განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2019
საქმის ნომერი
150100118002524653
დავის ტიპი
126 1 , 126
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №150100118002524653

1/60-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე – არარატ ესოიან

სხდომის მდი---ი – ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე

ბრალდებული გ--–--- ი---ის ასული ა-------------ი (დაბადებული 19---–-–----------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: რუსეთის ფედერაცია, ქალაქი ა-----, სოფელი კ------–-----, ძებნილი);

ადვოკატი: ზაზა ზარიძე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 09:00 სააზე, ქ. ახალქალაქში, ყოფილი N14 სამხედრო ქალაქში, კორპუსი N-----------ში, აღნიშნული ბინის საკუთრების საკითხთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას, გ--–--- ა-------------მა, რომელმაც იცოდა, რომ მის ნათესავს ა------- ა-------------ს დაავადების გამო შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უნარი, ყელში ხელი მოუჭირა ამ უკანასკნელს, რის შედეგადაც ა------- ა-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ფაქტების დადგენა:

2.1.1. გ--–--- ა-------------ი და ა------- ა-------------ი ნათესავები არიან, კერძოდ გ--–--- ა-------------ი ა------- ა-------------ის ბიცოლაა.

2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 09:00 სააზე, გ--–--- ა-------------ი მეუღლესთან ერთად მივიდა ქ. ახალქალაქში, ყოფილი N14 სამხედრო ქალაქში, კორპუსი N-----------ში, სადაც ცხოვრობს ა------- ა-------------ი ოჯახთან ერთად აღნიშნული ბინის საკუთრების საკითხთან დაკავშირებით. რა დროსაც ის შევიდა ა------- ა-------------ის ოთახში, სადაც მოხდა კონფლიქტი გ--–--- ა-------------სა და ა------- ა-------------ს შორის.

მტკიცებულებები: მხარეთა განმარტებები; დაზარალებულის ა------- ა-------------ის და მოწმეთა ჩვენებები. გ--–--- ა-------------ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია (12.05.2018, 28.05.2018).

2.1.2. ა------- ა-------------ი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და გ--–--- ა-------------მა იცოდა, რომ ა------- ა-------------ს დაავადების გამო შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უნარი. ამასთან, გ--–--- ა-------------ი თავად უგზავნიდა ა------- ა-------------ს წამლებს რუსეთიდან და როდესაც ჩამოდიოდა, თან მოჰქონდა.

მტკიცებულებები: მხარეთა განმარტებები; შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დამდგენი ცნობები (0253488 – 2015 წლის, 0296054 – 2016 წლის, 0339122 – 2017 წლის, 0362597 – 2018 წელს, ს.ფ. 149-152); დაზარალებულის ა------- ა-------------ის და მოწმეთა ჩვენებები; გ--–--- ა-------------ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია (12.05.2018, 28.05.2018).

2.1.3. კონფლიქტის დროს გ--–--- ა-------------მა, ყელში ხელი მოუჭირა ა------- ა-------------ს, ანუ ჩაიდინა ძალადობა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ გარდა ა------- ა-------------ის ჩვენებისა, ს------ ხ----------ის (ა------- ა-------------ის ძმა, რომელიც ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში) ჩვენება წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ვინაიდან კონფლიქტი მოხდა მისი თანდასწრებით, კერძოდ ს------ ხ----------მა აჩვენა, რომ გ--–--- ა-------------ს თვითონ გააშვებინა ხელები და ის ა------- ა-------------ს მოაშორა.

მტკიცებულებები: მხარეთა განმარტებები; დაზარალებულის ა------- ა-------------ის ჩვენებები; მოწმე ს------ ხ----------ის ჩვენებები (09.01.2019); გ--–--- ა-------------ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია (12.05.2018, 28.05.2018)

2.1.4. აღნიშნული ძალადობის შედეგადაც ა------- ა-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

მტკიცებულებები: დაზარალებულის ა------- ა-------------ის ჩვენებები; სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი N200 (ს.ფ. 49), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N367/05/9-4 (ს.ფ. 51-53).

2.1.5. არ იქნა დადგენილი დაცვის მხარის მიერ აღნიშნული გარემოება, რომ გ--–--- ა-------------ის ქმედება წარმოადგენდა თავდაცვას და თავად ა------- ა-------------მა დაუწყო მას ჩხუბი, მოქაჩა თმებიდან. ამის თაობაზე გ--–--- ა-------------მა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა გამოძიებისას აღნიშნული გარემოება არ იყო დადგენილი, ხოლო სასამართლოში აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი (მათ შორის დაცვის მიერ).

2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--–--- ა-------------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: ლ-------------------ის, ა------- ა-------------ის, ს------ ხ----------ის, ს-–----------------ის ჩვენებები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი N200, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N367/05/9-4 დასკვნა ა------- ა-------------ის მიმართ მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ--–--- ა-------------ის ბრალეულობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ა------- ა-------------ის და მოწმე ს------ ხ----------ის ჩვენებები წარმოადგენენ ქმედების ჩადენის პირდაპირ მტკიცებულებებს.

შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–--- ა-------------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

დადგენილია, რომ 2018 წლის 12 მაისს, გ--–--- ა-------------მა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ გ--–--- ა-------------მა, რომელმაც იცოდა, რომ მის ნათესავს ა------- ა-------------ს დაავადების გამო შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უნარი, ყელში ხელი მოუჭირა ამ უკანასკნელს, რის შედეგადაც ა------- ა-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, ამასთან იკვეთება მოტივი - ბინის საკუთრების საკითხთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტი, მაშინ გ--–--- ა-------------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული არ არის ნასამართლევი;

4.2. ბრალდებულმა არ ითანამშრომლა სასამართლოსთან, უფრო მეტაც ძებნაშია ანუ მიმალვაშია; დაზარალებულისათვის ზიანი არ არის ანაზღაურებული და დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ მატერიალური პრეტენზია გააჩნია.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

გამომდინარე მოცემული განაჩენის მე-4 პუნქტიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია ბრალდებულს შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის ხასიათს, კერძოდ დაუშვებელია სამოქალაქო ურთიერთობიდან გამომდინარე დავა გადაწყდეს ძალადობით, მითუმეტეს წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, ასეთი დანაშაული ხასიათდება როგორც საზოგადოებრივად საშიში ქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საკმაოდ მკაცრი სასჯელი - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემსახურება პრევენციას, რათა შემდგომში საზოგადოებაში აღიკვეთოს მსგავსი ქმედებები.

ამდენად, აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს რეპრესიის, პრევენციის და რესოციალიზაციის პრინციპებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 200-ე, 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ--–--- ა-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

2. გ--–--- ა-------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდეს; გ--–--- ა-------------ის მიმართ გამოცხადებული ძებნა დარჩეს ძალაში;

3. გ--–--- ა-------------ის სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

4. გ--–--- ა-------------ი დაკავების შემთხვევაში მოთავსებული იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში;

5. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე არარატ ესოიან