განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2019
საქმის ნომერი
180100118002752053
დავის ტიპი
187 1 , 151
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/296-18 16 იანვარი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---- მი------–-ილი;

 

დაცვის მხარე - ა---------– გო-------ძე;

 

ბრალდებული - რ----- ნ-------ის ძე ჩი-----–--ლი (დაბადებული 1--- წლის 17 მ----, პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, შპს ,---------------- საწყობის უფროსის მოადგილე, მცხოვრები რეგისტრირებულ მისამართზე: ქ. ს--------, ც. დ-------- ქ. N21, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–---, ქ-----------–-- ქ. N30, ბინა N12-ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია:

1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ც------------, საავტომობილო გზაზე ავტომანქანით მგზავრობის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ----- ჩი-----–--ლმა მეუღლეს თ-- ბი----–--ლს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა რომ მოკლავდა და იწევდა ავტომანქანის უკანა სალონიდან საჭესთან მჯდომი თ-- ბი----–--ლისკენ დასარტყმელად, რის საშუალებასაც არ აძლევდა ავტომანქანაში მყოფი სიდედრი მ--–---- მა----–-ილი. ვინაიდან რ----- ჩი-----–--ლი იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, თ-- ბი----–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.2. 2018 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ც------------, საავტომობილო გზაზე ავტომანქანით მგზავრობის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ----- ჩი-----–--ლმა მეუღლეს თ-- ბი----–--ლს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამის შემდეგ, თ-- ბი----–--ლმა გააჩერა ავტომანქანა და გადმოვიდნენ, რა დროსაც რ----- ჩი-----–--ლმა ხელების და ფეხების დარტყმით და ავტომანქანის კარების საპირისპირო მხარეზე მოქაჩვით დააზიანა თ-- ბი----–--ლის კუთვნილი „ნისან ტიდას“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S--------, რითაც თ-- ბი----–--ლს მიადგა 400 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა რ----- ჩი-----–--ლმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

2.2. დაზარალებულ თ-- ბი----–--ლის გამოძიებაში მიცემული ინფომარციით დადგენილია, რომ იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება რ----- ჩი-----–--ლთან. 2018 წლის 21 ოქტომბერს მეუღლესთან, შვილთან, დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ოჯახურ სადილზე გავიდნენ ც------------ ტყეში, სადაც რ----- ჩი-----–--ლმა მიიღო ალკოჰოლური სასმელი. უკან დაბრუნებისას თ-- ბი----–--ლის კუთვნილ ავტომანქანაში „ნისან ტიდას“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S--------, რომელსაც მართავდა თავად დაზარალებული, მის გვერდით იჯდა დედამისი, ხოლო უკანა სავარძელში იჯდა რ----- ჩი-----–--ლი, რომელმაც დაუწყო ჩხუბი უმიზეზოდ, ლანძღავდა უწმაწური სიტყვებით და ემუქრებოდა მოკვლით, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ გამოჭრიდა ყელს. ვინაიდან ზურგჩანთაში რ----- ჩი-----–--ლს ჰქონდა დანა, მუქარა აღიქვა რეალურად თ-- ბი----–--ლმა. ბრალდებული ცდილობდა დარტყმას, რის წინააღმდეგობასაც უწევდა დაზარალებულის დედა. თ-- ბი----–--ლმა როდესაც გააჩერა მანქანა, რ----- ჩი-----–--ლი ფეხებს ურტყამდა მანქანას და მანქანის კარის მოტეხვის მიზნით საპირისპირო მიმართულებით ექაჩებოდა, რის შედეგადაც მანქანას დაუზიანდა კარი.

2.3. სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N2------- დასკვნის თანახმად, „ნისან ტიდას“ მარკის, სახელმწიფო ნომრით S-------- ავტომანქანაზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მასზე ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

2.4. სასაქონლო ექსპერტიზის №2----- დასკვნის თანახმად, „ნისან ტიდას“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S-------- მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 400 (ოთხას) ლარს.

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

2.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

2.7. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ თ-- ბი----–--ლი არის რ----- ჩი-----–--ლის მეუღლე, ხოლო სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ რ----- ჩი-----–--ლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით თ-- ბი----–--ლის „ნისან ტიდას“ მარკის, სახელმწიფო ნომრით S-------- ავტომანქანისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 400 ლარი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება; მოწმე მ--–---- მა----–-ილის, ე-–--- ქო----–--ის, სანდრო ქო----–--ის, ნ---- ჩი-----–--ლის გამოკითხვის ოქმები; ავტომანქანის ამოღების ოქმი და ამოღებული ავტომანქანა; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულის განცხადება პრეტენზიის არქონის შესახებ და ასევე საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- ჩი-----–--ლმა 2018 წლის 21 ოქტომბერს ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ რ----- ჩი-----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულია დაზარალებულთან და ცხოვრობენ ერთ ოჯახად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, რომ იგი დასაქმებულია და არის ოჯახის მარჩენალი, აკისრია საბანკო ვალდებულებები, ასევე მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ იგი ითხოვს პატიებას და შერიგებულია დაზარალებულთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ჩი-----–--ლს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს შთანთქმის პრინციპით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----- ჩი-----–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

2. რ----- ჩი-----–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რ----- ჩი-----–--ლს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

4. რ----- ჩი-----–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

5. რ----- ჩი-----–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 21 ოქტომბრიდან 2018 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.

6. რ----- ჩი-----–--ლის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: „ნისან ტიდას“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S-------- - დაუბრუნდეს თ-- ბი----–--ლს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი