განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
140100118002746200
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002746200

საქმე №1/498-18

გორის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ--- გ--------–---–ის,ადვოკატ - ზ---- გ-------ის,ბრალდებულ - თ------ თ--------–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №027200818001 საქმე თ------ ს-------- ძე თ--------–---–ის მიმართ (პირადი №-----------), დაბადებულის 1973 წლის 1------------- საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქარელის რაიონის სოფელ ზ-----------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, -

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

თ------ თ--------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 19 აგვისტოს, საღამოს საათებში, თ------ თ--------–---–მა უკანონოდ შეაღწია ქარელის რაიონის სოფელ ზ-----------------ში მდებარე ზ------ ჯ---–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ზ------ ჯ---–---–ის კუთვნილ ,,MP-ის“ მოდელის სანადირო ცეცხლსასროლ იარაღს, რითაც ზ------ ჯ---–---–ს მიაყენა 800 (რვაასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2018 წლის 20 აგვისტოს, გამთენიისას, თ------ თ--------–---–მა, რომელიც გარეული ღორის მოსაკლავად ჩასაფრებული იყო ქარელის რაიონის სოფელ ზ-----------------ის და სოფელ ქ-------–--ის საავტომობილო გზის გვერდით მდებარე ფერდობზე, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლა გარეული ღორის მოკვლის მიზნით, რა დროსაც საავტომობილო გზაზე ფეხით მოსიარულე გ------- მ-----–-–---–ს გაუფრთხილებლობით თავისა და ტანის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რასაც გ------- მ-----–-–---–ის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა თ------ თ--------–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

თ------ თ--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ამოღების ოქმებით, ჩხრეკის ოქმებით, ნიმუშის აღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო, სასაქონლო და ბიოლოგიური ექსპერიტიზის დასკნებით და სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო თ------ თ--------–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. თ------ თ--------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, თ------ თ--------–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ------ თ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ------ თ--------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

თ------ თ--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ თ------ თ--------–---–ს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 აგვისტოდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სისხლისმაგვარი ლაქები, ნიადაგის ნიმუში, მცენარის ნიმუში, ანაწმენდის ნიმუშები, თმის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, ანაბეჭდის ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუშები, სისხლის ნიმუშები, უცხო სხეულები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

10 ლარიანი კუპიურა, ყურსასმენი, ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ყავისფერი საფულე და მასში მოთავსებული ნივთები, ზურგჩანთა და მასში მოთავსებული ნივთები, ქოში, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, ზურგჩანთაში ნ---ხი ლითონის საგანი, თოფის შავი და თეთრი ფერის მასრები, შავი ფერის ფანარი, ერთლულიანი თოფი შავი ფერის ქამრით, ორლულიანი თოფი №099229, სავაზნე ქამარი და მასში განთავსებული ორი ცალი პლასტმასის ვაზნა, მოთეთრო ფერის პლასტმასის ვაზნა, თოფის შალითა, ცეცხლსასრლი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

ფოტო და ვიდეო მასალები, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე