გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N18002707063-2/095-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 იანვარი 2019 წ. დ. ასპინძა
შესავალი ნაწილი
ასპინძის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი: თამარ ცინაძე
მოსარჩელე - ნა-- ზ---იძე
წარმოამდგენელი - ოთ--- გო----–-ძე
მოპასუხე - ომარ ტი---ე, დშ---ნ ტი---ე
წარმომადგენელი - იო--- ხი------–---–ი
დავის საგანი: მიყენებული ზიანის ა--ზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე მხარეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის 2000 ლარის ა--ზღაურება.
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 10 აგვისტოს დილით მოსარჩელე ნა-- ზ---იძემ ნახირში გარეკა ოთხი სული პირუტყვი (ორი სული მეწველი და ორი სული მშრალი), რომლებიც ჩააბარა მწყემსებს, დშ---ნდა ომარ ტი---ეებს. საღამოს მენახირემ მოუყვა-- მხოლოდ ერთი სული პირუტყვი, ხოლო სამი სული პირუტყვი არა და ნა-- ზ---იძის შეკითხვაზე: თუ სად იყო დარჩენილი სამი სული პირუტყვი უთხრეს, რომ თავად ეძებნა. ამავე წლის 11 აგვისტოს მოსარჩელის შვილმა ძებნის შემდეგ სახლში მიიყვა-- ორი სული დილის 7 საათზე, ხოლო 11 საათზე თავისით მივიდა მესამე სული დაგლეჯილი, რომელსაც გამოჭმული ჰქონდა ცური, ყელი და ბარკლები. მოსარჩელემ მწყემსებს შესთავაზა, რომ წაეყვა--თ დაგლეჯილი პირუტყვი და მის სა--ცვლოდ მიეყვა--თ მისთვის შემცვლელი, მაგრამ მათგან უარი მიიღო. მოსარჩელემ მიიყვა-- ვეტექიმი მარინე ჩახნაშვილი, რომელმაც გაუწია პირველადი დახმარება, მაგრამ პირუტყვი მეორე დღეს დაეცა. ვეტექიმმა შეატყობინა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელის თა--მშრომლებმაც პირუტყვს თავი მოკვეთეს და გააგზავნეს თბილისის ლაბორატორიაში ცოფზე გამოსაკვლევად.
მოსარჩელემ როგორც დაზ---ალებულმა პირმა მიმართა შ.პ.ს ,,ფერმერთა ცენტრი"-ს ბაზრის დირექტორს იური გელაშვილს, რათა დაედგინა იმ პერიოდისათვის არსებული პირუტყვის საბაზრო ღირებულების ოდენობა, აღნიშნული შ.პ.ს-ს დირექტორის იური გელაშვილმა განცხადებაში განმარტა, რომ იმ პერიოდისათვის 4 წლიანი მეწველი ძროხის საბაზრო ღირებულების საშუალო ფასი შეადგენდა 1300-1750 ლარს და რომ ფასი დამოკიდებულია პირუტყვის წონაზე და წველადობაზე.
მოსარჩელემ მოპასუხეებს არაერთხელ მიმართა და ითხოვა ზიანის ა--ზღაურება, თუმცა უშედეგოდ, მოპასუხეები თავს არიდებს ვალდებულებას.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა დშ---ნ და ომარ ტი---ეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს მათ მიუყვანეს ე.წ ,,თეთრ ხიდთან" ორი სული პირუტყვი უვნებლად, ხოლო ორი სული თავისი ფეხით მივიდნენ სახლში უვნებლები, ხოლო დაგლეჯილი პირუტყვი იყო ის ერთერთი, რომელიც მათ უვნებლად ჩააბარეს ნა-- ზ---იძეს და ის იყო ვალდებული ეზრუნა მასზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 10 აგვისტოს ნა-- ზ---იძემ მწყემსებს, დშ---ნ და ომარ ტი---ეებს ჩააბარა ოთხი სული პირუტყვი (ორი მეწველი და ორი მშრალი), რომელთაგა--ც მხოლოდ მხოლოდ ერთი მიუყვანეს უკან, ორი სული მისმა შვილმა მიიყვა-- სახლში ძებნის შემდეგ, ხოლო ერთი სული ნადირისაგან დაგლეჯილი მივიდა სახლში, რომლის გადარჩენაც ვერ მოხერხდა ვერც ვეტექიმის ჩარევის მიუხედავად და სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მიწაში იქნა დამარხული, რადგან ხორცი იყო გამოუსადეგარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელობითი სია, და--რთი N1
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
3.1.2. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 11 აგვისტოს ნა-- ზ---იძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა შსს ასპინძის რაიონულ სამმართელოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შსს ასპინძის რაიონული სამმართველოს თა--მშრომლები მიერ ჩატარებული გამოკითხვის ოქმები
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
3.1.3. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხის დშ---ნ ტი---ის მიერ გამოძახებული იქნა ვეტერინარი მარინე მანჩხაშვილი, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია პირუტყვს, რომელიც დაგლეჯილი იყო ნადირის მიერ, შემდეგ შეატყობინა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მათ მიერ პირუტყვზე მოკვეთილი იქნა თავი, რომელიც ცოფზე გამოკვლევის მიზნით გაგზავნილი იქნა თბილისის ლაბორატორიაში და იქიდან მოვიდა დადებითი პასუხი, ასევე პირუტყვი დამარხული იქნა მიწაში, ხორცის უვარგისობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი, და--რთი N6
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
3.1.4. 2018 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით შ.პ.ს ,,ფერმერთა ცენტრი"-ს ბაზრის ტერიტორიაზე 4 წლიანი მეწველი ძროხის საბაზრო საშუალო ღირებულება შეადგენდა 1300-1750 ლარს, საიდა--ც ფასი დამოკიდებულია პირუტყვის წონაზე და წველადობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 27 ნოემბრის შ.პ.ს ,,ფერმერთა ცენტრი"-ს დირექტორის იური გელაშვილის განცხადება.
3.1.5. დაკარგულ პირუტყვზე პასუხისმგებლობ ეკისრებოდა მწყემსს ზეპირი შეთანხმების მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნა-- ზ---იძის ახსნა განმარტებით მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2000 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თა--ხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის გა--წილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თა--ხმად, მტკიცების ტვირთი გა--წილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მიუთითებს, რომ საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათა--დოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თა--ხმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის და--წესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათა--დოობის დადგენაზე. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელიც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების მოსაზრებას, რომ საეჭვოა თუ რამდენად რეალურად არის შეფასებული იური გელაშვილის მიერ პირუტყვის საბაზრო ღირებულება, ვინაიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თა--ხმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ დაადასტურა იმ პერიოდისათვის რას შეადგენდა პირუტყვის საბაზრო ღირებულება. მოპასუხეები კი საპირისპიროს ვერ ადასტურებენ. ისეთ ვით---ებაში, როდესაც მოსარჩელე 2018 წლის 27 ნოემბრის შ.პ.ს ,,ფერმერთა ცენტრი"-ს დირექტორის იური გელაშვილის განცხადებით ამტკიცებს პირუტყვის იმდროს არსებული საბაზრო ღირებულების საშუალო ოდენობას, საპირისპიროს სამტკიცებლად მოპასუხიეების მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი მტკიცებულება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის პოზიციისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გამაქარწყლებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მხოლოდ მათი ზეპირი ახსნა-განმარტება კი ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათა--დო და კვალიფიციურ მტკიცებულებად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებმა მტკიცების ტვირთის სამართლია--დ და ობიექტურად გა--წილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყვეს მათი პოზიციის დადასტურება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნა-- ზ---იძის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 408-409-ე, 992-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თა--ხმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აა--ზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ა--ზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თა--ხმად, თუ ზიანის ა--ზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათა--ზომიერად დიდი და--ხარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ა--ზღაურება.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ა--ზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ და--კლისის შევსებას, რომლითაც სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან გა--დგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ა--ზღაურდეს სრული მოცულობით. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის საშუალო ოდენობა განისაზღვრა 1300-1750 ლარის ოდენობით. ასევე, დადგენილია დშ---ნ და ომარ ტი---ეების ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი არ ზღუდავს მოსარჩელეს, მოითხოვოს ფულადი თანხა უშუალოდ მოვალის მიერ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაცვლად.
ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ნა-- ზ---იძის სარჩელი დშ---ნ და ომარ ტი---ეების მიმართ ზიანის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თა--ხმად: ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2014. N3014).’’
მოპასუხეებს დშ---ნ და ომარ ტი---ეებს ნა-- ზ---იძის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნა-- ზ---იძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ომარ ტი---ეს (პ/ნ 0----------) და დშ---ნ ტი---ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ნა-- ზ---იძის პ/ნ (47001031302) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს მიყენებული ზიანი 1400 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხე ომარ ტი---ეს (პ/ნ 0----------) და დშ---ნ ტი---ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ნა-- ზ---იძის პ/ნ (47001031302) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თ---იღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ასპინძის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე