განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100119002798298
N1/10-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
29.01.2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - სალომე ჩხიკვაძე
დაცვის მხარე
ბრალდებული - გ---–- ს------- ბ---------ი, დაბადებული 19---–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კასპის რაიონი, სო----–---------------
კვალიფიკაცია
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ხიდისყურში გამავალ საქადაგიანო-ხიდისყურის საავტომობილო გზაზე მომხდარი შელაპარაკებისას, გ---–- ბაირამოვმა ა-–---–- გ---–- ო---–-- მუშტი განზრახ რამდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზემოაღნიშნული ქმედებით გ---–- ბ---------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
გ---–- ბ---------მა პირველივე შესაძლებლობისთანავე, წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. გარდა ამისა, მან ასევე ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, რითაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია გ---–- ბ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---–- ბ---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების - ა-–---–- გ---–- ო---–--, გ---–- ბ---------ის, ლ----- გ---–-ევის, ი---------– ბ---------ის, ა----- კუ--------ის და მურაზ ბ---------ის გამოკითხვის ოქმები, ა-–---–- გ---–- ო---–-- ტანსაცმლის ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები. ამასთან, სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია გ---–- ბ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ---–- ბ---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო გ---–- ბ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. მან ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას.
რაც შეეხება გ---–- ბ---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ გ---–- ბ---------ის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის, განზრახ დანაშაულთა რიგს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენისას გ---–- ბ---------ს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, რაც განპირობებული იყო ოჯახის წევრისათვის შეურაცხყოფის მიყენებით.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, სახელდობრ, გ---–- ბ---------მა დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოიყვანა მუშტის დარტყმებით, რითაც ჯანმრთელობის განზრახ მსუქბუქი დაზიანება მიაყენანა ა-–---–- გ---–- ო---–--.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს გ---–- ბ---------ის ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სახელდობრ, მან, პირველივე შესაძლებლობისთანავე, წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან აღსრულებას. ბრალდებული სისტემატურად ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოსა თუ სასამართლოში, მისი მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. გ---–- ბ---------მა თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი ნათლად აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა მიიღო შესაბამისი ზომები დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის სრულად ასანაზღაურებლად, რის გამოც ა-–---–- გ---–- ო---–-- მის მიმართ მათ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: გ---–- ბ---------ი ნასამართლობის არმქონეა, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია პირველად, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არის 64 წლის, დაოჯახებულია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების, მისი ასაკის და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, გ---–- ბ---------ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სასამართლოს აზრით, რომ გ---–- ბ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ა-–---–- გ---–- ო---–-- ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ა-–---–- გ---–- ო---–--, ა-–---–- გ---–- ო---–-- და გ---–- ბ---------ის სისხლის ნიმუშები, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა უნდა განადგურდეს, ხოლო მოწმე ლ----- გ---–-ევის დაკითხვის აუდიოჩანაწერის ამსახველი CD დისკი უნდა შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე, 53-ე, 63-ე-65-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და
დაადგინა
1. გ---–- ბ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. მსჯავრდებულ გ---–- ბ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს - გ---–- ბ---------ს (პ/ნ 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
3. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ა-–---–- გ---–- ო---–-- ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ა-–---–- გ---–- ო---–--;
· ა-–---–- გ---–- ო---–-- და გ---–- ბ---------ის სისხლის ნიმუშები, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა განადგურდეს;
· მოწმე ლ----- გ---–-ევის დაკითხვის აუდიოჩანაწერის ამსახველი CD დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე