგინა აუდიტორის დასკვნა, რომლითაც მითითებულია ზიანის ის ოდენობა, რასაც მხარე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა. აღნიშნული სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა დადგენილი და შესაბამისად, ლა-–--------–--ის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პაექრობის ეტაპზე თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისადმი 218000 ლარის და სს ქართუ ბანკში აღებული სასესხო ვალდებულების გადაფარვით მიღებული ზიანის სახით-44084 ლარის დაკისრება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ 44084 ლარის მოპასუხე ორგანიზაციისადმი დაკისრებასთან დაკავშირებით ვერ იმსჯელებს, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ თავის ახსნა-განმარტებაში დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ 218000 ლარის დაკისრება მოპასუხე ორგანიზაციისადმი მიუღებელი შემოსავლის სახით (სხდომის ოქმი 19.12.2018წ. 14.40.48 სთ.).

 

შეგეგებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნაც არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

შეგებებული სარჩელით შპს გ---------ის წარმომადგენელი მოითხოვს-დაეკისროს ლა-–--------–--ეს შპს გ---------ის" სასარგებლოდ 41 872.88 ევრო ეკვივალენტ ლარში.

 

როგორც დადგენილია 2015 წლის 19 თებერვალს ლა-–--------–--ესა და შპს გ---------ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება.

2015 წლის მარტში ლა-–--------–--ესთან ასევე დაიდო ზეპირი ნარდობის შეთნხმება ობიექტის ცხელი წყლით მომარაგების სისტემის მოწყობაზე, ობიექტზე ელექტრო გაყვანილობის მოწყობაზე და დამატებითი სამუშაოების შესახებ.

მხარის განმარტებით სამუშაოები უნდა დასულებულიყო 2015 წლის 1 სექტემბრამდე. ლა-–--------–--ეს უნდა გადაეხდა თავდაპირველი შეთანხმებით 75 350 ევრო და გადახდილი აქვს 92 420.72 ევრო, რასაც მხარეები სადაოდ არ ხდიან.

ლა–-------აძის განმარტებით დამატებით სამუშაოებში შედიოდა-ონკანების, ნიჟარების, უნიტაზების და სხვ მონტაჟი, რომლებიც ასევე არ იყო გათვალისწინებული ძირითად ხელშეკრულებში. სულ მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა: 134 293.60 ევრო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2016 წლის 9 თებერვალს გაეგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია და შედარების აქტი.

 

სასმართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის მოსარჩელის წარმომადგენლის-ლა–-------აძის პოზიციას, რომ 2016 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების მიხედვით ლა-–--------–--ე ვალდებული იყო ან მიეღო აქტი 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ან დაესაბუთებინა შენიშვნები და შენიშვნებების არარსებობის შემთხვევაში აქტი მიღებულად უნდა ჩათვლილიყო და 30 დღის განმავლობაში ქონდა ვალდებულება მოპასუხეს გადაეხადა მოთხოვნილი თანხა, კერძოდ: 134293.6-92420.72=41872.88 ევრო. შეგეგებული სარჩელის მოსარჩელის წარმომადგენლის აღნიშნული პოზიცია არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული. მართალია მხარეები არ უარყოფენ, რომ მათ შორის დაიდო დამატებითი ზეპირი ხელშეკრულება სხვადასხვა სამუშაოების შესრულებაზე, მაგრამ რა თანხა უნდა ყოფილიყო გადახდილი, მხარეები ვერ ასაბუთებენ. სასამართლო იზიარებს შეგეგებული სარჩლის მოპასუხის ლა-–--------–--ის წარმომადგენლის პოზიციას, რომ შპს გ---------ის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს-134 293.60 ევროს, არ არის დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. ლა-–--------–--ემ ჯერ კიდევ 2016 წლის 1 მაისს შეგეგებული სარჩელის მოსარჩელეს გაუგზავნა მოთხოვნა ელექტრონულად ანგარიშფაქტურის -226 855 ლარზე გამოწერის შესახებ. 2018 წლის 15 ივლისს 20:36 საათზე პორტალზე ლა-–--------–--ეს მოუვიდა შპს გ---------ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რაც შეცდომით დადასტურებულ იქნა, ვინაიდან თვლიდა, რომ აღნიშნული ეხებოდა 226 855 ლარზე ანგარიშფაქტურის გამოწერას. როცა დადგინდა ეს ინფორმაცია, მან იმავე დღეს 2018 წლის 15 ივლისს არასწორად გაგზავნილი საგადასახდო დეკლარაცია დააკორექტირა და მიმართა შემოსავლების სამსახურს ელექტრონულად ანგარიშფაქტურის გაუქმებასთან დაკავშირებით. იმავე ღამეს ლა-–--------–--ემ ელექტრონულად გაუგზავნა მოთხოვნა შპს გ---------ს ანგარიშფაქტურის გაუქმებასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის წერილით ლა-–--------–--ეს ეცნობა, რომ არასწორად გამოწერილი ანგარიშფაქტურის გაუქმებაზე განცხადებით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს გამომწერმა ორგანიზაციამ. აღნიშნული წერილის შემდგომ 2018 წლის 20 ივლისს ლა-–--------–--ემ კვლავ მიმართა შპს გ---------ს არასწორად გამოგზავნილი ანგარიშფაქტურის გაუქმების მოთხოვნით. 2018 წლის 23 ივლისს ლა-–--------–--ემ წერილობით კვლვ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომლის 2018 წლის 25 ივლისის პასუხით, ეცნობა, რომ ანგარიშფაქტურის გაუქმება ხორციელდება გამომწერი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნულით დგინდება, რომ ლა-–--------–--ის მიერ სადაოდ არის გამხდარი გამოწერილი ელექტრონული ანგარიშფაქტურა და უტყუარად ვერ დასტურდება მოთხოვნის საფუძვლიანობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელიც არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეების სასარჩელო მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. მათ მიერ გადახდილია სახ. ბაჟის თანხა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისის განჩინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ლა-–--------–--ის თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. შპს გ---------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

3. თავდაპირველი მოსარჩელის და შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მიერ გადახდილია სახ. ბაჟის თანხა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე5პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე