გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2019
საქმის ნომერი
180310018002757041
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/422-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29.01. 2019 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი;

 

წარმომადგენელი: ქ----------------

 

მოპასუხე: ი------–-–---–-- (არ გამოცხადდა)

 

დავის საგანი: თანხის უკან დაბრუნება;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ზედმეტად ჩარიცხული საარსებო შემწეობის სახით გაცემული თანხის - 10 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, ი------–-–---–-------------------) ოჯახი (----------------- იღებდა საარსებო შემწეობას.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის N04/9274 წერილით მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მიეწოდა ინფორმაცია ამ ოჯახის წევრების - ი------–-–---–--------------------- და ლ-–--------–---–-------------------- მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების თაობაზე; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენილ ვადაში. მოსარჩელე ითხოვს 2018 წლის იანვრის თვის შემწეობის უკან დაბრუნებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ი------–-–---–--; რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. (იხ. დასტური. 2019 წლის 29 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება ყოველთვიურად 10 ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა რეგისტრაციის შეწყვეტამდე შეადგენდა 99 180-ს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს განცხადებით მიმართა მოპასუხე ი------–-–---–--- რომელმაც აიღო ვალდებულება, ერთი თვის ვადაში ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.3. მოპასუხეს - ი------–-–---–------------------- და მისი ოჯახის წევრს ლ-–--------–---–------------------- დაუფიქსირდათ ლეგალური შემოსავალი.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.4. მოპასუხეს 2018 წლის იანვარში მიღებული აქვს ოჯახის სახელზე გაცემული საარსებო შემწეობა 10 ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.5. ვალდებულების დარღვევისა და პასუხიმგებლობის წარმოშობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ოჯახს ეცნობა მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხრეო ცენტრის წერილებით.

 

მტკიცებულება: იხ.#04-12/1244, 18.04.2018 და #04-12/1646, 23.05.2018 წერილები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

;სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი; (საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილება) (სათაური 27/03/2018 N 142 ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან) ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

;სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის; (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე, დღეის მდგომარეობით 50 ლარით (18.01.2019 N3 გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახები, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად, იღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის თანხას. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად 1. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი).2. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 100001 (ასი ათას ერთი). ამავე დადგენილების მე- 91-ე მუხლის თანახმად ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი (18.05.2015 N215 ამოქმედდეს 2015 წლის პირველი მაისიდან) საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით; ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

როგორც დადგენილია ია ყველაშვილის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება ყოველთვიურად 10 ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 99 180-ს და საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 10 ლარით.

 

იმავე დადგენილების მე-10 მუხლის მიხედვით, 1. საარსებო შემწეობის ოჯახს უფლება აქვს: ა) მიიღოს საარსებო შემწეობა ამ წესით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით; ბ) მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრუწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო); გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია/საპენსიო პაკეტი, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. (21.06.2013 N 155 ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან) 2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: (18.08.2016 N407) ა) აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებები (წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება, დამატება, საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა), ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში; ბ) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში; გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი. (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი ) 3. ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა. (18.08.2016 N407) დღეის მდგომარეობით 3. ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ: (18.01.2019 N3 გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე) ა) ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში − „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე; ბ) უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია.(18.08.2016 N407)

 

დადგენილია, რომ ი------–-–---–- და მისი ოჯახის წევრს ლაშა სომხიშვილს დაუფიქსირდათ ლეგალური შემოსავალი და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის მოპასუხეს არაფერი უცნობებია.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში; დღეის მდგომარებით დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება, დამატება (გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში; (29.12.2018 N672)

 

ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

მოპასუხის ოჯახისათვის გამოყოფილი საარსებო შემწეობა შეადგენდა თვეში 10 ლარს, რასაც სადავო პერიოდში იღებდა იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობის მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 10 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამსახურისათვის მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, მე-13, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი ი------–-–---–-------------------) მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. ი------–-–---–- დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2018 წლის იანვრის თვეში ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 10 (ათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. მცხეთა სამხედროს ქ. № 17). ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე: კობა გოცირიძე