გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
330210016001222524
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/----16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 დ--------- 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი - ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - დ------------ე

წარმომადგენელი - რუ---------–--–--ე

მოპასუხე - უ–-----------–-–---–ი

დ------------–-–---–ი

მოპასუხე - სს „თ----------ი“

წარმომადგენელი - ლე-–--------–---–ი

დავის საგანი - იპოთეკის გაუქმების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იპოთეკის აღდგენა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბ--–----------------ს ქუჩა N 27-ში, იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ 201- წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულება;

1.2. აღდგეს 201- წლის 21 აგვისტოს რეგისტრირებული იპოთეკა;

1.3. სს „თ----------ს“, დ------------ის სასარგებლოდ, დაეკისროს 6 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი აღნიშნულია, რომ 201- წლის 16 აგვისტოს, დ------------ესა და უ–-----------–-–---–ს შორის, დაიდო იპოთეკის, სესხისა და ბინათსარგებლობის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, გუ--------ს ქუჩა N 27 - ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ #01.1-.1-.0---1--- რომლის მესაკუთრეც არის უ–-----------–-–---–ი. 201- წლის ნოემბერში მოპასუხემ მოსარჩელეს სთხოვა იპოთეკის მოხსნა უძრავი ქონებიდან და შეპირდა, რომ თანხას აუნაზღაურებდა სრულად. 201- წლის 26 ნოემბერს, მოპასუხე და მოსარჩელე შეთანხმდნენ, რომ კი----ე მოუხსნიდა იპოთეკას ბინიდან იმ შემთხვევაში, თუ მამულაშვილი სრულად დაფარავდა მის წინაშე არსებულ დავალიანებას. თუმცა, დ------------ის ანგარიშზე თანხა არ ჩარიცხულა შესაბამისად, კი----ემ ჩათვალა, რომ მასსა და კი----ეს შორის დადებული ხელშეკრულება იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ძალადაკარგული იყო და მათი ურთიერთობა გაგრძელდებოდა ჩვეულებრივ რეჟიმში.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოტყუება გულისხმობს შეცდომის განზრახ გამოწვევას, მოპასუხემ იცოდა, რომ მოსარჩელე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა იპოთეკის მოხსნის ხელშეკრულებას, თუ მამულაშვილი მას მაშინვე გადაუხდიდა ვალს. შესაბამისად, იპოთეკის გაუქმების ხელშეკრულებას საფუძვლად უდევს მამულაშვილის შეგნებული მოქმედება, რომლის მიზანიც იყო მოსარჩელის შეცდომაში შეყვანა. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულება არის მოტყუებით დადებული გარიგება.

 

ვინაიდან მოპასუხე მხარემ ისარგებლა მოსარჩელის კეთილსინდისიერებით, არსებობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საფუძველი. კერძოდ კი, დ------------ეს გააჩნდა 201- წლის 21 აგვისტოთი რეგისტრირებული იპოთეკა, რაც იმას გულისხმობს, რომ მის შემდგომ იპოთეკარებთან მიმართებით მას გააჩნდა გარკვეული უპირატესობა. დღეის მდგომარეობით მას ამ თარიღით რეგისტრირებული იპოთეკა აღარ აქვს, შესაბამისად, ირღვევა მისი უფლებები, რის გამოც ბათილობის პარალელურად უნდა აღდგეს 201- წლის 21 აგვისტოს იპოთეკა.

 

რაც შეეხება სს „თ----------ს“ მოსარჩელე განმარტავს, რომ 201- წლის 26 ნოემბრისათვის მასზე არაერთი საბანკო ანგარიში იყო გახსნილი როგორც სს „საქართველოს ბანკში“ ისე სს „თ----------ში“, რომელზეც ინფორმირებული იყო სს ბანკი „კო--------ა“, რომელმაც აიღო ვალდებულება მოსარჩელეზე თანხის ჩარიცხვისა, თუმცა, მოსარჩელის მიერ გახსნილი იქნა ანგარიში სს ბანკი „კო---------–ი“ 201- წლის 29 ნოემბერს, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელეზე თანხის ჩარიცხვაზე უარის თქმას. 201- წლის 26 ნოემბერს სს ბანკ „-------------“ და დ------------ეს შორის დადებული შეთანხმებით დგინდება, რომ მოსარჩელეს როგორც სადავო უძრავ ქონებაზე პირველი რიგის იპოთეკარს შეთანხმების 1.4 პუნქტის თანახმად უნდა ჩარიცხვოდა 6 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც შეწყდებოდა იპოთეკის ხელშეკრულება მამულაშვილთან და გაფორმდებოდა საჯარო რეესტრში.

 

201- წლის 26 ივნისს მაშინ, როცა სარეგისტრაციო წარმოება საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე იყო აკრძალული სასამართლოს განჩინებით, განხორციელდა უძრავი ნივთის განკარგვა აუქციონზე და 201- წლის 5 ივნისს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებით მესაკუთრეა სს „თ----------ი“ იმ ქონებისა, რომელზეც მოსარჩელეს, როგორც პირველ იპოთეკარს კანონგარეშედ წაერთვა უფლება, მაგრამ იგი მუდმივად უწყვეტად განაგრძობს ფართის ფლობას და სარგებლობას და ითხოვს დაკმაყოფილებას, რადგან სს ბანკი „კო--------ა“ იყო ვალდებული მოსარჩელის თანხის გადახდისა ისე იგი პირველი იპოთეკარი ვერ გახდებოდა, რაზეც პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მის უფლებამონაცვლე სს „თ----------ს“.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე უ–-----------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ 201- წლის ნოემბერში მოპასუხემ მოსარჩელეს სთხოვა იპოთეკის მოხსნა უძრავი ქონებიდან, მხარეები ურთიერთმფარავი ნების საფუძველზე შეთანხმებისა და მოლაპარაკების გზით მორიგდნენ ზემოთხსენებულ საკითხზე. მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია უარს მოპასუხის თხოვნაზე, ამასთან მოპასუხემ შესთავაზა მოსარჩელეს მისი კუთვნილი თანხის 6 000 აშშ დოლარის დაბრუნება, რაზეც თავად მოსარჩელემ განაცხადა უარი და სურვილი გამოთქვა მოგვიანებით ხელახლა დაედოთ იპოთეკის ხელშეკრულება წინასწარ შეთანხმებული პირობების დაცვით.

 

მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის 201- წლის 16 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მოცემული უძრავი ნივთი უკვე იყო იპოთეკით დატვირთული. შესაბამისად, მოსარჩელე თავიდანვე იყო მეორე რიგის იპოთეკარის როლში, რის თაობაზეც იგი რა თქმა უნდა ინფორმირებული იყო და ამ პირობის გათვალისწინებით დათანხმდა იპოთეკის ხელშეკრულების დადებას. მოგვიანებით, მოპასუხის შეთავაზების საფუძველზე მხარეთა შეთანხმებით გაუქმდა მხარეთა შორის არსებული იპოთეკის ხელშეკრულება. მოპასუხემ შესთავაზა მოსარჩელეს კუთვნილი თანხის დაბრუნება რაზეც მოსარჩელემ განაცხადა უარი და საკუთარი ინიციატივით მოგვიანებით თავიდან დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ბინით სარგებლობის უფლებით, რასაც წინ უსწრებდა მოპასუხესა და ბანკ კო--------ას შორის იპოთეკის ხელშეკრულების დადება ამავე უძრავ ქონებაზე.

 

მოსარჩელის პრეტენზიები და უსაფუძვლო ბრალდებები გამოიწვია სწორედ იმ ფაქტმა, რომ მოსარჩელის, როგორც მეორე რიგის იპოთეკარის მოთხოვნა, უძრავი ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში დაკმაყოფილდება ბანკი კო--------ას, როგორც პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ. უძრავი ქონება მიქცეულია სარეალიზაციოდ იძულებითი აღსრულების გზით, შესაბამისად, ნივთის რეალიზაციით ამონაგები თანხით დაკმაყოფილდებიან იპოთეკარები რიგითობის მიხედვით.

 

2.2. მოპასუხე სს „თ----------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონების მხოლოდ ნაწილი მდებარე: თბილისი, გ---------------------, კერძოდ, დაიტვირთა 34.4 კვმ-დან 27 კვ.მ და მოცემულ მომენტში დ------------ე წარმოადგენდა მეორე რიგის იპოთეკარს. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დ------------ემ თავისი ნებით მოაწერა ხელი უძრავი ნივთის იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების განაცხადს, მიუხედავად იმისა, რომ იმავე დღეს ჰქონდა ხელი მოწერილი შეთანხმებაზე, რისი პირობებიც თავადვე დაარღვია.

 

2016 წლის 26 ნოემბრის შეთანხმების 2.3 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს იპოთეკა უნდა მოეხსნა თანხის ჩარიცხვის შემდგომ, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კი იპოთეკა მოხსნა იმავე დღეს 2016 წლის 26 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება დაირღვა და დ------------ემ არ გახსნა სს „ბანკ კო---------–ი“ ანგარიში მხარეთა შორის ანგარიშსწორება შესაძლოა მომხდარიყო ნაღდი ფულის გადახდითაც, რადგანაც სხვა შემთხვევაში არ ქონდათ ვარაუდის საფუძველი თუ რატომ იტყოდა უარს იპოთეკარი დ------------ე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაზე მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულებამდე.

 

201- წლის 26 ნოემბერს დადებული შეთანხმების 2.1. და 2.3 პუნქტების თანახმად მოსარჩელე ვალდებული იყო ორ სამუშაო დღეში გაეხსნა ანგარიში სს „ბანკ კო---------–ი“ რის შემდეგაც იპოთეკარი დაუყოვნებლივ მიმართავდა საჯარო რეესტრს იპოთეკის მოხსნის მოთხოვნით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ მან არ განახორციელა 201- წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულების მიხედვით და იმავე დღეს მიმართა საჯარო რეესტრს იპოთეკის მოხსნის განცხადებით და ანგარიში სს „ბანკ კო---------–ი“ გახსნა არა ხელშეკრულების დადებიდან ორი დღის ვადაში, არამედ 29 ნოემბერს. ის გარემოებაც გასათვალისწინებელია, რომ 201- წლის 26 ნოემბერი იყო სამუშაო დღე კერძოდ, სამშაბათი და მას არაფერი უშლიდა ხელს ანგარიშის გახსნაში. 201- წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულებაში არ ფიქსირდება მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი გარემოება, რომ სს „ბანკი კო--------ა“ ჩაურიცხავდა თანხას მოსარჩელეს. ამასთან, 2016 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებაში არ ფიქსირდება, რომ სს ბანკი კო--------ა იღებს რაიმე ვალდებულებას დ------------ის მიმართ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დ------------ესა და უ–-----------–-–---–ს შორის, 201- წლის 16 აგვისტოს დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ბინით სარგებლობის უფლებით. ხელშეკრულების თანახმად, დ------------ემ უ–-----------–-–---–ს სესხის სახით გადასცა 6 000 აშშ დოლარი. გამსესხებლის მიერ გასესხებული თანხის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებელმა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: თბ--–----------------ს ქუჩა N 247

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ბინით სარგებლობის უფლებით (ს.ფ. 184-185 )

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 1- - 18)

 

3.1.2. 201- წლის 26 ნოემბერს, დ------------ესა და უ–-----------–-–---–ს შორის, გაფორმდა შეთანხმება, 201- წლის 16 აგვისტოს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 201- წლის 26 ნოემბრის შეთანხმება იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ (ს.ფ. 16);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19 - 20)

 

3.1.3. 201- წლის 21 იანვარს, დ------------ეს და უ–-----------–-–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ახალი ხელშეკრულება ბინით სარგებლობის უფლებით, ერთი წლის ვადით. სესხის თანხა განისაზღვრა 6 000 აშშ დოლარით. იპოთეკით დაიტვირთა უ–-----------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბ--–----------------ს ქუჩა N 27.. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ბინით სარგებლობის უფლებით (ს.ფ. 65-66 )

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 59)

 

3.1.4. 201- წლის 26 ნოემბერს დ------------ეს (წინა რიგის იპოთეკარი), უ–-----------–-–---–ს (მსესხებელი) და სს "ბანკი კო--------ა"-ს შორის, დაიდო შეთანხმება სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან იპოთეკარსა და მსესხებელს შორის გაფორმებულია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ბინით სარგებლობის უფლებით რომლითაც მსესხებელმა იკისრა სესხის თანხის დაბრუნების ვალდებულება, ბანკი და იპოთეკარი შეთანხმდნენ შემდეგზე: იპოთეკარი იღებს ვალდებულებას ბანკის წინაშე წინამდებარე შეთანხმების გაფორმებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, სს „ბანკ კო---------–ი“ მოქმედი საბანკო ოპერაციების წარმოების სატანდარტული პირობების შესაბამისად, სს „ბანკ კო---------–ი“ გახსნას მიმდინარე საბანკო ანგარიში. მსესხებლის მიერ 1.6 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 2.1. პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშზე ჩარიცხვის განხორციელების შემთხვევაში იპოთეკარი უარს ამბობს მსესხებლის მიმართ თავის მოთხოვნებზე, რომლებიც გამომდინარეობს 1.4. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან. იპოთეკარი 1.6 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვისთანავე მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონებაზე იპოთეკის მოხსნის განცხადით და განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა უზრუნველყოფს ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შეთანხმება (ს.ფ. 23)

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა გასაჩივრებული გარიგების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, რის გამოც დ------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 54-ე, 81-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან, ხოლო 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული გარიგება ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესებსა და საჯარო წესრიგს და იგი მოტყუებით დადებული გარიგებაა, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. დასახელებული ნორმის მიხედვით მოტყუება ცდომილებაში განზრახ შეყვანაა, რა დროსაც სახეზეა ნების გამოვლენის ნაკლი, გარიგების ბათილად ცნობისთვის საკმარისია მოტყუების ობიექტური ფაქტის არსებობა, რაც გამოიხატება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის არასწორი ან არასრული ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდებაში. სამართლებრივად მნიშვნელობის მქონეა იმ სახის გასაკიცხი მოქმედება, რაც გარიგების დადების საფუძველი გახდა, როცა აშკარაა, რომ ამგვარი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ხელშეკრულების დადებით მოსალოდნელი შედეგები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუება არის ვითარება, როცა ერთი მხარე მეორეს აწვდის არასწორ ინფორამაციას მისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების მნიშვნელოვანი ელემენტების თაობაზე, ან წინასწარ განზრახ დუმს მათ თაობაზე. შესაბამისად, მოტყუებად ითვლება შეცდომის განზრახი, შეგნებული გამოწვევა. მოტყუებას საფუძვლად უდევს პირის შეგნებული მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ნების გამომვლენის შეყვანას შეცდომაში, ანუ პირი ზემოქმედებს ამ უკანასკნელის ნებაზე და აღნიშნული ზემოქმედების შედეგად მიიღწევა მომტყუებლის მიერ ის შედეგები, რომელიც სურდა მას და რომელზეც შეძლო მეორე მხარის დაყოლიება. შესაბამისად, პირი აღნიშნული ზემოქმედების საფუძველზე თანახმაა დადოს გარიგება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო გარემოება, კერძოდ, მოტყუების ფაქტი - წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია მოსარჩელე მხარის განმარტება, კერძოდ, მოსამართლის შეკითხვაზე მხარემ განმარტა, რომ თავდაპირველი ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო 201- წლის 16 აგვისტოს ორი წლის ვადით, ამავე წლის 26 ნოემბერს გააუქმეს აღნიშნული ხელშეკრულება და მოგვიანებით კერძოდ, 201- წლის 21 იანვარს მხარეებს შორის დაიდო ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იგივე პირობებით. 201- წლის 16 აგვისტოს ხელშეკრულების გაფორმებისას მას თანხა არ მიუღია მოპასუხე მხარისგან ფლობდა ინფორმაციას, რომ უნდა აეღო ახალი სესხი რისთვისაც ესაჭიროებოდა არსებული იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, დაპირდა რომ მოხდებოდა თანხის ჩარიცხვა და შემდგომ გაუქმდებოდა არსებული იპოთეკა. (სხდომის ოქმი)

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერები უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, გ----------------------- საკადასტრო კოდით N01.1-.1-.0---1-4. კერძოდ, 201- წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით უძრავი ქონების იპოთეკარებს წარმოადგენენ სს „ქა-------–-----------ი“ რომლის იპოთეკაც რეგისტრირებულია 201- წლის 25 ივნისს და დ------------ე, რომლის იპოთეკაც რეგისტრირებულია 201- წლის 21 აგვისტოს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მისი უფლების რეგისტრაციის მომენტში უკვე წარმოადგენდა მეორე რიგის იპოთეკარს. შესაბამისად, დ------------ის მითითება პირველ;ი რიგის იპოთეკარად მისი აღრიცხვის თაობაზე, დასაბუთებული არ არის. ამასთან, მოსარჩელე მხარემ დაადასტურა სადავო ხელშეკრულების გაუქმების ფაქტი და მხარეებს შორის სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან კერძოდ, 201- წლის 21 იანვრიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა. რაც თავისთავად უსაფუძვლოს ხდის სადავო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მოთხოვნას.

 

ამდენად, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მოტყუების ფაქტი, რაც გარიგების ბათილობის საფუძვლად გამოდგება ვერ იქნა დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 201- წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულება მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად იქნა წარდგენილი და რეგისტრირებული და მისი აღნიშნული საფუძვლით ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

6.2 სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილებაში იმსჯელოს განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან არსებითად გამოკვეთილ საფუძვლებზე. კერძოდ, აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

 

მოცემული დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ - სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება, საქმე Nას-1-1-11--2016). ამასთან, აღიარებითი სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა.

 

სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იურიდიულ ინტერესზე და მის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მართალია მოსარჩელე ითხოვს გარიგების ბათილად ცნობას თუმცა ისეთ ვითარებაში, როცა მხარეებს შორის არსებობს ბინათსარგებლობის უფლებით სესხის და იპოთეკის ახალი, 201- წლის 21 იანვრის სახელშეკრულებო ურთიერთობა, იურიდიული ინტერესი 201- წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულების ბათილობის მიმართ დასაბუთებული არ არის.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მოთხოვნის ნამდვილი იურიდიული ინტერესის მითითება. ვინაიდან, მხარეებს შორის არსებობს ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობა და მოსარჩელემ თავად დაადასტურა სადავო ხელშეკრულების გაუქმების ფაქტი. მართალია სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული სადავო ხელშეკრულება ნამდვილია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, მაგრამ აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაშიც კი სახეზე არ გვაქვს მოსარჩელის ნამდვილი ინტერესი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ.

 

6.3.. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018).

 

რაც შეეხება სს "თ----------ისათვის" 6000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მხარე ვერ უთითებს იმ ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მოპასუხის მიმართ მოთხოვნის ნამდვილი საფუძველი. შესაბამისად, სასამართლომ სს "თ----------ის" მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლოდ ჩათვალა და არ დააკმაყოფილა.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფი-ლებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 100 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი, ამასთან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე