გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7837-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი- გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე - გ----------------
წარმომადგენელი-მ-------------–---–-
მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი-შ--–--------–-–---–-
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობა
წარმომადგენელი-ლ--–-------------–--–---–---------–----
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 2018 წლის 0- თებერვლის №-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ.2-12 ).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31ოქტომბრის ბრძანება №--- ,,გ---------------ის წარმომადგენლის მ-------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-12).
1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობას დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლბერივი აქტი გ---------------ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ და გასცეს საკუთრების მოწმობა ქ.თბილისი, აკ-–-------–-------------------–--–-------------------------------------------------------------------------------------------–---------------–-------------------ი(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-12).
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის სააქციო საზოგადოება ,,ს-–----------------------------ის“ თანამშრომელი და შესაბამისად, ცხოვრობს ს------------“ ბალანსზე რიცხულ №1 საერთო საცხოვრებელში, მისამართი: ქ.თბილისი, აკ-–-------–-----------------.1997წელს გ---------------- სს ,---–------------------------------ის“ დირექციასთან შეთანხმების საფუძველზე გამოვიდა საერთო საცხოვრებლიდან და დათმო მისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართი, ს/ს ,---–-----------------------------ის“ დირექციასა და შესაბამისი სამსახურების ნებართვით, 1997 წლის 30 ივლისს ქ.თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის №------ გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ.თბილისის მთავარი არქიტექტურის მიერ 1997 წლის 20 ნოემბერს გაიცა ბრძანება №---- ყოველივეს გათვალისწინებით მან სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით, სათანადო სამსახურებთან შეთანხმებით, 1997 წელს საკუთარი სახსრებით ააშენა 2---- კვ.მეტრი ფართის შენობა-ნაგებობა, მის ანტრესოლში განთავსებული საცხოვრებელი ფართით, მისამართზე: ქ.თბილისი, აკ-–-------–-----------------(შენობა-ნაგებობა №2).
მოსარჩელის განმარტებით, 1997 წლიდან უწყვეტად ფლობს და სარგებლობს ზემოაღნიშნული არაპრივატიზებული იზოლირებული ფართით. აღნიშნული იზოლირებული ფართით დამოუკიდებლად სარგებლობა შესაძლებელია, რადგან იგი წარმოადგენს ცალკე დამოუკიდებელ, იზოლირებულ შენობა-ნაგებობას. ასევე, სს,,თელასის“ მონაცემთა ბაზაში სააბონენტო ნომრით- №------- აბონენტი რეგისტრირებულია 20-5 წლიდან. ქ.თბილისში, აკ-–-------–------------------ში მდებარე საერთო საცხოვრებელი №1, რომელიც ირიცხება სს ,---–-----------------------------ის“ სახელზე, 2--- წლის 0- ივლისს ქ.თბილისის პრემიერის მიერ გაცემული №7-- განკარგულების საფუძველზე ჩაირიცხა ქ.თბილისის საბინაო საცხოვრებელ ფონდში ამავე საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ თანამშრომელთა დასაკმაყოფილებლად. მოსარჩელის განმარტებით, მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) აქვს არსებული უძრავი ნივთი, არის კანონიერი მესაკუთრე და 21 წელია უწყვეტად ფლობს ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დაცვით თავის მიერ აშენებულ იზოლირებული შენობა-ნაგებობას №2. სს ,---–---------------------------------“ 2----–-–-----ივლისის №-------- მიმართვის საფუძველზე დასტურდება, რომ სს ,---–-----------------------------ის“ დირექციას საპრეტენზიო არ გააჩნია ზემოაღნიშნულ შენობაზე და თანახმა არის, მისი პრივატიზება მოახდინოს გ----------------მ კანონმდებლობის შესაბამისად.
მოსარჩელის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის განცხადებით და მოითხოვა ქ.თბილისში, აკ-–-------–------------------ში მდებარე №2 შენობა-ნაგებობაში მდებარე უძრავი ნივთზე(ფართით 2---- კვ.მ, ანტრესოლური სართული -11.4------- მართლზომიერ მფლობელზე, მოსარჩელეზე საკუთრების მოწმობის გაცემა, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 2018წლის 0- თებერვლის №-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ დაკმაყოფილდა აღნიშნული განცხადება, რაც ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 ოქტომბერს N--- ბრძანებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტები გამოიცა ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2 მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკის ქ.თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 1997 წლის 30 ივლისის №------ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ დაკმაყოფილდა სააქციო საზოგადოება ,---------- თხოვნა და ნება დაერთო მოაწყოს მცირე ზომის სათავსო/მაღაზია/ ფ-------- საერთო საცხოვრებლის ეზოში/აკ-–-------–-----------------. ამასთან განისაზღვრა შეედგინა სათანადო პროექტი საპროექტო ორგანიზაციაში და შეეთანხმებინა იგი არქიტექტურის და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტთან. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დაევალა გამგეობის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილებას და შ/ს პოლიციის სამმართველოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს რესპუბლიკის ქ.თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 1997 წლის 30 ივლისის №------ გადაწყვეტილება ,,საუწყებათაშორისო-ტექნიკური და საცხოვრებელი სახლების სამართლებრივი რეგისტრაციის კომისიის სხდომის ოქმი №7-ის დამტკიცების შესახებ’’ (ს.ფ. 27)
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მთავარი არქიტექტორის 1997 წლის 20ნოემბრის N--- ბრძანებით დგინდება, რომ დამტკიცდა ქ.თბილისში დიდუბის რაიონში ა---–-------–----------------–- მდებარე ფ-------- საერთო საცხოვრებლის ეზოში სააქციო საზოგადოება ,,---------------ს მცირე ზომის სათავსო/მაღაზიის მოწყობის პროექტი.
საამშენებლო სამუშაოები დაწყებული იქნა არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის არქიტექტურულ -სამშენებლო კონტრ. ინსპექციაში მუშა ნახაზებისა და საავტორო ზედამხედველობაზე დამკვეთსა და პროექტის ავტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენისას მშენებლობაზე ნებართვის მიღების შემდეგ და ინსპექციის მიერვე იქნეს მიღებული ობიექტი ექსპლუატაციაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.თბილისის მთავარი არქიტექტორის 1997 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №--5(ს.ფ.28)
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის პრემიერის 2--- წ-–---------–---- N7-- განკარგულებით დგინდება, რომ დაკმაყოფილდა სააქციო საზოგადოება ,---–------------------------------ 2-.--.2--- წლის თხოვნა და ჩაირიცხა საბინაო ფონდში მის ბალანსზე რიცხული ა--–-------–---------------–- მდებარე 3-სართულიანი საერთო საცხოვრებელი(1--- კვ.მ. საცხოვრებელი და 2--- კვ.მ. საერთო ფართობი).
ამავე ბრძანების თანახმად დადგინდა, რომ საბინაო მეურნეობის საქალაქო სამსახურმა სააქციო საზოგადოება ,---–-----------------------------ის“ მიერ საერთო საცხოვრებელში რეგისტრირებულ და მცხოვრებ თანამშრომლებზე ბინების განაწილების სიის წარდგენის შემდეგ არსებული წესით გაწეროს ორდერები; სს,---–------------------------------ის“ ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს ფართობის არსებული წესის რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის პრემიერის 2--- წ-–---------–---- განკარგულება №7--(ს.ფ. 31)
3.1.4. 2----–-–----- ივლისს, სააქციო საზოგადოება ,---–------------------------------იმ“ წერილით მიმართა ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსს ბატონ მ-------------- და აცნობა, რომ მათთან და სხვა სათანადო სამსახურებთან შეთანხებით მათმა თანამშრომლებმა გ---------------–-------–---------------–- მათი საერთო საცხოვრებლის ეზოში ააშენა მათი სახელით 2-----------ი ფართის შენობა. ასევე განემარტა, რომ ამჟამად მათი საერთო საცხოვრებელი ქ.თბილისის მერიის 0-.0-.01 წლის №7-- განკარგულებით საბინაო ფონდში ჩაირიცხა.ს.ს ,---–-----------------------------ის“ დირექციას საპრეტენზიო არ გააჩნია ზემოთ აღნიშნულ 2----------- შენობაზე და თანახმანი არიან მისი პრივატიზება მოახდინოს მოქალაქე გ----------------მ კანონდებლობის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააქციო საზოგადოება ს-–--------------------------------“ 2----–-–----- ივლისის წერილი (ს.ფ. 29)
3.1.5. სს ,,თელასის’’ 2014 წლის 24 მარტის წერილთ ირკვევა, რომ სს ,,თელასის“ მონაცემთა ბაზაში, მ--------------–-------–---------------- ი/მ ,,გ----------------“ სააბონენტო ნომრით -4------ აბონენტად რეგისტრირდება 20-5 წლის მარტიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თელასის’’ 2014 წლის 24 მარტის წერილი (ს.ფ. 30)
3.1.6. 2018 წლის 0- თებერვალს, გ----------------მ(წარმომადგენელი მ-------------–---–-) №---------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ.თბილისში, აკ-–-------–------------------ში მდებარე №2 შენობა-ნაგებობის(ფართით 2----კვ.მეტრი) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ---------------ის(წარმომადგენელი მ-------------–---–-) 2018 წლის 0- თებერვლის №---------------- განცხადება (ს.ფ.108-109)
3.1.7. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის №----- წერილით მ-------------–---–ს(გ----------------ს წარმომადგენელი) ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 24 იანვარს შემოსული მათი №-------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე, რომლის მისამართია: ქალაქი თ---–------------------–--------–------ (მიწის საკადასტრო კოდი: N--.1--0-.---.0--) ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი:1---.0- კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №----- რეგისტრირებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრების და ბინების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მესაკუთრეთა თანასაკუთრების უფლება. აქვე ეცნობა, რომ შენობა-ნაგებობა №------ როგორც ინდივიდუალურ საკუთრების საგანზე ან ცალკე უფლების ობიექტზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის წერილი №----- (ს.ფ.34)
3.1.8. ქალაქ თბილსის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 2018წლის 0- თებერვლის №-------------- წერილით(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) გ---------------ის(წარმომადგენელი მ--------------–---–-- 2018წლის 5 თებერვლის N---------------- განცხადება ქ.თბილისში, ა---–-------–------------------–- მდებარე N- შენობა-ნაგებობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილსის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 2018წლის 0- თებერვლის №-------------- წერილი(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) (ს.ფ.13)
3.1.9.2018 წლის 27 თებერვალს, გ----------------მ(წარმომადგენელი მ-------------–---–-) №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 2018 წლის 0-თებერვლის №-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 ოქტომბრის №--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ---------------ის წარმომადგენლის მ-------------–---–-ს 2018წლის 27 თებერვლის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის 2018 წლის 0- თებერვლის №-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ---------------ის(წარმომადგენელი მ-------------–---–-) 2018 წლის 27თებერვლის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ.84-86)
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №--- ,,გ---------------ის წარმომადგენლის მ-------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ (ს.ფ. 36-41)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, გ----------------ს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 2018 წლის 0- თებერვლის №-------------- გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018წლის 31 ოქტომბრის N--- ბრძანება ,,გ---------------ის წარმომადგენლის მ-------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 2018 წლის 0- თებერვლის №-------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №--- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი’’, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. დასახელებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ;
ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის(მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე;
ვ)დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი;
ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).
დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული წესით რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე სახელმწიფო საბინაო ფონდში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობა და კონკრეტულად არის განსაზღვრული ის ქონება, რომლის პრივატიზების განხორციელებაც არის შესაძლებელი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- საქართველოს რესპუბლიკის ქ.თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 1997 წლის 30 ივლისის №------ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ დაკმაყოფილდა სააქციო საზოგადოება ,---------- თხოვნა და ნება დაერთო მოაწყოს მცირე ზომის სათავსო/მაღაზია/ფ-------- საერთო საცხოვრებლის ეზოში/აკ-–-------–-----------------. ამასთან განისაზღვრა შეედგინა სათანადო პროექტი საპროექტო ორგანიზაციაში და შეეთანხმებინა იგი არქიტექტურის და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტთან. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დაევალა გამგეობის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილებას და შ/ს პოლიციის სამმართველოს;
- ქ.თბილისის მთავარი არქიტექტორის 1997 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით №--5 დგინდება, რომ დამტკიცდა ქ.თბილისში დიდუბის რაიონში ა---–-------–----------------–- მდებარე ფ-------- საერთო საცხოვრებლის ეზოში სააქციო საზოგადოება ,,---------------ს მცირე ზომის სათავსო/მაღაზიის მოწყობის პროექტი;
- ქალაქ თბილისის პრემიერის 2--- წ-–---------–---- N7-- განკარგულებით დგინდება, რომ დაკმაყოფილდა სააქციო საზოგადოება ,---–------------------------------ 2-.--.2--- წლის თხოვნა და ჩაირიცხა საბინაო ფონდში მის ბალანსზე რიცხული ა--–-------–---------------–- მდებარე 3-სართულიანი საერთო საცხოვრებელი(1---კვ.მ. საცხოვრებელი და 2--- კვ.მ. საერთო ფართობი). ამავე ბრძანების თანახმად დადგინდა, რომ საბინაო მეურნეობის საქალაქო სამსახურმა სააქციო საზოგადოება ,---–-----------------------------ის“ მიერ საერთო საცხოვრებელში რეგისტრირებულ და მცხოვრებ თანამშრომლებზე ბინების განაწილების სიის წარდგენის შემდეგ არსებული წესით გაწეროს ორდერები; სს ,---–-----------------------------ის“ ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს ფართობის არსებული წესის რეგისტრაცია;
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს იმას, რომ სააქციო საზოგადოება ,---–------------------------------- ბალანსზე რიცხული ქ.თბილისში, ა--–-------–------------------–- მდებარე 3სართულიანი საერთო საცხოვრებელი(1---კვ.მეტრი საცხოვრებელი და 2--- კვ.მეტრი საერთო ფართობი) ჩარიცხული იქნა საბინაო ფონდში და რომ სწორედ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენდა საბინაო ფონდის საკუთრებას და პრივატიზაციას დაქვემდებარებულ ქონებას, ხოლო რაც შეეხება ქ.თბილისში, ა---–-------–------------------–- მდებარე შენობა-ნაგებობას N2, რომლის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ითხოვს გ----------------,- აღნიშნული ქონების საბინაო ფონდში ჩარიცხვის ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
6.3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ 5.2მუხლის თანახმად, თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის(ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, ნათელია, რომ დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი(ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.), რომლის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით.
მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ 2018 წლის 0- თებერვალს, გ----------------მ(წარმომადგენელი მ-------------–---–-) №---------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ------–--–-------–-------–-------------------–---------------- შენობა-ნაგებობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევს საქართველოს რესპუბლიკის ქ.თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 1997 წლის 30 ივლისის №------ გადაწყვეტილებას და ასევე ქ.თბილისის მთავარი არქიტექტორის 1997 წლის 20 ნოემბრის №--5 ბრძანებას, თუმცა სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით’’ განსაზღვრულ კანონიერ სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად, რამეთუ საქართველოს რესპუბლიკის ქ.თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 1997წლის 30 ივლისის №------ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გამოხატული იქნა დიდუბის რაიონის გამგეობის ნება, დაკმაყოფილდა სააქციო საზოგადოება ,---------- თხოვნა და ნება დაერთო მოეწყო მცირე ზომის სათავსო/მაღაზია/ფ-------- საერთო საცხოვრებლის ეზოში/აკ-–-------–-----------------, ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის ბრძანებით კი დამტკიცებული იქნა არქიტექტურული პროექტი. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ შენობა-ნაგებობის უშუალოდ გ---------------ისათვის კანონიერ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე რაიმე სახის დათქმა ან/და შენიშვნა არც საქართველოს რესპუბლიკის ქ.თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 1997 წლის 30 ივლისის №------ გადაწყვეტილებაში და არც ქ.თბილისის მთავარი არქიტექტორის 1997 წლის 20 ნოემბრის №--5 ბრძანებაში აღნიშნული არ არის.
რაც შეეხება სააქციო საზოგადოება ,---–------------------------------ის“ 20-3 წლის 17ივლისის N-------- წერილს, სადაც მითითებულია, რომ მათთან და სხვა სათანადო სამსახურებთან შეთანხებით მათმა თანამშრომლებმა გ----------------მ ა--–-------–---------------–- მათი საერთო საცხოვრებლის ეზოში ააშენა მათი სახელით 2-----------ი ფართის შენობა. ამჟამად მათი საერთო საცხოვრებელი ქ.თბილისის მერიის 0-.0-.0-–-–-- №7-- განკარგულებით საბინაო ფონდში ჩაირიცხა. სს ,---–-----------------------------ის“ დირექციას საპრეტენზიო არ გააჩნია ზემოთ აღნიშნულ 26კვ.მეტრ შენობაზე და თანახმანი არიან მისი პრივატიზება მოახდინოს მოქალაქე გ----------------მ კანონმდებლობის შესაბამისად,- აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დასახელებული წერილში ასახულია მხოლოდ სააქციო საზოგადოება ,---–-----------------------------ის’’ პოზიცია პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით და რომ დასახელებული წერილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად ვერ იქნება მიჩნეული, მით უფრო იმ პირობებში, მაშინ როდესაც ქალაქ თბილისის პრემიერის 2--- წ-–---------–---- N7-- განკარგულებით დაკმაყოფილდა სააქციო საზოგადოება ,---–------------------------------ 2-.--.2--- წლის თხოვნა და საბინაო ფონდში ჩაირიცხა მის ბალანსზე რიცხული ქ.თბილისში, ა--–-------–---------------–- მდებარე 3-სართულიანი საერთო საცხოვრებელი(1--- კვ.მ. საცხოვრებელი და 2---კვ.მ. საერთო ფართობი). აღნიშნული ფაქტი კი თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ 20-3 წელს სააქციო საზოგადოება ,---–-----------------------------ი’’ აღარ იყო უფლებამოსილი განეკარგა ქ------–--–---–-------–------------------–- მდებარე ფართობები.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გ----------------ს სარჩელი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 2018 წლის 0-თებერვლის №-------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 ოქტომბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 ოქტომბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----------------ს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 2018 წლის 0- თებერვლის N-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018წლის 31ოქტომბრის N--- ბრძანების ბათილად ცნობასთან და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-10-(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, გ----------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ----------------ს სარჩელი მოპასუხეების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი