განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002755167-1/455-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
29 იანვარი, 2019 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - მ-----–---–---- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 29.11.1--- წელს, პ/ნ 1---------3 მცხ: ქ.ბ----------ს რაიონის სოფელი ყ------;
ადვოკატი - ი--------------–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 12 ოქტომბერს დაახლოებით 01:20 საათზე, ბ----------ს რაიონის სოფელ ყ----სში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ მ-------------–---–- მ-----–---–---- საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მ-------------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე, 2018 წლის 12 ოქტომბერს დაახლოებით 01:20 საათთზე, ბ----------ს რაიონის სოფელ ყ----სში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ-----–---–----მ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს მ-------------–---–-, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა , კერძოდ თმიდან მოითრია რის გამოც მ-------------–---–ი წაიქცა და თავი დაარტყა ღუმელზე, ასევე ფეხი დაარტყა სახის არეში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მ-----–---–----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა მ-----–---–----მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მ-------------–---–ის, გ-------–----ს, ვ-–-----------–----ს, რ--------------------ს და ნ------–----ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
მ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს 23:30 საათი იყო, როცა სახლში შესულმა მ-----–---–----მ, რომელიც არაფხიზელ და აგრესიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა მეუღლეს სრულიად უმიზეზოდ დაუწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება. მ-------------–---–ი ფიზიკური ძალადობის თავიდან აცდილების მიზნით გავიდა მეზობელ გ-------–----ს სახლში. მეზობლის სახლში შესვლისთანავე შევარდა მისი მეუღლე, რომელიც მივარდა მ------ს თმაში ჩაავლო ხელი და დაუწყო თრევა რა დროსაც განიცადა თავის არეში ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მან ვეღარ შეიკავა თავი და თმებიდან დათრევის გამო წაიქცა ძირს და თავი დაარტყა ღუმელს. მიუხედავად ამისა მ-----–---–---- მაინც არ უშვებდა თმებიდან ხელს და ემუქრებოდა თვალების გამოთხრით. მ------ის დახმარებას შეეცადა გ-------–---ე, მაგრამ ამის მიუხედავად მ-----–---–----მ ფეხი ამოარტყა თავში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მალე მოვიდა სასწრაფო დახმარება, რომელიც გ-------–----ს დედამ გამოიძახა, სასწრაფოს ექიმებსაც აგინა და მათ პოლიციას გამოუძახეს, რომლებმაც წაიყვანეს პოლიციაში, ცოტახანში მეუღლის ტელეფონის ნომრიდან მიუვიდა მოკლეტექსტური შეტყობინება რომ ,,მალე გამოვალ აქედან და მკვდრები ხართო, მარტო, რომ დარჩები მოგხედავ, სიკვდილის ბუზი გაზის, წამები ითვალე, სახლში უნდა გამოგწვა, მკვდარი ხარ ვერაფერი გადაგარჩენსო" აღნიშნული სმს-ის წაკითხვისას დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
მოწმე გ-------–----ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს საღამოს საათებში გ---ა დედამისთან ნ------–-----თან ერთად იმყოფებოდა სახლში, იქნებოდა დაახლოებით 23:30 საათი, როდესაც ვ-–-----------–----ს საცხოვრებელი სახლიდან შემოესმა ყვირილის ხმა, სადაც ყვიროდა მ-----–---–---- და ოჯახის წევრებს აგინებდა. რამდენიმე წუთში მის სახლში სასწრაფოდ შევიდა მ-------------–---–ი, რომელიც დახმარებას ითხოვდა. რამოდენიმე წუთში მასთან სახლში შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ-----–---–----, რომელიც მივარდა თავის ცოლს, წვდა ხელებით თმაში და ძლიერად მოქაჩა, რა დროსაც მ------მა თავი ვერ შეიკავა და ძირს დაეცა, დაცემისას კი თავი დაარტყა ოთახში მდგარ შეშის ღუმელს. გ-------–---ე ცდილობდა გაერიდებინა ერთმანეთს, მაგრამ მ-----–მა მაინც მოახერხა და ფეხი მოარტყა სახის არეში მეუღლეს. ხმაურზე მალევე გ---------–---------- და ვ-–-----------–---- შევიდნენ გ---ას სახლში და ერთად გააშველეს.
მოწმე ვ-–-----------–----ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს დაახლოებით 11:30 საათზე მ-------------–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლში,როდესაც მივიდა მ-----–---–---- სახლში მეუღლეს დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება და და ესროლა რამდენიმე ნივთი, ამის გამო შეურაცხყოფიოსგან თავის არიდების მიზნით მეზობელ გ-------–---ესთან გადავიდა სახლში მ------ი, მაგრამ მ-----–---–---- უკან გაჰყვა. ვ-–-----------–---- სანამ მეზობელთან გავიდა მან დაინახა რომ მ-----–ს თმებით ჰყავდა დათრეული მ------ი და ფიზიკურად უსწორდებოდ, რის გამოც ვ-–---------- და გ---------–----------ა დაუწყეს გაშველება, რომელთაც როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-----–მა.
მოწმე ნ------–----ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს დაახლოებით 23:30 საათზე სახლში იმყოფებოდა, როდესაც შემოესმა მ-----– ბ-–----- ლანძღვა-გინების ხმა. სწორედ ამ დროს მალევე მ-------------–---–ი შევიდა ნ------–----ს სახლში და გ-------–---ეს დახმარება სთხოვა, რა დროსაც შემოყვა მეუღლე, რომელმაც მ------ს წაავლო თმაში ხელი, გაათრია მდივნიდან და ასე წაიყვანა ოთახის მეორე კუთხისკენ, სადაც მ------ი წაიქცა და გამოერიდა, მაგრამ მ-----–ი მას ხელს არ უშვებდა. ამის შემდეგ მ------ი წაიქცა, ძირს დაეცა და მ-----–მა მას სახეში ფეხი ამოარტყა, რის გამოც ვლადიმერი და გ---------–----------ა დაუწყეს გაშველება.
2018 წლის 12 ოქტომბრის სასამართლო ექსპერტიზის N80-----9-3 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ------ ბ-----–---–-- მარცხენა თხემ-საფეთქლის არეში არსებული სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 12 ოქტომბრის სასამართლო ექსპერტიზის N809------3 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ-----– ბ-–----- სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 27 ნოემბრის სასამართლო ექსპერტიზის N0081---18 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ-------------–---–- ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ-----– ბ-–----- ქმედებით მ------ ბ-----–---–-ა არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2018 წლის 12 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენნილების თანახმად, მ-------------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა მ-----– ბ-–----- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
მიეხეილ ბ-–----- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი გულწრფელი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, მ-----–---–----ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----–---–---- (პ/№1---------3) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.
მ-----–---–---- (პ/№1---------3) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.
- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ-----–---–----ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
- მ-----–---–----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 12 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 იანვრის ჩათვლით.
2. მ-----– ბ-–----- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და მ-----–---–---- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხიე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია