განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100118002648070
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

აკაკი მაჩიტიძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-------------–--ე,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ-------------ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ჩ---------------------–------ და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს-------–---–----------------------------------

 

ადვოკატი - ლ----–--------ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოთხი ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი)

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორიცელების საფუძვლიანი შიში.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ნ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის ივნისის თვის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის ივნისში, ზუსტი რიცხვი უცნობია, თბილისში, ზ------ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში ნ-------------ემ მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, შელაპარაკებისას, ხელები ძლიერად მოუჭირა ხელის არეში, რითაც თ------–-------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. ნ-------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ივნისის თვის ეპიზოდი).

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ნ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის ივლისში, ზუსტი რიცხვი უცნობია, თბილისში, ზ------ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში ნ-------------ემ მეუღლეს -თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათი არასრულწლოვანი შვილის -კ----------------------ის თანდასწრებით, თავისივე ხელები მოაკიდებინა ყელზე და ძლიერად მოუჭირა ხელებით, რითაც თ------–-------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. ნ-------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი).

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ნ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 3 ივლისის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 3 ივლისს, თბილისში, ს-------–---–----------------------ში მდებარე ნაქირავებ ბინაში ნ-------------ემ მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, შელაპარაკებისას, ხელებით დაუჭირა საკუთარი ხელები და თავისივე ხელები რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რითაც თ------–-------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. ნ-------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 ივლისის ეპიზოდი).

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ნ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 14 ივლისის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, ა----–----------–---–-------------------–---–-------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ნ-------------ემ მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი ძლიერად დაარტყა მუცლის არეში, რითაც თ------–-------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. ნ-------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 ივლისის ეპიზოდი).

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ნ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 18 აგვისტოს დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, ა----–----------–---–-------------------–---–-------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ნ-------------ემ მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათი 4 წლის შვილის - კ----------------------ის თანდასწრებით, შელაპარაკებისას, მუშტები მრავალჯერ დაარტყა სახისა და გულმკერდის არეში, მარცხენა მკლავზე მოუჭირა ხელი, რითაც თ------–-------–მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ნ-------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი).

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ნ-------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორიცელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2018 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, თბილისში, ზ------ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, თბილისში ა----–----------–---–-------------------–---–-------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ნ-------------ე მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, სიტყვიერად ემუქრებოდა მოკვლით და ასევე ყელზე ხელების მოჭერისა და დახრჩობის დემონსტრირებით აშინებდა მას. ნ-------------ის მუქარა თ------–-------–მა ყველა შემთხვევაში აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. ნ-------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ნ-------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი),აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2018 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, თბილისში, ზ------ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, თბილისში ა----–----------–---–-------------------–---–-------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ნ-------------ე მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, მის მიმართ სისტემატიურად ეჭვიანობდა, მიიჩნევდა თავის საკუთრებად და მიუთითებდა გაეკეთებინა რასაც თვითონ ეტყოდა, მრავალჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, უკრძალავდა თმის შეჭრას, მისი თანხმობის გარეშე სამუშაო ადგილის შერჩევას, ყველანაირად უზღუდავდა არჩევანის თავისუფლებას და უნდა დამორჩილებოდა მას ყველაფერში. ნ-------------ის ქმედებებით თ------–-------–ი განიცდიდა ტანჯვას.

 

ე.ი. ნ-------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ ნ-------------ე წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, 2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენას.

 

ნ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის ივნისის თვის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის ივნისში, ზუსტი რიცხვი უცნობია, თბილისში, ზ------ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში ნ-------------ემ მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, შელაპარაკებისას, ხელები ძლიერად მოუჭირა ხელის არეში, რითაც თ------–-------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ნ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 3 ივლისის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 3 ივლისს, თბილისში, ს-------–---–----------------------ში მდებარე ნაქირავებ ბინაში ნ-------------ემ მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, შელაპარაკებისას, ხელებით დაუჭირა საკუთარი ხელები და თავისივე ხელები რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რითაც თ------–-------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ნ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 14 ივლისის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, ა----–----------–---–-------------------–---–-------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ნ-------------ემ მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი ძლიერად დაარტყა მუცლის არეში, რითაც თ------–-------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ნ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 18 აგვისტოს დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, ა----–----------–---–-------------------–---–-------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ნ-------------ემ მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათი 4 წლის შვილის - კ----------------------ის თანდასწრებით, შელაპარაკებისას, მუშტები მრავალჯერ დაარტყა სახისა და გულმკერდის არეში, მარცხენა მკლავზე მოუჭირა ხელი, რითაც თ------–-------–მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ნ-------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორიცელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2018 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, თბილისში, ზ------ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავები ბინაში, თბილისში ა----–----------–---–-------------------–---–-------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ნ-------------ე მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, სიტყვიერად ემუქრებოდა მოკვლით და ასევე ყელზე ხელების მოჭერისა და დახრჩობის დემონსტრირებით აშინებდა მას. ნ-------------ის მუქარა თ------–-------–მა ყველა შემთხვევაში აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ნ-------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი),აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2018 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, თბილისში, ზ------ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავები ბინაში, თბილისში ა----–----------–---–-------------------–---–-------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ნ-------------ე მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, მის მიმართ სისტემატიურად ეჭვიანობდა, მიიჩნევდა თავის საკუთრებად და მიუთითებდა გაკეთებინა რასაც თვითონ ეტყოდა, მრავალჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, უკრძალავდა თმის შეჭრას, მისი თანხმობის გარეშე სამუშაო ადგილის შერჩევას, ყველანაირად უზღუდავდა არჩევანის თავისუფლებას და უნდა დამორჩილებოდა მას ყველაფერში. ნ-------------ის ქმედებებით თ------–-------–ი განიცდიდა ტანჯვას.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ნ-------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე გარკვეულ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდგომ, საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებების ნაწილი მიიჩნიეს უდავოდ და მოითხოვეს, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

მოწმე დ---------–-–--ას ჩვენებების თანახმად, იგი მუშაობს გ-–-----------–--------------------–-----------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებლად. ღამის საათებში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, თ------–-------–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მოცემულ საქმეზე ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დაარეგისტრირა აღნიშნული საქმე, დაახლოებით 20 წუთში გავიდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გამოიძახა ექსპერტ-კრიმინალისტები და მათი, ასევე თ------–-------–ის და მისი არასრულწლოვანი შვილის - კ------------ეს, თანდასწრებით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. აღნიშნული წარმოადგენდა ერთ ოთახიან იზოლირებულ ბინას. ექსპერტების დახმარებით მოხდა იმ ადგილის დასურათება, სადაც სავარაუდოდ ძალადობას ჰქონდა ადგილი. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული არაფერი არ ყოფილა. თავად დაზარალებულ თ------–-------–ის გადმოცემით მას დაზიანება ჰქონდა გულ-მკერდის არეში. როდესაც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა, დაზარალებული იყო აღელვებული და შეშინებული, ტიროდა და განიცდიდა მომხდარ ფაქტს. თ------–-------–ის გადმოცემით ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მისმა მეუღლემ ნ-------------ემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბავშვიც იმყოფებოდა მასთან ერთად და ცდილობდა მის დაწყნარებას.

 

მოწმე მ----–----------ის განმარტებით, იგი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გ-–-----------–--------------------–---------–-–------------------------–---ში. 2018 წლის 18 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა მის მოვალეობას. გვიან ღამე შემოვიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც იცის, მეზობელმა დარეკა პოლიციაში. აღნიშნულთან დაკავშირებით ის და მისი თანამშრომელი ს-----------–-ია დაუყონებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ს-------–---–---------------------------ში. შემთხვევის ადგილზე დახვდათ ნ-------------ე, მისი მეუღლე თ------–-------–ი და მცირეწლოვანი შვილი. თ------–-------–ი ემოციურად აღელვებული, ანერვიულებული და შეშინებული იყო. ბავშვიც იქვე იმყოფებოდა. მათ მისვლისას ნ-------------ეს განუმარტეს, რომ შეტყობინების საფუძველზე იყვნენ გამოძახებული. ნ-------------ე იქცეოდა აგრესიულად. მათ დანახვაზე უფრო აგრესიული გახდა, თავის მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათი იქ ყოფნის პერიოდში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, ,,თავს მოგაჭრიო“. მათ ნ-------------ეს განუმარტეს მისი უფლებები და დააკავეს, შეადგინეს დაკავების ოქმი. ნ-------------ეს ოქმზე ხელი არ მოუწერია. ბრალდებული გადაიყვანეს პ---–-–------------------------–---ში, სადაც ჩაუტარდა ალკოჰოლური შემოწმება და დაუდგინდა სიმთვრალე. ნ-------------ეს არც ამ ოქმისთვის მოუწერია ხელი.

 

ანალოგიური დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმემ ს-----------–-იამ და განმარტა, რომ არის გ-–-----------–--------------------–-----------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. ორგანოში მუშაობს დაახლოებით 18 წელი. 2018 წლის 19 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას რა დროსაც მის განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. დაიწყო გამოძიება, შეიქმნა ჯგუფი, სადაც იყო მ-----–----------თან ერთად. გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისვლას დასჭირდა დაახლოებით 5-10 წუთი. ნ-------------ე იქცეოდა აგრესიულად, ნასვამი იყო, შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - თ------–-------–ს, ასევე პოლიციის თანამშრომლებს. როგორც განუმარტა თ------–-------–მა ნ-------------ე მას აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებული დახვდათ აღელვებული და შეშინებული. მათი თანდასწრებითაც ნ-------------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა თ------–-------–ს, რა დროსაც აგინებდა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მათ ნ-------------ეს განუმარტეს უფლებები, დააკავეს ძალადობაზე და გადაიყვანეს გ-–-----------–---------------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც სიმთვრალე-სიფხიზლეზე იყო შემოწმებული. დაუდგინდა სიმთვრალე. თ------–-------–ის სხეულზე არსებული დაზიანება არ უნახავთ, მაგრამ თავად დაზარალებულის განმარტებით, დაზიანება ჰქონდა გულ-მკერდის არეში.

 

ექსპერტ თ-------------–-–---–ის განმარტებით, 2018 წლის 18 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მის მეწყვილესთან გ-------------თან ერთად გამოცხადდა მისამართზე და დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. ზუსტი მისამართი არ ახსოვს, ა----–ის ტერიტორია იყო. შესაბამისი წესით მოხდა ფოტოგრაფირება. რაიმე სახის კვალი ან ობიექტი არ ამოუღიათ. ქალბატონი, ვინც ესწრებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, იყო აღელვებული, უთითებდა თუ სად მოხდა ძალადობა.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:

 

დაზარალებულ თ------–-------–ის ჩვენებების თანახმად, დაახლოებით 5 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ-------------ესთან და ჰყავთ 4 წლის შვილი კ----------------------ე. ქორწინების დღიდან ჰქონდა მეუღლესთან უთანხმოება და კონფლიქტები, რომელსაც არა ერთხელ შესწრებია დედამისი, რადგან მის სახლში ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი კონფლიქტის დროს 2017 წლის მაისის ბოლოს გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რა დროსაც გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი. 9 თვის განმავლობაში დაშორებული იყო მეუღლეს, შემდეგ შერიგდნენ და გადავიდნენ ნაქირავებ ბინაში. 2017 წლის მარტში, ის და ნ------------ე იმყოფებოდნენ სახლში, ბავშვს ეძინა, თავადაც იწვა, რა დროსაც ნ------------ემ ბალიში დაადო სახეზე, აწვებოდა და ცდილობდა მის გაგუდვას. დაზარალებული მის მოცილებას ცდილობდა _ ხელებს და ფეხებს იქნევდა, თუმცა ძალა ეცლებოდა და გრძნობდა, რომ იგუდებოდა. ბრალდებულმა ააცალა ბალიში. დაზარალებულმა ტირილი დაიწყო, ნ----მ გაუღიმა და უთხრა: რისი გეშინია, მართლა ხომ არ დაგახრჩობდიო. 2017 წლის ივნისის ბოლოს თბილისში, ზ------ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, კონფლიქტის დროს ნ-------------ე წვდა ხელებით ყელში, ორივე ხელით უჭერდა და მის დახრჩობას ცდილობდა, აგინებდა და ემუქრებოდა _ მოგკლავო. ნ--- მასზე ძლიერი იყო ფიზიკურად, ცდილობდა მოეცილებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ამ დროს განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე ნ----მ სცადა მისი დახრჩობა 2017 წლის ივლისის თვეში, ნ-------------ემ ხელები მიადებინა მის ყელზე, ხელებზე ხელებით აწვებოდა და ძლიერად უჭერდა ყელის არეში, ემუქრებოდა, მოგკლავო. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრუწლოვანი შვილი კ----------------------ე. 2018 წლის 3 ივლისს, ნ------------ესთან მოუვიდა კონფლიქტი, რის გამოც ბრალდებულმა დაიჭირა მისი ხელები და მისივე ხელებით აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, სახეში ძალით არტყმევინებდა ხელებს, რის გამოც განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, მისგან თავი რომ გაითავისუფლა საკუთარი თავი დაიზიანა, სახე ჩამოიხოკა, ჩამოიკაწრა ლოყები, რის გამოც ნ------------ემ გამოიძახა სასწრაფო და მას მოჰყვა პატრულიც. ამ დროს ემუქრებოდა მოკვლით. აღნიშნული არ განუცხადებია პოლიციისთვის. 2018 წლის 14 ივლისს ნ------------ემ მარჯვენა ხელი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. იგი ასევე აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 18 აგვისტოს ნ------------ე სახლში მივიდა დაახლოებით 22:00 საათზე, იყო აგრესიული, აგინებდა და ლანძღავდა, მივარდა და მუშტი ჩაარტყა რამდენჯერმე, დაახლოებით 3-4-ჯერ სახის არეში, ლოყებში და ცხვირში, ასევე მუშტი ჩაარტყა გულ-მკერდის არეში, ძლიერად მოუჭირა ხელი მარცხენა მკლავში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მათი შვილი კ------------ე შეესწრო მომხდარ ფაქტს, იგი მივიდა ნ---სთან და ხელებს ურტყამდა _ გაუშვი დედას ხელიო. ამ დროს მოვიდა პოლიცია. კარი ნ---მ გააღო, რომელიც პოლიციის მიმართაც იყო აგრესიული. ნ------------ე სულ ეჭვიანობდა მასზე და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რასაც ყოველთვის რეალურად აღიქვამდა. სულ ეშინია ნ---სი, მასთან ნორმალური ურთიერთობა არ შეიძლება, სულ აგრესიულია, ჩხუბობს, რის გამოც განცდის ფსიქიკურ ტანჯვას. იგი უწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, მაგალითად თმის შეჭრის ნებას არ აძლევდა, რადგან ქალი იყო და გრძელი თმა უნდა ეტარებინა. ასევე ქალი ხარ და უნდა დამემორჩილოო და რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთოო, რადგან მე კაცი ვარ და შენ ვალდებული ხარ ქმრის მორჩილი იყოო. გარდა ამისა, ცინიკურად ელაპარაკება სულ _ მახინჯი ხარ და რას გავხარო.

 

მოწმე ნ--------------–ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს თბილისში, დ----------–---–---------------------------------------ში ოჯახთან ერთად. 2018 წლის 18 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში, დაახლოებით 23:00 საათზე შემოესმა მამაკაცის და ქალის ჩხუბის ხმა, კერძოდ, მამაკაცი იგინებოდა, ქალი კი ბოლო ხმაზე ყვიროდა. მისი კედლის მეზობლიდან მოდიოდა ხმა, N18 ბინიდან, თავიდან ვერ არჩევდა რას ამბობდა ქალი, შემდეგ გაარჩია ქალი ყვიროდა მომეცი მობილური პოლიციაში უნდა დავრეკოო, რის შემდეგაც უფრო ხმამაღლა და განწირული ხმით დაიწყო კივილი. ამის შემდეგ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტს. ცოტა ხანში მოვიდა პოლიცია, თუმცა მამაკაცი კვლავ განაგრძობდა გინებას და ყვირილს.

 

მცირეწლოვანი მოწმე კ----------------------ის ჩვენების თანახმად - იგი ცხოვრობს დედასთან ერთად, მამა სახლში ხშირად ჩხუბობს. ერთ დღეს მამა დედას ეჩხუბებოდა, მას _ არა. მამა დედას უყვიროდა ცუდ სიტყვებს და შემდეგ მუშტი დაარტყა. ის მივიდა მამასთან, დაარტყა და ეუბნებოდა ,,გაჩერდიო“. შემდეგ მოვიდა პოლიცია და ექიმები.

 

მოწმე ნ------–-------–ის განმარტებით, თ------–-------–ი არის მისი შვილი. იგი 2013 წელს დაქორწინდა ნ-------------ეზე, 2014 წელს შეეძინათ შვილი კ----------------------ე. დაქორწინების დღიდან ნ-------------ეს და მის შვილს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, რაც გამოიხატებოდა ხშირი კონფლიქტში. იგი პირადად შესწრებია როგორ აგინებდა და ლანძღავდა ნ-------------ე მის შვილს, რაც ძალიან არ მოსწონდა, თუმცა მათ ურთიერთობაში არ ჩარეულა. ნ-------------ე ხშირად ცდილობდა დაემცირებინა თ------–-------–ი, უყვიროდა და ლანძღავდა სტუმრების თანდასწრებითაც. 2016 წლის მაისის თვეში, ნ----ს და თ-----ს ჰქონდათ მორიგი კონფლიქტი, თავიანთ საძინებელში იყვნენ, ნ---- ლანძღავდა და უყვიროდა, აღნიშნულს ბავშვიც ესწრებოდა. იგი ჩაერია მისი შვილის და სიძის კონფლიქტში და უთხრა, რომ ბავშვი შეშინებული იყო და გაჩერებულიყო. აღნიშნულზე მისი სიძე გაბრაზდა და მიუთითა, რომ აღარ ჩარეულიყო მისი ოჯახის საქმეში. კონფლიქტის დროს საპატრულო პოლიციაც გამოძახებული იყო, თავად ნ----მ გამოიძახა. რამდენიმე თვე დაშორებული იყვნენ ნ-------------ე და მისი შვილი. შემდეგ შერიგდნენ და გადავიდნენ ცალკე საცხოვრებლად. მიუხედავად ამისა, მათ შორის კონფლიქტი გრძელდებოდა, ნ-------------ე მის შვილს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. იგი არ შესწრებია პირადად ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, ეს მხოლოდ მისი შვილის გადმოცემით იცის. როგორც იცის, 2018 წლის 18 აგვისტოს ნ-------------ემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის შვილს თ------–-------–ს შვილიშვილის, კ----------------------ის თანდასწრებით. დეტალები მისთვის უცნობია. მისი შვილი თ------–-------–ი ნ-------------ესთან ცხოვრების დროს სულ დათრგუნული და დაძაბული იყო.

 

მოწმე ლ--------------–--ის განმარტებით, 2011 წლიდან მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, ექიმის პოზიციაზე. 2018 წლის 18 აგვისტოს ასრულებდა მასზე დასკირებულ მოვალეობას, 23:30 საათზე შევიდა შეტყობინება შემთხვევის შესახებ, კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. შეტყობინების მიღებიდან ორ წუთში მისი ბრიგადა, რომლის შემადგებლობაშიც შედიოდა ასევე თ---------–-–---–ი, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე დახვდათ პოლიციელები, დაზარალებული ქალბატონი, მისი მეუღლე და ბავშვი. დახმარება სჭირდებოდა ქალბატონს, რომელმაც განუმარტა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ. პაციენტი უჩიოდა გულ-მკერდის ტკივილს, გულის ფრიალს. ის დეტალურად შეამოწმა მისმა მეწყვილე თ---------–-–---–მა. მათ გაუწიეს პაციენტს პირველადი დახმარება, მისცეს დამამშვიდებელი და გამაყუჩებელი პრეპარატები.

 

ანალოგიური დაადასტურა მოწმემ თ---------–-–---–მა და განმარტა, რომ 2007 წლიდან მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უფროს ექიმად. 2018 წლის 18 აგვისტოს ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, დაახლოებით 23:30 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. გავიდა ადგილზე ლ--------------–--ესთან ერთად. დახვდათ ქალბატონი, რომელიც უჩიოდა თავბურსხვევას და ტკივილს გულ-მკერდის არეში, კერძოდ, მარცხენა წინა ზედაპირზე. მისი განმარტებით, დაახლოებით 30 წუთით ადრე მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახისა და გულ-მკერდის არეში.

 

N2------ შეტყობინების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს თბილისში, დ----------–---–-------------------------------------–--------------------------ში, მცხოვრებ თ------–-------–ს, დაბადებულს 1----–--–ს, მეუღლემ ნ---- მ------ემ, დაბადებულმა 1983 წელს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. (ს.ფ. 2).

 

N2------ შეტყობინების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 18 აგვისტოს ნ--------------–ისგან შევიდა შეტყობინება, თბილისში, დ----------–---–--------------------------------------ში, მომხდარი ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. (ს.ფ. 3).

 

თ------–-------–ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ 2018 წლის 18 აგვისტოს თ------–-------–ს გაეწია სამედიცინო დახმარება, რომელიც უჩიოდა თავბრუსხვევას, ტკივილს გულ-მკერდის არეში, მარცხნივ წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა. პაციენტის გადმოცემით მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ. 96).

 

2018 წლის 19 აგვისტოს ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ, შემოწმებული იქნა ნ-------------ე ალკოჰოლური ნივთიერებით თრობის ფაქტზე. შედეგი: 0.757 - დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალე. ( ს.ფ. 141).

 

2018 წლის 18 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად: - თ------–-------–ის განმარტებით, ფიზიკურად მას გაუსწორდა მისი მეუღლე მისაღებ ოთახში ( ს.ფ. 16-21).

 

2018 წლის 19 აგვისტოს ოქმით ვიზუალური დათვალიერების შესახებ, დგინდება, რომ თ------–-------–ს ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, მარცხენა მკლავისა და გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. თ------–-------–ის სხეულზე არსებული აღნიშნული დაზიანებები იქნა დასურათებული (ს.ფ 29).

 

2018 წლის 18 სექტემბრის ოქმით ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების შესახებ, დგინდება, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს 1 ცალი ელექტორნული დისკი, რომელზეც ასახულია თ------–-------–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, 2018 წლის 19 აგვისტოს შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა, ,,24“ კადრი (82-85).

 

2018 წლის 5 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 20.08.2018 მოქალაქე თ------–-------–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით. სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის თანახმად შესამოწმებლის გადმოცემით 2018 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 22:00-22:30 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (შესამოწმებლის გადმოცემით მეუღლემ ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ივნისის და ივლისის თვეში), კერძოდ, ურტყამდა მუშტებს სხეულის სხვადასხვა მიდამოებში.

 

რაც შეეხება ბრალდებულ ნ-------------ეს, მან სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, დაადასტურა დაზარალებულ თ------–-------–ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ და მოინანია აღნიშნული.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ნ-------------ის მიერ თ------–-------–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ 2017 წლის ივლისის ეპიზოდში საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

სასამართლოს ეჭვი არ შეაქვს დაზარალებულ თ------–-------–ის ჩვენების უტყუარობაში, და თავად ბრალდებულ ნ-------------ის აღიარებაში, მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ-------------ის მიმართ 2017 წლის ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით შესაძლოა ფორმალურად არსებობდეს კონსტიტუციით გარანტირებული მტკიცებულებათა მინიმალური სტანდარტი, თუმცა პირდაპირი მტკიცებულების საქმეში არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მიერ ნ-------------ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ძალადობად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელი შემადგენლობაა პირის სუბიექტური დამოკიდებულება ჩადენილი ქმედების მიმართ, ანუ პირმა მასზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად უნდა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. დაზარალებული თ------–-------–ი ორჯერ იქნა გამოკითხული გამოძიების ეტაპზე, 19 აგვისტოს და 20 სექტემბერს. თ------–-------–ი პირველ ჩვენებაში ყვება ნ-------------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ და უთითებს, რომ მან ყველა ძალადობრივი ქმედებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, გარდა 2017 წლის ივლისის ფაქტისა, იგი დეტალურად ჰყვება, როგორ ცდილობდა მისი მეუღლე მის დახრჩობას, თუმცა არ უთითებს, რომ მან ამ ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ქმედების ძალადობად დაკვალიფიცირებისთვის კი აუცილებელია, პირმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად დაზარალებულ თ------–-------–ის მიერ მიცემული ჩვენება, კერძოდ, ქმედების აღწერა, რომელიც არ უთითებს ფიზიკურ ტკივილზე, საკმარისი არ არის ნ-------------ის მიმართ ბრალდების ამ ნაწილში დამნაშავედ ცნობისთვის, ვინაიდან განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ობიექტური მხრივ ქმედება გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში - შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ნ-------------ის მიმართ არ არსებობს.

 

შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ნ-------------ე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდზე).

 

რაც შეეხება ბრლადებულისთვის წარდგენილ სხვა ეპიზოდებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის და სხვა მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს მათი ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით. მათ მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

სასამართლო მიუთითებს დაზარალებულ თ------–-------–ის ჩვენებაზე, სადაც იგი დეტალურად აღწერს მასზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგებზე, მიუთითებს კონკრეტულ დროზე. კერძოდ, მიუთითებს, რომ 2017 წლის ივნისის ბოლოს კონფლიქტის დროს ნ-------------ე წვდა ხელებით ყელში, ორივე ხელით უჭერდა და მის დახრჩობას ცდილობდა, აგინებდა და მოკვლით ემუქრებოდა, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე 2018 წლის 3 ივლისს ნ------------ესთან მოუვიდა კონფლიქტი, რის გამოც ბრალდებულმა დაიჭირა მისი ხელები და სახეში ძალით არტყმევინებდა ხელებს, რის შედეგადაც განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ასევე 2018 წლის 14 ივლისს ნ------------ემ მარჯვენა ხელი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. იგი ასევე აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 18 აგვისტოს ნ------------ე მას მივარდა და მუშტი ჩაარტყა რამდენჯერმე, დაახლოებით 3-4-ჯერ, სახის არეში, ლოყებში და ცხვირში, ასევე მუშტი ჩაარტყა გულმკერდის არეში, ძლიერად მოუჭირა ხელი მარცხენა მკლავში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მათი არასრულწლოვანი შვილი კ------------ე შეესწრო მომხდარ ფაქტს. გარდა ამისა, თ------–-------–მა დაადასტურა, რომ ნ------------ე ხშირად ემუქრებოდა მოკვლით და იგი ყოველთვის რეალურად აღიქვამდა მის მუქარას, რადგან ნ----სთან ნორმალური საუბარი შეუძლებელი იყო. პოლიცია როდესაც მოვიდა, შემთხვევის დღეს, იგი კვლავ განაგრძობდა დაზარალებულის შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მოვკლით. ასევე თ------–-------–მა განმარტა, რომ ნ------------ე სულ აგრესიული იყო, ჩხუბობდა, რის გამოც განცდის ფსიქიკურ ტანჯვას. იგი უწესებდა მას შეზღუდვებს, ცდილობდა ჰყოლოდა მორჩილებაში, რის გამოც იყო დათრგუნული და შეშინებული.

 

ანალოგიური დაადასტურეს შემთხვევის ადგილას მისულმა ექიმებმა ლ--------------–--ემ და თ---------–-–---–მა, რომელთაც განმარტეს, რომ, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს, როდესაც გამოცხადნენ შემთხვევის ადგილას, პაციენტი თ------–-------–ი დახვდათ აღელვებული, უჩიოდა გულ-მკერდის არეში ტკივილს და განმარტა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურეს, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა პოლიციელებმა მ-----–----------მა და ს-----------–-იამ. მათ განმარტეს, რომ მყისიერად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. ადგილზე დახვდათ დაზარალებული თ------–-------–ი, ბრალდებული ნ-------------ე და მათი არასრუწლოვანი შვილი კ--------------------ე. თ------–-------–ი იყო აღელვებული, ნერვიულობდა. ბრალდებული აგრესიული იყო, აგინებდა მას, ლანძღავდა და ემუქრებოდა მოკვლით.

 

აღნიშნულს ადასტურებს ასევე გამომძიებელი დ---------–-–--ა, რომელმაც განმარტა, რომ როდესაც გავიდა შემთხვევის ადგილას, მოხდა დათვალიერება და დასურათება, რომელშიც მონაწილეობდა დაზარალებული. თ------–-------–მა განმარტა, რომ მისმა მეუღლემ გულ-მკერდის არეში მიაყენა დაზიანება.

 

ასევე სასამართლო მიუთითებს მოწმე ნ------–-------–ის ჩვენებაზე (რომლებიც მხარეებმა მიიჩნეს უდაოდ) სადაც იგი გამოძიებისას ადასტურებს, რომ მის შვილ თ------–-------–სა და ნ------------ეს შორის ხშირად იყო კონფლიქტური სიტუაცია, ნ-------------ე თ------–-------–ს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სულ ამცირებდა, რის გამოც ისინი გაშორებულებიც იყვნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, ნ----------------–ის ჩვენებაზე, რომელმაც გაიგო მეზობელი სახლიდან კონფლიქტის ხმა, კერძოდ ესმოდა მამაკაცის გინების ხმა, და ქალბატონის განწირული კივილი, რომელსაც სურდა პოლიციაში დარეკვა დახმარების სათხოვნელად.

 

ხსენებული ჩვენებები ასევე შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან (რომლითაც დასტურდება, რომ დაზარალებული თ------–-------–ი გამოძიებას ბინაში უთითებს იმ ადგილს, სადაც ნ-------------ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (სადაც დადგენილია თუ რა სახისა და სიმძიმის დაზიანებები აქვს თ------–-------–ს),112-ში შეტყობინების ოქმები (რომლითაც დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს ნ--------------–მა დარეკა 112-ში და შეატყობინა ოჯახური კონფლიქტის შესახებ, ალკოტესტით შემოწმების ოქმი (რითაც ნ-------------ეს დაუდგინდა სიმთვრალე), ასევე ვიზუალური დათვალიერების ოქმი (რომელშიც ასევე აღწერილია თ------–-------–ის სხეულზე არსებული დაზიანებები).

 

მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობების, ასევე მუქარის ფაქტს არ უარყოფს თავად ბრალდებული ნ-------------ე, რომელმაც სრულად აღიარა მის მიმართ ბრალად წარდენილი დანაშაულებირვი ქმედება და მოინანია აღნიშნული.

 

სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი), ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

ასევე სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ 2017 წლის ივნისში, ზუსტი რიცხვი უცნობია, თბილისში, ზ------ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში ნ-------------ემ მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, შელაპარაკებისას ხელები ძლიერად მოუჭირა ხელის არეში, რითაც თ------–-------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ასევე 2018 წლის 3 ივლისს, თბილისში, ს-------–---–--------------------------ში მდებარე ნაქირავებ ბინაში ნ-------------ემ მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, შელაპარაკებისას, ხელებით დაუჭირა საკუთარი ხელები და თავისივე ხელები რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რითაც თ------–-------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ასევე 2018 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, ა----–----------–---–-------------------–---–-------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ნ-------------ემ მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი ძლიერად დაარტყა მუცლის არეში, რითაც თ------–-------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ასევე 2018 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, ა----–----------–---–-------------------–---–-------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ნ-------------ემ მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათი 4 წლის შვილის - კ----------------------ის თანდასწრებით, შელაპარაკებისას, მუშტები მრავალჯერ დაარტყა სახისა და გულმკერდის არეში, მარცხენა მკლავზე მოუჭირა ხელი, რითაც თ------–-------–მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ასევე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2018 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, თბილისში, ზ------ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, თბილისში ა----–----------–---–-------------------–---–-------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ნ-------------ე მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, სიტყვიერად ემუქრებოდა მოკვლით და ასევე ყელზე ხელების მოჭერისა და დახრჩობის დემონსტრირებით აშინებდა მას. ნ-------------ის მუქარა თ------–-------–მა ყველა შემთხვევაში აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ასევე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2018 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, თბილისში, ზ------ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, თბილისში ა----–----------–---–-------------------–---–-------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ნ-------------ე მეუღლეს - თ------–-------–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, მის მიმართ სისტემატიურად ეჭვიანობდა, მიიჩნევდა თავის საკუთრებად და მიუთითებდა გაეკეთებინა რასაც თვითონ ეტყოდა, მრავალჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, უკრძალავდა თმის შეჭრას, მისი თანხმობის გარეშე სამუშაო ადგილის შერჩევას, ყველანაირად უზღუდავდა არჩევანის თავისუფლებას და უნდა დამორჩილებოდა მას ყველაფერში. ნ-------------ის ქმედებებით თ------–-------–ი განიცდიდა ტანჯვას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უზრუნველყო დაედასტურებინა, ნ-------------ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა, სისტემატური შეურაცხყოფის, დამცირების და მუქარის ფაქტი.

 

თ------–-------–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სახეზე და სხეულზე (კერძოდ, თ------–-------–ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით, 2018 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდთან მიმართებაში) არსებული დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; ამასთანავე ექსპერტიზის დასკვნაში არის გადმოცემული, რომ შესამოწმებლის გადმოცემით 2018 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 22:00-22:30 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (შესამოწმებლის გადმოცემით მეუღლემ ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ივნისის და ივლისის თვეში), კერძოდ, ურტყამდა მუშტებს სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, ამასთანავე საქმეში არსებული ვიზუალური დათვალიერების ოქმში არის აღწერილი თ------–-------–ის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია დაზარალებულის ჩვენებას, რითაც დადასტურებულია, რომ მან ძალადობის შედეგად განიცადა ტკივილი. ამდენად, დაზიანების ლოკაციისა და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ------–-------–ისთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი შემოწმების მონაცემებით, რა დროსაც, შემოწმების მომენტშიც კი თ------–-------–ი უჩიოდა ტკივილს.

 

იგივე მტკიცებულებებით, დაზარალებულ თ------–-------–ის, მისი დედის ნ------–-------–ის ჩვენებების საფუძველზე, სასამართლოს ასევე ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ თანაცხოვრების პერიოდში ნ-------------ე თ------–-------–ს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა მას, რაც იწვევდა თ------–-------–ის ტანჯვას. (კერძოდ თ------–-------–მა განმარტა, რომ ნ-------------ე მუდმივად ამცირებდა მას, გარდა ამის, ეუბნებოდა რომ უნდა დამორჩილებოდა მას, რადგან იყო ქალი. ამ ყველაფრის გამო სულ დაძაბული იყო, დათრგუნული და არაფერი არ უნდოდა. ასევე ნ------–-------–მა განმარტა, რომ ნ-------------ე სტუმრების თანდასწრებითაც ამცირებდა მის შვილს, უყვიროდა და აყენებდა შეურაცხყოფას).

 

ასევე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-------------ემ არაერთხელ განახორციელა მუქარა მისი მეუღლის თ------–-------–ის მიმართ. კერძოდ, თ------–-------–მა განმარტა, რომ კონფლიქტების დროს ემუქრებოდა ნ-------------ე მოკვლით, რასაც აღიქვამდა რეალურად. ნ-------------ე მას ასევე პოლიციის თანადსწრებითაც დაემუქრა რომ მოკლავდა, კერძოდ, მოაჭრიდა თავს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება, ვინაიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, გარდა ამისა ნ-------------ის დის შვილს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული თ------–-------–ის, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებები სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს ნ-------------ის წინააღმდეგ. შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში (გარდა 2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ნ-------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრუწლოვანის თანდასწრებით - 2017 წლის ივლისის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისთვის, ვინაიდან დაზარალებულ თ------–-------–ის არცერთ ჩვენებაში არ არის დადასტურებული, რომ 2017 წლის ივლისში, მისი მეუღლის ნ-------------ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ნ-------------ის მიმართ 2017 წლის ივლისში ჩადენილ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ნ-------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით - 2017 წლის ივლისის ეპიზოდი) ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.

 

რაც შეეხებათ სხვა ეპიზოდებს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახში ჩადენილი ძალადობა ერთ-ერთი გავრცელებული და სპეციფიკური დანაშაულის ფორმაა. ამგვარი დანაშაული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. ოჯახურ დანაშაულთან ბრძოლის სისტემის სრულყოფისათვის აუცილებელია, რომ ოჯახში არსებული ძალადობა განიხილებოდეს ერთ-ერთ რთულ და საშიშ მოვლენად, რადგან ამ სახის დანაშაული ხელყოფს როგორც ადამიანის ღირსებასა და ჯანმრთელობას, ისე მის სიცოცხლესაც.

 

საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფად და დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს: ,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”.

 

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. სუბიექტური მხრივ განზრახი დანაშაულია და ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ, საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ,“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, რომლის სუბიექტიცაა ოჯახის ერთი წევრი, რომელიც ძალადობს და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ოჯახის მეორე წევრს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ-------------ე და თ------–-------–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთად.

 

გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.

 

ასევე სამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემურებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დადასტურდა დანაშაულების - (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი), ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), შემადგენლობის ყელა ნიშანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ძალადობა განხორციელდა გენდერული შეუწყნარებლობის გამო.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობა განხორციელებულია გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ამ მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულ თ------–-------–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ნ-------------ე მას უკრძალავდა თმის შეჭრას, რადგან ქალი იყო და გრძელი თმა უნდა ეტარებინა, ასევე ეუბნებოდა, რომ ქალი ხარ და უნდა დამემორჩილო და რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთო, რადგან მე კაცი ვარ და შენ როგორც ქალი ვალდებული ხარ, ქმრის მორჩილი იყოო. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული შეიცავს გენდერული დისკრიმინაციის ნიშანს, რამდენადაც იგი ჩადენილია ქალის უფლებრივი შეზღუდვის მიზნით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ნ-------------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ნ-------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს, (ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე თ------–-------–ზე არასრულწლოვანის თანდასწრებით, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე თ------–-------–ის მიმართ ახორციელებდა მუქარას სიცოცხლის მოსპობით, რასაც დაზარალებული აღიქვამდა რეალურად, ამავდროულად ნ-------------ე თ------–-------–ის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც თ------–-------–ი განიცდიდა ტანჯვას). ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ნ-------------ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედებების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა რეალურ შედეგებზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

ნ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

ნ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

ნ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

ნ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

ნ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ნ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ნ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 აგვისტოდან.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

2(ორი) ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე