გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/34072-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი’’
წარმომადგენელი - რ--------------–---–ი
მოპასუხე - დ----------–-–---–ი, თ---------–-–---–ი
წარმომადგენელი - ს------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „თი---------ი’’-ს სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს დ----------–-–---–ს და თ---------–-–---–ს სს „ს----------–--------ი’’-ს სასარგებლოდ 2016 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5 095.41 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 3 545.68 ლარი, პროცენტი - 723.51 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 826.22 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 11 ოქტომბერს სს ,,ს----------–--------ი’’-სა და დ----------–-–---–ს შორის დაიდო საბანკო მომსახურების ხელშეკრულება - „ექ-----------------------ი’’ და პაკეტი, რომლის თანახმადაც მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხი 4 000 ლარის ოდენობით. მსესხებელი დაეთანხმა საბანკო მომსახურების წესებსა და პირობებს და აღნიშნული წარმოადგენდა მოცემულ განაცხადთან ერთად საბანკო ხელშეკრულებას. აღნიშნული წესითა და პირობებით განსაზღვრული იყო ასევე საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხიც.
2016 წლის 11 დეკემბერს ბანკსა და თე-------ზ ხუ–-–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. თავდებმა აიღო ვალდებულება მოვალის - დ----------–-–---–ის მიერ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სრულად დაეფარა კრედიტის თანხა, საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო იმ მოცულობით, რასაც ბანკი მოითხოვდა ამ თავდებობის ფარგლებში. ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 8 000 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების თანახმად მოვალეს ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მხრიდან ვალდებულებები სრულდებოდა არაჯეროვნად, რაც გამოიხატა გრაფიკის შესაბამისად გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობაში. შესაბამისად მოპასუხეებს სს ,,ს----------–--------ი’’-ს მიმართ ერიცხებათ დავალიანება ჯამში - 5 095.41 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3 545.68 ლარი, პროცენტი - 723.51 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 826. 22 ლარი;
სს „ს----------–--------ი’’-ს მირ მოპასუხეების საწინააღმდეგოდ საქმე შეტანილ იქნა აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, თუმცა მოპასუხე მხარემ არ აღიარა ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტი არც ერთ ნაწილში და, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა გადახდის ბრძანების გამოცემაზე.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე დ----------–-–---–ის პოზიცია სს ,,ს----------–--------ი’’-ს სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე ნა--------------–---–-ა წარმოდგენილი შესაგებლით ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების დადების შემდგომ სამი-ოთხე თვე იგი რეგულარულად იხდიდა თანხას, თუმცა მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო თანხის გადახდა, აღნიშნულის გამო თავდებს - თ---------–-–---–ს ჩამოაჭრეს თანხა 200 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხის განმარტებით, ამის შემდგომ გახდა მისთვის ცნობილი, რომ მას ერიცხებოდა ჯარიმები და პირგასამტეხლო. საქმის სააღსრულებო ბიუროში გადაცემის შემდეგ, მან აღიარა მოსარჩელის წინაშე არსებული ვალი და ითხოვა მისი გადახდა გამარტივებული წესით. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ მოიცავდა შეთანხმებას სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი თანხები მოსარჩელეს უნდა ჩაეთვალა დავალიანების ძირი თანხის ანგარიშში.
2.2. მოპასუხე თ---------–-–---–ს სს ,,ს----------–--------ი’’-ს სარჩელი ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუმცა მას დადგენილ ვადაში არ წარმოუდგენია წერილობითი პოზიცია - შესაგებელი სარჩელთან მიმართებით.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 11 ოქტომბერს სს ,,ს----------–--------ი’’-სა და დ----------–-–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - ,,Ex---------------------------------ი’’, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი - 4 000 ლარის ოდენობით. დ----------–-–---–ის მიერ მიღებულია ამ ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული თანხა 4 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი (ს.ფ.18);
- საბანკო მომსახურების პირობები (ს.ფ.19-45);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების - ,,Ex---------------------------------ი’’ უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ს----------–--------ი’’-სა და თ---------–-–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 8 000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი (ს.ფ. 46);
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.47-51);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მსესხებლის მიერ დარღვეულია 2016 წლის 11 ოქტომბერის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის ყოველთვიური გრაფიკის მიხედვით გადახდის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება 2016 წლის 11 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების - ,,Ex---------------------------------ი’’ დადებისას მხარეთა შეთანხმება ყოველთვიური სარგებლის და პირგასამტეხლოს თაობაზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შეთანხმებას ყოველთვიურ სარგებელსა და პირგასამტეხლოზე, ასევე სესხის გაცემის ერთჯერად საკომისიოზე.
3.2.2. 2016 წლის 11 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს ძირ თანხას - 2 929.5 ლარს.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.53), რომლის თანახმადაც, მოპასუხეთა მიერ ჯამში გადახდილია 1 070.5 ლარი. ამასთან, წარმოდგენილი გრაფიკის თანახმად, აღნიშნული თანხიდან 454.32 ლარი ჩათვლილია გადასახდელი ძირი თანხის ანგარიშში, 477.86 ლარი - პროცენტის ანგარიშში, 38.32 ლარი - ჯარიმის, ხოლო 100 ლარი - სესხის გაცემის საკომისიოს ნაწილში. საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ 2016 წლის 11 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების - ,,Ex---------------------------------ი’’ დადებისას მხარეთა შეთანხმება ყოველთვიური სარგებლის და პირგასამტეხლოს თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხები სრულად უნდა იქნეს ჩათვლილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი ძირი თანხის ნაწილში და მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის ჯამის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ძირი თანხის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 53).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ სს ,,ს----------–--------ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 417-ე, 418-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
უდავოა მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლის მიერ 4 000 ლარის მიღების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია 2016 წლის 11 ოქტომბერის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის ყოველთვიური გრაფიკის მიხედვით გადახდის შესახებ. ამასთანავე დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 11 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს დავალიანების ძირ თანხას - 2 929.5 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოვალეთათვის 2016 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2016 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა - 2 929.5 ლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. ამასთან, იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მისი მიზანი კი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. ამიტომაცაა, რომ იგი უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სამოქალაქო კანონმდებლობის 868-ე ასევე, 417-418-ე მუხლებიდან გამომდინარე, სარგებლის და პირგასამტეხლოს თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია დასტურდებოდეს მხარეთა შეთანხმება მის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ ყოველთვიური სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. აღნიშნული შეთანხმების არ არსებობისას კი, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 156 ლარი (ს.ფ.78). ვიანიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 87.89 ლარი, ხოლო სარჩელზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი - 68.11 ლარი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროთ სოლიდარულად სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოებისათვის მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის - 150 ლარის (ს.ფ. 55-56) გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს----------–--------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1.დაეკისროთ მოპასუხეებს დ----------–-–---–ს და თ---------–-–---–ს სს ,,ს----------–--------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2016 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 2 929.5 ლარის გადახდა;
1.2. არ დაკმაყოფილეს სს ,,ს----------–--------ი’’-ს სარჩელი მოპასუხეების დ----------–-–---–ს და თ---------–-–---–ს მიმართ 2016 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;
2.დაეკისროთ მოპასუხეებს დ----------–-–---–ს და თ---------–-–---–ს სს ,,ს----------–--------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 87.89 ლარის და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოებისათვის გაღებული ხარჯი - 150 ლარის ანაზღაურება;
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 68.11 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია