გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7310-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - მაი----------ია;
მოპასუხე - შპს ,,ღ----------------------’’;
დირექტორი - გ---------------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - შპს ,,ღ----------------------ს’’ მოსარჩელე - საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 8----- (3---5-----.7-- ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე - შპს ,,ღ----------------------ს’’ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,ღ----------–-----------’’ შორის 2015 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა N------ ხელშეკრულება, ქ. თბილისი, პ--–------------ში არსებული ობიექტის დაცვითი სიგნალიზაციის მეშვეობით დაცვის შესახებ. ხელშეკრულების 1.1 და 1.3 პუნქტებით, დაცვის პოლიცია ვალდებულებას იღებდა დაცვა განეხორციელებინა დამკვეთის მიერ ობიექტის დაცვის ცენტრალურ პუნქტზე ჩაბარებისა და დაცვის მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ. 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 1-- ლარს, დღგ-ს ჩათვლით. დაცვამ თავისი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, ხოლო ობიექტის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 2.1. და 2.2. მუხლები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის შეადგინა 3--.5- ლარი, რის თაობაზეც ობიექტი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული ხელშეკრულება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 1 ნოემბრის N2------ წერილის საფუძველზე, შეწყდა და გამოიცა სათანადო N2------ ბრძანება დაცვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ, ხოლო ობიექტზე მოიხსნა 2016 წლის 4 ოქტომბერს დროებით სარგებლობაში გადაცემული დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის აპარატურა და შედგა სათანადო ცნობა აპარატურის მოხსნისა და მისი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. 6.5. პუნქტის თანახმად, დაცვა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების 6.7. პუნქტის თანახმად, 2.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2% ოდენობით, რამაც შეადგინა 4--.7- ლარი. ამდენად, შპს ,,ღ----------–-----------’’ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის გადასახდელი აქვს დაცვის მომსახურების დავალიანება - 3---5- ლარი, ასევე პირგასამტეხლო - 4--.7- ლარი, ჯამში 8--.2- ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შპს ,,ღ----------–-----------’’ წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა - შპს ,,ღ----------------------ს’’ დირექტორმა განმარტა, რომ ის ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ძირი თანხის დაკსირების ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ ეთანხმება სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 18 სექტემბერს შპს ,,ღ----------–-----------ა’’ (დამკვეთი) და შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (დაცვა) შორის გაფორმდა N------ ხელშეკრულება (პერიმეტრი) (ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით). ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, დაცვა უზრუნველყოფს დამკვეთის ღ----- მ--------- დაცვას, რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, პ--–---------------. 1.2 პუნქტის მიხედვით, დამკვეთი იღებს ვალდებულებას, დაცვას გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენს 1-- ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელებულიყო საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. 6.5. პუნქტის თანახმად, დაცვა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. 6.7. პუნქტის თანახმად, 2.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2% ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 1 სექტემბრის N------ ხელშეკრულება (პერიმეტრი) (ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით) (ს.ფ. 11-14);
3.1.2. 2015 წლის 24 სექტემბერს გაფორმებულ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც დამკვეთის - შპს ,,ღ----------------------ს’’ ობიექტზე 2015 წლის 18 სექტემბრის მონტაჟის ხელშეკრულების საფუძველზე დამონტაჟდა დაცვითი საგანგაშო სიგნალიზაციის საშუალებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 24 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 21);
3.1.3. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2015 წლის 24 სექტემბრის N2------ ბრძანებით, დაცვის ორგანიზაციის მ---------------------–------------------–------------’’ განყოფილებას დაევალა, 2015 წლის 24 სექტემბრიდან უზრუნველყოს ქ. თბილისი, პ--–------------ში მდებარე შპს ,,ღ----------------------ს’’ ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2015 წლის 24 სექტემბრის N2------ ბრძანება (ს.ფ. 15);
3.1.4. დებიტორული დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით, შპს ,,ღ----------–-----------’’ (ს.კ. 4--------- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სასარგებლოდ 2015 წლის 18 სექტემბრის N------ ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 07 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება ყოველთვიური მომსახურების - 3---5- ლარის ოდენობით და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.2%, ანუ 4--.7- ლარის ოდენობით, სულ 8--.2- ლარი. მათ შორის:
2016 წლის ივნისი - 1-- ლარი
2016 წლის ივლისი - 1-- ლარი
2017 წლის აგვისტო - 6-.5- ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 07.06.2018 წლის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 18);
- თანხის ბრუნვა (ს.ფ. 19);
- ვალები (ს.ფ. 20);
3.1.5. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 08 აგვისტოს N1------ წერილით, შპს ,,ღ----------–-----------’’ ეცნობა, რომ მისი მხრიდან დაცვის მომსახურეობის დავალიანების გამო, 2015 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული N------ ხელშეკრულების 6.5. პუნქტების საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2016 წლის 15 აგვისტოდან ცალმხრივად წყვეტს აღნიშნულ ხელშეკრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 08 აგვისტოს N1------ წერილი (ს.ფ. 16);
3.1.6. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 აგვისტოს N2------ ბრძანებით, 2016 წლის 15 აგვისტოდან შეწყდა შპს ,,ღ----------–-----------’’ ობიექტის (ქ. თბილისი, პ--–--------- ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 აგვისტოს N2------ ბრძანება (ს.ფ. 17);
3.1.7. 2016 წლის 22 აგვისტოს დემონტაჟის აქტის თანახმად, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 აგვისტოს N2------ ბრძანების საფუძველზე, შპს ,,ღ----------–-----------’’ ობიექტზე მდებარე პ--–-----------, განხორციელდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი დაცვითი ტექნიკის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 22 აგვისტოს დემონტაჟის აქტი (ს.ფ. 22);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს ,,ღ----------–-----------’’ (ს.ნ. 4--------- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5--.5- ლარის გადახდა (აქედან: დაცვის მომსახურების საფასური - 3---5- ლარი, პირგასამტეხლო 2-- ლარი ).
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,ღ----------–-----------’’ შორის 2015 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული N------ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,ღ----------–-----------’’ შორის 2015 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა N------ ხელშეკრულება, ქ. თბილისი, პ--–------------ში არსებული ობიექტის დაცვითი სიგნალიზაციის მეშვეობით დაცვის შესახებ. ხელშეკრულების 1.1 და 1.3 პუნქტებით, დაცვის პოლიცია ვალდებულებას იღებდა დაცვა განეხორციელებინა დამკვეთის მიერ ობიექტის დაცვის ცენტრალურ პუნქტზე ჩაბარებისა და დაცვის მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ. 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 1-- ლარს, დღგ-ს ჩათვლით. დაცვამ თავისი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, ხოლო ობიექტის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 2.1. და 2.2. მუხლები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის შეადგინა 3---5- ლარი, რის თაობაზეც ობიექტი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული ხელშეკრულება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 1 ნოემბრის N2------ წერილის საფუძველზე, შეწყდა და გამოიცა სათანადო N2------ ბრძანება დაცვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ, ხოლო ობიექტზე მოიხსნა 2016 წლის 4 ოქტომბერს დროებით სარგებლობაში გადაცემული დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის აპარატურა და შედგა სათანადო ცნობა აპარატურის მოხსნისა და მისი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. 6.5. პუნქტის თანახმად, დაცვა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების 6.7. პუნქტის თანახმად, 2.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2% ოდენობით, რამაც შეადგინა 4--.7- ლარი.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში - უნდა განისაზღვროს - 2-- (ო-----) ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ღ----------–-----------’’ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების საფასურის - 3--,5- ლარის, პირგასამტეხლოს - 2-- ლარის გადახდა, ჯამში - 5--.5- ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხე - შპს ,,ღ----------------------ს’’ მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6---- (ს----–----------–----------------–----------------) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო 3-.5- (ო–---–--------–----------------–----------------------) უნდა ჩაითვალოს ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე - შპს ,,ღ----------------------ს’’ (ს/ნ 4---------, მოსარჩელე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების საფასური - 3--,5- ლარის ოდენობით, პირგასამტეხლო - 2-- ლარის ოდენობით, ჯამში - 5--.5- ლარი.
3. მოპასუხე - შპს ,,ღ----------------------ს’’ (ს/ნ 4--------- მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6---- (ს----–----------–----------------–----------------) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო 3-.5- (ო–---–--------–----------------–----------------------) უნდა ჩაითვალოს ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი