განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მ–------ რაიონული სასამართლო
საქმე №1/179-18 17 იანვარი, 2019 წელი ქალაქი მ–----ა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--–- ო-----------ე;
დაცვის მხარე:
ადვოკატი -ნ--- რე-----–---–ი, გ--- ტუ---–---–ი;
ბრალდებული - ზ------ ჯე---–-- ძე რე-----–---–ი, დაბადებული 1972 წლის 29 დ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დაოჯახებული, საშუალო-სპეციალური განათლების მქონე, უმუშევარი, ნასამართლევი, მცხოვრები: მ–------ რაიონის სოფელ მი---–---––ი, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, მ–------ რაიონის სოფელ მი---–---––ი, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ზ------ რე-----–---–მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე არსებული უთანხმოების გამო განახორციელა ფიზიკური ძალადობა დედის, ნ---- რე-----–---–ის მიმართ. ზ------ რე-----–---–მა, დედას, ნ---- რე-----–---–ს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - აგინებდა და მოიხსენიებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ხოლო შემდეგ კი განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ნ---- რე-----–---–ს ე.წ „ბუზების საკლავი“ პლასტმასის ჯოხი ერთხელ ძლიერად ჩაარტყა თავის არეში, ორჯერ მიაჯახა კედელს ბეჭებით, თითის ფრჩხილები ჩაარჭო ორივე ხელის მტევანში, რის შედეგად ნ---- რე-----–---–მა მიიღო სხეულის დაზიანებები, შემდგომ კი ძლიერად შეაჯანჯღარა, და დაუზიანა მაისური. ზ------ რე-----–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ---- რე-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.1. ბრალდებულმა ზ------ რე-----–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება.
2.2. დაზარალებულ ნ---- რე-----–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა შვილის, ზ------ რე-----–---–ის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.
2.3. მოწმე მ------ რე-----–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მისი ძმის, ზ------ რე-----–---–ის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.
2.4. მოწმე ე-- თხ--–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს მ–------ რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებლად. 2018 წლის 22 ივნისს მ–------ რაიონული სამმართველოს სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება ნ----კო რე-----–---–ისაგან ოჯახური ძალადობის შესახებ. მან დაიწყო გამოძიება იმავე დღეს, 2018 წლის 22 ივნისს, სისხლის სამართლის საქმეზე ნ---- რე-----–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მან ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, მ–------ რაიონის სოფელ მი---–---––ი დათვალიერდა რე-----–---–ების კუთვნილი სახლი, შემთხვევის ადგილი ბრალდებულ ზ------ რე-----–---–ის დის, მ------ რე-----–---–ის თანხმობით და მისი მონაწილეობით, ასევე ექსპერტების მონაწილეობით, რა დროსაც მ------ რე-----–---–მა მიუთითა ის ადგილები, სადაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ------ რე-----–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ დედას, ნ---- რე-----–---–ს. აღნიშნული გარემოებები დაფიქსირებული იქნა ოქმში, ასევე გადაღებული იქნა ფოტოსურათები და ოქმს ხელი მოაწერეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების მონაწილე პირებმა, რომლებმაც წაიკითხეს ოქმი და მის სისწორესთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მოწმის ჩვენებით, ნ---- რე-----–---–მა მათ განუცხადა, რომ შვილთან ზ------ რე-----–---–თან მოუხდა შე--მათება, რა დროსაც მისმა შვილმა, ზ------ რე-----–---–მა, რომელიც ილანძღებოდა მის მიმართ, ბუზების საკლავი ჯოხი ძლიერად დაარტყა თავში, რის შემდეგაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, შემდეგ ორჯერ მიანარცხა კედელზე ბეჭებით და შეაჯანჯღარა. ასევე გამოკითხული იქნა დაზარალებული ნ---- რე-----–---–ის შვილი მ------ რე-----–---–ი, რომელმაც დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია, მან განმარტა, რომ მისმა ძმამ ზ------ რე-----–---–მა ბუზების საკლავი ჯოხი დაარტყა თავის არეში დედას ნ---- რე-----–---–ს, შემდეგ მიანარცხა ბეჭებით კედელზე და შეაჯანჯღარა. მოწმე ე-- თხ--–--ის ჩვენებით, დაზარალებულ ნ---- რე-----–---–ს აღენიშნებოდა დაზიანებები ხელის მტევნებზე, კერძოდ, ნ---- რე-----–---–ის განმარტებით, შვილმა ზ------ რე-----–---–მა ფრჩხილების ჩაჭერით მიაყენა დაზიანებები, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო როდესაც აჯანჯღარებდა, ამ დროს გაეხა მაისური. ნ---- რე-----–---–ი პირადად იყო წარდგენილი ექსპერტის წინაშე, რა დროსაც მას აღენიშნებოდა მსუბუქი ხასიათის დაზიანებები სხეულზე. მოწმის ჩვენებით ნ---- რე-----–---–ს არ უთქვამს მოწმისთვის იმის შესახებ, რომ მან რაიმე დაზიანება მიაყენა ზ------ რე-----–---–ს. ბრალდებულ ზ------ რე-----–---–მა გამოკითხვისას აღნიშნა, რომ დედამ მიაყენა ფიზიკური დაზიანება ბეჭებზე. მოწმის ჩვენებით, მან პირადად ნახა, რომ დაზარალებულ ნ---- რე-----–---–ს ხელებზე მიყენებული დაზიანებები იყო სისხლიანი და ის, რომ ფრჩხილებით ჰქონდა მიყენებული, ამის შესახება განუმარტა თავად ნ---- რე-----–---–მა. ასევე მის მიერ 2018 წლის 23 ივნისს ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულ ნ---- რე-----–---–ის თანხმობით და მონაწილეობით, ასევე მის მიერ 2018 წლის 23 ივნისს ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულ ნ---- რე-----–---–ის თანხმობითა და მონაწილეობით, რა დროსაც მან დაადასტურა, რომ მისმა შვილმა ზ------ რე-----–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სოფელ მი---–---––ი და მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც ზ------ რე-----–---–მა განახორციელა მის მიმართ ძალადობა და მან მიიღო სხეულის სხვადასხვა ადგილებში დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე დაუზიანდა მაისური, რომელიც ტანთ ეცვა. ნ---- რე-----–---–ისგან მოწოდებული ინფორმაცია დაფიქსირებულ იქნა, როგორც მისი მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმებში, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმშიც და გადაღებული იქნა ფოტოსურათები. ასევე, მოწმე ე-- თხ--–---მ აჩვენა, რომ მის მიერ საქმეზე დაინიშნა სამედიცინო, ნარკოლოგიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური ექსპერტიზები, დაზარალებულ ნ---- რე-----–---–ისგან ამოღებული იქნა ნივთმტკიცების სახით მისი კუთვნილი მაისური, რომელიც ეცვა შემთხვევის დროს და როგორც დაზარალებულმა განაცხადა, შვილმა დაუზიანა ჩხუბის დროს, დაზარალებულს განუმარტა უფლებები, ბრალდებულს გააცნო ბრალი, ასევე მის მიერ შედგენილია სხვადასხვა სახის მიმართვები.
2.5. მოწმე მ------ ნ--------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტად, 2018 წლის 23 ივნისს შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ. იგი მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ნ---- რე-----–---–ი. მან განაცხადა, რომ მისმა შვილმა იძალადა მასზე ფიზიკურად. მ------ ნ--------ესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა გამომძიებელი ე-- თხ--–--- და ასევე მისი მეწყვილე გ--- ა--–------ი. ქალბატონი ნ---- რე-----–---–ის მითითებით გადაიღეს ფოტოები, რა ადგილასაც მასზე იძალადა მისმა შვილმა ზ------ რე-----–---–მა, თუმცა ძალადობის დეტალები მოწმეს არ ახსოვს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქალბატონი, რომელიც არის ნ---- რე-----–---–ის შვილი, რომელმაც დაადასტურა ფაქტი, რომ მისმა ძმამ იძალადა დედამისზე ნ---- რე-----–---–ზე, დეტალები მას არ ახსოვს, თუ როგორ მოხდა ეს ძალადობა. ასევე მათ მიერ მოხდა მ------ რე-----–---–ის მიერ დასახელებული ადგილის ფოტო გადაღება და ოქმს დაერთო ფოტოსურათები.
2.6. მოწმე ნ---- ამ------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს მ–------ სასწრაფოში ექიმად. 2018 წლის 22 ივნისს 112-დან შევიდა შეტყობინება მ–------ პოლიციიდან, რადგან შესამოწმებელი იყო მოქალაქე იმის თაობაზე, ვიზუალურად აღენიშნებოდა თუ არა სხეულზე დაზიანებები. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ გამოცხადდა ქ. მ–----ა, ს----------ს ქუჩა N9-ში მდებარე შსს მ–------ რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ექიმის, ნ---- ამ------–---–ის მიერ ვიზუალურად შემოწმებული იქნა მოქალაქე ნ---- რე-----–---–ი, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და მისი გადმოცემით აღნიშნული დაზიანებები მიაყენა მას თავისმა შვილმა კონფლიქტის დროს, აღნიშნული დაზიანებები მოწმის მიერ დაფიქსირებულ იქნა სამედიცინო ბარათში N6--.
2.7. სამედიცინო N6-- ბარათით დასტურდება, რომ შემოწმებული იქნა ვიზუალურად ნ---- რე-----–---–ი და აღენიშნებოდა მცირე ზომის ჭრილობები.
2.8. მოწმე გ---–----ი ტა-----–---–-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ იგი არის ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა ექსპერტი. მის მიერ მ–------ რაიონული სამმართველოს დადგენილებით ჩატარებული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა ნ---- რე-----–---–ის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით. ექსპერტიზამდე მას წარედგინა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გაცემული სამედიცინო N6-- ბარათი, სადაც აღნიშნული იყო, რომ პაციენტს ორივე მტევნის გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა მცირე ზომის ჭრილობები. დიაგნოზი: მაჯის და მტევნის ღია ჭრილობა. შემოწმების დროს ნ---- რე-----–---–მა განუმარტა, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები მიაყენა ჩხუბის დროს შვილმა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ნ---- რე-----–---–ის 2018 წლის 25 ივნისს, პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობების სახით. ჭრილობები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. შემოწმების მომენტში, ნ---- რე-----–---–ს აღენიშნებოდა მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე ორი ერთმანეთის პარალელური, დასწვრივად მდებარე უსწოროკიდეებიანი ზედაპირული ჭრილობა ზომებით 1 X 0,3 და 1,2 X 0,2. ჭრილობების სანათური ალაგ დაფარული მუქი მოყავისფრო ფერის ქერქით. ასეთივე ხასიათის ჭრილობა აღინიშნება მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე ზომით 0,5 X 0,1 სმ.
2.9. მოწმე გ---–----ი ტა-----–---–-ს ჩვენება ასევე დადასტურებულია სასამართლო სამედიცინო №0-------- დასკვნით.
2.10. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაზარალებულ ნ---- რე-----–---–ისგან 2018 წლის 23 ივნისს ამოღებული მაისური, რასაც აღენიშნება დაზიანების კვალი.
2.11. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N6--/ტრ დასკვნის თანახმად, ნ---- რე-----–---–ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის და ნაკერის განარღვევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის და ჩატარების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ-------- ტა------მა.
2.12. ბიოლოგიური ექსპერტიზის N2--/სბ დასკვნის თანახმად, ნ---- რე-----–---–ის მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის და ჩატარების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნათია თოიძემ.
2.13. 2018 წლის 23 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, სადაც მონაწილეობდა ექსპერტებთან ერთად ნ---- რე-----–---–ი, მ–------ რაიონის სოფელ მი---–---––ი მან მიუთითა თავისი სახლი და ეზოს მიდამოები, სადაც შეურაცხყოფა მიაყენა მისმა შვილმა ზ------ რე-----–---–მა. ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა. ასევე დასურათებული იქნა ნ---- რე-----–---–ის ხელის მტევნები, სადაც თვალნათლივ ჩანს ჭრილობები.
2.14. 2018 წლის 23 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებლისა და ექსპერტების მიერ დათვალიერებული იქნა მ–------ რაიონის სოფელ მი---–---––ი მ------ რე-----–---–ის სახლის ეზო. მ------ რე-----–---–ის მითითებით დასურათებული იქნა ის ადგილი, სადაც მისმა ძმამ ზ------ რე-----–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მის დედას ნ---- რე-----–---–ს.
2.15. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1-ით დასტურდება, რომ მ–------ რაიონის სოფელ მი---–---––ი ნ---- რე-----–---–ის მიმართ განხორციელებულ ოჯახურ ძალადობის ფაქტზე შსს მ–------ რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
2.16. 112-ში შეტყობინების N1------ რეგისტრაციის თანახმად, ინციდენტის თარიღი 6/22/2018 19:44:12 საათზე, ინიციატორი რე-----–---–ი ნ----კო, ტელეფონის ნომრიდან 5-------- აცხადებს, რომ ხორციელდება ძალადობა ოჯახის წევრის მიერ.
2.17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.18. მოწმე ნ---- და მ------ რე-----–---–ების სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზარალებული ნ---- რე-----–---–ი არის ბრალდებულ ზ------ რე-----–---–ის დედა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ზ------ რე-----–---–ის პოზიციას მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და სასამართლოს დასკვნა ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც აკმაყოფილებს სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.2. სასამართლო იზიარებს და ყურადღებას მიაქცევს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტს, შეტყობინების რეგისტრაციის №1------ ბარათს, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 22 ივნისს 19:45 საათზე 112-ში შევიდა შეტყობინება. შეტყობინების შინაარსის მიხედვით, განმცხადებელი არის თავად დაზარალებული ნ----კო რე-----–---–ი, რომელიც ითხოვდა დახმარებას ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. იმავე დღეს და გვიან ღამით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმებით დასტურდება, რომ შეტყობინებისთანავე მოხდა დაუყოვნებლივ სამართლებრივი რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. 2018 წლის 22 ივნისს ნ---- რე-----–---–ი გამოიკითხა და შედგა შესაბამისი ოქმი, გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ დადგენილებით ჩატარდა ნ---- რე-----–---–ის კუთვნილი მაისურის ამოღება. ამოღების ოქმის მიხედვით, ნ---- რე-----–---–მა ნებაყოფლობით წარადგინა მისი კუთვნილი მოკლე სახელოებიანი მაისური, არსებული ლურჯი და თეთრი კოპლებით. მოწმე ე-- თხ--–--ის ჩვენებით, ნ---- რე-----–---–ისაგან ამოღებული იქნა მაისური, რადგან მან შეტყობინების მიღების შემდეგ, იმავე დღეს გამოკითხა ნ---- რე-----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მას ,,ბუზების საკლავი“ პლასტმასის ჯოხი ჩაარტყა ერთხელ თავში ძლიერად მისმა შვილმა, ზ------ რე-----–---–მა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ილანძღებოდა მის მიმართ, შემდეგ ზ------ რე-----–---–მა ორჯერ მიანარცხა კედელზე ბეჭებით და შეაჯანჯღარა, რა დროსაც ისევ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მისმა შვილმა კედელზე მინარცხების შემდეგ ორივე ხელის მტევანზე ძლიერად ჩააჭირა თითის ფრჩხილები და შეაჯანჯღარა, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ხელის მტევნებზე მიიღო დაზიანებები, ხოლო შეჯანჯღარების დროს დაუზიანდა მაისური. მოწმის ე-- თხ--–--ის ჩვენებით, მან უშუალოდ ნახა ის დაზიანებები, რაც დაზარალებულ ნ---- რე-----–---–ს აღენიშნებოდა ორივე ხელის მტევანზე. შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ გამომძიებელ ე-- თხ--–---სთან ექსპერტები მ------ ნ--------ე და გ--- ა--–------ი და უშუალოდ, დაზარალებულის, ნ---- რე-----–---–ის მონაწილეობით ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ნ---- რე-----–---–მა მიუთითა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ყველა იმ ადგილზე, სადაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ------ რე-----–---–მა. აღნიშნულ ოქმს თან ერთვის ფოტოსურათები, სადაც ნათლად ჩანს ეზოში დაზარალებული ნ---- რე-----–---–ი, რომელიც ხელით მიუთითებს სხვადასხვა ადგილებს ეზოში, მათ შორის კედელს. ასევე აჩვენებს ორივე ხელის მტევანს, რომლებზეც აშკარად ჩანს დაზიანებები. ხოლო, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი დათვალიერდა დაზარალებულ ნ---- რე-----–---–ის შვილის, მ------ რე-----–---–ის და ექსპერტების მ------ ნ--------ის და გ--- ა--–------ის მონაწილეობით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები, სადაც ასევე ნათლად ჩანს, თუ როგორ უთითებს მ------ რე-----–---–ი სხვადასხვა ადგილებს, სადაც ამავე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გამომძიებელ ე-- თხ--–--ისა და ექსპერტ მ------ ნ--------ის ჩვენებებით, მისმა ძმამ, ზ------ რე-----–---–მა სცემა დედა, ნ---- რე-----–---–ი. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები კი იმ ფაქტებზე მეტყველებს, რომ დაზარალებული ნ---- რე-----–---–ი და მისი შვილი მ------ რე-----–---–ი აქტიურად ჩაერთნენ საგამოძიებო მოქმედებებში და თავიანთი მითითებებით ეხმარებოდნენ გამომძიებელს ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში. აღნიშნული ოქმების და თანდართული ფოტომასალის სისწორე დადასტურებული აქვს როგორც დეტექტივ-გამომძიებელ ე-- თხ--–---ს და ექსპერტებს მ------ ნ--------ეს და გ--- ა--–------ს, ასევე დაზარალებულ ნ---- რე-----–---–ს და მოწმე მ------ რე-----–---–ს. მითითებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს სასამართლო პროცესზე მოწმეების სახით დაკითხულმა პირებმა, ე-- თხ--–---მ და მ------ ნ--------ემ. სასამართლო სხდომაზე, ნივთმტკიცების სახით ამოღებული ნ---- რე-----–---–ის მაისური გახსნილი და დათვალიერებულ იქნა მხარეების მონაწილეობით. მას აღენიშნება დაზიანების კვალი. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნ---- რე-----–---–ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის და ნაკერის განარღვევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი ნ---- რე-----–---–ის მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ნ---- რე-----–---–ს მაისური დაუზიანდა სწორედ იმ დროს, როდესაც მის მიმართ მისმა შვილმა, ზ------ რე-----–---–მა განახორციელა ფიზიკური ძალადობა და რის შესახებაც თავად ნ---- რე-----–---–მა განუცხადა მოწმეს ე-- თხ--–---ს და ნებაყოფლობით წარუდგინა მაისური.
3.1. სასამართლო სარწმუნოობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მოწმე ე-- თხ--–--ის ჩვენებას. მოწმე, რომელიც შეტყობინებისთანავე გამოცხადდა დაზარალებულ ნ---- რე-----–---–თან, რომელიც იყო აღელვებული და ხელებზე ეტყობოდა დაზიანებები, გამოკითხვის დროს კი განმარტა, რომ მას ფიზიკური ძალადობით დაზიანებები მიაყენა მისმა შვილმა ზ------ რე-----–---–მა. ამდენად, მოწმე ე-- თხ--–--- გახდა დროის მოკლე შუალედში, მყისიერად თვითმხილველი და შემსწრე იმ ფაქტობრივი გარემოებების, რაც მოჰყვა მომხდარ ფაქტს.
3.2. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოწმე ე-- თხ--–--ის ჩვენებაში მითითებული დაზიანებების კვალი, რაც აღენიშნებოდა დაზარალებულ ნ---- რე-----–---–ს სხეულზე, მთლიანად დადასტურებულია მოწმის სახით დაკითხული ნ---- ამ------–---–ის ჩვენებით, რომლის თანახმად ნ---- ამ------–---–ი არის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი. 2018 წლის 22 ივნისს სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებული იქნა მ–------ პოლიციაში სასწრაფო დახმარების აღმოჩენის მიზნით, რა დროსაც მოხდა ნ---- რე-----–---–ის დათვალიერება და ჯანმრთელობის შემოწმება. მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაზეც ნ---- რე-----–---–მა განაცხადა, რომ დაზიანებები მას მიაყენა მისმა შვილმა და ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, რომლის მიხედვით ნ---- რე-----–---–ს ,,მ–------ სასწრაფოს“ სამედიცინო ბარათის N6-- თანახმად, სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა. პაციენტს ორივე მტევნის გარეთა ზედაპირზე აღენიშნება მცირე ზომის ჭრილობები. დიაგნოზი: მაჯის და მტევნის ღია ჭრილობა. შესამოწმებელ ნ---- რე-----–---–ის გადმოცემით, 2018 წლის 22 ივნისს, ზუსტ დროს ვერ აკონკრეტებს, შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ხოლო შემოწმების მომენტში, ნ---- რე-----–---–ს აღენიშნებოდა მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე ორი ერთმანეთის პარალელური, გასწვრივად მდებარე უსწოროკიდეებიანი ზედაპირული ჭრილობა ზომებით 1 X 0,3 და 1,2 X 0,2. ჭრილობების სანათური ალაგ დაფარული მუქი მოყავისფრო ფერის ქერქით. ასეთივე ხასიათის ჭრილობა აღინიშნება მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე ზომით 0,5 X 0,1 სმ. ჭრილობები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სახეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემობებში მითითებულ დროს.
3.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა ზ------ რე-----–---–მა 2018 წლის 22 ივნისს თავისი ოჯახის წევრის - დედის, ნ---- რე-----–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.4. მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ------ რე-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ზ------ რე-----–---–ის შემამსუბუქებელია ის გარემოებები, რომ მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და ოჯახი არის მის კმაყოფაზე, დაზარალებულთან არის შერიგებული და მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია, მ–------ რაიონის სოფელ მისაქციელის მცხოვრებნი მას ახასიათებენ დადებითად, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. პასუხისმგებლობის დამამძიმებელია ის გარემოება, რომ ის არის ნასამართლობის მქონე და გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
5.2. სასამართლო ბრალდებულ ზ------ რე-----–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე (ძვ. რედ).
5.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განაჩენით, ზ------ რე-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
5.5. მ–----ა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს უფროსის 2018 წლის 25 ივნისის წერილის თანახმად, ზ------ რე-----–---–ს გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2019 წლის 14 სექტემბერს. შესაბამისად, დადგენილია, რომ ზ------ რე-----–---–მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დროს.
5.6. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არის მისი მცირეწლოვანი შვილის და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ხასიათდება დადებითად, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ზ------ რე-----–---–ს უნდა დაენიშნოს აღნიშნული დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, ასევე უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით უნდა განესაზღვროს საბოლოო სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------ რე-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით (ძვ. რედ).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ზ------ რე-----–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ------ რე-----–---–ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4. ზ------ რე-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
5. ზ------ რე-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 23 ივნისიდან.
6. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ნ---- რე-----–---–ის მაისური დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მ–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი