განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: გ-------– ნ-–-------
ადვოკატები: დ----- კ----------–---–-, გ------- გ--–-------, ს--–---- ბ-----
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ნ-------- მ--–--
მამის სახელი: ა--------
დაბადებული: 2---------–-
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ჭ---------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილი
ბრალდებული: ბ--- მ-----–---–ი
მამის სახელი: ჯ----–-
დაბადებული: 2----------–-
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული ქ. თბილისი, ხ---------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ----------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების ნ-------- მ--–--ს (დასწრების გარეშე) და ბ--- მ-----–---–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი: ნ-------- მ--–--ს და ბ--- მ-----–---–ს ბრალი ედებათ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 0030 საათზე თბილისში, თ------–---–-- ქ. N--–- მდებარე რესტორან ,,ლ-----------–-“ იმყოფებოდა ბ--- მ-----–---–ი და ნ-------- მ--–--, ბ--- მ-----–---–ი თავის მეგობრებთან, ხოლო ნ-------- მ--–-- თავის ნაცნობებთან ერთად.
რესტორანში ნ-------- მ--–--სა და ბ--- მ-----–---–ს უმნიშვნელო საბაბის საფუძველზე, მოუვიდათ შელაპარაკება, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს. კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რაც ერთმანეთის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ცემაში გამოიხატა. აღნიშნულს შედეგად მოყვა ბ--- მ-----–---–ისა და რესტორანში მყოფი სხვა სტუმრების ჯანმრთელობის დაზიანება. დაზიანდა რესტორნის ინვენტარიც. ბ--- მ-----–---–მა და ნ-------- მ--–--მ, აღწერილი ძალადობრივი ქმედებებით, გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა შეკრებილი საზოგადოებისადმი, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი - საფრთხე შეუქმნეს რესტორანში მყოფი სტუმრების უსაფრთხოებას, შეჩერდა რესტორნის მუშაობა და სტუმრები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ დარბაზი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- შ-------–---–მა განმარტა, რომ 2013 წლის მარტიდან რესტორან ,,ლ-----------–-“ მუშაობს მენეჯერის პოზიციაზე. 2013 წლის 11 მაისს, ღამის საათებში დაახლოებით 50-მდე სტუმარი იყო. რესტორანში შევიდა ასევე ქალბატონი და მამაკაცი, რომლებიც კიბით ჩავიდნენ რესტორნის ქვედა სართულზე და მიუსხდნენ ერთ-ერთ მაგიდას, სადაც ასევე ქალი და მამაკაცი ისხდნენ. რესტორანში იმყოფებოდა ვ---- მ------–---–ი სტუმრებთან ერთად. დაახლოებით 1 საათით მივიდა ს----------–-----------–---------------- მ-----– ს----–---–იც. მოგვიანებით ქვედა დარბაზში სიტუაცია დაიძაბა, პირველ ეტაპზე ხმამაღლა საუბრობდნენ და ყვიროდნენ, შემდეგ კი დაიწყო ჩხუბი. მოწმეს მათკენ არ გაუხედავს და დაიძრა ზედა სართულზე დაცვის გამოსაძახებლად, პარალელურად ქვედა სართულიდან გაიგო ჭურჭლის მტვრევის, გინების, ჩხუბის, ლანძღვის ხმა. გამოიძახა ს----------–-- პოლიციაც. ქვედა სართულიდან ამოვიდა პიროვნება - მ-----–---–ი, დასისხლიანებული სახით, ის დაცვამ გარეთ გაიყვანა. ჩხუბის შემდეგ ძალიან ბევრი ჭურჭელი იყო დამსხვრეული, დეკორატიული კედელი კი ჩამოგდებული. მოწმემ განმარტა, რომ პ-------------- ვიზიტის დროს რესტორანში ითიშებოდა კამერები, 2013 წლის 11 მაისს მ-----– ს----–---–ის ვიზიტამდე ორი საათით ადრე რესტორანში მივიდა დაცვა და მასთან ერთად გათიშა კამერები, მ-----– ს----–---–ის წასვლის შემდეგ კი აღარ გაახსენდა კამერების ჩართვა. ქვედა სართულზე მყოფი სტუმრების ვინაობა მისთვის უცნობია, არ იცის რა იყო ჩხუბის მიზეზი და ვინ დაიწყო. ჩხუბი, კამათი და ყვირილი დაახლოებით 12-15 წუთი გაგრძელდა, ჩხუბის შემდეგ რესტორნის მუშაობდა შეფერხდა. არ უნახავს ვინ დაამტვრია ჭურჭელი, სტუმრები დაინახა კამათის პერიოდში, მაგრამ არ დაუნახავს ბრალდებულები, ასევე არ უნახავს ნ-------- მ--–--ს მხრიდან დარტყმა, ან გინება ვინმეს მისამართით, ისევე როგორც მ-----–---–ის მიერ ჭურჭლის სროლა რესტორნის ზედა სართულიდან. ჩხუბის დროს ისმოდა ქალების და კაცების გინების ხმა, იყო არეულობა, არ უნახავს ნაცემი მანდილოსანი. ნ-------- მ--–-- ნახა ჩხუბის და კამათის დაწყებამდე, ჩხუბის დროს მაგიდასთან აღარავინ იჯდა. ჩხუბის შედეგად ჭურჭლის დამსხვრევით რესტორან ,,ლ----------ს“ მიადგა 1120,37 ლარის მატერიალური ზიანი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-----–- კ--------ემ განმარტა, რომ მუშაობს რესტორან ,,ლ----------ში“ შეფ-მზარეულად. 2013 წლის 11 მაისს ღამის საათებში იმყოფებოდა სამზარეულოში, დამხმარემ უთხრა, რომ დარბაზში ჩხუბი იყო, გაიგონა ჭურჭლის მსხვრევის ხმა, თუმცა სროლის ფაქტი არ დაუნახავს. ქაოტური სიტოაცია იყო, კერძოდ დარბაზში იმყოფებოდა აღელვებული ხალხი, ჭურჭელი დამტვრეული იყო, სტუმრების ნაწილი იგინებოდა, ნაწილი სისხლიანი იყო, ნაწილი სხვას აშველებდა. უშუალოდ ჩხუბს არ შესწრებია, მისი გასვლისას დარბაზში ერთი ჯგუფი აჩერებდა ერთ პირს, ხოლო მეორე ჯგუფი მე-2 პირს და ცდილობდნენ სიტუაციის დაწყნარებას. ჩხუბისას ერთი ქალბატონი ხმამაღლა ილანძღებოდა. რამდენიმე პიროვნება იწევდა კიბისკენ, მათ სხვები აჩერებდნენ, მათ შორის არ იყო ბ--- მ-----–---–ი, დარბაზში ვიღაც აგინებდა იმას, ვინც ქალს ხელი დაარტყა, არ დაუნახავს ვინ იძახდა, მაგრამ ვარაუდობდა, რომ ბ-------- უნდა ყოფილიყო. მ----- გ------------ს დაუცდა ფეხი და მან წამოაყენა, არ დაუნახავს ამ უკანასკნელს ეჭირა თუ არა რაიმე ნივთი ხელში და ურტყამდა თუ არა ვინმეს, ჰქონდა თუ არა დაზიანება სახეზე, ასევე არ ახსოვს ბ--------ს ჰქონდა თუ არა დაზიანებები სხეულზე და ტანსაცმელზე. ბ--------, მ-----–---–ი და მ----- გ------------ი არავის საცემად არ იწევდნენ, სხვა პირები ვინც საჩხუბრად იწევდნენ, მიდიოდნენ კიბისკენ სავარაუდოდ ბ--------ს, გ------------ის და მ-----–---–ისკენ. დარბაზში მაგიდებთან აღარავინ იჯდა, ხალხი ფეხზე იყო და გასასვლელთან ერთმანეთში ირეოდნენ. ინციდენტის შემდეგ, რესტორნის გარეთ დაინახა სახეზე დასისხლიანებული ბ--- მ-----–---–ი, რომელიც ვიღაცას ესაუბრებოდა და პერანგი ჰქონდა გახეული, ასევე ერთ პიროვნებას თითი ჰქონდა სისხლიანი, გ------- ვ-–--ეს თავი ჰქონდა დაზიანებული. რესტორანში ჯერ დაცვის პოლიცია მივიდა, შემდეგ კი ს----------–-- პოლიცია. ჩხუბმა რესტორნის ფუნქციონირება შეაფერხა. არ იცის ჩხუბი ვის და ვის შორის მოხდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----- ა--–------მა განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისს მუშაობდა რესტორან ,,ლ----------ს“ ზედა სართულზე ბარმენად. დაახლოებით 0000 საათის შემდეგ ქვედა სართულიდან შემოესმა ხმაური, თუმცა თავდაპირველად ყურადღება არ მიაქცია და არ იცის, რა იყო ჩხუბის დაწყების მიზეზი, ასევე ვინ ჩხუბობდა. გინება დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდებოდა, რამაც ქვედა სართულზე მუშაობის შეფერხება გამოიწვია. საბოლოოდ, რესტორანში მივიდა ს----------–-- პოლიცია, რა დროსაც დაინახა დამტვრეული ჭურჭელი და სისხლის მსგავსი ლაქები. მოწმემ განმარტა, რომ აქვს მხედველობის პრობლემა და არ დაუნახავს რესტორნის ზედა სართულიდან ქვედა სართულზე რაიმე ნივთის სროლის ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- მ----------მა განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისს მუშაობდა რესტორან ,,ლ----------ში“ მიმტანად, დაახლოებით 2100 საათიდან რესტორანის ზედა და ქვედა დარბაზი ნელ-ნელა შეივსო სტუმრებით. რესტორანში სტუმრად იყვნენ ს----------–------------------ მ-----– ს----–---–ი, ი----------–---, გ------- ვ-–--ე, თუმცა მ-----– ს----–---–მა და ი----------–---მ მალევე დატოვეს რესტორანი. დაახლოებით 2200-0000 საათზე ქვედა სართულის მარცხენა მხრიდან გაიგო გინებისა და ყვირილის ხმა, თუმცა აურზაურს ყურადღება არ მიაქცია და სამზარეულოში შევიდა მარჯვენა მხრიდან, საიდანაც ზედა სართულზე დაბრუნდა ლიფტით, შესაბამისად არ იცის ვინ ჩხუბობდა და რატომ, ვინ ვის აშველებდა, თუმცა ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, ისინი აქტიურად მოძრაობდნენ კიბესთან და ერთმანეთსაც ურტყამდნენ. არ დაუნახავს ზედა სართულიდან ვინმემ ისროლა თუ არა ჭურჭელი. რესტორნის ქვედა სართულზე ჩასასვლელ კიბეზე იყო სისხლის ლაქები, ქვედა სართულზე კი დამტვრეული ჭურჭელი. ს----------–-- პოლიციის მისვლის შემდეგ მეორე სართულის სტუმრებმა მალევე დატოვეს რესტორანი, ქვედა სართულის სტუმართა ნაწილმა არ დაფარა ანგარიში ისე წავიდნენ რესტორნიდან. დაცვის პოლიცია და ს----------–-- პოლიცია თითქმის ერთდროულად მივიდა. შემთხვევის დღეს ნ--- მ--–-- საერთოდ არ ახსოვს რესტორანში, ინციდენტის დროს გ------- ვ-–--ე იყო რესტორნის ზედა სართულზე, აურზაურის დაწყების შემდეგ ჩავიდა ქვედა სართულზე და ჩხუბში იღებდა მონაწილეობას. ძირითადად ეჩხუბებოდნენ N7 მაგიდასთან მსხდომ მამაკაცებს, რომლებსაც ასევე მანდილოსანიც ახლდათ. სავარაუდოდ ორი მამაკაცი და ქალბატონი, რომლებსაც ეჩხუბებოდნენ, იმ მაგიდას მიუსხდნენ, რომელთანაც მანამდე პ------------- იჯდა. საბოლოოდ სისხლიანი მამაკაცი გაიყვანეს რესტორნიდან, ხოლო მისი თანმხლები მამაკაცი და ქალბატონი დარჩნენ დარბაზში. ინციდენტის გამო ხალხი უცებ დაიშალა და წავიდა რესტორნიდან, დარჩნენ მხოლოდ თანამშრომლები. 11 მაისს რესტორანში კამერები გამორთული იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----– ჩ------–---–მა განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისს მუშაობდა რესტორან ,,ლ----------ს“ ზედა დარბაზში მიმტანად, 2100-2200 საათისთვის რესტორნის ზედა და ქვედა დარბაზი შეივსო სტუმრებით. დაახლოებით ღამის 2300-0000 საათზე ქვედა დარბაზიდან გაიგონა ხმაური, რომელიც მალე მწვავე კამათში, ხოლო ცოტახანში კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, თუმცა ქვედა დარბაზში არ ჩასულა და ზუსტად არ იცის რა მოხდა - ვინ ჩხუბობდა და რა იყო ჩხუბის მიზეზი. ჩხუბი დაახლოებით 15 წუთი გრძელდებოდა, მათ შორის კიბეზეც, შედეგად დაიმტვრა ჭურჭელი, რესტორნის საქმიანობა შეფერხდა, ბ--- მ-----–---–მა სახეზე მიიღო დაზიანება და სისხლი სდიოდა. საბოლოოდ, მენეჯერმა გამოიძახა დაცვის პოლიცია და სიტუაცია დაწყნარდა. მოწმემ განმარტა, რომ დაინახა ვინ ჩხუბობდა, თუმცა არ იცის მათი სახელი და გვარები. ქვედა სართულზე იმყოფებოდნენ: თ---- ს-------–---–ი, ვ---- მ------–---–ი მეუღლესთან ერთად და სხვა პირები, ზედა სართულზე დ----- ს--------–--ე, რესტორანში ასევე იმყოფებოდა ნ--- მ--–--, თუმცა არ დაუნახავს მისი მხრიდან რაიმეს დამტვრევა, ან/და ვინმესთვის დარტყმა ან გინება, მისი მისვლიდან დაახლოებით 1 საათში დაიწყო ჩხუბი და მასში დაახლოებით 5-6 კაცი მონაწილეობდა, ქალები ცდილობდნენ გაშველებას. ვ---- მ------–---–ის სუფრის წევრებს დაახლოებით 2-3 კაცს შუაში ყავდათ მოქცეული და ცემდნენ ბ--- მ-----–---–ს, რა დროსაც არ დაუნახავს ნ-------- მ--–--. ჩხუბი გაგრძელდა ზედა სართულზეც და ბ--- მ-----–---–ს კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემდა 6 კაცი, ვიღაც ყვიროდა: ,,ხელი ვის დაარტყი ბიჭო“. რესტორანში ვიდეო კამერები ეყენა, თუმცა შემთხვევის დროს არ ფუნქციონირებდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---–------------ განმარტა, რომ მუშაობს რესტორან ,,ლ-----------–-“, სადაც 2013 წლის 11 მაისს მოხდა ჩხუბი ორი მაგიდის წევრებს შორის, კერძოდ სამზარეულოში შესვლისას გაიგო ჩხუბის და გინების ხმა, თუმცა არ გასულა დარბაზში და არ უნახავს ვინ ჩხუბობდა. ჩხუბის დაწყების შემდეგ რესტორანმა ფუნქციონირება შეწყვიტა. არ ახსოვს შემთხვევის დღეს ბრალდებულები იყვნენ თუ არა რესტორანში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ------- ხ--–-–---–მა განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისს მუშაობდა რესტორან ,,ლ----------ში“, რა დროსაც პირველ სართულზე მოხდა ჩხუბი, თუმცა მისთვის უცნობია რატომ ჩხუბობდნენ. ხმაურის და გინების გამო რესტორნის მუშაობა შეფერხდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი--------------------–---მ განმარტა, რომ ნ-------- მ--–--ს იცნობს, ბ--- მ-----–---–ს არა. 2013 წლის 11 მაისს დაახლოებით 2300 საათზე მეგობრებთან რ--------- ვ-–----ესთან და ო----- ს-----ესთან ერთად იმყოფებოდა რესტორან ,,ლ-----------ს“ ქვედა სართულზე, სადაც ასევე იმყოფებოდა იმჟამინდელი ს----------–------------------ მ-----– ს----–---–ი, პ----–--------- თ----- ბ--------ასთან, ყ------–-–-------------- ვ---- მ------–---–თან და ამ უკანასკნელის მეუღლესთან ერთად. იმავე სართულზე იმყოფებოდნენ - ნ---- ჩ----ე და თ------- ს-------–---–ი, პირველ სართულზე იჯდა მ----- გ------------ი მამაკაცთან ერთად, თუმცა ეს უკანასკნელი თანმხლებ მამაკაცთან ერთად ჩავიდა ქვედა სართულზე და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თავისუფალი ადგილი იყო, დაჯდა მ-----– ს----–---–ის წინ მდებარე მაგიდასთან და დაჟინებით დაუწყო ყურება პ-------------. მოწმემ განმარტა, რომ რესტორანში დაახლოებით ნახევარი საათი დაყო და მ-----– ს----–---–მა მის წასვლამდე დატოვა რესტორანი. მისი ყოფნისას ჩხუბი არ მომხდარა. რესტორნიდან გამოსვლისას ასევე ნახა ნ-------- მ--–--.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- ჩ----ემ განმარტა, რომ ნ-------- მ--–--ს იცნობს, ბ--- მ-----–---–ს არა. 2013 წლის 11 მაისს იმყოფებოდა რესტორან ,,ლ----------ში“ მეგობრებთან ვ---- და თ---- მ------–---–ებთან, ზ---- გ----------სთან, მ------- გ--–------–---თან და მ-----– გ------–---–თან ერთად. რესტორანში ნახა ი----------–---, პ------------- მ-----– ს----–---–ი თანმხლებ პირებთან ერთად. ცოტახანში რესტორნის ქვედა სართულზე ჩავიდა მ----- გ------------ი, ორ მამაკაცთან ერთად და დაჯდა პ---------------- ზურგშექცევით, თუმცა ცოტახანში გადაჯდა ისე, რომ პ------------- უყურებდა. მ----- გ------------ი გამომწვევად იქცეოდა. მოგვიანებით მოწმის სუფრას შეუერთდნენ თ------- ს-------–---–ი და გ------- ჯ------–--ე, რა დროსაც ატყდა ჩოჩქოლი, ზ---- გ---------- გავიდა, ცოტახანში დაბრუნდა და თქვა, რომ ხელი ჰქონდა მოტეხილი. თავიდან მხოლოდ ყვირილი და გინება იყო, შემდეგ დაიწყო ჩხუბი. ისროდნენ თეფშებს. მ----- გ------------ი იდგა ხელში დანა-ჩანგალით და ყვიროდა, რომ ვიღაცეების ადგილი არ იყო ვ---ში და არ გაახარებდა, ჩანგალი თვითონვე დააგდო, ხოლო დანა ვიღაც ბიჭმა წაართვა. შემთხვევის ადგილზე მისულ ს----------–-- პოლიციის თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ ვ---ში არ აქეიფებდა ვიღაცეებს. გ------- ვ-–--ეს და ზ---- გ----------ს ვინ მიაყენა დაზიანებები, არ იცის, ჩოჩქოლში გ------- ვ-–--ეს თავში მოხვდა ბ--- მ-----–---–ის მიერ მეორე სართულიდან ნასროლი ჩაიდანი. მოწმემ განმარტა, რომ მ----- გ------------ის თანმხლები პირებიც იღებდნენ ჩხუბში მონაწილეობას. ნ-------- მ--–--ს არ იცნობდა ჩვენების მიცემამდე და არც შეუმჩნევია შემთხვევის დროს, იყო თუ არა იქ. არ იცის, რის გამო დაიწყო კამათი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ გ--–------–---მა განმარტა, რომ ნ-------- მ--–--ს იცნობს, ბ--- მ-----–---–ი კი შემთხვევის დღიდან ახსოვს, კერძოდ, 2013 წლის 11 მაისს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა რესტორან ,,ლ----------ს“ ქვედა სართულზე. მათ შეუერთდათ ნ---- ჩ----ე, თ------- ს-------–---–ი, ზ---- გ---------- და ლ--–-----–---. ცოტახანში რესტორანში მივიდა მ-----– ს----–---–იც 3-4 ადამიანთან ერთად, ასევე გ------- ვ-–--ე ცოლთან ერთად. რესტორანში ყოფნისას ატყდა ხმაური, ცოტა ხანში ყველა ერთმანეთში ჩხუბობდა. დ----- ს--------–--ეს ხელი ჰქონდა გაჭრილი და სისხლი სდიოდა, მან სამზარეულოს უკან გაიყვანა და სისხლს წმენდდა, წასვლისას ასევე შეხვდა გ------- ვ-–--ე, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი, ზ---- გ---------ს ხელი ჰქონდა მოტეხილი. მოწმემ განმარტა, რომ რესტორანში ასევე იყო მ----- გ------------ი, მ------ ბ--------სთან, ბ--- მ-----–---–თან და ერთ ქალბატონთან ერთად. ისინი გამომწვევად უყურებდნენ მათ. ჩხუბისას სწორედ ამ ოთხ ადამიანს ეჩხუბებოდა ყველა, გოგონები გაშველებას ცდილობდნენ. ხალხი თეფშებს ისროდა, ზედა სართულიდან ბ--- მ-----–---–მა ჩაიდანი გადააგდო, თან იგინებოდა. მ----- გ------------ი აგრესიული იყო და აგინებდა ყველას. ყველა ცდილობდა მ----- გ------------ი და მისი თანმხლები პირები აეყვანათ მეორე სართულზე, სიტუაციის დასაწყნარებლად. ამაში მონაწილეობას ნ-------- მ--–--ც იღებდა, თუმცა არ დაუნახავს ამ უკანასკნელის მხრიდან ჩხუბი. მ----- გ------------ს ხელში ეჭირა რესტორნის დანა, რომელიც ვიღაცამ წაართვა. არ იცის ბ--- მ-----–---–ს ვინ მიაყენა დაზიანება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- მ------–---–მა განმარტა, რომ 2013 წლის 11 ან 12 მაისს, დაახლოებით 1800-1900 საათზე მეუღლესთან და რამდენიმე მეგობართან ერთად იმყოფებოდა რესტორან „ლ----------ს“ ქვედა სართულზე. ცოტა ხანში სხვა მეგობრებიც მივიდნენ და შეივსო რესტორანი, მათი ნაცნობები სხვა სუფრებთანაც ისხდნენ. მოულოდნელად ატყდა ჩოჩქოლი, მიმდინარე მოვლენებს კარგად ვერ ხედავდა, რადგან ბოძი უშლიდა ხელს, თუმცა ესმოდა ჭურჭლის მსხვრევის ხმა, კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ზ---- გ----------, დ----- ს--------–--ე, გ------- ვ-–--ე ზედა სართულზე ისხდნენ და ჩხუბის დაწყების შემდეგ ჩავიდნენ ქვედა სართულზე. მოწმე მალევე წავიდა რესტორნიდან და შემდეგ გაიგო, რომ ზ---- გ----------ს ხელი ჰქონდა დაზიანებული, ხოლო დ----- ს--------–--ეს ცხვირი. ჩხუბისას ისეთი აურზაური იყო, ვ----ფერს არჩევდა. ნ-------- მ--–-- და ბ--- მ-----–---–ი რესტორანში იყვნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ვ-–--ემ განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისს მეუღლესთან და დ----- ს--------–--ესთან ერთად მივიდა რესტორან ,,ლ----------ში“ და დაჯდა რესტორნის ზედა სართულზე მდებარე მაგიდასთან, ჩავიდა და მიესალმა ქვედა სართულზე მყოფ ნაცნობებს და დაბრუნდა უკან. დ----- ს--------–--ემ დაურეკა ნ-------- მ--–--ს და სთხოვა, მათთან მისულიყო. ცოტახანში დაინახა, რომ ქვედა სართულზე ნ-------- მ--–-- ესაუბრებოდა, მისთვის უცნობ პირს - ბ--- მ-----–---–ს, რომელმაც ხელი კრა ნ-------- მ--–--ს და დაიძაბა სიტუაცია. დ----- ს--------–--ე და მოწმე ჩავიდნენ რესტორნის ქვედა სართულზე. თავად ცდილობდა სიტუაციის დაწყნარებას. ჩხუბში მონაწილეობას იღებდნენ ბ--- მ-----–---–ი, მ----- გ------------ი და მ------ ბ--------. საუბარი დაიწყო ნ-------- მ--–--სა და ბ--- მ-----–---–ს შორის, შემდეგ ჩაერია ხალხი და ცდილობდნენ გაშველებას. ჩხუბისას ნ-------- მ--–-- გაიყვანეს მოშორებით, რადგან ნ-------- მ--–-- და ბ--- მ-----–---–ი ერთმანეთისკენ იწევდნენ. მ----- გ------------ი და მ------ ბ-------- ილანძღებოდნენ, იძახდნენ რომ ნ-–------–------------------ დრო დასრულდა. მოწმე მივიდა მათთან და ცდილობდა დაწყნარებას. ჩოჩქოლისას ბ--- მ-----–---–ი რესტორნის ზედა სართულზე ავიდა. მოწმემ მ------ ბ-------- და მ----- გ------------ი გაიყვანა კიბის მხარეს, ნივთებიც მიაწოდა, სწორედ ამ დროს ბ--- მ-----–---–მა თავში ჩაარტყა რაღაც ნივთი და სისხლიც წამოუვიდა. ვარაუდობს, რომ ნივთი ბ--- მ-----–---–მა ესროლა, რადგან იქ მხოლოდ აღნიშნული პირი იყო, რის შემდეგაც ბ--- მ-----–---–ი კვლავ ზედა სართულზე ავიდა. თავად გავიდა რესტორნის სხვა ოთახში, სადაც ცდილობდა სისხლის მოწმენდას. შემდეგ საავადმყოფოში დაუმუშავეს ჭრილობა. დ----- ს--------–--ეს დაუზიანდა ცხვირი, ზ---- გ----------ს კი ხელი. მ----- გ------------ი, მ------ ბ-------- და ბ--- მ-----–---–ი ნასვამი იყვნენ, მათ არანაირი დაზიანება არ მიუღიათ. რესტორნის მეორე სართულიდან ჭურჭელს ისროდნენ, თუმცა არ დაუნახავს, ვინ ისროდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ------- ს-------- განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისს 2300 საათზე მეუღლესთან ერთად მივიდა რესტორან ,,ლ----------ში“, დასხდნენ რესტორნის ზედა სართულზე, თუმცა ცოტა ხანში ჩავიდნენ ქვედა სართულზე მეუღლის მეგობრებთან მისასალმებლად. შემდეგ შევიდა საპირფარეშოში, უკან დაბრუნებისას დარბაზში დაძაბული სიტუაცია იყო, მეუღლემ სთხოვა ზედა სართულზე ასულიყო და დალოდებოდა. არეულობისას მ----- გ------------ი მარტო იყო და ყვიროდა, რომ ურტყამდნენ. არ უნახავს ნ-------- მ--–--ს აქტიურობა ჩხუბისას, ბ--- და მ------ იწევდნენ ხალხისკენ, ხოლო ხალხი სიტუაციის დაწყნარებას ცდილობდა. გ------- ვ-–--ეს ჩაიდანი მოხვდა, გატეხილი ქონდა თავი და სისხლი სდიოდა, დ----- ს--------–--ესაც ცხვირი ჰქონდა გატეხილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---- გ----------მ განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში მეგობრებთან - თ---- ს--–----------, ვ---- მ------–---–თან, მ------ გ--–------–---თან და სხვებთან ერთად იმყოფებოდა რესტორან ,,ლ----------ს“ ქვედა სართულზე, ნახა მ-----– ს----–---–ი, ნ-------- მ--–--, გ------- ვ-–--ე და დ----- ს--------–--ე, თუმცა პ------------- მალე წავიდა. რესტორნის თითქმის ყველა მაგიდა დაკავებული იყო. მოულოდნელად დაიწყო ჩხუბი, სწრაფად განვითარდა მოვლენები, არ იცის, ვინ დაიწყო ჩხუბი, თუმცა ცდილობდა ნ-------- მ--–--ს და ბ--- მ-----–---–ის გაშველებას, ჩადგა მათ შორის, ნ-------- მ--–-- გაწია, ბ--- მ-----–---–ს მოუწოდა გაჩერებულიყო, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გაარტყა ხელი, თავის მხრივ მოწმემაც მოიქნია ხელი და დაიზიანა. ესმოდა ჭურჭლის მსხვრევის ხმა. ჩხუბის შემდეგ ნ-------- მ--–-- სად წავიდა, არ იცის. მოწმე და დ----- ს--------–--ე სასწრაფოს მანქანით წაიყვანეს, ეს უკანასკნელი დაზიანებული იყო სახის არეში. ბ--- მ-----–---–ის მაგიდასთან იჯდა ქალბატონი - გვარად გ------------ი, რომელიც ჩხუბის დროს იგინებოდა. არ ახსოვს, ამ უკანასკნელს ჩხუბისას ეჭირა თუ არა დანა-ჩანგალი. შემთხვევის დროს იგინებოდა თუ არა ნ-------- მ--–--, არ ახსოვს, არც მისი მოქნეული ხელი დაუნახავს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----– გ------–---–მა განმარტა, 2013 წლის 11 მაისს მეგობრებთან ერთად იჯდა რესტორნის ქვედა სართულზე. საღამოს საათებში რესტორანში მივიდნენ სტუმრები, მათ შორის ს----------–------------------, ასევე, ნ---- ჩ----ე, ზ---- გ----------, თ---- ს-------–---–ი, გ------- ვ-–--ე, ნ-------- მ--–-- და სხვა პირები, ცოტა ხნით მივიდა ასევე ი----------–---. მოგვიანებით ქვედა სართულზე ჩავიდნენ მ----- გ------------ი და 2 მამაკაცი, მათ შორის ბ--- მ-----–---–ი, ისინი პ-------------- გვერდით, მე-2 მაგიდასთან დასხდნენ. ნ--- მ--–-- ერთ-ერთ მაგიდასთან მივიდა და მეგობარს მიესალმა, თავის მაგიდასთან დაბრუნებისას მეორე მაგიდიდან, სადაც მ----- გ------------ი და ბ--- მ-----–---–ი ისხდნენ, შეჩერდა, რადგან ბ--- მ-----–---–მა უთხრა, რომ ის რესტორანში მისი, ანუ ბ--- მ-----–---–ის ფულით ერთობოდა, რაზეც ნ-------- მ--–--მ ხელი დაარტყა, რასაც მოყვა ხმამაღლა საუბარი და ჩხუბი. მ----- გ------------ი ზოგადად იძახდა, რომ ვ---ში არ აქეიფებდა ნ-–------–ებს. მათ გაშველებას ცდილობდნენ იქ მყოფი კაცები, რის შედეგადაც ზ---- გ----------ს ფეხი მოხვდა ხელში, ვიღაცამ ზედა სართულიდან ჩაიდანი გადააგდო, რომელიც გ------- ვ-–--ეს მოხვდა თავში, დ----- ს--------–--ეს ცხვირი გაუტყდა. თავის მხრივ გ------- ვ-–--ეს, ნ-------- მ--–--ს და ზ---- გ----------ს არ უსვრიათ არაფერი, არ დაუნახავს და გაუგია ნ-------- მ--–--ს მხრიდან ჩხუბი, გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები. მ----- გ------------ი და მისი თანმხლები პირები უფრო აქტიურები იყვნენ, ილანძღებოდნენ და ჩხუბობდნენ, კერძოდ მ----- გ------------ი იქ მყოფთ აგინებდა და ემუქრებოდა. ვინმესთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა მ----- გ------------ს ხელში დანა ან ჩანგალი ეჭირა. ჩხუბის შედეგად ჭურჭელი დაილეწა, დიდი ზარალი განიცადა რესტორანმა და ფუნქციონირება ვერ განაგრძო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- ჟ----–---–---მა განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისს ღამის საათებში მეუღლესთან ერთად მივიდა რესტორან ,,ლ----------ში“, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ს----------–------------------ და ვ---- მ------–---–ი. საპირფარეშოდან გამოსულმა დააპირა მაგიდასთან დაჯდომა, როცა მეუღლემ უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ, აიღო ჩანთა და გავიდნენ რესტორნის გარეთ. მოწმემ განმარტა, რომ საპირფარეშოდან რესტორნის დარბაზში დაბრუნებისას ხალხი ფეხზე იდგა, სხვა ვ----ფერი შეამჩნია, მუსიკა ხმამაღლა იყო. რესტორანში ნახა გ------- ვ-–--ე, გადმოცემით იცის, რომ რესტორანში იყო მისი მეგობარი ნ-------- მ--–--.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ქ-------ემ განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისს დაახლოებით 2300 საათზე იმყოფებოდა რესტორან ,,ლ----------ში“ მეუღლესთან, გ------- ვ-–--ესთან და ამ უკანასკნელის მეუღლესთან ერთად. რესტორანში ასევე იყვნენ ნაცნობი პირები, მათ შორის ს----------–------------------ მ-----– ს----–---–ი, თუმცა ის მალევე წავიდა და ჩხუბის დროს არ ყოფილა. მოწმემ განმარტა, რომ მისი მეგობარი ნ-------- მ--–-- გაჩერებული იყო მაგიდასთან, რომელთანაც ორი მამაკაცი და ორი მანდილოსანი ისხდა, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ნ-------- მ--–-- და ის პიროვნებები ერთმანეთს იცნობდნენ. ზუსტად არ იცის რა მოხდა, მაგრამ ნ-------- მ--–-- ჩხუბის ინიციატორი არ ყოფილა. ჩხუბის შედეგად გ------- ვ-–--ემ მიიღო დაზიანება, თუმცა არ იცის, როგორ და საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ზ-----ემ განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში, მივიდა რესტორან ,,ლ----------ში“, პირველივე მაგიდასთან შეხვდა ნაცნობი მ----- გ------------ი და კაცი გვარად ბ--------. ბ--------სთან და გ------------თან ერთად სუფრაზე იჯდა ერთი ბიჭი, გვარად მ-----–---–ი. მოულოდნელად რესტორანში ატყდა ჩხუბი, მ----- გ------------ი იყო ნასვამი და იგინებოდა. მოწმე ცდილობდა გაშველებას, გ------- ვ-–--ეს რაღაცა ჩაარტყეს თავში, დ----- ს--------–--ეს ასევე გაუტეხეს თავი, ზ---- გ----------მ კი მოიტეხა ხელი. ვიღაცა ყვიროდა, რომ პროვოკაცია იყო და არ აყოლოდნენ. ნ-------- მ--–-- არ ჩხუბობდა, მისი მხრიდან ვინმესთვის დარტყმა, ან ვინმეს მიმართ გინება არ შეუნიშნავს. ბ--------, გ------------ი და მ-----–---–ი, ნასვამები და აგრესიულად განწყობილნი იყვნენ ნ-------- მ--–--ს მიმართ, კერძოდ ეს უკანასკნელი როცა გადიოდა მაგიდებს შორის დაუწყეს გინება, რაზეც ნ-------- მ--–--მ არაფერი უპასუხა, რის შემდეგაც სამივე მათგანი ადგა და გაიწია ნ-------- მ--–--სკენ. სწორედ ამ დროს ჩადგა მოწმე შუაში და აშველებდა. მ----- გ------------ი იყო ძალიან მთვრალი 2-3-ჯერ ძირს დავარდა, ხელში ხან დანა, ხან ჩანგალი ეჭირა. სწორედ მისმა საქციელმა გამოიწვია ჩხუბი და გინება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ ბ--------მ განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისს მ----- გ------------თან ერთადაც მივიდა ,,ლ----------ში“. ქვედა სართულზე მდებარე მაგიდასთან დასხდნენ. დარბაზი სავსე იყო, სტუმრებს შორის იყვნენ ნ-–------–------------------ წევრები, მათ შორის მ-----– ს----–---–ი და ვ---- მ------–---–ი. მისთვის და მ----- გ------------ისთვის მიუღებელი იყო ნ-–------–------------------ წ-------- გარემოცვაში ყოფნა, ამიტომ გადაწყვიტეს ყავის დალევის შემდეგ მალევე წასულიყვნენ, თუმცა აღმოაჩინეს, რომ მ----- გ------------ს სახლში დარჩა საფულე. დაურეკეს ბ--- მ-----–---–ს და სთხოვეს საფულის მიტანა. ბ--- მ-----–---–ი ხ------- დ---------–თან ერთად მივიდა, გადაწყვიტეს თითო ჭიქა ყავის დალევა მიუხედავად იმისა, რომ გარემოცვა არ მოსწონდათ. სწორედ ამ დროს ნ-------- მ--–-- აღმოჩნდა მათ მაგიდასთან, რომელიც საუბრობდა ბ--- მ-----–---–თან, ბ--- მ-----–---–ი იჯდა, ნ-------- მ--–-- კი იდგა, არ ესმოდა საუბრის შინაარსი, თუმცა ცხადი იყო, რომ მეგობრული საუბარი არ ჰქონდათ. ამ უკანასკნელმა ბ--- მ-----–---–ს ხელი დაადო მხარზე, კითხვაზე - რას შვები, ნ-------- მ--–--მ უპასუხა, რომ მოეფერა. ხელის მოთათუნება და სიტყვა - ,,მოგეფერე“ შეურაცხმყოფელი იყო ბ--- მ-----–---–ისათვის, რის გამოც ეს უკანასკნელი სკამიდან დგებოდა, თუმცა მოხვდა მუშტი. მოწმემ ნ-------- მ--–--ს უთხრა, თავის მაგიდასთან დაბრუნებულიყო, რა დროსაც მათთან მივიდნენ ნ-------- მ--–--ს მაგიდის რამდენიმე წევრი და დაიწყო აურზაური. სავარაუდოდ რესტორანში მყოფი ნ-–------–------------------ წ------- მთვრალი იყვნენ, კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში. ბ--- მ-----–---–ს ნ-------- მ--–--მ, ან მისმა თანმხლებმა ერთ-ერთმა პირმა დაარტყა მუშტი და საფეთქელი გაუხეთქა, რის გამოც სდიოდა სისხლი. დაიწყო ხელჩართული ჩხუბი და ყველა ვინც დარბაზში იყო, მონაწილეობდა ინციდენტში და ცდილობდნენ მისთვის და ბ--- მ-----–---–ისთვის ზიანი მიეყენებინათ. ჩხუბის შედეგადაც მიიღო რამდენიმე დაზიანება კეფისა და ყელის არეში, ასევე დაჟეჟილობები, დაეხა მაისური. ჩხუბში მონაწილეობას იღებდნენ ნ-------- მ--–--ს მაგიდის 6-7 წევრი, ისროდნენ თეფშებს და იგინებოდნენ. ჩხუბი ორ ეტაპად განვითარდა, პირველ ეტაპზე მოწმემ და ბ---მ მოასწრეს ზედა სართულზე ასვლა, თუმცა თავდამსხმელი პირები დაახლოებით 10-15 ადამიანი მეორე სართულზეც აყვნენ და დაიწყო ჩხუბის მეორე ეტაპი, ბ---ს იმდენი ურტყეს, ძირს დავარდა. მოწმემ დაზიანება მიიღო ჩხუბის მეორე ეტაპზე, როდესაც ბ--- მ-----–---–ის დაცვას ცდილობდა, თუმცა არ იცის, ვინ მიაყენა დაზიანება. მ----- გ------------ი გამოვიდა დარბაზის სიღრმიდან, მას ყელი და ყბა ქონდა ჩაწითლებული დარტყმებისგან, ხელში არაფერი ეჭირა და არც აგრესიას გამოხატავდა, კითხვაზე მ-----მ უპასუხა, რომ მასაც დაარტყეს. მოწმე ცდილობდა ჩხუბში მონაწილეთა შეკავებას, რა დროსაც მივიდა პოლიცია, ბ--- მ-----–---–ი წაქცეული იყო. პოლიციის მოსვლამდე დარბაზში შევარდა შეირაღებული დაჯგუფება, დამცავი ჟილეტებით, ბ--- მ-----–---–ს წაქცეულს ურტყეს კონდახები, ს----------–-- პოლიცია დროულად რომ არ მისულიყო, ბ--- მ-----–---–ი ვერ გადარჩებოდა. მოწმემ განმარტა, რომ აგრესიის ძირითადი ობიექტი იყო ბ--- მ-----–---–ი, ის ალყაშიც ყავდათ მოქცეული და ურტყამდნენ, ასევე იყო მომენტი როდესაც ბ--- იგერიებდა და 4-5 კაცი ურტყამდა. მოწმემ დაინახა, რომ ბ--- მ-----–---–ს დაზიანებებს აყენებდნენ: დ----- ს--------–--ე, ნ-------- მ--–--, ზ---- გ---------- და სხვები. ჩხუბი როგორც კი დაიწყო დ----- ს--------–--ე მივიდა ბ--- მ-----–---–თან, სახეში ჩაარტყა მუშტი და დედა შეაგინა. ის განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, იგინებოდა და თავს ესხმოდა ბ--- მ-----–---–ს. პატრულმა როდესაც გააშორა დ----- ს--------–--ე, აფურთხებდა მას და მის სუფრის წევრებს. ჩხუბისას ბ--- მ-----–---–ს არაფერი არ აუღია და არ უსვრია, რადგან არ ჰქონდა ამის საშუალება. თავის მხრივ არც მოწმეს მიუყენებია დაზიანება დარბაზში მყოფთათვის, არ იცის ზ---- გ----------ს, დ----- ს--------–--ეს და გ------- ვ-–--ეს ვინ მიაყენა დაზიანებები. მ-----– ს----–---–ი, კონფლიქტის დაწყებამდე წავიდა რესტორნიდან.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----- გ------------მა განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისს მ------ ბ--------სთან ერთად ჩავიდა რესტორან ,,ლ----------ში“ და დასხდნენ რესტორნის ქვედა სართულზე. გადახდისას აღმოაჩინა, რომ საფულე სახლში დარჩა, დაურეკა ბ--- მ-----–---–ს, ეს უკანასკნელი ხ------- დ---------–თან ერთად მივიდა რესტორანში და დასხდნენ მათ მაგიდასთან. რესტორანში ბევრი ხალხი იყო, მათ შორის მ-----– ს----–---–ი, გ------- ვ-–--ე, გ------- ქ-------ე, ვ---- მ------–---–ი, ნ-------- მ--–--, დ----- ს--------–--ე, ზ---- გ----------, თ---- ს--–-----, თ---- ს-------–---–ი და ი----------–---, თუმცა მ-----– ს----–---–ი და ი----------–--- ჩხუბის დაწყებამდე წავიდნენ. ნ-------- მ--–-- მაგიდებს შორის დადიოდა ხშირად, მათ მაგიდასთან მისვლის შემდეგ კი დაიწყო ჩხუბი, კერძოდ, გ-------–---ი და მ--–-- მიადგნენ მის მაგიდას, გ-------–---ი ქალების მხარეს დადგა, ნ-------- მ--–-- კი ბ--- მ-----–---–ს და მ------ ბ--------ს დაუდგა წინ, ხელი ჩამოართვა ამ უკანასკნელს, რა დროსაც გადააწვა ბ--- მ-----–---–ს და მხარზე ხელი დაადო. კონფლიქტამდე მან რამდენჯერმე ჩაურა მათ მაგიდას და სუფრის წევრებს ათვალიერებდა, მაგრამ კონტაქტი არ შემდგარა. ბ--- მ-----–---–მა დაძაბულად ახედა ნ-------- მ--–--ს და მათ აგრესიულად დაიწყეს საუბარი, მ------ ბ--------მ უთხრა ნ-------- მ--–--ს დაბრუნებულიყო თავის მაგიდასთან, რის შემდეგაც ნ-------- მ--–--მ დაიწყო ყვირილი, გ-------–---მა ხელი კრა ხ------- დ---------–ს, ხოლო მას ყელში წაუჭირა ხელი. ბ--- მ-----–---–მა სცადა წამოდგომა, თუმცა უცებ გადავარდა, რადგან მუშტი დაარტყა ნ--- მ--–--მ, ან მის უკან მდგომმა პირმა. მისი აზრით, პირველად ნ-------- მ--–--მ დაარტყა ბ--- მ-----–---–ს. საბოლოოდ დარბაზში ყველა წამოდგა და მათ მაგიდასთან მივიდა, გ-------–---ი აგინებდა და ხელს უჭერდა. მოწმემ თავი გაითავისუფლა და გაიქცა ბ--- მ-----–---–ის და მ------ ბ--------სკენ, რადგან მათ ეჩხუბებოდა ყველა. მოწმემ განმარტა, რომ ყველა ბ--- მ-----–---–ს ურტყამდა, მასაც ურტყამდნენ, მათ შორის გ------- ქ-------ეც. ჩხუბისას ჭურჭელს ისროდნენ და რესტორანმა შეწყვიტა ფუნქციონირება, ყველა ჩხუბობდა ვ---- მ------–---–ის გარდა. ბ--- მ-----–---–ი, მ------ ბ-------- და მოწმე თავს იცავდნენ. იმავდროულად რესტორანში შეცვივდნენ იარაღიანი და ნიღბიანი პირები, სავარაუდოდ ვიღაცის დაცვის წევრები, მათ ბ--- მ-----–---–ს დაუწყეს ცემა, დააგდეს ძირს, სწორედ ამ დროს რესტორანში მივიდნენ ს----------–-- პოლიციის თანამშრომლები და დაწყნარდა სიტუაცია. მ------ ბ-------- იყო დასისხლიანებული, ბ--- მ-----–---–ს თვალი ჰქონდა გახეთქილი, აღენიშნებოდა სილურჯეები, ასევე პერანგი ქონდა დახეული. მოწმეს ყელი ჰქონდა ჩალურჯებული, გრძნობდა რომ ტვინის შერყევა მიიღო. მოწმემ განმარტა, რომ მას არ უთქვამს ჩხუბისას, რომ არ აქეიფებდა ვ---ში ვინმეს, მხოლოდ ვ---- მ------–---–ს და თ---- ს-------–---–ს უთხრა - როგორ ყოფდნენ თავს საქართველოში. ნასვამი იყო, მაგრამ მთვრალი არ ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ------- დ---------–მა განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისს ღამის საათებში, ბ--- მ-----–---–თან ერთად მივიდა რესტორან ,,ლ----------ში“, რათა მ----- გ------------ისათვის, რომელიც რესტორანში მ------ ბ--------სთან ერთად იყო, მიეტანათ საფულე, რომელიც სახლში დარჩა. რესტორნის ქვედა სართულზე მსხდომი პირები ნასვამი იყვნენ. იქვე იმყოფებოდა ნ-------- მ--–--, რომელიც მაგიდებს შორის დადიოდა, რაღაც დროს მივიდა მათ მაგიდასთან და ბ--- მ-----–---–ს არამეგობრულად, ზურგზე მიადო ოდნავ ხელი, ნ-------- მ--–-- და ბ--- მ-----–---–ი საუბრობდნენ, ცოტახანში ბ--- მ-----–---–ს ვიღაცამ, დაზუსტებით ვერ ამბობს, მაგრამ სავარაუდოდ ნ-------- მ--–--მ დაარტყა მუშტი, მოწმეს ვიღაცამ კრა ხელი და სკამიდან გადავარდა. მოწმემ განმარტა, რომ ჩხუბის დაწყებიდან მალევე დატოვა რესტორანი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ხ------–---–მა განმარტა, რომ მუშაობდა დაცვის პოლიციის დაკავების ჯგუფში. 2013 წლის 11 მაისს დაახლოებით 0000-0100 საათზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჯგუფი გამოცხადდა კაფე ,,ლ----------ში“, მისვლისას ადგილზე დახვდათ არეულობა, ძირითადად ბ--- მ-----–---–ი და მ------ ბ-------- ჩხუბობდნენ მაღალ მოკლედ შეჭრილ თმიან პიროვნებასთან, რომელსაც თეთრი მაისური ეცვა, მათ სახეზე ქონდათ ნაკაწრები. თანამშრომლებთან ე-–------ თ-----–---–თან და ზ---- ბ--------ესთან ერთად გარეთ გაიყვანეს აღნიშნული პირები. რესტორნის გარეთ ნახა ზ---- გ----------, გ------- ვ-–--ე და დ----- ს--------–--ე. ნ--- მ--–-- არც რესტორანში და არც გარეთ არ უნახავს. მალევე რესტორანში მივიდნენ ს----------–-- პოლიციის თანამშრომლები და გადაიბარეს საქმე.
ანალოგიური ჩვენება მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ე-–------ თ-----–---–მა და ზ---- ბ--------ემ. ე-–------ თ-----–---–მა დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ 2-3 წუთში. მოქალაქეები ჩხუბობდნენ, ილანძღებოდნენ და იგინებოდნენ. ნანახი არ ყავს ნ-------- მ--–--, ამიტომ არ იცის რესტორანში იყო, თუ არა. ბ--- მ-----–---–ი გარეთ გაიყვანეს, ხოლო მასთან მოჩხუბარ თეთრ მაისურიან პირს, რომელიც რესტორნის ქვედა სართულზე ჩავიდა, ჩაყვა, თუმცა ის ქვედა გასასვლელიდან გავიდა. გაიგო, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს ზ---- გ----------სთვის. ზ---- ბ--------ემ კი დამატებით განმარტა, რომ რესტორანში ჩოჩქოლი და ორი დაპირისპირებული მხარე იყო, ე-–------ თ-----–---–ი აშველებდა. მან გარეთ გაიყვანა მ------ ბ--------, თუმცა მისთვის დაზიანებები არ შეუნიშნავს. ბ--- მ-----–---–ს შუბლის არეში ჰქონდა დაზიანება - ოდნავ ქონდა გაჭრილი. მ------ ბ--------სთან დაპირისპირებული პირი იყო მაღალი და სრული, თეთრი მაისურით. ნ-------- მ--–--, დ----- ს--------–--ე, ზ---- გ---------- ან სხვა ცნობადი სახე რესტორანში არ უნახავს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ძ-------–-–---–მა განმარტა, რომ კონკრეტულ დღეს გამოძახება იყო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით რესტორან ,,ლ----------ში“, სადაც მივიდა მეწყვილე ზ------ ბ----ესთან ერთად. შესასვლელთან დახვდათ ჩხუბის შედეგად დაზიანებული ორი პიროვნება, მათ შორის ბ--- მ-----–---–ი. განაცხადეს, რომ მათ თავს დაესხნენ, ბ--- მ-----–---–ის განმარტებით კი ის პირები, ვინც თავს დაესხნენ, რესტორნის პირველ სართულზე იყვნენ. პირველ სართულზე დახვდათ არეულობა, კერძოდ მაგიდები აყირავებული, ჭურჭელი დამტვრეული, მეორე მაგიდასთან ქალბატონი გ------------ი აგრესიულად ლანძღავდა გ------- ვ-–--ეს და ზ---- გ----------ს და ამბობდა, რომ მათ არ მისცემდა რესტორანში და მისი სახლის წინ ქეიფის უფლებას, რადგან ზ---- გ---------- და გ------- ვ-–--ე თავს დაესხნენ. გ------- ვ-–--ეს თავი ქონდა სისხლიანი, ზ---- გ----------ს კი ხელი ქონდა შეხვეული. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ, მალევე წავიდნენ და ადგილზე დარჩა ეკიპაჟი.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ ბ----ემ და დამატებით განმარტა, რომ შეტყობინება გადასცა კ--------–---- პოლიციასაც, რადგან სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ზ---- გ----------ს და გ------- ვ-–--ეს, შესთავაზა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ---- გ------–-–---–მა განმარტა, რომ 2013 წლის 12 მაისს, შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე ვ-–-------- გ--------თან ერთად რესტორან ,,ლ----------ში“ მისვლისას შეთხვევის ადგილზე დახვდა ეკიპაჟი. მათი მისვლისას ჩხუბი და გინება აღარ იყო, რესტორანის მეორე სართულზე სიმშვიდე იყო, რამდენიმე პიროვნება და პერსონალი იყო, პირველ სართულზე კი დაახლოებით 2-3 ადამიანი იყო, სავარაუდოდ მომსახურე პერსონალი. გარეთ იყო დაახლოებით 7 ადამიანი, მათ შორის ქალბატონი, რომელიც იყო აგრესიული, მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. ორ პიროვნებას, მათ შორის ერთ-ერთ ბრალდებულს, ქონდათ დაზიანებები და სისხლის კვალი. განუმარტეს, რომ რესტორანში თავს დაესხნენ და სურდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. შემთხვევის ადგილზე რესტორნიდან დაახლოებით 4-5 მეტრში ნახა გ------- ვ-–--ე, ზ---- გ---------- და დ----- ს--------–--ე. ზ---- გ----------ს ხელი ჰქონდა შეხვეული, დ----- ს--------–--ეს ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ხოლო გ------- ვ-–--ეს თავი ქონდა სისხლიანი. რესტორანში იყო დამტვრეული ჭურჭელი, რის გამოც შეტყობინება გადასცა კ--------–---- პოლიციას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-–-------- გ-------მ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე რესტორან ,,ლ----------ში“ მისვლისას დახვდათ ს----------–-- პოლიციის ეკიპაჟი გ------- ძ-------–-–---–ისა და ზ----- ბ----ის შემადგენლობით. ბ--- მ-----–---–მა და მ------ ბ--------მ განაცხადეს, რომ მათი თანმხლები მ----- გ------------ი რესტორნის ქვედა სართულზე იმყოფებოდა, სადაც უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მათ ეტყობოდათ ჩხუბის კვალი - დაზიანებული ქონდათ ტანსაცმელი. ჩხუბი დასრულებული იყო, თუმცა ქაოტური სიტუაცია იყო. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და კ--------–----ი პოლიცია. მ----- გ------------ი განერვიულებული იყო, ხმამაღლა საუბრობდა, მაგრამ უშუალოდ ვინმეს მიმართ არ გამოხატავდა აგრესიას, ზოგადად ლაპარაკობდა. ჩხუბის გამო რესტორნის ფუნქციონირება შეჩერდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- შ-------ემ განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მოწმეები, დაათვალიერა მ------ ბ--------ს მიერ წარდგენილი შემთხვევის დღეს დაზიანებული კუბოკრული წითელი პერანგი, პერანგზე დაზიანებებიც იყო და წითელი ლაქებიც. რესტორანში შემთხვევის დროს ვიდეო კამერები გამორთული იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე კ---- დ---------–--მ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იყო მორიგე გამომძიებელი, მიიღო შეტყობინება და დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სადაც შეძლებისდაგვარად დააფიქსირა ყველა სისხლის მსგავსი ლაქა, შემდეგ თავის საცხოვრებელ სახლში დაკითხა დ----- ს--------–--ე, მას ჰქონდა დაზიანებული თავი და ვერ შეძლო განყოფილებაში მისვლა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- მ-------–--მა განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხა ზ---- გ----------, ნ---- ჩ----ე და კიდევ ერთი პირი. ასევე, დაათვალიერა ბ--- მ-----–---–ის დახეული და დალაქავებული ტანსაცმელი. ზ---- გ----------ს მოტეხილი ქონდა ხელი, ამიტომ დაკითხვისას ესწრებოდა ნდობით აღჭურვილი პირი, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა ჩვენების სისწორე. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ღამეს ნახა ბ--- მ-----–---–ი, მას დაზიანებული ჰქონდა თავი, თუმცა სისხლიანი იყო თუ არა, არ ახსოვს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------– კ------–---–მა განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე დაკითხა გ------- ვ-–--ე და ამოიღო მისი პერანგი, ასევე დაკითხა სალონის მეპატრონე და ამოიღო სილამაზის სალონიდან ვიდეო-კამერების ჩანაწერები.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-–--------ემ განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე ჩაატარა 1 საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ დაკითხა მ-----– ჩ------–---–ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე------- ჯ-------მ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა რამდენიმე პირი, მათ წაიკითხეს ჩვენება და ნებაყოფლობით დაადასტურეს მისი შინაარსის სისწორე, მათ დაკითხვის ოქმებში შენიშვნები არ დაუფიქსირებიათ, ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------- გ--–-----–---–მა განმარტა, რომ 2013 წლის მაისში მუშაობდა თ------–---–-------ში სილამაზის სალონ ,,კ------ში“. მასთან მისული იყო პოლიციელი და ითხოვა 2013 წლის მაისის თვის კონკრეტული თარიღის ვიდეო კამერების ჩანაწერები, რომელიც მან ნებაყოფლობით წარუდგინა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------- ა--------მა განმარტა, რომ 2013 წლის მაისში მუშაობდა ,,პ------- ბ---ში“, ევალებოდა დაცული ტერიტორიების მონიტორინგი და მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებდა ბანკების ვიდეო კონტროლს. სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში გასცემს დისკზე ჩაწერილ კონკრეტული კამერის მიერ კონკრეტულ დროს დაფიქსირებულ ჩანაწერს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------ ლ----------ემ დაადასტურა მის მიერ 2013 წლის 17 ივნისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: გამოკვლევაზე წარმოდგენილი მ------ ბ--------ს გრძელსახელოებიანი პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის სახით წარმოქმნილი----იზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. მ------ ბ--------ს პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ღილების განცალკევების სახით წარმოქმნილია გამოგლეჯით ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ბ--- მ-----–---–ის გრძელსახელოებიანი ჟაკეტის ზედაპირზე არსებული დაზიანება ნაკერის გარღვევის და გახევის სახით წარმოქმნილი----იზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ბ--- მ-----–---–ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გარღვევის-გახევის და საფირმო ეტიკეტის ნაწილობრივი განცალკევება წარმოქმნილი----იზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. დ----- ს--------–--ის პერანგის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა, არ აღინიშნება. გ------- ვ-–--ის გრძელსახელოებიანი პერანგის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე------ ზ-------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2013 წლის 11 ივლისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: გ------- ვ-–--ის პერანგზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. დ----- ს--------–--ის პერანგზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. ბ--- მ-----–---–ის ჟაკეტზე და მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. მ------ ბ--------ს პერანგზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ თოთხმეტ ანაწმენდზე, ქსოვილის ორ ნაჭერზე და ქაღალდის სამ ხელსახოცზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მის წინაშე წარდგენილი იყო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ობიექტები: მ------ ბ--------ს, ბ--- მ-----–---–ის, დ----- ს--------–--ის და გ------- ვ-–--ის ტანსაცმელი. სისხლის ჯგუფზე გამოკვლევის ჩასატარებლად საჭირო იყო სისხლის ნიმუშები, რომელიც ვერ იქნა წარმოდგენილი გარკვეული მიზეზების გამო, კერძოდ გამომძიებელმა უთხრა, რომ ვერ ხერხდებოდა ნიმუშის მოპოვება. შესაბამისად, ჩაატარა მხოლოდ სისხლის აღმოჩენის კვლევა. ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-------–--–---–მა დაადასტურა მის მიერ 2013 წლის 12 ივნისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შპს აკ------------–----------–--------–----------------------------–------ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N4----ის მიხედვით, მოქ. დ----- ს--------–--ეს აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს 2013 წლის 12 მაისს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, მარცხენა მტევნის მე-2 თითის დისტალური ფალანგის ნაკვეთი ჭრილობა. დაზიანება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის ზემოქმედებით, ხოლო დაზიანება ნაკვეთი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედებით და ერთობლიობაში აღებული მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
მოწმემ განმარტა, რომ დ----- ს--------–--ეს სჭირდებოდა ცხვირის ძვლების ფიქსაცია, ასევე დაედო ნაკერები.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ც--–--ემ დაადასტურა მის მიერ 2013 წლის 13 მაისს გაცემული დასკვნების სისწორე, რომელთა თანახმადაც: მოქ. მ------ ბ--------ს შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა კისრის არეში დაზიანებები ნაკაწრების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები მოქმედებით, მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით შეესაბამებიან საქმის გარემოებაში მითითებულ დროს. მოქ. ბ--- მ-----–---–ის პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები შუბლის, სახის, მარჯვენა მტევნის, გულმკერდის და მარჯვენა მუხლის არეში სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და ნახეთქი ხასიათის გაკერილი ჭრილობის სახით, რომლებიც განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით. სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხოლო ჭრილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით შეესაბამებიან საქმის გარემოებაში მითითებულ დროს. მოქ. მ----- გ------------ის პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა სახის, კისრის და მარცხენა მტევნის არეში დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით შეესაბამებიან საქმის გარემოებაში მითითებულ დროს.
მოწმემ განმარტა, რომ კონკრეტული პირები პირადად გასინჯა და მათ სხვა დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--–---- მ------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2013 წლის 15 მაისს გაცემული დასკვნების სისწორე, რომელთა თანახმადაც: წარმოდგენილი სამედიცინო ბარათის ქსეროასლის ჩანაწერებით, ზ---- გ----------ს 12.05.13 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა: მარჯვენა მტევნის მე-3-4-ე მეტაკარპარული ძვლების პროქსიმალური ბოლოს მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგძლივი მოშლის გამო. წარმოდგენილი სამედიცინო ბარათის ქსეროასლის ჩანაწერებით, გ------- ვ-–--ეს 12.05.13 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა: თხემის მიდამოს ჭრილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- შ-------ემ დაადასტურა მის მიერ 2013 წლის 21 ივნისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: 1. ჩართვის შემდეგ მოწყობილობამ ეკრანზე გამოიტანა შეტყობინება: ,,No HDD found‘’ (მყარი დისკი ვერ იქნა აღქმული), აქედან გამომდინარე ვერ განხორციელდა ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების დათვალიერება 2013 წლის 6 მაისის 13:20 საათიდან 2013 წლის 12 მაისის 01:00 საათამდე პერიოდით დათარიღებული ჩანაწერების არსებობა /არ არსებობის მიზნით. ბიუროს ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით წარმოდგენილი ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერებიდან ინფორმაციის აღდგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მყარი დისკის აღქმა პროგრამული უზრუნველყოფის მიერ ვერ მოხერხდა, სავარაუდოდ მისი ტექნიკური გაუმართაობის გამო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---- ბ------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2013 წლის 30 ივლისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც:
1. სს N0----------- საქმეზე გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის კვლები გადატანილი მწებავ ლენტებზე ზომებით: 36x46მმ-(კვალიN1), 40x59მმ-(კვალიN2), 38x56მმ-(კვალიN3), 34x53მმ-(კვალიN4), 37x44მმ-(კვალიN5), 31x34მმ-(კვალიN5), 31x34მმ-(კვალიN6), 39x47მმ-(კვალიN7), 39x47მმ-(კვალიN8), 40x60მმ-(კვალიN9) და 38x48მმ-(კვალიN10) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია;
2. გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის კვლები გადატანილი მწებავ ლენტებზე ზომებით: 36x48მმ და 39x46მმ (მეორე კვალი უვარგისია) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
3. კვლების N1,N2,N3,N4,N5,N6,N7,N8,N9,N10 იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ხელის ანაბეჭდების ნიმუშები მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
მოწმემ დაადასტურა, რომ ხელის გულები(ნიმუშები) დალუქული სახით იყო წარდგენილი. ამოღებული ხელის გულები(ნიმუშები) არ შეესაბამებოდა ბრალდებულების ხელის გულებს და საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ბ--- მ-----–---–მა თავი არ სცნო წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ და განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისს დაურეკა მ----- გ------------მა, რომელიც იმყოფებოდა რესტორან ,,ლ----------ში“ მ------ ბ--------სთან ერთად და სთხოვა ფულის მიტანა, რადგან საფულე დარჩა სახლში. დაახლოებით 2200 საათზე მივიდა რესტორანში ხ------- დ---------–თან ერთად და მიუჯდა მ------ ბ--------ს და მ----- გ------------ის მაგიდას რესტორნის ქვედა სართულზე. მოწმემ განმარტა, რომ ხ------- დ---------–ს ესაუბრებოდა, როცა მ------ ბ-------- ვიღაცას დაძაბულად გამოელაპარაკა, რის შემდეგაც მათ მაგიდასთან მივიდა რამდენიმე მამაკაცი, მ------ ბ--------მ მიახლოებულ პირებს უთხრა, რომ თავიანთ მაგიდას დაბრუნებოდნენ, სწორედ ამ დროს ატყდა ხმაური. მოწმეს უკნიდან თავზე დაამტვრიეს რაღაცა მძიმე საგანი, რის გამოც შემდეგ ნაკერები დაადეს, წამოდგომისას დაინახა, რომ ბევრი ნასვამი ადამიანი მიემართებოდა მათი მაგიდისკენ, რამდენიმე ადამიანი ურტყამდა, აგინებდა, ისროდა ჭურჭელს. დაინახა, რომ მ----- გ------------საც დაარტყეს, უნდოდა მიხმარებოდა, მაგრამ თავს იცავდა, არეულობაში ნელ-ნელა მივიდა კიბესთან და ავიდა მეორე სართულზე, სადაც დახვდა ავტომატიანი პირი, ნეკნებში მოხვდა ავტომატ A4-ის კონდახი, წაიქცა და გონებას კარგავდა, რა დროსაც ს----------–-- პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ. არ იცის, ვინ დაარტყა ავტომატი, თუმცა ფიქრობს, რომ დაცვის თანამშრომელი იყო. მოწმემ განმარტა, რომ ნ-------- მ--–--ს არ იცნობს და მასთან არანაირი კონფლიქტი და შელაპარაკება არ მოსვლია. შემთხვევის დღეს საერთოდ არ უნახავს რესტორანში და მხოლოდ ტელევიზიით გაიგო, რომ ნ-------- მ--–-- რესტორანში იმყოფებოდა. ვიზუალურად იცნობს იმ პირს, რომელმაც ზიანი მიაყენა მ----- გ------------ს, თუმცა ის საქმეში არ ფიგურირებს. რესტორანში 5 წუთზე მეტი დრო არ დაუყვია, მომხდარი ფაქტის გამო სისხლი სდიოდა და შესაბამისად, მისი სისხლის კვალი ბევრ ადგილას იყო. ფიქრობს, რომ დაძაბულობა მის მისვლამდეც იყო რესტორანში და თავად არაფერ შუაშია, ის მხოლოდ თავდაცვას და სიტუაციის დაწყნარებას ცდილობდა, კონფლიქტისას დანა ან რაიმე იარაღი არ დაუნახავს, მაგრამ გვერდზე ჰქონდა დაზიანება, რომელიც გავდა ჩანგლით მიყენებულ დაზიანებას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის:
- 2013 წლის 12 მაისის შეტყობინების თანახმად, თ------–---–------ში მდებარე რესტორან ,,ლ----------ში“ მოხდა ჩხუბი. მ------ ბ--------ს განმარტებით, უცნობმა პირებმა მას და მის მეგობარს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე ადგილზე დ----- ს--------–--ემ განაცხადა, რომ იმყოფებოდა რესტორნის ზედა სართულზე და მისთვის უცნობმა პიროვნებებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მას და მის მეგობარ გ------- ვ-–--ეს.
- 2013 წლის 12 მაისის შეტყობინების თანახმად, ზ---- გ----------, დ----- ს--------–--ე და გ------- ვ-–--ე ცემეს რესტორანში. უცნობმა პირებმა აღმოუჩინეს დახმარება და გაუშვეს რ-------–------ საავადმყოფოში.
- 2013 წლის 12 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, თ------–---–-------ში მდებარე რესტორან ,,ლ----------ში“. რესტორნის ნულოვან სართულზე განთავსებულ დარბაზში ჩასასვლელ კიბეებზე ყრია შუშის ნატეხები, კერძოდ თეფშის და ჭიქების ნამსხვრევები. კიბის ბოლოში დარბაზის მეტლახის ზედაპირზე ასევე ყრია შუშის ნატეხები, ერთჯერადი ხელსახოცები, ასევე სხვადასხვა ადგილას არის სისხლისმაგვარი ლაქები. რესტორნის ქვედა დარბაზის შემოსასვლელში იატაკზე სხვადასხვა ადგილას ყრია შუშისა და ჭურჭლის ნატეხები, სისხლიანი ქაღალდის ხელსახოცები, კერამიკის ჩაიდნის ნატეხები. ქვედა სართულზე მდებარე საპირფარეშოში თეთრი მეტლახის იატაკზე სხვადასხვა ადგილას აღინიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები. ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვლები, საკონტროლო ნიმუშები და სხვადასხვა ნივთები.
- 2013 წლის 12 მაისის ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმების თანახმად 0412 საათზე მ------ ბ--------ს, 0407 საათზე მ----- გ------------ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.
- 2013 წლის 12 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა მ------ ბ--------ს მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი თეთრი ფერის წითელ-ლურჯი ხაზებით კუბოკრული გრძელსახელოიანი პერანგი, რომელსაც ორივე სახელოს სამაჯურზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ხოლო წინიდან კი გახევის კვალი.
- 2013 წლის 12 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ბ--- მ-----–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი რუხი ფერის მაისური და სვიტერი. მაისურს აქვს დაზიანება, კერძოდ საყელოდან არის გახეული სიგრძეში, სვიტერს კი აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.
- 2013 წლის 12 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა გ------- ვ-–--ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი პერანგი, რომელიც ამ უკანასკნელს ეცვა ინციდენტის დროს. პერანგს აღენიშნება მრავლობითი ლაქა.
- 2013 წლის 12 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა დ----- ს--------–--ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი პერანგი, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.
- საქართველოს შ--------–---------------------------–--------------------–----------------–------------- გ---- კ------ის 2013 წლის 14 მაისის მიმართვის თანახმად ციფრული ვიდეო ჩამწერის შემოწმების და დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ე.წ. DVR მოწყობილობის მეხსიერებაში არ აღმოჩნდა არცერთი ვიდეო წყაროს (კამერის) 2013 წლის 11 მაისის 2300 საათიდან 2013 წლის 12 მაისის 0130 საათამდე შუალედში განხორციელებული ვიდეო ჩანაწერი. უკანასკნელი ჩანაწერი, რომელიც მის მეხსიერებაში ინახება დათარიღებულია 3 მაისის 1320 საათის ჩათვლით.
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათისა და სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ზ---- გ----------ს ჰოსპიტალიზაციის თარიღია 2013 წლის 12 მაისი, პაციენტის ძირითადი დაავადება: მარჯვენა მტევნის მე-3-4-ე მეტაკარპარული ძვლების პროქსიმალური ბოლოს მოტეხილობა.
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათისა და სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, გ------- ვ-–--ის ჰოსპიტალიზაციის თარიღია 2013 წლის 12 მაისი, პაციენტის ძირითადი დაავადება: თხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა.
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათისა და სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, დ----- ს--------–--ის ჰოსპიტალიზაციის თარიღია 2013 წლის 12 მაისი, პაციენტის ძირითადი დაავადება: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, მარცხენა მტევნის მე-2 თითის დისტალური ფალანგის ნაკვეთი ჭრილობა.
- 2013 წლის 13 მაისის შპს ,,ა-------------------ის“ აქტი N1--------ის და დანართი N1-ის თანახმად ჩამოიწერა 2013 წლის 11 მაისს შპს ,,ა-------------------ის“ კუთვნილი რესტორან ,,ლ------------ში“ მომხდარი ინციდენტის შედეგად მექანიკური დაზიანების გამო გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებები (სამზარეულოს და სუფრის ჭურჭელი), რომლის თვითღირებულებამ შეადგინა 1120,37 ლარი.
- 2013 წლის 19 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, დაზარალებულად იქნა ცნობილი რესტორანი ,,ლ-----------“, რომელსაც მიადგა ქონებრივი სახის ზიანი.
- 2013 წლის 13 მაისის სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ს------–--------------------------------------–--–---–------------------------------–-------------------–--- დასკვნების თანახმად: - მოქ. მ------ ბ--------ს შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა კისრის არეში დაზიანებები ნაკაწრების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები მოქმედებით, მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარე და ხანდაზმულობით შეესაბამებიან საქმის გარემოებაში მითითებულ დროს. მოქ. ბ--- მ-----–---–ის პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები შუბლის, სახის, მარჯვენა მტევნის, გულმკერდის და მარჯვენა მუხლის არეში სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და ნახეთქი ხასიათის გაკერილი ჭრილობის სახით, რომლებიც განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით. სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხოლო ჭრილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით შეესაბამებიან საქმის გარემოებაში მითითებულ დროს. მოქ. მ----- გ------------ის პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა სახის, კისრის და მარცხენა მტევნის არეში დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით შეესაბამებიან საქმის გარემოებაში მითითებულ დროს.
- 2013 წლის 15 მაისს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ს------–--------------------------------------–--–---–------------------------------–-------------------–--- დასკვნების თანახმად: წარმოდგენილი სამედიცინო ბარათის ქსეროასლის ჩანაწერებით, ზ---- გ----------ს 12.05.13 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა: მარჯვენა მტევნის მე-3-4-ე მეტაკარპარული ძვლების პროქსიმალური ბოლოს მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგძლივი მოშლის გამო. წარმოდგენილი სამედიცინო ბარათის ქსეროასლის ჩანაწერებით, გ------- ვ-–--ეს 12.05.13 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა: თხემის მიდამოს ჭრილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
- 2013 წლის 12 ივნისის სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ს---–-----------------------------------------–--–---–------------------------------–-------------------–--- დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შპს აკ------------–----------–--------–----------------------------–------ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N4----ის მიხედვით მოქ. დ----- ს--------–--ეს აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს 2013 წლის 12 მაისს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, მარცხენა მტევნის მე-2 თითის დისტალური ფალანგის ნაკვეთი ჭრილობა. დაზიანება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის ზემოქმედებით, ხოლო დაზიანება ნაკვეთი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედებით და ერთობლიობაში აღებული მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
- 2013 წლის 13 მაისის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა თბილისში, თ------–---–----------ში მდებარე სილამაზის სალონ ,,ს--–--------------------“ ვიდეო კამერის ჩანაწერი, სადაც 2013 წლის 12 მაისის ღამის 00:05 საათიდან კადრში ჩანს თ------–---–-- ქუჩა და რესტორან ,,ლ----------ს“ შესასვლელი კარის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გაჩერებულია ავტომანქანები, ასევე ჩანს ავტომანქანებისა და მოქალაქეების გადაადგილება.
- 2013 წლის 14 მაისის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა თბილისში, თ------–---–----------ში მდებარე სს ,,პ------- ბ---ის“ ფილიალის გარე სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერი, სადაც 2013 წლის 12 მაისის 00:00-03:00 საათების შუალედი, კადრში ჩანს თ------–---–-- ქ---------ში მდებარე სს ,,პ------- ბ---ის“ შესასვლელი კარი და კიბეები.
- 2013 წლის 17 ივნისის ს----------–----–--------------------------–--------------------------------–--- ტ------------------------------------–---- დასკვნის თანახმად: გამოკვლევაზე წარმოდგენილი მ------ ბ--------ს გრძელსახელოებიანი პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის სახით წარმოქმნილი----იზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. მ------ ბ--------ს პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ღილების განცალკევების სახით წარმოქმნილია გამოგლეჯით ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ბ--- მ-----–---–ის გრძელსახელოებიანი ჟაკეტის ზედაპირზე არსებული დაზიანება ნაკერის გარღვევის და გახევის სახით წარმოქმნილი----იზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ბ--- მ-----–---–ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გარღვევის-გახევის და საფირმო ეტიკეტის ნაწილობრივი განცალკევება წარმოქმნილი----იზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. დ----- ს--------–--ის პერანგის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება. გ------- ვ-–--ის გრძელსახელოებიანი პერანგის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
- 2013 წლის 30 ივლისის საქართველოს შ--------------------------–---------------------------------–--- დ------–--------------------------------------–---- დასკვნის თანახმად: 1. სს N0----------- საქმეზე გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის კვლები გადატანილი მწებავ ლენტებზე ზომებით: 36x46მმ-(კვალი N1), 40x59მმ-(კვალიN2), 38x56მმ-(კვალიN3), 34x53მმ-(კვალიN4), 37x44მმ-(კვალიN5), 31x34მმ-(კვალიN5), 31x34მმ-(კვალიN6), 39x47მმ-(კვალიN7), 39x47მმ-(კვალიN8), 40x60მმ-(კვალი N9) და 38x48მმ-(კვალი N10) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
2. გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის კვლები გადატანილი მწებავ ლენტებზე ზომებით: 36x48მმ და 39x46მმ (მეორე კვალი უვარგისია) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
3. კვლების N1,N2,N3,N4,N5,N6,N7,N8,N9,N10 იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ხელის ანაბეჭდების ნიმუშები მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
- 2013 წლის 21 ივნისის სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ს-----------–------------–------------------------------–---------------ს დასკვნის თანახმად: 1. ჩართვის შემდეგ მოწყობილობამ ეკრანზე გამოიტანა შეტყობინება: ,,No HDD found‘’ (მყარი დისკი ვერ იქნა აღქმული), აქედან გამომდინარე ვერ განხორციელდა ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების დათვალიერება 2013 წლის 6 მაისის 13:20 საათიდან 2013 წლის 12 მაისის 01:00 საათამდე პერიოდით დათარიღებული ჩანაწერების არსებობა /არ არსებობის მიზნით.
ბიუროს ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით წარმოდგენილი ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერებიდან ინფორმაციის აღდგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მყარი დისკის აღქმა პროგრამული უზრუნველყოფის მიერ ვერ მოხერხდა, სავარაუდოდ მისი ტექნიკური გაუმართაობის გამო.
- 2013 წლის 11 ივლისის ს----------–----–--------------------------–--------------------------------–--- ბ----–-----------------------------------–---- დასკვნის თანახმად: გ------- ვ-–--ის პერანგზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. დ----- ს--------–--ის პერანგზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. ბ--- მ-----–---–ის ჟაკეტზე და მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. მ------ ბ--------ს პერანგზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ თოთხმეტ ანაწმენდზე, ქსოვილის ორ ნაჭერზე და ქაღალდის სამ ხელსახოცზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა მოწმეების მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, კერძოდ:
დ----- ს--------–--ის მიერ წინასაწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით: 2013 წლის 12 მაისს დაახლოებით 0000 საათზე მეგობარ გ------- ვ-–--ესთან ერთად მივიდა თბილისში თ------–---–-- ქ--------ში მდებარე რესტორან ,,ლ-----------–-“, დასხდნენ ზედა დარბაზში და ელოდებოდნენ თ------ ფ---------ს. ქვედა დარბაზში დაინახა მეგობრები, რომლებიც ისხდნენ სხვადასხვა მაგიდებთან, ჩასასვლელი კიბიდან მარჯვნივ პირველივე მაგიდასთან ისხდნენ ს----------–------------------, დეპუტატი თ------- ბ--------ა და ორი მამაკაცი, მეორე მაგიდასთან ორი მამაკაცი და ორი ქალბატონი, რომლებსაც იმ დროისათვის არ იცნობდა, მოგვიანებით კი ტელევიზიით გაიგო, რომ ესენი იყვნენ - ბ--- მ-----–---–ი, მ------ ბ--------, მ----- გ------------ი და კიდევ ერთი ქალბატონი, მე-3 მაგიდასთან კი ისხდნენ ზ---- გ----------, ნ-------- მ--–--, გ------- ქ-------ე, ი---- მ------–---–ი, მ------ გ--–------–---ი და სხვა მანდილოსნები. მისვლიდან დაახლოებით 10 წუთში რესტორნიდან წავიდნენ პ------------- და მისი სტუმრები, პ-------------- წასვლის შემდგომ დ----- ს--------–--ემ ჯერ დაურეკა, შემდეგ კი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ნ-------- მ--–--ს და თხოვა ზედა დარბაზში ასულიყო, ვინაიდან სურდა მისთვის გაეცნო მეგობარი თ------ ფ---------ი, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერ მისული არ იყო. შეტყობინების მიღებისთანავე ნ-------- მ--–-- გაემართა მათი მიმართულებით ასასვლელი კიბისკენ, თუმცა როდესაც მიუახლოვდა ზემოთ ნახსენებ ორი მამაკაცის და ორი მანდილოსნის სუფრას, ის შეაჩერა ერთ-ერთმა მამაკაცმა, როგორც შემდგომ გაირკვა, ბ--- მ-----–---–მა და დაუწყო საუბარი, რომლის შინაარსიც დ----- ს--------–--ეს არ ესმოდა, თუმცა როგორც შემდგომში ზ---- გ----------სგან და ნ-------- მ--–--საგან გაიგო, ბ--- მ-----–---–ი დაინტერესდა იყო თუ არა ნ-------- მ--–-- ძ---–-------–-------------–-. საუბრისას ნ-------- მ--–--ს ხელი ედო ბ--- მ-----–---–ის მხარზე, ეს უკანასკნელი და მისი თანმხლები პირი, რომელიც შემდგომ გაირკვა მ------ ბ--------, იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. დ----- ს--------–--ის შეფასებით ნ-------- მ--–-- და ბ--- მ-----–---–ი მშვიდად საუბრობდნენ, თითქოს გაიცნეს ერთმანეთი, თუმცა საუბრის დაწყებიდან დაახლოებით 1 წუთში ბ--- მ-----–---–ი ადგა მაგიდიდან და ნ-------- მ--–--ს დაარტყა ხელი სახის არეში, ბ--- მ-----–---–ის მეგობრები მაშინვე ადგნენ სუფრიდან და შეეცადნენ მათ გაშველებას, ასევე ნ---ს სუფის წევრებიც ადგნენ სუფრიდან და ჩაერთვნენ კონფლიქტში, ვითარების განმუხტვის მიზნით, ი---- მ------–---–ი არ მისულა მათთან, ვინაიდან ის დაცვის წევრებმა გაიყვანეს. მოწმემ განმარტა, რომ ჩხუბი დაიწყო ბ--- მ-----–---–მა და მან დაარტყა ხელი ნ-------- მ--–--ს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა მათი მეგობრების ჩარევით თითქმის განიმუხტა ვითარება, თავის მხრივ დ----- ს--------–--ე და გ------- ვ-–--ეც ჩავიდნენ მათთან ქვედა სართულზე და ბ--- მ-----–---–ს კითხა - ,,რატომ იგინები, შარს ეძებ? დატოვე აქაურობა“, პასუხად ბ--- მ-----–---–მა შეაგინა დედის მისამართით და ცხვირში დაარტყა მუშტი, რის გამოც დ----- ს--------–--ეს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. გავიდა ე.წ. კუპეში, სადაც მიუტანეს ყინულიანი სახვევი, პარალელურად ესმოდა ჩხუბის და ჩოჩქოლის ხმა, რის გამოც დარბაზში მალევე დაბრუნდა. მ----- გ------------ს ხელში ეჭირა სავარაუდოდ სუფრის დანა ან ჩანგალი და იქნევდა უმისამართოდ, ასევე იგინებოდა. ამ დროისთვის ჩხუბი არ იყო დასრულებული, ბ-------- და გ------------ი იყვნენ კიბესთან და აგინებდნენ ნ-------- მ--–--ს, ეს უკანასკნელი კი იწევდა მათკენ, მას აკავებდა ზ---- გ----------, გ------- ვ-–--ე და რამდენიმე დაცვის წევრი. ბ--- მ-----–---–ი და მეორე მანდილოსანი ამ პერიოდში არ ჩანდნენ მისი თვალთახედვის არეში, თუმცა მალევე გაიგო ბ--- მ-----–---–ის ხმა ზედა დარბაზიდან: ,,ნ-–------–ების ადგილი აქ არ არის, ეს არის ჩვენი ნამდვილი სახე, ვ----ს და ვ---ს ფეხზე დავაყენებ, მოვიყვან და დედას გიტირებთ“. პარალელურად ზედა სართულიდან ბ--- მ-----–---–მა ისროლა ჭურჭელი, რომელიც აცდა ი. მ------–---–ს, თუმცა ერთ-ერთი ნასროლი თავში მოხვდა გ------- ვ-–--ეს, რის შედეგადაც მიიღო დაზიანება და თავიდან წამოუვიდა სისხლი. ჩხუბი და ჩოჩქოლი გრძელდებოდა დაახლოებით 6-7 წუთი. მოწმემ განმარტა, რომ ნ-------- მ--–--ც იწევდა ბ--- მ-----–---–ისკენ დასარტყმელად, მაგრამ მეგობრებმა არ მისცეს ბ--- მ-----–---–ისთვის და მ------ ბ--------სთვის დარტყმის საშუალება, რაც შეეხება ზ---- გ----------ს, გ------- ვ-–--ეს, გ------- ქ-------ეს, ი---- მ------–---–ს, მათ არავისთვის არ მიუყენებიათ ფიზიკური შეურაცხყოფა, პირიქით ყველანი ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას. ინციდენტის შედეგად ზ---- გ----------ს ხელზე ქონდა მოტეხილობა, თუმცა რა ვითარებაში მიიღო დაზიანება, ან ვინ დაუზიანა, მისთვის უცნობია. დ----- ს--------–--ეს მარცხენა ხელზე საჩვენებელი თითი ქონდა გაჭრილი, სავარაუდოდ გაუჭრა ნამსხვრევებმა, ან მ----- გ------------ის მოქნეულმა დანამ. ჩხუბობდა მხოლოდ ბ--- მ-----–---–ი, შესაბამისად მის საცემრად იწევდა ნ-------- მ--–--, თუმცა არ მიუშვეს მასთან. ბ--- მ-----–---–ი და მისი მეგობრები გაიყვანეს რესტორნის დაცვის თანამშრომლებმა, ხოლო თავად გ------- ვ-–--ესთან ერთად გავიდა რესტორნის სამზარეულოს უკანა მხრიდან. ბ--- მ-----–---–ი, მ------ ბ-------- და მ----- გ------------ი გარეთ აგრძელებდნენ ნ-------------------------- წ-------- გინებას, თუმცა ახლოს არ მისულან. შემთხვევის ადგილზე მისულ ს----------–-- პოლიციის თანამშრომლებს უმტკიცებდნენ, რომ მათ დაესხნენ თავს. კონფლიქტი იყო მხოლოდ ნ-------- მ--–--სა და ბ--- მ-----–---–ს შორის, რამაც შეაფერხა რესტორნის მუშაობა და მოქალაქეები გაიქცნენ რესტორნიდან. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც ბ--- მ-----–---–ი მეორე სართულიდან ანუ რესტორნის ზედა სართულიდან ისროდა ჭურჭლებს, მ------ ბ-------- იმყოფებოდა კიბის უჯრედზე, შესაბამისად ის ვერ ისროდა ჭურჭელს. შემდეგ მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს რ-------–------- საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში, სადაც დაუდგინდა ცხვირის მოტეხილობა, თითზე კი დაადეს ნაკერები.
თ------- ს-------–---–ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად: 2013 წლის 11 მაისს 2300-0000 საათების შუალედში მივიდა თბილისში, თ------–---–-- ქ--------ში მდებარე რესტორან ,,ლ-----------–-“, სადაც იმყოფებოდნენ მისი მეგობრები მ---- გ--–------–---ი, მ-----– გ------–---–ი, გ------- ჯ------–--- და ნ---- ჩ----ე და დაჯდა მათ მაგიდასთან რესტორნის ქვედა სართულზე, მაგიდასთან ასევე ისხდნენ რამდენიმე უცნობი მამაკაცი და გოგონა. რესტორანში ქვედა სართულზე იმყოფებოდნენ ნაცნობი პირები: ზ---- გ----------, დ----- ს--------–--ე, გ------- ვ-–--ე, ი---- მ------–---–ი და თ---- ს--–-----. რესტორანში ასევე იმყოფებოდა პ------------- მ-----– ს----–---–ი, თუმცა იჯდა სხვა პირებთან ერთად პირველივე მაგიდასთან. მათი მაგიდის შემდეგ მაგიდასთან ისხდა ოთხი პიროვნება - ორი ქალბატონი და ორი მამაკაცი, მოგვიანებით ინციდენტის დროს გაიგო, რომ ერთ-ერთ ქალბატონს ერქვა - მ-----. მე-3 მაგიდის სუფრის წევრებს ვერ ხედავდა, რადგან ხელს უშლიდა ბოძი, თუმცა რამდენიმე მათგანი დაინახა, მაშინ როცა ისინი ადგნენ, მათ შორის მისთვის ნაცნობი სახეები: დ----- ს--------–--ე, გ------- ვ-–--ე, ზ---- გ----------. მე-2 მაგიდასთან მჯდომი ქალბატონებიდან ერთ-ერთი ბარბაცით წავიდა საპირფარეშოსკენ, ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, იმავდროულად შეათვალიერა თ------- ს-------–---–ის სუფრის წ------- და მათი მისამართით ცუდად გაიხედა, პარალელურად რაღაცეებს საუბრობდა ხმამაღლა, თუმცა მუსიკის ფონზე ვერ გაიგო. რაღაც მომენტში მესამე მაგიდის წევრები, ისე რომ არ დაუნახავს კონკრეტული პირები, მეორე მაგიდის წევრებს თხოვდნენ დაწყნარებულიყვნენ, რადგან ისინი იგინებოდნენ, როგორც თ------- ს-------–---–ის მაგიდის წ--------, ისე მე-3 მაგიდის წ-------- მისამართით, კერძოდ ისმოდა სიტყვები - ,,ნ-–------–ები“, დედის გინება და სხვა უწმაწური გამონათქვამები. აღნიშნულის შემდეგ უცებ დაიწყო ხმაური, მეორე მაგიდის გრძელთმიანი მამაკაცი წამოდგა და მესამე მაგიდის წ-------- გასაგონად ხმამაღლა თქვა: ,,ვინ გაჩერდეს ბიჭო“, რასაც მოაყოლა შეურაცხმყოფელი სიტყვები, ამ გამონათქვამის შემდეგ მესამე მაგიდის წ-------- ნაწილი წამოდგა და მე-2 მაგიდის წევრებს მოუწოდებდნენ დაწყნარებულიყვნენ. შემდეგ დაინახა, რომ გ------- ვ-–--ეს, რომელიც იდგა მეორე და მესამე მაგიდებს შორის, ზურგით მე-2 მაგიდისაკენ გრძელთმიანმა მამაკაცმა თავის არეში დაარტყა ჭიქა, აღნიშნულის შემდეგ მეორე მაგიდასთან იდგა რამდენიმე მამაკაცი, რომლებსაც ხელის მიწოლით გაყავდათ მეორე მაგიდასთან მსხდომი მამაკაცები, ვინ გაყვა მიწოლის დროს ხსენებული მეორე მაგიდის მამაკაცებს ზედა სართულზე, ვერ დაინახა, რადგან აღნიშნულ დროს დეკორატიული კედელი მოძვრა საყრდენს და დაეცა მათ მაგიდაზე. გაყვანისას მე-2 მაგიდის მე-2 წევრმა მამაკაცმა, სახეზე ,,ბლანჟეთი’’ უშუალოდ თ------- ს-------–---–ის მაგიდიდან აიღო ჩაიდანი და ესროლა დ----- ს--------–--ეს. ხსენებული ორი მამაკაცი კიბის საშუალებით გაიყვანეს მეორე სართულამდე, რის შემდეგაც მე-3 მაგიდის წ------- დაბრუნდნენ ადგილზე, თუმცა ორიოდე წუთში რესტორნის ზემო სართულიდან ხსენებულმა ორმა მამაკაცმა დაიწო ჭურჭლის სროლა და მათი მისამართით გინება, ქვედა სართულზე დარჩენილმა მათი სუფრის წევრმა ქალბატონმა კი მათი მაგიდიდან აიღო ჩანგალი და სურდა დაერტყა ერთ-ერთი ქალბატონისთვის, თუმცა იქვე მდგომმა უცნობმა მამაკაცმა გამოგლიჯა, აღნიშნულის შემდეგაც ქალბატონმა დაიწყო გინება, თან ამბობდა, რომ - ვ--- და ვ---- იყო მისი ტერიტორია და როგორ გაბედეს და როგორ ისხდნენ ვ---- ტერიტორიაზე კაფეში. დაპირისპირება გადაიზარდა ჩხუბში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა 15-მდე პირი. შემდეგ მივიდა დაცვის პოლიციის თანამშრომლები და განმუხტეს სიტუაცია. მესამე მაგიდის წევრი ნ--- მ--–-- მომხდარი ინციდენტის დროს არ აქტიურობდა და ის მესამე მაგიდის წევრებთან ერთად აწყნარებდა მეორე მაგიდის წევრ მამაკაცებს. მესამე მაგიდის წ------- არ ისროდნენ ჭურჭელს ან სხვა ნივთებს. ჩხუბისას თ------- ს-------–---–ი, ნ---- ჩ----ე და მ---- გ--–------–---ი ცდილობდნენ გარიდებოდნენ ეპიცენტრს, რათა თავიდან აეცილებინათ მეორე მაგიდის წევრი ქალბატონის - მ-----ს აგრესია, ამიტომ არ დაუნახავს ჩხუბის დროს მესამე მაგიდის წევრებმა მიაყენეს თუ არა მეორე მაგიდის წევრ მამაკაცებს რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფა, გარდა ამისა ინციდენტის დროს ირეოდა დაახლოებით 15 ადამიანი, ზოგი ერთმანეთს აშველებდნენ. მომხდარი ინციდენტის გამო რესტორანში შეწყდა სამუშაო პროცესი, დაზიანება მიიღო დ----- ს--------–--ემ, ზ---- გ----------მ და გ------- ვ-–--ემ, მათ სდიოდათ სისხლი, უცნობია მე-2 მაგიდის წევრებმაც მიიღეს თუ არა დაზიანებები, ქალბატონებისთვის არავის მიუყენები----იზიკური შეურაცხყოფა.
კ--- ლ---–---–ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად: 2013 წლის 11 მაისს დაახლოებით 2200 საათზე მივიდა რესტორან ,,ლ----------ში“ მეგობარ თ------ ფ---------ის მეგობართან დ---------- და ლ---------- ერთად და დასხდნენ რესტორანის შესასვლელთან ხელმარცხნივ, ორ შეერთებულ მაგიდასთან. რესტორანის ქვედა დარბაზში ჩავიდა ი----------–--- უცნობ ქალთან ერთად, რესტორანში მივიდა ასევე პ----–---------ი თ------- ბ--------ა, რომელიც მიუჯდა ქვედა დარბაზში კიბის წინ მდგარ მაგიდას, სადაც ასევე იჯდა უცნობი მამაკაცი, მათ მალევე შეუერთდათ ს----------–------------------ მ-----– ს----–---–ი, თუმცა მან თ------- ბ--------ასთან ერთად დაახლოებით 30 წუთში დატოვა რესტორანი. მალევე კ--- ლ---–---–ის სუფრასთან მივიდნენ დ----- ს--------–--ე, გ------- ვ-–--ე და გ------- ვ-–--ის მეუღლე ქ----. ქვედა დარბაზში ჩასასვლელი კიბიდან მარცხენა მხარეს არსებულ მაგიდასთან ისხდნენ: ზ---- გ----------, ნ---- ჩ----ე, მ------ გ--–------–---ი, გ------- ჩ-----–--ე, თ---- ს--–-----, ი---- მ------–---–ი და თ---- ს-------–---–ი, ხოლო ზემო სართულზე აივანზე მდგარ მაგიდასთან ისხდნენ უცხო პიროვნებები. რაღაც დროს დ----- ს--------–--ე და გ------- ვ-–--ე ჩავიდნენ ქვედა დარბაზში, იმავდროულად რესტორანში მივიდა თ------ ფ---------ი მეგობარ გოგოსთან -ო-–------- ერთად, მათთან საუბრისას გადაიხედა ქვედა სართულზე დ----- ს--------–--ისა და გ------- ვ-–--ისაკენ და დაინახა, რომ დარბაზში ჩოჩქოლი და ხმამაღალი საუბარი იყო, რაც მალევე გადაიზარდა ჩხუბში, კერძოდ ორი უცნობი მამაკაცი ეჩხუბებოდა და ცდილობდნენ ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინათ დ----- ს--------–--ისა და ზ---- გ----------სათვის. ძალიან ხმაურობდა და ნ-–------–------------------ მისამართით უწმაწური სიტყვებით ილანძღებოდა ასევე მათთან მყოფი ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. მდგომარეობა ძალიან დაიძაბა და იქ მყოფი ყველა პირი ცდილობდა დაძაბულობის განმუხტვას. მამაკაცებმა, რომელებიც ცდილობდნენ გაშველებას, ზემოხსენებული ორი უცნობი მამაკაციდან ერთ-ერთი, კერძოდ გრძელთმიანი, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა, აიყვანეს ზედა სართულზე და მოუწოდეს დამშვიდებულიყო, მან კი კარადიდან აიღო თეთრი ფერის ნივთი, სავარაუდოდ საფერფლე და ისროლა ქვედა სართულზე - ქვედა დარბაზში, რის შემდეგაც კიდევ აიღო სავარაუდოდ საფერფლე და წავიდა კიბისაკენ, ბოლომდე არ იქნებოდა ჩასული კიბეზე, როდესაც გაისმა მსხვრევის და ყვირილ-წივილის ხმა, რის შემდეგაც აღნიშნული მამაკაცი მალევე დაბრუნდა ზედა დარბაზში. იმავდროულად რესტორანში შევიდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გააკავეს და გარეთ გაიყვანეს გრძელთმიანი მამაკაცი. აღნიშნულის შემდეგ კ--- ლ---–---–ი ჩავიდა ქვედა დარბაზში და ნახა, რომ დ----- ს--------–--ეს ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი, გ------- ვ-–--ეს თავზე ქონდა მიყენებული დაზიანება და მოსდიოდა სისხლი. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ თავში რაღაც ჩაარტყეს. რესტორანში მივიდნენ ს----------–-- პოლიციის თანამშრომლებიც. კ--- ლ---–---–ი და გ------- ვ-–--ე დაბრუნდნენ თავიანთ მაგიდასთან და სტუმრებთან, თუმცა დაახლოებით 5 წუთში გავიდნენ გარეთ, სადაც ზ---- გ---------- და დ----- ს--------–--ე ელოდებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას. ზ---- გ---------- იტკიებდა ხელის მტევანს და ამბობდა, რომ მოტეხილი ქონდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დ----- ს--------–--ე, გ------- ვ-–--ე და ზ---- გ---------- გადაიყვანა რ-------–------- საავადმყოფოში. მოწმემ დაადასტურა, რომ დ----- ს--------–--ეს, გ------- ვ-–--ეს და ზ---- გ----------ს ეჩხუბებოდა ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთს ქონდა ბლანჟე და მელოტი თავი, მეორეს კი ოდნავ გრძელი თმა. სწორედ მათთან ერთად იმყოფებოდა ნასვამი ქალბატონი, რომელიც ძალიან უზრდელი სიტყვებით ილანძღებოდა. რას აკეთებდა ნ-------- მ--–-- ჩხუბის დროს და მონაწილეობდა თუ არა ჩხუბში, არ დაუნახავს, მისთვის უცნობია რა ვითარებაში მიიღეს დაზიანებები მოქალაქეებმა.
გ------- ჯ------–--ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად: 2013 წლის 11 მაისს დაახლოებთ 0000 საათზე მივიდა რესტორან ,,ლ-----------–-“ მამიდაშვილ თ---- ს--–---------- და მეგობრებთან და შეუერთდა მათ სუფრას რესტორნის ქვედა სართულზე კიბიდან ხელმარცხნივ, სუფრასთან ისხდნენ: თ---- ს-------–---–ი, ნ---- ჩ----ე, მ------ გ--–------–---ი, თ---- ს--–-----, მ-----– გ------–---–ი და უცნობი გოგონა და მამაკაცი, მოგვიანებით ცოტა ხნით მათ სუფრასთან დაჯდა ი---- მ------–---–ი. კიბიდან ხელმარჯვნივ მდგარ პირველ მაგიდასთან არავინ იჯდა, მე-2 მაგიდასთან კი ისხდა 2 მამაკაცი და 2 ქალბატონი, ერთ-ერთ მამაკაცს ქონდა ბლანჟე, მე-2 კი გრძელი თმა, მე-3 მაგიდასთან ასევე ისხდნენ რესტორნის სტუმრები, თუმცა ვერ ხედავდა სუფრის წევრებს, რადგან მათ მაგიდას ბოძი ეფარებოდა. რაღაც დროის შემდეგ დაინახა, რომ მე-2 მაგიდის ოდნავ გრძელთმიანი წევრი იდგა ფეხზე და მესამე მაგიდის წევრებს მიმართავდა ხმამაღლა უწმაწური სიტყვებით. მისთვის უცნობია, რატომ მოიქცა კონკრეტული პირი მსგავსად. აღნიშნულის შემდეგ გ------- ვ-–--ე და მისი სუფრის წევრები, მათ შორის დ----- ს--------–--ე და ზ---- გ---------- ამშვიდებდნენ, თუმცა ის უფრო მეტად იჩენდა აგრესიას და აგინებდა, როგორც ამ უკანასკნელ პირებს, ისე მე-3 მაგიდის სხვა წევრებს, რამაც გამოიწვია მასთან სხვა პირების მისვლაც. ამ დროს მ----- გ------------ი აგრესიას გამოხატავდა რესტორნის ყველა სტუმრის მიმართ და ყვიროდა - ,,ვ---ში არ დაგინახოთ, ვ--- და ვ---- ჩემია, თქვე ნ-–------–ებო“. მე-3 მაგიდის წ------- აწვებოდნენ მე-2 მაგიდის წევრ მამაკაცების კიბეებისკენ გასაყვანად, ეს უკანასკნელნი ხელს ურტყამდნენ მე-3 მაგიდის წევრებს, პარალელურად ისმოდა ჭურჭლის მსხვრევის ხმა, თუმცა ვინ ვის ესროდა, არ დაუნახავს, დაინახა, რომ დ----- ს--------–--ეს ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი, გ------- ვ-–--ეს კი თავის მიდამოდან, ზ---- გ---------- იტკიებდა ხელს. მას შემდეგ, რაც ხსენებული მამაკაცები გაიყვანეს რესტორნის ზედა სართულზე, ქვედა სართულზე ისროლეს ნივთები, კონკრეტულად ვინ ისროლა, მისთვის უცნობია. მ----- გ------------მა მაგიდიდან აიღო ჩანგალი და იწევდა, თუმცა წაართვა გ------- ჯ------–--ის მაგიდასთან მჯდომმა მისთვის უცნობმა პირმა, რის გამოც მ----- გ------------მა დაიწყო მათი მაგიდის წ-------- მისამართით გინება, გარდა ამისა მ---- გ--–------–---ს უწოდა მეძავი (,,პუტანკა“), რის გამოც გ------- ჯ------–--ემ მ----- გ------------ი გაიყვანა თავის მაგიდისკენ, თუმცა ეს უკანასკნელი უწევდა წინააღმდეგობას, რა დროსაც უთხრა, რომ ვ---ს და ვ----ს დააყენებდა ფეხზე. ჩხუბი და არეულობა გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, რესტორნიდან წავიდნენ სტუმრები და შეწყდა მუშაობა. ს----------–-- პოლიციის მისვლისას ჩხუბი უკვე განმუხტული იყო, თუმცა მ----- გ------------ი არ წყნარდებოდა და უწმაწური სიტყვებით მიმართავდა იქ მყოფ საზოგადოებას. მოწმემ განმარტა, რომ ნ-------- მ--–--ს არ იცნობს და არ იცის მონაწილეობდა თუ არა ჩხუბში. გ------- ვ-–--ის, დ----- ს--------–--ის და ზ---- გ----------ს გარდა რამდენიმე მამაკაცი იღებდა მონაწილეობას ინციდენტში, თუმცა მათ შორის იყო თუ არა ნ-------- მ--–--, არ იცის.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები ასევე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის ცალკეულ მტკიცებულებებზე, როგორც უდავო მტკიცებულებაზე, რამაც პრეიუდიციული შინაარსი შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულების მხრიდან ბრალად შერაცხული (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილი) დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ზოგადად ქმედების კვალიფიკაციაზე და სამართლებრივ შეფასებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ხულიგნობისათვის - ქმედებისათვის, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები კუმულაციურია და დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის ყველა დასახელებული ნიშანი სახეზე უნდა იყოს. ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას.
ხულიგნობის შემადგენლობის არსებობისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არამედ ეს დარღვევა უნდა იყოს უხეში, რაც შეფასებითი ცნებაა, რისთვისაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქმედების ჩადენის ადგილი, ვითარება, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა. რაც შეეხება საზოგადოებისათვის აშკარა უპატივცემულობას, ამ შემთხვევაში სახეზეა ორი მომენტი, ერთი ის, რომ ხულიგნობის ჩამდენს სურს დაუპირისპიროს თავი საზოგადოებას, დაანახოს ყველას, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რომ იგი ყოველთვის იქცევა, ისე, როგორც სურს, ხოლო მეორე მომენტია ის, რომ მისი ამ განწყობის დემონსტრირებისათვის პირი ჩადის ისეთ ქმედებას, რითაც გარშემომყოფთათვის აშკარაა, რომ ეს პიროვნება იგნორირებას უკეთებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს. ამასთან, ქმედება ჩადენილი უნდა იქნეს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
სადავო არ არის, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგი გარკვეულწილად მართლაც დაირღვა, თუმცა შეფასება იმისა, თუ რამდენად უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, ან რამდენად სურდათ ბრალდებულებს დაპირისპირებოდნენ საზოგადოებას, რამდენად გაუკეთეს იგნორირება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს სურვილით, რომ ისინი ყოველთვის ისე იქცევიან, როგორც სურთ და რამდენად ქონდა ძალადობას ან მის მუქარას ადგილი მათი მხრიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არადამაჯერებელი და არასარწმუნოა, მითუფრო იმ პირობებში თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ თითოეული ბრალდებული იმყოფებოდა სამეგობრო წრეში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხულიგნობა ე.წ. უმოტივო დანაშაულია, თუმცა იმ დაშვების პირობებში, რომ შესაძლო ინციდენტი აღმოცენდა ბრალდებულებს შორის, ნათლად არ იკვეთება ეს მოხდა იმის გამო, რომ ბ--- მ-----–---–ი და მისი თანმხლები პირები რესტორანში მყოფ პირთა მიმართ გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, რის გამოც ნ-------- მ--–--ს სუფრის წევრებმა მოუწოდეს დამშვიდებულიყვნენ, თუ იმის გამო, რომ ნ-------- მ--–-- მივიდა მათთან და საუბრისას მხარზე დადებულ ხელთან დაკავშირებით უთხრა, რომ ,,მოეფერა’’, რაც თავის მხრივ შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ბ--- მ-----–---–ისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში თუ მათ შორის ადგილი ქონდა გარკვეული უთანხმოებას, თითოეული მათგანს ამოძრავებდა პირადი მოტივი და არა სურვილი დაპირისპირებოდა საზოგადოებას, ე.ი. დამოუკიდებლად აღებულ არცერთ ბრალდებულს არ გამოუხატავს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი და არ უცდია ვინმესთვის, მითუფრო ნ-------- მ--–--ს შემთხვევაში იქ მყოფი მისი მეგობრებისათვის, დაემტკიცებინა მისი რაიმე სახით უპირატესობა. გარდა ამისა, დადგენილია, რომ კონფლიქტში მონაწილეობდა რესტორანში მყოფი თითქმის ყველა პირი, მათ ინციდენტისას მიიღეს დაზიანებები, რაც ცალკეულად აღებული გამოწვეული იყო ინდივიდუალურად პირთა პირადი მოტივით და არა კონფლიქტის საწყის ეტაპზე ნ-------- მ--–--სა და ბ--- მ-----–---–ს შორის არსებული დიალოგითა თუ ,,მოფერებით“. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კატეგორიულად ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა არათუ ნ-------- მ--–--ს მიერ ვინმეს მიმართ ძალადობა - ფიზიკური შეურაცხყოფა, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი, საპირისპიროდ მოწმეთა ნაწილმა დაადასტურა, რომ ის ცდილობდა ჩხუბის განეიტრალებას და ხალხის დამშვიდებას, ისევე როგორც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებით ვერ დგინდება ბ--- მ-----–---–ი ვინმეს მიმართ ძალადობდა, თუ თავს იცავდა.
ნ-------- მ--–--ს მხრიდან რაიმე სახის ძალადობა გამორიცხა თავად ბ--- მ-----–---–მაც, რომელმაც განმარტა, რომ ნ-------- მ--–--ს საერთოდ არ იცნობდა და მასთან არანაირი კონფლიქტი და შელაპარაკება არ მოსვლია, შემთხვევის დღეს საერთოდ არ უნახავს რესტორანში და მხოლოდ ტელევიზიით გაიგო, რომ ნ-------- მ--–-- შემთხვევის დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. ვიზუალურად იცნობს იმ პირს, რომელმაც ზიანი მიაყენა მ----- გ------------ს, თუმცა ის საქმეში არ ფიგურირებს.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დაკითხული საქმისათვის მნიშვნელოვანი - ,,უშუალოდ ფაქტის შემსწრე’’ მოწმეების მეირ მიცემულ წინააღმდეგობრივ ჩვენებებზე, რომელთა შინაარსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან და ურთიერთგამომრიცხავია. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და დაკითხული იქნა ცალკეული დაპირისპირებული მხარის თანმხლები ან რესტორანში დამოუკიდებლად მყოფი, თუმცა ბრალდებულების მეგობარი პირები, რომელთა ჩვენებებიც გამორიცხავს მეორე მხარის თანმხლები პირის მიერ დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის კონფლიქტის დამწყების მიზეზის ნაწილშიც და ძირითად შემთხვევაში მიზნად ისახავს დაპირისპირებული მხარეების მიერ განხორციელებული ცალკეული ქმედების ურთიერთგადაბრალებას.
ამ მხრივ, მტკიცების პროცესში, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თვითმხილველი და ნეიტრალური მოწმეები, რომელთა ჩვენებები, მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულებების მნიშვნელოვან წყაროს. სასამართლოს მხედველობაში აქვს ე.წ. ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი საქმის შედეგით და აძლევენ იმ ჩვენებას, რაც მათ რეალურად ნახეს და აღიქვეს.
მოცემულ შემთხვევაში კი ე.წ. ნეიტრალური მოწმეები ვერ ან არ იხსენებენ ბრალდებულებს და მათ ცალკეულ ქმედებებს. აღნიშნულ ფონზე კი რთულია რეალური სინამდვილის დადგენა - ვინ იყო კონკრეტული კონფლიქტის დამწყები პირი და კონკრეტულად რა თანმიმდევრობით და როგორ განვითარდა ჩხუბი, ვინ მიაყენა რესტორანში მყოფ ცალკეულ პირს დაზიანება, ვინ იღებდა მონაწილეობას ძალადობისა თუ გაშველების პროცესში და სხვა.
ს/ს საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს შეფასებით ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება - რესტორნის ვიდეო კამერის ჩანაწერები, რაც ცხადია, ნათელს მოფენდა და რეალურ სურათს წარმოაჩენდა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებების მნიშვნელოვანი (თუ არა უმნიშვნელოვანესი) ნაწილი, რაც შეიძლება კონკრეტული ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ფარგლებში დამნაშავედ ცნობის წინაპირობა გამხდარიყო, სახეზე არ არის, ვინაიდან კონფლიქტის ორი მხარის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ე.წ. ნეიტრალური მოწმეთა ჩვენებებით კი არ დასტურდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
თეორიულად, იმ დაშვების პირობებშიც, თუ ცალკეულმა ბრალდებულმა სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მე-2 მხარეს, სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ რესტორანში მყოფმა პირებმა კონკრეტული ინციდენტიდან გამომდინარე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს, უპირობოდ არ შეიძლება შეფასდეს ხულიგნობად და მათი მხრიდან საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობად, რადგან ხულიგნური ქმედება არ გამოიხატება მხოლოდ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობაში, არც მხოლოდ ძალადობასა და ძალადობის მუქარაში. ხულიგნობის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ამგვარი ქმედების ჩადენა, აუცილებელია დამნაშავე მოქმედებდეს პირადი მოტივის გარეშე და ჰქონდეს სურვილი დაუპირისპირდეს საზოგადოებას, რაც მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა, გამოირიცხა, რადგან გარკვეულწილად დადგენილია, რომ წარმოშობილ სიტყვიერ შელაპარაკებას სხვადასხვა პირის მხრიდან მოჰყვა ურთიერთ ძალადობა, რის შედეგადაც დაპირისპირებული მხარის წევრებმა მიიღეს დაზიანებები.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები ბრალდებულების ნ-------- მ--–--ს და ბ--- მ-----–---–ის ქმედების (როგორც საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ხულიგნობის შემადგენლობის) სამართლებრივი შეფასებისათვის არათუ საკმარისი, არამედ ურთიერთსაწინააღმდეგოა.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სამართლოს მიაჩნია, რომ ვერც სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ვერც სასამართლო გამოძიებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ ბრალდებულების მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გულისხმობს - ხულიგნობას, ე.ი. ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ისევე როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მტკიცების სტანდარტად განიხილავს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთკავშირში მყოფი დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე Labita v. Italy №26772/95, 2000 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება და Fyodorov and Fyodorova v. Ukraine №39229/03, 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება).
ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად არ მიაჩნია, რომ ბრალდებულების ნ-------- მ--–--ს და ბ--- მ-----–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხულიგნობის ჩადენის ფაქტს, შესაბამისად, ნ-------- მ--–-- და ბ--- მ-----–---–ი საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველის ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-ე, 270-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ--- მ-----–---–ი (პN0----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ვინაიდან ბ--- მ-----–---–ის მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე.
განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნ-------- მ--–-- (პN0----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ვინაიდან ნ-------- მ--–--ს მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე.
განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 04 ცალი დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით. ბ--------ს ტანსაცმელი, მ-----–---–ის ტანსაცმელი, ს--------–--ის ტანსაცმელი, ვ-–--ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს. დამტვრეული ჭურჭელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე