განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
330100117001675178
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/9----

(გამოძიების №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნა------------ე,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვლ----------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–---------------–--------------–----------–---------------------------------------–------------------–-------------------–------------–-----------),ადვოკატი - გი-------------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვლ----------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2016 წლის 5 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, სო----–---------ში, წმ-------------ის უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვლ----------------–---–მა თავის მეუღლეს მა-------------ეს მათივე შვილის, 15 წლის ხა------------–---–ის თანდასწრებით თმების მოქაჩვით და თავის არეში დარტყმებით განზრახ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო თავის 15 წლის შვილს ხა------------–---–ს ასევე თმების მოქაჩვით და თავის არეში დარტყმებით განზრახ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც მათი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აგრეთვე 2016 წლის 5 დეკემბრამდე სისტემატურად შეურაცხყოფდა ამ უკანასკნელებს, რამაც მათი ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ვლ----------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2.1. 2016 წლის 5 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, სო----–---------ში, წმ-------------ის უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვლ----------------–---–მა თავის არასრულწლოვან შვილს - ხა------------–---–ს თმების მოქაჩვით და თავის არეში დარტყმებით განზრახ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, 2016 წლის 5 დეკემბერს, ვლ----------------–---–ის მიერ არასრულწლოვანი შვილის - 15 წლის ხა------------–---–ის თანდასწრებით მეუღლის მა-------------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ასევე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, 2016 წლის 5 დეკემბრამდე ვლ----------------–---–ის მიერ ოჯახის წევრების სისტემატურად შეურაცხყოფის ფაქტები.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვლ----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულების - მა-------------ისა და ხა------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, მოწმე - ლე-–---------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - ქრ--------------–---–ის, მზ-------------ის, ზა--------------ის, გი---------------ის, თე-----------------–---–ის, ნა-------------ის, გი--------------–---–ის, ზუ-------------–-–---–ისა და ვა----------–---ის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა და 2016 წლის 10 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ვლ----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა მა-------------ემ, ასევე არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ხა------------–---–მა და მოწმე ლე-–---------–---–მა საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

3.5. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

3.6. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

 

3.7. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).

 

3.8. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ,,...თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმეა ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო ან ვიდეო ჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება)“. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მხოლოდ სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის არასრულწლოვანი მოწმე ან მსხვერპლის ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) არის შესაძლებელი. სხვა შესაძლებლობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არ ითვალისწინებს.

 

3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ არასრულწლოვნების დაკითხვის პროცესში მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნა არასრულწლოვანთა დაკითხვისათვის საჭირო შესაბამისი გარემო, თუმცა არასრულწლოვანმა დაზარალებულმა - ხა------------–---–მა და მოწმე ლე-–---------–---–მა არ გააკეთეს განმარტება და დააფიქსირეს პოზიცია, რომ არ სურდათ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა.

 

3.10. ამდენად, ვინაიდან დაზარალებულებმა - მა-------------ემ, ხა---- და ლე-–---------–---–ებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება და სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს დაზარალებულებისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

3.11. მოწმე ქრ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 5 დეკემბერს იყო ხა---- და ლე-–---------–---–ებთან ერთად (მეგობრის ხა------------–---–ის სახლთან). საღამოს, სახლთან მანქანა გაჩერდა, საიდანაც ნასვამი ვლ----------------–---–ი გადმოვიდა. დაახლოებით 15 წუთში მა-------------ემ ხა----ს დაურეკა და უთხრა, რომ მალე მისულიყვნენ სახლში, რადგან ვლ----------------–---–მა გაამწარა. სახლში დაახლოებით 5 წუთში შევიდნენ და დაინახეს, რომ ვლ----------------–---–ს მა-------------ის თმებში ჰქონდა ხელი ჩაკიდებული და ქაჩავდა. მა-------------ე ტიროდა და წინააღმდეგობას უწევდა. მოწმის განმარტებით, ის და ლე-–---------–---–ი სახლის უკანა მხარეს გავიდნენ. სწორედ სახლის უკანა მხრიდან დაინახეს, როგორ ურტყავდა თავში ვლ----------------–---–ი ხა------------–---–ს. რამდენიმე დღის შემდეგ ხა------------–---–მა დაურეკა და უთხრა, რომ ტვინის შერყევით საავადმყოფოში იწვა. მოწმის განმარტებით, სახლის უკანა მხარეს ფანჯარაა ჩამტვრეული, ფარდა ხელით გადაწიეს და იქიდან უყურებდნენ, როგორ ურტყავდა ვლ----------------–---–ი ქრ---------------–---–ს თავში ხელებს.

 

3.12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 დეკემბრის #0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე ხა------------–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 07.12.2016 წელს და გაეწერა 8.12.2016 წელს, დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა ,,Commotio cerebri’’. მწვავე სტრესული რეაქცია. დაზიანება თავის ტვინის შერყევის (Commotio cerebri) სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

3.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზუ-------------–-–---–მა სრულად დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მზ-------------ემ განმარტა, რომ ხა------------–---–ი კლინიკაში მიიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. პაციენტი უჩიოდა ზოგად სისუსტეს, თავბრუსხვევას, წონასწორობის კარგვას, ღებინებას. პაციენტი გასინჯა ნეიროქირურგმა და ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. ხა------------–---–ის მდგომარეობა იყო სტაბილური, თუმცა მისი ფსიქოემოციური მდგომარეობიდა გამომდინარე საჭირო გახდა ბავშვთა ფსიქიატრის ჩარევა. მოწმის განმარტებით, ანამნეზის გამოკითხვისას ხა------------–---–მა უთხრა, რომ დაზიანება მიიღო ოჯახური კონფლიქტის დროს (სცემა მამამ). ანალოგიური ფაქტობრივი გარემოება დაუდასტურა პაციენტის დედამაც.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ხა------------–---–ს ვიზუალურად არ ემჩნეოდა რაიმე სახის დაზიანება, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მას დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა. ექიმ მზ-------------ის განმარტებით, მკურნალობის პერიოდში ხა------------–---–ს აღენიშნებოდა ყველა ის სიმპტომი, რაც თავის ტვინის შერყევას ახლავს (ზოგადი სისუსტე, წონასწორობის დაკარგვა, ღებინება, თავბრუსხვევა), რაც შესაბამისობაში და თანხვედრაშია არასრულწლოვანი ნეიტრალური მოწმის ქრ--------------–---–ის ჩვენებასთან, რომელიც უთითებს, რომ ვლ----------------–---–ი ხა------------–---–ს თავში ურტყავდა ხელებს. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ინფორმაცია (დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა და მწვავე სტრესული რეაქცია), მეტ დამაჯერებლობას სძენს ნეიტრალური მოწმის - ქრ--------------–---–ის ჩვენებას და სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ თავის ტვინის შერყევა წარმოადგენს ვლ----------------–---–ის მიერ ხა------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების (ხელის დარტყმების) შედეგს. იმ პირობებში, როდესაც მოწმე ქრ--------------–---–ი უთითებს ხა------------–---–ის მიმართ განხორციელებული ინტენსიური ფიზიკური ძალადობის შესახებ და ფიზიკური ძალადობის შედეგად არასრულწლოვანმა მიიღო თავის ტვინის შერყევა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვლ----------------–---–ის ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია ხა------------–---–ის ფიზიკური ტკივილი (განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა და შედეგის - ტვინის შერყევის გათვალისწინებით, ობიექტურად შეუძლებელია, დაზარალებულს არ განეცადა ფიზიკური ტკივილი).

 

3.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ქრ--------------–---–ის ჩვენება არის თანმიმდევრული, იგი შინაარსობრივად არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, მოწმე დეტალურად აღწერს 2016 წლის 5 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს და იმ გარემოებებს, რაც ვლ----------------–---–ის სახლში განვითარდა (მათ შორის სახლის უკანა მხრიდან ფანჯრიდან დანახული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ). მოწმე ქრ--------------–---–ის ჩვენება შესაბამისობაშია, ასევე ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის მიხედვითაც ხა------------–---–ს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა. არ გამოკვეთილა მისი მიკერძოება ან იმგვარი დაინტერესება, რაც მისი ჩვენების უტყუარობას სავარაუდოს გახდიდა, ამდენად, ხა------------–---–ის ჩვენებაში ეჭვის შეტანის რაიმე გონივრული საფუძველი არ არსებობს.

 

3.16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - ზა--------------ემ, აკ---------–-–---–მა, ვა----------–---ემ და გი---------------ემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სისწორე.

 

3.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - ზა--------------ე, აკ---------–-–---–ი, ვა----------–---ე და გი---------------ე არიან შსს ქ. თბ--–---------–-–--------------------------------------–ოს სა----------–-------- განყოფილების თანამშრომლები. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომელებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა. ვლ----------------–---–ის დაკავება, მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები - სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რაც მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება ეყრდნობა მა-------------ისა და ხა------------–---–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (მონათხრობს).

 

3.18. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

3.19. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.).

 

3.20. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - ზა--------------ის, აკ---------–-–---–ის, ვა----------–---ის, გი--------------–---–ისა და გი---------------ის ჩვენების საფუძველზე უტყუარად დაადგინოს, რა მოხდა 2016 წლის 5 დეკემბერს შემთხვევის ადგილზე.

 

3.21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმეებმა - ნა-------------ემ და თე-----------------–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით 2016 წლის 10 დეკემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - საგამოძიებო ექსპერიმენტის კანონთან შესაბამისობა.

 

3.22. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს 2016 წლის 10 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ხა------------–---–ი.

 

3.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში - 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად.

 

3.24. საქართველოს სსკ-ის 130-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მხარე საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) და სთავაზობს ინფორმაციის (ჩვენების) მიმცემ პირს, დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ინფორმაცია (ჩვენება), რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ინფორმაციის (ჩვენების) დაზუსტება.

 

3.25. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 10 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულია ხა------------–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულების წყაროს წარმოადგენს დაზარალებული ხა------------–---–ი, რომლის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების ადგილზე შემოწმებაც მოხდა. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას ხა------------–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცა ჩვენება საკუთარი მამის წინააღმდეგ, შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (რომლითაც განხორციელდა ჩვენების ადგილზე შემოწმება) მტკიცებულებად გამოყენების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, ვინაიდან მოწმემ ისარგებლა მისთვის მინიჭებული პრივილეგიით და არსებითი განხილვისას ჩვენება არ მისცა ოჯახის წევრის წინააღმდეგ.

 

3.26. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.

 

3.27. ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე( იხ. Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47.). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47.).

 

3.28. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც ვლ----------------–---–ის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა.

 

3.29. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ ვერსიას ვლ----------------–---–ის უდანაშაულობის, ბრალდების მხარის მოწმეთა მიკერძოებისა და არასანდოობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და ამ მიმართებით ბრალდების მხარის მტკიცებულებებში (მათ შორის მოწმეთა ჩვენებებში) ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს.

 

3.30. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77. ) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (ნეიტრალური მოწმის ქრ--------------–---–ის ჩვენებით, მოწმე მზ-------------ის ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით) შეასრულა მისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა ვლ----------------–---–ის მიერ ხა------------–---–ის მიმართ 2016 წლის 5 დეკემბერს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. რაც შეეხება ვლ----------------–---–ის მხრიდან მა-------------ის მიმართ 2016 წლის 5 დეკემბერს სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს (თავის არეში დარტყმას და თმის მოქაჩვას), სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული არ არის დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - ქრ--------------–---–ის ჩვენება, რომელიც არ დასტურდება სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, არ იძლევა აღნიშნული ფაქტის უტყუარად დადგენის შესაძლებლობას და არ შეესაბამება კონსტიტუციურ სტანდარტს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის სავალდებულოდ არსებობის თაობაზე. მა-------------ემ, ხა------------–---–მა და ლე-–---------–---–მა არსებითი განხილვისას უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო დანარჩენი მოწმეების ჩვენებები ამ მიმართებით არის ირიბი ჩვენებები (არცერთი არ შესწრებია ფიზიკური ძალადობის ფაქტს), შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვარის გადაწყვეტილების (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53) შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, მათ საფუძველზე უტყუარად დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. აღსანიშნავია, რომ მა-------------ეს ჩაუტარდა ექსპერტიზა და დაზიანება დაუდგინდა ტანის მიდამოში (სისხლნაჟღენთები - ორივე მხრის, გულმკერდის, მარჯვენა ბარძაყისა და მარცხენა მუხლის მიდამოში), ხოლო ბრალდების მხარე ვლ----------------–---–ს ედავებოდა მა-------------ისთვის თავის არეში დარტყმასა და თმის მოქაჩვას, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები არარელევანტური/არაინფორმატიულია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დამოუკიდებლად დაადასტურებდა მა-------------ეზე რაიმე ფორმის ძალადობას, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უტყუარად არ არის დადასტურებული ვლ----------------–---–ის მიერ მა-------------ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით/ორი პირის მიმართ, 2016 წლის 5 დეკემბერს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები და ამ ნაწილში მხოლოდ ქრ--------------–---–ის პირდაპირი ხასიათის ჩვენება (მათ შორის არ დასტურდება სხვა არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებით) არ არის საკმარისი ძალადობის ფაქტის უტყუარად დასადგენად.

 

3.33. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული არცერთი უტყუარი მტკიცებულებით არ დასტურდება ვლ----------------–---–ის მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ დაზარებულებმა - მა-------------ემ, ხა------------–---–მა და მოწმე ლე-–---------–---–მა არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, ხოლო ნეიტრალურმა მოწმემ ქრ--------------–---–მა განმარტა, რომ იგი პირველად შეესწრო მა-----–---–ების ოჯახში არსებულ კონფლიქტს. ამდენად, სასამართლო აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს დადასტურებულად ვერ მიიჩნევს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

4.2. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2016 წლის 5 დეკემბერს ვლ----------------–---–მა არასრულწლოვან შვილს - ხა------------–---–ს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო თავის ტვინის შერყევა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე უტყუარად დადგენილია, რომ განხორციელებულ ძალადობას არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ფიზიკური ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დამდგარი შედეგი (ფიზიკური ტკივილი). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვლ----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4.4. რაც შეეხება ვლ----------------–---–ის მიმართ სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებს, ვინაიდან მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა მა-------------ეზე განხორციელებული ძალადობა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვლ----------------–---–ი ბრალდებების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რომლითაც ვლ----------------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ვლ----------------–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვლ----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება.

 

5.6. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ვლ----------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რაც ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (ვლ----------------–---–მა თავში ხელის დარტყმებით ტვინის შერყევა მიაყენა არასრულწლოვან შვილს ხა------------–---–ს) ვლ----------------–---–ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი, არის დასაქმებული, აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ვლ----------------–---–ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულების პოზიციას (მათ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ), იმ გარემოებას, რომ ქმედების ჩადენის შემდეგ (დაახლოებით ორი წლის განმავლობაში) ბრალდებულის ქცევა იყო კანონთან შესაბამისობაში (კონფლიქტის გაგრძელების თაობაზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ვლ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

5.7. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

5.8. ამდენად, განაჩენის 5.5.-5.7. პუნქტებში არსებული გარემოებების გათვალისწინებით ვლ----------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ვლ----------------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5.9. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, შინაპატიმრობის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი. ამდენად, ვლ----------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2016 წლის 9 დეკემბრიდან 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით უნდა შეუმცირდეს (შეუმსუბუქდეს) დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 საათის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვლ----------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ვლ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვლ----------------–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2016 წლის 9 დეკემბრიდან 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 საათის ვადით.

 

3. ვლ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი, დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი