განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2019
საქმის ნომერი
180100118002640764
დავის ტიპი
19 - 137 1
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/223-18 22 იანვარი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0----------1)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ---- ც--–--ე; გ------- წო–----–-----ი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ვ-–-------- ტ--------;

ბრალდებული - მ------ გ---- ძე და--------ი, დაბადებული 1--- წლის 06 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №1----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლეობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: დუშეთის რაიონი, სოფელი ვეშაგურნი, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.137-ე მუხლის პირველი ნაწილი - გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის მიხედვით: 2018 წლის 23 აპრილს ღამის საათებში მ------ და--------მა თავის მფლობელობაში არსებულ ავტო-მანქანა ,,ოპელ ასტრაში”, რომლის სარეგისტრაციო ნომერია B--------, თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N-2-ში მდებარე რესტორან ,,კავკასიონთან” მოტყუებით ჩაისვა მანქანაში რ--------- იმ----–-–---–ი. მ------ და--------მა რ--------- იმ----–-–---–ი წაიყვანა მცხეთის რაიონის სოფელ სა---------ში ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რ--------- იმ----–-–---–ს შესთავაზა სქესობრივი კავშირის დამყარება ავტო-მანქანა ,,ოპელ ასტრაში”, რომლის სარეგისტრაციო ნომერია B--------. უარის მიღების შემდეგ, მ------ და--------მა სცადა სქესობრივი კავშირის ძალის გამოყენებით დამყარება, თუმცა ვერ მოახერხა, რაზეც იგი კიდევ უფრო აგრესიული გახდა, ყელში წაუჭირა რ--------- იმ----–-–---–ს ხელი და დაუწყო ცემა. მიუხედავად ძალადობისა მ------ და--------მა ვერ მოახერხა რ--------- იმ----–-–---–ის გაუპატიურება, რადგან რ--------- იმ----–-–---–მა გაუწია წინააღმდეგობა. მ------ და--------მა დასისხლიანებული რ--------- იმ----–-–---–ი მიატოვა სოფელ სა---------ს ტერიტორიაზე მდებარე ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.

2. 2019 წლის 21 იანვარს, ადვოკატის მონაწილეობით და მ------ და--------ის წინასწარი თანხმობით, ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმის, ქმედების მართლწინააღმდეგობის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შეფასების საფუძველზე, სახელმწიფო რესურსების, საჯარო ინტერესის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მიზნით, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---- ც--–--ესა და ბრალდებულ მ------ და--------ს შორის, მისი ადვოკატის მონაწილეობით, დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების ფორმით, სასჯელის სახესა და ზომაზე შეთანხმების პირობით.

3. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის მიხედვით პროკურორი ითხოვს, რომ მ------ და--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.137-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით დაენიშნოს უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: მ------ და--------ის და რ--------- იმ----–-–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ავტომანქანა ,,ოპელ ასტრა”, სარეგისტრაციო ნომერი B-------- დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, სისხლის, ფრჩხილის და რვა ცალი მიკრონაწილაკის ნიმუშები განადგურდეს, ხოლო ხოლო რ--------- იმ----–-–---–ის სამედიცინო ისტორიის ასლი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

4. დაზარალებულ რ--------- იმ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების- ს----------------ის და ა-----–--–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, რ--------- იმ----–-–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, რ--------- იმ----–-–---–ის ფრჩხილების ნიმუშის ამოღების ოქმი, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, ავტომანქანის ამოღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მ------ და--------ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმი, მ------ და--------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი და სხვა საქმეში არსებული მასალათა და ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

5. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე.

6. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობითაა დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;

7. ბრალდებული მ------ და--------ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;

8. ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;

9. ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს;

10. ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

11. ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

12. ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

13. საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;

14. ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

15. ბრალდებული მ------ და--------ი აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;

16. ბრალდებული გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განმარტებული აქვს, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

17. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. ასევე განემარტა, რომ მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

18. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

19. სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობა, მიაჩნია, რომ საქმის მასალების მიხედვით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ მ------ და--------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. ამასთან, სასამართლომ დამარწმუნებელი პასუხები მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა მ------ და--------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით.

21. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შეესაბამება როგორც ბრალდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული მ------ და--------ი თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, ხასიათდება დადებითად, ოჯახის ერთადერთი მარჩენელია, რაც უნდა ჩაითვალოს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-213-ე, 215-ე, 258-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

22. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - გ---- ც--–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

23. დამტკიცდეს პროკურორსა და მ------ და--------ს შორის 2019 წლის 21 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმება.

24. მ------ და--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.137-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით დაენიშნოს უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი.

25. მ------ და--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზში.

26. მ------ და--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 25 აპრილიდან 2019 წლის 22 იანვრის ჩათვლით.

27. მ------ და--------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

28. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: მ------ და--------ის და რ--------- იმ----–-–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ავტომანქანა ,,ოპელ ასტრა”, სარეგისტრაციო ნომერი B-------- დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, სისხლის, ფრჩხილის და რვა ცალი მიკრონაწილაკის ნიმუშები განადგურდეს, ხოლო ხოლო რ--------- იმ----–-–---–ის სამედიცინო ისტორიის ასლი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

29. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

30. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, კერძოდ: მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები. პროკურორი უფლებამოსილია წარადგინოს საჩივარი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი