გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/13715-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
5 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: ნი------------–-–---–ი, პ/ნ 0----------
წარმომადგენელი: და-–-------------ე
მოპასუხე: ჯე---–-----------ე, პ/ნ 6----------
წარმომადგენელი: ვა--------------–---–ი
დავის საგანი: ხელშეშლის აკვეთა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები
1.1. გაიხსნას აუცილებელი გზა ნი------------–-–---–ის (ს/კ 0--------------- და 0----------------------) ჯე---–-----------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 0---------------) არსებული შენობა-ნაგებობის არსებობამდე და ეს გზა გათავისუფლებულ იქნეს ქვაღორღის, ავტომანქანის და მოპასუხის მიერ დასმული რკინის მილებისგან.
საქმის ზეპირი განხილვისას გაირკვა მოსარჩელის ინტერესი პირველი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ და დადგინდა, რომ მოსარჩელე არ ითხოვს აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენას, მოსარჩელის ინტერესია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან თავისუფლად მისვლის შესაძლებლობის ქონა, კერძოდ - მოსარჩელის საკუთრებამდე მიმავალი გზის გათავისუფლება ქვაღორღის, მოპასუხის მიერ გზაზე განზრახ განთავსებული ავტომანქანისა და მოპასუხის მიერ გზაზე განთავსებული რკინის მილებისგან.
1.2. დაეკისროს ჯე---–-----------ეს 2018 წლის აპრილის თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1300 ლარის გადახდა ნი------------–-–---–ის სასარგებლოდ, როგორც თანხა, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის იჯარით გაცემის შემთხვევაში, მოპასუხის ხელშეშლას ადგილი რომ არ ჰქონოდა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, ქ. თბილისში, გ-–----–--–------–--–- გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს ორსართულიანი შენობა, რომლის პირველი სართული სა-----------------ში მხარეების საკუთრებად არის რეგისტრირებული, ხოლო შენობის მე-2 სართული და უკანა ეზო მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებაა. მოსარჩელის საკუთრებაში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ შენობის უკანა ეზოდან, რადგან პირველი სართულიდან მეორე სართულზე ამავალი კიბე შენობაში მოწყობილი არ არის. მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ შენობის უკანა ეზოში მიმავალი გზა საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელეს, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს მოსარჩელეს მისი საკუთრებით სარგებლობაში. ამ მიზნით, მოპასუხემ შენობის უკანა ეზოსთან მიმავალ გზაზე განზრახ დაყარა ქვაღორღი, განათავსა რკინის მილები და აყენებს ავტომობილს, რის გამოც მოსარჩელე ვერ შედის თავის საკუთრებაში და ვერ გასცემს ფართს იჯარით (იხ. ს.ფ. 35, 86). მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შენობის უკანა ეზოში მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გაქირავების შედეგად, მოსარჩელე ყოველთვიურად საიჯარო ქირის სახით 840 ლარს მიიღებდა, ხოლო მე-2 სართულზე მდებარე ფართის გაქირავების შედეგად - 460 ლარს, ამიტომ მოსარჩელე მოპასუხეზე 2018 წლის აპრილის თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1300 ლარის დაკისრებას ითხოვს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მოპასუხე მხარემ მიიჩნია, რომ თუ მოსარჩელეს თავისი კუთვნილი ფართის გამოყენება სურს, მას შეუძლია პირველი სართულიდან მეორე სართულზე ასასვლელი შიდა კიბე მოაწყოს, ან გაანგრიოს კედელი ისე, რომ საჯარო გზასთან კავშირი მოიწყოს. მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მოსარჩელეს თავისი საკუთრებასთან მისასვლელი სხვა გზა არა აქვს და მოპასუხე ვარაუდობს, რომ სადავო დაბრკოლებები მოსარჩელისთვის ხელისშემშლელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სა-----------------ის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N0---------------, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ-–----–--–------–--–- გზის მარჯვენა მხარე, დაზუსტებული ფართობი 280 კვ.მ., 2018 წლის 16 აპრილიდან რეგისტრირებულია ნი------------–-–---–ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2018 წლის 2-------–- დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 18).
3.1.2. სა-----------------ის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N0----------------------, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ-–----–--–------–--–- გზის მარჯვენა მხარე, დაზუსტებული ფართობი 228 კვ.მ., 2018 წლის 16 აპრილიდან რეგისტრირებულია ნი------------–-–---–ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2018 წლის 2 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 24).
3.1.3. სა-----------------ის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N0---------------, მდებარე მისამართზე ქ. თბილის, შ-–--–------------------------------------------, დაზუსტებული ფართობი 137 კვ.მ., რეგისტრირებულია ჯე---–-----------ის საკუთრებად. უფლების დამადსტურებელი დოკუმენტია 2011 წლის 2------------- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 16).
3.1.4. სა-----------------ის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N0----------------------, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ-–----–--–-------–- გზის მარჯვენა მხარე, დაზუსტებული ფართობი 228 კვ.მ., სართული 1, ფართი 39.64 კვ.მ., 2018 წლის 17 აპრილიდან რეგისტრირებულია ნი------------–-–---–ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2018 წლის 2-------–- დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 22).
3.1.5. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ სადავო მისამართზე მდებარე უძრავი ქონება მოსარჩელემ იყიდა ამ ქონების წინა მესაკუთრე მზ--------–--ისგან. 2013 წლის 30 იანვარს მზ--------–---სა და მოპასუხე ჯე---–-----------ეს შორის სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმებით დადგენილია, რომ ჯე---–-----------ემ აიღო ვალდებულება, მიეცა მზ--------–---სთვის თავისი კუთვნილი, სა-----------------ში N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის გამოყენებით მზ--------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დაკავშირების შესაძლებლობა (სადავო გზის გამოყენების უფლება). ამავე შეთანხმებით დადგენილია, რომ ფართის გასხვისების შემთხვევაში, შეთანხმება ვრცელდება შემდგომ მყიდველზე (ს.ფ. 26-27).
3.1.6. მოპასუხე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ მოსარჩელის წვდომა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე შეფერხებულია მოპასუხის მიერ სა-----------------ში N0----------------------- საკადასტრო კოდეით რეგისტრირებულ ნაკვეთზე (სადავო გზაზე) მოწყობილი დაბრკოლებების გამო, რაც ასევე დასტურდება 2018 წლის 1-------- ოქმით ფაქტების კონსტატაციის შესახებ. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილია და მოპასუხე მხარემ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს თავის საკუთრებასთან სხვა მისასვლელი არა აქვს (ს.ფ. 177-180, მხარეთა ახსნა-განმარტება).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოთხოვნას თანხის დაკისრების ნაწილში უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე ნი------------–-–---–ს თავისი საკუთრების გამოყენებაში (სადავო მისამართზე მდებარე, მე-2 სართულზე არსებული ფართისა და უკანა ეზოს გამოყენებაში) ხელი ეშლება მოსარჩელე მხარის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ და ამავე დროს მოპასუხის საკუთრებამდე მიმავალ ერთადერთ გზაზე მოპასუხის მიერ განთავსებული დაბრკოლებების გამო. უდავოა, რომ აღნიშნული ხელშეშლის შედეგად, მოსარჩელეს ეზღუდება მესაკუთრის უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა, რადგან მოსარჩელეს თავის საკუთრებაზე თავისუფალი წვდომა არა აქვს. ამასთან, მოპასუხეს აღებული აქვს ვალდებულება, მოსარჩელეს მისცეს მოპასუხის კუთვნილი სადავო გზით სარგებლობის შესაძლებლობა (იხ. უდავო გარემოება 3.1.5 და ს.ფ. 26-27). სასამართო ყურადღებას გაამახვილებს გარემოებაზე, რომ სადავო დაბრკოლებების მოპასუხის მიერ მოწყობის ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილია, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად; დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ინტერესების უგულებელყოფით (მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთში მოხვედრის მიზნით მოპასუხის საკუთრებად რეგისტირებული გზის გამოყენება) და დაბრკოლების შექმნით ირღვევა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი, ზემოგანმარტებული დანაწესი სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენების შესახებ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის მომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში, ნი------------–-–---–ი ითხოვს ჯე---–-----------ეზე იმ თანხის დაკისრებას, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის იჯარით გაცემის შემთხვევაში, მოპასუხის ხელშეშლას ადგილი რომ არ ჰქონოდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შენობის უკანა ეზოში მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გაქირავების შედეგად, მოსარჩელე ყოველთვიურად საიჯარო ქირის სახით 840 ლარს მიიღებდა, ხოლო მე-2 სართულზე მდებარე ფართის გაქირავების შედეგად - 460 ლარს, ამიტომაც მოსარჩელე მოპასუხეზე 2018 წლის აპრილის თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1300 ლარის დაკისრებას ითხოვს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ფაქტი და ოდენობა დასტურდება იჯარის ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტით და საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ აუდიტორის მიერ შედგენილი შეფასების ანგარიშებით, რომელთა თანახმადაც, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1 კვ.მ. საბაზრო ღირებულება ყოველთვიურად საშუალოდ 3 ლარს შეადგენს, შესაბამისად, 280 კვ.მ. ფართის საიჯარო ქირა, შეფასების ანგარიშების თანახმად, ყოველთვიურ 840 ლარად უნდა განისაზღვროს (ს.ფ. 89 – 100). მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ უძრავი ქონების იჯარით გაცემის შედეგად კონკრეტული საიჯარო თანხის მიღების, ან საიჯარო ქირის მოპასუხის ხელშეშლის გამო კონკრეტული პერიოდიდან მიუღებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არა აქვს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მიუღებელი შემოსავლი, თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგეს და მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანის წარმომშობი ვალდებულებისათვის არის გათვალისწინებული. ამდენად, მიუღებელი შემოვავალი, ისევე როგორც ზიანი, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 459-438-2015, 07.10.2015წ.).
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას-307-291-2011, 24.10.2011წ.).
ვალდებულების შეუსრულებლობა, ზოგადად, ზიანის მომტანია პირისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, მხარემ კონკრეტული მტკიცებულებებით უნდა შეძლოს და დაადასტუროს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი და ზიანის ოდენობა. მიუღებელ შემოსავალზე მსჯელობისას, ზიანის სხვა კომპონენტებთან ერთად, აუცილებელია დადასტურდეს მოვალის წინასწარი მოლოდინი მისი მოქმედების შედეგად ზიანის მიყენების თაობაზე, მისი მოქმედების უშუალო კავშირი ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილ მიუღებელ სარგებელთან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მოსარჩელეს არც მისი კუთვნილი უძრავი ნივთის იჯარით გაცემის შედეგად მიღებული საიჯარო ქირის მიღებისა და მისი კონკრეტული ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა შეუძლია და არც იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებისა, თუ კონკრეტულად როდიდან ვეღარ იღებს მოსარჩელე შემოსავალს მისი კუთვნილი ფართების გაქირავების მოპასუხის ხელშეშლით განპირობებული შეუძლებლობის შედეგად. საქმის მასალებით არ დასტურდება არც მოპასუხის წინასწარი მოლოდინი მისი მოქმედების შედეგად ზიანის მიყენების თაობაზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. ამავე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდეექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით ორივე სასარჩელო მოთხოვნაზე გადახდილი აქვს ჯამში 1604 ლარი (ს.ფ. 38, 201, 203, 204). ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეზე თანხის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 468 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის 3 პროცენტი. სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელის მიერ გადახდილი დარჩენილი თანხა 1016 ლარის ოდენობით მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.
ვინაიდან დავის საგნის ღირებულება ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის ნაწილში განისაზღვრება 4000 ლარით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა წარმომადგენლისთვის გაწეული ხარაჯის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასაგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ საქმეზე გაწეული ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 4000 ლარის 4 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 160 ლარს.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმის მომზადებისთვის გაღებული აქვს ხარჯი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 181). ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ნი------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. აღიკვეთოს მოპასუხე ჯე---–-----------ის ხელშეშლა მოსარჩელის მიმართ ნი------------–-–---–ის მიერ სა-----------------ში საკადასტრო კოდებით N0--------------- და N0---------------------- რეგისტირებული უძრავი ნივთების სარგებლობაში და უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N0--------------- ჯე---–-----------ის მიერ გათავისუფლებულ იქნეს ქვაღორღის, ავტომანქანისა და რკინის მილებისაგან.
3. ნი------------–-–---–ის მოთხოვნა ჯე---–-----------ეზე მიუღებელი საიჯარო ქირის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ჯე---–-----------ეს ნი------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.
5. ჯე---–-----------ეს ნი------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ ფაქტის კონსტატაციისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.
6. ნი------------–-–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა 468 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი.
7. ნი------------–-–---–ს დაუბრუნდეს და-–-------------ის მიერ 11/06/2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 936 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: საგადასახადო დავალება #0, სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.
8. ნი------------–-–---–ს დაუბრუნდეს 80 ლარი მის მიერ 18/06/2018 წელს 468 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: საგადასახადო დავალება #0, სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე