გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.01.2019
საქმის ნომერი
140210118002574866
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210118002574866

საქმე #2/1502-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 იანვარი, 2019 წ. ქ. ქორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - ნ-----------–-–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - ტ-------------ე

მოპასუხეები: 1. გ-------------–---–---–ი

2. ნ-------------ი

3. ლ----------------ი

4. ნ------------------ე

5. მ----------------–--ე

6. ნ----------------ე

7. ი-----------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

8. ჯ----–-----------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

9. დ-----------ე

10. მ-------------ე

11. გ---------------–---–ი

13. მ---------------ე (მონაწლეობის გარეშე)

14. შ-------------------ი“ - დირექტორი ქ---------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - მ-------–--–--------ე (ი-----------–---–ის)

 

დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ. ქ-----–--ის მიერ 2018 წლის 10 ივლისის მოძრავი ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთები:

 

ა) ფილიპსის შავი ტელევიზორი;

ბ) ჰიტაჩის შავი მაცივარი;

გ) ელჯის თეთრი სარეცხი მანქანა;

დ) ელჯის შავი მონიტორი, კლავიატურა, პროცესორი;

ე) კრემისფერი ნაჭრის დივანი კუთხის და ერთი რბილი ბუფი მეორადი მოხმარების;

ვ) მისაღები ოთახის ავეჯი, კომპლექტი ყავისფერი 2ც. ჭურჭლის კარადა და დესაუ;

ზ) შარფის შავი ფერის ტელევიზორი;

თ) ყავისფერი ხის ჟურნალების მაგიდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემულია ბრძანება #სპ171283079/387484 ი-----------–---–ის, ბრძანება #სპ170975795/337454 მ-------------ის, ბრძანება #სპ170975849/340597 გ---------------–---–ის, გორის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები: #2/943-17 მ---------------ის, #2/950-17 დალი ეგნატაშვილის, #2/1013-17 დ-----------ის, #2/942-17 ჯ----–-----------–---–ის, #2/1651-17 ნ------------------ის, #2/429-17 გ-------------–---–---–ის, #2/1346-17 ნ-------------ის, #2/1101-17 ლ----------------ის, #2/1032-17 ნ----------------ის და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი #2/20353-17 მ----------------–--ის მიმართ, რომლის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება შ-------------------ის“ მიმართ ზემოთ მითითებული კრედიტორების სასარგებლოდ თანხების ამოღების მიზნით.

 

აღნიშნული ბრძანებებისა გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 10 ივლისს მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში, მდ. ქ. გორი, ბაქოს ქ. #8---, რომელიც ნ-----------–-–---–მა შეიძინა 2018 წლის 19 თებერვალს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ---- ქ-----–--ის მიერ აღიწერა და დაყადაღდა მოძრავი ნივთები, რომლებიც ეკუთვნის ნ-----------–-–---–ს და რომლებიც შეძენილი აქვს სხვადასხვა დროს, კერძოდ; ფილიპსის შავი ტელევიზორი შეიძინა 2015 წლის 15 დეკემბერს 400 ლარად; შარფის შავი ფერის ტელევიზორი - 2015 წლის 6 დეკემბერს შეიძინა გალაქსში 500 ლარად; ელჯის კომპიუტერი (შავი მონიტორი, კლავიატურა, პროცესორი) - ტექნობუმში 600 ლარად; ჰიტაჩის შავი მაცივარი - შეიძინა ლელა ყაყიტაშვილისგან 400 ლარად; ელჯის თეთრი სარეცხი მანქანა - 2010 წელს 500 ლარად; კრემისფერი ნაჭრის დივანი კუთხის და ერთი რბილი ბუფი და ყავისფერი ჟურნალების მაგიდა შეიძინა ემბავუდში 2000 წელს 1000 ლარად; მისაღები ოთახის ავეჯის კომპლექტი: ყავისფერი 2ც. ჭურლის კარადა და დესაუ შეიძინა თბილისში მაღაზია საბაში.

 

2019 წლის 10 იანვრის სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეკითხვების ეტაპზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ტ-------------ემ დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელე ნ-----------–-–---–მა გორში, ბაქოს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი შეიძინა 2018 წლის თებერვალში და თავისი ნივთები, რომლებიც მანამდე ჰქონდა შეძენილი გადაიტანა ამ სახლში. ხოლო რეპლიკის ეტაპზე მიუთითა, რომ ნ-----------–-–---–ი ამ სახლში ცხოვრობს, ნივთების დაყადაღებისას იგი არ იმყოფებოდა სახლში და ამ ნივთების დაყადაღებას დაესწრო სახლში დროებით მცხოვრები ლელა ყაყიტაშვილი (იხ. 10.01.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 13:37-13:39 სთ; 13:11:54-13:13:04 სთ).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შ-------------------ის“ დირექტორმა, ქ---------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო.

 

2.2. მოპასუხე ნ------------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ უძრავი ნივთი გასხვისებულია 2018 წლის 19 თებერვალს, რაც ბადებს ეჭვს, რომ აღნიშნული განხორციელდა იმ მიზნით, რომ სააღსრულებო საქმეზე მოვალემ თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებიდან ვერცერთი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო მოძრავი ნივთები მისი შეძენილია, საჯარო რეესტრის მონაცემებით კი შ-------------------ის“ მისამართად 2018 წლის 23 ივლისის ამონაწერით დაფიქსირებულია ქ. გორი, ბაქოს ქ. 8---, შესაბამისად, მითითებულ ბინაში არსებული მოძრავი ნივთები მიჩნეული უნდა იქნეს შ-------------------ის“ საკუთრებად, ვიდრე საწინააღდეგო არ დადასტურდება.

 

2.3. მოპასუხე ნ----------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შ-------------------ის“ მისამართად დაფიქსირებულია ქ. გორი, ბაქოს ქ. #8---, ამ მისამართზე ცხოვრობენ შ-------------------ის“ დირექტორი ქ---------------–---–ი და მისი ოჯახის წევრები და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებიდან ვერცერთი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო მოძრავი ნივთები მისი შეძენილია.

 

2.4. წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა: ლ----------------მა, დალი ეგნატაშვილმა, ნ-------------მა, მ----------------–--ემ, ჯ----–-----------–---–მა, გ-------------–---–---–მა, ასევე არ ცნეს სარჩელი მოპასუხეებმა გ---------------–---–მა მ-------------ემ, დ-----------ემ, ი-----------–---–მა, ხოლო მ---------------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შიქა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, ნ---- ქ-----–--ის მიერ 2018 წლის 10 ივლისს გორში, ბაქოს ქ. #8--- დაყადაღდა მოვაის, შ-------------------ის“ რეგისტრაციის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები:

ა) ფილიპსის შავი ტელევიზორი;

ბ) ჰიტაჩის შავი მაცივარი;

გ) ელჯის თეთრი სარეცხი მანქანა;

დ) ელჯის შავი მონიტორი, კლავიატურა, პროცესორი;

ე) კრემისფერი ნაჭრის დივანი კუთხის და ერთი რბილი ბუფი მეორადი მოხმარების;

ვ) მისაღები ოთახის ავეჯი, კომპლექტი ყავისფერი 2ც. ჭურჭლის კარადა და დესაუ;

ზ) შარფის შავი ფერის ტელევიზორი;

თ) ყავისფერი ხის ჟურნალების მაგიდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 10 ივლისის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე შპს ევროკრედიტი“ რეგისტრირებულია მისამართზე ქ. გორი, ბაქოს ქ.8--- და მისი დირექტორი ქ---------------–---–ია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.2. ქ. გორში ბაქოს ქუჩა #8--- მდებარე საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად ცხოვრობენ ქ---------------–---–ის ოჯახის წევრები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 2018 წლის 10 ივლისის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ.

 

3.2.3. მოპასუხე შპს ევროკრედიტის“ მიმართ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცლები კრედიტორების: მ---------------ის, დალი ეგნატაშვილის, დ-----------ის, ჯ----–-----------–---–ის, ნ------------------ის, გ-------------–---–---–ის, ნ-------------ის, ლ----------------ის, ნ----------------ის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მ----------------–--ის სასარგებლოდ შ-------------------ისათვის“ დაკისრებული თანხის ანაზღაურების მიზნით, ხოლო კრედიტორების: გ---------------–---–ის, მ-------------ის და ირმა ადმაშვილის მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანებები დავალიანების გადახდევინების შესახებ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 04 თებერვლის აქტს „ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ“;

- გორის რაიონული სასამართლოს 15.12.2017 წ. სააღსრულებო ფურცელი (საქმე #2/943-17);

- გორის რაიონული სასამართლოს 15.12.2017 წ. სააღსრულებო ფურცელი (საქმე #2/950-17)

- გორის რაიონული სასამართლოს 104.01.2018 წ. სააღსრულებო ფურცელი (საქმე #2/1013-17)

- გორის რაიონული სასამართლოს 23.02.2018 წ. სააღსრულებო ფურცელი (საქმე #2/942-17)

- გორის რაიონული სასამართლოს 15.05.2018 წ. სააღსრულებო ფურცელი (საქმე #2/1651-17)

- გორის რაიონული სასამართლოს 21.06.2018 წ. სააღსრულებო ფურცელი (საქმე #2/429-17);

- გორის რაიონული სასამართლოს 30.05.2018 წ. სააღსრულებო ფურცელი (საქმე #2/1346-17);

- გორის რაიონული სასამართლოს 19.04.2018 წ. სააღსრულებო ფურცელი (საქმე #2/1101-17);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.04.2018 წ. სააღსრულებო ფურცელი (საქმე #2/1032-17)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 15.11.2017 წ. ბრძანება;

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 07.11.2017 წ. ბრძანება;

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 06.03.2018 წ. ბრძანება.

 

3.2.4. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის საკუთრების უფლება შემდეგ მოძრავ ნივთებზე: ა) ფილიპსის შავი ტელევიზორი; ბ) ჰიტაჩის შავი მაცივარი; გ) ელჯის თეთრი სარეცხი მანქანა; დ) ელჯის შავი მონიტორი, კლავიატურა, პროცესორი; ე) კრემისფერი ნაჭრის დივანი კუთხის და ერთი რბილი ბუფი მეორადი მოხმარების; ვ) მისაღები ოთახის ავეჯი, კომპლექტი ყავისფერი 2ც. ჭურლის კარადა და დესაუ; ზ) შარფის შავი ფერის ტელევიზორი; თ) ყავისფერი ხის ჟურნალების მაგიდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონება მდებარე, გორი, ბაქოს ქ. #8--- 2018 წლის 20 თებერვლიდან რეგისტრირებულია ნ-----------–-–---–ის საკუთრებად და ამ უძრავ ქონებაზე მესაკუთრე ეთერ ყაყიტაშვილსა და მოსარჩელეს, ნ-----------–-–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- საგარანტიო მომსახურების ბარათი, რომლის მიხედვითაც მაცივარი 2015 წლის 17 აპრილს შეძენილია ლ.ყაყიტაშვილის მიერ (ს.ფ. 40);

- საგარანტიო მომსახურების ბარათი, რომლის მიხედვითაც ტელევიზორი შეძენილია გალაქსიში 2015 წლის 06 დეკემბერს, საგარანტიო ბარათს ხელს აწერენ მყიდველი და გამყიდველი, თუმცა ამ ხელმოწერებით ვერ დგინდება მათი ვინაობა (ს.ფ. 41);

შპს „ელიტ ელექტრონიქსში“ 15.12.2015 წ. შეძენილი კომპიუტერის საგარანტიო ტალონი, თუმცა ამ ტალონით ვერ დგინდება ამ ნივთის შემძენის ვინაობა.

 

რაც შეეხება ავეჯს, მოსარჩელის განმარტებით, ავეჯის ნაწილი შეიძინა თბილისში მაღაზია საბაში, ნაწილი ემბავუდში, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა, ვერ წარმოადგინა.

 

აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოსარჩელეს ეკისრებოდა ვალდებულება, წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ იგი არის დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრე აღნიშნული სახის მტკიცებულება მოსარჩელეს პასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას. (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნ---- ქ-----–--ის მიერ 2018 წლის 10 ივლისს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 312-ე მუხლებით;

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე, მე-40, 44-ე, 45-ე მუხლებით;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4,102-ე, 103, 248-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. საკუთრების პრეზუმფციასთან. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი და მოსარგებლე მისი მესაკუთრეა, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ე.ი. სანამ დადგენილი წესით უარყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი.

 

6.5. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. გორში, ბაქოს ქ. №4/49-ში არსებულ საცხოვრებელ სახლი რეგისტირებულია მოსარჩელე ნ-----------–-–---–ის სახელზე, რეესტრის მონაცემების მიმართ კი მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია და რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა (სკ-ის 312-ე მუხლი), თუმცა მოპასუხე მხარემ საეჭვოდ მიიჩნია, როგორც ამ საცხოვრებელ სახლზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ისე სადავო გახადა ის გარემოება, რომ ამ სახლში დაყადაღებული მოძრავი ნივთები მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო საქმეს იხილავს წარმოდგენილი სარჩელისა და შესაგებლის ფარგლებში და მოპასუხე მხარის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებასთან დაკავშირებით მითითებულ გარემოებებზე ვერ იმსჯელებს, მაგრამ საქმის მასალებით უდავოდ დგინდება სადავო მოძრავი ქონების განთავსების ადგილის - საცხოვრებელი ბინის სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ ის, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ სასამართლოზე საქმის განხილვისას დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლი მოსარჩელემ შეიძინა 2018 წლის თებერვალში, თუმცა ნივთების დაყადაღებისას (2018 წლის 10 ივლისს) აღმასრულებელს იგი არ დახვდა სახლში, ნივთების დაყადაღებას ესწრებოდნენ ქ---------------–---–ის შვილი და ლ. ყაყიტაშვილი, რომელიც არის სახლის ყოფილი მესაკუთრის შვილი და ქ---------------–---–ის და ანუ ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები. აღნიშნული გარემოების შესახებ თავად მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ეს პირები დროებით ცხოვრობდნენ ამ სახლში, ე.ი. ისინი საცხოვრებელ სახლზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც, მყიდველის ნებართვით, აგრძელებენ ამ სახლში ცხოვრებას და არიან კეთილსინდისიერი მფლობელები ამ საცხოვრებელი სახლისა და სარგებლობდნენ (ფლობდნენ) როგორც ამ სახლით, ისე მასში განთავსებულ ნივთებით. შესაბამისად, წამოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დადგინდეს ამ სახლში განთავსებული ნივთების მოსარჩელისათვის კუთვნილების ფაქტი.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დასამტკიცებად. სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის თუ შესაგებლის ფარგლებით, რასაც პირდაპირ ადგენს საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლი, არამედ მათი მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ თავის მოთხოვნას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, შესაბამისად, მასში მოთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეც იგია, ვინაიდან აღნიშნული ნივთები ამ სახლის შემადგენელი ნაწილს წარმოადგენს.

 

6.8. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ემუხლის თანახმად,მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ამ ნივთის მესაკუთრე, თუმცა ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (სუსგ 22.06.15წ. საქმე №ას-1021-979-2014, 11.12.2015წ. საქმე №ას-952-902-2015).

სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. თუ საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია კონკრეტული პირის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელიც აღნიშნული პირია. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს (სუსგ 6.02.2015წ. საქმე №ას-1202-1144-2014, 25.06.2012წ. ას-262-253-2012).

 

ამდენად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო თავად წარმოედგინა მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ნივთები იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს არ ეკუთვნის , რომელშიც ეს ნითებია განთავსებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ზეპირი განმარტება და მიუთითა, რომ სადავო სახლში დღესაც ცხოვრობენ ქ---------------–---–ის (შ-------------------ის“ დირექტორის) ოჯახის წევრები, მაგრამ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მათ არ წარმოუდგენიათ, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 07 ნოემბერს და 15 ნოემბერს (საცხოვრებელი ბინის გაყიდვამდე), ასევე 2018 წლის 6 მარტს მიღებული ბრძანებები დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 18-20) აპლიკანტების: გ---------------–---–ის, მ-------------ის და ი-----------–---–ის მიმართ, რომელთა მიხედვითაც ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბრის, ასევე დეკემბრის თვეში განხორციელდა გამარტივებული წარმოებები და მოპასუხის ადგილსამყოფელად (რეგისტრაციის ადგილად) მითითებული იყო გორი, ბაქოს ქ. №8--- და საცხოვრებელი სახლზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდეც და გაფორმების შემდეგაც ამ მისართზეა რეგისტრირებული იურიდიული პირი შ-------------------ი“, მისი დირექტორის ოჯახის წევრები - შვილი და და დედა ამ სახლში ცხოვრებას განაგრძობენ, შესაბამისად, დადგინდა, რომ მოძრავი ნივთების დაყადაღების მომენტში, უძრავ ქონებას ფლობდა ყაყიტაშვილის ოჯახი და არა მოსარჩელე ნ-----------–-–---–ი. ამდენად, ნ-----------–-–---–ის მიერ მითითებული გარემოება, რომ მან საცხოვრებელი ბინის შეძენის შემდეგ ამ სახლში გადაიტანა თავისი საკუთარი ნივთები, თავად მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა განკუთვნადობის საკითხი, კერძოდ, დაადგინა სასამართლოს ვალდებულება, შეფასება მისცეს მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება დადასტურდეს სადავო ფაქტი წარდგენილი მტკიცებულებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ მხარე, რომელსაც დაკისრებული აქვს კონკრეტული გარემოებების მტკიცების ტვირთი და მტკიცებას ვერ უზრუნველყოფს, ეს აისახება მის საზიანოდ. ამ კუთხით საგულისხმოა ის შემთხვევა, როცა მხარე საერთოდ არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ან წარმოდგენილი მტკიცებულებითა და მითითებული გარემოებებით ვერ მოახერხებს სასამართლოს დარწმუნებას. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სამართალწარმოებისას მოქმედებს ის პრინციპი, რომ მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის სასარგებლო გარემოებები.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მხარემ თავად უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად და ეს მტკიცებულება შეიძლება იყოს თავად მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობთი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნები, მოსარჩელემ კი წარმოადგინა მხოლოდ ზეპირი განმარტება ნივთების ერთი ადგილიდან მეორე სახლში გადატანის შესახებ, რომლის დასადასტურებლად მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება თუნდაც მოწმის ჩვენების სახით და ეს იმ გარემოებების არსებობის შემთხვევაში, როცა ძველი მფლობელების მხრიდან საცხოვრებელი სახლის გასხვისების შემდეგაც არ შეწყვეტილა ამ სახლის მფლობელობის ფაქტი.

 

და ბოლოს, რაც ყველაზე საგულისმოა, დაყადაღების აქტის შედგენისას დაყადაღებული ქონება ჩაბარდა ლელა ყაყიტაშვილს, აქტს მასთან ერთად ხელს აწერს ოჯახის წევრი ბურნაძე, არცერთ მათგანს მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა არ განუცხადებია და შემდეგ აღნიშნული მოძრავი ნივთების თაობაზე აუქციონის დანიშვნასთან დაკავშირებით სააღსრულებო ბიუროდან, 2018 წლის 27 ივლისს, ტ-------------ე ითხოვს ინფორმაციას, როგორც მოპასუხე (მოვალე) შ-------------------ის“ წარმომადგენელი (ს.ფ. 35), რომელიც ამავე დროს წარმოადგენს მოსარჩელის ინტერესებს.

 

6.9. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელიც გადაწყვეტილებას ედება საფუძვლად. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მოძრავი ნვთების დაყადარების მომენტში უძრავ ქონებას ფლობდა არა მესაკუთრე, არამედ ძველი მესაკუთრის ოჯახი, სწორედ მოსარჩელეზე იყო გადატანილი იმ გარემოების მტკიცების ტვირთი და სწორედ მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ერთადერთ სადავო გარემოებას, კერძოდ, 2018 წლის 10 ივლისის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების მესაკუთრეს რომ თავად წარმოადგენდა. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ყადაღის აქტში მითითებული ნივთების ნ-----------–-–---–ის საკუთრების უფლება წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამდენად, აღმასრულებლის მხრიდან განხორციელებული ღონისძიება შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს და მართალია ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართელოს კანონის 32-ე მუხლი ითვალისწინებს მესამე პირის უფლებას აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). დასახელებული კანონის მიხედვით, როგორც ზემოთ აღინიშნა, ივარაუდება, რომ ნივთი რომელსაც მოვალესთან პოულობენ არის მისი საკუთრება, მესაკუთრემ კი უნდა შეძლოს ამ ვარაუდის გაქარწყლება, უნდა დაადასტუროს სადავო ქონების მის საკუთრებაში არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ ვერ დადასტურდა. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათვალისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, მას სახელმწიფო ბაჟი გადახდა არ დაეკისრება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

მოცემულ საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს განჩინებით შეჩერდა შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 10 ივლისს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით გათვალისწინებული ქ. გორი, ბაქოს ქ. №8----ში მდებარე მოძრავი ქონების, კერძოდ: 1) "ფილიპსის" შავი ტელევიზორის; 2) "ჰიტაჩის" შავი მაცივრის; 3) "ელჯის" თეთრი სარეცხის მანქანის; 4) "ელჯის" შავი მონიტორის, კლავიატურის, პროცესორის; 5) კრემისფერი ნაჭრის კუთხის დივანის და ერთი ცალი მეორადი მოხმარებისრბილი ბუფის ; 6) მისაღები ოთახის ავეჯის - ყავისფერი კომპლექტის (2 ცალი ჭურჭლის კარადა და "დესაუ"); 7) "შარფის" შავი ტელევიზორის; 8) ყავისფერი ხის ჟურნალების მაგიდის რეალიზაცია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა სარჩელი, შესაბამისად, მისი უზრუნველყოფის ღონისძიები უცვლელად დატოვების საფუძველი აღარ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ნ-----------–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების: გ-------------–---–---–ის, ნ-------------ის, ლ----------------ის, ნ------------------ის, მ----------------–--ის, ნ----------------ის, ი-----------–---–ის, ჯ----–-----------–---–ის, დ-----------ის, მ-------------ის, გ---------------–---–ის, მ---------------ის და შ-------------------ის“ მიმართ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ---- ქ-----–--ის მიერ მოძრავი ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტით გორში, ბაქოს ქ. 8----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული მოძრავი ნივთების: ა) ფილიპსის შავი ტელევიზორის; ბ) ჰიტაჩის შავი მაცივრის; გ) ელჯის თეთრი სარეცხი მანქანის; დ) ელჯის შავი მონიტორის, კლავიატურის, პროცესორის; ე) კრემისფერი ნაჭრის კუთხის დივნის და ერთი რბილი ბუფის; ვ) მისაღები ოთახის ავეჯის, კომპლექტი ყავისფერი 2ც. ჭურლის კარადა და დესაუ; ზ) შარფის შავი ფერის ტელევიზორის; თ) ყავისფერი ხის ჟურნალების მაგიდის ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, კერძოდ, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 10 ივლისს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით გათვალისწინებული ქ. გორი, ბაქოს ქ. №8----ში მდებარე მოძრავი ქონების რეალიზაცის შეჩერების შესახებ და გაგრძელდეს სააღსრულებო წარმოება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი