გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
330210017002063856
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210017002063856

საქმე №2/22560-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე ბ---------------ე

წარმომადგენელი ზ-------–-------ე

 

მოპასუხე ს----------–------------------–--------------------------ი

წარმომადგენელი ი-----–------–--ე

 

დავის საგანი კომპენსაციის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ს----------–------------------–--------------------------ს ბ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით დამატებით 33 064.85 ლარი.

 

1.2. ს----------–------------------–--------------------------ს ბ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მძაფრი ანაზღაურების სათანადო კომპენსაციის გაცემა, დამატებით - 5 794 ლარის ოდენობით.

 

(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია, იხ. დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 174-191; 22.11.2018წ. სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი)

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ზ------------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–---- ს----------–------------------–--------------------------ს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზ---------------------- შემოვლითი გზის მონაკვეთის (ა--------- კვანძი) მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეული ბ---------------ის უძრავ ქონებაზე. კერძოდ, ბ--------------ის საკუთრებაში არსებული 3 380 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ერთწლიანი კულტურა), ს/კ 3-----------, მდებარე ზ------------ მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა საქარა, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 3 380 კვ.მ.

 

საექსპროპრიაციოდ გადაცემული მიწის ნაკვეთების აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, 1 კვ.მ მიწის ღირებულება განისაზღვრა 3.50 ლარით. აღნიშნული ფასი მოსარჩელისათვის არ არის მისაღები, რამდენადაც, მისი დავალებით აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, 1 კვ.მ მიწის ფართობის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 13.28 ლარით. შესაბამისად, სხვაობა ფასებს შორის თვალსაჩინოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სურვილია სასამართლო წესით განისაზღვროს სადავო მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო თანხა.

 

ს----------–------------------–--------------------------მა ბ--------------ეს გადაუხადა 11 830 ლარი (3380 კვ.მ X 3.5 ლარზე), შესაბამისად, მოპასუხემ ბ--------------ის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს დარჩენილი 33 064.85 ლარი (44 894.85 – 11 830 = 3304.85 ლარი).

 

გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე სადავოდ ხდის მძაფრი ზემოქმედების ანაზღაურებას, რომელიც ნებისმიერი სიდიდის ფართობის მიწის ნაკვეთისათვის საერთოა და ფიქსირებული თანხით 966 ლარით განისაზღვრება. მოსარჩელის მითითებით, არ არის სამართლიანი აღნიშნული მიდგომა და ამ ნაწილში კომპენსაციის თანხა უნდა განსხვავდებოდეს ნაკვეთის ფართობისა და ზემოქმედების ხარისხის მიხედვით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–------------------–--------------------------ის მიერ ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზ---------------------- შემოვლითი გზის მონაკვეთის (ა--------- კვანძი) მშენებლობის პროექტი. ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ს----------–------------------–--------------------------ის მიერ დამუშავდა განსახლების სამოქმედო გეგმა. რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამავე პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მოქალაქე ბ--------------ესთან, ქონების საკომპენსაციო ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო. შესაბამისად დეპარტამენტმა დაიწყო ექსპროპრიაციის პროცედურები.

 

ზ------------ რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------–--------–-------–----- აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზ---------------------- შემოვლითი გზის მონაკვეთის (ა--------- კვანძი) მშენებლობის პროექტის განხორციელებისათვის, დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ბ--------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

 

დეპარტამენტმა ბ--------------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულებად განსაზღვრა 1 კვ.მ - 3.50 ლარის ოდენობით. თანხის გაანგარიშება განხორციელდა 2009 წლის 16 დეკემბერს საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების („იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“ / რატიფიცირებული - საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N2505-ის დადგენილებით) ფარგლებში შედგენილი მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესაბამისად, შედგენილი შეფასების საფუძველზე. ფასის გამოკვლევა და დადგენა განხორციელდა რეალურად გაფორმებული ხელშეკრულებების ფასების საფუძველზე.

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნა ვერ გახდება ანაზღაურების საფუძველი, რამდენადაც მიკერძოებულია და ეფუძნება, როგორც დასკვნაშია მითითებული, ანალოგიური ქონების ყიდვა-გაყიდვის საბაზრო ინფორმაციას, რომელიც განხორციელდა ტიპიურ პირობებში, გამოკითხვის მეთოდზე და ინტერნეტ საიტებზე მოპოვებული ინფორმაციებზე დაყრდნობით. ექსპროპრიაციის პროცედურის წარმოების დროს, დეპარტამენტი იწვევს კვალიფიციურ, შესაბამისი გამოცდილების მქონე აუდიტორულ კომპანიებს, რომლებიც საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთების შეფასებას ახდენენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ითვალისწინებენ მიწის ნაკვეთების ყველა თავისებურებას, მათ შორის მდებარეობას. დაუშვებელია საექსპროპრიაციო ქონების შეფასება ინტერნეტით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც შედეგი მოჰყვა თუ არა უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2009 წლის 16 დეკემბერს, საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება („იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“), რომელიც რატიფიცირებულია - საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N2505-რს დადგენილებით.

 

3.1.2. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ს----------–------------------–--------------------------ის მიერ განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზ---------------------- შემოვლითი გზის მონაკვეთის (ა--------- კვანძი) მშენებლობის პროექტი.

 

3.1.3. ს----------–------------------–--------------------------ის მიერ 2016 წლის მაისი-ივნისში დამუშავდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რამდენადაც ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ოჯახები, სამუდამოდ დაკარგავდნენ მათ საკუთრებაში არსებულ მიწებს, მათ უნდა მიეღოთ შესაბამისი კომპენსაცია, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. განსახლების სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იყო მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

 

3.1.4. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზ---------------------- შემოვლითი გზის მონაკვეთის (ა--------- კვანძი) მშენებლობის პროექტის მიერ გამოწვეული ზემოქმედების ქვეშ მოექცა 78 ნაკვეთი - 149 386 კვ.მ ფართობი (2 სახელმწიფო და 76 კერძო), საიდანაც 42 ნაკვეთი პროექტის ზემოქმედების ქვეშ სრულად არის მოქცეული (67,205მ2), აქედან 2 ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაშია. განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით მუდმივი ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ნაკვეთებზე კომპენსაცია გაიცემოდა ჩანაცვლების სრული ღირებულების ოდენობით.

 

3.1.5. მძიმე ზემოქმედების ქვეშ მოექცა 51 ოჯახი, რომლებმაც პროექტის ფარგლებში დაკარგეს საკუთრებაში არსებული მიწის 20%-ზე მეტი.

 

3.1.6. განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ძლიერი ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ოჯახები უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ - დამატებითი კომპენსაციით ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მიწაზე მოყვანილი 1 წლის მოსავლისთვის ან მიიღებდნენ დამატებით დახმარებას სამი თვის საარსებო მინიმუმის ოდენობით, თუ დაკარგული მოსავლის ფასი ზღვრული ფასის ქვემოთ არის. ძლიერი ზემოქმედებისთვის გასაცემი კომპენსაციამ თითოეული ოჯახისათვის შეადგინა 966 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განსახლების სამოქმედო გეგმა/ დისკი (ს.ფ. 152);

- 11.04.2016წ. აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 26-49);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა გარკვეულ ნაწილთან მიღწეულია.

 

3.1.8. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მოქალაქე ბ--------------ესთან, საექსპროპრიაციო ქონების საკომპენსაციო ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასესხო ხელშეკრულება / დისკი (ს.ფ. 152);

- განსახლების სამოქმედო გეგმა / დისკი (ს.ფ. 152);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.9. 2016 წლის 2 სექტემბერს ს----------–------------------–--------------------------მა მიმართა მოსარჩელე ბ--------------ეს და აცნობა, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზ---------------------- შემოვლითი გზის მონაკვეთის (ა--------- კვანძი) პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა ზ------------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაში მის სარგებლობაში არსებული 3380 კვ.მ მიწის ნაკვეთი და განსახლების სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად აუცილებელია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა. ამავე მიმართვის ფარგლებში ს----------–------------------–--------------------------მა, როგორც სახელმწიფოსაგან უფლებამოსილმა და პროექტის განმახორციელებელმა, მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ბ---------------ეს შესთავაზა სათანადო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება, კერძოდ: ა) მიწის ღირებულება - 11 830 ლარი; ბ) შენობა-ნაგებობის ღირებულება - 363 ლარი; გ) ერთწლიანი კულტურის საკომპენსაციო თანხა - 3 448 ლარი; დ) მძაფრი ზემოქმედების ანაზღაურება - 966 ლარი. ბ---------------ისათვის შეთავაზებულმა საკომპენსაციო და ღირებულების თანხამ ჯამში შეადგინა 16 607 ლარი. ს----------–------------------–--------------------------მა ბ---------------ეს აღნიშნულ შეთავაზებასთან მიმართებით განუსაზღვრა 5 დღიანი ვადა, რათა მოსარჩელეს დაეფიქსირებინა მისი პოზიცია (თანხმობა ან უარი). ამასთანავე განუმარტა, რომ უარის შემთხვევაში ს----------–------------------–--------------------------ი იმოქმედებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 02.09.2016წ. მიმართვა N2-12/7566 (ს.ფ. 52);

 

3.1.10. ზემოთ აღნიშნულ მიწერილობასთან მიმართებით 2016 წლის 9 სექტემბერს ბ---------------ემ მოითხოვა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მისი მიწის ნაკვეთის გამოყენების აუცილებლობასთან, ასევე ღირებულების განსაზღვრის კრიტერიუმებთან მიმართებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 09.09.2016წ. მიმართვის პასუხი (ს.ფ. 53);

 

3.1.11. ს----------–------------------–--------------------------მა 2016 წლის 10 ოქტომბერს დამატებით მიმართა ბ--------------ეს იმავე შეთავაზებით და დამატებით განუსაზღვრა 5 დღის ვადა შეთავაზების მისაღებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 10.10.2016წ. მიმართვა (ს.ფ. 58);

 

3.1.12. ბ---------------ემ 2016 წლის 10 ოქტომბრის პასუხით აცნობა მოპასუხე ს----------–------------------–---------------------მენს, რომ უარს აცხადებდა ს----------–------------------–--------------------------თან ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც ეხებოდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვას. ბ--------------ემ განმარტა, რომ მისთვის არ არის დასაბუთებული საზოგადოებრივი აუცილებლობის საკითხი და ის, თუ რატომ უნდა გავიდეს მის მიწის ნაკვეთზე შიდა გზა, მაშინ როდესაც მისი მიწის გასწვრივ უკვე გადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გზა, რომლის გამოქვეყნებაც თავისუფლად შეიძლება პროექტის ფარგლებში, ასევე ბ---------------ემ სადავოდ გახადა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების სანაცვლოდ კომპენსაციის ოდენობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 10.10.2016წ. მიმართვის პასუხი (ს.ფ. 59);

 

3.1.13. მოსარჩელე ბ---------------ესთან შეთანხმების მიუღწევლობის საფუძვლით, ს----------–------------------–--------------------------მა დაიწყო ექსპროპრიაციის პროცედურები, რის საფუძველზედაც მიმართა ზ------------ რაიონულ სასამართლოს კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციისათვის.

 

3.1.14. ზ------------ რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N3/196-16) დაკმაყოფილდა ს----------–------------------–--------------------------ის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე და ს----------–------------------–--------------------------ს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზ---------------------- შემოვლითი გზის მონაკვეთის (ა--------- კვანძი) - მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეული, მოპასუხე ბ--------------ის საკუთრებაში არსებული 3 380 კვ.მ სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე ს/კ 3-----------, (მდებარე ზ------------ მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა საქარა, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 3380 კვ.მ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 24-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.15. 2017 წლის 18 აგვისტოს ს----------–------------------–--------------------------მა ბ---------------ეს წერილის პასუხად განუმარტა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის (E-60) ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზ---------------------- შემოვლითი გზის მონაკვეთის (ა--------- კვანძი) მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ფარგლებში განხორციელდა 75 მიწის ნაკვეთის შესყიდვა, რომელთა ფართობი ჯამში შეადგენს 91 431 კვ.მ-ს, აქედან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე განხორციელდა 70 მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ხოლო 5 მიწის ნაკვეთზე განხორციელდა ექსპროპრიაცია (არანებაყოფლობით) საქართველოს კანონის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ 1-ლი მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად. ნასყიდობის და კომპენსაციის ხელშეკრულებები გაფორმდა 56 მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან. ამავე მიწერილობის ფარგლებში დეპარტამენტმა ბ--------------ეს აცნობა, რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს არანებაყოფლობითი პოლიტიკის შესაბამისად, წარმოდგენილი განსახლების გეგმის მიხედვით განსაზღვრულია სარეაბილიტაციო დახმარება მწვავე ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ოჯახებისათვის, კერძოდ ოჯახები, რომელბიც კარგავენ სასოფლო-სამეურნეო მიწის 20%-ზე მეტს, ან შემოსავლის 20%-ზე მეტს, მიიღებდნენ ერთჯერად შემწეობას, როგორც მწვავე (ძლიერ) ზემოქმედებას დაქვემდებარებული ოჯახები. მწვავე ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ოჯახები მიიღებდნენ სარაბილიტაციო თანხას 3 თვის საარსებო მინიმუმის ოდენობით. საარსებო მინიმუმი გაითვლება 5 წევრიანი ოჯახისათვის გამრავლებული 3 თვეზე.განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, მძაფრი ზემოქმედების ანაზღაურების თანხა განსაზღვრულია 49 266 ლარის ოდენობით, აქედან ათვისებულია 47 334 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 18.08.2016წ. წერილის პასუხი (ს.ფ. 59);

 

3.1.16. ბ---------------ეს საკუთრებაში არსებული ქონების ექსპროპრიაციისათვის კომპენსაციის სახით გადაეცა 11 830 ლარი, ასევე მძიმე ზემოქმედების ქვეშ მოქცევის საფუძვლით, დამატებითი კომპენსაცია - 966 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.02.2017წ. განცხადება (ს.ფ. 110);

- 20.02.2017წ. თანხმობა (ს.ფ. 112);

- 09.03.2017წ. საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ. 114).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზ---------------------- შემოვლითი გზის მონაკვეთის (ა--------- კვანძი) მშენებლობის პროექტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დეპარტამენტის დავალების საფუძველზე, შპს „ალიგატორის“ დაკვეთით 2016 წლის 11 აპრილს შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტმა“ შეადგინა აუდიტორული დასკვნა - ზ------------ რაიონი, ქვემო საქარა, სოფელ ა--------- ტერიტორიაზე, E-60 თბილისი-სენაკი-ლესელიძეს საავტომობილო ავტომაგისტრალზე კვანძის მშენებლობის საპროექტო კორიდორში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების, ამ ნაკვეთებზე მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავების შეფასების (ღირებულების) შესახებ.

 

ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად შესაფასებლად წარდგენილი აქტივების ღირებულებები განისაზღვრა შემდეგნაირად - 1 კვ.მ. მიწის ღირებულება შეფასდა 3.50 ლარით.

 

მითითებული აუდიტორული დასკვნის „შეზღუდვებისა და დაშვებების“ ნაწილის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ შეფასებითი საქმიანობა არ შეიძლება ჩაითვალოს ზუსტ მეცნიერებად, ყველა დასკვნა არის სუბიექტური და დამოკიდებულია ინდივიდუალურ მიდგომაზე. ერთი და იგივე მონაცემთა ბაზის ქონის პირობებშიც, ერთნაირი ვარაუდების გამოყენების დროსაც, ექსპერტთა მოსაზრებები შესაძლებელია განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან ცალკეული გადაწყვეტილებების მიღების შედეგად. შეუძლებელია არსებობდეს სტანდარტული ფორმულა შეუდავებელი შეფასებისა. შესაბამისად, მოცემული დასკვნა მოიცავს შემფასებლის პროფესიონალურ აზრს მის მიერ დადგენილ ღირებულების მაჩვენებელთან მიმართებაში და არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტიად იმისა, რომ შეფასებული ქონება ხელიდან ხელში გასხვისებული იქნება ზუსტად შეფასებული ღირებულების მიხედვით.

 

აუდიტორული დასკვნის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ღირებულების საბოლოო მაჩვენებელი წარმოადგენს მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიღებულ შედეგს და არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ბაზარზე შეიძლება არ არსებობდეს სხვა შეთავაზებები ან გარიგების ფაქტები, რომლებიც განსხვავდებიან თანხობრივი მაჩვენებლებით.

 

ამავე აუდიტორულ დასკვნით მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება დადგინდა გაყიდვების შედარების მეთოდით და აღინიშნა, რომ ზეგავლენის ქვეშ მოყოლილი მიწის ფართობების ღირებულების დასადგენდა გამოყენებული იქნა - გაყიდვების შედარების მეთოდი, რაც მოიცავს შესადარებელი ობიექტის შედარებას სხვა ობიექტებთან, რომელთა საბაზრო ღირებულება ცნობილია (განხორციელებულია მიწის ყიდვა-გაყიდვა).

 

ამასთან, შესაფასებელი მიწის ნაკვეთები და ტერიტორია სადაც ისინი არიან განთავსებული არსებითად არ განსხვავდებიან კლიმატით, რელიეფით, სტრუქტურით, ნაყოფიერებით, დანიშნულებითა და სხვა მონაცემების მიხედვით. აღნიშნულის გამო შეფასების პროცესში ნაკვეთების დაყოფა ჯგუფებად შეფასების მიზნებისათვის არ განხორციელებულა და შესაბამისად მათი ღირებულებებიც არ განსხვავდებიან. მათი დაშორება ავტომაგისტრალიდან შეადგენს 10-250 მეტრს. აღნიშნულის გამო შეფასების პროცესში ნაკვეთების დაყოფა ჯგუფებად შეფასების მიზნებისათვის არ განხორციელებულა და შესაბამისად მათი ღირებულებებიც არ განსხვავდებიან.

 

დასკვნაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთების შეფასებისათვის აუცილებელია გაანალიზებული იქნას ბაზრის სეგმენტი, ანალოგიურ უძრავ ქონებაზე გაფორმებული ხელშეკრულებებისა და გასაყიდად წარმოდგენილი განცხადებების შესაბამისად დაფიქსირებული ღირებულებები, რაც განხორციელდა ზემოაღნიშნული და მათი მოსაზღვრე სოფლების საზღვრებში. შეფასების პროცესში, მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, მოპოვებული იქნა ანალოგების შესახებ მონაცემები, რომლებიც ეყრდნობა ბაზარზე არსებულ შეთავაზებებს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებულ გარიგებების მონაცემებს.

 

ანალოგების განხილვისა და მონაცემთა დაკორექტირებული ფასების შესწავლის შედეგად, შესაფასებელი მიწის ნაკვეთების ერთეულის ღირებულების დადგენა განხორციელდა საშუალო შეწონილი სიდიდის გაანგარიშების გზით. დაკორექტირებული ფასების შედეგების შეთანხმების დროს უფრო მეტი ხვედრითი წილი მიენიჭა იმ ანალოგებს, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად შესადარისია შესაფასებელ ობიექტთან და რომელშიც შეტანილი იქნა ყველაზე ნაკლები შესწორება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 11.04.2016წ. აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 26-49);

 

3.2.2. ზემოაღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ ბ---------------ის მიმართვის საფუძველზე 2----–-–--------------- შედგა შ--------------–---–------------------------------ აუდიტორული დასკვნა უძრავი ქონების ღირებულების შეფასების ანგარიში. დასკვნაში მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით 2018 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეფასების ობიექტის 3 380 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ს/კ 3-----------) საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 44 894.85 ლარით.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, ნაკვეთის საუკეთესო გამოყენების საშუალების შეფასებისას განიხილება ორი ვარიანტი - პირობითად თავისუფალი ნაკვეთისათვის და არსებული გაუმჯობესებების მქონე მიწის ნაკვეთისათვის. უძრავი ქონების ადგილობრივი ბაზის განვითარების სათანადო დონის გამო, შემოსავლების მოცემის უნარის მქონე უძრავი ქონების ეკონომიკურად დასაბუთებული საბაზრო ღირებულების შესაფასებლად, ძირითადად საშემფასებლო მიდგომად გამოყენებულ იქნა შემოსავლების განაღდების (კაპიტალიზაციის) მიდგომა, ამ მიდგომას საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ ნებისმიერ ქონებაში მყიდველი, ალტერნატიული დაბანდებების შესაძლებლობის გათვალისწინებით, გადაიხდის სწორედ იმდენს, რა ოდენობის წმინდა შემოსავლების მოცემაც შეუძლია ქონებას. ქონების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა გაყიდვათა პირდაპირი შედარების. გაუმჯობესების მიმართ ასევე გამოიყენება დანახარჯების გაანგარიშების მიდგომა, რომელიც გულისხმობს არსებული გაუმჯობესების აშენებაზე სადღეისოდ გასაწევი ხარჯების ანალიზს, მიმდინარე ფასების გათვალისწინებით. დასკვნაში მითითებულია, რომ საშემფასებლო სამუშაოები შესრულდა 2018 წლის ნოემბერში. ამდენად, ქონების ღირებულება სამართლიანია შეფასების თარიღისათვის. ასევე აღინიშნა, რომ აბსოლიტური სიზუსტით შეფასება შეუძლებელია, რადგან შეფასების შედეგად დგინდება მხოლოდ სავარაუდო ღირებულება, აისახება შემფასებლის დასაბუთებული აზრი ქონების ღირებულების შესახებ და არა ფასი. ფასი არის ფაქტი, უკვე განხორციელებული გარიგების შედეგად დაფიქსირებული თანხა. დასკვნაში მითითებულია, რომ იგი არის საკონსულტაციოდ გამოსაყენებელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.11.2018წ. აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 192-201);

 

3.2.3. ბ---------------ისათვის ჩამორთმეული 3 380 კვ.მ მიწის ნაკვეთის სამართლიანი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს - 44 894.85 ლარს და ს----------–------------------–--------------------------ის მიერ ბ---------------ისათვის საკუთრების ჩამორთმევის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით 11 830 ლარისა და დამატებითი კომპენსაციის 966 ლარის გადახდა ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვის გამართლებას, რომელიც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევას ამართლებს მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილია აუდიტორული დასკვნები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულ შედეგებს ადგენენ სადავო ქონების გონივრულ ღირებულებასთან მიმართებით. ამასთან, საგულისხმოა გარემოება, რომ ს----------–------------------–--------------------------ის დაკვეთით შედგენილი დასკვნით განსაზღვრულია პროექტის ფარგლებში მოქცეული ყველა მიწის ნაკვეთის ზოგადი ღირებულება, რომლის შესაბამისადაც 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულებად მითითებულია 3.50 ლარი, რის საპირისპიროდაც მოსარჩელის დაკვეთით შედგენილი დასკვნით შეფასებულია ინდივიდუალურად მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი ქონების მახასიათებლები, რის შემდგომაც ქონების ღირებულება ყველა ფაქტორის გათვალისწინებით განსაზღვრულია 44 894.85 ლარის ოდენობით. სასამართლო წარმოდგენილი დასკვნებიდან უპირატესობას ანიჭებს სწორედ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რომლითაც კონკრეტულად არის შეფასებული მიწის ნაკვეთი, რის გამოც სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას, თანახმად სპეციალური კანონის მე-9 მუხლისა. ცალსახაა, რომ მოპასუხის მიერ შემოთავაზებული შეფასება ვერ გამოდგება სამართლიანი ღირებულების გამოსათვლელად, რადგანაც იგი შეიცავს ზოგადად მთლიანი მიწის ნაკვეთის ღირებულებას, რომლისთვისაც მითითებულია ერთიანი ფასი, რაც იმთავითვე გამორიცხავს ამგვარი დასკვნის გაზიარების შესაძლებლობას, რადგანაც შემფასებელს ევალებოდა გაეთვალისწინებინა იმგვარი ფაქტორები, როგორიცაა თითოეული მესაკუთრისათვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობა და მისი პროპორციულობა, პირთა საკუთრებაში არსებული მთლიანი ნაკვეთის ფართთან მიმართებით, რადგანაც იმ ვითარებაში, როდესაც გარკვეულ მესაკუთრეებს ჩამოერთვათ ქონების მცირე ნაწილი, ხოლო გარკვეულ პირებს საკუთრების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვერ განისაზღვრება მათი კომპენსაციის ოდენობა ერთნაირად 1 კვ.მ - 3.50 ლარის ოდენობით, რადგანაც მესაკუთრეებისათვის საკუთრების ჩამორთმევით წარმოშობილი ზიანი ვერ შეფასდება ერთი მაჩვენებლით, ამ ფაქტორის გათვალისწინებით უმნიშვნელოვანესი იყო თითოეული მესაკუთრის ქონების ინდივიდუალური შეფასება და ზემოქმედების ფარგლებში მიწის ნაკვეთის ფართობის მისადაგება თითოეული მესაკუთრის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მთლიან ოდენობაზე, რამეთუ რიგ შემთხვევაში შესაძლოა საუბარი ყოფილიყო 100% ქონებაზე და დაუშვებელია მათი კომპენსაციის ერთიანი ფასით განსაზღვრა. გარდა აღნიშნულისა საყურადღებოა, რომ შემფასებელს არც ის ფაქტორი მიუღია მხედველობაში, თუ რა მანძილით იყო დაშორებული სხვადასხვა მესაკუთრის მიწის ნაკვეთები საჯარო გზიდან, ასევე არც ის გარემოება რჩებოდა თუ არა მესაკუთრეებს საკუთრების ჩამორთმევის შემდგომ კავშირი საჯარო გზასთან და განსახლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში 78 მიწის ნაკვეთი ერთიანად, თითქოს ერთი უფლების ობიექტი შეფასდა ერთიან ფასად. მიწის ნაკვეთის ფართობის შეფასება ღირებულების განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, რამდენადაც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ღირებულების განსაზღვრისას შესაფასებელია თუ რა დანიშნულებით იყო გამოყენებული, რა კულტურა შეიძლება იქნეს მოყვანილი და ღირებულება შესაბამისად მეტი უნდა ჰქონდეს დიდ ფართობს, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა კულტურის მოყვანა განსხვავებით მცირე მიწის ნაკვეთისა, რასაც ეფუძნება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ქონების ღირებულების განსაზღვრისას შეფასდა მისი შემოსავალუნარიანობა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნა თავისი სისრულიდან და კონკრეტულობიდან გამომდინარე იძლევა მისი გაზიარების შესაძლებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ადასტურებს კომპენსაციის გონივრულ ოდენობას. მითითებული დასკვნის ფარგლებში შეფასებულია ინდივიდუალური მესაკუთრისათვის წარმოშობილი ზიანის მოცულობა, რაც აძლევს სასამართლოს საფუძველს უპირატესად გამოიყენოს კონკრეტულ დასკვნაში არსებული მონაცემები.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის იმ მტკიცებას, რომ კონკრეტული აუდიტორული დასკვნა შედგენილია 2018 წელს და იგი ასახავს 2018 წლის მონაცემებს, რამდენადაც დასკვნის შედგენისა და ექსპროპრიაციის განხორციელების პერიოდი მნიშვნელოვნად არ არის დაშორებული ერთმანეთისაგან, რასაც შეეძლო გამოეწვია ფასთა სხვაობა. აღნიშნულ პოზიციას აქარწყლებს ის ფაქტიც, რომ თავად მოპასუხის მიერ აუდიტორული დასკვნა შედგა 2016 წელს, ხოლო ექსპროპრიაცია განხორციელდა 2017 წელს.

 

ასევე, სასამართლო მოპასუხის ვერც იმ მტკიცებას გაიზიარებს, რომ კლიმატისა და გარემო ფაქტორების იგივეობის გათვალისწინებით განისაზღვრა ერთნაირი ფასი, რამდენადაც საკუთრების უფლების ჩამორთმევის კომპენსირებისათვის მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნოყიერება ვერ გახდება გადამწყვეტი და აუცილებელი იყო საკუთრების უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე შეფასებულიყო ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რამდენადაც მხოლოდ ამგვარი დეტალური შესწავლის საფუძველზე შესაძლოა ყოფილიყო თითოეული მესაკუთრის საკუთრების უფლება დაცული. ფასის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ბ---------------ის მიწის ნაკვეთი მოექცა მძიმე ზემოქმედების მქონე მიწის ნაკვეთების ჩამონათვალში, შესაბამისად უსამართლოა იმ პირობებში, როდესაც მძიმე ზემოქმედება ნაზღაურდება ერთიანი 966 ლარით, მის მიწის ნაკვეთს ჰქონდეს ერთიანი ანაზღაურების პირობები. ამასთანავე, აუდიტორული დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის, შესაბამისად დეპარტამენტს შეეძლო, მსგავსად მომიჯნავე ნაკვეთებისა ბ---------------ისათვის შეეთავაზებინა გაზრდილი ღირებულება, ამასთანავე მიწის ნაკვეთების ღირებულება განსხვავებულად არის შეფასებული სხვა მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, რაც ადასტურებს, რომ ერთიანი ფასის განსაზღვრა არ არის სამართლიანი.

 

3.2.4. რაც შეეხება, დამატებითი კომპენსაციის სახით - 5 794 ლარის დაკისრებას აღნიშნული გაზრდილი ძირითადი კომენსაციის პირობებში ვერ დაექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამეთუ ძირითადი კომპენსაციის მოცულობა უზრუნველყოფს იმ დანაკლისის კომპენსირებას, რასაც მესაკუთრე განიცდის საკუთრების უფლების ჩამორთმევით, შესაბამისად არ არსებობს მძიმე ზემოქმედების ქვეშ არსებობის გამო შეთავაზებულზე მეტი კომპენსაციის დაკისრების საფუძველი. მძიმე ზემოქმედების ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით ერთიანი ფასის განსაზღვრას სასამართლო იმ პირობებში, როდესაც განისაზღვრება კომპენსაციის გონივრული ოდენობა სამართლიანად მიიჩნევს, რამდენადაც კომპენსაციის სამართლიანი ოდენობის განსაზღვრა უზრუნველყოფს იმ ზიანის კომპენსირებას, რაც მესაკუთრეს მიადგა ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში იზიარებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 11.04.2016წ. აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 26-49);

- 01.11.2018წ. აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 192-201);

- განსახლების სამოქმედო გეგმა/ დისკი (ს.ფ. 152);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ბ---------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე და 172-ე მუხლები

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-6, მე-8-9 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, „საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აჩვენებს, რომ იგი შეიძლება შეიზღუდოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით. შესაბამისად, უფლების შეზღუდვის შემთხვევებში სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, რამდენად არსებობს შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება. კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქმე№3/1/512, „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26.06.2012წ., II-59-60);

 

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-19 მუხლით, კერძოდ შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს.

 

ადამიანის უფლებათა ეროვნული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ საკუთრებაში ჩარევის შეფასებისას სასამართლო ცდილობს დაადგინოს ბალანსი პირის უფლებასა და საზოგადოების ზოგად ინტერესს შორის, რაც მოითხოვს იმის შეფასებას, განმცხადებელს მოუხდა თუ არა „არაპროპორციული ტვირთის“ ტარება. უნდა არსებობდეს გონივრული პროპორციულობის ურთიერთქმედება გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაცულ სფეროში ჩარევის პროპორციულობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, მიუთითებს რა საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის აუცილებლობაზე. თავის მხრივ, სამართლიანი ბალანსი გამოირიცხება, თუ პირს ეკისრება ”ინდივიდუალური და განსაკუთრებული ტვირთი, რომელიც შეიძლება კანონიერი ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ [მას] ექნებოდა, ვადების შემცირების ან კომპენსაციის მოთხოვნის უფლება”. ამდენად, ჩარევა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ იგი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და, ამავდროულად, დაცულია პროპორციულობა მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის.

 

საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ”სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ” სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს უფლება შეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესების არსებობისა და კანონით დადგენილ შემთხვევებში. გარდა ამისა, სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას ესახება სავალდებულოდ, საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების გზით საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ჯარიმებისა თუ გადასახადების გადახდის ან სხვა მიზნებისათვის.

 

საქმეში ”ლინგოუ და სხვები”, ისე როგორც საქმეში ”ჯეიმსი და სხვები” სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრების ჩამორთმევა, მის ღირებულებასთან შედარებით გონივრული ანაზღაურების გადახდის გარეშე, როგორც წესი, წარმოადგენს ქონებით სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, რომელიც არ შეიძლება მიჩნეული იქნას 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის შესაბამისად. ამასთან ერთად, აღნიშნული მუხლი არ იცავს სრული კომპენსაციის მიღების უფლებას, ვინაიდან „საზოგადოებრივი ინტერესების“ დაცვა შესაძლოა მოითხოვდეს სრულ ღირებულებაზე ნაკლების გადახდას;

 

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ექსპროპრიაცია ხორციელდება მათ შორის გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზ------------ რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N3/196-16) დაკმაყოფილდა ს----------–------------------–--------------------------ის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე და ს----------–------------------–--------------------------ს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზ---------------------- შემოვლითი გზის მონაკვეთის (ა--------- კვანძი) - მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეული, მოპასუხე ბ--------------ის საკუთრებაში არსებული 3 380 კვ.მ სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე ს/კ 3-----------, (მდებარე ზ------------ მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა საქარა, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 3380 კვ.მ).

 

6.2. ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი ქონების მესაკუთრეს წარუდგენს წინადადებას ქონების შეძენისა და ამ ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხა უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი და არ უნდა იყოს ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგად განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზ---------------------- შემოვლითი გზის მონაკვეთის (ა--------- კვანძი) მშენებლობის პროექტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დეპარტამენტის დავალების საფუძველზე, შპს „ალიგატორის“ დაკვეთით 2016 წლის 11 აპრილს შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტმა“ შეადგინა აუდიტორული დასკვნა - ზ------------ რაიონი, ქვემო საქარა, სოფელ ა--------- ტერიტორიაზე, E-60 თბილისი-სენაკი-ლესელიძეს საავტომობილო ავტომაგისტრალზე კვანძის მშენებლობის საპროექტო კორიდორში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების, ამ ნაკვეთებზე მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავების შეფასების (ღირებულების) შესახებ. ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად შესაფასებლად წარდგენილი აქტივების ღირებულებები განისაზღვრა შემდეგნაირად - 1 კვ.მ. მიწის ღირებულება შეფასდა 3.50 ლარით, რის საფუძველზედაც ბ---------------ის 3 380 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეფასდა 11 830 ლარის ოდენობის კომპენსაციითა და 966 ლარის დამატებითი კომპენსაციის ოდენობით.

 

თავის მხრივ, მოსარჩელე ბ---------------ე არ დაეთანხმა ს----------–------------------–--------------------------ის მიერ შედგენილ აუდიტორულ დასკვნას და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ წარმოადგინა შ--------------–---–------------------------------ აუდიტორული დასკვნა, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 3 380 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ს/კ 3-----------) საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 44 894.85 ლარით.

 

”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია ქონების შეფასების მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს სასამართლოს დასკვნას საექსპროპრიაციო ქონების, ასევე ამ ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო.

 

რაც შეეხება, კომპენსაციას, მისი განმარტება მოცემულია ზემოაღნიშნული კანონის პირველივე მუხლში. კერძოდ, კომპენსაცია არის მესაკუთრისთვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ამ კანონით გათვალისწინებული წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება თანხის გადახდით ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემით. კომპენსაციის განსაზღვრისას აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე (იხ. სუსგ №ას-727-695-2014; 2016 წლის 15 ივლისი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის აუცილებლობას უკავშირებს იმ შემთხვევას, როდესაც ქონების ჩამორთმევის შემთხვევაში ხდება მესაკუთრისათვის სხვა ქონების გადაცემა. ასეთ დროს მესაკუთრეს უნდა გადაეცეს ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონება. რაც შეეხება კომპენსაციას, კანონის დათქმით, ქონების ჩამორთმევის დროს კომპენსაციის შემთხვევაში უნდა მოხდეს მესაკუთრისათვის სრული და სამართლიანი ანაზღაურება.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავად არის განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.

 

ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. ამასთან, ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი). სწორედ ამ თვალსაზრისით აფასებს სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნებს და მათგან უპირატესობას ანიჭებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნას.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ კომპენსაციის სახით მოპასუხეს ჩაერიცხა 11 830 ლარი. ამასთან საკომპენსაციო თანხის მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის შეფასებას, რომლის თანახმადაც, ნათლად ჩანს რომ კონკრეტული ქონების რეალური ღირებულება შეადგენს 44 894.85 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ დასკვნაში ამომწურავად არის განმარტებული შეფასების მეთოდოლოგია, რაც სასამართლოს უქმნის მასში მითითებული ღირებულების გაზიარების საფუძველს, კერძოდ დასკვნით ქონების ღირებულება განსაზღვრულია მისი სარგებლობაუნარიანობის საფუძვლით, შეფასებულია კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და ის სარგებელი, რასაც იგი თავის მესაკუთრეს წარმოუშობდა, რის საწინააღმდეგოდაც მოპასუხის მიერ შეთავაზებული ზოგადი 3.50 ლარი ყველა მესაკუთრესთან მიმართებით ვერ იქნება გაზიარებული, რამეთუ ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო არა ზოგადად მთელ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, არამედ თითოეული მესაკუთრისათვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის შესაბამისად. ამასთან, რაც შეეხება, დამატებითი კომპენსაციის სახით - 5 794 ლარის დაკისრებას აღნიშნული გაზრდილი ძირითადი კომპენსაციის პირობებში ვერ დაექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამეთუ ძირითადი კომპენსაციის მოცულობა უზრუნველყოფს იმ დანაკლისის კომპენსირებას, რასაც მესაკუთრე განიცდის საკუთრების უფლების ჩამორთმევით, შესაბამისად არ არსებობს მძიმე ზემოქმედების ქვეშ არსებობის გამო შეთავაზებულზე მეტი კომპენსაციის დაკისრების საფუძველი. მძიმე ზემოქმედების ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით ერთიანი ფასის განსაზღვრას სასამართლო იმ პირობებში, როდესაც განისაზღვრება კომპენსაციის გონივრული ოდენობა სამართლიანად მიიჩნევს, რამდენადაც კომპენსაციის სამართლიანი ოდენობის განსაზღვრა უზრუნველყოფს იმ ზიანის კომპენსირებას, რაც მესაკუთრეს მიადგა ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში იზიარებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებას.

 

ამდენად, საქართველოს კონსტიტუციისა და ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ბ---------------ის დაკვეთით ჩატარებული აუდიტორული დასკვნა არის უფრო მოცულობითი, დეტალური, კონკრეტული და სრულყოფილი, რითაც სასამართლო ასკვნის, რომ მასში მითითებული საკომპენსაციო თანხა არის სრული და სამართლიანი, რაც გახლავთ საფუძველი სარჩელის კომპენსაციის ნაწილში დაკისრებისა, როგორც საბაზრო ღირებულებასა და ჩარიცხულ კომპენსაციას შორის ასანაზღაურებელი სხვაობის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 833 ლარის ოდენობით (ს.ფ. 75-76), ასევე სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესაბამისად მოსარჩელემ დამატებით გადაიხადა 333 ლარი (ს.ფ. 202-203). შესაბამისად, ბ---------------ის მიერ სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, ჯამში გადახდილია 1166 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ მოპასუხის მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულა 992 ლარი, ხოლო ბ---------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 174 ლარი არ ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ს----------–------------------–--------------------------ს ბ---------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს კომპენსაციის სახით - 33 064.85 ლარი;

 

3. ბ---------------ის მოთხოვნა ს----------–------------------–--------------------------ისათვის მძაფრი ანაზღაურების სათანადო კომპენსაციის სახით 5794 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

4. ს----------–------------------–--------------------------ს ბ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 992 ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სანაცვლოდ;

 

5. ბ---------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 174 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე