გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020-------------98 (3/108-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22.03.2018 წ ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე სს-- შე-------–---------------ი
წარმომადგენელი შო----------–--–---–ი
მოპასუხე შპს ,,პო-----ი“
მოპასუხე გუ------–-----–ია
წარმომადგენელი სო--------–-------ა
მოპასუხე ლუ----------ია
წარმომადგენელი სო--------–-------ა
დავის საგანი ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,პო-----ის“ (ს/ნ 44------6) გუ------–-----–იას (ს/ნ 48--------3) და ლუ----------იას (ს/ნ 48---------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
მოსარჩელის მტკიცებით მხარეები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24--ე მუხლის საფუძველზე და სასამართლოს მიერ ცრუმაგიერობის დადგენის შემთხვევაში, მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტისადმი არსებული ვალდებულებების შესრულება მათი ქონებიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები არ ცნობენ სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შპს ,,პო-----ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 25.02.2--- წლიდან. შპს -ის დამფუძნელი პარტნიორი და 100 %–იანი წილის მფლობელია გუ------–-----–ია, დირექტორი ზა-------–------ა.
გუ------–-----–ია და ლუ----------ია რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან.
სახელის შეცვლამდე ლუ----------ია შესაბამის ბაზაში რეგისტრირებულია გამოცვლილი სახელით ლა------------ა.
ლა------------ა სამეწარმეო რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 20.05.2--- წ–დან.
ინდ. მეწარმე ლა------------ას საქმიანობის სახე და საქმიანობის ადგილი ემთხვევა შპს ,,პო-----ის“ საქმიანობის სახეს და საქმიანობის ადგილს. ორივე მეწარმე საქმიანობდა მისამართზე ჩხ------–-----–---–------ს ქ.6.
დაბა ჩხ------–----–---–-----ის ქ. #6–ში მდებარე უძრავი ნივთი ს/კ 4-.02.45.0-- ლა------------ას საკუთრებაშია 25.01.2--- წ–დან და იგი 01.02.2--- წ. ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა შპს ,,პო-----ის“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი B14------, 11/06/2--- 10:10:36
–სს-- სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მომართვა 01/12----, 16.05.2--- წ
–სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი B1------8, 20/05/2--- 11:04:08
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4-.02.45.0--, მომზადების თარიღი 25.01.2--- წ 13:54:35
–საკადასტრო გეგმა
–ფართის გაქირავების შესახებ ხელშეკრულება 01.02.2--- წ
3.2. 11.05.2--- წ მდგომარეობით შპს ,,პო-----ს“ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 438835,54 ლარის ოდენობით.
საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2013 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2--- წლის დეკლარაციების ასევე საგადასახადო შემოწმების საფუძველზე.
20.12.2013 წ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და 05.12.2--- წ გამოიცა ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რაც გადამხდელს ჩაბარდა 05.08.2015 წ.
გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციით სალარო აპარატის გარდა სხვა უძრავ–მოძრავი ქონება არ ერიცხება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შედარების აქტი (01.01.2016წ– 12.05.2--- წ–მდე)
- შედარების აქტი (01.01.2013 წ–14.02.2--- წ–მდე)
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი B14------, 11/06/2--- 10:10:36
–ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ #07----, 05.12.2--- წ
–ბრძანება #24342, 07/05/2--- წ
–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვა #165---, 14.05.2--- წ
–საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მომართვა MI--------------3, 05/05/2--- წ
–სს-- მომსახურებისსააგენტოს მომართვა MI--------------8, 10/05/2--- წ
3.3. 13.02.2--- წ შპს ,,პო-----მა“ ლა------------ას მიჰყიდა საყინულე რეფრეჟერატორი 1 ცალი ღირებული 8500 ლარად და ჰომოგენიზატორი 1 ცალი, ღირებული 11500 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედნადები 0101671356 13.02.2---
–ზედნადები 0101671438 13.02.2---
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხის მიმართ სარჩელის საფუძვლიანობა მოძრავი ქონების გადაცემის დროს შპს ,,პო-----ის“ აღიარებული საგადასახდო დავალიანების მოცულობის ფარგლებში ცრუმაგიერ პირებად აღიარების ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–19, 24-–ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი, მე–2, მე–4, მე–17, 25–ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე, 103–ე, 105–ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
დადგენილია, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი აწესებს ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამ მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ ურთიერთობათა ჩამონათვალს, რომელიც განეკუთვნება განსაკუთრებულ ურთიერთობებს. კერძოდ, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. ხოლო მე-3 ნაწილში კი განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი ვინ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას. ხოლო, მე-6 ნაწილი განმარტავს, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24--ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24--ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ამდენად, ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირად დადგენა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
მოცემულ საქმეზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო ურთიერთობისას შპს ,,პო-----ი“, გუ------–-----–ია და ლუ----------ია მოქმედებდნენ საერთო მიზნით - გაერიდებინათ ქონება საწარმოდან და ამავდროულად თავი აერიდებინათ, როგორც ქონების გარიდების (გაყიდვის) მომენტში დაფიქსირებული დავალიანების 19580,14 ლარის გადახდის ვალდებულებსთვის, ასევე მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის. შესაბამისად, საგადასახადო მიზნებისათვის მოპასუხეეები აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში სსკ-ის 24--ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.
7. საპროცესო ხარჯები
’’სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით: საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელზე გადასახადის, მოსაკრეფლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შე-------–---------------ი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პრო-----ციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 100 ლარის ოდენობით.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2--- წ განჩინებით /საქმე #020-------------98 (3/ბ–3--–2---)/ ყადაღა დაედო ლუ-------–---------------ს საკუთრებაში არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებს, კერძოდ საყინულე–რეფრეჟერატორსა და ჰომოგენიზატორს – სასამართლოს მიერ სს-- შე-------–---------------ის სარჩელზე შპს ,,პო-----ის“ გუ------–-----–იას, ლუ-------–---------------ს მიმართ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248–ე, 249–ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გუ------–-----–ია და ლუ----------ია ცნობილ იქნეს შპს ,,პო-----ის“ ცრუმაგიერ პირად 19580,14 ლარის ფარგლებში.
3. მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. 12) მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა