გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2019
საქმის ნომერი
340210018002783928
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210018002783928

საქმე #2/1054-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი:

24 იანვარი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა, მხარეთა მონაწილეობით

მოსარჩელე - თ----–--------–--ლი („მოსარჩელე“);

წარმომადგენელი - გ--–---------–--ლი;

მოპასუხე - ჟ--–-----------ძე („მოპასუხე“);

წარმომადგენელი - მ----------–--ლი;

დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

1.1. 2018 წლის 25 დეკემბერს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მომართა მოსარჩელემ და მოითხოვა გამარტივებული წესით მოპასუხისათვის დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ:

1.1.1. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ავტომანქანის დაზიანებისათვის 4000 ლარის ანაზღაურება;

1.1.2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებბლოდ მკურნალობისათვის გაღებული ხარჯის 312,5 ლარის აოდენობით ნაზღაურება;

1.1.3. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სპეციალურ (საჯარიმო) ავტოსადგომიდან ავტომანქანის დახსნის ხარჯის 500 ლარის ოდენობით ანაზღაურება;

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ მკურნალობაზე გაწეული ხარჯების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში აღნიშნა, რომ ხარჯები არის გაბერილი და არარეალური;

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მხარეთა ახსნა-განმარტებითა და თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ნორმბრის გამამტყუნებელი განაჩენით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 11:55 საათზე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე, ბაკურციხის მიმართულებით, მოძრაობდა „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნორმით W------- რომელსაც მართავდა მოსარჩელე. იმავე დროს, საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდებოდა „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით I------, რომლსაც მართავდა მოპასუხე. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოძრაობისას მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახევბ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რის შედეგადაც მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა (შემდეგ - „ავარია“). მოპასუხემ, კერძოდ, გადაკვეთა ბაკურციხის მიმართულებით სავალი ნაწილი, ვერ შეძლო უსაფრთხოდ გადასვლა, რადგან შეეჯახა თ----–--------–--ლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას. ავარიის შედეგად „ჰონდას“ მგზავრმა - ნინო ღარიბაშვილმა და მოპასუხემ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება;

3.1.2. მხარეთა ახსნა-განმარტებით და მითითებული განაჩენით დასტურდება, რომ ავარიის შედეგად დაზიანდა ასევე „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა, რომელიც გადაყვანილ იქნა სპეციალურ ავტოსადგომზე;

3.1.3. ზემოაღნიშნული განაჩენით ჟ--–-----------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვით, რაც იმავე კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა ერთი წელი. აღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში;

3.1.4. მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ნინო მღებრიშვილი არის მოსარჩელის შვილი, ხოლო მარინე ლონდრიშვილი - დედა;

3.1.5. მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ აღნიშნული ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მოსამრჩელემ თავისი, თავისი შვილისა და დედის მკურნალობისათვის გაიღო 312,5 ლარი (მოპასუხემ, როგორც ვიცით, ამ ნაწილში სარჩელი ცნო);

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. დავას იწვევს გაწეული ხარჯების მოცულობა ავტომანქანის დაზიანებისა და სადგომზე დგომის ნაწილში, კერძოდ, მოპასუხე სადავოდ ხდის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნას (შემდეგ - „დასკვნა“), შესაბამისად და სადგომზე ავტომანქანის დგომის ხარჯს 500 ლარის ოდენობით;

3.2.2. სასამართლო ეყრდნობა და იზიარებს ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც, „ექსპერტიზაზე წარდგენილ, 2001 წელს დამზადებულ, მსუბუქ ავტომობილ „HONDA FIT“-ზე, სახელმწიფო ნომრით W------- შასის ნორმით G----------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 4000 (ოთხო ათასი) ლარს.“;

3.2.3. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

3.2.4. იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში;

3.2.5. მართალია, მხარის ახსნა-განმარტება ერთი-ერთი მტკიცებულებაა, რომელიც მხარემ შეიძლება წარადგინოს სასამართლოში, თუმცა ეს მტკიცებულება მისი სუბიექტური ხასიათის გამო (ისევე როგორც მოწმის ჩვენება), ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით რელევანტურია მაშინ, როცა სრულ ჰარმონიაშია მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმართებასთან (ანუ როცა ადგილი აქვს მხარეთა დათანხმებას/შეთანხმებას გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებაზე) ან როცა მისი უტყუარობა დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით (წერილობითი, ნივთიერი მტკიცებულება). მოცემულ შემთხებაში მოპასუხე მხოლოდ თავის ახსნა-განმარტებაში აცხადებს, რომ მოსარჩელის მიერ ხარჯებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაცია არასარწმუნოა. სასამართლოს სურს განმარტოს, რომ მოპასუხე მაშინ შეარყვედა ექსპერტიზის დასკვნის სიზუსტეს, თუკი თავად წარმოადგენს ამის საპიწონე მტკიცებულებას, როგორიცაა ალტერნატიული ექსპერტზის დასკვნა. სსსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. ამდენად, თუკი საკითხი სცდება სამართლებრივი შეფასებას და საჭიროებს სხვა დარგის სპეციალისტის კომპეტენტურ განმარტებას, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ თავად წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა ზიანის ოდენობის (ღირებულების) დადასტურების მიზნით. ექსპერტი ასახელებს საორიენტაციო თანხას - 4000 ლარს ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის. იმ პირობებში, როცა მოპასუხემ ვერ წარმოადგინა კონტრ-მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ან შეარყევდა მაინც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის სიზუსტეს, სასამართლოს აღნიშნული დასკვნა მიაჩნია სარწმუნოდ და ავტომანქანისათვის მიწყენებული ზიანის ოდენობის დასადასტურებლად კმარ მტკიცებულებად, რის საფუძველზეც სასამართლო ასკვნის, რომ დაზიანებული „ჰონდას“ მარკის ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო თანხა შეადგენს 4000 ლარს;

3.2.6. რაც შეეხება ავტომანქნის სადგომზე დგომის ხარჯის 500 ლარის ანაზღაურების საკითხს, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს 2018 წლის 10 დეკემბერს ი/მ თამარ იმერლიშვილისათვის 500 ლარის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის დამადასტურებელი სალაროს ქვითარი. ამ დოკუმენტზე არ არის აღნიშნული თანხის გადახდის მიზნობრიობა. მართალია, მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა იდგა სპეციალურ სადგომზე, მაგრამ დავას ამ დგომის სანაცვლოდ გაღებული ხარჯის მოცულობა იწვევს. მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ სხვა მტკიცებულების მოპოვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ ეს ქვითარი მისცეს. სსსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება, მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს ისინი. შესაბამისად, მოსარჩელეს შეეძლო ეშუამდგომლა ამ მტკიცებლების სასამართლოს მეშვეობით გამოტხოვის თაობაზე. ამდენად, ეს კონკრეტული მტკიცებულება, ცალკე ვერ ადასტურებს უშუალოდ სადგომზე ავტომანქანის დგომისათვის ხარჯის გაწევის ფაქტს და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. ასე რომ, ამ ნაწილში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ზიანის მოცულობა, რის გამოც ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს;

სამოტივაციო ნაწილი :

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. სასამართლომ გაანალიზა დადგენილი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:

· მოპასუხე ჟ--–-----------ძეს მოსარჩელი თ----–--------–--ლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4 553,50 ლარის გადახდა (საიდანაც 4000 ლარი არის ავტომანქანისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, 312,50 ლარი მკურნალობაზე გაწეული ხარჯი, ხოლო 241 ლარი არის ექსპერტიზის ხარჯი);

· მოსარჩელე თ----–--------–--ლს უარი უნდა ეთქვას მოპასუხე ჟ--–-----------ძისათვის ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის ხარჯის 500 ლარის დაკისრებაზე;

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი („სსკ“); საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი („სსსკ“), კერძოდ:

5.1.1. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

5.1.2. იმავე მუხლის 317-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

5.1.3. იმავე მუხლის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი;

6. სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლები მრავალფეროვანია: ერთ შემთხვევაში ასეთი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა შემთხვევაში ამისათვის აუცილებელია სხვა სახის იურიდიული ფაქტის არსებობა, როგორიცაა უსაფუძვლო გამდიდრება, დელიქტი და ა.შ.;

6.2. მოცემულ შემთვევაში მხარეთა შორის წარმოშობულია ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დელიქტიდან (ზიანის მიყენება) გამომდინარე, კერძოდ, მოპასუხიემ დანაშაულის შედეგად მიაყენა მოსარჩელეს მატერიალური ზიანი;

6.3. იმისათვის, რომ ვისაუბროთ დელიქტიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობაზე, აუცილებელია სახეზე იყოს რამდენიმე ნიშანი ერდროულად: პირველი, მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ქმედება უნდა არღვევდეს კანონის რომელიმე დანაწესს ან წინააღმდეგობაში უნდა მოდიოდეს დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებთან ანდა საჯარო წესრიგთან); მეორე, მოვალეს უნდა მიუძღოდეს ბრალი (განზრახი ან გაუფრთხილებელი ფორმით); მესამე, სახეზე უნდა იყოს მიზეზობრივი კავშირი (მოვალის კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მიზეზი) და ბოლო ნიშანი - თავად ზიანი (ფაქტობრივი დანაკლისის ან მიუღებელი შემოსავალის სახით). სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთვევაში სახეზეა ყველა ხსენებული ნიშანი, კერძოდ: (1) მოვალის მიერ დარღველია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომელის თანახმადაც, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით; (2) თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ ბრალი ავარიაში მიუძღვის მოპასუხეს; (3) იმავე განაჩენით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ გამწვეული ავარიის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს ავტომანქანა „ჰონდას“ მგზავრებმა და დაზიანდა თავად ავტომობილი; (4) საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზიანდა როგორც ავტომანქანა, ისე ფიზიკური პირების ჯანმრთელობა;

6.4. სსსკ-ის 30917 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს კანონიერ ძალაში შესული თელავის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა სპეციალურ ავტოსადგომზე დგომის ხარჯებისა);

6.5. ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წაუყენოს მპასუხეს, რომელიც თავის მხრივ, ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზიანი. მოსარჩელემ შეძლო თავისი მოთხოვნის მართებულობის დასააბუთება (გარდა სადგომზე გადახდილი ხარჯების ოდენობისა), რის გამოც სარცელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას;

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სახელმწიფო ბაჟი:

7.1.1. სსსკ-ის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ. იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

7.1.2. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით;

7.1.3. იმავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: (გ) მოსარჩელეები – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე და (ვ) მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;;

7.1.4. იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო;

7.1.5. მოცემულ შემთხვევაში, დავა ეხება მოპასუხის მიერ დანაშაულით მიყენებული მატერუალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, რაც თავის მხრივ, ექცევა სსსკ-ის 46-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედების სფეროში, - მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რაც შეეხება მოპასუხეს, მან სასამართლოს 2019 წლის 24 იანრის მოსამზადებელ სხდომაზე წარმოუდგინა იმავე რიცხვით დათარიღებული ამონაწერი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“, რომლის მიხედვითაც მოპასუხე ჟ--–-----------ძის ოჯახი (რომელიც ჯამში შედგება ოთხი წევრისგან) არის სოციალურად დაუცველი, მას 2018 წლის 26 იანვარს მიენიჭა 64980 სარეიტინგო ქულა და ოჯახი ყოველთვიური სოციალური შემწეობის სახით იღებს 120 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯების (მათ შორის - სახელმწიფო ბაჟის) გადახდისაგან;

7.1.6. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს თავის სარჩელზე დართული აქვს 2018 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის 65 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (გადამხდელის ბანკი სს „თ-----------“, საგადახდო დავალება #0, სახაზინო კოდი 300 503 150), რომელიც მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს, ხოლო იმის გამო, რომ მოპასუხეც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, პროცესის ამ ხარჯს გაიღებს სახელმწიფო;

7.2. საქმის განხილვასთან დაკავშირებული (ექსპერტზის) ხარჯი:

7.2.1. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით;

7.2.2. იმავე კოდექსის 44-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;

7.2.3. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

7.2.4. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ავტომანქანისათვის ზიანის მიყენების ნაწილში სრულად დაკმაყოფილდა, ანაზღაურებას ექვემდებარება ექსპერტიზის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 241 ლარის ოდენობით, რომელიც გაღებულ იქნა 2018 წლის 16 იანვარს, რაც დასტურდება #156818 (67) საგადხადო დავალებით;

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ამ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე-39-ე, 41-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 251-ე, 257-ე, 2591, 30916-30921, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ----–--------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ჟ--–-----------ძეს მოსარჩელე თ----–--------–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს 4 553,50 ლარის გადახდა, საიდანაც 4312,5 ლარი არის ავტომანქანისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, ხოლო 241 ლარი არის ექსპერტიზის ხარჯი;

3. მოსარჩელე თ----–--------–--ლს უარი ეთქვას მოპასუხე ჟ--–-----------ძისათვის ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის ხარჯის 500 ლარის დაკისრებაზე;

4. მოსარჩელე თ----–--------–--ლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 25 დეკემბერს სს „თ-----------ს“ მეშვეობით სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 65 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება #0, სახაზინო კოდი 300 503 150);

5. წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება;

6. წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დანარჩენ პუნქტებთან დაკავშირებით შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, შემდეგი წესის დაცვით: თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, იგი ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მდებარე: ქ. გურჯაანის, სანაპიროს ქ. №24) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში;

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/