გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.09.2018
საქმის ნომერი
330310017001995405
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N3/4685-17 28 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - გ--------------------–---–ი

წარმომადგენელი - ე-–-----------–---–ი

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ს--–--------–--ე

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენლები - ნ----------------ე, ც-----------–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები (2018 წლის 12 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:25:50):

1.1 გ--------------------–---–ის წარმომადგენელის ე-–-----------–---–ის 2016 წლის 15 ივნისს N4------- განცხადებით წარდგენილ მოთხოვნაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უმოქმედობით ნათქვამი უარის ბათილად ცნობა;

1.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2017 წლის 30 იანვარს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უმოქმედობით ნათქვამი უარის ბათილად ცნობა;

1.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა ქალაქ თბილისში, წ-----ში, თ-----------ს მე-2 შესახვევი N11-ში მდებარე უძრავ ქონებაზე გ--------------------–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის წერილობითი თანხმობის გაცემის შესახებ.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1991 წლის 18 ივლისს №----- წერილით მიმართა, რომლითაც მიუთითა, რომ საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის 1991 წლის 12 თებერვლის N---- ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის უწყისით აკადემიისათვის გადაცემულ ქონებას - დაბა წ-----ში, კე–------–ის მეორე შესახვევი N11-ში მდებარე ერთსართულიან კოტეჯს მანსარდით და 600 კვ.მ ეზოთი წლების განმავლობაში ფლობდა აკადემიის თანამშრომელი გ-----------------------------–--ლი, რომელსაც დაკავებული კოტეჯი, იყო რა ამორტიზებული და აკადემიას მისი აღდგენნის და შენახვის რესურსი არ გააჩნდა, მუდმივ მფლობელობაში გადაეცა. ამავე წერილით მოთხოვნილ იქნა, მითითებული კოტეჯის მფლობელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში არსებულ ჩანაწერებში შეტანილი ყოფილიყო შესაბამისი ცვლილება და გაცემულიყო ტექნიკური პასპორტი. აღნიშნული წერილის საფუძველზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურომ ტექნიკური პასპორტი გ--------------------–---–ის სახელზე 2000 წელს გასცა.

მტკიცებულება: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 1991 წლის 18 ივლისს №----- წერილის ასლი (ს.ფ. 62); ტექნიკური პასპორტის ასლი (ს.ფ. 63).

 

3.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 29 დეკემბრის N------------ ცნობა-დახასიათების თანახმად, დაბა წ-----ში, თ-----------ს (ყოფ. კე–------–ის) მე-2 შესახვევი №11-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ლიტერი ,,ა” საერთო ფართით 81,94 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 62,06 კვ.მ, დამხმარე ფართი 19,88 კვ.მ, მიწის ნაკვეთის ფართი 692 კვ.მ) მესაკუთრედ აღრიცხულია სახელმწიფო, ბინის მოსარგებლედ კი - გ--------------------–---–ი. უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 28 ნოემბრის N------------ ცნობით, დაბა წ-----ში, თ-----------ს (ყოფ. კე–------–ის) მე-2 შესახვევი №11-ში მდებარე უძრავი ნივთის (ლიტერი ,,ა” საერთო ფართით 81,94 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი - 62,06 კვ.მ. დამხმარე ფართი -19,88 კვ.მ. აღნიშნული სახლთმფლობელობა განლაგებულია მიწის ნაკვეთზე ფართით 692 კვ.მ.) მფლობელად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 1991 წლის 18 ივლისის №----- წერილის თანახმად (რომელიც ინახება ასლის სახით) მითითებულია გ--------------------–---–ი.

მტკიცებულება: 2011 წლის 29 დეკემბრის N------------ ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 64);- უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2012 წლის 28 ნოემბრის N------------ ინფორმაცია (ს.ფ. 66); საინვენტარიზაციო გეგმა (ს.ფ. 65).

 

3.3. 2013 წლის 23 დეკემბერს გ--------------------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N8----------7 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისში, წ-----ში, თ-----------ს მე-2 შესახვევი N11-ში მდებარე საკარმიდამო მიწაზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, საინვენტარიზაციო გეგმა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია წარედგინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 26 დეკემბერს №8----------7-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს დამატებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა, ასეთი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 28 იანვრის №8----------7-05 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 თებერვლის N----- გადაწყვეტილებით, რაც გ--------------------–---–ის წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

მტკიცებულება: შემოვლის ფურცელი, განცხადება თანდართული მასალით (ს.ფ. 122, 123, 124-128); თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება (საქმე N3/639-14) (ს.ფ. 28-42).

 

3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით გ--------------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 26 დეკემბრის №8----------7-03 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 28 იანვრის №8----------7-05 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 თებერვლის №----- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მისი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 1994 წლამდე აღრიცხვის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ვრცელდება მხოლოდ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, გ--------------------–---–ს კი გააჩნია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 1991 წლის 18 ივლისის №----- წერილი, რომლის თანახმად, მას მუდმივ მფლობელობაში გადაეცა დაბა წ-----ში, კე–------–ის ქუჩა მე-2 შესახვევი №11-ში მდებარე ერთსართულიანი კოტეჯი მანსარდით და 600 კვ.მ ეზოთი. სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დასაშვებია თუნდაც სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იმ ფიზიკური პირებისათვის გადაცემა, რომლებიც აკმაყოფილებენ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მეტიც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით ცალსახად განისაზღვრა, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველის ან სახელმწიფოს საკუთრებაშია ფიზიკური პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, მას გადაეცემა საკუთრების უფლება ამ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულიდან მოპოვებული თანხმობის არსებობის შემთხვევაში. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვა არ ზღუდავდა მოსარჩელის უფლებას, განეხორციელებინა მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზება და მოეპოვებნა სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურის დაცვით მასზე საკუთრების უფლება. შესაბამისად, სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გ--------------------–---–ის განცხადების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოებისას ვალდებული იყო, გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მიემართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის თანხმობის მოპოვების მიზნით.

მტკიცებულება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება (საქმე N3/639-14) (ს.ფ. 28-42); თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გაჩინება (საქმე N3ბ/862-14) (ს.ფ. 34-42).

 

3.5. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2015 წლის 13 მაისის №8----------7-05 გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც გ--------------------–---–ს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა დაავალა, აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კი სააგენტოს 2015 წლის 25 მაისის №8----------7-11 გადაწყვეტილებით გიორგი მამათავრიშვილს განემარტა, რომ სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონებაზე გ--------------------–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით შესაბამის ორგანოს 2015 წლის 25 მაისს N1------–ერილით მიმართა.

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 13 მაისის №8----------7-05 და 2015 წლის 25 მაისის №8----------7-11 გადაწყვეტილებები (ს.ფ. 26-27, 24).

 

3.6. 2016 წლის 15 ივნისს გ--------------------–---–ის წარმომადგენელმა ე-–-----------–---–მა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს N4------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისში, წ-----ში, თ-----------ს (კე–------–ის) მე-2 შესახვევი N11-ში მდებარე უძრავ ქონებაზე გიორგი მამათავრიშვილის საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის გაცემის მოთხოვნით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის N-------- წერილით გ--------------------–---–ის წარმომადგენელს ე-–-----------–---–ს განემარტა, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელი იყო საქმის წარმოების გაგრძელება ორი თვის ვადით, თუმცა არც მითითებული ვადის გასვლის შემდეგ სააგენტოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

მტკიცებულება: განცხადება (ს.ფ. 111); სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის N-------- წერილი (ს.ფ. 43); მხარეთა ახსნა-განმარტება, დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 172-188), შესაგებელი (ს.ფ. 96-107).

 

3.7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის N-------- წერილში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ გ--------------------–---–ის წარმომადგენელმა ე-–-----------–---–მა 2017 წლის 30 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც 2016 წლის 15 ივნისის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უმოქმედობით ნათქვამი უარის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემა მოითხოვა, რომლითაც გ--------------------–---–ს მიეცემოდა თანხმობა ქალაქ თბილისში, წ-----ში, თ-----------ს (კე–------–ის) მე-2 შესახვევი N11-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 44-45); საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 7 მარტის N------- წერილი (ს.ფ. 46-47); განცხადება (ს.ფ. 48-49).

 

3.8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის N------- ბრძანებით გ--------------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, თუმცა სამინისტროს მითითებულ საჩივარზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 5 აპრილის N------- ბრძანება (ს.ფ. 50-51); მხარეთა ახსნა-განმარტება, დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 172-188), შესაგებელი (ს.ფ. 96-107).

 

3.9. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 7 დეკემბრის N1------ წერილის საფუძველზე ქალაქ თბილისში, დაბა წ-----ში, თ-----------ს მე-2 ჩიხში მდებარე N11-ში მდებარე 376.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი N0-----0------015) სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 2 დეკემბრის N------- წერილის საფუძველზე მითითებული რეგისტრაცია გაუქმდა.

მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 7 დეკემბრის N1------ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 2 დეკემბრის N------- წერილები (ს.ფ. 70, 71); ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 67, 68, 69).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონმა (მიღებულია 2007 წლის 11 ივლისს) კერძო პირების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული და მათ მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები დაადგინა.

დასახელებული კანონის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწად მიიჩნევა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა (მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი).

ამავე კანონის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით (მუხლი 41).

ამავე კანონით მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესი შემდეგი სახით არის განსაზღვრული:

1. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში.

2. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი;

გ) საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

3. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის (დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით) მე-14 მუხლის 29-ე პუნქტის მიხედვით, თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხობის მოპოვების მიზნით. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება, ხოლო იგი განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოსგან პასუხის მიღების შემდეგ.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს.

დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ − სასამართლოში.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, კერძო პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და მასზე სახელმწიფოს ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გაცემული, თუ ქონება დარეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, გასცეს თანხმობა ისეთ ქონებაზე უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, რომელზეც საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრება დარეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი, გადაწყვიტოს მოთხოვნილი თანხმობის გაცემის საკითხი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემაზე გასაჩივრებული უარის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, თუმცა მოსარჩელე „ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია ბაჟისგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ--------------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია