განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ მ----------------ს,ადვოკატ თ-------------–--ის,ბრალდებულ მ------------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------------------–--------------- (პ/№1----------), დაბადებულის 1--- წლის 1------------–-, რეგისტრირებულის მისამართზე: გ-------------------–------------ - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტებით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
მ------------------ეს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2013 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტით გასამართლებულმა მ------------------ემ 2018 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, თბილისში, ც----------------ში არსებულ ბაზრობა „ქა-–---------––-“ N-- მაღაზიიდან ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ-----–-------–-------- კუთვნილ ხელჩანთას მასში მოთავსებული ვერცხლის ნივთებით, ჯამში ღირებულს 500 ლარად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2013 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორა ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტით გასამართლებულმა მ------------------ემ 2018 წლის 26 ივლისს, დილის საათებში, ქ . თბილისში, დ-----------–-----–--------------ში მდებარე მაღაზია „დ-–--------“ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ-----–---–--–--–---–-- კუთვნილ ხელჩანთას, მასში არსებული პირადი ნივთებით (შავი ტყავის მამაკაცის საფულე - ღირებული 90 ლარი, მასში მოთავსებული ფულით 310 ლარის ოდენობით, ავტომანქანის „ტოიოტა პრიუსის“ გასაღები, შანელის ფირმის საკითხავი სათვალე - ღირებული 112 ლარი, კოსმეტიკის საფულე მასში მოთავსებული სხვადასხვა კოსმეტიკის საშუალებებით). აღნიშნული ქმედებით ნ-----–---–--–-–---–ს მიადგა 512 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ------------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (ორი ეპიზოდი).
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: მა----–--------, მ----------–---- თ---------------------------–--------------------–--–---–-------------–------------------–------–---–----------–------------------------------–---–----------–--–---–--------–---------------- დაზარალებულების: ნ-----–-------–-------- და ნ-----–---–--–--–---–--, ბრალდებულ მ------------------ის გამოკითხვის ოქმები, ნივთების ამოცნობის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, პირის ამოცნობის ოქმები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2013 წლის 26 აპრილის და 2015 წლის 20 მაისის განაჩენები და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა მ------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მტკიცებულებები გახადა უდავო. ამასთანავე, მართალია სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი, მაგრამ სასამართლო არ იყენებს სსკ 58-ე მუხლით დადგენილ სასჯელის განსაზღვრის წესს და აღნიშნული მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არ იქნება მიჩნეული, რადგან ის წარმოადგენს ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2018 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2018 წლის 26 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დანიშნულმა ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და მ------------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
მ------------------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გაუქმდეს მ------------------ის მიმარ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
მ------------------ეს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წოლის 31 ივლისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
მაღაზია „დეჟავუს“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები 01 (ერთ) ცალ დისკზე - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი 03 (სამ) ცალ ელექტრონულ დისკზე - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
მ------------------ის მიმართ 2018 წლის 04 მაისს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ხელჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით, ასევე ბეჭდები, წყვილი საყურე და ძეკვი კულონით, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს.
მ------------------ის მიმართ 2018 წლის 31 ივლისს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოქროს ძეწკვი, ორ ცალ ოქროს ჯვართან ერთად, ასევე ოქროსფერბურთულებიანი ძეწკვი, ვერცხლისფერი საყურე, ერთი ცალი მაჯის საათი, ლურჯი ფერის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი