გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-2967-18
(საქმე N190210018002705373)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - შპს ,, G---------- ‘’
წარმომადგენელი - შ------- ბ-–-----
მოპასუხე - შპს ,,ვ----’’
წარმომადგენელი - დ----- ფ------–-–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე - შპს ,, ვ----‘’-ს (4--------) მოსარჩელე შპს G---------- - ის ( ს/კ 4--------) სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2564.73 (ორი ათას ხუთას სამოცდაოთხი და 73) ლარი.
1.2. შპს ,, ვ---- ‘’ -ს (4--------) შპს G---------- -ის ( ს/კ 4--------) სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს შპს G---------- -ს მიერ გადახდილი საპროცესო ხარჯები სახ. ბაჟი 100 ( ასი ) ლარი.
მოსარჩელის განმარტებით , შპს G-----------ი შპს ,, ვ----- ‘’ (4--------) ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად აწვდიდა სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების ეტაპობრივად. ზეპირსიტყვიერი შეთანხმების პერიოდისათვის შპს ვ-----ს (4--------) მიეწოდა 2848.90 ლარის საქონელი, გადაიხადა 284.17 ლარი და დარჩა გადასახდელი 2564,73 ლარი.
შპს ვ----- საქონლის ნასყიდობის თანხა უნდა გადაეხადა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშწორებით მოპასუხის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით ყოველი თვის 25 რიცხვში . 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შპს “ ვ---- „ -ს ვალი შეადგენს 2564,73 ლარს. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად მხარე არ იხდის დავალიანებას. 2018 წლის 03 აგვისტოს შპს ვ-----ს იურიდიულ და ფაქტიურ მისამართზე გაიგზავნა წერილი დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, ფაქტიურ მისამართზე, სადაც ცეესკოს მონაცემებით ჩაწერილია შპს „ვ---- „ -ს დირექტორი, წერილი ჩაბარდა, მაგრამ მიუხედავად წერილის ჩაბარებისა, მოპასუხე მხარე არ იხდის დავალიანებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელზე დადგენილი წესით მოპასუხემ შესაგებელი წარმოადგინა და არ ცნო აღნიშნული სარჩელი. მოპასუხის განმარტებით, მან სრულად გადაიხადა მოსარჩელისგან მიღებული პროდუქციის ღირებულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპს G-----------ი შპს ,, ვ----- ‘’ (4--------) 2016 წლის ივლისიდან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად აწვდიდა სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების ეტაპობრივად. ამ პერიოდიდან შპს ვ-----ს (4--------) მიეწოდა 2848.90 ლარის საქონელი.
მტკიცებულება: საგადასახადო ანგარიშ ფაქტურები. 2018 წლის 26 ოქტომბრის ბრუნვა თვეების მიხედვით.
3.1.2. 2016 წლის ივლისის თვეში მოპასუხეს მიეწოდა 934.02 ლარის საქონელი. 2016 წლის აგვისტოს თვეში მიეწოდა 816,75 ლარის საქონელი, 2016 წლის სექტემბრის თვეში მიეწოდა 578,20 ლარის საქონელი , 2016 წლის ოქტომბრის თვეში მიეწოდა 519,93 ლარის საქონელი.
მტკიცებულება: შპს ,, G---------- ‘’- ის 2018 წლის 26 ოქტომბრის აქტი ბრუნვითი უწყისის შესახებ თვეების მიხედვით.
3.1.3. 2018 წლის 03 აგვისტოს შპს ვ-----ს იურიდიულ და დირექტორის ჩაწერის მისამართებზე გაიგზავნა წერილობითი შეტყობინება დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, რომელიც ჩაბარდა .
მტკიცებულება: საქართველოს ფოსტის ფორმა N119 და წერილის ასლი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში - 2016 წლის ივლისი, აგვისტო, სექტემბერსა და ოქტომბერში პროდუქციის მიწოდების შესახებ, ეს გარემოება უდავოა, მაგრამ განმარტავს, რომ მას, როგორც შპს „ვ----“-ს დირექტორს სრულად აქვს ამ პროდუქციის ღირებულება გადახდილი იმ პირებისთვის, ვისაც უშუალოდ მიჰქონდა მასთან პროდუქცია, თანხის გადახდა ხდებოდა ადგილზე, რაზედაც მას გადაეცემოდა შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, ანგარიშსწორება ხდებოდა ყოველი თვის 25 რიცხვისთის, რომ არ ყოფილიყო გასწორებული დავალიანება , მომდევნო თვეში მას პროდუქცია არ მიეწოდებოდა.
ამდენად, მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ბრუნვითი უწყისის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2016 წლის ივლისის თვეში მას მიეწოდა 934.02 ლარის საქონელი , აქედან გადაიხადა 166.14 ლარი და დარჩა გადასახდელი 767,88 ლარი.
2016 წლის აგვისტოს თვეში მიეწოდა 816,75 ლარის საქონელი, აქედან გადაიხადა 0 და დარჩა გადასახდელი 1584,63 ლარი
2016 წლის სექტემბრის თვეში მიეწოდა 578,20 ლარის საქონელი , გადაიხადა 0 ლარი და დარჩა გადასახდელი 2162,83 ლარი.
2016 წლის ოქტომბრის თვეში მიეწოდა 519,93 ლარის საქონელი , გადაიხადა 118,03 ლარი და დარჩა გადასახდელი 2564,73 ლარი.
მოპასუხის განმარტებით, მას მიწოდებული პროდუქციის ღირებულება სრულად აქვს გადახდილი.
2018 წლის 18 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ლაშა ლობჯანიძე და გიორგი გულარაძე ( მოსარჩელე შპს ,, G---------- ‘’-ის გაყიდვის აგენტები, დისტრიბუტორები), ვისაც აღნიშნულ პერიოდში უშუალოდ მიჰქონდა მოპასუხესთან პროდუქცია და განმარტეს, რომ შპს „ვ----“-ს დირექტორს დ----- ფხოველიშვილს სრულად აქვს გადახდილი მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, რაზედაც მათ მიერ გაიცემოდა შესაბამისი სალარო აპარატიდან გადახდის ქვითარი, მათ დაადასტურეს, რომ ყოველი თვის 25 რიცხვში სრული ანგარიშსწორება რომ არ მომხდარიყო, ანუ დავალიანების თანხა რომ არ გადახდილიყო , შემდგომ თვეში პროდუქცია აღარ მიეწოდებოდა მყიდველს.
მოწმე თინათინ ვაშაკიძის (საწარმოს ბუღალტერი) მიერ უშუალოდ თანხის გადახდასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ინფორმაცია ვერ იქნა მიწოდებული, მან როგორც სათანადო ცოდნის მქონე პირმა სასამართლოს განუმარტა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების სპეციფიური თავისებურებანი, თუმც მას უშუალოდ მოპასუხესთან თანხის გადახდის თაობაზე ურთიერთობა არ ქონია.
მტკიცებულება: შპს ,, G---------- ‘’- ის 2018 წლის 26 ოქტომბრის აქტი ბრუნვითი უწყისის შესახებ თვეების მიხედვით.
მოწმეების ლაშა ლობჯანიძისა და გიორგი გულარაძის ჩვენებები (2018 წლის 18 დეკემბერს სასამართლო სხდომის ოქმი ).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები, მოპასუხის მხრიდან მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობისთან დაკავშირებით, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულების ფაქტი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 477-ე, 478-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 477-ე მუხლის დანაწესის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.
ხოლო 478 -ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები , გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები - მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მხარეთა შორის მიწოდების, ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების არსებობის ფაქტს, პროდუქციის მიწოდებას მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც შეეხება მყიდველის მიერ თანხის გადახდას, მოპასუხის მიერ თანხის სრულად გადახდა დაადასტურეს უშუალოდ იმ პირებმა, ვინც პროდუქცია მიაწოდეს მოპასუხეს და ვინც უშუალოდ მიიღეს მისგან ამ პროდუქციის საფასური - ფულადი თანხა სრულად. ამდენად, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს სარჩელში მითითებული თანხა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოსარჩელე შპს ,, G---------- ‘’ -ს უკან უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 31 ოქტომბერს სს ,,საქართველოს ბანკის” მიერ შემდეგ რეკვიზიტებზე: სახაზინო კოდი 300063150, ბანკის კოდი TRESGE22, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საგადახდო დავალება #173., რადგან სარჩელი განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, რა დროსაც ბაჟის ოდენობა ნახევრდება , ამიტომ ზედმეტად გადახდილია 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს ,, G---------- ‘’- ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ვ-----’’- ს მიმართ 2564,73 ლარის დაკისრების თაობაზე.
2. მოსარჩლე შპს ,, G---------- ‘’- ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. მოსარჩელე შპს ,, G---------- ‘’ -ს უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 31 ოქტომბერს სს ,,საქართველოს ბანკის” მიერ შემდეგ რეკვიზიტებზე: სახაზინო კოდი 300063150, ბანკის კოდი TRESGE22, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საგადახდო დავალება #173
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი