გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#2/33575-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.01.2019 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე სს სა-------------------------------------–----გი
წარმომადგენელი ჯ--------–-–---–ი
მოპასუხე ზა--- ბა------ი
წარმომადგენელი ზ-------------–-–---–ი, გ--------------–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.სს სა-------------------------------------–----გის სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხე ზა--- ბა------ს დაეკისროს მოსარჩელე საზოგადოებაში დაზღვეული ავტომობილის დაზიანების სანაცვლოდ გაცემული ანაზღაურება, ჯამში 22299 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 ზა--- ბა------მა სასამართლოს მომართა შესაგებლით და სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო. მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელზე თანდართულ მტკიცებულებებში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას საკუთარ ბრალეულობასთან დაკავშირებით. მოპასუხე ასევე სადავოდ ხდის დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულებას და სასარჩელო მოთხოვნას მიიჩნევს უსაფუძვლოდ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს უდავო გარემოებანი არ დაუსახელებიათ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 21 ივლისს ავტომობილი მიცუბიში ჩარიოტი, სახელმწიფო ნომრით N------ რომელსაც მართავდა ზა--- ბა------ი, სამტრედია სუფსის 45-ე კილომეტრზე შეეჯახა ავტომანქანა ფორდ ტაურუსს სახელმწიფო ნომრით A---------
ავტომანქანა ფორდ ტაურუსი სახელმწიფო ნომრით A-------- დაზღვეული იყო სა-------------------------------------–----გის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20---–-–------------–-------------–---------–------------–------------------------–-–--------–-------
- ავტომობილის დაზღვევის პოლისი #P---------.
- ავტომობილის დაზღვევის პოლისის დანართი #1.
3.2.2. 2018 წლის 25 აპრილს მიღებული დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ზა--- ბა------ის ბრალეული მოქმედებით, რომელსაც შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება.
ანალოგიური მოსაზრებაა ჩამოყალიბებული საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 18 სექტემბრის დასკვნაში. დასკვნის შინაარსით ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მიცუბიში ჩარიოტის ავტომობილის მძღოლის მოქმედებით და ზა--- ბა------ის მიერ დარღვეულია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 34.1 და 51.2 მუხლის მოთხოვნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20---–-–------------–-------------–---------–------------–------------------------–-–--------–-------
- 2017 წლის 18 სექტემბრის #5---- დასკვნა.
3.2.3 2018 წლის 20 თებერვალს შედგენილი შპს ჯ-----------------ს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით დაზიანებული ავტომობილის შეკეთების სრული ღირებულებაა 21985,94 ლარი, რომელიც მოსარჩელე მხარის მიერ ანაზღაურებულია სრულად.
შპს ა----------------ს #20 ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად დაზიანებულ ავტომობილზე გაწეული სამუშაოს ანაზღურება შეადგენს 314 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ჯ-----------------ს 2018 წლის 22 თებერვლის ხარჯთაღრიცხვა.
- 2018 წლის 07 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი.
- შპს ა----------------ს 2018 წლის 22 თებერვლის #20 ანგარიშ-ფაქტურა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 832-ე, 317-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. დასახელებული ნორმის ანალიზით მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობების ერთობლიობა, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.
განსახილველ შემთხვევაში ზა--- ბა------ია ვალდებული აანაზღაუროს ზიანი ვინაიდან მოპასუხის მართლსაწინაღმდეგო ბრალეულმა მოქმედებამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და დააზიანა სს სა-------------------------------------–----გში დაზღვეული ავტომობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ვინაიდან მოსარჩელემ დამზღვევს გადაუხადა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი ზა--- ბა------ს მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება აანაზღაუროს სადაზღვევო კომპანიის გადახდილი თანხა.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სს სა-------------------------------------–----გის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია სრულად და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 22299,94 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სს სა-------------------------------------–----გი მოითხოვს ზა--- ბა------ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯები დავის საგნის 4% მოცულობით, რომელიც რეალურად გადახდილი არ არის და სასამართლოს მისი დაკისრება დასაბუთებულად არ მიაჩნია.
სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით გადახდილია მხოლოდ სახელმწიფო ბაჟი 670 ლარი რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს სა-------------------------------------–----გის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ზა--- ბა------ს დაეკისროს 22299,94 ლარი.
2. ზა--- ბა------ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 670 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე