განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002314953
N1/30-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ტ------– თ----------ის ძე გ--------ე, დაბადებული 1----–-–--------------რს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი თ------;
ადვოკატი - მ-----– ხ---------;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2014 წლის სექტემბრის თვის და 2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდები); 2) სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი); 3) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი); 4) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. ზესტაფონის რაიონის სოფელ თ-----–- მცხოვრები ტ------– გ--------ე და ს--–---- ს-----–---, 2014 წლის თებერვალში დაქორწინდნენ. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი - ი-–-- გ--------ე. 2014 წლის სექტემბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ თ-----–-, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, ტ------– გ--------ემ, ორსულ მეუღლეს, ს--–---- ს-----–---ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ამ უკანასკნელს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე, 2017 წლის აგვისტოს თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ თ-----–-, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ტ------– გ--------ემ, მეუღლეს, ს--–---- ს-----–---ს რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში. ძალადობის შედეგად, ს--–---- ს-----–---მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ი-–-- გ--------ე.
2. 2017 წლის დეკემბრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ თ-----–-, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, ტ------– გ--------ემ, მეუღლეს, ს--–---- ს-----–---ს ერთხელ გაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში. ძალადობის შედეგად, ს--–---- ს-----–---მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
3. 2017 წლის დეკემბრის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ თ-----–-, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ტ------– გ--------ემ, მეუღლეს, ს--–---- ს-----–---ს, რამდენჯერმე დაარტყა მუჭი სახეში, ასევე, რამდენჯერმე დაარტყა ფეხი ორივე ფეხისა და მუცლის არეში. ძალადობის შედეგად, ს--–---- ს-----–---მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ი-–-- გ--------ე.
4. 2018 წლის 6 იანვარს, ტ------– გ--------ე, მეუღლესთან ს--–---- ს-----–---სთან და არასრულწლოვან ი-–-- გ--------ესთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა ზესტაფონში, გ--------–-- ქუჩაზე მცხოვრებ დასთან - თ----- გ--------ესთან, სადაც, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, აღნიშნავდნენ თ----- გ--------ის შვილის დაბადებას. სუფრაზე ყოფნისას, ტ------–მა მიიღო ალკოჰოლური სასმელი და მოგვიანებით, როდესაც ს--–---- ს-----–--- ავიდა სახლის მეორე სართულზე ტანსაცმლის გამოსაცვლელად, ტ------– გ--------ეც აჰყვა მას. ოთახში ყოფნისას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძლიერად უბიძგა ხელი, წააქცია საწოლზე, სახეში დაარტყა მუშტი და სანთებელას რკინის დეტალი დაადო ყელის არეში. ხმაურზე, ოთახში შევიდა მასპინძელი ოჯახის წევრი - მ----- ფ------, რა დროსაც, ტ------– გ--------ემ, ს--–---- ს-----–---ს გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. ს--–---- ს-----–--- შეეცადა გასცლოდა მოძალადე მეუღლეს, რის გამოც ჩავიდა სახლის პირველ სართულზე, სადაც, ასევე, ჩავიდა ტ------– გ--------ე, რომელიც მეუღლეს თხოვდა გარეთ გასვლას. უარის მიღებით განაწყენებულმა ტ------– გ--------ემ, მეუღლეს - ს--–---- ს-----–---ს, მათი არასრულწლოვანი შვილის - ი-–-- გ--------ის თანდასწრებით, საჩვენებელი თითი ჩაარტყა მარჯვენა თვალის არეში. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ს--–---- ს-----–---მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
სასამართლომ დაადგინა:
5. 2014 წლის სექტემბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ თ-----–-, ტ------– გ--------ეს, ორსული მეუღლის, ს--–---- ს-----–--ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია. ასევე, 2017 წლის აგვისტოს თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ თ-----–-, ტ------– გ--------ეს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის ს--–---- ს-----–--ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
6. 2017 წლის დეკემბრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ თ-----–-, ტ------– გ--------ეს, მეუღლის, ს--–---- ს-----–--ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
7. 2017 წლის დეკემბრის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ თ-----–-, ტ------– გ--------ეს, მეუღლის, ს--–---- ს-----–--ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
8. 2018 წლის 6 იანვარს, ტ------– გ--------ეს, ქ.ზესტაფონში, გ--------–-- ქუჩაძე, დასთან სტუმრად ყოფნის დროს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის ს--–---- ს-----–--ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
9. 2014 წლის 3 ოქტომბრის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია ს--–---- ს-----–---, ხოლო საქმროდ ტ------– გ--------ე.
10. 2015 წლის 5 იანვრის ი-–-- გ--------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ს--–---- ს-----–---, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ტ------– გ--------ე.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ------– გ--------ე და დაზარალებული ს--–---- ს-----–--- არიან ოჯახის წევრები.
ქმედება: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2014 წლის სექტემბრის თვის და 2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდები;
2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი;
3) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი;
4) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდი.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---- ნ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 6 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული შეტყობინების საფუძველზე - ოჯახური ძალადობის შესახებ, მეწყვილე დ----- ნ---–--ესთან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე ქ.ზესტაფონში, გ--------–-- ქუჩა N---–-. ადგილზე მისულებს, სახლში დახვდათ ს--–---- ს-----–---, მ----- ფ------ და სხვა პირები. გამოკითხვისას, მათ, ს--–---- ს-----–---მ განუცხადა, რომ მეუღლემ - ტ------– გ--------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ს.ს-----–---ს დაზიანებები, სიწითლეების სახით აღენიშნებოდა სახეზე. ის გარემოება, რომ ს--–---- ს-----–---ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, ტ------– გ--------ემ, დაუდასტურა მ----- ფ------მაც, რომელმაც განუცხადა, რომ როდესაც ს--–---- და ტ------–ი იმყოფებოდნენ საძინებელ ოთახში, შემოესმა ხმაური. როდესაც კარები შეაღო, დაინახა თუ როგორ დაარტყა ხელი ტ------– გ--------ემ ს--–---- ს-----–---ს.
14. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს, სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა დ----- ნ---–--ემ.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- გ-------–----- განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული ყავს დაზარალებული ს--–---- ს-----–---. ასევე, ს.ს-----–--ის თანხმობით ჩაატარა მისი გარეგნული დათვალიერება. აღნიშნულის თაობაზე შეადგინა ოქმი, რაც დადასტურებული აქვს ხელის მოწერით.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------ გ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 7 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ მორიგედ, რა დროსაც მასთან, ბრალის აღიარებით გამოცხადდა ტ------– გ--------ე, ს--–---- ს-----–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის საფუძველზე, შეადგინა აღიარებით გამოცხადების ოქმი.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო ტ------– გ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა ექსპერტიზები, გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება ტ.გ--------ეს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია ტ.გ--------ის მიმართ.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ტ------– გ--------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 6 იანვარს, სტუმრად იმყოფებოდა დასთან, ქ.ზესტაფონში, გ--------–-- ქუჩა N---–-. აღნიშნავდნენ დისშვილის დაბადებას. მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. საღამოს საათებში, საძინებელ ოთახში ყოფნის დროს, მეუღლესთან, ს--–---- ს-----–---სთან მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში. აღნიშნულ ინციდენტს შეესწრო დის დედამთილი მ----- ფ------. ტ.გ--------ის განმარტებით, მეუღლესთან მომხდარი ინციდენტის დროს, მათი შვილი მეორე სართულზე არ ყოფილა, ის იყო მის დასთან, პირველ სართულზე, შესაბამისად კონფლიქტს არ შესწრებია. მისივე განმარტებით, იყო ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და ზუსტად არ ახსოვს დეტალები, რამდენჯერ და სად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს. დეტალები გაიგო მეორე დღეს.
19. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ს--–---- ს-----–---მ და მოწმეებმა ნ---- ს--------- და თ---------- გ--------ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
20. როგორც წინასასამართლო სხდომაზე, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა ს--–---- ს-----–--ის მიმართ; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის შემოწმების ექსპერტიზის N--------- დასკვნა ტ------– გ--------ის მიმართ; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა ტ------– გ--------ის მიმართ.
21. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, ასევე, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების მ----- ფ-------, მ--–---- ფ-------, დ-------- ს-----–--ის, თ-------- ფ---–---–----, გ------- გ-------–-–---–--, ზ------ გ--–-–---–--, მ------ ჭ--–-–---–--, გ-- გ------------, ლ---- ნ-------- და ლაშა პირველაშვილის დაკითხვა.
22. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა, სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), რაიმე საგნის გარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის ანდა სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. დანაშაულის ერთერთი დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრზე ძალადობა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.
23. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ტ------– გ--------ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ტ------– გ--------ის ბრალეულობა ოჯახური ძალადობის 4 (ოთხ) ეპიზოდში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ტ------– გ--------ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში (4 ეპიზოდი). აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ტ------– გ--------ის მხრიდან დაზარალებულ ს--–---- ს-----–--ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2014 წლის სექტემბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია), 2017 წლის აგვისტოს თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), 2017 წლის დეკემბრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), 2017 წლის დეკემბრის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია) და 2018 წლის 6 იანვარს, ტ------– გ--------ეს, მეუღლის ს--–---- ს-----–--ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
სამართლებრივი შეფასება:
24. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
26. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
27. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
28. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
30. სასამართლო აღნიშნავს, რომ ტ------– გ--------ის მიერ ს--–---- ს-----–--ის მიმართ 2018 წლის 6 იანვარს ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს თავად ტ------– გ--------ის ჩვენება და საქმეზე უდავოდ ცნობილი მოწმეების მ----- ფ-------, მ--–---- ფ------- და დ-------- ს-----–--ის ჩვენებები. მოწმის მ----- ფ------- გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ ტ------–მა გაშლილი ხელი ჩაარტყა ს--–----ს სახის არეში, საძინებელ ოთახში. ასევე, მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი ჩაარტყა თვალში. მოწმე მ--–---- ფ------- გამოკითხვის ოქმში კი მითითებულია, რომ მან გადმოცემით, დედისგან და ს--–----სგან იცის, რომ ტ------–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია მეუღლისათვის, ასევე, ხელი ჩაურტყამს თვალის არეში. მოწმის დ-------- ს-----–--ის გამოკითხვის ოქმში კი მითითებულია, რომ მან 2018 წლის 7 იანვარს, მ--–---- ფ-------გან გაიგო, რომ ტ------– გ--------ეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია ს--–---- ს-----–--ისათვის, რის გამოც ზესტაფონის პოლიციაში მიმდინარეობდა გამოძიება. თავად, ტ------– გ--------ის ჩვენებით კი, მან მხოლოდ ერთხელ დაარტყა ხელი ს--–---- ს-----–---ს. ძლიერი ნასვამობის გამო კი, დეტალები არ ახსოვს. მათ კონფლიქტს, მათი შვილი არ შესწრებია. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებათა ერთობლიობა მ----- ფ------- გამოკითხვის ოქმი და ტ------– გ--------ის ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, აშკარად მიუთითებს ტ------– გ--------ის მხრიდან ს--–---- ს-----–--ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე, თუმცა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა და სხვაგვარი ძალადობა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით (ძალადობის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტკივილი) არარელევანტურია და სასამართლოს მხრიდან არ შეიძლება იქნეს გაზიარებული. სსკ 1261-ე მუხლი კომპლექსური ნორმაა და სამივე კომპონენტი ძალადობა (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ერთობლივად უნდა იყოს სახეზე. მათგან ერთერთის არარსებობა, გამორიცხავს ქმედების სსკ 1261-ე მუხლით კვალიფიკაციას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ს--–---- ს-----–---მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ფაქტს, რომ 2018 წლის 6 იანვარს, ტ------– გ--------ის მხრიდან განხორციელებულმა ძალადობამ გამოიწვია დაზარალებულ ს--–---- ს-----–--ის ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება მოწმეების - მ--–---- ფ------- და დ-------- ს-----–--ის ჩვენებებს, აღნიშნული მოწმეების ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებს, რომლებიც გადმოსცემენ ინფორმაციას, გაგებულს სხვა პირებისაგან. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31).
31. ასევე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ტ------– გ--------ის მიერ, ს--–---- ს-----–--ის მიმართ 2017 წლის დეკემბრის თვის ბოლოს განხორციელებულ ძალადობაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი უდავოდ ცნობილი მოწმის დ-------- ს-----–--ის გამოკითხვის ოქმი, სადაც მითითებულია, რომ 2017 წლის დეკემბრის თვის ბოლოს, როდესაც ს--–---- და ტ------–ი დატოვა საცხოვრებელ სახლში და რამდენიმე მეტრი ჰქონდა გავლილი, მას ტელეფონზე დაუკავშირდა ატირებული ს--–----, რომელმაც უთხრა, რომ ტ------–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და მიბრუნებულიყო უკან. ადგილზე მისულმა უსაყვედურა ტ------–ს, თუმცა დეტალები რა და როგორ მოხდა, არ უკითხავს. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ტ------– გ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. აღნიშნული ბრალდების ნაწილში, მხოლოდ ერთი ირიბი მოწმის ჩვენება, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. რაც შეეხება დანარჩენ, სხვა ეპიზოდებს, აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
32. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ნ--- გ-------–-ანის ჩვენებას დაზარალებულ ს--–---- ს-----–--ის გარეგნული დათვალიერების ნაწილში და აღნიშნავს, რომ ს.ს-----–--ის დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოსურათები, 2018 წლის 1 მარტს, წინასასამართლო სხდომაზე ცნობილ იქნა დაუშვებელ მტკიცებულებად, რაც ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 10 მარტის განჩინებით. საქართველოს სსსკ 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. შესაბამისად, მოწმე ნ---ს გ-------–-ანის ჩვენება, ს--–---- ს-----–--ის გარეგნული დათვალიერების ნაწილში წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია.
33. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, ტ------– გ--------ე უნდა გამართლდეს: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2014 წლის სექტემბრის თვის და 2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდებით); 2) სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდით); 3) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდით) და 4) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში.
ნივთიერი მტკიცებულებები:
34. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ტ------– გ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2014 წლის სექტემბრის თვის და 2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდებით); 2) სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდით); 3) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდით) და 4) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში;
ტ------– გ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის N12/1-2018 განჩინებით, თ----- გ--------ის (პ/ნ 1----------), თ---------- გ--------ის (პ/ნ 1----------), ტ------– გ--------ისა (პ/ნ 1----------) და ნ---- სიმონიძის (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზესტაფონის რაიონის სოფელ თ------, საკადასტრო კოდით N------------), დადებული ყადაღა;
გამართლებულ ტ------– გ--------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე