გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#35---------------7
საქმე №2-555-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
24 იანვარი, 2019 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი’’
წარმომადგენელი - გო------–---–---–ი
მოპასუხე - ნი--------------–--ე
დავის საგანი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ნი--------------–--ეს მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2226.79 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1619.76 ლარი, პროცენტი - 401.37 ლარი, პირგასამტეხლო - 205.66 ლარი;
1.2. მოპასუხე - ნი--------------–--ეს მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით და გამარტივებული საქმისწარმოებისათვის გადახდილი სააპლიკაციო საფასურის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
სარჩელის მიხედვით, 2016 წლის 11 ივლისს მოპასუხე ნი--------------–--ეზე გაცემულ იქნა საკრედიტო ბარათი ,,MCDC Exspress Credit Cards’’. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბანკს და მსესხებელს შორის გაფორმებული იქნა შესაბამისი საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ განაცხადი. მხარეთა შორის ასევე გაფორმებულ იქნა საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ბარათზე დაშვებული იქნა საკრედიტო ლიმიტი უვადოდ, 1500 ლარის ოდენობით, ანუ ნი--------------–--ეს საკრედიტო ლიმიტი შეეძლო გამოეყენებინა უვადოდ მომსახურების პირობების შესაბამისად. საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, განაღდებული თანხებისა და სხვა ოპერაციებით ათვისებული კრედიტისათვის სარგებელი შეადგენდა 48 %-ს, ხოლო სავაჭრო ობიექტებში გახარჯული თანხებისათვის 38.1 %-ს. მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში 10 ლარის ოდენობით, ასევე საკრედიტო ბარათის გაუქმების შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული დავალიანების 1.5 %. სს ,,სა---------–--------ის’’ მიერ ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი. მას საკრედიტო ბარათით გამოყენებული ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ მნიშვნელოვანი პირობების მიხედვით. საკრედიტო ბარათით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა პირობების და ვადების დარღვევა. ნი--------------–--ეს, მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია სს ,,სა---------–--------ის’’ მიმართ, რის გამოც მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო. 2018 წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით, ნი--------------–--ის დავალიანებამ სს ,,სა---------–--------ის’’ მიმართ შეადგინა 2226.79 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1619.76 ლარი, პროცენტი - 401.37 ლარი, პირგასამტეხლო - 205.66 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, ცნობაში დავალიანების შესახებ, ძირ თანხაში ასახულია საკრედიტო ბარათის გაუქმებამდე არსებული დარიცხული პროცენტი უნაღდო ანგარიშსწორებისათვის 119.76 ლარი, აღნიშნული თანხა საკრედიტო ბარათის გაუქმების შემდეგ პროგრამულად ვერ ისახება შესაბამის ველში და ბარათის გაუქმების დროისთვის არსებული სრული დავალიანება ცნობა დავალიანებაში ისახება ძირ თანხაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნი--------------–--ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ იგი აღიარებს ვალდებულებას ძირითადი თანხის ნაწილში, თუმცა არ დაეთანხმა სს ,,სა---------–--------ის’’ მოთხოვნას სესხზე არსებული პროცენტებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 11 ივლისს სს ,,სა---------–--------სა’’ და ნი--------------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო ბარათით - ,,MCDC Exspress Credit Cards’’ მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: 1500 ლარი, კრედიტის ვადა: განუსაზღვრელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი: განაღდებული თანხებისა და სხვა ოპერაციებით ათვისებული კრედიტისათვის სარგებელი - 48 %, ხოლო სავაჭრო ობიექტებში გახარჯული თანხებისათვის - 38.1 %, პირგასამტეხლო გადახდის თარიღისათვის მინიმალური გადაუხდელობის შემთხვევაში: 10 ლარი, ვადაგადაცილებული დავალიანების 1.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ექსპერს პაკეტის განაცხადი #15541118098 (ს.ფ. 16);
- საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების #7279807 თავსართი (ს.ფ. 17);
- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი);
3.1.2. სს ,,სა---------–--------ის’’ მიერ ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ამონაწერი ანგარიშიდან GE37-----------------0 (ს.ფ. 18-31);
3.1.3. მსესხებლის მიერ დაირღვა საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და 2018 წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებამ სს ,,სა---------–--------ის’’ მიმართ შეადგინა 2226.79 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1619.76 ლარი, პროცენტი - 401.37 ლარი, პირგასამტეხლო - 205.66 ლარი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ამონაწერი ანგარიშიდან GE37-----------------0 (ს.ფ. 18-31);
- ინფორმაცია სს ,,სა---------–--------ის’’ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 34);
-
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - არ დაფარა კრედიტი.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2016 წლის 11 ივლისს სს ,,სა---------–--------სა’’ და ნი--------------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო ბარათით - ,,MCDC Exspress Credit Cards’’ მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: 1500 ლარი, კრედიტის ვადა: განუსაზღვრელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი: განაღდებული თანხებისა და სხვა ოპერაციებით ათვისებული კრედიტისათვის სარგებელი - 48%, ხოლო სავაჭრო ობიექტებში გახარჯული თანხებისათვის - 38.1%, პირგასამტეხლო გადახდის თარიღისათვის მინიმალური გადაუხდელობის შემთხვევაში: 10 ლარი, ვადაგადაცილებული დავალიანების 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მოპასუხესაც სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა 1500 ლარი მოპასუხე - ნი--------------–--ემ მიიღო სრულად, თუმცა მის მიერ დაირღვა სესხის დაფარვის ვადა და პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ შევსებული განაცხადითა და სს ,,სა---------–--------თან’’ გაფორმებული ხელშეკრულებით იკისრა სესხის როგორც ძირი თანხის, ასევე პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირი თანხის - 1619.76 ლარისა და პროცენტის - 401.37 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 50 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის’’ მიერ სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის 2226.79 ლარის დაკისრება, რის შესაბამისადაც გადახდილ იქნა ბაჟი 50 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიერ, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხეს დაეკისრა 2071.13 ლარის გადახდა მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ, აღნიშნული თანხიდან მან ცნო 1619.76 ლარის ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 78.20 %, შესაბამისად მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 36.37 ლარი.
ამასთან, სს ,,სა---------–--------ს’’ უარი ეთქვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს 155.66 ლარის დაკისრების თაობაზე, რაც არის მოთხოვნის 6.99 %, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი ამ პროპორციით, რაც შეადგენს 3.49 ლარს, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო მოპასუხეს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 10.13 ლარის ოდენობით.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, სამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე - ნი--------------–--ეს სს ,,სა---------–--------ის’’ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გამარტივებული საქმისწარმოებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება - 150 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-251-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე - ნი--------------–--ეს მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2071 (ორიათას სამოცდათერთმეტი) ლარის და 13 (ცამეტი) თეთრის გადახდა (საიდანაც 1619,76 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 401,37 ლარი - პროცენტი, 50 ლარი - პირგასამტეხლო);
3. მოპასუხე - ნი--------------–--ეს მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გამარტივებული საქმისწარმოებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
4. მოპასუხე - ნი--------------–--ეს მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 10 (ათი) ლარის და 13 (ცამეტი) თეთრის ოდენობით;
5. მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილი - 3 ლარი და 49 თეთრი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
6. მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ს’’ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 05 ნოემბერს სს ,,სა---------–--------ის’’ მეშვეობით გადახდილი ბაჟიდან (50 ლარიდან) 36 ლარი და 37 თეთრი, როგორც ზედმეტად გადახდილი ბაჟი (რეკვიზიტები: საგადასახადო დავალება #7; რეფერენსი: 18------3; მიმღების დასახელება: ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიში; ანგარიში სახაზინო კოდი: 30-------0; მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკი კოდი: TR-----2)
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი