გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2709524-2/828-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 იანვარი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’
წარმომადგენელი - ი-----–- გ-----–-ა
მოპასუხე - მ-----– შ------–---–ი, თ----- ლ----ე.
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მ-----– შ------–---–ს და თ----- ლ----ეს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2017 წლის 18 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N GCL000197230-6------ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2017 წლის 18 იანვრის N GCLCA000197251- 4-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ - 61905.57 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა -55 389.40 ლარი, პროცენტი- 4 927.55 ლარი და პირგასამტეხლო - 1 588.62 ლარი.
1.2. მ-----– შ------–---–ს და თ----- ლ----ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2017 წლის 18 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N GCL000197230-6------ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2017 წლის 18 იანვრის N GCLCA000197251-4-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2018 წლის 05 ნოემბერი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 18.96 ლარის გადახდა.
1.3. მ-----– შ------–---–ს და თ----- ლ----ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2017 წლის 18 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N GCL000197230-6------ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2017 წლის 18 იანვრის საკრედიტო N GCLCA000197251-4-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლო, ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2018 წლის 05 ნოემბერი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 11.07 ლარის გადახდა.
1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მ-----– შ------–---–ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ--–--------––---, ვ-----ის ქ----, საკადასტრო კოდი N 62.--.--.---;
1.5. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული თ----- ლ----ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ--–--------––---, ა-----ის ქ----, საკადასტრო კოდი N 62.--.--.---.--.---;
1.6. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნ(ებ)ის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების მ-----– შ------–---–ის და თ----- ლ----ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებები.
1.7. მ-----– შ------–---–ს სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 18 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაესკიროს 2151.79 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 850 ლარი, პროცენტი - 397.88 ლარი და პირგასამტეხლო - 903.91 ლარი.
მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 18 იანვარს სს ,,ს----------–--------ს“ და მ-----– შ------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N GCL000197230-6------, რომლის თანახმადაც მსესხებლის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 240 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-48 პროცენტი.
2017 წლის 18 იანვარს გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების N GCL000197230-6------ უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ს----------–--------სა’’ და მ-----– შ------–---–ს შორის 2017 წლის 18 იანვარს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N CAH0001-----, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მ-----– შ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ--–--------––---, ქუჩა ვ-----ა, N--, საკადასტრო კოდი N 62.--.--.---;
ასევე, 2017 წლის 18 იანვარს გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების N GCL000197230-6------ უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ს----------–--------სა’’ და თ----- ლ----ეს შორის 2017 წლის 18 იანვარს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N CAH0001-----, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა თ----- ლ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ--–--------––---, ქუჩა ა-----ა, N--, საკადასტრო კოდი N 62.--.--.---.--.---;
ზემოაღნიშნული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 18 იანვარს სს ,,ს----------–--------ს’’ და მ-----– შ------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N GCLCA000197251-4--------------, რომლის თანახმადაც მ-----– შ------–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, წლიური 12.5% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით.
2017 წლის 18 იანვარს საკრედიტო ხელშეკრულების N GCLCA000197251-4-------------- უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ს----------–--------სა’’ და თ----- ლ----ეს შორის 2017 წლის 18 იანვარს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N CAS0001-----;
აღნიშნული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 70 000 ლარით.
2017 წლის 18 სექტემბერს მსესხებელ მ-----– შ------–---–ზე გაიცა სესხი 900 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 12 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად გაცემულ თანხას (ანუ 900 ლარს) დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 0 პროცენტი, სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ პიგასამტეხლო დაერიცხებოდა ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად 0.5%-ის ოდენობით.
სამომხმარებლო კრედიტის თანხით სარგებლობის საკომისიო ოდენობა თვეში განისაზღვრა- 45 ლარით, პერიოდულობა კი თვეში ერთხელ, ყოველი თვის 18 რიცხვში.
სესხის სახით 900 ლარის გაცემა დასტურდება მსესხებლის საბანკო ანგარიშის ამონაწერით;
სს ,, ს----------–--------ის’’ მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - კერძოდ მსესხებლებზე გაიცა კრედიტი, მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი, აღნიშნულს ადასტურებს საკრედიტო ხელშეკრულება, ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან და სესხის დაფარვის გრაფიკი.
მსესხებელს გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები არ უწარმოებია 2018 წლის მაისის თვის შემდგომ.
მ-----– შ------–---–ს და თ----- ლ----ეს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებიათ სს „ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ. მათ მიერ დარღვეულ იქნა გადასახადის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხათ პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ.
ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხეებს მ-----– შ------–---–ს და თ----- ლ----ეს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2017 წლის 18 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების NGCL000197230-6------ ფარგლებში გაფორმებული 2017 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან NGCLCA000197251-4-------------- გამომდინარე, დღევანდელი მდგომარეობით სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება - 61 905.57 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 55 389.40 ლარი, პროცენტი - 4 927.55 ლარი, პირგასამტეხლო - 1 588.62 ლარი.
ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის მოპასუხე მ-----– შ------–---–ს სს ,, ს----------–--------ის ’’ სასარგებლოდ 2017 წლის 18 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2 151.79 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 850 ლარი, პროცენტი (საკომისიო) - 397.88 ლარი და პირგასამტეხლო- 903.91 ლარი.
2017 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის - 12.5%. საკრედიტო (საბანკო) ხელშეკრულების გაფორმება მსესხებელთან ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოგებას მიიღებს, ხოლო ვალდებულების არაჯეროვანი შეუსრულებლობა კი ზიანის მომტანია მისთვის. მოცემულ შემთხვევაში ბანკი ვერ იბრუნებს მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს, რათა შემდგომში კვლავ მოახდინოს მისი დაკრედიტება და მიიღოს სარგებელი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მ-----– შ------–---–მა და თ----- ლ----ემ სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 18 იანვარს სს "ს----------–--------სა" და მ-----– შ------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N GCL000197230- 6------, რომლის თანახმადაც მსესხებლის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 240 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0%–48% პროცენტი.
3.1.2. 2017 წლის 18 იანვარს გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N GCL000197230- 6------ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს "ს----------–--------სა" და მ-----– შ------–---–ს შორის 2017 წლის 18 იანვარს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N CAH0001-----, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მ-----– შ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ--–--------––---, ვ-----ის ქ. N---, საკადასტრო კოდი N 62.--.--.---;
3.1.3. 2017 წლის 18 იანვარს გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N GCL000197230- 6------ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ”ს----------–--------სა" და თ----- ლ----ეს შორის 2017 წლის 18 იანვარს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N CAH0001-----, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა თ----- ლ----ის საკუთრებამა არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ--–--------––---, ა-----ის ქ. N--, ბინა N--, საკადასტრო კოდი 62.--.--.---.--.---;
3.1.4. 2017 წლის 18 იანვარს სს "ს----------–--------სა" და მ-----– შ------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N GCLCA000197251-4--------------, რომლის თანახმადაც მ-----– შ------–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 70 000 ლარის ოდენობით, წლიური 12.5% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5 %–ის ოდენობით.
3.1.5. 2017 წლის 18 იანვარის საკრედიტო ხელშეკრულების N GCLCA000197251-4-------------- უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 18 იანვარს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება CAS0001-----, რომლის თანახმად თ----- ლ----ემ იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 70000 ლარით.
3.1.6. 2017 წლის 18 სექტემბერს მ-----– შ------–---–ზე გაიცა სესხი 900 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 12 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად გაცემულ თანხას დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 0 %.
3.1.7. მოპასუხემ დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი და პირობები, 2018 წლის მაისის თვის შემდგომ შეწყვიტა გადახდები.
3.1.8. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.--.2017წ. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N GCL000197230-6------;
- 18.--.2017წ. იპოთეკის ხელშეკრულება N CAH0001-----;
- 18.--.2017წ. იპოთეკის ხელშეკრულება N CAH0001-----;
- 18.--.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულება N GCLCA000197251-4-------------- ;
- 18.--.2017წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N CAS0001-----;
- კრედიტის გადახდის გრაფიკები;
- საბანკო მომსახურების პირობები;
- ანგარიშიდან ამონაწერები;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- შეტყობინებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხე მ-----– შ------–---–ის და თ----- ლ----ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე, ასევე, ზედიზედ ორჯერ და მეტჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას. მოსარჩელე მხარის მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს მოპასუხესთან გაგზავნილ იქნა გამაფრთხილებელი წერილი, რომლითაც მას ეცნობა, სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის გამო 14 დღის ვადაში სრულად დაეფარათ სს ,,ს----------–--------ის“ მიმართ არსებული დავალიანება, რაც მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული, რის გამოც 2018 წლის 5 ნოემბერს შეწყდა 2017 წლის 18 იანვრის საბანკო კრედიტის N GCLCA000197251-4-------------- ხელშეკრულება.
3.2.2. მოპასუხეების მ-----– შ------–---–ისა და თ----- ლ----ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ წინაშე 2017 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 61 905.57 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 55 389.40 ლარი, პროცენტი - 4 927.55 ლარი, პირგასამტეხლო - 1 588.62 ლარი.
3.2.3. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებაზე დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.
3.2.4. მოპასუხე მ-----– შ------–---–ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ წინაშე 2017 წლის 18 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - ძირითადი თანხაა - 850 ლარს. აღნიშნულ სესხზე მ-----– შ------–---–ის მიერ გადახდილია საკომისიოს სახით - 235,12 ლარი.
2017 წლის 18 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების პირობების თანახმად, საპროცენტო სარგებლის დარიცხვის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმება არ ყოფილა. ასევე მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან პირგასამტეხლოს თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.--.2017წ. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N GCL000197230-6------;
- 18.--.2017წ. იპოთეკის ხელშეკრულება N CAH0001-----;
- 18.--.2017წ. იპოთეკის ხელშეკრულება N CAH0001-----;
- 18.--.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულება N GCLCA000197251-4-------------- ;
- 18.--.2017წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N CAS0001-----;
- კრედიტის გადახდის გრაფიკები;
- საბანკო მომსახურების პირობები;
- ანგარიშიდან ამონაწერები;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- შეტყობინებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 361-ე, 427-ე, 873-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 301-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ლ-–---------------ს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--------სა’’ და მ-----– შ------–---–ს) შორის 2017 წლის 18 იანვარს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, ასევე 2017 წლის 18 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მ-----– შ------–---–ის მიერ, 2018 წლის მაისის თვის შემდგომ შეწყვიტა გადახდები. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია, ასევე, ზედიზედ, სულ ცოტა ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადა და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა, რის გამოც 2018 წლის 5 ნოემბერს შეწყდა 2017 წლის 18 იანვრის საბანკო კრედიტის N GCLCA000197251-4-------------- ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს 18.--.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 55389.40 ლარს, ხოლო 18.--.2017წ. სესხის ხელშეკრულებიდან - 850 ლარს. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 18.--.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 4927.55 ლარს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს 18.--.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
ხოლო რაც შეეხება მხარეთა შორის 2017 წლის 18 სექტემბერს გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულებით პროცენტზე შეთანხმება არ ყოფილა. თავად მოსარჩელეც აღნიშნავს, რომ 18.--.2017წ. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ,,გაცემულ თანხას დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 0 პროცენტი’’. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი 18.--.2017წ. სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის 397.88 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–--------სა'' და მ-----– შ--------–---–ს შორის 2017 წლის 18 იანვარს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ს----------–--------სა'' და მეორეს მხრივ თ----- ლ----ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - თ----- ლ----ემ იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 70000 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2017 წლის 18 იანვრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის და დარიცხული საპროცენტო დავალიანების 60316.95 ლარის ოდენობით.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდა არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განახევრდეს და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 794,31 ლარის გადახდა.
სამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშნული პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა, როგორც დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღის - 2018 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, ასევე, ამ ცნობის გაცემიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოთხოვნილი პროცენტი, სასამართლოს ასევე შეუსაბამოდ მაღალი მიაჩნია, შესაბამისად დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან 2018 წლის 5 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაკისრებელი პირგასამტეხლო ყოველდღიურად უნდა განისაზღვროს - 2017 წლის 18 იანვარს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 5.53 ლარით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხისათვის სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ 2018 წლის 5 ნოემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან), 2017 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად სარგებლის გადახდის დაკისრებას რაც ყოველდღიურად შეადგენს 18.96 ლარს.
აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად 18.--.2017წ. ხელშეკრულებიდან მინიმუმ წლიურ 12,5%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს 18.--.2017წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 55389,4 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 12.5%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 18,96 ლარს.
6.6. 2017 წლის 18 იანვარს სს ,,ს----------–--------სა“ და მ-----– შ------–---–ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით N CAH0001----- სს ,,ს----------–--------სა“ და მ-----– შ------–---–ს შორის, 2017 წლის 18 იანვარს გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N GCL000197230-6------ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ-----– შ------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ-----––---, ვ-----ის ქ. N---ში, საკადასტრო კოდით 62.--.--.---. ასევე 2017 წლის 18 იანვარს სს ,,ს----------–--------სა“ და თ----- ლ----ეს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით N CAH0001----- სს ,,ს----------–--------სა“ და მ-----– შ------–---–ს შორის 2017 წლის 18 იანვარს დადებული N GCL000197230-6------ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ----- ლ----ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ-----––---, ა-----ის ქუჩა N--, ბინა N---,საკადასტრო კოდით 62.--.--.---.--.---.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ერთის მხრივ სს ,,ს----------–--------სა” და მეორეს მხრივ მ-----– შ------–---–სა და თ----- ლ----ეს შორის 2017 წლის 18 იანვარს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებების 8.1. მუხლის თანახმად, სს ,,ს----------–--------ს” უფლება მიეცა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მიაქციოს იპოთეკის საგანზე, ხოლო იმავე ხელშეკრულებების 8.4-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს მიეცა უფლება აღსრულება იპოთეკის საგნის გარდა მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას.
აღნიშნულ ნორმათა დეფინიციიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მ-----– შ------–---–ი და თ----- ლ----ე - რომლებიც არიან იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრენი, მოსარჩელესთან გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებებით იკისრეს პასუხისმგებლობა, რომ თუკი არ მოხდებოდა მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - გადახდის გრაფიკის შესაბამისად სესხის დაფარვა, მაშინ იპოთეკით დატვირთულ უძრავი ქონებაზე მიქცეული იქნებოდა აღსრულება სს ,,ს----------–--------ის” მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა სესხის გადახდასთან დაკავშირებით და მას გააჩნია დავალიანება ბანკის წინაშე, ამიტომ აღნიშნული დავალიანების დასაფარავად უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებათა რეალიზაცია იძულებითი აუქციონის გზით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პრგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს. პირგასამტეხლო არის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოვალის მიერ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხის გადახდას გულისხმობს. ამასთან, პირგასამტეხლო ფორმა სავალდებულო გარიგებაა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ აუცილებლად წერილობით უნდა გაფორმდეს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა წერილობითი ფორმით შეთანხმება 2017 წლის 18 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. სამოქალაქო კოდექსი კი აუცილებელ პირობად ადგენს წერილობით შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები წერილობით შეთანხმდებოდნენ პირგასამტეხლოზე, ანუ განსაზღვრულ ფულად თანხაზე;
სასამართლო განმარტავს, რომ სახეზე არ არის პირგასამტეხლოზე კანონით დადგენილი სპეციალური ფორმით შეთანხმება, რაც გამორიცხავს 18.--.2017წ. ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.8. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების 5.2., ასევე 18.--.2017წ. იპოთეკის ხელშეკრულების 15.2. პუნქტში და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 11.2. პუნქტში მითითებულია: მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელის აღძვრისას სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 2 908.76 ლარი.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეებს: მ-----– შ------–---–სა და თ----- ლ----ეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2637.82 ლარი. ასევე, სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ მ-----– შ------–---–ს უნდა დაეკისროს გაწეული სახელმწიფო ბაჟის 25.5 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე მ-----– შ------–---–ს და თ----- ლ----ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2017 წლის 18 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2017 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 61111.26 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 55 389.40 ლარი, პროცენტი – 4 927.55 ლარი, პირგასამტეხლო - 794.31 ლარი.
1.2. მოპასუხე მ-----– შ------–---–ს და თ----- ლ----ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2017 წლის 18 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2017 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) გადახდა, ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2018 წლის 05 ნოემბერი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად - 18.96 ლარის ოდენობით.
1.3. მოპასუხე მ-----– შ------–---–ს და თ----- ლ----ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2017 წლის 18 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2017 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა, ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2018 წლის 05 ნოემბერი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 5.53 ლარის ოდენობით.
1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მ-----– შ------–---–ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ--–--------––---, ვ-----ის ქ----, საკადასტრო კოდი 62.--.--·6--;
1.5. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული თ----- ლ----ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ--–--------––---, ა-----ის ქ----, საკადასტრო კოდი 62.--.--.---.--.---;
1.6. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნ(ებ)ის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების მ-----– შ------–---–ის და თ----- ლ----ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებები.
1.7. თავდების თ----- ლ----ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 70000 ლარით.
1.8. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
1.9. მ-----– შ------–---–ს სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 18 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაესკიროს 950 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 850 ლარი.
2. სს ს----------–--------ს უარი ეთქვას 2017 წლის 18 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
3. მოპასუხე მ-----– შ------–---–ს და თ----- ლ----ეს სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2637.82 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე მ-----– შ------–---–ს სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 25.5 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გაცემის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი