გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2019
საქმის ნომერი
330210018002772282
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/36669 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - თ---------------ე

წარმომადგენელი - გ------------–--–ი

მოპასუხე - ზ--------------–---–ი

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ზ--------------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, თ---–---------–---–ის (დაბადებული 2-----–-–-------------) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 19 დეკემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

მოსარჩელე თ---------------ე და მოპასუხე ზ--------------–---–ი ქორწინებაში იმყოფებიან 2-----–-–----------------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------- შეეძინათ შვილი, თ---–---------–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათ შორის ქორწინება შეწყდა 2----–-–-------------. განქორწინების შემდეგ, მოპასუხე არანაირ მზრუნველობას არ იჩენს შვილის მიმართ და არ ეხმარება მას მატერიალურად. მოპასუხე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და აქვს სტაბილური შემოსავალი. იგი არის შპს ,-------------ის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე. ზ--------------–---–ი ვალდებულია სტაბილურად მონაწილეობას იღებდეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში და მატერიალურად ეხმარებოდეს მას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ზ--------------–---–ი ეთანხმება სარჩელს არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------- დაბადებული თ---–---------–---–ის, სასარგებლოდ ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის ნაწილში. მოპასუხე, თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ შეძლებს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდის მიზნით ალიმენტის გადახდას მოთხოვნილი ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თ---------------ე და ზ--------------–---–ი 2012 წლის 14 ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-------------, შეეძინათ შვილი, თ---–---------–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15);

 

3.1.2. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. თ---------------ე და ზ--------------–---–ი განქორწინდნენ 2----–-–-------------. არასრულწლოვანი თ---–---------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან, თ---------------ესთან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 16);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული მონაცემების საფუძველზე, თ---------------ე დასაქმებულია და აქვს ყოველთვიური შემოსავალი, კერძოდ, თ---------------ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 587.7 ლარს, თებერვლის თვეში - 500 ლარს, მარტის თვეში - 571.31 ლარს, აპრილის თვეში - 503.75 ლარს, მაისის თვეში - 502.91 ლარს, ივნისის თვეში - 500.25 ლარს, ივლისის თვეში - 509.99 ლარს, აგვისტოს თვეში - 511.38 ლარს, სექტემბრის თვეში - 515.69 ლარს, ოქტომბრის თვეში - 518.69 ლარს, ნოემბრის თვეში - 585.83 ლარს, დეკემბრის თვეში - 519.54 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 630.6 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, მარტის თვეში - 729.93 ლარს, აპრილის თვეში - 625 ლარს, მაისის თვეში - 812.5 ლარს, ივნისის თვეში - 687.5 ლარს, ივლისის თვეში - 750 ლარს, აგვისტოს თვეში - 625 ლარს, სექტემბრის თვეში - 625 ლარს, ოქტომბრის თვეში - 625 ლარს და ნოემბრის თვეში - 875 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა N------------, დანართი (ს.ფ. 41, 45);

 

3.2.2. ზ--------------–---–ი წარმოადგენს შპს ,-------------ის“ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს. აღნიშნული საწარმო ფუნქციონირებს, კერძოდ, შპს ,-------------ი“ ვაჭრობს მეორადი ავტონაწილებით. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული მონაცემების საფუძველზე, ზ--------------–---–ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 625 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, მარტის თვეში - 625 ლარს, აპრილის თვეში - 625 ლარს, მაისის თვეში - 625 ლარს, ივნისის თვეში - 625 ლარს, ივლისის თვეში - 625 ლარს, აგვისტოს თვეში - 625 ლარს, სექტემბრის თვეში - 625 ლარს, ოქტომბრის თვეში - 625 ლარს, ნოემბრის თვეში - 625 ლარს, დეკემბრის თვეში - 625 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 625 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, აპრილის თვეში - 625 ლარს და ივნისის თვეში - 725 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--------- (ს.ფ. 18-19);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა N------------, დანართი (ს.ფ. 41, 46);

 

3.2.3. მოპასუხე ზ--------------–---–ის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. მოპასუხეს აქვს ურთიერთობა თავის არასრულწლოვან შვილთან, 2----–-–------------- დაბადებულ თ---–---------–---–თან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 16 იანვრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 16 იანვრის სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე თ---------------ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2-----–-–------------- დაბადებული თ---–---------–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. თ---------------ე და ზ--------------–---–ი განქორწინდნენ 2----–-–-------------. არასრულწლოვანი თ---–---------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან, თ---------------ესთან. საქმის მასალებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული მონაცემების საფუძველზე, თ---------------ე დასაქმებულია და აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ზ--------------–---–ი წარმოადგენს შპს ,-------------ის“ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული მონაცემების საფუძველზე, ზ--------------–---–ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 625 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, მარტის თვეში - 625 ლარს, აპრილის თვეში - 625 ლარს, მაისის თვეში - 625 ლარს, ივნისის თვეში - 625 ლარს, ივლისის თვეში - 625 ლარს, აგვისტოს თვეში - 625 ლარს, სექტემბრის თვეში - 625 ლარს, ოქტომბრის თვეში - 625 ლარს, ნოემბრის თვეში - 625 ლარს, დეკემბრის თვეში - 625 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 625 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, აპრილის თვეში - 625 ლარს და ივნისის თვეში - 725 ლარს.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მოპასუხე დასაქმებულია შპს ,-------------ში“ და აქვს მატერიალური შემოსავალი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხეს აღნიშნული სამეწარმეო საქმიანობიდან აქვს სტაბილური მაღალი შემოსავალი, თუმცა მითითებული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ზ--------------–---–ს ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი უფიქსირდება 2018 წლის ივნისის თვეში. ამასთან, ამ უკანასკნელის განმარტებით, შპს ,-------------ი“ დღეის მდგომარეობითაც ფუნქციონირებს და მიმდინარე წლის მარტის თვეში უნდა წარადგინონ სავალდებულო საგადასახადო დეკლარაციები სსიპ შემოსავლების სამსახურში, სადაც აისახება საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება დასტურდება იმის თაობაზე, რომ საწარმო გაკოტრების პირასაა და შემოსავალი აღარ გააჩნიათ. ამასთან, მხარეთა განმარტებით, მოპასუხე ზ--------------–---–ს, გარდა არასრულწლოვანი თ---–---------–---–ისა, სხვა პირის კანონით დადგენილი რჩენის ვალდებულება არ აკისრია. მოპასუხეს აქვს ურთიერთობა თავის არასრულწლოვან შვილთან, თ---–---------–---–თან. ამასთან, მოპასუხისვე მითითებით, იგი მოსარჩელესთან ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, თ---------------ის საცხოვრებელ მისამართზე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს.

 

არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვანი თ---–---------–---–ი ცხოვრობს დედასთან, ხოლო მოპასუხის მხრიდან ბავშისათვის მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი არ დასტურდება. ამასთან, ზემოთ როგორც აღინიშნა, მოპასუხე მხარეს უფიქსირდება მატერიალური შემოსავალი. მართალია, წარმოდგენილი მასალებით, 2018 წლის ივნისის თვის შემდეგ, ზ--------------–---–ის მიერ ხელფასის მიღება არ დასტურდება, თუმცა მოპასუხისვე განმარტებით, იგი დასაქმებულია შპს ,-------------ში“ და აქვს მატერიალური შემოსავალი. მოპასუხე მხარე თანახმაა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს თვეში 100 (ასი) ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება, თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 170 (ას სამოცდაათი) ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თ---------------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე ზ--------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. დაეკისროს ზ--------------–---–ს (პ/ნ 4----------), არასრულწლოვანი შვილის - თ---–---------–---–ის (დაბადებული 2----–-–-------------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 170 (ას სამოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 19 დეკემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

3. დაეკისროს ზ--------------–---–ს (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა