განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2019
საქმის ნომერი
120100119002824798
დავის ტიპი
177 2 ბ
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N120100119002824798-1/024-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

29 იანვარი 2019 წელი ქ. ახალციხე

ახ--––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

ბრალდების მხარე:

პროკურატურის სტაჟიორი გ-------–----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ------------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი N4----------- დაბადებული 1-----–-–--------------------, მცხოვრები: ქ------––-------------------------

 

ადვოკატი - ზ-------------

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ;

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ბ-------------- მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ბ-------------- ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 01 იანვარს საღამოს საათებში ბ-------------მ ცენტრალური კარების მინის დაზიანებით, უკანონოდ შეაღწია ქ-----––-------------------------–ი მდებარე სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა კ----------------------------------- კუთვნილ 51 (ორმოცდათერთმეტი) ლარსა და ერთ ცალ თურქულ ლირას, ის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგათ 51,5 (ორმოცდათერთმეტი ლარი და 50 თეთრი) ლარის ზიანი.

 

ამდენად, ბ------------- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ;

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ბ-------------- მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ლ-------------------------------------------------------–-------------------------------------–---–-----–---------–----–----- მოწმის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, პირადი ჩხრეკის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურატურის სტაჟიორსა გ-------–----------ს და ბრალდებულ ბ-------------ს შორის.

 

3.2. პროკურატურის სტაჟიორმა გ-------–----------მ ახ--––---- რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ბ-------------- მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურატურის სტაჟიორმა გ-------–----------მ, ბრალდებულმა ბ-------------მ და მისმა ადვოკატმა ზ-------------მ.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

3.5. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ბ------------- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

 

3.6. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულებისა, დაშინებისა ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული ბ-------------- მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის, ამასთან სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახ--––---- რაიონული პროკურატურის სტაჟიორის გ-------–----------- შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ახ--––---- რაიონული პროკურატურის სტაჟიორის გ-------–----------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ბ-------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ბ------------- (პ/ნ 4----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად მსჯავრდებულ ბ-------------- ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

2. სისხლის სამართლის N0--------------ქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - სისხლის მაგვარი ლაქები, მინის ნამსხვერვები, მინის ნამსხვერვები სისხლის მაგვარი ლაქებით, თითის კვლები, რომელიც ინახება ახ--––---- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- 7 ცალი ოცთეთრიანი მონეტა, 4 ცალი ერთლარიანი, 2 ცალი ერთლარიანი, 1 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 23 ცალი 1 ლარიანი, 1 ცალი 2 ლარიანი და 10 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, რომელიც ინახება ახ--––---- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს;

 

- 13 ცალი 2 ლარიანი, 22 ცალი 1 ლარიანი, 78 ცალი 50 თეთრიანი, 1 ცალი თურქული ლირა, 2 ცალი 2 ლარიანი, 1 ცალი ერთლარიანი, 4 ცალი 50 თეთრიანი, რომელიც ინახება ახ--––---- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

6. მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

7. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

მოსამართლე: გია ბერაია