განაჩენი

სისხლის სამართლის 05.12.2018
საქმის ნომერი
330100118002414179
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1------

(გამოძიების #09----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და---------------–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ჰო--------------------ი (დაბადებული - 1----–-–-------------------------------------–----------------–------------------------------------------------------------–--------------------–------------------------------–-------------------–------------------–-------------ში),ადვოკატი - მა-----------–---–ი,თარჯიმანი - თი-----------------ი,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი; 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (2----–-–-----------ის ეპიზოდი); 3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: 1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; 2. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2----–-–-----------ის ეპიზოდი) 3. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ჰო--------------------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 239,9755 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“;

 

ჰო--------------------მა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ნაწილი -1, 0411 გრამი 2018 წლის 8 მარტს, უკანონოდ გაასაღა კა------------------აზე, რაც იმავე დღესვე ქ. თბილისში კო-----–-----–--------ში, მდებარე, ქ. თბ--–---------–-–-------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში ამ უკანასკნელისაგან იქნა ამოღებული;

 

ჰო--------------------ი უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ნაწილს - 1, 3324 გრამს 2----–-–-----------ს ინახავდა თავის კუთვნილ ავტომანქანაში, ხოლო ნაწილი 237, 602 გრამი უკანონოდ გაასაღა ზუ--------------ზე. საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნ------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისში გ. ახ--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ზემოაღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მითითებული ნარკოტიკული საშუალება ;

 

2----–-–-----------ს, ქ. თბილისში გ. ახ--–-------------------ში შპს „ლა-----ში“ განთავსებულ ერთ-ერთ ოთახში ზუ--------------მა წარადგინა იმავე დღეს ჰო--------------------ისაგან საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რაც იმავე დანაყოფის თანამშრომლების მიერ ამ უკანასკნელისაგან იქნა ამოღებული .

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--8 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების (ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებების) შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

2.4. ჰო--------------------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი სითხის უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - ელ-------–---–---ის, კა------------------ას, ზუ--------------ის, მი----–-----------–--ის, გრ-----–------–----ის, ალ---------------------ის, თა----------–--ას, ნა-----–---–-----ის, ოთ----------–ის, არ---–---------–---–ის, გი--------------–---–ის, ოლ------------–--ის, ოთ----–-------–---–ის, ალ---------------ისა და მა---------------–-–---–ი ჩვენებები, ამოღების ოქმები, ქი------ი ექსპერტიზის დასკვნები, ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, ამოღების ოქმები, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმები, ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერები გაშიფრული კრებსით, დათვალიერების ოქმი. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ჰო--------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს, კერძოდ:

 

2.5. მოწმე ელ-------–---–---ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის თებერვლის ბოლოს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ჰო--------------------ი ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას, შენახვას და გასაღებას. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია ასევე უნდა ჰქონოდა კიდევ ერთი პიროვნებას - კა------------------ას. მიღებული ინფორმაციის შესახებ მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

2.6. ამოღების ოქმის თანახმად, 2----–-–-----------ს, საქართველოს შს სა------------–--------–---------------–--------------------------------------–----–----–--------------------------–-------------------–---------------–ოს გამომძიებელ ოთ----------–ის მიერ, ზუ--------------ისგან ამოღებულ იქნა ჰო--------------------ისაგან საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი, ერთ ცალ მუყაოს ყუთში მოთავსებული შვიდი ცალი მოთეთრო ფერის მუყაოს პატარა ზომის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია 696 ცალი მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით. ასევე ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკი ლათინური წარწერით, რომელშიც მოთავსებულია ფულადი თანხა 51 200 ლარის ოდენობით.

 

2.7. მოწმე ოთ----------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა ზუ--------------ი, მისგან ამოიღო ნარკოტიკული საშუალება და ფულადი თანხა.

 

2.8. მოწმე ზუ--------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ კა------------------ასგან მიიღო ინფორმაცია, სომხეთიდან ჩამოსული მისი ნაცნობის მიერ, ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ხსნადი ჰაშიშის“ სარეალიზაციოდ საქართველოში ჩამოტანის შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიებები. ნარკოტიკების რეალიზატორს კა------------------ასთან ერთად შეხვდა კაფეში. მის შეკითხვაზე ბრალდებულმა უპასუხა, რომ ჩამოტანილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება „ხსნადი ჰაშიში“, რომლის მოხმარებაც შესაძლებელი იყო ელექტრო სიგარეტის მეშვეობით. ნარკოტიკი კონტეინერებში იყო მოთავსებული და მისი მოხმარება ძლიერ თრობას იწვევდა (ერთი კონტეინერი 40 ადამიანზე იყო გათვლილი). შეხვედრაზე ასევე შეიტყო, რომ ბრალდებულს 1000 კონტეინერი ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა შემოტანილი და თითოეულს 70 აშშ დოლარად ჰყიდდა. ჰო--------------------ს სურდა საქონლის მთლიანი პარტიის 70 000 აშშ დოლარად გაყიდვა. ბრალდებულ ჰო--------------------თან და კა------------------ასთან მისი მეორე შეხვედრა შედგა ქ. თბილისში, ახ--–------ის ქუჩაზე მდებარე ერთ - ერთ კაფეში, რა დროსაც აღჭურვილი იყო ჩამწერი მოწყობილობით. მას შემდეგ რაც გადაითვალა ჰო--------------------ისთვის გადასაცემი ფულადი თანხა (120 000 ლარი), ბრალდებულის თხოვნით, კ--- დუ-------ა გავიდა რესტორნიდან, მივიდა ავტომანქანასთან, აიღო ნარკოტიკული საშუალება და შეიტანა ბარში. აღმოჩნდა, რომ ჰო--------------------ს შეხვედრაზე მიტანილი ჰქონდა 700 კონტეინერი ნარკოტიკული საშუალება. მას შემდეგ რაც დაითვალეს ფულადი თანხა, ასევე კონტეინერები და გადასცეს ერთმანეთს, გავიდნენ კაფედან. გასასვლელში ისინი პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს. ოთახი სადაც შეხვედრა შედგა, ჩამწერი მოწყობილობით იყო აღჭურვილი. ჩანაწერები მის მიერ იქნა განხორციელებული.

 

2.9. მოწმე კა------------------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებულთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე. 2018 წლის იანვრის თვეში ჰო--------------------მა უთხრა, რომ საქართველში შემოიტნა „ჰაშიშის ზეთი“, რომლის მოხმარებაც შესაძლებელი იყო ელექტრო სიგარეტით და ჰკითხა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გაყიდვას თუ მოახერხებდნენ. მისი ნათქვამი არასერიოზულად ჩათვალა და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. 2018 წლის თებერვლის თვეში დაუკავშირდა გამომძებელი ოლ------------–--ე, რომელმაც იგი დაიბარა განყოფილებაში და გაესაუბრა. გამომძიებელმა ჰკითხა იცნობდა თუ არა ჰო--------------------ს და იცოდა თუ არა მისი საქმიანობის შესახებ. მიხვდა, რომ საქმე სერიოზულად იყო და მისთვის ცნობილი ყველა ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს - უთხრა, რომ ბრალდებული „ჰაშიშის ზეთის“ რეალიზაციას აპირებდა. გააცნეს ოპერატიული თანამშრომელი ზუ--------------ი, რომელიც აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და 2018 წლის 25 თებერვალს ჩაიხანაში შეხვდნენ ბრალდებულს. ჰო--------------------ი დაჰპირდა ზუ--------------ს, რომ ნარკოტიკული საშუალების ნიმუშს რამდენიმე დღეში მიაწვდიდა. ორი დღის შემდეგ ბრალდებულმა მას (კ--- დუ-------ას) გადასცა ნარკოტიკული საშუალების ნიმუში (ერთ მილიგრამიანი და ნახევარ მილიგრამიანი კონტეინერი), რომელიც ზუ--------------ს მიუტანა ქ. თბილისის პო-–-–----------------–--–ი. ჰო--------------------ს ნარკოტიკის გაყიდვა ეჩქარებოდა, ამბობდა, რომ თუ ზუ--------------ი დროულად არ შეიძენდა, სხვა კლიენტს მოძებნიდა. მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და 2018 წლის მარტის თვეში ისევ დათქვეს შეხვედრა. ის და ჰო--------------------ი ერთად მივიდნენ ქ. თბილისში, ახ--–------ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, სადაც მოხდა ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების შეძენა. ბრალდებულისთვის არ უთქვამს, რომ მარიხუანას ზეთის შეძენა, შენახვა და რეალიზაცია დასჯადი არ იყო.

 

2.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ ელ-------–---–---ის, ოთ----------–ის, ზუ--------------ისა და კა------------------ას ჩვენებები თანმიმდევრულია, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს და სრულად შეესაბამება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს (ზუ--------------ი და კა------------------ას ჩვენებები ასევე შესაბამისობაშია ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებთან). შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ელ-------–---–---ის, ოთ----------–ის, ზუ--------------ის და კა------------------ას ჩვენებები აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის და დამაჯერებლობის სტანდარტს და ისინი უნდა იქნეს გამოყენებული ჰო--------------------ის მიმართ განაჩენის გამოტანისას.

 

2.11. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ელ-------–---–---ე, ოთ----------–ი და ზუ--------------ი არიან საქართველოს შს სამინისტროს ოპერატიული თანამშრომლები, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული ოპერატიული, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე. ელ-------–---–---ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც მოახსენა ხელმძღვანელობას. ოთ----------–ის მიერ კი გამოკითხულ იქნა ოპერაციაში ჩანერგილი ზუ--------------ი, რომელიც ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი მივიდა ჰო-----ეეს სა----------თან შეხვედრაზე. კა------------------ამ დაწვრილებით განმარტა ბრალდებულთან მისი ურთიერთობის შესახებ, აღნიშნა რა ვითარებაში მიაწოდა ჰო--------------------მა „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი სითხის გაყიდვის იდეა, როგორ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და როგორ დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიება. მოწმემ ასევე აღნიშნა, ბრალდებულთან შეხვედრის, ნარკოტიკული საშუალების შეძენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებისა და ჰო--------------------ის დაკავების დეტალები. ასევე მოწმის სახით დაკითხულმა ზუ--------------მა მიუთითა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების დეტალებზე, განმარტა თუ რამდენჯერ შეხვდა ბრალდებულს, რაზე ისაუბრეს, როგორ შეთანხმდნენ ნარკოტიკებისა და თანხის გადაცემაზე და რა ვითარებაში დააკავეს ჰო--------------------ი. ამდენად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ჰო--------------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტები.

 

2.12. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2----–-–-----------ს, საქართველოს შს სა------------–--------–---------------–--------------------------------------–----–----–--------------------------–-------------------–---------------–ოს გამომძიებელ ოლ------------–--ის მიერ, გამომძიებლების - ალ--------------ის, მი----–-----------–--ის და ირ---–----------ის, ექსპერტ რე--------------–---–ისა და თარჯიმან მა----------–----ის მონაწილეობით გაჩხრეკილ იქნა ჰო--------------------ი, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის წარწერებიანი პოლიეთილენის პარკი მასში მოთავსებული ფულადი თანხით (120 050 ლარი - 100 000 ლარი 100 ლარიანი კუპიურა, 20 000 ლარი 50 ლარიანი კუპიურა). ბრალდებულისგან ასევე ამოღებულ იქნა ერთი ცალი შავი ფერის მობილური ტელეფონი, ორი ცალი ბანკის შემოსავლის ორდერი, ერთი ცალი ყვითელი ქაღალდი წარწერებით, ერთი ცალი ჩეკი, ფულადი თანხა 55 ლარის ოდენობით.

 

2.13. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2----–-–-----------ს, საქართველოს შს სამინიტროს ცე-------–---------------–----------–-–------------------------------------–----–----–--------------------------–-------------------–---------------–ოს გამომძიებელ ოლ------------–--ის მიერ, გამომძიებლების - ალ--------------ისა და მი----–-----------–--ის, ექსპერტების - პა-----------–---–--ისა და ლე--------–---–ის, თარჯიმან მა----------–----ის მონაწილეობით, გაჩხრეკილ იქნა ჰო--------------------ის კუთვნილი „დ-----ს“ მარკის ავტომანქანა სახ. #Q--------, რა დროსაც ამოღებულ იქნა ორი ცალი მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, თითოეულში ცალ - ცალკე არსებული მოყვითალო ფერის თხევადი მასით.

 

2.14. მოწმე მი----–-----------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2----–-–-----------ს, მონაწილეობა მიიღო ჰო--------------------ის პირად ჩხრეკაში. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მასთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ გამომძიებლები - ალ--------------ე და ოლ------------–--ე, ექსპერტები და თარჯიმანი. ბრალდებულს თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს უფლებები და აცნობეს, რომ უნდა გაეჩხრიკათ როგორც პირადად, ასევე მისი ავტომანქანა და საცხოვრებელი სახლი. პირადი ჩხრეკის შედეგად ჰო--------------------ისგან ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა ფულადი თანხა.140.050 ლარის ოდენობით, ასევე მობილური ტელეფონი, 55 ლარი და ბანკის ქვითრები. ჩხრეკის დასრულების შემდეგ შედგა შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ გაჩხრიკეს ბრალდებულის კუთვნილი ავტომობილი, საიდანაც ამოღებულ იქნა შავი ფერის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ორი ცალი „კაფსულა“ თხევადი მასით. ჰო--------------------ის განმარტებით „კაფსულაში“ მოთავსებული სითხე წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას. ასევე ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ჰო--------------------ი დაკავებულ იქნა. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ, ხოლო ამოღებული ნივთები დაილუქა.

 

2.15. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 8 მარტს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–-------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებელ ოლ------------–--ის მიერ, კა------------------ასგან ამოღებულ იქნა 2018 წლის 8 მარტს, ჰო--------------------ისგან შეძენილი ორი ცალი ელექტრო სიგარეტის ზედა ე.წ. „თავი“, თითოეულში ცალ-ცალკე მოთავსებული თხევადი მასით.

 

2.16. საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–-------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებლებმა - ოლ------------–--ემ, ოთ----–-------–---–მა, ალ---------------ემ და მა---------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ასევე დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონიერება/სისწორე.

 

2.17. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–-----------ის #4------------- დასკვნის თანახმად (ექსპერტები ნა-----–---–-----ი და ალ---------------------ე), 2018 წლის 8 მარტს კა------------------ასგან ამოღებული ჰო--------------------ისგან შეძენილი:

 

- მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე წონით – 0,9 გრამი, შეიცავს: ნიკოტინს და ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ „კანაბინოიდურ“ კომპონენტებს: „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „კანაბინოლს“ და „კანაბიდიოლს“. აღნიშნულ მასაში ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ წონაა–0,6941გრამი. ნიკოტინი, „კანაბინოლი“ და „კანაბიდიოლი“ არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ობ. #1)

 

- მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე წონთ-0,45გრამი, შეიცავს: ნიკოტინს და ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ „კანაბინოიდურ“ კომპონენტებს: „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „კანაბინოლს“ და „კანაბიდიოლს“. აღნიშნულ მასაში ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ წონაა–0,3470გრამი. „კანაბინოლი“ და „კანაბიდიოლი“ არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას. (ობ-2)

 

- ობიექტებში N1-2 „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ საერთო წონაა–1.0411გრამი.

 

2.18. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2----–-–------------ის #5------------- დასკვნის თანახმად (ექსპერტები - ნა-----–---–-----ი და გრ-----–------–----ე), ექსპერტიზაზე წარდგენილი:

 

- მინის კონტეინერი ლიმონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე წონით - 0,9 გრამი, შეიცავს: ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ „კანაბინოიდურ“ კომპონენტებს: „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „კანაბინოლს“ და „კანაბიდიოლს“. აღნიშნულ სითხეში ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ წონაა 0,6572 გრამი. „კანაბინოლი“ და „კანაბიდიოლი“ არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ობ.1).

- მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე წონით – 0,9 გრამი, შეიცავს: ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ „კანაბინოიდურ“ კომპონენტებს: „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „კანაბინოლს“ და „კანაბიდიოლს“. აღნიშნულ სითხეში ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ წონაა–(0.6752 გრამი. „კანაბინოლი“ და „კანაბიდიოლი“ არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ობ.2).

- თეთრი ფერის მუყაოს კოლოფში მოთავსებული 100 ცალი მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე თითოეულში წონთ–0,45გრამი, სულ-45გრამი, შეიცავს: ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ „კანაბინოიდურ“ კომპონენტებს: „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „კანაბინოლს“ და „კანაბიდიოლს“. აღნიშნულ სითხეში ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ წონაა–33.75გრამი. „კანაბინოლი“ და „კანაბიდიოლი“ არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას. (ობ.3)

 

საკვლევი ობიექტები N1-3 ერთნაირი ქი------ი შემადგენლობისაა.

 

2.19. ექსპერტმა გრ-----–------–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული #5------------- დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ მიიღება მცენარე კანაფისგან, როგორც მშრალი ასევე ზეთოვანი ფორმით. მის მიერ ჩატარებული იქნა ინსტრუმენტალური გამოკვლევა, რაც გულისხმობს გამოსაკვლევ ობიექტში შემავალი ყველა ნივთიერების ანალიზს. მარიხუანა მცენარე კანაფისგან მიღებული პროდუქტია (მცენარე კანაფის ფოთლები არის მარიხუანა). „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ არის ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება ბუნებრივი წარმოშობის ნარკოტიკულ საშუალებას. გამოსაკვლევი ობიექტი ექსპერტიზაზე სითხის სახით იქნა წარდგენილი. „ტეტრაჰოდროკანაბინოლი“ მცენარე კანაფის გადამუშავების შედეგად მიიღება და ნარკოტიკულ თრობას იწვევს.

 

2.20. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალსტიკური მთავარი სამმართველოს 2----–-–------------ის #5------------- დასკვნის თანახმად (ექსპერტები - ნა-----–---–-----ი და ალ---------------------ე), ექსპერტიზაზე წარდგენილი:

 

- 595 ცალი მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე თითოეულში წონით–0,45გრამი, სულ-267,75 გრამი, შეიცავს: - ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ „კანაბინოიდურ“ კომპონენტებს: „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „კანაბინოლს“ და „კანაბიდიოლს“. აღნიშნულ სითხეში ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ წინაა–201,16 გრამი. „კანაბინოლი“ და „კანაბიდიოლი“ არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ობ.N1).

 

- 4 ცალი მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე თითოეულში წონთ–0,9გრამი. სულ-3,6გრამი. შეიცავს: ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ „კანაბინოიდურ“ კომპონენტებს: „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „კანაბინოლს“ და „კანაბიდიოლს“. აღნიშნულ სითხეში ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ წონაა–2,692 გრამი. „კანაბინოლი“ და „კანაბიდიოლი“ არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ობ.3);

 

- 1 კონტეინერი ცარიელ მდგომარეობაში, არ შეიცავს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ობ.2).

 

2.21. ექსპერტმა ალ---------------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ქი------ი ექსპერტიზის #4------------- და #5-------------- დასკვნების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტ ნა-----–---–-----თან ერთად გამოიკვლია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 595 ცალი მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხით, რომელშიც აღმოჩნდა მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებული „კანაბინოიდური“ კომპონენტები: „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „კანაბიდიოლი“ და „კანაბინოლი“. გამოსაკვლევ მასალაში „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ იგი მარიხუანაა. თუმცა აღნიშნული სითხე კანაფის მცენარის ნაწარმია. კანაფისგან შეიძლება მარიხუანას, კანაფის ფისის და კანაფის ზეთის (ჰაშიში) დამზადება. მიუხედავად იმისა, რომ გამოსაკვლევი ობიექტი არის მცენარე კანაფისაგან წარმოქმნილი, მისი ნაკლებად მძიმე ნარკოტიკული საშუალებისთვის მიკუთვნება შეუძლებელია. „ტეტრაჰიდროკანაბილონი“ ბუნებაში გვხვდება მხოლოდ მცენარე კანაფში. შესაბამისი პირობების არსებობისას, ქი------ად შესაძლებელია ყველა ჩამოთვლილი ნივთიერების დამზადება. ასევე შესაძლებელია ლაბორატორიულად დამზადდეს კანაფის სუფთა ფხვნილი. სითხე რომელიც ექსპერტიზაზე იქნა წარდგენილი, მცენარე კანაფისგან გამოყოფილია და უფრო მაღალი ხარისხით შეიცავს „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“ ვიდრე მარიხუანა.

 

2.22. ექსპერტმა ნა------–---–-----მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული #4-------------, #5------------- და #5-------------- ქი------ი ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მინის კონტეინერებში ლითონის სამაგრებით, მოთავსებულია სითხე, რომელიც შეიცავს „ტეტრაჰიდოკანაბინოლს“.

 

2.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები - ბრალდებულის დაკავება და პირადი ჩხრეკა, ავტომანქანის ჩხრეკა, ნარკოტიკული საშუალებისა და ფულადი თანხის ამოღება სრულად შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერება დადასტურებულია როგორც მონაწილე პირთა ხელმოწერებითა და სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებებით. ზემოაღნიშნული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონიერების საკითხი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ საკითხზე დამატებით არ იმსჯელებს.

 

2.24. საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმებით (ჩხრეკა, ამოღება) უტყუარად დგინდება, რომ საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიღეს ბრალდებულის მიერ როგორც კა------------------აზე გასაღებული, ასევე საკონტროლო შესყიდვისას, ასევე საბოლოო შეხვედრაზე ზუ--------------ისთვის გადაცემული 700 ცალ კონტეინერში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება. ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებებისას ასევე ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, რომელიც ზუ--------------მა გადასცა ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერებების სანაცვლოდ. ქი------ი ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დადგენილია, რომ ჰო--------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას, კა------------------აზე გადაცემული, ასევე ბრალდებულისგან საკონტროლო შესყიდვის შედეგად ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველ ზეთოვან სითხეს.

 

2.25. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 2 აგვისტოს #3--------- დასკვნის თანახმად, ჰო--------------------ის ფოტოსურათებზე, სახელწოდებით-,,1.j--” და „იზოლატორი“ (ფოტო +10 და სს N09---------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს, სახელწოდებებით- „Rec1_0001.avi”(ვიდეოგრამა N1), „Rec1_0001.avi”(ვიდეოგრამა N2) და „Rec1_0001.avi”(ვიდეოგრამა N3) არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები.

 

2. გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ N1-N3 ვიდეოგრამებიდან, ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო #7-8-9) დაფიქსირებული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

 

3. გამოკვლევაზე წარმოდგენილ #4 ლაზერულ დისკზე არსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N10 და N11) დაფიქსირებული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

 

4. გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ N1-N3 ვიდეოგრამებიდან, ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N7-8-9) და N4 ლაზერულ დისკზე არსებულ ჰო--------------------ის ფოტოსურათებზე, სახელწოდებით-„1.j--” და „იზოლატორი“ (ფოტო N10 და N11) გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება.

 

2.26. ექსპერტმა გი--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილ დისკებზე გამოსახულია ერთი და იგივე პიროვნება ჰო--------------------ი.

 

2.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ჰო--------------------ის მონაწილეობა ნარკოტიკული საშუალების გასაღებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი უტყუარად დადასტურებულია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში ცალსახად მითითებულია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოფაილზე მონტაჟის ნიშნები არ შეინიშნება, ხოლო ჩანაწერში აღნიშნული პიროვნება არის ჰო--------------------ი;

 

2.28. ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერის გაშიფრული კრებსის თანახმად (კრებსის რეგისტრაციის #1---, გაფორმების თარიღი 28.02.2018), კადრში ჩანს სამი მამაკაცი - მ, მ1 და მ2. მამაკაცები საუბრობენ შესაძენი ნარკოტიკული საშულების შემადგენლობაზე, ფორმაზე, სიძლიერეზე (რამდენმა ადამიანმა შეიძლება მოიხმაროს) და ფასზე, კერძოდ:

 

,,მ-ასე რომ მე ძალიან დავინტერესდი, ჩვენმა მეგობარმა ამიხსნა სიტუაცია, მაგრამ თუ შესაძლებელია ერთი-ორი სიტყვით იქნებ თქვენც ამიხსნათ რა და როგორ, რომ უკეთ გავერკვე ამ თემაში; მ2-კ---, აუხსენი, შენ ხო იცი; მ1- კი, ეს, ჰაშიშის ზეთია. მ - „რასტვორი“ რა; მ1- ხო, „რასტვორია“. რა ქვია მაგას; მ2- ელექტრო სიგარეტი; მ- იქ თავსდება, ხო?; მ1- ხო; მ - და რამდენ კაცზე არის გათვლილი ერთი ცალი?; მ1- რამდენზეა? მ2- ...?/; მ1- სადღაც 70 კაცზე; მ- 70?! კარგი რა; მ1- 70-80 კაცზე; მ2- 40 კაცს ყოფნის ასე რა, ყელამდე; მ-ისა, ვო---, შემთხვევით ერთი ცალი თან ხომ არ გაქვს?; მ2-თან არ მაქვს; მ- იმიტომ რომ, ხო იცი, როგორც რუსები ამბობენ, „ტომარაში კატააო“. ანუ მაინც იყიდო, უნახავად, ცოტა ისეა ...; მ2- არა იქნება. დღე-დღეზე იქნება; მ- მე, როგორც ჩვენმა მეგობრმა ამიხსნა, პარტიით რო გასაღდეს, ასე ხართ ხო დაინტერესებული? თუ როგორ? რამდენი შეიძლება რო ავიღოთ?; მ2- არ ვიცი, იცი როგორ, მინდა რო ერთ კაცთან ვიმუშაო. იმიტომ რომ ეს ისეთი საქმეა, ამისი იქით-აქეთ მიდებ-მოდება არ შეიძლება; მ- რა თქმა უნდა. მაგრამ ერთი ცალი თუ შეიძლება მინდა მაინც საჩვენებლად, მე მყავს ხალხი რომლებიც ექსპერტები არიან ამ საქმეში და ნახავენ. პირადად მე მომხმარებელი არ ვარ, უბრალოდ მჭირდება საქმისთვის. კ--- გეტყოდა, ჩვენ გვაქვს ისეთი ადგილები სადაც ისეთი ხალხი იყრის თავს, რომლებიც ამით ერთობიან და შეიძლება ყველაფერი კარგად დავალაგოთ. სანამ ვიყიდი და თანაც ბევრს, აუცილებლად უნდა ვაჩვენო ერთი ცალი და იმ დღესვე გეტყვი პასუხს. ეს ის არის რაც ჩვენ გვინდა თუ არა. მ2- კი, რა თქმა უნდა. ფასი, 70 დოლარია; მ- 70 დოლარი, ცალი ხო?; მ1 - კი“.

 

2.29. ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერის გაშიფრული კრებსის თანახმად (კრებსის რეგისტრაციის #----, გაფორმების თარიღი 10.03.2018), საუბრობს სამი მამაკაცი - მ. და მ1 კ---სთან ერთად. საუბარი ძირითადად შეეხება შესაძენი ნარკოტიკული საშუალების რაოდენობას, გადასახდელ თანხას, ითვლიან თანხას, კონტეინერებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალებებია მოთავსებული, კერძოდ:

 

,,მ- როგორ არის ჩვენი საქმეები?; მ1- არა უშავს. თქვენ რას შვრებით, რა გადაწყვიტეთ? უთხარი უკვე?; მ- ჩამოვყალიბდით. (მიმართავს მ2-ს ქართულად) შენ არ გისაუბრია?; მ1- კი, კი, ყველაფერი მიამბო; მ- ნუ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ მოგვეწონა, დავიწყოთ მუშაობა და შემდეგ გამოჩნდება რა იქნება. თქვენ არ ხართ ჯერ მზად?; მ1- მზად ვარ. მ- ნუ, „ვსიო“, მეც მზად ვარ. უბრალოდ ერთი რამის თქმა მინდა, კ---, კ- ჰო.- რომ ამ ყველას, 1 000-სივე ცალს ხომ ვერ ... მ1- (აწყვეტინებს) არა, 700 ცალია; მ- 700? მ1- ჰო; კ- და 300-სს დღეს გვიან (არ ასრულებს აზრს); მ- კი, ბატონო, იყოს. მაგრამ ერთი მომენტია, კ---, რაც ვნახეთ ესეც ისეთივე უნდა იყოს, მე 1 000-სს ... კ. (აწყვეტინებს) კი. - უბრალოდ დამაგვიანდა და ბანკში დოლარები არ ჰქონდათ, ლარები ავიღე . (იღებს ცელოფნის პარკს და დებს მაგიდაზე) ას სამოცდაათი რაღაც ათასი ლარი მაქვს აქ. ე.ი. ნაკლები დაგვჭირდება ჯერ, ჰო?; კ- ჰო, რა. დავითვალოთ; მ- დავითვალოთ, ჰო. საქონელი თან გაქვთ, რომ შევხედო?; მ1- (აწვდის მანქანის გასაღებს) კ---, მოიტან?; კ- მომე. (კ--- დგება და გადის ბარიდან.); მ- ეს ჩემმა ბიჭებმა გადაითვალეს (მიუთითებს ფულზე). 2.45-ია კურსი, რა; მ1- 2.45-ზე. 700 ცალი იქნება, ჰო? ე.ი. ჩვენ უნდა (არ ასრულებს აზრს). ანგარიშობს ტელეფონში.) გვიან იწყებენ მუშაობას და ჯერ არავინ არაა. მ1- ღამე მუშაობენ, ჰო?; მ- კი, დილამდე გუგუნებენ. ჩვენ გამოვედით მაგ ასაკიდან; მ1- ჰო; მ- ე.ი. (უჩვენებს ტელეფონში ნაანგარიშებს) 171.5 გამოდის. ეს უნდა გავამრავლოთ 700-ზე. აი, 120 ...(არ ასრულებს)“.

 

,,ბარში შედის კ---, რომელსაც შემოაქვს ყუთი და დებს მაგიდაზე. მამაკაცი ტელეფონს აწვდის მ1-ს; მ- აი, კალკულატორი, ძმაო, საქმე საქმეა, მიდი შენ თვითონაც იანგარიშე. მ1. ანგარიშობს; კ- რამდენი გამოდის? მ1- 120.50 მ- 120.50 სწორია? მ1- (თანხმობის ნიშნად უქნევს თავს.); მ- მოდი ჯერ ვნახავ. კ--- მ1-ს აწვდის ცელოფნის პარკს, რომელშიც ფულია და ეუბნება, რომ გადადოს დაბლა. მამაკაცი ყუთიდან იღებს შედარებით პატარა ყუთებს და ეკითხება მ1-ს თუ რამდენი ცალია ერთ ყუთში, მ1. პასუხობს, რომ 100 ცალია. - ე.ი. 7 ესეთ ყუთი უნდა იყოს, ჰო? (ალაგებს პატარა ყუთებს დიდი ყუთიდან, ხსნის და ათვალიერებს თითოეულ ყუთს და დებს იატაკზე.) იგივე საქონელია, ჰო?; მ1- კი:- იგივეა. მ1- მანდ 4 ცალი დიდებია“.

 

2.30. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, მათი გაშიფრული ტექსტებით ცალსახად დასტურდება, როგორ განიხილავენ მხარეები (ჰო--------------------ი და ზუ--------------ი) ნარკოტიკული საშუალების შეძენის დეტალებს, საუბრობენ გასაყიდი საქონლის ფორმაზე, შიგთავსზე, თრობის ხარისხზე, რაოდენობაზე და გადასახდელ თანხაზე. საუბრისას ბრალდებული აქტიურობს და აცხადებს, რომ მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება აქვს ჩამოტანილი და სურს მისი ერთიანი რეალიზაცია. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ცალსახად ადასტურებენ ბრალდებულის მონაწილეობას ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაში. აშკარაა, რომ იგი წარმართავს საუბარს, დაინტერესებულია ნარკოტიკების გაყიდვით და არის აქტიური მოლაპარაკებებში.

 

2.31. ბრალდებულმა ჰო--------------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, დაადასტურა კა------------------ასთან და ზუ--------------თან შეხვედრისა და მათთვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის ფაქტები და დამატებით განმარტა, რომ კა------------------ა გაიცნო 2013-2014 წლებში. ისინი მეგობრები იყვნენ და ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2018 წლის იანვრის თვეში როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, კა------------------ას მარიხუანა ჩამოუტანა (კ---ს მარიხუანა უყვარდა), რომელიც მას მოეწონა. კა------------------ასგან მისთვის ცნობილი იყო, რომ საქართველოში მარიხუანას მოწევა და გასაღება პრობლემას არ წარმოადგენდა და კანონი მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებდა. კა------------------ამ შესთავაზა კლიენტის პოვნის შემთხვევაში მარიხუანა ჩამოეტანა საქართველოში. მისთვის ცნობილი იყო, რომ იგი (კა------------------ა) წარსულში პოლიციაში მუშაობდა და დაუჯერა. შეთავაზებით დაინტერესდა და დაიწყო იმ ადამიანის მოძიება, ვინც აღნიშნული ნივთიერების საქართველოში შემოტანაში დაეხმარებოდა. ამერიკაში დაუკავშირდა პიროვნებას, რომელიც მარიხუანით ვაჭრობდა. კა------------------ამ შესთავაზა ზუ--------------ის გაცნობა, რომელიც მისი თქმით მარიხუანით იყო დაინტერესებული. ბრალდებულის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო, რომ მის მიერ ჩამოტანილ მარიხუანას დანამატი თუ ჰქონდა. ფიქრობდა, რომ სუფთა მარიხუანა შემოიტანა.

2.32. სასამართლო განმარტავს, რომ ნივთიერება, რომელიც ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და გაასაღა კა------------------აზე და ზუ--------------ზე, წარმოადგენს არა გამომშრალ მარიხუანას (მცენარის ფოთლებს), არამედ სითხეს, რომელიც განთავსებული იყო მინის კონტეინერებში (ერთ მილიგრამიანი და ნახევარ მილიგრამიანი) და შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“. იგი წარმოადგენს მცენარე კანაფისგან მიღებულ ზეთოვან სითხეს, რომელიც გამდიდრებულია სხვადასხვა მინარევებით („კანაბიდიოლი“ და „კანაბინოლი“). ვიზუალური განსხვავება გამომშრალ მარიხუანასა (მცენარის ფოთლებს) და ზეთოვან სითხეს შორის (რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“) იმდენად აშკარაა, რომ სასამართლოს ლოგიკას მოკლებულად მიაჩნია ბრალდებულის მტკიცება, თითქოს მან (მისი წარმოდგენით) სუფთა მარიხუანა შემოიტანა ყოველგვარი მინარევის გარეშე, რომლის შემოტანა და რეალიზაცია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენების აღნიშნულ ნაწილს, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან.

 

2.33. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თითქოს ბრალდებულის მიერ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება („ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი სითხე) წარმოადგენს მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებას და მისი შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის ბრალდებულს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს, კერძოდ: ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N1-ის თანახმად, „ტეტრაჰიდროკანაბინოლები“, შემდეგი „იზომერები“ და მათი სტერეო ქი------ი ვარიანტები წარმოადგენს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები შეეხებოდა ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას და არა ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, რომელიც ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 164-ე პუნქტის თანახმად, წარმოადგენს დამოუკიდებელ ნარკოტიკულ საშუალებას და არა მარიხუანას, რომელიც ამავე ნუსხაში მოცემულია 92-ე პუნქტად.

2.34. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის განმარტებას, თითქოს მოცემულ შემთხვევაში კა------------------ას მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის მაპროვოცირებელ ქმედებებს, რის გამოც ბრალდებულმა გადაწყვიტა ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან, დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51). ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე Miliniene v. Lithuania ასევე განმარტებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ გავლენა იქონია მოვლენების მსვლელობაზე იმით, რომ კერძო პირს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა საუბრების ჩასაწერად და ხელს უწყობდა მომჩივანისთვის ფინანსური შეთავაზების გაკეთებას პოლიციის ქმედებები კვალიფიცირებული იქნა, როგორც დანაშაულებრივ საქმიანობასთან ,,მიერთება“ და არა როგორც ამ საქმიანობის ინიცირება, რადგან მოცემულ შემთხვევაში ინიციატივა კერძო პირისგან მოდიოდა. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე არ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Miliniene v. Lithuania, პარ. 37-38, 41).

 

ევროპულმა სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა, როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რომელსაც იგი ასეთი წაქეზების გარეშე არ ჩაიდენდა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 55).

სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია დანაშაულის შესაძლო წაქეზების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება რაიმე სახის პროვოკაციის ნიშნები. ჰო--------------------ის განმარტებით, 2018 წლის იანვრის თვეში კა------------------ას სომხეთიდან ჩამოუტანა მარიხუანა თავისი ინიციატივით და აჩუქა მას, შესაბამისად, ჰო--------------------ს ამ დანაშაულამდე (ამ საქმემდე) ნარკოტიკულ საშუალებებთან, რომ ჰქონდა შემხებლობა, თავადვე დაადასტურა ჩვენებაში. კა------------------ას სწორედ ბრალდებულმა მიაწოდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების იდეა და სთხოვა კლიენტის მოძებნა. სწორედ აღნიშნულ დროს ჩაერთო საქართველოს შს სამინისტროს ოპერატიული თანამშრომელი საგამოძიებო/ოპერატიულ ღონისძიებებში. ჰო--------------------ისგან განახორციელდა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. ჰო--------------------მა ასევე არ უარყო ზუ--------------თან და კა------------------ასთან შეხვედრისა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების შესახებ მოლაპარაკებების ფაქტები. ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერებითა და მათი გაშიფრული ტექსტიდან ცალსახად დგინდება, რომ ნარკოტიკების გასაღებით დაინტერესებული პირი, საუბრის წამმართველი და ინიციატორია ჰო--------------------ი, იგი აქტიურობდა და განიხილავდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების დეტალებს. ზუ--------------ისა და კა------------------ას როლი დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში არის არსებითად პასიური და სრულად შეესაბამება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს. ამდენად, სასამართლოს დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული ვერსია დანაშაულის რაიმე ფორმით წაქეზების თაობაზე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია.

 

2.35. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

2.36. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

2.37. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი დამაჯერებელი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა ჰო--------------------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება განსაკუთრებული დიდი ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა/გასაღება) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა/გასაღება) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

3.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სამართლებრივად მართებულია.

 

3.3. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ჰო--------------------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი სითხე. ნარკოტიკული საშუალების გაყიდვა შესთავაზა კა------------------ას, რომელმაც ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან, დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიებები, შედგა მოლაპარაკება ბრალდებულსა და ზუ--------------ს შორის. განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა (1, 0411 გრამი „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი ორი ფლაკონი 2018 წლის 8 მარტს, ჰო--------------------მა გადასცა კა------------------ას), ხოლო შემდგომ ბრალდებულმა შეხვედრაზე მიიტანა 700 ცალი (კონტეინერი), რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი სითხე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 120 050 ლარად გადასცა ზუ--------------ს. თანხის გადაცემისა და ნარკოტიკული საშუალების შემოწმების შემდეგ ბრალდებული დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

3.4. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N1-ის თანახმად, „ტეტრაჰიდროკანაბინოლები“, შემდეგი „იზომერები“ და მათი სტერეოქი------ი ვარიანტები წარმოადგენს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას.

 

ამავე კანონის დანართი #2-ში განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დანართის (ნუსხის) 164-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - „ტეტრაჰიდროკანაბინოლები“ (ყველა იზომერი და მათი სტერეოქი------ი ვარიანტები) 0,05-დან 0,5 გრამამდე ითვლება პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 0,5-დან 5 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 5 გრამზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჰო--------------------ის მიერ საკონტროლო შესყიდვისას კა------------------ასთვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ოდენობა (1, 0411 გრამი) მნიშვნელოვნად აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ დიდი ოდენობის მინიმალურ ზღვარს - 0.5 გრამს და, შესაბამისად, წარმოადგენს დიდ ოდენობას, ხოლო ბრალდებულის მიერ ზუ--------------ისთვის გადაცემული, 700 ცალ კონტეინერში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების (237, 602 გრამი „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“) საერთო წონა კი აღემატება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მინიმალურ ზღვარს 5 გრამს და, შესაბამისად, სახეზეა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება.

 

3.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ჰო--------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ერთი ეპიზოდი) და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები - 1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; 2. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2----–-–-----------ის ეპიზოდი) 3. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი), რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რომლითაც ჰო--------------------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი - შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ჰო--------------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ჰო--------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება.

 

4.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჰო--------------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც უხეშად არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს და არის მაღალი საშიშროების მატარებელი), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (ჰო--------------------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 239.7755 ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი სითხე, კა------------------აზე უკანონოდ გაასაღა 1.0411 გრამი და 237.602 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი, იყო დასაქმებული), ჰო--------------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ჰო--------------------ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (შეძენისა და შენახვის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2----–-–-----------ის ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ჰო--------------------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

4.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

4.9. ამდენად, ჰო--------------------ს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2----–-–-----------ის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ჰო--------------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

- დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

 

- ფულადი თანხა - 51, 200 ლარი და 120,050 ლარის ოდენობით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს შს სამ------------–--------–---------------–----------–-–-------------------ს;

 

- ჰო--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა - 55 ლარი | სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

- პოლიეთილენის პარკი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

 

- ჰო--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის მობილური ტელეფონი, 2 ცალი ბანკის შემოსავლის ორდერი, ერთი ყვითელი ქაღალდი წარწერებით, ერთი ჩეკი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

- შპს „ჯო-----------------გან’’ ამოღებული გზავნილი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჰო--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (შეძენისა და შენახვის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2----–-–-----------ის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2----–-–-----------ის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ჰო--------------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. ჰო--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. ჰო--------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2----–-–------------იდან.

 

5. ჰო--------------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

§ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

§ ფულადი თანხა - 51, 200 ლარი და 120,050 ლარის ოდენობით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს საქართველოს შს სამ------------–--------–---------------–----------–-–-------------------ს;

 

§ ჰო--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა - 55 ლარი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

§ პოლიეთილენის პარკი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

§ ჰო--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის მობილური ტელეფონი, 2 ცალი ბანკის შემოსავლის ორდერი, ერთი ყვითელი ქაღალდი წარწერებით, ერთი ჩეკი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

§ შპს ,,ჯო-----------------გან’’ ამოღებული გზავნილი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი