გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.01.2019
საქმის ნომერი
330310018002616025
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5654-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე - სს ,,-------–----------------–------------–--------------------------------–--------–--–--

წარმომადგენლები - არ---–---------–-----------------–-----------–---------–---–-

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე-----------–---–-

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018წლის 30ივლისის №-------- გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ და შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდეს შპს ,,----------------ის’’ 2018 წლის 30 მარტის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ- მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელისთვის - პაციენტ ან--------------------–---–----------ის, 2014 წლის 24აპრილიდან 2015 წლის 31მარტამდე პერიოდის შესრულების(2015 წლის მაისის თვეში წარდგენილი) დარჩენილი თანხის 9-----.5----------–----------------------–---------–-----------–----------------–---–------------------- ლარის ანაზღაურების ვალდებულება, ასევე მა------------------ის, 2014 წლის 01 აპრილიდან 2015 წლის 31მარტამდე პერიოდის შესრულების(2015 წლის მაისის თვეში წარდგენილი) დარჩენილი თანხის 1-------5------–--------------–---------–---–----------------–------------------------- ლარის ანაზღაურების ვალდებულება, - სულ ჯამში მოპასუხის დავალიანება კლინიკის მიმართ შეადგენს 2------.1----------–----------------------–----------–----------------------- ლარს(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2, ს.ფ. 6-23; 2019 წლის 23იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.2. პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უკან დაუბრუნდეს სააგენტოს და დაევალოს ახალი გადაწყვეტილების გამოტანა(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2, ს.ფ. 6-23; 2019 წლის 23 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 2014 წლის 24 აპრილიდან 2016 წლის 06 მაისამდე პერიოდში, იმყოფებოდა პაციენტი ა---------------------–---–------, რომელიც კლინიკაში შესვლისას გახლდათ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №-- დადგენილების №1.2 დანართით გათვალისწინებული მოსარგებლე პირი. 2015 წლის მაისის თვეში, კლინიკის მიერ სააგენტოში წარდგენილ იქნა შუალედური შესრულება 2014 წლის 24 აპრილიდან 2015წლის 31 მარტამდე პერიოდზე. აღნიშნული შესრულების თანახმად, ასანაზღაურებელმა თანხამ, პაციენტ ა---------------------–---–------ს შემთხვევაზე შეადგინა 1--------- ლარი, ხოლო იმის გამო, რომ შეტყობინების გაკეთების მომენტში პაციენტი იყო №-- დადგენილებით მოსარგებლე პირი და ამავდროულად, 2014 წლის 01ივნისის პერიოდისთვის, სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის პორტალს(ელექტრონულ პლათფორმას) არ ჰქონდა ტექნიკური შესაძლებლობა განხორციელებულიყო შეტყობინების დახურვა და ხელახლა, №--- დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევის გადაცემა, კლინიკას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა შესრულება 1-------–---ზე მეტი მოცულობით, რომელიც ანაზღაურდა სრულად, ხოლო 9------5---–---- ერიცხება სააგენტოს დავალიანების სახით.

 

მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ კლინიკის ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 2014 წლის 01 თებერვლიდან დღემდე მკურნალობს პაციენტი მ-------------ე, რომელიც კლინიკაში შესვლისას გახლდათ სადაზღვევო კომპანია ,---–------ მიერ დაზღვეული პირი/ბენეფიციარი, ხოლო 2014 წლის 01აპრილიდან გახდა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №-- დადგენილების №1.2 დანართით გათვალისწინებული მოსარგებლე პირი. 2015წლის მაისის თვეში, კლინიკის მიერ სააგენტოში წარდგენილი იქნა შუალედური შესრულება 2014 წლის 01 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდზე. აღნიშნული შესრულების თანახმად, ასანაზღაურებელმა თანხამ, პაციენტ მ-------------ის შემთხვევაზე შეადგინა 1------.5---–----, ხოლო იმის გამო, რომ შეტყობინების გაკეთების მომენტში პაციენტი იყო №-- დადგენილებით მოსარგებლე პირი და ამავდროულად, შეტყობინების გაკეთების პერიოდისთვის, სააგენტოს პროგრამა არ ჰქონდა ტექნიკური შესაძლებლობა განხორციელებულიყო შეტყობინების დახურვა და ხელახლა, №--- დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევის გადაცემა, კლინიკას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა შესრულება 1-------–---ზე მეტი მოცულობით, რომელიც ანაზღაურდა სრულად, ხოლო 1------.5---–---- ერიცხება სააგენტოს დავალიანების სახით. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით სააგენტოს გაეგზავნა ორი წერილი, აგრეთვე კლინიკამ წარადგინა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები და მხარეებს ქონდათ კომუნიკაცია არაერთხელ, თუმცა სააგენტოს მხრიდან დღემდე არ განხორციელებულა თანხის ჩარიცხვა.

 

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული პაციენტებისათვის გაწეული მომსახურებისათვის სააგენტოს მხრიდან დაგროვილი დავალიანების(ჯამში 2------.1--–----) გადახდის მიზნით, კლინიკამ სააგენტოში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №-------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა კლინიკას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, სააგენტომ არ იხელმძღვანელა აღნიშნული ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის ნორმებით, რის გამოც ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) დგინდება, რომ კლინიკის ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 2014 წლის 24 აპრილიდან 2016 წლის 06მაისამდე პერიოდში, იმყოფებოდა პაციენტი ა---------------------–---–------.

 

საქმეში წარმოდგენილი შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის მიერ გაცემული 2-------------------------------------- პერიოდის კალკულაციით ირკვევა, რომ პაციენტ ა---------------------–---–------ს სამედიცინო შემთხვევაზე ასანაზღაურებელმა თანხამ 2014 წლის 24 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე შეადგინა 1--------- ლარი, საიდანაც სააგენტოს ანაზღაურებული აქვს- 1---- ლარი, ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს- 9----.5--–-----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) (იხ.ტომი 1, ს.ფ. 20-22)

- შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის მიერ გაცემული კალკულაცია(იხ.ტომი 1, ს.ფ. 23-27)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) დგინდება, რომ კლინიკის ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 2014 წლის 01 თებერვლიდან დღემდე მკურნალობდა პაციენტი მ-------------ე.

 

საქმეში წარმოდგენილი შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის მიერ გაცემული 0---------------- პერიოდის კალკულაციით ირკვევა, რომ მ-------------ის სამედიცინო შემთხვევაზე ასანაზღაურებელმა თანხამ 2014წლის 24აპრილიდან 2015წლის 31 მარტამდე შეადგინა 1-------- ლარი, საიდანაც სააგენტოს ანაზღაურებული აქვს- 1---- ლარი და ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს- 1---------–---ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 40)

- შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის მიერ გაცემული კალკულაცია(იხ. ტომი 1, ს.ფ. 41-42)

 

3.1.3. შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის 2015 წლის 05 აგვისტოს №------ წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ეცნობა, რომ მათ კლინიკაში 2--------- წლიდან ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფებოდა პაციენტი ა---------------------–---–------. პაციენტი კლინიკაში შესვლისას იყო საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლე №-- დადგენილების ფარგლებში, შესაბამისად, გაკეთდა შეტყობინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პორტალზე(შემთხ. №----------). 0----------დან პაციენტს სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება განესაზღვრა №--- დადგენილების საფუძველზე. ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ კლინიკამ 2015 წლის მაისის თვეში წარადგინა შუალედური შესრულება 2--------- წლიდან 3-------15 წლამდე პერიოდზე, სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 1--------- ლარი, თუმცა იმის გამო, რომ შეტყობინების გაკეთების მომენტში პაციენტი იყო №-- დადგენილების მოსარგებლე, კლინიკას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა 1-------–---ზე მეტი. შესაბამისად, კლინიკამ მოითხოვა დარჩენილი 9------5---–----ს ანაზღაურება №--- დადგენილების ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის 2015 წლის 05აგვისტოს №------ წერილი(იხ.ტომი 1, ს.ფ. 36)

 

3.1.4. შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის 2015 წლის 05 აგვისტოს №------ წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ეცნობა, რომ მათ კლინიკაში 0--------- წლიდან ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფებოდა პაციენტი მ-------------ე. პაციენტი კლინიკაში შესვლისას იყო სადაზღვევო კომპანია ,---–------ ბენეფიციარი, ხოლო 0--------4 წლიდან გახდა საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლე №-- დადგენილების ფარგლებში, შესაბამისად, გაკეთდა შეტყობინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პორტალზე (შემთხ. №---------9). ჰოსპიტალიზაციის პერიოდში პაციენტს შეეცვალა სადაზღვევო პირობები და სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება განესაზღვრა №--- დადგენილების საფუძველზე. ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ კლინიკამ 2015წლის მაისის თვეში წარადგინა შუალედური შესრულება 0--------4 წლიდან 3-------15 წლამდე პერიოდზე, სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა- 1------.5---–----, თუმცა იმის გამო, რომ შეტყობინების გაკეთების მომენტში პაციენტი იყო №-- დადგენილების მოსარგებლე, კლინიკას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა 1----ლარზე მეტი. შესაბამისად, კლინიკამ მოითხოვა დარჩენილი 1---------–---ის ანაზღაურება №--- დადგენილების ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის 2015 წლის 05აგვისტოს №------ წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 36)

 

3.1.5. 2017 წლის 03 აგვისტოს, შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა კვლავ №------ წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს და მოითხოვა პაციენტ ა---------------------–---–------ს სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით დარჩენილი 9------5---–----ს ანაზღაურება №--- დადგენილების ფარგლებში, ხოლო პაციენტ მ-------------ის სამედიცინო შემთხვევაზე - 1------.5---–----ს ანაზღაურება №--- დადგენილების ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის 2017 წლის 03აგვისტოს №------ წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 37-39)

 

3.1.6. 2018 წლის 30 მარტს, შპს ,,----------------ის’’ ბავშვთა ახალი კლინიკის წარმომადგენელმა არჩილ კერესელიძემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა პაციენტ ან--------------------–---–----------ის გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის 2014წლის 24აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდის შესრულების, დარჩენილი თანხის 9-----.5---–----ს ანაზღაურება, ხოლო მა------------------ის გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, 2014 წლის 01 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდის შესრულების დარჩენილი თანხის 1-------5---–----ს ანაზღაურება.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №-------- გადაწყვეტილებით შპს ,,----------------ის’’ ბავშვთა ახალი კლინიკის 2018 წლის 30მარტის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,----------------ის’’ ბავშვთა ახალი კლინიკის წარმომადგენლის არჩილ კერესელიძის 2018 წლის 30 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 75-77)

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №-------- გადაწყვეტილება ,,შპს ,,----------------ი’’-ბავშვთა ახალი კლინიკის 2018წლის 30 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 78-80)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ,,ს------–----------------–----------’’(შპს ,,----------------ის’’ უფლებამონაცვლე) მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ,- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018წლის 30 ივლისის №-------- გადაწყვეტილება ,,შპს ,,----------------ი’’-ბავშვთა ახალი კლინიკის 2018 წლის 30მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,----------------ის’’(უფლებამონაცვლე სს,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი’’) მიმართ გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №-- დადგენილება, ,,ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის(ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №--- დადგენილება, ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №--- დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018წლის 30 ივლისის №-------- გადაწყვეტილება ,,შპს ,,----------------ი’’-ბავშვთა ახალი კლინიკის 2018 წლის 30მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №-- დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის(შემდგომში - პროგრამა) მიზანია: ა)საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა)პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ)ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ)მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ)ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №--- ან/და 2012 წლის 7 მაისის №--- დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ)ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ,,ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის(ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №--- დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მოსარგებლეები არიან(ამოქმედდა 2014 წლის 1 აპრილიდან) 0-5 წლის(ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, გარდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №--- დადგენილებით(2014 წლის 1აპრილამდე) და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №-- დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9დეკემბრის №--- დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ვაუჩერის პირობების ბენეფიციარები არიან ამ დადგენილების მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ბავშვები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №---ე დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან(ამოქმედდა 2014 წლის 1 სექტემბრიდან) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) დგინდება, რომ კლინიკის ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 2014 წლის 24აპრილიდან 2016 წლის 06 მაისამდე პერიოდში, იმყოფებოდა პაციენტი ა---------------------–---–------. 2-------------------------------------- პერიოდის კალკულაციით ირკვევა, რომ პაციენტ ა---------------------–---–------ს სამედიცინო შემთხვევაზე ასანაზღაურებელმა თანხამ 2014 წლის 24 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე შეადგინა 1--------- ლარი, საიდანაც სააგენტოს ანაზღაურებული აქვს 1---- ლარი და ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს- 9------59 ლარს.

 

დადგენილია ასევე, რომ შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 2014 წლის 01 თებერვლიდან დღემდე მკურნალობს პაციენტი მ-------------ე. 0---------------- პერიოდის კალკულაციით ირკვევა, რომ მ-------------ის სამედიცინო შემთხვევაზე ასანაზღაურებელმა თანხამ 2014 წლის 24 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე შეადგინა 1------.5---–----, საიდანაც სააგენტოს ანაზღაურებული აქვს 1---- ლარი და ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს- 1------.51 ლარს.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის 2015 წლის 05 აგვისტოს №------ წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ეცნობა, რომ მათ კლინიკაში 2--------- წლიდან ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფებოდა პაციენტი ა---------------------–---–------. პაციენტი კლინიკაში შესვლისას იყო საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლე №-- დადგენილების ფარგლებში, შესაბამისად, გაკეთდა შეტყობინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პორტალზე(შემთხ. №----------). 0----------დან პაციენტს სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება განესაზღვრა №--- დადგენილების საფუძველზე. ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ კლინიკამ 2015 წლის მაისის თვეში წარადგინა შუალედური შესრულება 2--------- წლიდან 3-------15 წლამდე პერიოდზე, სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 1--------- ლარი, თუმცა იმის გამო, რომ შეტყობინების გაკეთების მომენტში პაციენტი იყო №-- დადგენილების მოსარგებლე, კლინიკას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა 1----ლარზე მეტი. შესაბამისად, კლინიკამ მოითხოვა დარჩენილი 9------5---–----ს ანაზღაურება №--- დადგენილების ფარგლებში.

 

შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის 2015 წლის 05 აგვისტოს №------ წერილით კი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა, რომ მათ კლინიკაში 0--------- წლიდან ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფებოდა პაციენტი მ-------------ე. პაციენტი კლინიკაში შესვლისას იყო სადაზღვევო კომპანია ,---–------ ბენეფიციარი, ხოლო 0--------4 წლიდან გახდა საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლე №-- დადგენილების ფარგლებში, შესაბამისად, გაკეთდა შეტყობინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პორტალზე (შემთხ. №---------9). ჰოსპიტალიზაციის პერიოდში პაციენტს შეეცვალა სადაზღვევო პირობები და სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება განესაზღვრა №--- დადგენილების საფუძველზე. ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ კლინიკამ 2015წლის მაისის თვეში წარადგინა შუალედური შესრულება 0--------4 წლიდან 3-------15 წლამდე პერიოდზე, სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 1------.5---–----, თუმცა იმის გამო, რომ შეტყობინების გაკეთების მომენტში პაციენტი იყო №-- დადგენილების მოსარგებლე, კლინიკას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა 1---- ლარზე მეტი. შესაბამისად, კლინიკამ მოითხოვა დარჩენილი 1-----.5---–----ს ანაზღაურება №--- დადგენილების ფარგლებში.

 

უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ 2017 წლის 03 აგვისტოს შპს,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა მიმართა წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და კვლავ მოითხოვა პაციენტ ა---------------------–---–------ს სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით დარჩენილი 9----.59ლარის ანაზღაურება №--- დადგენილების ფარგლებში, ხოლო პაციენტ მ-------------ის სამედიცინო შემთხვევაზე -1------.5---–----ს ანაზღაურება №--- დადგენილების ფარგლებში, თუმცა არც ზემოაღნიშნულ და არც უკანასკნელ წერილზე რეაგირება სააგენტოს მხრიდან არ ყოფილა.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 30 მარტს შპს ,,----------------ის’’ ბავშვთა ახალი კლინიკის წარმომადგენელმა არჩილ კერესელიძემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა პაციენტ ან--------------------–---–----------ის გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის 2014წლის 24 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდის შესრულების, დარჩენილი თანხის 9-----.5---–----ს ანაზღაურება, ხოლო მა------------------ის გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, 2014 წლის 01 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდის შესრულების დარჩენილი თანხის 1-------5---–----ს ანაზღაურება, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №-------- გადაწყვეტილებით შპს ,,----------------ის’’ ბავშვთა ახალი კლინიკის 2018 წლის 30მარტის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ,- სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ბუნდოვანი, საიდანაც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა გახდა საჩივარზე უარის თქმის საფუძველი. მასში საუბარია მხოლოდ საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნულია შემდეგი: ,,სააგენტოს წარმომადგენელთა მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31დეკემბრის №746 დადგენილება, რომლითაც შესაძლებელი გახდა ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურებისას, სამედიცინო შემთხვევის პერიოდული, შუალედური ანაზღაურებაა დადგენილი წესით, არ ვრცელდება ცვლილებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. აღნიშნულ ცვლილებამდე, შესრულებულ მომსახურებად ითვლებოდა დასრულებული მკურნალობის მოცულობა და ღირებულება’’. სწორედ აღნიშნულ განმარტებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი ყურადღება გაამახვილა ასევე ხანდაზმულობაზე, რაც სასამართლოს აზრით კიდევ უფრო გაუგებარია, ვინაიდან მითითებულ საკითხზე მსჯელობა სულ სხვა სამართლებრივ შედეგს წარმოშობს, რაც არ გულისხმობს საჩივრის არსებითად განხილვას ან/და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის გარემოება, წარმოადგენდა თუ არა პაციენტი ა---------------------–---–------ ,,ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის(ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების(საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №--- დადგენილებით მოსარგებლე პირს, ხოლო მ-------------ე ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №--- დადგენილებით მოსარგებლე პირს. ასევე, სააგენტომ არ შეაფასა და არ გამოიკვლია ის გარემოება, ჰქონდა თუ არა კლინიკას იმის შესაძლებლობა, რომ შეტყობინების გაკეთების მომენტისთვის(რა დროსაც პაციენტები იყვნენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №-- დადგენილებით მოსარგებლე პირები) წარედგინათ შესრულება 1-------–---ზე მეტი მოცულობით. ამასთან, საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ სამედიცინო დაწესებულებამ არაერთხელ მიმართა სააგენტოს წერილობით და მოითხოვა ზემოაღნიშნული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, თუმცა სააგენტოს მხრიდან არცერთ წერილზე არ იქნა პასუხი გაცემული. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა შპს ,,----------------ი’’ ბავშვთა ახალი კლინიკისათვის(ამჟამად უფლებამონაცვლე სს,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი’’) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარისა და შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. რაც შეეხება მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივარი იყო ბუნდოვანი და არ იკვეთებოდა თუ რა მოთხოვნა გააჩნდა მხარეს სააგენტოს მიმართ, ამიტომაც არის გასაჩივრებული- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №-------- გადაწყვეტილებაც ბუნდოვანი,-სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გარდა ამისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს მიაჩნდა, რომ საჩივარი იყო ბუნდოვანი და საჭიროებდა დამატებით დაზუსტებას, შეეძლო დაედგინა ხარვეზი საჩივრის ავტორისთვის და მოეთხოვა ის დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც საჭიროდ მიაჩნდა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. აღნიშნული გარემოებები კი საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №-------- გადაწყვეტილება ,,შპს,,----------------ი’’-ბავშვთა ახალი კლინიკის 2018 წლის 30 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,----------------ის’’(ამჟამად უფლებამონაცვლე სს----------–----------------–------------ მიმართ გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5-----------------) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე- სს ,,ს------–----------------–----------’’(შპს ,,----------------ის’’ უფებამონაცვლე) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5-----------------) ლარის გადახდა, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ს------–----------------–----------’’(შპს ,,----------------ის’’ უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №-------- გადაწყვეტილება ,,შპს,,----------------ი’’-ბავშვთა ახალი კლინიკის 2018 წლის 30 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’.

 

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,----------------ის’’-ბავშვთა ახალი კლინიკის’’(ამჟამად უფლებამონაცვლე სს----------–----------------–------------ მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. მოპასუხეს- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე- სს ,,ს------–----------------–----------’’(შპს ,,----------------ის'' უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისროს 5-----------------) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი