გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1827------------18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. ახ--––--ე
შესავალი ნაწილი
ახ--––--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - ზ--- ც--–---–------ე;
მოსარჩელე - ი---------------ი;
წარმომადგენელი - ვ------------–-------–---–ი;
მოპასუხე - ზ---- ც--–---–------ე;
მოპასუხე - სს ,, ფ---------ი’’ (მონაწილეობის გარეშე);
მოპასუხე - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ე-–------–-----ე;
მესამე პირი - სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო;
წარმომადგენელი - მ--–-----–----–---–ი;
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 19 მარტის ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოსარჩელე ზ--- ც--–---–------ის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი (,L-", შავი ნაცრისისფერი); 2. ტელევიზორის მაგიდა(შავი); 3. სამზარეულოს ავეჯი (რვა ნაჭერი, ყავისფერი);4. ე.წ. ,,ზალის" კედელი ,,P--------’’ (ხუთი ნაჭერი, ყავისფერი); 5. ბენზო ხერხი ,,R-------------’’ სტაფილოსფერი).
1.2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 19 მარტის ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოსარჩელე ი---------------ის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. მაცივარი ორკამერიანი (,,V-----’’, თეთრი ფერი); 2. სარეცხის მანქანა ,,B----"'-ის ფირმის (თეთრი ფერი); 3. მტვერსასრუტი ,,O-----"-ის ფირმის, (წითელი ფერი); 4. გაზქურა ,,T-------’’-ის ფირმის (ნაცრისფერი, შავი), ელექტრო პურის საცხობი თეთრი ფერის.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის განმარტებით ზ---- ც--–---–------ე არის მოსარჩელეების - ზ--- ც--–---–------ის შვილი და ი---------------ის მეუღლე. დღეის მდგომარეობით, ახ--––--ის მუნიციპალიტეტის სოფელი ბ----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა ზ--- ც--–---–------ე, რომელთან ბოლო წლებია დროებით ცხოვრობს მისი შვილი ზ---- ც--–---–------ე თავის ცოლშვილთან ერთად.
აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 19 მარტს აღწერილ და დაყადაღებულ იქნა ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაში მდებარე მოძრავი ნივთები კერძოდ, 1. ტელევიზორი ,,L-", (შავი-ნაცრისფერი); 2. ტელევიზორის მაგიდა (შავი), 3. სამზარეულოს კედელი - 8 (რვა) ნაჭერი (ყავისფერი); 4. მაცივარი ორკამერიანი (თეთრი ფერი); 5. გაზქურა ,,T-------"-ის ფირმის (ნაცრისფერი, შავი); 6. სარეცხის მაწქანა ,,B----’’-ის ფირმის (თეთრი). 7, ელექტრო პურის საცხობი ,,SA---"-ს ფირმის (თეთრი ფერი); 8. ე.წ ,,ზალის'' კედელი ,,P--------’’-ის ფირმის - ხუთი ნაჭერი (ყავისფერი); 9. მტვერსასრუტი ,,O-----"-ს ფირმის, (წითელი); 10. ბენზო ხერხი ,,R-------------" (სტაფილოსფერი). აღწერა- დაყადაღების აქტის შედგენის საფუძველი გახდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (სახ. ბიუჯეტი) Nეთ------ სააღსრულებო ფურცელი და სს „ფ---------ი'’-ს სასარგებლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს N1-------------- გაცემული ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
მოსარჩელეები -ზ--- ც--–---–------ე და ი---------------ი ცხოვრობენ ერთსა და იმავე საცხოვრებელ სახლში, ახ--––--ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----ში. ამავე მისამართზე რეგისტრირებულია და დღეისათვის დროებით ცხოვრობს მოპასუხე ზ---- ც--–---–------ე. ფაქტობრივად იგი 2003-2012 წლებში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა ქ.ახ--––--ეში თ------–---–ის ქუჩა 4--ში, აწ გარდაცვლილი დის შშმ პირის მ-----–--–--–---–------ის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში. ვალდებულებების გამო, მოპასუხემ გაასხვისა უძრავი ქონება და გადავიდა ოჯახით დედასთან დროებით საცხოვრებლად. აღნიშნული გარემოება გახდა აღმასრულებლის შეცდომაში შეყვანის მიზეზი, ვინაიდან, მან ახ--––--ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ნივთები უსაფუძვლოდ მიიჩნია მოვალის საკუთრებად და არასწორად მოახდინა მათი აღწერა-დაყადაღება მოვალის მიერ კრედიტორების მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. რეალურად კი ეს ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეების - ზ--- ც--–---–------ის და ი---------------ის საკუთრებას. მოსარჩელემ ზ--- ც--–---–------ემ დაყადაღებული ნივთები სხვადასხვა დროს თავისი დანაზოგით, მოსავლისა და მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად შეიძინა.
აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 19 მარტის აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთები ეკუთვნის არა მოვალეს - ზ---- ც--–---–------ეს, არამედ მოსარჩელეებს - ი---------------ს და ზ--- ც--–---–------ეს. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს მოწმეების ჩვენებები, შპს VT- -ის ინვოისები და ინდ.მეწარმე ა.ი-----ის ცნობა.
დაყადაღებული მოძრავი ნივთები შეძენილ იქნა მოსარჩელეების - ზ--- ც--–---–------ის და ი---------------ის მიერ საკუთარი სახსრებით, ი---------------მა მის მიერ შეძენილი „V-----"-ის ფირმის სარეცხი მანქანა გაუცვალა ,,B----’’-ის ფირმის სარეცხის მანქანაში შვილს ას----ის რაიონის სოფელ ნ----–----ში მცხოვრებ ს------- ც--–---–------ეს. ამ უკანასკნელმა მოსარჩელე ი---------------ს სხვადასხვა დროს, ბავშვის მოვლის სანაცვლოდ, აჩუქა ზემოთხსენებული ნივთები - პურის საცხობი და მტვერსასრუტი და შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით უსაფუძვლოდ დაყადაღებული იქნა არა მოვალის, არამედ მოსარჩელეების კუთვნილი ზემოთხსენებული მოძრავი ნივთები, რაც დაუსაბუთებლად ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და წარმოშობს აღნიშნული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ---- ც--–---–------ემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან, დაყადაღებული მოძრავი ნივთები მას არ ეკუთვნის. იგი ცხოვრობდა დასთან ერტად ქ.ახ--––--ეში, რომელიც საჭიროებდა მკურნალობას და შესაბამისად, დიდ ხარჯებს. მისი გარდაცვალების შემდეგ გაყიდა სახლი და ის მოძრავი ნივთები, რომელიც შეძენილი ჰქონდა, ვინაიდან მკურნალობის ხარჯების გასტუმრება იყო საჭირო. მას შემდეგ იძულებული გახდა საცხოვრებლად გადასულიყო დედის საცხოვრებელ სახლში - სოფელ ბ----ში. ამას დაემატა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის გამოც დაუზიანდა ჯანმრთელობა და ფულადი ვალდებულებები დაზიანებული ავტომანქანების შეკეთებისათვის. ამან გამოიწვია მის მიერ საბანკო ვალდებულების შეუსრულებლობაც. შესაბამისად, ნივთები, რომელიც დაყადაღებულია მის დროებითი საცხოვრებელ ადგილზე არ ეკუთვნის მას, არ არის შეძენილი მისი მონაწილეობით და წარმოადგენს ნაწილი დედის კუთვნილ ნივთებს, ხოლო დანარჩენი ნაწილი მეუღლის საჩუქარს, რომელიც მან მიიღო შვილისაგან, ვინაიდან, იგი ხანგრძლივად უვლიდა მცირეწლოვან შვილიშვილს.
2.2. მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო (იხ. შესაგებელი ს. ფ. 49-50)
2.3. მოპასუხე სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
2.4. სს ,,ფ---------ი’’ სხდომაზე არ გამოცხადდა ასევე არ წარმოუდგენია შესაგებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 19 მარტს აღწერილ და დაყადაღებულ იქნა ახ--––--ის რაიონის სოფელ ბ----ში ზ--- ც--–---–------ის საცხოვრებელ სახლში მდებარე მოძრავი ნივთები კერძოდ, 1. ტელევიზორი ,,L-", (შავი-ნაცრისფერი); 2.ტელევიზორის მაგიდა (შავი), 3.სამზარეულოს კედელი - 8 (რვა) ნაჭერი (ყავისფერი); 4.მაცივარი ორკამერიანი (თეთრი ფერი); 5.გაზქურა ,,T-------"-ის ფირმის (ნაცრისფერი, შავი); 6.სარეცხის მანქანა ,,B----’’-ის ფირმის (თეთრი). 7. ელექტრო პურის საცხობი (თეთრი ფერი); 8.ე.წ ,,ზალის'' კედელი ,,P--------’’-ის ფირმის - ხუთი ნაჭერი (ყავისფერი); 9.მტვერსასრუტი ,,O-----"-ს ფირმის, (წითელი); 10. ბენზო ხერხი ,,R-------------" (სტაფილოსფერი). აღწერა-დაყადაღების აქტის შედგენის საფუძველი გახდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (სახ.ბიუჯეტი) Nეთ------ სააღსრულებო ფურცელი და სს „ფ---------ის'’ სასარგებლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული N1-------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 19 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი;
- ბრძანება 15043388/97119 დავალიანების გადახდევინების შესახებ 19.05.2015წ;
- საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ეთ N488610;
3.1.2. მოსარჩელეები ზ--- ც--–---–------ე და ი---------------ი ცხოვრობენ ახ--––--ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----ში. ამავე მისამართზე დღეისათვის დროებით ცხოვრობს მოპასუხე ზ---- ც--–---–------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ზ---- ც--–---–------ე მეუღლესთან ი---------------თან ერთად 2003-2012 წლებში ცხოვრობდა ქ.ახ--––--ეში თ------–---–ის ქუჩა N4--ში მდებარე დის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში. მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი სახლი გაასხვისა დიდი ოდენობის ფულადი ვალდებულებების გამო და 2012 წლიდან, ოჯახთან ერთად, ცხოვრობს დედის ზ--- ც--–---–------ის საცხოვრებელ სახლში ახ--––--ის რაიონის სოფელ ბ----ში.
ახ--––--ის რაიონის სოფელ ბ----ში არსებულ ზ--- ც--–---–------ის საცხოვრებელ სახლში აღწერილი და დაყადაღებული ნივთებიდან ზ--- ც--–---–------ეს ეკუთვნის შემდეგი მოძრავი წივთები: 1. ტელევიზორი (,,L-", შავი ნაცრისისფერი); 2. ტელევიზორის მაგიდა(შავი); 3. სამზარეულოს ავეჯი (რვა ნაჭერი, ყავისფერი);4. ე.წ. ,,ზალის" კედელი ,,P--------’’ (ხუთი ნაჭერი, ყავისფერი); 5. ბენზო ხერხი ,,R-------------’’ სტაფილოსფერი). ხოლო, ი---------------ის სკუთრებას წარმოადგენს შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. მაცივარი ორკამერიანო (,,V-----’’, თეთრი ფერი); 2. სარეცხის მანქანა ,,B----"'-ის ფირმის (თეთრი ფერი); 3. მტვერსასრუტი ,,O-----"-ის ფირმის, (წითელი ფერი); 4. გაზქურა ,,T-------’’-ის ფირმის (ნაცრისფერი, შავი), 5. ელექტრო პურის საცხობი დაუდგენელი ფირმის თეთრი ფერის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა კ--------–---–---ის, დ------------–--–---–ის, ც---–-------ისა და ს------- ც--–---–------ის ჩვენებები;
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპზე. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დავის საგანს განსაზღვრავენ მხარეები და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია მხარეთა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, რომლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 19 მარტს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, რომელთა ამორიცხვასაც ითხოვს მოსარჩელე მხარე, არ წარმოადგენს ზ---- ც--–---–------ის საკუთრებას. ზ--- ც--–---–------ის მიერ მოსავლისა და მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად შეძენილ იქნა ტელევიზორი, ტელევიზორის მაგიდა; სამზარეულოს ავეჯი, ე.წ. ,,ზალის" კედელი და ბენზო ხერხი. ხოლო მოსარჩელე ი---------------ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იგი მუდმივად ზრუნავდა მცირეწლოვან შვილიშვილზე, რის გამოც მისმა შვილმა შეუქმნა რა ბავშვის გაზრდისათვის სათანადო პირობები, შეიძინა და აჩუქა მაცივარი, სარეცხის მანქანა და გაზქურა, ხოლო მტვერსასრუტი და ელექტრო პურის საცხობი აჩუქა დაბადების დღესთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარეს მითითებული გარემოებების საპირისპიროდ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია დაყადაღებული ნივთების რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფილი იქნეს ზ---- ც--–---–------ის ფულადი ვალდებულება. მოპასუხის მიერ უტყუარად ვერ დადასტურდა დაყადაღებული ქონების ზ---- ც--–---–------ისადმი კუთვნილების ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი არის საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 151-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს. კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).
მართალია მესამე პირის ვალდებულებას წარმოადგენს ამტკიცოს, რომ გააჩნია აღსრულების საგანზე უფლება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ყადაღადადებული ნივთები იმყოფება მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში, მის ფაქტობრივ მფლობელობაში და მოსარჩელე სადავოდ ხდის მათ კუთვნილებას, მოვალის მესაკუთრედ ყოფნის მტკიცების ტვირთი ეკისრება კრედიტორს (მოპასუხეს).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე. დადგენილია, რომ სადავო ნივთები აღწერილი და დაყადაღებული იქნა ზ--- ც--–---–------ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, ნივთებს ფაქტობრივად ფლობს ზ--- ც--–---–------ე და ი---------------ი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი თუ სამზარეულოს ტექნიკა განკუთვნილია ბინის სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს ზ--- ც--–---–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთვნებელს. სადავო საკითხის ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებები: №ას-305-293-2012; №ას-1522-1529-2011; №ას-1777-1755-2011; საქმე №ას-586-561-2016, 29.07.2016).
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც მოხდა სადავო ნივთების დაყადაღება ეკუთვნის ზ--- ც--–---–------ესა. ზ---- ც--–---–------ე მეუღლესთან ი---------------თან ერთად სოფელ ბ----ში ცხოვრობს ზ--- ც--–---–------ის საცხოვრებელ ბინაში. ზ---- ც--–---–------ე მეუღლესთან ერთად 2003-2012 წლებში ცხოვრობდა ქ.ახ--––--ეში თ------–---–ის ქუჩა N4--ში. ასევე დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2018 წლის 19 მარტს შედგენილი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული ნივთები არ ეკუთვნის მოვალეს - ზ---- ც--–---–------ეს. შესაბამისად, მითითებული აქტით ყადაღა დაედო მოძრავ ქონებას, რომელიც არ ეკუთვნოდა მოვალეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა ახსნა განმარტებით და მოწმეთა ჩვენებით დადგენილია ზ--- ც--–---–------ის საკუთრების უფლება დაყადაღებულ ნივთებზე. მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ არის ის პირი, რომლმაც შესაძლებელია პასუხი აგოს ზ---- ც--–---–------ის ვალდებულებებზე, ყადაღადადებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა და ამდენად, ამ ნივთების რეალიზაციით კრედიტორის - მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუშვებელია. მოვალის ვალდებულების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მისი ქონებიდან.
6.4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სამცხე-ჯაცახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 19 მარტს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, ქ.ახ--––--ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----ში დაყადაღებული მოძრავი ნივთები 1. ტელევიზორი, 2. ტელევიზორის მაგიდა, 3. სამზარეულოს ავეჯი 4. ე.წ. ,,ზალის" კედელი, 5. ბენზო ხერხი, 6. მაცივარი ორკამერიანი, 7. სარეცხის მანქანა, 8. მტვერსასრუტი, 9. გაზქურა და 10. პურის საცხობი არ წარმოადგენს ზ---- ც--–---–------ის საკუთრებას და ისინი უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის (50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის. 100 ლარი სარჩელის) ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ზ---- ც--–---–------ემ მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე სს ,,ფ---------ს".
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ახ--––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის #27------------18წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სააღსრულებო წარმოება და სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 19 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ქონების რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ახ--––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ზ--- ც--–---–------ისა (პ/ნ4----------) და ი---------------ის (პ/ნ4----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. სამცხე ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 19 მარტს შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს შემდეგი ნივთები: 1. ტელევიზორი (,L-", შავი ნაცრისისფერი); 2. ტელევიზორის მაგიდა (შავი); 3. სამზარეულოს ავეჯი (რვა ნაჭერი, ყავისფერი); 4. ე.წ. ,,ზალის" კედელი ,,P--------’’ (ხუთი ნაჭერი, ყავისფერი); 5. ბენზო ხერხი ,,R-------------’’ სტაფილოსფერი); 6. მაცივარი ორკამერიანი (,,V-----’’, თეთრი ფერი); 7. სარეცხის მანქანა ,,B----"'-ის ფირმის (თეთრი ფერი); 8. მტვერსასრუტი ,,O-----"-ის ფირმის, (წითელი ფერი); 9. გაზქურა ,,T-------’’-ის ფირმის (ნაცრისფერი, შავი), 10. ელექტრო პურის საცხობი (გაურკვეველი ფირმის, თეთრი ფერის).
3. მოპასუხე სს ,,ფ---------სა" და შსს საპატრულო პოლიციის დეტარტამენტს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახ--––--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახ--––--ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი