გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2439 -18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - თ---------–--–---–ი
წარმომადგენელი - მ--------------ე
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენელი - ს--–-------------–ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის M---------------- ბრძანება;
1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ---------–--–---–ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
1.3. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდური შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე თ---------–--–---–ი დასაქმებული იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უ----------------------------–--- ს--------–-----------–---------------–------------------ს თანამდებობაზე.
საქართველოს სასჯელაღარულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2013 წლის 5 ივნისის N---- ბრძანებით შეიქმნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტმენტი) საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2013 წლის 10 ივნისის N---- ბრძანებით განისაზღვრა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების და მონიტორინგის სამმართველოების საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარება ტესტირებისა და გასაუბრების ფრომით. ტესტირება შედგებოდა 100 ტესტისგან, ხოლო თითოეულ ტესტზე გაცემული დადებითი პასუხი ფასდებოდა 1 ქულით. დადგინდა ტესტირების ზღვრული ქულა: ა) სტრუქტურული ქვედანაყოფის უ--------სთვის 70 ქულა, ბ) უ-------- ინსპექტორისთვის 65 ქულა, გ) ინსპექტორისთვის 60 ქულა.
2013 წლის 26 ივნისს თ---------–--–---–მა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა ატესტაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში და მისი შედეგი 100 ტესტიდან განისაზღვრა 8- ქულით.
2013 წლის 28 ივნისს თ---------–--–---–მა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა ატესტაციის ფარგლებში ჩატარებულ გასაუბრებაში. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად თ---------–--–---–ი არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას.
ოქმის თანახმად, დასმულ კითხვაზე შეიძლება თუ არა ნახევრად ღია ან ღია დაწესებულებაში მსჯავრდებულმა ისარგებლოს ინტერნეტით თ---------–--–---–მა უპასუხა დადებითად, რაც მიჩნეულ იქნა არასწორ პასუხად. შემდგომ კითხვაზე თუ რას ნიშნავს კონფიდენციალური საჩივარი თ---------–--–---–ის მიერ ვერ იქნა პასუხი გაცემული; კითხვაზე ერთდროულად რა ვადით შესაძლოა განისაზღვროს ადმინისტრაციული პატიმრობა, თ---------–--–---–ის მიერ ვერ იქნა პასუხი გაცემული.
სხდომის ოქმს ხელს აწერს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის 10 წევრი.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონკურსო - საატესტაციო კომისიის 2013 წლის 15 ივლისის N----- სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა თ---------–--–---–ის განცხადება ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 30 ივლისის N---- პ/შ ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს ს--------–-----------–---------------–------------------, იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი თ---------–--–---–ი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 01 სექტემბრიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 30 ივლისის N---- პ/შ ბრძანება და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2013 წლის 12 სექტემბრის №-------------- გადაწყვეტილება თ---------–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის (საქმე N---------–.) გადაწყვეტილებით თ---------–--–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება თ---------–--–---–მა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის (საქმე N---------) გადაწყვეტილებით თ---------–--–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ---------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2013 წლის 30 ივლისის N---- პ/შ ბრძანება და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2013 წლის 12 სექტემბრის M------------------ გადაწყვეტილება; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაევალა თ---------–--–---–თან დაკავშირებით საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა; სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე თ---------–--–---–ს ეთქვა უარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის (საქმე N-----------------)) განჩინებით წარდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის (საქმე N---------) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2015 წლის 24 აპრილის M----------------- წერილით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ეცნობა, რომ არ არსებობს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2015 წლის 24 აპრილის M----------------- ბრძანებით, სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო, ატესტაციის შედეგების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განჩინების (საქმე N----------), თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების (საქმე N---------), საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N137 დადგენილებით დამტკიცებული ,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის, 32-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის N176 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს ს--------–-----------–---------------–------------------, იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი თა---------------------–-----–--–---–- დათხოვნილ იქნა სისტემის ორგანოდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, 2013 წლის 1 სექტემბრიდან.
ბრძანების საფუძვლად მიეთითა: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უ--------ს მოვალეობის შემსრულებლის ც. ტ---–--–-–---–ის 2015 წლის 24 აპრილის N------ მოხსენებითი ბარათი და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი N----
საქართვლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 11 ივნისის N------------------- გადაწყვეტილებით სამინისტრომ არ დააკმაყოფილა თ---------–--–---–ის 2015 წლის 14 მაისის N------ ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 24 აპრილის N---- ბრძანების გაუქმების თაობაზე.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ნოემბრის (საქმე N---------წ.) გადაწყვეტილებით თ---------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 11 ივნისის M----------------- წერილი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2015 წლის 24 აპრილის M----------------- ბრძანება თ---------–--–---–ის სისტემის ორგანოდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ნოემბრის (საქმე N---------წ.) გადაწყვეტილება (ს.ფ. 135-151);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის (საქმე N---------) გადაწყვეტილება (ს.ფ. 152-172);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის (საქმე N-----------------------------7)) განჩინება (ს.ფ. 173-176).
3.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 22 მარტის M---------------- მოხსენებითი ბარათის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის (საქმე N---------წ.) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ დეტალურად შესწავლილ იქნა თ---------–--–---–ის ატესტაციასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის დამატებით შედარდა ის კითხვები, რომლებიც დაისვა ზეპირი გასაუბრების დროს და რომელიც შევიდა ტესტირების ეტაპზე, ასევე გამოიკითხა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის 6 წევრი, ხოლო დანარჩენ წევრებთან ვერ მოხერხდა დაკავშირება ობიექტური მიზეზების გამო. დადგინდა, რომ თ---------–--–---–მა ვერ გასცა სწორი პასუხი მისთვის დასმულ ვერცერთ კითხვას, შესაბამისად, კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება - ,,არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“. კომისიის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის 10 წევრი.
ამავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, იმისათვის, რომ ატესტაციის მიმდინარეობისას დაცული ყოფილიყო მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტი, კომისიის შემადგენლობაში კომისიის წევრად ჩართული იყო - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მენეჯერი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მიმართულებით და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტის უ--------. სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო თ---------–--–---–ის საქმესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გასაუბრებოდა საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრებს, რადგან მათგან მიეღო დამატებითი ინფორმაცია, როგორც უშუალოდ თ---------–--–---–ის შესახებ, ასევე ატესტაციის მიმდინარეობისას გადაწყვეტილების მიღების წესთან დაკავშირებით. გამოიკითხნენ საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრები: ს--–-------------–---–ი (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მო---–----------------------------------ს უ--------), ლ--–-------ია (ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მენეჯერი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მიმართულებით), თ------------–--ე (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თ-------------------------–ე), თ--------------ა (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კ--–--–--------------------–---–--ტი), მ----------------ე (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უ-------------------–ე) და ე------------------–ია (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სო–---–------------------–--------------------–-------------ი). ახსნა-განმარტებებიდან გამოიკვეთა, რომ რამდენიმე კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემის შემთხვევაში კომისია მიიჩნევდა, რომ კანდიდატის კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც კითხვები შერჩეული იყო უშუალოდ ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ყოველდღიური საქმიანობიდან. ყველა კონკურსანტისათვის დასმული იყო ერთი და იგივე სირთულის კითხვა, მათ მიერ დაკავებული პოზიციისა და შესასრულებელი სამუშაოს გათვალიწინებით. ტესტი, რომელიც ჩააბარა თ---------–--–---–მა არ მოიცავდა ღია კითხვებს, გასაუბრება კი მიზნად ისახავდა როგორც ცოდნის, ისე პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმებას.
ამავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, მითითებულმა ახსნა-განმარტებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომისია იყო მიუკერძოებელი თ---------–--–---–თან მიმართებით, ატესტაციას დაქვემდებარებულ ყველა პირებთან მიმართებით კომისიის მხრიდან დამკვიდრებული იყო ერთიანი სტანდარტი. შესაბამისად, გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე, კომისიის მიერ ერთხმად იქნა მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება და ადგილი არ ჰქონია განსხვავებული აზრის დაფიქსირებას, აღნიშნული კი მიუთითებდა მიუკერძოებლობის დაცვის მაღალ სტანდარტზე.
ს--–-------------–---–ის განმარტებით, იგი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მონიტორინგს უწევდა კომისიის საქმიანობას, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო მონაწილეთა უფლებების დაცვა, ხოლო კომისიის საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისი. თ---------–--–---–თან გასაუბრება, ისევე როგორც სხვა მონაწილეებისა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, შექმნილი იყო მეგობრული განწყობა და კომისიის წევრები სვამდნენ კითხვებს. დასმულ კითხვებს თ---------–--–---–მა ვერ გასცა სწორი პასუხები, მიუხედავად იმისა, რომ მისცეს შესაძლებლობა დამატებით დაფიქრებულიყო და სწორად ეპასუხა. საბოლოოდ იგი შეფასდა უარყოფითად.
ლ--–-------იას განმარტებით, ატესტაციის მიმდინარეობისას, კომისია გასაუბრებაზე შესულ პირს სთხოვდა თავად მოეყოლა, თუ რა განათლება ჰქონდა მიღებული, რა ფუნქციებს ასრულებდა, რას მიიჩნევდა საკუთარ მიღწევად და გამოწვევად დაკავებულ პოზიციაზე. შემდეგ ხდებოდა კითხვების დასმა სამართლებრივ საკითხებზე. თუ პირი რამდენიმე კითხვას ვერ უპასუხებდა, კომისია გასაუბრების პროცესს ასრულებდა. ატესტაცია მიმდინარე რეფორმის შემადგენელი ნაწილი იყო. სასჯელაღსრულების სისტემა ცდილობდა არსებულ პირობებში გამოეკვეთა კვალიფიციური და მოტივირებული კადრები, ხოლო ევროკავშირის პროექტისათვის მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში მონაწილეობა, რადგან ატესტაციის პროცესმა კარგად გამოკვეთა მოქმედი თანამშრომლების საჭიროებები კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
მ----------------ისა და თ------------–--ის განმარტებების თანახმად, 2013 წლის განმავლობაში მონაწილეობას იღებდნენ საკონკურსო საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში. გასაუბრების პროცესი წარიმართა სტანდარტულად. თ---------–--–---–მა სწორი პასუხები ვერ გასცა კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს. ყველა კონკურსანტისათვის დასმული კითხვები იყო ერთნაირი სირთულის, მათ მიერ დაკავებული პოზიციისა და შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით. ვინაიდან ტესტი არ მოიცავდა ღია კითხვებს, გასაუბრება მიზნად ისახავდა კონკურსანტების როგორც ცოდნის, ისე პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმებას. კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება თ---------–--–---–ის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის შესახებ.
თ--------------ას განმარტების შესაბამისად, იგი იყო კომისიის მდივანი სასჯელაღსრულების კომისიის მიერ ორგანიზებულ საკონკურსო საატესტაციო კომისიაში. მისი ფუნქცია იყო კონკურსში მონაწილეთა შედეგებისა და გასაუბრების ოქმის დაფიქსირება/შედგენა. მის კომპეტენციაში არ შედიოდა კონკურსში მონაწილეთათვის კითხვების დასმა და მათი შეფასება.
ე------------------–იას განმარტებით, იგი იყო საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრი. კონკურსანტი თ---------–--–---–ი არ ახსოვს, ვინაიდან იგი მონაწილეობდა სოციალური მუშაკების შესარჩევ კონკურსში და ამდენად, მისთვის კითხვები არ დაუსვამს, მაგრამ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ოქმში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, კონკურსანტმა ვერ უპასუხა დასმულ სამ კითხვას, შესაბამისად, სამართლიანად მოხდა მასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 22 მარტის M---------------- მოხსენებითი ბარათი (იხ.ს.ფ. 17-25);
- ლ--–-------იას ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ.104);
- ს--–-------------–---–ის ახსნა - განმარტა (იხ.ს.ფ. 105);
- მ----------------ის ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ.106);
- თ------------–--ის ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ.107);
- თ--------------ას ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ.108);
- ე------------------–იას ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ.109).
3.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის M---------------- ბრძანების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს ს--------–-----------–---------------–------------------, იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი თა---------------------–-----–--–---–- დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, 2013 წლის 1 სექტემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის M---------------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 16).
3.4. თ---------–--–---–ისათვის სამსახურის შეთავაზების შესახებ 2018 წლის 2 თებერვლის ოქმის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალების შესაბამისად, ადამიანური რესურსების სამსახურის უ-------- ე---------------------–-–---–ი, იურიდიული დეპარტამენტის სა---------–---------------------------------------–--- უ-------- ა-–-----------------ია და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მ------------–---–----ი გ---–----------ე, 2018 წლის 2 თებერვალს საქართველოს სასჯელაღსრულბისა და პრობაციის სამინისტროში (ქ. თბილისი, ზ-----------------------) შეხვდნენ სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს თ---------–--–---–ს და შესთავაზეს პენიტენციურ სისტემაში მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით დასაქმება (შეთავაზებული ვაკანსიები წარმოდგენილია დანართი N1-ში). შეხვედრისას თ---------–--–---–მა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მისთვის წარმოუდგენელია დასაქმდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში და უარი განაცხადა ბოლომდე გაცნობოდა შეთავაზებულ ვაკანსიებს.
თ---------–--–---–ის განმარტებით, დასაქმება შეთავაზებულ იქნა იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს დათმობის სანაცვლოდ, რაც მისთვის მისაღები არ არის. ამდენად, სურს მის სარჩელზე არსებითად იმსჯელოს სასამართლომ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თ---------–--–---–ისათვის სამსახურის შეთავაზების შესახებ 2018 წლის 2 თებერვლის ოქმი (იხ.ს.ფ. 110);
- 2018 წლის 15 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ---------–--–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის M---------------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე თ---------–--–---–ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა), ხოლო თავის მხრივ, სახელმწიფო სამსახური განმარტებულია როგორც საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.
მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეზე.
დადგენილია, რომ თ---------–--–---–ი დასაქმებული იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უ----------------------------–--- ს--------–-----------–---------------–------------------ს თანამდებობაზე, შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მის შრომით ურთიერთობაზე ვრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური ზომა გამოიყენოს მის მიმართ. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელე თ---------–--–---–ის სამსახურიდან გათავისუფლებას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები. ამგვარი საფუძვლების არარსებობის პირობებში კი მოსარჩელე ექვემდებარება უფლებებში აღდგენას სრულად.
უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 30 ივლისის №-------– ბრძანებით, თ---------–--–---–ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით. ამავე სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება თ---------–--–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, საქართვლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 11 ივნისის M----------------- გადაწყვეტილებით სამინისტრომ არ დააკმაყოფილა თ---------–--–---–ის 2015 წლის 14 მაისის N------ ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 24 აპრილის N---- ბრძანების გაუქმების თაობაზე.
ზემოაღნიშნული აქტები თ---------–--–---–მა სადავო გახადა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის (საქმე N---------წ.) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თ---------–--–---–ის სარჩელი კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 11 ივნისის M----------------- წერილი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2015 წლის 24 აპრილის M----------------- ბრძანება თ---------–--–---–ის სისტემის ორგანოდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით. გადაწვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი: განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში ატესტაციის ჩატარება განისაზღვრა ორ ეტაპად, პირველი ეტაპი შედგებოდა ტესტირებისგან, სადაც მოცემული იყო პროფესიული ხასიათის კითხვები, სულ 100 კითხვა, მოსარჩელისთვის მინიმალურ გამსვლელ ქულას წარმოადგენდა 60 ქულა, ხოლო მის მიერ მოპოვებულ იქნა 8- ქულა. შესაბამისად ატესტაციის პირველი ეტაპით გამოვლინდა, რომ თ---------–--–---–ი პროფესიული/სამართლებრივი კუთხით სრულ შესაბამისობაში იყო დაკავებულ თანამდებობასთან. აღნიშნული გახდა კონკურსანტის მეორე ეტაპზე გადასვლის საფუძველი. ატესტაციის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე სხდომის ოქმის თანახმად, ასევე, დასმული იყო პროფესიული ხასიათის კითხვები, რომლებზეც კონკურსანტმა ვერ გასცა სწორი პასუხები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დასმული შეკითხვებიდან მხოლოდ ერთს - „შეიძლება თუ არა ნახევრად ღია ან ღია დაწესებულებაში მსჯავრდებულმა ისარგებლოს ინტერნეტით“ გასცა დადებითი პასუხი, ვინაიდან „ინტერნეტი“ შეეშალა „ინტრანეტში“, სხვა ყველა შეკითხვას უპასუხა სწორად. ამასთან, დასმული შეკითხვები წარმოდგენილი იყო ტესტირების დროსაც, რაზეც მან სწორი პასუხი გასცა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული გარემოება, ასევე დადგენილ იქნა და ყურადღება მიექცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაშიც, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა, არ გამოიკვლია მოპასუხის მიერ ტესტირების ეტაპზე კითხვებზე სწორად გაცემული პასუხების პირობებში, იგივე ან შინაარსობრივად მსგავს შეკითხვებზე არასწორი პასუხი რა გარემოებით იყო გამოწვეული, ადგილი ხომ არ ჰქონდა სხდომის ოქმში არასწორი მონაცემების დაფიქსირებას. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაასაბუთა ატესტაციის პირველი და მეორე ეტაპის დანიშნულება, კერძოდ ორივე ეტაპზე ხორციელდებოდა თუ არა კონკურსანტთა პროფესიული ცოდნის შემოწმება, თუ პირველი ეტაპი ითვალისწინებდა აღნიშნულს, ხოლო მეორე ეტაპზე მოწმდებოდა კონკურსანტთა პროფესიული უნარ-ჩვევები, რატომ მოხდა კონკურსანტისთვის იგივე კითხვების დასმა, რაზეც მას ტესტირების ეტაპზე უკვე ჰქონდა პასუხი გაცემული. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო თ---------–--–---–ის ატესტაციის არადამაკმაყოფილებლად გასვლაზე მიუთითებს, იგი ეყრდნობა მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე დასმულ სამ შეკითხვას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ თ---------–--–---–ი სისტემაში მუშაობდა წლების განმავლობაში და მისი საქმიანობის პერიოდში ხელმძღვანელობის მიერ არ ყოფილა პრეტენზია გამოთქმული მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, შესაბამისად, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა გასაუბრების სხდომის ოქმი და მასში მითითებულ სამი შეკითხვა. სასამართლომ მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიღებული გადაწყვეტილება არ დაეფუძნა საქმის ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად მოპოვებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ თუკი ადმინისტრაცული ორგანო ატესტაციის მეორე - გასაუბრების ეტაპზე, ტესტირების ეტაპის მსგავსად, ახორციელებდა კონკურსანტთა პროფესიული ცოდნის შემოწმებას, სამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი (თუნდაც დადგინდეს, რომ აღნიშნულ შეკითხვებზე მართლაც არასწორად იქნა გაცემული პასუხი) ვერ გახდებოდა კონკურსანტის პროფესიული ცოდნის უარყოფითად შეფასების საკმარისი საფუძველი, იმ პირობებში როდესაც პროფესიული 100 შეკითხვიდან 8- კითხვაზე სწორი პასუხი იქნა გაცემული ტესტირების ეტაპზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 361-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი მოხელეთა კონკურსსა და ატესტირებას ახორციელებენ შემდეგი საკონკურსო-საატესტაციო კომისიები: - საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების (საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება) მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია – შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მოხელეთათვის;
ამავე კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 05 თებერვლის N47 ბრძანებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით (ძალადაკარგულია 2014 წლის 20 ივნისიდან), საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის N13 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი. წესის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის (შემდგომში - სამინისტროს აპარატი), სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა (შემდგომში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში - საჯარო სამართლის იურიდიული პირები) მოხელეებსა და თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე, განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს.
მითითებული წესის მე-4 მუხლის თანახმად, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების მიზანია: ა) ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა; ბ) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; გ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; დ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; ე) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; ვ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; ზ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; თ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანების 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.
მოსარჩელე - თ---------–--–---–ს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოში ეკავა ს--------–-----------–---------------–------------------ს თანამდებობა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების და მონიტორინგის სამმართველოს საჯარო მოხელეთა ატესტაციის პირობების განსაზღვრა და თემატიკის დამტკიცება მოხდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2013 წლის 10 ივნისის N---- ბრძანების საფუძველზე. მითითებული ბრძანების შესაბამისად, ტესტირების ზღვრული ქულა 100 ტესტიდან სტრუქტურული ქვედანაყოფის უ--------სათვის განისაზღვრა 70 ქულით, უ-------- ინსპექტორისათვის - 65 ქულით, ინსპექტორისათვის - 60 ქულით.
2013 წლის 26 ივნისს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა ატესტაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში, თ---------–--–---–ის შედეგი 100 ტესტიდან განისაზღვრა 8- ქულით.
დადგენილია, რომ დაკავებულ თანამდებობასთან თ---------–--–---–ის შეუსაბამობა განისაზღვრა ზეპირი გასაუბრების შედეგებით, რაც იქცა მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 10.06.2013წ N---- ბრძანებას, კერძოდ, ბრძანების მე-4 პუნქტი ადგენს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამოაქვს დასკვნა ,,მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“ იმ შემთხვევაში, თუ მოხელე მიიღებს ტესტირებისათვის დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებ ქულას. ხოლო იმავე ბრძანების მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელეები, რომლებიც ტესტირების შედეგად არ მიიღებენ მინიმალურ ქულაზე დაბალ ქულას.
ამასთან, ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის N13 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების მიზანს წარმოადგენს: მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა და ჩამორთმევასთან დაკავშირებით საკითხის მიღება; მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივის განსაზღვრა; მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
ამდენად, მითითებული ბრძანებების სამართლებრივი ანალიზი სასამართლოს არ აძლევს საფუძველს დაადასტუროს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის მართებულობა იმის თაობაზე, რომ ზეპირი გასაუბრების შედეგები იძლევა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო და საკმარის საფუძველს. სასამართლოს ზემოაღნიშნული აქტების შინაარსი აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ ატესტაციის წერითი და ზეპირი ფორმით ჩატარება უკავშირდება საქართველოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის N13 ბრძანებით მე-4 მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევას, რაც არ გულისხმობს ცალსახად მხოლოდ მოხელის სამსახურში დატოვება-არდატოვების საკითხის განსაზღვრავს. ატესტაციის მიზანს ასევე წარმოადგენს მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა, პროფესიული მომზადების საკითხის დადგენა/განსაზღვრა და ა.შ. აღნიშნულს ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის (საქმე N---------წ.) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკითხული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის - ლ--–-------იას (ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მენეჯერი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მიმართულებით) განმარტებაც, კერძოდ, კომისიის წევრის განმარტებით, სასჯელაღსრულების სისტემაში ატესტაცია მიმდინარე რეფორმის შემადგენელი ნაწილი იყო. სასჯელაღსრულების სისტემა ცდილობდა არსებულ პირობებში გამოეკვეთა კვალიფიციური და მოტივირებული კადრები, ხოლო ევროკავშირის პროექტისათვის მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში მონაწილეობა, რადგან ატესტაციის პროცესმა კარგად გამოკვეთა მოქმედი თანამშრომლების საჭიროებები კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, იმ პირობებში, როდესაც საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 10.06.2013წ. N---- ბრძანება, მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხს უკავშირებს ტესტირების შედეგს, ზეპირი გასაუბრების შედეგი არ ქმნიდა მოხელის შეუსაბამობის მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს.
ამასთან, სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 28 ივნისის ოქმის საფუძველზე დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელემ პასუხი ვერ გასცა შემდეგ კითხვაზე: ერთდროულად რა ვადით შეიძლება განისაზღვროს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა; საგულისხმოა, რომ იმავე შეკითხვაზე ტესტირების პროცესში მოსარჩელის მხრიდან გაცემული პასუხი შეფასებულია დადებითად; კითხვა, რას ნიშნავს კონფიდენციალური საჩივარი, უკავშირდება ტესტში წარმოდგენილ 55 კითხვას, რაზე გაცემული პასუხიც ასევე შეფასებულია დადებითად. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კი ვერ დადგინდა, რით იყო გამოწვეული ის ფაქტობრივი შეუსაბამობები, რაც გამოვლინდა ერთის მხრივ ტესტირების შედეგსა და მეორეს მხრივ ზეპირი გასაუბრების შედეგს შორის, ამასთან წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული მოტივაცია, რა იქცა მე-2 ტურში გადასული პირისათვის სამსახურებრივი შეუსაბამობის დადგენის საფუძვლად. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 22 მარტის M---------------- მოხსენებითი ბარათით დადგინდა მხოლოდ ის გარემოება, რომ გასაუბრების მიმდინარეობისას კომისია იყო მიუკერძოებელი თ---------–--–---–თან მიმართებით, გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე, კომისიის მიერ ერთხმად მიღებული იყო უარყოფითი გადაწყვეტილება და ადგილი არ ჰქონია განსხვავებული აზრის დაფიქსირებას, აღნიშნული კი მიუთითებდა მიუკერძოებლობის დაცვის მაღალ სტანდარტზე. აღნიშნული დასკვნები სასამართლოს შეფასებით ვერ პასუხობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დასმულ და გამოსაკვლევ/შესაფასებელ საკითხებს.
დადგენილია, რომ თ---------–--–---–ი სისტემაში მუშაობდა წლების განმავლობაში და მისი საქმიანობის პერიოდში ხელმძღვანელობის მიერ არ ყოფილა პრეტენზია გამოთქმული მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, შესაბამისად, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა გასაუბრების მომდინარეობისას დასმული სამი შეკითხვა. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თუკი ადმინისტრაცული ორგანო ატესტაციის მეორე - გასაუბრების ეტაპზე, ტესტირების ეტაპის მსგავსად ახორციელებდა კონკურსანტთა პროფესიული ცოდნის შემოწმებას, სამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ვერ გახდება კონკურსანტის პროფესიული ცოდნის უარყოფითად შეფასების საკმარისი საფუძველი, იმ პირობებში როდესაც პროფესიული 100 შეკითხვიდან 8- კითხვაზე სწორი პასუხი იქნა გაცემული ტესტირების ეტაპზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული და მყარად დადგენილ პრაქტიკას წარმოადგენს (სუსგ ბს-571-571(კ-18) 11/07/2018; ბს-327-327 (კ-18) 21/06/2018; ბს-1165-1159(2კ-17); ბს-744-740(კ-17)), რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ყოველი გადაწყვეტილება საჭიროებს დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვტილებაში განმარტავს, რომ ,,დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას“ (სუსგ ბს-525-512(კ-14) 19/02/2015).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებს თავად აძლევს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თ---------–--–---–თან დაკავშირებით გაბათილდა ორი აქტი სადავო საკითხს გადაუწყვეტლად. ცხადია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულის განხორციელების სურვილი არ გააჩნია, სათანადო საფუძვლის გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს თ---------–--–---–ის კონსტიტუციით გარანტირებული შრომითი უფლების გაუმართლებელ ხელყოფას, რაც სასამართლო კონტროლის შედეგად უნდა აღმოიფხვრას.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 5 ივლისის N3024-რს საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში) გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის M---------------- ბრძანება და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ---------–--–---–ი აღდგენილ იქნება გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე. მითითებულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ: სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა მოსარჩელე თ---------–--–---–ი სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მოსარჩელის მიერ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სამსახურში აღდგენამდე) პერიოდისათვის სრულად.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თ---------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის M---------------- ბრძანება;
3. დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აღადგინოს თ---------–--–---–ი გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე;
4. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდური შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად;
5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე