განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/38–2018) 090100118002734849
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2019 წელი ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორი - ზ------–--–---------
ბრალდებული - დ---------------–---
ადვოკატ - მ----------------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე
ბრალდებულ დ---------------–---ს მიმართ
მამის სახელი: მ-------
დაბადებული: 1--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ამბროლაური;
მოქალაქეობა: ს----------–---
განათლება: ს-–----–---
ოჯახური მდგომარეობა: გ-------–-------–--
პირადი ნომერი: 0-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, ქალაქი – ა-------–-----------------------------------–-----–--------–-------------------
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, ქალაქი – ა-------–-----------------------------------–-----–--------–-------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. დ---------------–---, 2018 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ამბროლაურში, ვაჟა–ფშაველას ქუჩა N26–ში მდებარე ,,შპს ,,სანპერტოლიუმ ჯორჯია ამბროლაური“–ს ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორ ა-–-------------------- თავს დაესხა 4,5 მმ. კალიბრის პნევმატური პისტოლეტით შეიარაღებული და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა მას ფულადი თანხა.
2.დ---------------–---, 2018 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 21:10 საათზე, ამბროლაურში, ბრატისლავა–რაჭის ქუჩა N1–ში მდებარე მაღაზიაში, ი---------–---- თავს დაესხა 4,5 მმ. კალიბრის პნევმატური პისტოლეტით შეიარაღებული და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა მას ფულადი თანხა.
3.ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით ბრალდებული დ---------------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან 1(ერთი) წლიდან, პენიტენციური დეპარტამენტის საპატიმრო დაწესებულებაში მოიხადა 6 (ექვსი) თვე, ხოლო 6 (ექვსი) თვე, სისხლის სამართლის კოდექსის 63– 64 ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით (ტ–1, ს.ფ.239–245).
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით, დ---------------–---- მიმართ, ამავე სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა გაგრძელდა 6(ექვსი) თვით (ტ–1, ს.ფ.249–251).
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
4.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 30 ნოემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ტ–2, ს.ფ.104–109 ).
5.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
6.დ---------------–---მ, სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
7. დაზარალებულის სახით დაკითხული ი---------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 7 ოქტომბერს, , 21 საათსა და 30 წუთზე იმყოფებოდა მაღაზიაში, რომლის კარი მიხურული ჰქონდა. მასთან შევიდა ამბროლაურში მცხოვრები, ნაცნობი და ნდობაში შესული დ---------------–---, მეტსახელად ,,მამალიჩი“, რომელსაც ნისიადაც მიჰქონდა საქონელი, თუმც ვალი არ დაუბრუნებია, რამაც მათ შორის ურთიერთობა დაძაბა. ნიღაბი არ ეკეთა, ეცვა მოშავო ფერის ქურთუკი, ეხურა კაპიშონი, ქურთუკს გულთან ჰქონდა მოთეთრო, ემბლემის მსგავსი ნახატი, ეცვა მოთეთრო–მონაცისფრო შარავალი და შავი ფეხსაცმელი. მოითხოვა ფული მიეცა, რომელიც წაგებული ჰქონდა. ქურთუკიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და მოკვლით დაემუქრა თუ ფულს არ მისცემდა. უშვერდა იარაღს და სთხოვდა ფულს, ემუქრებოდა მოკვლით. შეეშინდა, რეალურად აღიქვა, რომ მოკლავდა. ხელი ჰკრა და მიიყვანა მაღაზიის კარებამდე, დაიკივლა, რომ კლავდნენ და შველას ითხოვდა. დ---------------–--- გაიქცა. პირადად იმდენად იყო შეშინებული, პოლიციაშიც კი ვერ დასრეკა და დაუკავშირდა მეუღლეს, რომელმაც პოლიციას შეატყობინა. დაზარალებულმა ამოიცნო იარაღი, რომლითაც ტურძილაძე ემუქრებოდა(ტ–1, ს.ფ.3–5; 91–93);
8.დაზარალებულის სახით დაკითხული ა-–-------------------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს შპს ,,სანპეტროლიუმ ჯორჯია საქართველოში“ ამბროლაურის ბენზინგასამართი სადსგურის ოპერატორის თანამდებობაზე, სადაც მორიგეობდა 2018 წლის 7 ოქტომბერს. დაახლოებით ღამის 21 საათზე, დააკაკუნეს, რის გამოც კარი გააღო და დაინახა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა დიდი ზომის პისტოლეტი, რომელსაც ჰქონდა ვერცხლისფერი მასრის ამოსაგდები. ნიღაბი არ ეკეთა. ტანზე ეცვა შავი ფერის ქუდიანი მოსასხამი და მოთეთრო ფერის შარვალი. ამოიცნო ამბროლაურში მცხოვრები დ---------------–---, მეტსახელად ,,მამალიჩი“, რომელიც უყვიროდა, ფულს სთხოვდა შეშინდა მისკენ მიშვერილი პისტოლეტის, მოჰკიდა ხელი მარჯვენა ხელის მაჯაში, შეეცადა იარაღის წართმევას, არ უნდოდა შენობაში შემოეშვა. მოახერხა კარის მიკეტვა. რის შემდეგაც დ---------------–--- წავიდა. შეშინებული იყო და მაშინვე პოლიციისთვის არ მიუმართავს. მოუყვა ტ------–----------, რომელმაც დარეკა პოლიციაში.(ს.ფ.49–50).
9. მოწმეთა სახით დაკითხული გ-------------–------, გ-------------–--, ზ-------------–----, ა----------–----, წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება, რომ დ---------------–---, 2018 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ამბროლაურში, ვაჟა–ფშაველას ქუჩა N26–ში მდებარე ,,შპს ,,სანპერტოლიუმ ჯორჯია ამბროლაური“–ს ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორ ა-–-------------------- თავს დაესხა 4,5 მმ. კალიბრის პნევმატური პისტოლეტით შეიარაღებული და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა მას ფულადი თანხა. იმავე დღეს, დაახლოებით 21:10 საათზე, ამბროლაურში, ბრატისლავა–რაჭის ქუჩა N1–ში მდებარე მაღაზიაში, იგივე იარაღით თავს დაესხა ი---------–---- და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა მას ფულადი თანხა. (ტ–1, ს.ფ.62–64; 65–67; 68–69; 70–72);
10.2018 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ დ---------------–---მ დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ამბროლაურში, ვაჟა–ფშაველას ქუჩა N26–ში მდებარე ,,შპს ,,სანპერტოლიუმ ჯორჯია ამბროლაური“–ს ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორ ა-–-------------------- მიმართ და დაახლოებით 21:10 საათზე, ამბროლაურში, ბრატისლავა–რაჭის ქუჩა N1–ში მდებარე მაღაზიაში, ი---------–---- მიმართ, რომელთაც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვათ ფულადი თანხა. (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, ტ–1, ს.ფ. 234–237);
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო–კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 9 ოქტომბრის N200/ბ ექსპერტის დასკვნით, სს N049071018003 საქმეზე გამოკვლეული ობიექტი N13F65697 არის ქარხნული წესით დამზადებული, 4,5 მმ კალიბრის პნევმატური პისტოლეტის მოდელი ,,GI MODEL BBb“, მაზე გადაკეთების კვალი აღმოჩენილი არ იქნა. პისტოლეტი სროლისათვის ვარგისია და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. (ტ–2, ს.ფ.:55–59).
12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 ოქტომბრის N428/დ დაქტილოსკოპიური ექსპერტზის დასკვნით:
1.სს N049071018003 საქმესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე წარდგენილი კვალი N1 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
2.სს N049071018003 საქმესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირებზე, მაქს. ზომებით:12X18მმ, 14X24მმ, და 19X24 მმ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
3. სს N049071018003 საქმესთან დაკავშირებით , პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის გულის ნაწილის კვალი – კვალი N1, იდენტური არ არის 1--------- წელს დაბადებული დ---------------------------–---- ხელის ანაბეჭდებისა.
4.სს N049071018003 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილი1--------- წელს დაბადებული დ---------------------------–---- სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი – 1--------- წელს დაბადებული დ---------------------------–---- ხელის ანაბეჭდებისა. (ტ–2, ს.ფ.:81–84).
10. დ---------------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 8 ოქტომბრის მოწმე ლ--------------- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 8 ოქტომბრის მოწმე თ------------–---- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 8 ოქტომბრის მოწმე თ--------------–---- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 8 ოქტომბრის მოწმე ტ------–---------ს გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 23 ოქტომბრის მოწმე მ---–----------------- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 23 ოქტომბრის მოწმე ზ------------------- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 8 ოქტომბრის ბრალდებულ დ---------------–---- გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 8 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 8 ოქტომბრის ბრალდებულის დაცვის უფლების განმარტების ოქმით, 2018 წლის 8 ოქტომბრის ოქმით სამედიცინო შემოწმების უფლების განმარტების შესახებ, 2018 წლის 8 ოქტომბრის ოქმით ოჯახის წევრის დაკავების შეტყობინების შესახებ, 2018 წლის 8 ოქტომბრის მაღაზია ,,იაფი“–ში შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოქოცხრილით, 2018 წლის 8 ოქტომბრის ნივთიერ მტკიცებულებათა გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 8 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმით, 2018 წლის 8 ოქტომბრის დაზარალებულ ი---------–----ათვის უფლებების განმარტების ოქმით, 2018 წლის 8 ოქტომბრის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით, 2018 წლის 8 ოქტომბრის დაქტილოსკოპიური ნიმუშის აღების ოქმით, თანდართული დაქტილობარათის ასლით, 2018 წლის 9 ოქტომბრის ,,რომპეტროლი“–ს სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღების ოქმით, 2018 წლის 8 ოქტომბრის ქურთუკის ამოღების ოქმით, 2018 წლის 8 ოქტომბრის ბენზინგასამართ ,,გალფი“–ს ტერიტორიაზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით, 2018 წლის 9 ოქტომბრის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, 2018 წლის 9 ოქტომბრის კაპიშონიანი მაისურის ამოღების ოქმით, 2018 წლის 9 ოქტომბრის დ---------------–---- ტანსაცმლის ამოღების ოქმით, 2018 წლის 10 ოქტომბრის ,,გალფი“–ს ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღების ოქმით, 2018 წლის 11 ოქტომბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 11 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმით, 2018 წლის 8 ოქტომბრის მიმართვითა და დადგენილებით ბალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2018 წლის 11 ოქტომბრის მიმართვითა და დადგენილებით მიკრონაწილაკების ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2018 წლის 11 ოქტომბრის მიმართვითა და დადგენილებით დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2018 წლის 8 ოქტომბრის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან დ---------------–---- მიმართ, 2018 წლის 9 ოქტომბრის ცნობით დ---------------–---- ნასამართლობის შესახებ, 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დ---------------–---- მიმართ, 2018 წლის 9 ოქტომბრის დ---------------–---- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, 2012 წლის 6 მარტისა და ამავე წლის 10 მაისის, 2013 წლის 30 ოქტომბრის, 2016 წლის 19 იანვრის, 2018 წლის 23 ივნისის დადგენილებებით დ---------------–---- მიმართ ადნინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ, 2018 წლის 9 ოქტომბრის პასუხით პრობაციიდან დ---------------–---- შესახებ, 2018 წლის 26 აგვისტოს განჩინებით დ---------------–----ათვის გამოსაცდელი ვადის გაგრძელების შესახებ, 2018 წლის 22 ოქტომბრის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან დ---------------–---- შესახებ, 2018 წლის 7 ოქტომბრის შეტყობინებით მაღაზია ,,იაფი“–ში დანაშაულის ჩადენის შესახებ, 2018 წლის 8 ოქტომბრის შეტყობინებით ,,გალფი“–ში ყაჩაღობის ჩადენის შესახებ, 2018 წლის 7 ოქტომბრის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი – ფორმა N1–ი, 2018 წლის 8 ოქტომბრის პატაკით დ---------------–---- ადგილსამყოფელის შესახებ, დ---------------–---- ფორმა N1–თ, წერილობითი მიმართვებით და პასუხებით, 2018 წლის 10 ოქტომბრის შუამდგომლობით დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერების შემოწმების შესახებ, 2018 წლის 8 ოქტომბრის შუამდგომლობით ტანსაცმლის ამოღების ჩატარების შესახებ, 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, 2018 წლის 8 ოქტომბრის შუამდგომლობით ტანსაცმლის ამოღების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის შესახებ, 2018 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით ი---------–---- დაზარალებულად ცნობის შესახებ, 2018 წლის 8 ოქტომბრის ნიმუშების აღების ამსახველი ფოტოცხრილით, 2018 წლის 8 ოქტომბრის შუამდგომლობით სს ,,რომპეტროლი“–დან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სათვალთვალო კამერის ჩანაწერების ამოღების შესახებ, 2018 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანების შესახებ, 2018 წლის 8 ოქტომბრის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი – ფორმა N1–ი(,,გალფი“–ს ეპიზოდი), 2018 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ამოღების ჩატარების შესახებ, 2018 წლის 9 ოქტომბრის შუამდგომლობით გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული შუამდგომლობის კანონიერად ცნობის შესახებ, 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, 2018 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებით ა-–--------------------- დაზარალებულად ცნობის შესახებ, 2018 წლის 9 ოქტომბრის ოქმით დაზარალებულ ა-–--------------------ავის უფლებების განმარტების შესახებ, 2018 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებით დ---------------–---- ბრალდების შესახებ, 2018 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ამოღების ჩატარების შესახებ, 2018 წლის 9 ოქტომბრის შუამდგომლობით შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია“–ს(,,გალფი“) ამბროლაურის ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოკამერებიდან ჩანაწერების ამოღების შესახებ, 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, 2018 წლის 9 ოქტომბრის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, 2018 წლის 11 ოქტომბრის ცნობით სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან დ---------------–---- შესახლების შესახებ, 2018 წლის 10 ოქტომბრის შუამდგომლობით გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული მაოღების კანონიერად ცნობის შესახებ, 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ.
11.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა დ---------------–---მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით (,,სან პეტროლიუმ ჯორჯია“–ს (,,გალფი“) ამბროლაურის ბენზინგასამართი სადგური –ა-–-------------------- ეპიზოდი).
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.(მაღაზია ,,იაფი“–ში ი---------–---- ეპიზოდი)
სამართლებრივი შეფასება:
12.სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---------------–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით (,,სან პეტროლიუმ ჯორჯია“–ს (,,გალფი“) ამბროლაურის ბენზინგასამართი სადგური –ა-–-------------------- ეპიზოდი) –დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით.
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. (მაღაზია ,,იაფი“–ში ი---------–---- ეპიზოდი) – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
13. დ---------------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ როგორც პრობაციონერს სასამართლოს მიერ გაეზარდა პირობითი მსჯავრის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა, დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის განმავლობაში.
14. დ---------------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
სასჯელის დასაბუთება:
15. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დ---------------–---ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს დ----------------–--ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ამასთან, დ----------------–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნა, რომ თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან და 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის მოცემულობა, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს და დ---------------–---ს სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული დ---------------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 7 ოქტომბრის 21:00 საათის ა-–-------------------- ეპიზოდი), სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით(2018 წლის 7 ოქტომბრის 21:10 საათის ი---------–---- ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით(2018 წლის 7 ოქტომბრის 21:00 საათის ა-–-------------------- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით(2018 წლის 7 ოქტომბრის 21:10 საათის ი---------–---- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე– 2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და დ---------------–---ს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით დ---------------–---- მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით 6 (ექვსი) თვით გაგრძელებუ;ლი პირობითად ჩათვლილი, 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ---------------–---ს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
2.მსჯავრდებულ დ---------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 8 ოქტომბრის 00 საათისა და 05 წუთიდან, ფაქტობრივი დაკავების დროდან.
4. ბრალდებულ დ---------------–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -
პატიმრობა გაუქმდეს.
5.საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში შენახული:
* 4,5 მმ კალიბრის პნევმატური პისტოლეტი მოდელი ,,GI MODEL 191BBb N13F65697“– გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად;
* ,,ჰუავეი“–ს მოდელის მობილური ტელეფონი –დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
*დ---------------–---- ტანსაცმელი და კაპიშონიანი მაისური – დაუბრუნდეს დ---------------–---- ოჯახს;
* ა-–--------------------აგან ამოღებული სპეცქურთუკი – დაუბრუნდეს ა-–--------------------;
* შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები,* მაღაზია ,,იაფიში“ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოცხრილი CD დისკზე,* ნიმუშის აღების ფოტოცხრილი CD დისკზე,* ,,რომპეტროლ საქართველო“–ს ამბროლაურის ბენზინგასამართი სადგურიდან ამოღებული ვიდეომასალა ,,01” DVD დისკზე,* ბენზინგასამართ სადგურ ,,გალფი“–ზე ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოცხრილი CD დისკზე,* ,,სან პეტროლიუმ გალფი“–ს ამბროლაურის ბენზინგასამართი სადგურიდან ამოღებული ვიდეომასალა ,,01” DVD დისკზე
დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი