გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.12.2018
საქმის ნომერი
010210017002138394
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210--7002138394

2-3972/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05/12/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაოქ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - მ--–------ ტ---------ა

წარმომადგენელი - გ--–-----------

მოპასუხე - ს------ დ--------ი

წარმომადგენელი - ა-------–-–--–---

დავის საგანი - თანხის დაკისრება,უძრავი ქონების რეალიზაცია

შეგეგებული სარჩელი:

მოსარჩელე - ს------ დ--------ი

წარმომადგენელი - ა-------–-–--–---

მოპასუხე - მ--–------ ტ---------ა

წარმომადგენელი - გ--–-----------

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ--–------ ტ---------ამ, ს------ დ--------ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:

ა) ს------ დ--------ს მის სასარგებლოდ დაეკისროს:

- სესხის ძირი თანხის 1 500 000 აშშ დოლარის გადახდა;

- სარგებელის სახით 90 000 აშშ დოლარის გადახდა;

- მიუღებელი შემოსავალის სახით 765 000 აშშ დოლარის გადახდა;

ბ) 1 590 000 აშშ დოლარის ამოღების მიზნით რეალიზებული იქნას ქ. ბათუმში, ჭ---------------ში მდებარე, იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება:

- საკადასტრო კოდი 05.21.51.0--.01.8--

- საკადასტრო კოდი 05.21.51.0--.01.5--

- საკადასტრო კოდი 05.21.51.0--.01.8--

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2014 წლის 24 ოქტომბერს მ--–------ ტ---------ასა და ს------ დ--------ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ--–------ ტ---------ამ ს------ დ--------ს ასესხა 1 500 000 აშშ დოლარი. გაცემული სესხიდან 500 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა უსასყიდლო სესხს და მასზე სარგებელი გადასახდელი არ იყო. 500 000 აშშ დოლარი ს------ დ--------ს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. 1 000 000 აშშ დოლარის სესხი სასყიდელიანი იყო და მასზე ს------ დ--------ს სარგებელის სახით უნდა გადახადა თვეში 1.5 %. სასყიდელიანი სესხის თანხა მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 6 თვეში. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ს------ დ--------ის საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ქონება. კერძოდ:

- ქ. ბათუმი ჭ---------------ში, პირველ სართულზე მდებარე 335 კვ.მ. საერთო ფართის №S1/2/1 არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი 05.21.51.0--.01.8--

- ქ. ბათუმი ჭ---------------ში, პირველ სართულზე მდებარე 170 კვ.მ. საერთო ფართის №S1/2 არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი 05.21.51.0--.01.5--

- ქ. ბათუმი ჭ---------------ში, ,,C“ ბლოკში ,,5-6“ ღერძებში მდებარე 75 კვ.მ. საერთო ფართის №S1/1/7 არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი 05.21.51.0--.01.8--

 

მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოსარჩელეს არ დაუბრუნა სესხად მიღებული 500 000 აშშ დოლარი. მან არც 6 თვის შემდეგ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და მოსარჩელეს არ დაუბრუნა ძირი თანხა - 1000 000 აშშ დოლარი და სარგებელი 90 000 აშშ დოლარი. ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელემ დაკარგა შემოსავალი, რაც შეადგენს 1 500 000 აშშ დოლარის 1.5 %-ს, თვეში 22 500 აშშ დოლარს. საერთო ჯამში მოსარჩელემ სარჩელის აღძვრამდე დაკარგა 765 000 აშშ დოლარი.

 

1.1. მოპასუხის პოზიცია:

ს------ დ--------ი სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ადასტურებს 2014 წლის 24 ოქტომბერს მ--–------ ტ---------ასა და ს------ დ--------ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას, მაგრამ ამტკიცებს, რომ მ--–------ ტ---------ამ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა ს------ დ--------ს არ გადასცა. შესაბამისად მას არ აქვს თანხის დაბრუნების ვალდებულება.

 

2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

ს------ დ--------მა შეგებებული სარჩელი აღძრა და შეგებებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი 2014 წლის 24 ოქტომბერს მ--–------ ტ---------ასა და ს------ დ--------ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

შეგებებული სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:

2014 წლის 24 ოქტომბერს მ--–------ ტ---------ასა და ს------ დ--------ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ--–------ ტ---------ას ს------ დ--------ისათვის უნდა ესესხებინა 1 500 000 აშშ დოლარი. გარიგების დადების შემდეგ მ--–------ ტ---------ა რუსეთში ისე წავიდა, რომ მისთვის სესხის თანხა არ გადაუცია. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ს------ დ--------მა დაამთავრა რუსული სკოლა და მან ქართულ ენაზე წერა და კითხვა არ იცის. შესაბამისად მან ვერ გაერკვა ხელშეკრულების ტექსტის იმ ნაწილში, სადაც წერია, რომ მან მ--–------ ტ---------ასაგან მიიღო 1 500 000 აშშ დოლარი. მიიჩნევს, რომ გარიგების შინაარსი მას უნდა თარგმნოდა მისთვის გასაგებ ენაზე. ამ წესის დაუცველობის გამო გარიგება ბათილად უნდა იქნას აღიარებული.

2.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:

მ--–------ ტ---------ა სარჩელს არ ცნობს. ამტკიცებს, რომ ს------ დ--------ს შეუძლია ქართულ ენაზე წერა და კითხვა, შესაბამისად მან სრულად გაიგო ტექსტის შინაარსი და მისი დამატებით თარგმნა არ იყო საჭირო.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს მ--–------ ტ---------ა და ს------ დ--------ი მივიდნენ ნოტარიუსთან და სანოტარო წესით გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მასში მითითებულია მ--–------ ტ---------ას მიერ ს------ დ--------ისათვის 1 500 000 აშშ დოლარის სესხად გაცემის შესახებ. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ს------ დ--------ის საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ქონება, რომელთა საკადასტრო კოდებია 05.21.51.0--.01.8--; 05.21.51.0--.01.5-- და 05.21.51.0--.01.8--

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 19-27.

 

3.1.2. 2014 წლის 24 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითიტებულია, რომ გარიგება დადებულია შემდეგი პირობებით:

- სესხის ოდენობა - 1500 000 აშშ დოლარი.

- სესხის ვადა:

- 500 000 აშშ დოლარი - 2014 წლის 31 დეკემბრამდე;

- 1 000 000 აშშ დოლარის - 6 თვი ვადით.

- სარგებელი:

- 500 000 აშშ დოლარი - სარგებელის გარეშე;

- 1 000 000 აშშ დოლარი - თვეში 1.5 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 19-27.

 

3.1.3. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ს------ დ--------მა და მ--–------ ტ---------ამ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებია:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში სესხის თანხად მითითებული 1 500 000 აშშ დოლარის მ--–------ ტ---------ას მიერ სესხად ს------ დ--------ისათვის გადაცემა;

- ს------ დ--------ის მიერ ქართულ ენაზე წერა-კითხვის ცოდნა და ზოგადად საუბრის უნარი.

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის დასახელებული ორი გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც 1 500 000 აშშ დოლარის სესხად გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს უნდა დაეკისროს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხეს გადასცა 1 500 000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემას მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს და ის ამ ფაქტის მტკიცებისაგან თავისუფლდება. ამ ნაწილში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. მასვე ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს, რომ მოპასუხე ქართულ ენას ფლობს და ხელშეკრულების დადებისას მან გაიგო გარიგების შინაარსი.

 

3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.6. როგორც 3.2.1. პუნქტში აღინიშნა ერთერთი სადაო გარემოებაა ქართულ ენაზე კომუნიკაციის ნაწილში ს------ დ--------ის უნარი. მოპასუხე ამტკიცებს, რომ ს------ დ--------ი ქართული საუბრის შინაარს ვერ გებულობს. ასევე ქართულად ვერ წერს და ვერ კითხულობს. რასაც მოსარჩელის წარმომადგენელი კატეგორიულად არ ეთანხმება. მან ზეპირად განმარტა, რომ მოპასუხე მ--–------ ტ---------ას მეგობარია. ისინი ერთმანეთთან საუბრობენ ქართულად და ასევე მან კარგად იცის, რომ მოპასუხეს ქართული წერა-კითხვა და საუბარი არ უჭირს. ამ გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელემ წარმოადგინა ს------ დ--------ის მონაწილეობით შედგენილი შემდეგი დოკუმენტები:

- 2012 წლის 22 აგვისტოს სანოტარო აქტი (ორი ხელშეკრულება);

- იპოთეკის ორი ხელშეკრულება;

- პარტნიორთა კრების №1 ოქმი;

- საწარმოს წესდება;

- დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილება;

- გირავნობის ხელშეკრულება;

- წილის უფლების ნასყიდობის სამი ხელშეკრულება;

- პარტნიორთა კრების ოქმი №7;

- პარტნიორთა კრების ოქმი №9;

- პარტნიორთა კრების ოქმი №23/2014;

- პარტნიორთა კრების ოქმი №81;

- იჯარის ხელშეკრულება;

- ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

ფაქტობრივად მოსარჩელემ წარმოადგინა 17 გარიგება. თითოეული გარიგებაში ერთერთ მხარეს წარმოადგენს ს------ დ--------ი. ხელშეკრულებათა უმრავლესობა სანოტარო წესითაა დადასტურებული და მათზე ს------ დ--------ი ხელს გარკვევით აწერს ქართულ ენაზე. ის ხელშეკრულებებში მონაწილეობდა თარჯიმანის გარეშე და გამოვლენილი აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ნება, როგორიცაა იპოთეკით ქონების დატვირთვის, გირავნობით ქონების დატვირთვის, საწრმოს წილის ნასყიდობის, სესხის მიღების, უძრავი ქონების გასხვისებისა და სხვა ტიპის ნება. თითოეულ დოკუმენტს ს------ დ--------ი ხელს აწერს ქართულ ენაზე. უმრავლეს დოკუმნეტში ნოტარიუსს გამორკვეული აქვს ს------ დ--------ის მიერ ქართული ენის ცოდნა და ამ დოკუმენტებს ს------ დ--------ს მას შემდეგ აქვს ხელი მოწერილი. მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლოს შეექმნა რწმენა მასზედ, რომ ს------ დ--------ი ქართულ ენაზე საუბრობს, წერს და კითხულობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოთვლილი მრავალი გარიგებიდან ერთერთი გარიგების დადების დროს მაინც მიხვდებოდა ნოტარიუსი, რომ ს------ დ--------ი ქართული საუბრის შინაარს ვერ ხვდება. ასეთი რამ არ გამოვლენილა იმიტომ, რომ ს------ დ--------ი კომუნიკაციაში გამოდიოდა ქართულ ენაზე. სწორედ აღნიშნულის გამო მოპასუხის მითითება ენის ბარიერთან დაკავშიებით, არაა გასაზიარებელი. ის, 2014 წლის 10 ოქტომბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას სრულად გაერკვა ხელშეკრულების ტექსტში და აღნიშნულის შემდეგ მისი ნების გამოვლენა დაადასტურა ხელისმოწერით.

იხ. ს------ დ--------ის მონაწილეობის ამსახველი გარიგებები.ს.ფ. 177-231.

 

3.2.7. სესხად თანხის გადაცემის დამტკიცების მიზნით მოსარჩელის წარმომადგენელმა ზეპირად განმარტა, რომ მ--–------ ტ---------ასა და ს------ დ--------ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ--–------ ტ---------ამ ს------ დ--------ს ასესხა 1 500 000 აშშ დოლარი. გაცემული სესხიდან 500 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა უსასყიდლო სესხს და მასზე სარგებელი გადასახდელი არ იყო. 500 000 აშშ დოლარი ს------ დ--------ს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. 1 000 000 აშშ დოლარის სესხი სასყიდელიანი იყო და მასზე ს------ დ--------ს სარგებელის სახით უნდა გადახადა თვეში 1.5 %.

 

3.2.8. თავისი ზეპირი განმარტების დადასტურების მიზნით მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა 2014 წლის 24 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ მ--–------ ტ---------ამ ს------ დ--------ს ასესხა 1 500 000 აშშ დოლარი. გაცემული სესხიდან 500 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა უსასყიდლო სესხს და მასზე სარგებელი გადასახდელი არ იყო. 500 000 აშშ დოლარი ს------ დ--------ს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. 1 000 000 აშშ დოლარის სესხი სასყიდელიანი იყო და მასზე ს------ დ--------ს სარგებელის სახით უნდა გადახადა თვეში 1.5 %.

იხ. მოსარჩელის ზეპირი განმარტებები და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 19-27.

 

3.2.9. სესხის დამტკიცების მიზნით მოსარჩელეს სხვა პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მან დამატებით წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ს------ დ--------ის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელთა საკადასტრო კოდებია 05.21.51.0--.01.8--; 05.21.51.0--.01.5-- და 05.21.51.0--.01.8-- სესხის უზრუნველსაყოფადაა იპოთეკით დატვირთული. მოსარჩელე ამ სამ (ზეპირი განმარტება, სესხისა და იპოტეკის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის ამონაწერი) მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამტკცებს სესხის არსებობას.

იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 19-27.

საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 28-33

 

3.2.10. სასამართლო განმარტავს, რომ სესხად თანხის გადაცემა ფაქტობრივი გარემოებებაა. იგი უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მხარეები, ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს სანოტარო წესით დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასაც. ზოგადად სანოტარო წესით დადებული გარიგება შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად, ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და განმარტოს ეს მტკიცებულებები გამოდგება თუ არა თანხის სესხად გადაცემის ფაქტის დადგენისათვის. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ის წერილობითი მტკიცებულებებაა, რომლითაც შესაძლებელია დავადგინოთ სესხად თანხის გადაცემა და სესხთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარესაც აქვს ასეთ ხელშეკრულებაზე შედავების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე უარყოფს თანხის სესხად მიღებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმის დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 1 500 000 აშშ დოლარი იმ პირობებით, რაც ასახულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში. ამ არგუმენტს ანვითარებს მხარეთა შორის შედგენილი ხელშეკრულება, რაზეც ორივე მხარეს აქვს ხელი მოწერილი და მას სადაოდ არ ხდიან. ხელშეკრულების პირველი გვერდის მეოთხე აბზაცში მითითებულია, რომ ს------ დ--------მა 1 500 000 აშშ დოლარი მიიღო სესხის ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ტექსტის სიტყვა–სიტყვითი გააზრებით, დგინდება, მხოლოდ ის, რომ ს------ დ--------მა მ--–------ ტ---------ასაგან 1 500 000 აშშ დოლარი მიიღო სესხად. ამ ტექსტს სხვა განმარტება ვერ მიეცემა და არც ბუნდოვანი არაა. მასში შინაარსი მკაფიოდ და გასაგებადაა ჩამოყალიბებული. შინაარსში ნათელია ვინ, ვის, რა თანხა ასესხა და რა რაოდენობით. ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერაც სადაო არაა. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარიგება სანოტარო წესითაა და დედებული. მასში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა დაადგინა მხარეთა პირადობა, მათი ნების გამოხატვის ნამდვილობა, შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონია. აღნიშნულის შემდეგ შეადგინა ხელშეკრულება, მონაწილეებს წაუკითხა ხმამაღლა და მისი შინაარსი განუმარტა მათ. გარდა ამისა მხარეებმა პირადად წაიკითხეს ხელშეკრულება, რის შემდეგაც ხმამაღლა და ნათლად განაცხადეს, რომ იგი ზუსტად გამოხატავდა მხარეთა ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი. ეს ჩანაწერი გარიგების ნამდვილობის ქვაკუთხედია. თუ ნოტარიუსი გაესაუბრა გარიგების მონაწილეებს, გამოჰკითხა რა გარიგების შედგენა უნდოდათ, მათგან ინფორმაციის მიღების შემდეგ შეადგინა ხელშეკრულება და მასში ჩაწერა, რომ ს------ დ--------ს სესხად მიღებული აქვს 1 500 000 აშშ დოლარი, ასევე თუ ჩანაწერი წაიკითხა ს------ დ--------მა, გაეცნო ჩანაწერს 1 500 000 აშშ დოლარის მიღების შესახებ და ამის შემდეგ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, აღნიშნული გულისხმობს მას, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ნამდვილად გადასცა 1 500 000 აშშ დოლარი და მოპასუხემ სწორედ ამიტომ დაადასტურა თანხის მიღება თავისი ხელმოწერით.

 

3.2.11. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სანოტარო წესით დადებულ გარიგებას აქვს ნდობის უმაღლესი ხარისხი და იგი ითვლება უდაო მტკიცებულებად. ასეთი პრინციპი გამომდინარეობს ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის პირობიდან, რომლის მიხედვითაც ,,სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით და მას აქვს იურიდიული შედეგი. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა“. მოპასუხეს რომ ვერ წაეკითხა ხელშეკრულება, რომ ვერ გაცნობოდა მის შინაარს და რომ ვერ შეძლებოდა მასზე ხელმოწერა, ნოტარიუსი არ მისცემდა უფლებას რომელიღაც დოკუმენტიდან გადმოეხატა მისი სახელი და გვარი და ამ ფორმით დაედასტურებინა ხელმოწერა. რახან ნოტარიუსმა მიუთითა, რომ ს------ დ--------მა გაეცნო ტექტს, წაიკითხა და ხელი მოაწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურადაც ასე განხორციელდა დოკუმენტის მომზადება. ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის პირობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს მ--–------ ტ---------ასა და ს------ დ--------ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ--–------ ტ---------ამ ს------ დ--------ს ასესხა 1 500 000 აშშ დოლარი. გაცემული სესხიდან 500 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა უსასყიდლო სესხს და მასზე სარგებელი გადასახდელი არ იყო. 500 000 აშშ დოლარი ს------ დ--------ს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. 1 000 000 აშშ დოლარის სესხი სასყიდელიანი იყო და მასზე ს------ დ--------ს სარგებელის სახით უნდა გადახადა თვეში 1.5 %. სასყიდელიანი სესხის თანხა მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 6 თვეში. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ს------ დ--------ის საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ქონება. კერძოდ:

- ქ. ბათუმი ჭ---------------ში, პირველ სართულზე მდებარე 335 კვ.მ. საერთო ფართის №S1/2/1 არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი 05.21.51.0--.01.8--

- ქ. ბათუმი ჭ---------------ში, პირველ სართულზე მდებარე 170 კვ.მ. საერთო ფართის №S1/2 არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი 05.21.51.0--.01.5--

- ქ. ბათუმი ჭ---------------ში, ,,C“ ბლოკში ,,5-6“ ღერძებში მდებარე 75 კვ.მ. საერთო ფართის №S1/1/7 არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი 05.21.51.0--.01.8--

იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 19-27.

 

3.2.12. თეორიულად არსებობს იმის დასაშვებობა, რომ მხარეები შეთანხმებულიყვენ 1 500 000 აშშ დოლარის ხელშეკრულების დადების შემდეგ გადაცემაზე. ასევე თეორიულად შესაძლებელია, რომ ხელშეკრულების დადებამდე მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ გადაეცა სესხის თანხა, მაგრამ ასეთი თეორიული შესაძლებლობაც რაღაც არგუმენტით უნდა იყოს გამყარებული. ასეთი შეთანხმება რისკის მატარებელია. აუცილებელია მხარეებმა გამოიჩინონ წინდახედულობა და იმ გარიგებაზე მოაწერონ ხელი, რაც რეალურად არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკის მატარებელი მხარე რჩება მტკიცების პრობლემის გარეშე. თუ მოპასუხეს სესხის თანხა მიღებული არ ჰქონდა და ამისდა მიუხედავად ხელშეკრულებაში მაინც დაადასტურა, რომ მას ფული უკვე მიღებული აქვს, ასეთ შემთხვევაში ის საკუთარ თავს შეგნებულად აყენებს მტკიცების რისკის წინაშე. მტკიცების რისკის გაწევაა ის, რომ შესაძლებელია დამსესხებელს გაუჭირდეს მოსარჩელეს აჯობოს სესხის მიღება/არმიღების მტკიცებაში. სწორედ ამიტომაც დამსესხებელმა უფლება უნდა გამოიყენოს მართლზომიერად. ისე უნდა დადოს გარიგება, რომ დავის შემთხვევაში მისი მტკიცების უნარი ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თანხის მიღების მტკიცებას, თავიდანვე აყენებს რისკის ქვეშ. რისკვეშ ქვეშ დაყენებაა ხელშეკრულებაში თანხის მიღების დადასტურება იმ ვარაუდით, რომ სადაოობისას გამოიყენოს თავისი ზეპირი განმარტება და თანხის მიღება უარყოს. ობიექტურობა მოითხოვს, რომ მხოლოდ ზეპირი განმარტებით არ უნდა გადაწყდეს სესხის მიღება/არმიღების საკითხი. იგი სხვა მტკიცებულებებითაც უნდა დგინდებოდეს. მოსარჩელემ სანოტარო წესით დადებული გარიგებით გამყარა სესხის გაცემა. ამიტომაც სესხის გაცემასთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტები და გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები.

 

3.2.13. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს სესხის ნაწილი თანხა - 15 000 აშშ დოლარი, გადაუხადა. თანხის გადახდის მტკიცებულებაა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მოსარჩელეს საქმეში ჰქონდა წარმოდგენილი. აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა მოპასუხემ სადაო გახადა და მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე ის სასამართლომ საქმიდან ამოიღო, თუმცა მოსარჩელემ თანხის მიღება ზეპირი განმარტებით დაადასტურა, რის გამოც მიჩნეული უნდა იქნას, რომ მოპასუხემ 15 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს გადაუხადა 2014 წლის 20 ოქტომბერს.

 

3.2.14. მიუღებელი შემოსავალის ამსახველი მტკიცებულებები მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს. აღნიშნულის გამო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავალის (ასეთი რომც არსებობდეს) ზუსტი ციფრი ბუნდოვანია. მართალია სესხის დაბრუნება გარკვეულ ზიანს იწვევს, მაგრამ ეს ზიანი უნდა იყოს დადასტურებული. მხოლოდ ზეპირი განმარტება არ გამოდგება მიუღებელი შემოსავალის დადგენისათვის. მსგავსი ლოგიკით შეიძლება სხვა ვარაუდებიც განვსაზღვროთ. მაგალითად ის, რომ მოსარჩელე იმავე თანხას გაასესხებდა სარგებელის გარეშე, შეიძენდა ქონება, დახარჯავდა მოგზაურობაში და ა.შ. ასეთი ქმედებები შემოსავალს არ მოიტანდა. ამიტომაც, როცა მხარე მიუთითებს მიუღებელ შემოსავალზე, ასეთ დროს ზუსტად უნდა დგინდებოდეს, რომ ამ თანხის დაყოვნებამ მოსარჩელეს დააკარგვინა კონრეტული ოდენობის თანხა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ხოლო მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

მ--–------ ტ---------ას სარჩელის ნაწილი :

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

მ--–------ ტ---------ა ამტკიცებს, რომ ს------ დ--------ს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრება სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა, მაგრამ ის სესხად გაცემულ თანხას არ უბრუნებს. სასამართლო განმარტავს, რომ თუ ს------ დ--------მა მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დააბრუნა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3 წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

დადგენილია, რომ ს------ დ--------ს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. იმავდროულად მ--–------ ტ---------ას გააჩნდა თანხა და შეეძლო ს------ დ--------სათვის თანხა გადაეცა სესხად. მხარეთა ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, შედეგად მ--–------ ტ---------ამ, ს------ დ--------ს ასესხა 1 500 000 აშშ დოლარი. გაცემული სესხიდან 500 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა უსასყიდლო სესხს და მასზე სარგებელი გადასახდელი არ იყო. 500 000 აშშ დოლარი ს------ დ--------ს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. 1 000 000 აშშ დოლარის სესხი სასყიდელიანი იყო და მასზე ს------ დ--------ს სარგებელის სახით უნდა გადახადა თვეში 1.5 %. სასყიდელიანი სესხის თანხა მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 6 თვეში. თანხის გადაცემის შემდეგ, რამოდენიმე დღეში, კერძოდ 2014 წლის 24 ოქტომბერს მხარეთა შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ს------ დ--------ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ სერგედ--------ის ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლეიბრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ს------ დ--------ს სესხად მიღებული 1 500 000 აშშ დოლარიდან 500 000 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. მან ვალდებულება ნაწილობრივად შეასრულა. სესხად თანხის მიღების შემდეგ, ხელშეკრულების წერილობით გაფორმებამდე, მ--–------ ტ---------ას დაუბრუნა 15 000 აშშ დოლარი. თანხის მიღებას მ--–------ ტ---------ა ადასტურებს. მოპასუხემ შემდგომი პერიოდში არც 2014 წლის 31 დეკემბრამდე და არც მას შემდეგ დარჩენილი 485 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს არ დაუბრუნა.

 

6.5. სესხად მიღებული თანხის დანარჩენი ნაწილის - 1 000 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვადა დადგა 2015 წლის 24 აპრილს. ს------ დ--------მა ამჯერადაც დაარღვია სესხის დაფარვის ვალდებულება და სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა ძირი თანხა არა 1500 000 აშშ დოლარი, არამედ 1 485 000 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მ--–------ ტ---------ა ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ სასყიდელიანი იყო. 1 000 000 აშშ დოლარის სესხზე მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. ს------ დ--------ს სარგებელის სახით უნდა გადაეხადა 1 000 000 აშშ დოლარის 1.5 % თვეში, რაც 6 თვეზე შეადგენს 90 000 აშშ დოლარს. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ს------ დ--------მა სარგებელის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა. შესაბამისად ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. მ--–------ ტ---------ა მოითხოვს სესხის დაბრუნების დაყოვნების გამო, მოპასუხეს დაეკისროს მიუღებელი შემოსავალის სახით თვეში 22 500 აშშ დოლარის, სულ 765 000 აშშ დოლარის გადახდა.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ თვითონ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებს, რომ გასესხებული თანხის დროულად მიუღებლობით იზარალა თვეში 22 500 აშშ დოლარი. სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დაყოვნება ბუნებრივია დაკავშირებული იქნება გარკვეულ ზიანთან, მაგრამ აუცილებელია ზიანის ოდენობის დაანგარიშება დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსარჩელემ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. მის მიერ წარმოდგენილ დოკუმეტებში არცერთი არ ქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას მასზედ, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით დაკარგა თვეში 22 500 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

საქმეში წარმოდგენილია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკითაა დატვირთული ს------ დ--------ის საკუთრებაში არსებული, შემდეგი ქონება:

- ქ. ბათუმი ჭ---------------ში, პირველ სართულზე მდებარე 335 კვ.მ. საერთო ფართის №S1/2/1 არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი 05.21.51.0--.01.8--

- ქ. ბათუმი ჭ---------------ში, პირველ სართულზე მდებარე 170 კვ.მ. საერთო ფართის №S1/2 არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი 05.21.51.0--.01.5--

- ქ. ბათუმი ჭ---------------ში, ,,C“ ბლოკში ,,5-6“ ღერძებში მდებარე 75 კვ.მ. საერთო ფართის №S1/1/7 არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი 05.21.51.0--.01.8--

 

6.9. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით ,,1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

დადგენილია, რომ ს------ დ--------მა მ--–------ ტ---------ას მიმართ ვადებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 1 485 000 აშშ დოლარი და სარგებელი 90 000 აშშ დოლარი. თანხის გადაუხდელობამ მ--–------ ტ---------ას უფლება მისცა მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

 

შეგებებული სარჩელის ნაწილი:

6.10. შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია 2014 წლის 24 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ანუ იმ გარიგების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მ--–------ ტ---------ამ ს------ დ--------ს მოსთხოვა თანხის გადახდა. საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის პირველ რიგში უნდა შემოწმდეს და შეფასდეს გარიგების ბუნება. გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილ წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩნვენებით, ბათილია. გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლინებაზე. სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის პირველ რიგში აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინება. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ნების თავისუფალი გამოვლენა ნიშნავს თანხის სესხად გაცემისა და მიღების ნების გამოვლენას. ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა ამ შემთხვევაში ს------ დ--------მა უნდა გამოხატოს ნება, რომ თანხა ისესხოს მ--–------ ტ---------ასაგან და ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს კუთვნილი ქონება. სწორედ ამას გულისხმობს მსესხებლის ნების თავისუფალი გამოვლინება. კანონმა დაადგინა, რომ სესხისა და იპოთეკის თაობაზე გამოვლენილი ნება ხელშეკრულებაში უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით, სანოტარო წესით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ფორმა დაცულია, რადგანაც ის გაფორმებულია წერილობით, სანოტარო წესით და შეიცავს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს. მიუხედავად ამისა მოსარჩელე განმარტავს, რომ მან ენის ბარიერის გამო ვერ გაერკვა ხელშეკრულების შენაარსში და იმ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის შინაარსიც მისთვის უცნობი იყო.

 

6.11. სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამეტია. სამოქალქო სამართალი ამ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებერივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესი ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული, ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. ნების გამოვლენა უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში — ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში. თუ მხარეებმა გამოავლინეს ნება მასზედ, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებამდე მოხდეს სესხის თანხის გადაცემა, მაშინ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაშიც ზუსტად ასეთი ნების გამოვლენა უნდა იყოს ასახული. წინამდებარე შემთხვევაშიც გარიგებაში წერია, რომ ხელშეკრულების დადებამდე მოხდა თანხის გადაცემა და აღნიშნული მხარეებმა დაადასტურეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. გამოსაკვლევია ს------ დ--------მა გაიგო თუ არა იმ ჩანაწერის შინაარსი, სადაც მითითებულია, რომ ხელშეკრულების დადებამდე სესხის თანხა დამსესხებელს მიღებული ჰქონდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ს------ დ--------მა გარიგებას ხელი მოაწერა ქართულად, ის ნოტარიუსს ესაუბრა ქართულ ენაზე და დაუსდასტურა, რომ ხელშეკრულების შინაარსი გაიგო. ასევე გასათვალიწინებელია ისიც, რომ სადაო ხელშეკრულების გარდა, ს------ დ--------ი მონაწილეობდა კიდევ სხვა 17 გარიგების დადებაში, სადაც გარიგებებს ხელი მოაწერა ქართულ ენაზე. ის ხელშეკრულების დადებისას ნოტარიუსის თანდასწრებით კითხულობდა ხელშეკრულებებს, ეცნობოდა მის შინაარს და ქართულ ენაზე აწერდა ხელს. გარიგებებში მისი მონაწილეობა ადასტურებს მას, რომ ის გარიგების შინაარსში ერკვეოდა და ხელშეკრულების პირობებსაც ასრულებდა. აღნიშნული ქმნის საფუძვლიან, დასაბუთებულ ვარაუდს მასზედ, რომ ს------ დ--------ი გარკვეულია იმ ხელშეკრულების შინაარსში, რომლშიც მონაწილეობდა, მათ შორის 2014 წლის 24 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსშიც. შსაბამისად სადაო ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება კანონს და იგი არ შეიცავს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითად სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 3000 ლარს. სახ. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადადილი. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ბაჟის გადახდა მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. მ--–------ ტ---------ას უნდა დაეკისროს 30 ლარის გადახდა, ხოლო ს------ დ--------ს 2970 ლარის გადახდა.

 

7.2. შეგებებულ სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არაა გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ--–------ ტ---------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. ს------ დ--------ს, მ--–------ ტ---------ას სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის 1 485 000 აშშ დოლარის და სარგებელის სახით 90 000 აშშ დოლარის გადახდა.

3. მ--–------ ტ---------ს სარჩელი 15 000 აშშ დოლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. მ--–------ ტ---------ას სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 30 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს.

5. ს------ დ--------ს, მ--–------ ტ---------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი 2970 ლარის ანაზღაურება.

6. ს------ დ--------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

7. შეგებებულ სარჩელზე სახ. ბაჟი გადახდილია.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე