განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს--------------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ლ---- მ---–---ს,ადვოკატ - თ----- გ-----ის,მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ გ-------– კ------ის მონაწილეობის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე – გ-------– ი----ს ძე კ------ის, დაბადებულის 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ. გ----ში, გ--------–------------, ბ--------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--ში, ს-----------------ში, ამჟამად ძებნაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-------– კ------ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.
გ-------– კ------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
გ-------– კ------ე 20---–-–--------------რს რეგისტრირებულ იქნა ინდივიდუალურ მეწარმედ და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა რკინა-მასალის შეძენა-რეალიზაცია. 2----–-–-------------რს ი.მ ,,გ-------– კ------ე“ რეგისტრირებულ იქნა დღგ-ს გადამხდელად.
გ-------– კ------ეს ევალებოდა საწარმოს საქმეების კეთილსინდისიერად გაძღოლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გადახდა.
მიუხედავად აღნიშნულისა, გ-------– კ------ემ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით სრულად არ ასახა საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავალი და ყალბად მიუთითა მონაცემები დეკლარაციებსა და ბალანსებში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ჩატარდა ი.მ „გ-------– კ------ის“ საქმიანობის შემსწავლელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც 20---–-–------------–-ს საგადასახადო შემოწმების აქტით, 2006 წლის 11 დეკემბრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდზე დამატებით სულ დაერიცხა - 297.958 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ორმოცდათვრამეტი) ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 199.337 (ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი) ლარი, ჯარიმა - 98.621 (ოთხმოცდათვრამეტი ათას ექვსას ოცდაერთი) ლარი, ხსენებული აქტის საფუძველზე გამოცემული 20---–-–----------- №------- საგადასახადო მოთხოვნით, გადამხდელს დაერიცხა სულ 375 007,76 (სამას სამოცდათხუთმეტი ათას შვიდი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი არის 199.337 (ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი) ლარი, ჯარიმა - 98.621 (ოთხმოცდათვრამეტი ათას ექვსას ოცდაერთი) ლარი, საურავი - 77.0061,76 (სამოცდჩვიდმეტი ათას სამოცდაერთი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი.
2014 წლის პერიოდში შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ იქნა ი.მ. „გ-------– კ------ის“ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უ--------- 2----–-–-------------ს ბრძანებით ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 34.095,2 (ოცდათოთხმეტი ათას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი და 2 თეთრი) ლარი, ხოლო 2----–-–-----------------ს ბრძანებით ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 86.089 (ოთხმოცდაექვსი ათას ოთხმოცდაცხრა) ლარი. სულ მთლიანობაში ი.მ „გ-------– კ------ეს“ ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 319.521,2 (სამას ცხრამეტი ათას ხუთას ოცდაერთი ლარი და ორი თეთრი) ლარი.
გ-------– კ------ემ არ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მის მიერ არ იქნა გადახდილი გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა 319.521,2 (სამას ცხრამეტი ათას ხუთას ოცდაერთი ლარი და ორი თეთრი) ლარი. ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
ე.ი. გ-------– კ------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა გ-------– კ------ემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას და უცნობია მისი ამჟამინდელი პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, სასამართლოს დასკვნა გ-------– კ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: 20---–-–------------–-ს საგადასახადო შემოწმების აქტს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 20---–-–----------- №----- ბრძანებას და დანართს, 20---–-–----------- #------- საგადასახადო მოთხოვნას, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2----–-–-------------ს №----- და 2----–-–-----------------ს №---- ბრძანებებს ი.მ. „გ-------– კ------ის“ მიმართ თანხის დარიცხვის შესახებ და თანდართულ დოკუმენტაციას, 2----–-–-------------ს და 2----–-–-------------------------- საგადასახადო მოთხოვნებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ს------------------------------------------------ს წერილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების დეპარტამენტის წერილს, მოწმეების დაკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ (თავად უშუალოდ ბრალდებულმა მტკიცებულებები უდავოდ გახადა წინასასამართლო სხდომაზე) და ეს მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ-------– კ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გ-------– კ------ის მიმართ წარსულში განხორციელებული შეღავათებისა, მან მაინც აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას, კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, გ-------– კ------ეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება, გასაღებისა და გამოყენებისათვის დაენიშნა არასაპატიმრო სასჯელი - პირობითი მსჯავრი და ჯარიმა, რის შემდეგაც მან პირობითი მსჯავრის ქვეშ განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა (განზრახ აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას). გარდა ზემოაღნიშნულისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------ის განაჩენით, რომელიც გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, გ-------– კ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება ჯგუფურად, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი). აღნიშნული განაჩენი, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ჯერ არ არის საბოლოო და აქედან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასჯელის განსაზღვრის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რა დროსაც ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ სახელმწიფოსათვის მიყენებული სოლიდური ზიანი ნაწილობრივაც კი არ არის ანაზღაურებული დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო მოთხოვნები გაცემულ იქნა 20---–-–-----------------–-–-----------რსა და ამავე წლის 2-------------ს, რომელთა შესახებ გადამხდელი ინფორმირებული იქნა კანონით დადგენილი წესით. მის არაკანონმორჩილებაზე მიუთითებს ისიც, რომ მის მიერ გირაოს სახით შეფარდებული თანხაც კი (7 000 ლარი) არ არის გადახდილი 2014 წლის 3 ნოემბრიდან დღემდე, ამასთან, იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად და ნასამართლობის ცნობით ირკვევა, რომ იმყოფება ძებნაში.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-------– კ------ის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახით უალტერნატივოდ არის გათვალისწინებული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შესაძლებლობაზე, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, გ-------– კ------ე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელისა და გამოსაცდელი ვადისაგან - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–--------------ის წერილით ირკვევა, რომ ამავე განაჩენით დაკისრებული ჯარიმა გ-------– კ------ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია 2----–-–----------------ს. შესაბამისად, გ-------– კ------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-------– კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. გ-------– კ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
4. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
5. მსჯავრდებულ გ-------– კ------ის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი