განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2799288-1/006-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
31 იანვარი, 2019 წელი ქ. ახ--––--ე
ახ--––--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე - პროკურორი - გ--------------------–--
დაცვის მხარე - ბრალდებული - თი------------–---–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2--------- წელს, პ/ნ 0---------- მცხ: ად----ი, სოფელი ხა------ი;
კვ--–იფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 02 სექტემბერს დაახლოებით 09:00 საათზე, ად----ის რაიონის სოფელ ხა------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თი------------–---–-–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თი----------–-–--ლს, კერძოდ დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა ადგილას და ასევე მოითრია თმიდან, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვ--–იწინებული შედეგი.
ასევე, 2018 წლის 02 სექტემბერს დაახლოებით 09:00 საათზე, ად----ის რაიონის სოფელ ხა------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თი------------–---–-–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დედას და-----------–-–--ლს, კერძოდ დაარტყა ხელი და ფეხი სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვ--–იწინებული შედეგი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თი------------–---–-–---–მა ჩაიდინა ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვ--–ისწინებული შედეგი.
ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვ--–ისწინებული შედეგი.
3.წარდგენილი ბრალდება.
2018 წლის 30 ნოემბერს თი------------–---–-–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
ახ--––--ის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ად----ის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 03 დეკემბერს განჩინებით თ-------------------------- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 3000 ლარის ოდენობით.
5. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
6.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ბრალდებულმა თი------------–---–-–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
მოწმე თი----------–-–--ლის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 02 სექტემბერს დაახლოებით დილის 09:00 საათზე თი----------–-–--ლის შვილი ნი----–-----------ვსკი ცეკვავდა სახლში რა დროსა თი------------–---–-–---–მა გაიქნია ფეხი და მოხვდა ჩაის ჭიქას, საიდანაც მისი ძმისშვილი ნი------–-–---–ი სვამდა ჩაის, რომელიც გადაესხა მას ტანზე. ამაზე გაბრაზებულმა თი------------–---–-–---–მა ნი------–-–---–ს მოჰკიდა ხელი და გაიყვანა ოთახიდან გარეთ სადაც დაუწყო ყვირილი და ხელიც დაარტყა, რაზეც და-----------–-–--ლს ბავშვი შეეცოდა და სცადა ბავშვის გამოყვანა, მაგრამ ამაზე თი------------–---–-–---–მა დაქაჩა ბავშვს ხელზე და და-----------–-–--ლს უთხრა, რომ არაფერი ესაქმებოდა და თავი დაენებებინა, მაგრამ და-------ი არ მოეშვა მაინც გამოაცილა ბავშვი, რის გამოც თი------------–---–-–---–მა მუცელში ნაოპერაციებ ადგილზე ჩაარტყა ფეხი და ხელი, ხოლო შემდეგ კი ზურგში. ასევე ხელებს ურტყამდა ხელების არეში რაზეც თი----------–-–--ლმა ვერ მოითმინა და მივიდა გასაშველებლად. ისევ რომ აგრძელებდა და-------ის ცემას თი----------–-–--ლმა ხელზე უკბინა, მაგრამ თი------------–---–-–---–ი და-------ს მაინც არ ანებებდა თავს.
მოწმე და-----------–-–--ლი გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 02 სექტემბერს დილით მისი შვილიშვილები ეზოში თამაშობდნენ ნი----–-----------ვსკი ცეკვავდა, ხოლო ნი------–-–---–ი ჩაის სვამდა. და-------ი კი ამ დროს იყო სამზარეულოში და დაინახა, რომ ტირილით მიათრევდა თი------------–---–-–---–ი ნი------–-–---–ს და თან ურტყამა, რაზეც და-----------–-–--ლს ბავშვი შეეცოდა და სცადა ბავშვის გამოყვანა მაგრამ ამაზე თი------ი არ უშვებდა ხელს და დაუწყო ლანძღვა, გინება და ჯიკავი. და-------ი არ მოეშვა მაინც გამოაცილა ბავშვი, რის გამოც თი------------–---–-–---–მა მუცელში ნაოპერაციებ ადგილზე ჩაარტყა ფეხი და ხელი, ხოლო შემდეგ კი ზურგში. ასევე ხელებს ურტყამდა ხელების არეში რაზეც თი----------–-–--ლმა ვერ მოითმინა და მივიდა გასაშველებლად. ისევ რომ აგრძელებდა და-------ის ცემას თი----------–-–--ლმა ხელზე უკბინა, მაგრამ თი------------–---–-–---–ი და-------ს მაინც არ ანებებდა თავს.
2018 წლის 02 სექტემბრის შემაკავებელი ორდერის თანახმად, თი------ ფ---–---–-–---–-- და-----------–-–--ლს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2018 წლის 03 სექტემბრის სასამართლო ექსპერტიზის N---------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თი----------–-–--ლის სხეულზე არსებული მცირე ზომის ჭრილობები, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 03 სექტემბრის სასამართლო ექსპერტიზის N9--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, და-----------–-–--ლის სხეულზე არსებული ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 30 ნოემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, თი----------–-–--ლი ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 მუხლის პირველი ნაწილით.
2018 წლის 30 ნოემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, და-----------–-–--ლი ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა თი------------–---–-–---–ი მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვ--–ისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
7.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ბადრი შავაძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვ--–ისწინებული დანაშაული
8.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-------------------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
თ-------------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 5--ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვ--–ისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვ--–ეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვ--–ისწინებით, თი------------–---–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვ--–ისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავ--–ში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
10. ნივთიერი მტკიცებულებები:
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები ერთი ცალი ხის პატარა სკამი, რომელიც ინახება შსს ად----ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამბრ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თი------------–---–-–---–ი (პ/N0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვ--–ისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვ--–ოს პირობით.
- თი------------–---–-–---–ი (პ/N0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვ--–ისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვ--–ოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 126-ე მუხლის 1 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, თი------------–---–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვ--–ოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი;
საბოლოოდ, თი------------–---–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვ--–ოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი;
2. მსჯავრდებულის თ-------------------------- (პ/N0----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას მე-----------ძის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ 3000 (სამი ათასი) ფარგლებში დაყადაღებულ 23 000 (ოცდასამიათასი) ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე: ახ--––--ე, ქ. ვ--–ე, წე-------–ის ქ. N1-, სარეგისტრაციო ზონა - ახ--––--ე, კოდი – 6-, სექტორი - ვ--–ე – 1-, კვარტალი - 5-, ნაკვეთის - 1--, კოდი - 0-----, (2019 წლის 10 იანვრის განჩინება).
3. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევ--–ოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
6. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ხის პატარა სკამი, რომელიც ინახება შსს ად----ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამბრ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახ--––--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე