განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2- დეკემბერი, 20-8 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი - თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ--------–------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ---------–------------–--ლი
ბრალდებული - მ-----------------–---–ი, დაბადებული 1----–-–----- დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ.რ-------–-, ა--–-----–---–-- ქ.#-------- #1--ში
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2--- წლის 1----------, თ---–--–-- უ---------------------ში არსებულ ავტოსამრეცხაო ,,ე-------------‘‘ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-----------------–---–მა, რეზინის ხელკეტის რამდენჯერმე დარტყმით, განზრახ დააზიანა მ-----–---------–---–ის კუთვნილი ავტომანქანა ,,ი-------ის‘‘, სარეგისტრაციო ნომრით X------, ძრავის ხუფი, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი 700 ლარის ოდენობით.
სასაქონლო ექსპერტიზის #1---/ს დასკვნით, ავტომანქანა ,----------------- 4.0-.V------ის‘‘, სარეგისტრაციო ნომრით X------, ძრავის სახურავის საორიენტაციო ღირებულება, დაზიანებამდე მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 700 ლარს.
იმევე დღეს, 2--- წლის 1----------, თ---–--–-- უ---------------------ში არსებულ ავტოსამრეცხაო ,,ე-------------‘‘ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-----------------–---–მა, ურთიერთშელაპარაკებისას, მ-----–---------–---–ს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე, რეზინის ხელკეტი ჩაარტყა თავის არეში და მიაყენა დაზიანება, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნულმა გამოიწვია მ-----–---------–---–ის ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, მ-----–---------–---–ს აღენიშნებოდა ზურგზე და სახეზე ნაკაწრი. მარცხნივ თვალბუდის არეში ექსკორიაციები, წელის არეში ექსკორიაცია, სისხლნაჟღენთი. დაზიანებები, ექსკორიაციებისა და სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლომ დაადგინა:
2--- წლის 1----------, თ---–--–-- უ---------------------ში არსებულ ავტოსამრეცხაო ,,ე-------------‘‘ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-----------------–---–მა, ურთიერთშელაპარაკებისას, მ-----–---------–---–ს ხელით, ასევე, ხელკეტის გამოყენებით, მიაყენა დაზიანებები, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ მ-----–---------–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იყო ავტოსამრეცხაო ,,ე-------------‘‘ ღამის ცვლის მენეჯერი. 2--- წლის 1---------, თანამშრომლებთან ერთად, დალია. დილას ერთ-ერთმა თანამშრომელმა ა-----–--ემ განაცხადა, რომ დაე--რგა 55 ლარი. არ იცოდნენ, ვინ აიღო. 1---------- აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა საუბარი თანამშრომლებს შორის, კერძოდ, შ-----------–---–მა მას უთხრა, რომ სამ ადამიანში ფული არ უნდა იკარგებოდეს, ამის გამო თქვენ ორს თავი გაქვთ გასატეხიო, რაც მან შეურაცხყოფად მიიღო და შ-----------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ფაქტის გამო უფროსმა მ-----------------–---–მა დაითხოვა სამსახურიდან. საღამოს, სახლში მყოფს, დაურე-- მ-----------------–---–მა და დაიბარა მეორე დილისთვის. როდესაც მივიდა, მ------მა ჰკითხა, რატომ სცემა შ-----------–---–ი, რაზეც მიუგო, რომ იმსახურებდა, რადგან ის ეუბნებოდა, რომ ბიჭები უნდა გაეჩხრიკა, რაზეც მ------მა მიუგო, რომ ეგრე შენც საცემი იყავიო და ხელი დაარტყა. ეტკინა, მანაც დარტყმით უპასუხა. მ------ს ბიჭებიც დაეხმარნენ. გაიქცა და სავალ ნაწილთან მდგარ თავის მანქანაში ჩაჯდა, მაგრამ მ------მა თავისი მანქანა გადაუყენა და ვეღარ დაძრა. მ-----------------–---–მა მანქანიდან ხელკეტი გადაიტანა, თავის მხრივ, მანაც მანქანიდან სახრახნისი გადაიტანა და დაიწყო მისი ქნევა ბიჭების მოსაგერიებლად. ხელჩართული ჩხუბი იყო, იმდენი ურტყამდა, ზუსტად არ იცის, რა ადგილას დაარტყა მ------მა. მისი მოქნეული ხელკეტი მოხვდა თავში თუ ზურგში, ზუსტად არ იცის. სახრახნისი ვინმეს მოხვდა თუ არა, არ დაუნახავს. შემდეგ მოსცილდნენ, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. დაძვრის დროს მ------მა მანქანის ე.წ. კაპოტზე დაარტყა ხელკეტი ერთხელ და დაზიანდა მანქანა. გზაში, წყაროსთან, გარეცხა სახრახნისი, ხელ-პირიც დაიბანა. სანაპიროსთან საპატრულო პოლიციამ გააჩერა და დააკავეს, მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს. ექსპერტიზამ დაადგინა 700 ლარის ზიანი. ამ ფაქტის შემდეგ შეხვდა მ------ს და შერიგდნენ, მის მიმართ არანაირი პრეტენზია და მოთხოვნა არ აქვს.
მოწმე შ-----------–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2--- წლის 1----------, სამსახურში ფულის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით, შელაპარაკება მოუვიდა მ-----–---------–---–თან, რა დროსაც მან დაარტყა. ამის გამო სახეზე სილურჯეებიც ემჩნეოდა. გააშველეს თანამშრომლებმა. მეორე დღეს მენეჯერმა მ-----------------–---–მა სთხოვა, შერიგებულიყვნენ, რასაც დათანხმდა, რადგან არ უნდოდა კონფლიქტი. ოთახში იყო, როდესაც მ------მა მ-------–---–ი აიყვანა, ეუბნებოდა, რომ მ-–-ს მისთვის ხელი არ უნდა დაერტყა. ამის გამო მ------სა და მ-----–---------–---–ს შორის დაიძაბა სიტუაცია, შელაპარაკდნენ და ხელი დაარტყეს ერთმანეთს. კერძოდ, მ-------–---–მა დაარტყა და მ------მაც დარტყმით უპასუხა, თვითონაც დაარტყა. იქ მყოფი თანამშრომლები აშველებდნენ. ერთმანეთს ურტყამდნენ მ-----–ი, მ------ი და თვითონ, თუმცა ვინ რამდენჯერ დაარტყა, არ იცის. მ-–- მ-------–---–ი ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ამ დროს მ------ს ე.წ. დუბინკა ეჭირა ხელში. შევიდა შიგნით, წყალი შეისხა პირზე. რომ გამოვიდა, ჩხუბის სიტუაცია აღარ იყო, თუმცა კ----------–---–- ფეხში იყო დაჭრილი და უხვევდნენ, სასწრაფოც მივიდა. მ------ისთვის იმწუთას დაზიანება არ შეუნიშნავს, მერე გაიგო, რომ თვალი ჰქონდა ნატკენი. არ უკითხავს, როგორ იტკინა, ჩხუბობდნენ და ისედაც ცხადი იყო. დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. შემდეგ გაიგო მანქანისთვის ხელკეტის დარტყმის შესახებაც.
მოწმე კ----------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ შემთხვევის დღეს, ქუჩის მეორე მხარეს, ეზოს წინ, დაინახა შეხლა-შემოხლის ფაქტი. ერთმანეთს ექაჩებოდნენ მ-----------------–---–ი და მ-----–---------–---–ი. გადავიდა გასაშველებლად, მ--------–---–ი აგრესიული იყო და მის მიმართაც გამოიჩინა აგრესია. კონფლიქტი რაზე დაიწყო, დეტალები არ იცის, თან დიდი დრო გავიდა. მ-------–---–ი იგინებოდა, უნდოდა მისი გაყვანა, რა დროსაც მ-------–---–მა ჭრილობა მიაყენა ფეხში, თუმცა პირადად მას არც მ-------–---–ის და არც მ-----------------–---–ის ხელში რაიმე საგანი არ დაუნახავს. არ დაუნახავს არც ის ფაქტი, ბ---------–---–მა მიაყენა თუ არა დაზიანება მანქანას. არც ის დაუნახავს, ხელი თუ გაარტყა მ------მა მ-----–---------–---–ს. ამის შემდეგ გაეცალა იქაურობას, ჩათვალა, რომ საერთოდ არ უნდა ჩარეულიყო. ჭრილობა წვეტიანი საგნით ჰქონდა მიყენებული, სხვანაირად ვერ დაიჭრებოდა, ან დანა უნდა ყოფილიყო, ან სახრახნისი.
მოწმე გ-------------ას სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 1----------, ახალი წლის დღეს ფულის დაკარგვის გამო, ნაცემი დახვდა შ-----------–---–ი, თვალები ჰქონდა ჩალურჯებული. როგორც გაიგო, მ-------–---–ს და მის მეგობარს უცემიათ. მ------მა შესარიგებლად მიიყვანა მ-------–---–ი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ შ----- საცემი იყო. ამაზე მ------მა უპასუხა, რომ თვითონაც საცემი იყო, მაგრამ არავინ სცემდა. ამაზე ატყდა ჩხუბი, მ-------–---–მა დაარტყა მ------ს. აშველებდნენ თვითონ, მ---------–ი, ა-----–--ე. მ-–-მ თავში მოკიდა ხელი მ------ს და ამ დროს ჩაერთო შ-----, რომელსაც, როგორც მ------ის დახმარების, ისე - პირადი მოტივიც ჰქონდა, ალბათ. ყველანი გარეთ გავიდნენ. თვითონ დარჩა, ოთახს ალაგებდა. რასაც შეესწრო, მ-----– მ-------–---–ისთვის არავის არაფერი დაუშავებია. შემდეგ კ----------–---–- შეიყვანეს დაჭრილი, გაიგო, რომ მ-–-მ დაჭრა დანით, მ-----------------–---–საც ჭრილობა მიაყენა დანით თვალზე. მ------ს მ-------–---–ის მანქანისთვის ე.წ. დუბინკა დაურტყამს. ეს ყველაფერი თანამშრომლებისგან გაიგო, რადგან არ იყო გარეთ.
მოწმე მ-------------–-–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მისი მორიგეობისას საპატრულოს საგამოძიებო ნაწილში შევიდა შეტყობინება უ--------------ს ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე. გამოცხადდნენ და ადგილზე დახვდათ დაჭრილი კ----------–---–-. გაარკვიეს, რომ მ-----–---------–---–მა დაჭრა, თუმცა თვითონ მ-------–---–ი უკვე წასული იყო. როდესაც საპატრულო პოლიციამ გააჩერა მ-------–---–ი, გაირკვა, რომ კონფლიქტი მოხდა მასსა და ბ---------–---–ს შორის, რა დროსაც მ-----------------–---–ი ავტოსამრეცხაოდან გაუვარდა ხელკეტით და დაუზიანა მანქანა. ექსპერტებთან ერთად, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, ასევე, გამოძიების ფარგლებში დაიკითხა მოწმეები.
მოწმე ლ-–----------–-ს ჩვენების მიხედვთ, 1----------, პატრულირებისას, მიიღო შეტყობინება უ--------------ს ქუჩაზე დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, გადმოსცეს ავტომანქანის მონაცემებიც. მეწყვილესთან ერთად, მოძრაობდა კ--------- ქუჩაზე, რა დროსაც შენიშნეს შეტყობინებაში მითითებული ავტომანქანა. მოუწოდეს, გაეჩერებინა, რასაც დამორჩილდა. ჰკითხეს, ვინ დაჭრა, რაზეც განაცხადა, რომ შე--მათება მოუხდა ყოფილ თანამშრომლებთან და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, დაუზიანეს მანქანა, თან აღნიშნა, აგონიაში ვიყავი, ორი-სამი პიროვნება მცემდა და რომ ვეღარ მოვერიე, ამოვიღე სახრახნისი და ვიგერიებდიო. მ-------–---–მა გადასცა მათ აღნიშნული სახრახნისი.
მოწმე ჯ--------------–--ემ თავის ჩვენებაში დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ავტომანქანის ჩხრე--ში ექსპერტებთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და ავტომანქანის მფლობელთან ერთად, რა დროსაც იარაღების ყუთიდან ამოიღეს სახრახნისი, რომელიც, მანქანის მფლობელის განმარტებით, უ--------------ს ქუჩაზე მომხდარ კონლიქტში ფიგურირებდა.
მოწმეებმა - დ---------–-–---–მა, გ-------–---------მ და გ--------------ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში, ასევე, დაადასტურეს მათ მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
2--- წლის 1- იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თ---–--–-- უ---------------------ში მდებარე ავტოსამრეცხაო ,,ე-------------‘‘ ტერიტორიაზე განთავსებულია 12 ე.წ. ბ-----, მ----------სა და ვერანდას შორის განთავსებულია მცირე ზომის ოთახი, სადაც დაგებულია მუქი ფერის ფილაქანი, ოთახის შუა ნაწილში ფილაქნის ზედაპირზე აღინიშნება მოყავისფრო ლაქები, რაც ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ. დათვალიერებაში მონაწილე მ-----------------–---–ის განმარტებით, მასსა და მ.მ-------–---–ს შორის კონფლიქტი დაიწყო სწორედ აღნიშნულ ოთახში, რის შემდეგაც გაგრძელდა გარეთ, რა დროსაც მ.მ-------–---–მა დაჭრა კ.რ---–---–ი.
მ-----–---------–---–ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამ უკანასკნელის ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა სახრახნისი, რომლითაც, მისივე განმარტებით, ცდილობდა თავდაცვას.
2--- წლის 1- იანვრის ამოღების ოქმის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორ დ-----------------სგან ამოღებულ იქნა მ-----------------–---–ის კუთვნილი შავი ფერის რეზინის ხელკეტი.
2--- წლის 16 იანვრის ამოღების ოქმების თანახმად, მ-----–---------–---–ისა და კ----------–---–-სგან ამოღებულ იქნა მათი კუთვნილი ტანსაცმელი, დაზიანებებითა და მოყავისფრო ლაქებით.
2----–-–---------------–-- ბიოლოგიური ექსპერტიზის #9---- დასკვნით:
· კ----------–---–-ს სისხლი მიეკუთვნება B------- ჯგუფს;
· კ----------–---–-ს ორ შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება B------- ჯგუფს;
· მ-----–---------–---–ის შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, ჯგუფზე გამოკვლევა არ ჩატარებულა ობიექტის სიმცირის გამო. სვიტერზე და ქურთუკზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის მონაჭრებზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა;
· შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება B------- ჯგუფს;
· გამოსაკვლევად წარდგენილ რეზინის ხელკეტზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა;
· ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ სახრახნისზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა; ხელსაწყოების ყუთზე და მასში მოთავსებულ საგნებზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა;
· კ----------–---–-ს სისხლი და კ----------–---–-ს ორ შარვალსა და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე არსებული სისხლი მიეკუთვნება B------ ჯგუფს. ბიოლოგიური ექსპერტიზის განყოფილებაში სისხლის ბიოლოგიური ექსპერტიზის იდენტურობაზე გამოკვლევა არ ტარდება.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ვ--------–-----–--ემ, რომელმაც ის ფაქტი, რომ სახრახნისზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა, ახსნა მისი გარეცხვის შესაძლებლობით.
2----–-–--------------–-- სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის #-----------–---- ბარათის ჩანაწერით: მ-----–---------–---–ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სამედიცინო დახმარება გაეწია 1---------–------- სთ. სამედიცინო დოკუმენტის ჩანაწერში მითითებულია ზურგზე და სახეზე ნაკაწრი, მარცხნივ თვალბუდის არეში ექსკორიაციები, წელის არეში - ექსკორიაცია, სისხლნაჟღენთი. დაზიანებები, ექსკორიაციების და სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია, ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში არ არის მითითებული დაზიანებების სრული მორფოლოგიური სურათი.
აღნიშნული დასკვნის სიწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------–--მ, რომელმაც განმარტა, რომ ლესილი კიდე შეიძლება ჰქონდეს ყველა საგანს, რომელსაც აქვს მახვილი კუთხე, მაგალითად, დანას, აგურს, შუშას. რამდენადაც სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია ცოცხალ ადამიანზე (სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით), რომელი საგნის შემხებლობით შეიძლება იყოს მიყენებული დაზიანება, ამის განსაზღვრა შეუძლებელია.
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა, ასევე, დაცვის მტკიცებულებები:
ბრალდებულ მ-----------------–---–ის ჩვენების მიხედვით, ახალი წლის დღეებში სამსახურში დაადგინეს მორიგეობა, 1--------- უნდა დარჩენილიყვნენ მრეცხავი და ღამის მენეჯერი მ-----–---------–---–ი. 4--------- დაბრუნებულებმა შეიტყვეს, რომ ვიღაცას ჯიბიდან 55 ლარი ამოაცალეს და ამაზე ჰქონდათ სიტყვიერი კამათი, მრეცხავი შ-----------–---–ი ეუბნებოდა მ-------–---–ს, რომ მენეჯერი იყო პასუხისმგებელი იმ დღეებში მომხდარზე. აღკვეთა ეს საუბარი, რადგან სამსახურში ამის ადგილი არ იყო. 1---------- შემოესმა ხმაური, გავიდა და ნახა, რომ შ-----------–---–ი და მ-----–---------–---–ის მეგობარი ბ--- ჩხუბობდნენ ისევ იმ თანხასთან დაკავშირებით. ისინიც დაშალა. საღამოს, დაახლოებით 8 საათზე, მ-------–---–ი მივიდა, ბ---სთან ერთად, თავისი ,,ი-------ის‘‘ მარკის ავტომანქანით, ნასვამები იყვნენ. ჩვეულებრივ ისხდნენ კაფეში, მაგრამ რამდენიმე ხანში დამლაგებელმა ე---------ემ დაუძახა, რომ ბიჭები ჩხუბობდნენ და ოთახში, ლოგინზე, ნახა უმოწყალოდ ნაცემი, გათიშული შ-----------–---–ი. მ-------–---–ს პოლიციაში დარეკვით დაემუქრა და მათაც დატოვეს ტერიტორია, შ-----------–---–ი კი წაიყვანეს ბიჭებმა. სახლში მისულს დაურე-- ბარმენმა, უთხრა, რომ მ-------–---–ი მიბრუნდა და ილანძღებოდა. დაურე-- მას, სთხოვა, წასულიყო და მომდევნო დღეს ფხიზელს დაელაპარაკებოდა. დაურე-- დირექტორსაც. შ-----ს უნდოდა, მეორე დღეს ბიჭებთან ერთად დალაპარაკებოდა მ------–---–ს სადმე ქუჩაში და ამის თავიდან ასაცილებლად უნდოდა, შეერიგებინა ისინი. დაურე-- მ-------–---–ს და დაიბარა, რომ მარტო მისულიყო. მ-------–---–ს მისვლისას მიუთითა შ-----ზე, რომ დაენახა, რა მდგომარეობაში ჩააგდო. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, მან ხელი გაუქნია, დაარტყა, ლოგინზე წააქცია, თან ხელს ყელში ისე უჭერდა, შეეშინდა, არ გაგუდულიყო, წამოდგომა დააპირა, მაგრამ ისევ ყელში უჭერდა და ბოლოს უკვე ძალიან ცუდად რომ შეიქმნა, გაანება თავი, გარეთ გავიდა, თან იგინებოდა და იმუქრებოდა. შემდგომში პ-----მ უთხრა, რომ მისთვის ხელის გასაშვებად მავთულისგან გაკეთებული საკიდი ჩაარტყა თავში მ-------–---–ს. თვითონ ხელს ვერ დაარტყამდა, რადგან თვალები დაბუჟებული ჰქონდა და ვერ ხედავდა. როცა დაეცა, მაშინ მოუჭირა ხელი წამოდგომისას, უნდოდა ეკბინა მაინც, მაგრამ ვერ შეძლო, ბიჭებს რომ არ დაეცვათ, გაიგუდებოდა. ლ---- მ---------–ს სთხოვა, ტერიტორიიდან გაეშვა, მაგრამ მ-------–---–მა გაიხადა ქურთუკი, მანქანაში შეაგდო, იქიდან დანა ამოიღო, გაშალა და დაიწყო დანის ქნევა. კ---- უკნიდან მიეპარა შესაბოჭად, რა დროსაც მ-------–---–მა დაჭრა. მ---------–ი აფრთხილებდა, არ მიხვიდე, დანა უჭირავსო. რეზინის ხელკეტის ამოღება უნდოდა მანქანიდან და მოტრიალების დროს თვალში სამ ადგილას მიიღო დაზიანება. ამოიღო მანქანიდან ხელკეტი, ტილო მიიფარა თვალზე და ისე წავიდა მ-------–---–ისკენ. სხვანაირად თავს ვერ დაიცავდა. ის ისევ იქნევდა დანას, თვითონაც მოუქნია ხელკეტი, რაც ხელში მწარედ მოხვდა, დაარტყა, რათა ვინმესთვის ზიანი არ მიეყენებინა, თუმცა მ-------–---–ს დანა მაინც არ დაუგდია. ისევ მოუქნია ხელკეტი, რა დროსაც მ-------–---–ი მიტრიალდა და რადგან თავისი მანქანის წინ იდგა, ინერციით მოხვდა მანქანის ე.წ. კაპოტს. მ-------–---–ი ჩაჯდა მანქანაში, დაქოქა და დატოვა იქაურობა, ისე, რომ მისთვის არავის გზა არ გადაუღობია. ხელკეტი ისევ ხელში ეჭირა, რაც ადგილზე მისულ გამომძიებელს გადასცა. კ---- წაიყვანეს სასწრაფოთი, რომელმაც პირადად მასაც გაუწია დახმარება, დაადეს საფენები, შესთავაზეს საავადმყოფოში გადაყვანაც, მაგრამ არ გაჰყვა, დღემდე შრამი აქვს.
ბრალდებულის ჩვენებით, მ-----–---------–---–ის დაკავების შემდეგ დაკითხვისას მას ეუბნებოდნენ, ეთქვა, თითქოს, ვერ დაინახა, რომ მ-------–---–ს დანა ეჭირა. ასევე, თუ მისი ციხეში გაშვება არ უნდოდა, ჩხუბისას გახეული ქურთუკიც არ ეჩვენებინა. შემდეგ დირექტორმაც დაიბარა და უთხრა, იქნება რამენაირად შეემსუბუქებინათ მ-------–---–ის მდგომარეობა, რაზეც უპასუხა, რომ მისულიყო მ-------–---–ი და ბოდიში მოეხადა. შემდეგ მ-------–---–ის ადვოკატმაც იგივე სთხოვა. გავიდა რამდენიმე თვე. აგვისტოში დაურე-- გამომძიებელმა, დასაკითხად დაიბარა და უთხრა, რომ ოთხივეს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ. იუარა, არ უნდოდა არანაირი საპროცესო შეთანხმება, საერთოდ ისიც გაუკვირდა, შ-----------–---–ისთვის რა საპროცესო უნდა გაეკეთებინათ, როცა ადამიანი უკიდურეს მდგომარეობამდე იყო ნაცემი. ამის შემდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიმართ.
მოწმე ა-–-----------------ის ჩვენების თანახმად, იმყოფებოდა მე-7 ბლოკში, სადაც გაიგო ხმაურის ხმა, დაინახა, როგორ გამოვიდა ლანძღვით და გადაკვეთა გზის მეორე მხარე მ-----–---------–---–მა, რომელსაც გაჰყვნენ ბიჭები - ლ---- მ---------–ი, კ----------–---–-, ლ---------------–--ე. მ-–- მ-------–---–ი არ ჩერდებოდა და იგინებოდა, ამ დროს დაინახა მენეჯერი მ-----------------–---–ი, რომელმაც მ-----–---------–---–ს მოუქნია ხელკეტი, რომელიც ხელში მოხვდა. დაზიანება და ნაკაწრები თვითონ მ------საც ჰქონდა თვალზე. ვიღაცამ დაიძახა, რომ კ---- დაიჭრა და შევიდა ოთახში, სადაც კ----ს დახმარება გაუწიეს.
მოწმე მ--------------–--------ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ერთ დღეს სამსახურში მისულს შ-----------–---–ი დახვდა თვალდალურჯებული, გაიგო, რომ მ-----–---------–---–თან მოსვლია ჩხუბი ფულის გამო. ამის შემდეგ, 1----------, მ-----------------–---–მა დარე-- მ-------–---–თან და დაიბარა. მ-------–---–ი ავიდა მათ ოთახში და მ------მა დაუწყო ლაპარაკი, რატომ სცემა შ-----------–---–ი, რაზეც მან მიუგო, რომ საცემი იყო და სცემა. მ------მა უთხრა, რომ საცემი თვითონ იყო. ამაზე მ-–- მ-------–---–მა მოუქნია ხელი, ძლიერად დაარტყა სახეში და ხელს უჭერდა ყელში. მ------ი ძირს დავარდა, ყვიროდა, ხელი გააშვებინეთ კისერზე, არ დამახრჩოსო. მ-----–ი გარეთ გამოვიდა, თან ყველას აგინებდა. სთხოვდნენ, წასულიყო, მაგრამ არ მიდიოდა, გზაზე გადავიდა, გადაჰყვნენ ლ---- მ---------–ი და კ----------–---–-. თვითონ დაუძახა, მოერიდეთ, მგონი, დანა აქვსო. ამ შეძახილზე მ-----------------–---–მა ამოიღო მანქანიდან რეზინის ხელკეტი და მ-----–ს ხელში მოუქნია, რომ დანა გაეგდო, მ------ს მარჯვენა თვალიდან სისხლი სდიოდა. ამ დროს ვიღაცამ დაიძახა, რომ კ----სთვის მიეხედათ, დაჭრილი იყო. ის იქნევდა დანას, მ------მა კიდევ მოუქნია ხელკეტი, ამ დროს მანქანაში ჯდებოდა მ-----–ი, ჯოხი მანქანის ე.წ. კაპოტს მოხვდა.
მოწმე ე---------ე ჩ-------–---–მა დისტანციური დაკითხვისას განმარტა, რომ სამსახურში ატყდა ჩოჩქოლი, დაინახა, როგორ გარბოდა მ-----–---------–---–ი, რომელიც მივიდა მანქანასთან და ხელში დანა აიღო. გამოქცეულ მ-------–---–სა და იმ ბიჭებს შორის, რომლებიც გაეკიდნენ მას, ახლო მანძილი იყო. ესროდნენ თუ არა ქვებს მ-------–---–ს, არ იცის. მ------ს რა ეჭირა ხელში, არ იცის.
მოწმე ნ-----–---–--ის ჩვენების მიხედვით (რომელმაც, ასევე, დისტანციურად მისცა ჩვენება სასამართლოს), მუშაობდა ბარში, შემთხვევის დროს წასული იყო პროდუქტებზე, რა დროსაც ე-- ჩ-------–---–მა დაურე--, რომ საშინელი სიტუაცია იყო და მალე წამოვიდა. ეზოში შესულმა დაინახა, რომ მ------ს სისხლი მოსდიოდა და თვალი ჰქონდა ჩაშავებული, ქურთუკიც გაჭრილი ჰქონდა. წყლიანი ხელსახოცები დააფინა და დაუწყო გაწმენდა, სახეზე ყინული დაადო. კ----ც დაჭრილი იყო ბარძაყში. როგორც ახსოვს, ე--მ უთხრა, რომ ისინი მ-----–---------–---–მა დაჭრა.
მოწმე ა-–---------- მ---------–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ-----–---------–---–სა და შ-----------–---–ს შორის მოხდა გაუგებრობა და წაკინკლავდნენ. მათი შერიგება უნდოდა მ-----------------–---–ს, რასაც თვითონაც დაეთანხმა, რადგან არ უნდოდათ, სამსახურში დაძაბულობა ყოფილიყო. მ------ს დაავალა, მ-------–---–ი რომ მივიდოდა სამსახურში, შ-----სთან ერთად აეყვანა მასთან და შეერიგებინათ. ავიდა ოთახში და სანამ კომპიუტერი ჩართო, დაახლოებით 10 წუთში მ------იც ავიდა მასთან ოთახში, სახეზე სისხლი ჰქონდა და უთხრა, რომ კონფლიქტი მოუხდათ მ-------–---–თან. ჩავიდა ეზოში, უკვე სასწრაფოც ადგილზე იყო. რასაც შეესწრო და რაც გადმოცემით იცის, ამ სიტუაციიდან დაზარალებული იყო მ------ი. არ გაუგია მ-------–---–ის არც ფიზიკური და არც მისი ავტომანქანის დაზიანების ამბავი. როცა ეზოში ჩავიდა, ის უკვე წასული იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მასთან მივიდა ადამიანი, გაეცნო მ-----–---------–---–ის ადვოკატად, სთხოვა, მ-–-ს მიმართ მიდგომა შერბილებულიყო, რაზეც დათანხმდა, რადგან ყველაფერი ხდება და არ უნდოდა გამწვავება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, მისი მხრიდან მ-----– მ------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკაშირებით გამოძიებისთვის საწყის ეტაპზე არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება გამოწვეული იყო თავად გამოძიების დაინტერესებითა და მ-----–---------–---–ის ადვოკატის თხოვნით, რომ არ გაეწირათ ციხისთვის ეს უკანასკნელი. გარდა თავად ბრალდებულის ჩვენებისა, აღნიშნული გარემოება არ დასტურდება სხვა არცერთი მტკიცებულებით. მართალია, მოწმე ა-–---------- მ---------–მა დაადასტურა მასთან მ-----–---------–---–ის ადვოკატის მისვლის და მის მიმართ შერბილებული მიდგომის თხოვნის ფაქტი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს გამოძიებისთვის ცრუ და არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნას, რაზეც ბრალდებული აპელირებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებამდე სავალდებულო წესით ითვალისწინებს კონსულტაციის გავლას დაზარალებულთან, რომლის პოზიციაზეც მეტწილად დამოკიდებულია მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების მიღწევა. სასამართლოს აზრით, სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული მ-----–---------–---–ის მიმართ შერბილებული პოზიციის დაფიქსირების თხოვნა მისი ადვოკატის მხრიდან, რაც სასამართლო სხდომაზე მ-----–---------–---–ის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა კ----------–---–მაც დაადასტურა და განმარტა, რომ მასთან მოსაკითხად მისული იყო მ-----–---------–---–ის ადვოკატი, რომელმაც სთხოვა მისი პოზიციის (ბრალდებულის მიმართ პრეტენზიის არქონის თაობაზე) ნოტარიულად დადასტურება, რასაც დათანხმდა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩხუბის დროს მ-----–---------–---–ს ხელში ეჭირა დანა და არა - სახრახნისი და მისი მხრიდან კ----------–---–-ს დაჭრა მოხდა არა სახრახნისით, არამედ - დანით. ის ფაქტი, რომ მ-----–---------–---–მა სახრახნისით მიაყენა დაზიანება კ----------–---–ს, სადავო არ გამხდარა თავად მ-----–---------–---–ის ბრალდების საქმეზე. სასამართლოსთვის გაუგებარია, რატომ აპელირებს დაცვა მ-----–---------–---–ის მხრიდან მაინცდამაინც დანის გამოყენებაზე, როდესაც იგივე საფრთხის შემცველი იყო მ-----–---------–---–ის მხრიდან სახრახნისის გამოყენებაც, რაზეც მეტყველებს კიდეც კ----------–---–თან მიმართებაში დამდგარი შედეგი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც უთითებენ, თითქოს, მათ მ-----–---------–---–ის ხელში დაინახეს დანა, რომელიც არ არის ამოღებული, მიუხედავად იმისა, რომ ის შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, რა დროსაც თავად წარუდგინა პატრულის თანამშრომელს ის სახრახნისი, რომლითაც კ----------–---–ს დაზიანება მიაყენა, ხოლო იმ ფაქტის ირგვლივ, რომ სახრახნისზე არ აღმოჩნდა სისხლის ლაქები, განმარტა, რომ მან აღნიშნული სახრახნისი გარეცხა. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ გარეცხვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო, სახრახნისზე არ დარჩენილიყო სისხლის კვალი.
ამასთან, სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს დაცვის მოწმის - ე---------ე ჩ-------–---–ის ჩვენებას, რამდენადაც მოწმის დაკითხვისას სასამართლოში აშკარად გამოიკვეთა მისი კეთილგანწყობა და დადებითი დამოკიდებულება ბრალდებულის მიმართ, ხოლო უარყოფითი განწყობა და დამოკიდებულება - დაზარალებულის მიმართ. აღნიშნულზე მეტყველებს მისი ჩვენება, რომლის თანახმადაც, მასთან უფრო ახლოს იდგა მ-----------------–---–ი, ვიდრე - მ-----–---------–---–ი, ასეთ პირობებში შეუძლებელია, მას ამ უკანასკნელის ხელში დაეფიქსირებინა დანა, ხოლო მ-----------------–---–ის ხელში ვერ დაეფიქსირებინა ხელკეტი, რომელიც გაცილებით დიდი ზომისაა, ვიდრე შესაძლებელია, ეს დანა ყოფილიყო. ამასთან, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, მოწმეს დაახლოებით 30-50 მეტრიდან ზუსტად გაერჩია, მ-----–---------–---–ს ხელში დანა ეჭირა, თუ სახრახნისი. სასამართლოს აზრით, არ არის გამორიცხული ჩხუბის დროს რკინის ნივთის დანად აღქმის შესაძლებლობა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რაშიც ბრალი ედება მ-----------------–---–ს, რომ მან დაზიანება მიაყენა მ-----–---------–---–ს, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დადასტურებულია მოწმე შ-----------–---–ის ჩვენებითაც, რომელიც, თავის მხრივ, პასუხისგებაში იქნა მიცემული მ-----–---------–---–ის ცემის ფაქტზე, და რომელმაც სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა, რომ ის, მ-----------------–---–თან ერთად, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მ-----–---------–---–ს, რომელიც, ასევე, თავის მხრივ, პასუხისგებაში იქნა მიცემული მ-----------------–---–ის ცემის, ასევე, კ----------–---–-სთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების ფაქტზე.
მ-----------------–---–ის მხრიდან მ-----–---------–---–ისთვის ხელის დარტყმის ფაქტი, ასევე, დასტურდება მოწმე გ-------------ას ჩვენებითაც. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თავად დაცვის მოწმე ა-–-----------------ეც ადასტურებს მ-----------------–---–ის მიერ მ-----–---------–---–ის მიმართ ხელკეტის მოქნევისა და ხელში ჩარტყმის ფაქტს. იგივე მოწმე ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ მ-----–---------–---–ს, ავტომანქანაში ჩაჯდომის დროს, როდესაც მისგან არანაირი საფრთხე აღარ მოდიოდა, მ-----------------–---–მა კვლავ მოუქნია ხელკეტი, რომელიც მოხვდა ავტომანქანის ე.წ. კაპოტს. მოცემულ შემთხვევაში, იმ ფაქტს, მ-----------------–---–მა დაარტყა პირველად, თუ მ-----–---------–---–მა, არსებითად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
საგულისხმოა, რომ ბრალდებულის ჩვენებას, თითქოს, წინა დღეს მ-----–---------–---–მა სასიკვდილოდ სცემა შ-----------–---–ს, არ ადასტურებს სხვა არცერთი მოწმე, მათ შორის, არც თავად შ-----------–---–ი, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ მ-----–---------–---–მა მას ერთხელ დაარტყა და ჩაულურჯდა თვალი. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ, თავად ბრალდებულისვე განმარტებით, მ-----–---------–---–ი კინგ-ბ----ში ვარჯიშობს და ფიზიკურად ძლიერია. სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ დაზარალებულის ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე დასჭირდა მ-----------------–---–ს ხელკეტის გამოყენება.
მ-----–---------–---–ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია მის სხეულზე არსებული დაზიანებები, კერძოდ, ნაკაწრი სახეზე, დაზიანებები ზურგზე, რომლებიც, ექსკორიაციებისა და სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, რაც დაზიანების მსუბუქ ხარისხს მიეკუთვნება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლო, ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ მ-----------------–---–ი იმყოფებოდა მოგერიების პირობებში. სასამართლო აცხადებს, რომ მ-----------------–---–ის ძალადობრივ ქმედებას, თუნდაც ეს საწყის ეტაპზე ყოფილიყო დაზარალებულის ვიქტიმური ქცევის გამოძახილი, ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ მ-----------------–---–მა მ-----–---------–---–ს ხელკეტი მოუქნია და დაარტყა მას შემდეგ, რაც ის უკვე მანქანაში ჯდებოდა და ფაქტობრივად კონლიქტის დასრულებისკენ მიჰყავდა სიტუაცია. შესაბამისად, სახეზე აღარ იყო მ-----–---------–---–ის აქტიური ქმედებები და არც ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულისგან პირადად მისი თუ სხვა პირთა დაცვის აუცილებლობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v.Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მ-----------------–---–ის მიმართ კონკრეტულ ბრალდებასთან მიმართებით მიმოიხილა და შეაფასა რა მტკიცებულებები, ასკვნის, რომ ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში სრულად აკმაყოფილებს განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა ისინი საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ მ-----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-----------------–---–მა 2--- წლის 1----------, თ---–--–-- უ---------------------ში მდებარე ავტოსამრეცხაოში, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-----–---------–---–ს, ხელის დარტყმითა და რეზინის ხელკეტის გამოყენებით, მიაყენა დაზიანებები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს რა სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.
მტკიცებულებათა შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, რადგან, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სწორედ ასეთ უტყუარ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული აღნიშნული განაჩენი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კრიმინალიზებულია ცემა და სხვაგვარი ძალადობა. ცემა არის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და წარმოადგენს ძალადობის ერთ-ერთ სახეს, რომელიც გამოიხატება ადამიანის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმით, რაც იწვევს ფიზიკურ ტკივილს და დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან, რაც ხშირ შემთხვევაში ადამიანის სხეულზე ტოვებს გარკვეულ კვალს, დაბეჟილობისა ან სისხლნაჟღენთის სახით, თუმცა არ იწვევს შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას, ან ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლას. ცემა შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა სხვადასხვა ხერხისა და საშუალების გამოყენებით, ხელით, ფეხით და სხვა.
ამასთან, სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს პირის მიერ ერთჯერადად განხორციელებულ ძალადობრივ აქტში, რა დროსაც მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ცემის შემთხვევაში, ობიექტის მიერ ტკივილის განცდა.
დანაშაულის სუბიექტური მხარე გამოიხატება განზრახვაში, როდესაც პირს სურს სხვა პირისთვის თავისი ძალადობრივი ქმედებით ფიზიკური ტკივილის მიყენება ან შეგნებულად უშვებს მას, ანდა გულგრილია შედეგის მიმართ.
გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ 2--- წლის 1---------- მ-----------------–---–მა, თ---–--–-- უ---------------------ში მდებარე ავტოსამრეცხაოში, ასევე, მის მიმდებარედ, მ-----–---------–---–ს ჯერ ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ ჩაარტყა რეზინის ხელკეტი და მიაყენა დაზიანებები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორეც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტიზის ჩამტარებელმა პირმა, დადგენილია, რომ მ-----–---------–---–ისთვის მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მ-----------------–---–ის მიერ განვითარებულმა დარტყმებმა დაზარალებულ მ-----–---------–---–ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი და გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, თუმცა არ მოჰყოლია მისი ხანმოკლე მოშლა.
ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დანაშაულის ჩადენის დროს იძლეოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას (20-6 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით), ხოლო დღეს მოქმედი რედაქციით მითითებული ქმედება მოიცვა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველმა ნაწილმა, ამასთან, დამძიმდა სასჯელის კუთხით, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მისი მსჯავრდება უნდა განხორციელდეს დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ მ-----–---------–---–ის ჩვენების მიხედვით, ჩხუბის დროს ის გაიქცა და როდესაც ავტომანქანას ძრავდა, მ------მა ე.წ. კაპოტზე ერთხელ დაარტყა ხელკეტი, რითაც დაზიანდა მანქანა. სანაპიროსთან საპატრულო პოლიციამ გააჩერა და დააკავეს, მანქანა გადაიყვანეს საჯარიმოზე, სადაც 8 თვის განმავლობაში იდგა. ამიტომ ხელოსანთან მანქანა არ მიუყვანია. საქმეზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა 700 ლარის ზიანი.
მოწმე შ-----------–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, როდესაც მ-----–---------–---–ი ჩაჯდა მანქანაში, ამ დროს მ------ს ე.წ. დუბინკა ეჭირა ხელში, თუმცა მას არ დაუნახავს მანქანისთვის ხელკეტის დარტყმის მომენტი და ამის შესახებ გაიგო შემდეგ.
მოწმე კ----------–---–-ს ჩვენების მიხედვით, ჩხუბის დროს მას მ-----–---------–---–მა მიაყენა ჭრილობა ფეხში, თუმცა არც მ-------–---–ის და არც მ-----------------–---–ის ხელში რაიმე საგანი არ დაუნახავს, არც ის დაუნახავს, მ-----------------–---–მა მიაყენა თუ არა დაზიანება მ-----–---------–---–ის მანქანას.
მოწმე გ-------------ას ჩვენების თანახმად, მან გადმოცემით იცის მ-----------------–---–ის მიერ მ-----–---------–---–ის მანქანისთვის ხელკეტის დარტყმის თაობაზე და ამ ფაქტის თვითმხილველი ის არ არის.
მოწმე ჯ--------------–--ის ჩვენებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მ-----–---------–---–მა მას განუცხადა, რომ მ-----------------–---–მა რეზინის ხელკეტით დაუზიანა მანქანა.
მოწმე მ-------------–-–---–ის (გამომძიებელი) ჩვენებით, საპატრულო პოლიციის მიერ მ-----–---------–---–ის გაჩერების დროს გაირკვა, რომ კონფლიქტის დროს მ-----------------–---–ი ავტოსამრეცხაოდან გაუვარდა მას ხელკეტით და დაუზიანა მანქანა.
დაცვის მოწმის - მ--------------–--------ის ჩვენებით კი ირკვევა, რომ ჩხუბის დროს მ-----------------–---–მა თავისი მანქანიდან ამოღებული რეზინის ხელკეტი მ-----–---------–---–ს ხელში მოუქნია. ამ დროს მ-----–---------–---–ი მანქანაში ჯდებოდა და ჯოხი მანქანის ე.წ. კაპოტს მოხვდა.
დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტით, სპეციალურად დაცულმა (საჯარიმო) ავტოსადგომმა თ---–--–-- ლ--------------ე, ჩაიბარა ავტომანქანა ,,ი-------ი‘‘, სახ.#X------, რომელსაც გაბზარული აქვს საქარე მინა, აქვს დაზიანებები და ნაკაწრები.
2----–-–-------------- კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #1---–- დასკვნის თანახმად (რომლის სისწორეც სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა დ------ კ----იძემ):
· ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სახრახნისი დამზადებულია ქარხნული წესით და არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას;
· რეზინის ხელკეტი დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება მსხვრევად-დასარტყმელ ცივ იარაღთა კატეგორიას.
2----–-–--------------–-- სასაქონლო ექსპერტიზის #2---- დასკვნის მიხედვით, ავტომანქანა ,----------------- 4.0-.V------ის‘‘, სახ.#X------, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 200 (ორას) ლარს.
2----–-–---------------- სასაქონლო ექსპერტიზის #1---/ს დასკვნით, ავტომანქანა ,----------------- 4.0-.V------ის‘‘, სახ.#X------, ძრავის სახურავის (კაპოტი) საორიენტაციო ღირებულება დაზიანებამდე, მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 700 (შვიდას) ლარს.
მითითებული დასკვნების სიწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ--–------–-----–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოქმედი თავისუფალი ფასების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ავტოსარემონტო სახელოსნოებში ანალოგიური სახის სამუშაოებზე არსებული ფასების გათვალისწინებით. რაც შეეხება ავტომანქანა ,,ი-------ის‘‘, სახ.#X------, დაზიანებული ძრავის ხუფის ღირებულებას, განისაზღვრა დაახლოებით დაზიანებამდე არსებული ღირებულებით. ხუფის ღირებულება, 700 ლარის ოდენობით, მიიღო თბილისის კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიურ ნაწილებზე განსაზღვრული ფასების შეჯერებით. ამასთან, განმარტა, რომ დასკვნა არის კატეგორიული და არა სავარაუდო.
სასამართლოში, ასევე, წარმოდგენილ იქნა დაცვის მხარის მიერ ჩატარებული, სასაქონლო-ტექნიკური ექსპერტის #0---- დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, დაზიანებული ავტომობილის ,---------, სახ.#X------, ძრავის სახურავის აღდგენითი საბაზრო ღირებულება შეადგენს 1-0 ლარს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტიზის ჩამტარებელმა პირმა მ------------–--ემ და განმარტა, რომ კვლევისას მიუთითა ღირებულების მაქსიმუმი, კერძოდ, სათუნუქე საშუალებების ღირებულება - 30 ლარი, შეღებვა - 70 ლარი, გაპრიალება - 40 ლარი. თვითონ ძრავის სახურავის ღირებულება არ შეუფასებია. იმდენად უმნიშვნელო დაზიანება იყო, რომ არ საჭიროებდა გამოცვლას.
2----–-–--------------–-- სატრანსპორტო ტრასოლოგიურ ექსპერტიზის #2------ დასკვნით, ავტომობილზე არსებული დაზიანება დამახასიათებელია რაიმე მკვრივი საფარის მქონე სხეულთან ურთიერთქმედებისათვის. შესაძლებელია წარმოქმნილიყო, როგორც წარდგენილი რეზინის ხელკეტით, ასევე, სხვა რაიმე მყარი საფარის მქონე საგნით.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა დ-------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ ავტომობილი ,,ი-------ი‘‘, სახ.#X------, დაათვალიერა საჯარიმოზე და დაადგინა, რომ დაზიანება შესაძლოა წარმოქმნილიყო მკვრივი საფარის მქონე სხეულით, როგორიცაა ექსპერტიზაზე წარდგენილი რეზინის ხელკეტი, თუმცა, იმის გამო, რომ ჩაღრმავება არ იყო დიდი, ამასთან, მანქანის ზედაპირი არ არის რბილი, კონკრეტული სხეულის კვალი არ დარჩა მასზე.
ბრალდებულ მ-----------------–---–ის ჩვენებით, ოთახიდან ქუჩაში გასვლის შემდეგაც გაგრძელდა ჩხუბი მ-----–---------–---–თან, რა დროსაც მანქანიდან ამოიღო ხელკეტი, თვალზე ტილო მიიფარა და ისე წავიდა მ-------–---–ისკენ, რომელსაც მოუქნია ხელკეტი. რადგან მას დანას ვერ აგდებინებდა, ისევ მოუქნია ხელკეტი, რა დროსაც მ-------–---–ი მიტრიალდა და რადგან თავისი მანქანის წინ იდგა, ინერციით ხელკეტი მოხვდა მისი მანქანის ე.წ. კაპოტს. პოლიციის მისვლის დროს ხელკეტი ისევ ხელში ეჭირა და გადასცა გამომძიებელს. ბრალდებულის განმარტებით, მას მ-----–---------–---–ის ავტომანქანის დამტვრევის სურვილი არ ჰქონია, ასეთი სურვილის არსებობის პირობებში, დაახლოებით წუთი-წუთნახევარი ჰქონდა, ვიდრე ის მანქანას დაძრავდა და შეეძლო შემოევლო მანქანისთვის და დაემტვრია.
წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების გაანალიზების შედეგად ირკვევა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებულია ე.წ. კაპოტი და ძრავის ხუფი, აღნიშნული დაზიანებები არ არის მრავალჯერადი დარტყმის შედეგი. დარტყმის ერთჯერად ხასიათზე მიუთითა დაზარალებულმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მ------მა ერთხელ დაარტყა ხელკეტი მანქანას.
სასამართლო ყურდაღებას მიაქცევს დაცვის მოწმე მ--------------–--------ის ჩვენებას, რომლის თანახმადაც, მ-----------------–---–მა კიდევ მოუქნია ხელკეტი მ-----–---------–---–ს იმ დროს, რა დროსაც ის მანქანაში ჯდებოდა და მოხვდა მანქანის ე.წ. კაპოტს. სხვა არცერთი მოწმე არ არის მ-----------------–---–ის მიერ მანქანაზე ხელკეტის დარტყმის თვითმხილველი. შ-----------–---–მა და გ-------------ამ ფაქტის შემდეგ შეიტყვეს აღნიშნულის თაობაზე, კ----------–---–ს და ა-–---------- მ---------–ს კი არ დაუნახავთ აღნიშნული ფაქტი, ისევე, როგორც ამის თაობაზე არაფერი განუცხადებიათ როგორც ბრალდების სხვა, ისე, დაცვის სხვა მოწმეებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
სასამართლო იზიარებს ბრალდებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც განაცხადა, რომ ხელკეტი მოუქნია მ-----–---------–---–ს, რომელიც მოტრილადა და მის მიერ მოქნეული ხელკეტი ინერციით მოხვდა მ-----–---------–---–ის ავტომანქანის ე.წ. კაპოტს. სასამართლო სრულად იზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ არ ჰქონია მ-----–---------–---–ის მანქანის დაზიანებისა და განადგურების განზრახვა, რამდენადაც, იმის გათვალისწინებით, რომ მ-----–---------–---–მა მანქანის დაძვრას დაახლოებით წუთი-წუთნახევარი მოანდომა, ამ დროის განმავლობაში მ-----------------–---–ს მართლაც ექნებოდა განზრახვის სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა, მოასწრებდა მინიმუმ კიდევ ერთ დარტყმას მანქანისთვის, მით უფრო, რომ მას იმ მომენტში არავინ აკავებდა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა მ-----------------–---–ის მიერ მ-----–---------–---–ის ავტომანქანის განზრახ დაზიანების ფაქტი, რამდენადაც ეს იყო მ-----------------–---–ის მიერ მ-----–---------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი აქტის შემადგენელი ნაწილი. სასამართლო, ასევე, გამორიცხავს ბრალდებულ მ-----------------–---–ის ქმედებაში გაუფრთხილებლობით ბრალს და ავტომანქანის დაზიანების ნაწილში ქმედების ცალკე დაკვალიფიცირების შესაძლებლობას.
ამასთან, სასამართლო არ შედის ბრალდების და დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზების შეფასებაში მანქანის დაზიანებასთან მიმართებით, რამდენადაც სასამართლოს, არსებული მოცემულობით, როდესაც არ დგინდება ბრალდებულ მ-----------------–---–ის განზრახვა სხვისი ნივთის დაზიანების თაობაზე, ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება და მსჯელობა არარელ----ტურად მიაჩნია. ამავდროულად, სასამართლო ზოგადად განმარტავს, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, 1-0 ლარს, რაც მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელია, უნდა აღემატებოდეს არა მიყენებული ზიანის ოდენობა, არამედ მითითებულ ზღვარს უნდა ჭარბობდეს დაზიანებული ნივთის ღირებულება.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში‘‘ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, #1/1/548; 22/0-/2---; §41).
სხვისი ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება მისი ღირებულების შეცვლა და სხვა. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორცელდეს როგორც მოქმედებით, ისე - უმოქმედობით, სუბიექტური მხარე კი ხასიათდება მხოლოდ განზრახვით, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი. რამდენადაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ აზიანებს სხვის ქონებას, ითვალისწინებს მის მართლსაწინააღმდეგო შედეგს, სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს, მაგრამ არ სურს, ან შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი, რომ მ-----------------–---–მა 2--- წლის 1---------- ჩაიდინა მ-----–---------–---–ის მფლობელობაში არსებული ,,ი-------ის‘‘ მარკის ავტომანქანის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რა დროსაც სასამართლო ხაზს უსვამს მ-----------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის განზრახ ხასიათს.
გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მ-----------------–---–ის მიერ მ-----–---------–---–ის მანქანაზე ხელკეტის დარტყმის ფაქტი, თუმცა დადასტურება ვერ ჰპოვა ნივთის (ავტომანქანის ძრავის სახურავის) დაზიანების განზრახვის არსებობამ, რაც დანაშაულის ობიექტური მხარის განსასაზღვრად უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს და ურომლისოდაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----------------–---–ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამართლებელი განაჩენი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ-----------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ხასიათდება დადებითად.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მ-----------------–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა (20-6 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) მოიცვა სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქციის 126-ე მუხლის პირველმა ნაწილმა, რაც სასჯელის სახით, ჯარიმისა და საზოგადებისათვის სასარგებლო შრომის გარდა, ითვალისწინებს შინაპატიმრობასა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი სასჯელის სახით გათვალისწინებული იყო ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან გამასწორებლი სამუშაო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ამკაცრებს სასჯელს იმ ქმედებისთვის, რაც ბრალად ედება მ-----------------–---–ს, მისი მსჯავრდება უნდა განხორციელდეს დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს მ-----------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რომ ის არასდროს ყოფილა ძალადობრივი უმართლობისკენ მიდრეკილი, ხოლო აღნიშნული დანაშაული ჩადენილი აქვს ორმხრივი ჩხუბის დროს, რომლის ინიციატორი თვითონ დაზარალებული იყო, ასევე, ითვალისწინებს ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, რომ ფიზიკური ტკივილი მიეყენებინა დაზარალებულისთვის.
ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანაშაულის ჩადენიდან გასულია თითქმის სამი წელი და ამ პერიოდში (ისევე, როგორც მანამდე) მ-----------------–---–ი სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში გამოვლენილი არ ყოფილა, რის გამოც მის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმა, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს მისი ოჯახური მდგომარეობისა და ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო ხელკეტი - განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-2-4-ე, 2-7-ე, 2-9-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ-----------------–---–ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (20-6 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო ხელკეტი განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე