გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.01.2019
საქმის ნომერი
330310018002743163
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7511-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - ს------ ა-–--–---–ი

წარმომადგენელი - ლ-------- ხ-------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ ქ. თბილისის №84 საჯარო სკოლა

წარმომადგენელი - ა-- ტ----–---–ი

 

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

 

დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. აღიარებულ იქნეს ს------ ა-–--–---–ის მიერ ქ. თბილისის №84-ე საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ქ. თბილისის №84 საჯარო სკოლა) საბაზო გა--თლების მიღების ფაქტი.

 

2. მხარეთა პოზიცია.

მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ ქ. თბილისის №84-ე საჯარო სკოლამ წარმოდგენილი შესაგებელით ცნო სარჩელი.

 

2. მესამე პირების პოზიცია:

 

მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. სსიპ ქალაქ თბილისის N84 საჯარო სკოლის 2018 წლის 09 ოქტომბრის M---------------- ცნობის თა--ხმად ს------ გ----------–-- ა-–--–---–მა (პ/ნ 4------------ დაბადებულმა 2--------- წელს, 1994 წელს ქ. თბილისის ისნის რაიონის 84-ე საშუალო სკოლაში დაასრულა 9 კლასი. კერძოდ, ქ. თბილისის N84 ზოგადსაგანმა--თლებლო საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1994 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით (--------- მოსარჩელემ დაასრულა საბაზო ზოგადი გა--თლების საფეხური და მიიღო საბაზო გა--თლების ატესტატი N-------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქალაქ თბილისის №84 საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 09 ოქტომბრის ცნობა M---------------- (ს.ფ. 16);

- სსიპ ქალაქ თბილისის №84 საჯარო სკოლის დირექტორის 2016 წლის 25 იანვრის წერილი M---------------- (ს.ფ. 66);

 

3.2. ქ. თბილისის №84-ე საშუალო სკოლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის №84-ე საჯარო სკოლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.3. 2018 წლის 12 ოქტომბერს, ლ-------- ხ-------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ს------ ა-–--–---–ის (პ/ნ 4----------- საბაზო ზოგადი გა--თლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 25 ოქტომბრის №----------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა ს------ ა-–--–---–ის საბაზო ზოგადი გა--თლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ ვერ იქნა მოპოვებული ს------ ა-–--–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმა--თლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 25 ოქტომბრის №----------- გადაწყვეტილება (ს.ფ 18-19);

 

3.4. ქ.თბილისის 26 კომისრის რაიონის 84-ე საშუალო სკოლის რვა კლასის კურსდამთავრებულებზე გასაცემი მოწმობებისა და ქების სიგელების ჩასაწერი წიგნის მიხედვით 1994 წელს ს------ გ----------–-- ა-–--–---–მა (დაბადებული 1---–-- დაამთავრა სწავლების 9 კლასი და მიიღო შეფასებები შემდეგ საგანში: მშობლიური ენა - 3; მშობლიური ლიტერატურა - 3; რუსული ენა - 4; რუსული ლიტერატურა - 4; ალგებრა - 3; გეომეტრია - 3; საქართველოს ისტორია 3; მსოფლიოს ისტორია - 3; ფიზიკა - 3; ქიმია - 3; ბიოლოგია - 3; გეოგრაფია -3; გერმანული-3; ხაზვა-3; სიმღერა- ჩთ; ხატვა- 4; ფიზკულტურა -4; შრომითი სწავლება- 4; ყოფაქცევა - დამ; სამართალი - 3;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის 26 კომისრის რაიონის 84-ე საშუალო სკოლის რვა კლასის კურსდამთავრებულებზე გასაცემი მოწმობებისა და ქების სიგელების ჩასაწერი წიგნი (ს.ფ. 68-73);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს------ ა-–--–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს კონსტიტუცია;

5.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

5.3. ,,ზოგადი გა--თლების შესახებ” საქართველოს კანონი;

5.4. საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 8 ივნისის N113/ნ ბრძანება „ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს გა--თლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თა--ხმად სკოლამდელი აღზრდა და გა--თლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო გა--თლება სავალდებულოა.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თა--ხმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.1. მუხლის თა--ხმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი. დისპოზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს აძლევს უფლებამოსილებას თავად გადაწყვიტონ სასამართლოსადმი მიმართვის, დავის საგნის განსაზღვრის, სარჩელის ცნობის, სარჩელზე უარის თქმისა და საქმის მორგებით დამთავრების საკითხები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპით მხარეთათვის გარკვეული უფლებამოსილების (ადმინისტრაციული პროცესის წარმართვის და დასრულების უფლება) მინიჭების მიუხედავად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კანონი აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, რომელიც შეეხება ადმინისტრაციული პროცესის დასრულებას მხარეთა მორიგებით, სარჩელზე უარის თქმის ან სარჩელის ცნობით. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს დისპოზიციურობა შეზღუდულია, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე და სასამართლოს ეკისრება ვალდებულება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეამოწმოს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით კანონშესაბამისია თუ არა ადმინისტრაციულო ორგანოს გადაწყვეტილება საქმის მორიგებით დამთავრების, სარჩელზე უარის თქმის ან სარჩელის ცნობის თაობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქალაქ თბილისის N84-ე საჯარო სკოლამ სცნო სარჩელი და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და არის კანონშესაბამისი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.4. „ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის N113/ნ ბრძანების N1 და--რთით დამტკიცებული ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს მიერ, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თა--ხმად, სააგენტო ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.დასახელებული მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე, ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს (შემდგომში – ტერიტორიულ სამსახურს).

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი გა--თლების ატესტატი, ბ) სრული ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი გა--თლების ატესტატი, გ) ზოგადი გა--თლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თა--ხმად, საბაზო ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს. ხოლო, მე-5 პუნქტის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გაცემა ხდება ქმედუნარიანი მოსწავლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის (შემდგომში – დაინტერესებული პირი) განცხადების საფუძველზე , ამ წესის შესაბამისად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თა--ხმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). სამართლებრივი ურთიერთობაში მოიაზრება საჯარო სამართლის ნორმიდან გამომდინარე კონკრეტული შინაარსის ურთიერთობა, როგორც კონკრეტული პირისა სხვა პირთან, ასევე კონკრეტული საგნის მიმართ. სამართლებრივი ურთიერთობები მხარეთა შორის უნდა გამომდინარეობდეს გარკვეული სამართლებრივი ნორმიდან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტიდან ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან.

 

ამასთა--ვე, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგის მომტანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია. ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ საბაზო საფეხურის გა--თლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია საბაზო ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი დოკუმენტის – საბაზო ზოგადი გა--თლების ატესტატის მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს------ გ----------–-- ა-–--–---–მა (პ/ნ 4------------ დაბადებულმა 2--------- წელს, 1994 წელს ქ. თბილისის ისნის რაიონის 84-ე საშუალო სკოლაში დაასრულა 9 კლასი. კერძოდ, ქ. თბილისის N84 ზოგადსაგანმა--თლებლო საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1994 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით (--------- მოსარჩელემ დაასრულა საბაზო ზოგადი გა--თლების საფეხური და მიიღო საბაზო გა--თლების ატესტატი N-------

 

დადგენილია, რომ ქ. თბილისის №84-ე საშუალო სკოლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის №84-ე საჯარო სკოლა.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს, ლ-------- ხ-------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ს------ ა-–--–---–ის (პ/ნ 4----------- საბაზო ზოგადი გა--თლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 25 ოქტომბრის №----------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა ს------ ა-–--–---–ის საბაზო ზოგადი გა--თლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ ვერ იქნა მოპოვებული ს------ ა-–--–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმა--თლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია;

 

დადგენილია, რომ ქ.თბილისის 26 კომისრის რაიონის 84-ე საშუალო სკოლის რვა კლასის კურსდამთავრებულებზე გასაცემი მოწმობებისა და ქების სიგელების ჩასაწერი წიგნის მიხედვით 1994 წელს ს------ გ----------–-- ა-–--–---–მა (დაბადებული 1---–-- დაამთავრა სწავლების 9 კლასი და მიიღო შეფასებები შემდეგ საგანში: მშობლიური ენა - 3; მშობლიური ლიტერატურა - 3; რუსული ენა - 4; რუსული ლიტერატურა - 4; ალგებრა - 3; გეომეტრია - 3; საქართველოს ისტორია 3; მსოფლიოს ისტორია - 3; ფიზიკა - 3; ქიმია - 3; ბიოლოგია - 3; გეოგრაფია -3; გერმანული-3; ხაზვა-3; სიმღერა- ჩთ; ხატვა- 4; ფიზკულტურა -4; შრომითი სწავლება- 4; ყოფაქცევა - დამ; სამართალი - 3;

 

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით რეგლამენტირებული საბაზო გა--თლების მიღების ხელმისაწვდომობის ზოგადი პრინციპი, რომელიც კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი გა--თლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თა--ხმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმა--თლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი გა--თლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმა--თლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმა--თლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული გა--თლების უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის ინტერესი მიღებული საბაზო საფეხურის გა--თლების დასრულების ფაქტის აღიარება, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლება.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თა--ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თა--ხმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, წარმოების პროცესში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ს------ ა-–--–---–ის მიერ საბაზო ზოგადი გა--თლების დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მიერ სკოლის საბაზო საფეხურის გა--თლების დასრულების ფაქტის აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

განსახილველი დავის შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს საბაზო გა--თლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და ამ გა--თლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელე ს------ ა-–--–---–ის მიერ ქალაქ თბილისის N84-ე საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქ. თბილისის №84 საჯარო სკოლა) საბაზო ზოგადი გა--თლების დასრულების ფაქტი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოთ მითითებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება ს------ ა-–--–---–ის მიერ ქალაქ თბილისის N84-ე საშუალო სკოლის (ამჯამად სსიპ ქ. თბილისის №84 საჯარო სკოლა) საბაზო ზოგადი გა--თლების დასრულების ფაქტი, რაც თავის მხრივ წარმოადგენს წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლია--დ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. დადგენილია ასევე, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლია--დ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ს------ ა-–--–---–ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 261.3.; 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს------ ა-–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. აღიარებული იქნეს ს------ ა-–--–---–ის (პ/ნ4----------- მიერ ქ. თბილისის N84-ე საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ქ. თბილისის N84-ე საჯარო სკოლა) საბაზო ზოგადი გა--თლების მიღების ფაქტი.

 

3. ს------ ა-–--–---–ს დაუბრუნდეს ლ-------- ხ-------–---–ის მიერ 2018 წლის 30 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით; (მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; სხვა შემოსულობები, თბილისი; მიმღების ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ბანკი - ქ.თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა’’; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე, დამატებითი ინფორმაცია ს------ ა-–--–---–ის ადმ სარჩელზე).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნი მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე