განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1-----
(№0---------02)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
სხდომის მდივან - ნინო ვარაზაშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლების - მ----------------------------–--------------------–---–-------------------------------------------–----------ს,ბრალდებულ - შ-----–------------–---–ის,ადვოკატების - ნ--------–-–---–-------–---------------------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ შ-----–-------------------------–---–ის (დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–----------–-–------–--------------–---–----------–----------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2014 წლის ნოემბერში, შ-----–------------–---–მა განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას. ამ მიზნით, შუამავალ ი-------–-–---–ის მეშვეობით, დაუკავშირდა ფულის სარგებლით გასესხების მსურველ ე---------------–------ს, რომელსაც განუცხადა, რომ სესხის თანხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთებოდა თ---–--–------------–-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და ხელშეკრულების დადებამდე ე---------------–------ს აჩვენა 121 824 ლარად ღირებული ტ---------- ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც შ-----–------------–---–ის მითითებით, 2014 წლის 11 ნოემბერს, თ---–--–----–----–----------------ში მდებარე ნოტარიუს ე-–----–---–თან დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება რ----------–---–სა და ე---------------–------ს შორის, რა დროსაც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ----------–---–ის მამის - ნ------------–---–ის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი, მდებარე ტ---------–-, რომლის ღირებულებაც იყო 28 0-- ლარი, ხოლო სესხის თანხა 13 350 აშშ დოლარი, რაც შეადგენდა 23 445 ლარს და 27 თეთრს, შ-----–------------–---–მა თაღლითურად მიისაკუთრა, რითაც ე---------------–------ს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2014 წლის დეკემბერში, შ-----–------------–---–მა განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას. ამ მიზნით, შუამავალ ი-------–-–---–ის მეშვეობით, დაუკავშირდა ფულის სარგებლით გასესხების მსურველებს: ლ--–--------ეს და მ----------–ს, რომელთაც განუცხადა, რომ სესხის თანხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთებოდა თ---–--–------------–-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების დადებამდე მათ აჩვენა 128 592 ლარად ღირებული ტ---------- ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი. ამის შემდეგ, შ-----–------------–---–ის მითითებით, 2014 წლის 11 დეკემბერს, თ---–--–----–----–----------------ში მდებარე ნოტარიუს ე-–----–---–ის სანოტარო ბიუროში დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მ----------–ის, ლ--–--------ის და ქ-------------------–ის წარმომადგენელ დ------------------–ს შორის, რა დროსაც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ტ---------–- მდებარე ქ-------------------–ის მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც იყო 54 40- ლარი, ხოლო სესხის თანხა ლ--–--------ის კუთვნილი 6 0-- აშშ დოლარი, რაც შეადგენდა 11 350 ლარს და 80 თეთრს და მ----------–ის 6 0-- აშშ დოლარი, რაც შეადგენდა 11 350 ლარს და 80 თეთრს, შ-----–------------–---–მა თაღლითურად მიისაკუთრა, რითაც მ----------–ს და ლ--–--------ეს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2015 წლის იანვარში, შ-----–------------–---–მა განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას, ამ მიზნით, შუამავალ ი-------–-–---–ის მეშვეობით, დაუკავშირდა ფულის სარგებლით გასესხების მსურველ ნ-------------–---–ს, რომელსაც განუცხადა, რომ სესხის თანხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთებოდა თ---–--–------------–-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და ხელშეკრულების დადებამდე ნ-------------–---–ის მეუღლეს - ე-–----------------ეს აჩვენა 75 050 ლარად ღირებული ტ---------- ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი. ამის შემდეგ, შ-----–------------–---–ის მითითებით, 2015 წლის 08 იანვარს, თ---–--–--------------–----------------8-ში მდებარე ნოტარიუს ნ--------------------–-ს სანოტარო ბიუროში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო შ-----–------------–---–ის შვილ ნ----------------–---–სა და ნ-------------–---–ს შორის, რა დროსაც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ------------------–ის მიწის ნაკვეთი, მდებარე ტ---------–-, რომლის ღირებულებაც იყო 10 0-- ლარი, ხოლო სესხის თანხა 9 20- აშშ დოლარი, რაც შეადგენდა 17 324 ლარს და 52 თეთრს, შ-----–------------–---–მა თაღლითურად მიისაკუთრა, რითაც ნ-------------–---–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (სამი ეპიზოდი):
1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ა) ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებულ ე---------------–------ის ჩვენებით, სარგებლის მიღების სანაცვლოდ სურდა დანაზოგის - 15 0-- აშშ დოლარის გასესხება, რისთვისაც მიმართა ი-------–-–---–ის საშუამავლო ფირმას. ი-------–-–---–მა უთხრა, რომ ჰქონდა სხვადასხვა შეთავაზებები და ოფისში დაიბარა 11 ნოემბერს. ოფისში მისვლისას ადგილზე დახვდნენ რ----------–---–ი, შ-----–------------–---–ი და ი-------–-–---–ი. შეთავაზება შეეხებოდა ტ---------–- მდებარე არსებულ მიწის ნაკვეთს. ი-------–-–---–ის განმარტებით, რ----------–---–ს ჰქონდა ვ--------- ბიზნესი, იყო კარგი გადამხდელი, ხოლო შ-----–------------–---–ი მსახურობდა უწმინდესთან, იყო პატიოსანი ადამიანი და დაარწმუნეს, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთში ფულის ჩადებით. დათანხმდა თანხის გასესხებას, რის შემდეგაც შ-----–------------–---–თან, რ----------–---–თან, ი-------–-–---–თან და გ-----ან ერთად ავიდნენ ტ---------–-, სადაც აჩვენეს მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ე--–--------- ახლოს. აღნიშნულის შემდეგ, ე-–---- შ----–---–ის სანოტარო ბიუროში რ----------–---–თან გააფორმა სესხის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა მიწის ნავთი, ხოლო თანხა გადასცა რ----------–---–ს, რომელმაც სამი თვის პროცენტი დაუტოვა წინსწრებით. სამი თვის შემდგომ, რ----------–---–მა უთხრა, რომ ვერ შეძლებდა თანხის გადახდას. ამასთან, წინააღმდეგი იყო მიწის ნაკვეთის გასხვისების. საბოლოოდ, გადაიფორმა მიწის ნაკვეთი და გადაწყვიტა მისი გაყიდვა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მიწა იყო სრულიად უვარგისი, მდებარეობდა რეკრეაციულ ზონაში და არანაირი ღირებულება მას არ გააჩნდა. დაზარალებულის განმარტებით, ხელშეკრულების დადებამდე მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი პირადად არ შეუმოწმებია, ენდო ი-------–-–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ საკადასტრო კოდი გადამოწმებული ჰქონდა და მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ე--–--------- ახლოს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული იყო სხვა მიწის ნაკვეთი, რასთან დაკავშირებითაც ი-------–-–---–მა განუცხადა, რომ ალბათ ისიც მოატყუეს ხელშეკრულების გაფორმებისას და შეუცვალეს საკადასტრო კოდი.
დაზარალებულ ნ-------------–---–ის ჩვენებით, 2015 წლის იანვარში, ი-------–-–---–მა შესთავაზა პროცენტიანი სარგებლის მიღების სანაცვლოდ თანხის გასესხება. ჰქონდა გარკვეული დანაზოგი და გადაწყვიტა 10 0-- აშშ დოლარის გაპროცენტება სარგებლის მიღების მიზნით. ი-------–-–---–მა გააცნო შ-----–------------–---–ი, რომელმაც მის მეუღლეს - ე-–----------------ეს აჩვენა დაბა ტ---------–- ე--–--------- ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთი, რაც უნდა დატვირთულიყო იპოთეკით სესხის უზრუნველსაყოფად. საბოლოოდ, მასსა და შ-----–------------–---–ის შვილს - ნ----------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 10 0-- აშშ დოლარზე, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა მიწის ნაკვეთი, რომელიც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა არ იყო ის მიწის ნაკვეთი, რაც შ-----–------------–---–მა აჩვენა მის მეუღლეს. რეალურად იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა სხვა ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ხევში. შ-----–------------–---–ს გამორთული ჰქონდა ტელეფონი და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. მისივე ჩვენებით, ი-------–-–---–ის ოფისში ყოფნისას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი არ გადაუმოწმებია და მისთვის მიწის ნაკვეთი არ უჩვენებიათ. ნაკვეთი მის მეუღლეს აჩვენა მხოლოდ შ-----–------------–---–მა, რის შემდეგაც დათანხმდა ხელშეკრულების გაფორმებას.
დაზარალებულ ლ--–--------ის ჩვენებით, 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში, მიმართა რ---------–------------------ში მდებარე საშუამავლო ფირმას, სადაც ი-------–-–---–ს სთხოვა დახმარება 6 0-- აშშ დოლარის სარგებლის მიღებით გასესხებაში. 10 დეკემბერს დაუკავშირდა ი-------–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ ტ---------–- იყო მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეც თანახმა იყო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთა მიწის ნაკვეთი. მივიდა მასთან ოფისში, სადაც დახვდა თავად ი-------–-–---–ი, შ-----–------------–---–ი, მ----------–ი და მძღოლი გ-------–----–---–ი. მათთან ერთად წავიდა მიწის სანახავად. შ-----–------------–---–მა აჩვენა 3 40- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ტ---------–-, ე--–----- მიმდებარე ტერიტორიაზე. მეორე დღეს, ე-–---- შ----–---–ის სანოტარო ბიუროში მასსა და დ------------------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის შემდეგაც ი-------–-–---–ის ოფისში მან და მ----------–მა პირადად გადასცეს თანხა შ-----–------------–---–ს. მოწმის განმარტებით, თანხის სესხად აღება სურდა შ-----–------------–---–ს, რომელიც აცხადებდა, რომ ჰქონდა ვ--------- ბიზნესი და სწორედ ამ ბიზნესისათვის სჭირდებოდა 12 0-- აშშ დოლარი, თუმცა თავად გააჩნდა მხოლოდ 6 0-- აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 6 0-- აშშ დოლარის გასესხებაზე თანხმობა განაცხადა მ----------–მა. ტ---------–- ყოფნის დროს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით აქტიურობდა შ-----–------------–---–ი, რომელიც უთითებდა მის ფართობზე და აღნიშნავდა, რომ კვადრატულის ფასი შეადგენდა 50 აშშ დოლარს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდის მიხედვით ასევე გადაამოწმა ი--------–-–---–მა. დაზარალებულის განმარტებით, ხელშეკრულება დაიდო დ------------------–თან, თუმცა თანხა - 6 0-- აშშ დოლარის ოდენობით გადასცა შ-----–------------–---–ს, რასაც ესწრებოდნენ ი-------–-–---–ი, მ----------–ი და დ------------------–ი. სესხის ხელშეკრულება გაფორმდა ოთხი თვის ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში შ-----–------------–---–ს მისთვის პროცენტის სახით არაფერი გადაუხდია და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მისი კუთვნილი თანხა არ დაუბრუნებია. საბოლოოდ, შ-----–------------–---–ი დათანხმდა მას და მ----------–ს მიწის ნაკვეთის მათ საკუთრებაში გადაფორმებას, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, რეალურად იპოთეკით დატვირთული ნაკვეთი მდებარეობდა არა ტ---------- ცენტრში, სადაც თავდაპირველად შ-----–------------–---–მა აჩვენა მიწის ნაკვეთი, არამედ მდებარეობდა ხევში, მითითებული ადგილიდან მოშორებით, რომელსაც არ გააჩნდა ღირებულება. მისივე ჩვენებით, იმ შემთხვევაში თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით უნდა დატვირთულიყო ხევში მდებარე მიწის ნაკვეთი, ხელშეკრულების დადებას არ დათანხმდებოდა. მიწის ნაკვეთი, რომელსაც მისი იპოთეკა გადაჰყვა გადაიფორმა ე-------–------მა, რომელიც გაიცნო ი-------–-–---–ის ოფისში, რომელიც იყო ანალოგიურად დაზარალებული შ-----–------------–---–ისგან.
დაზარალებულ მ----------–ის ჩვენებით, 2014 წელს სურდა სარგებლის მიღების მიზნით თანხის გასესხება, რისთვისაც დასახმარებლად მიმართა ი-------–-–---–ს, რ---------–------------------ში მდებარე ოფისში. ი-------–-–---–მა შესთავაზა დახმარება და 10 დეკემბერს დაიბარა მასთან ოფისში, სადაც ადგილზე მისულს ოფისში დახვდნენ ი-------–-–---–ი, შ-----–------------–---–ი, ნ----------------–---–ი, დ------------------–ი და ლ--–--------ე. ნ----------------–---–ი და შ-----–------------–---–ი უმტკიცებდნენ, რომ ჰქონდათ ვ--------- ბიზნესი, რაც უფუჭდებოდათ საზღვარზე დ სასწრაფოდ სჭირდებოდათ თანხა 12 0-- აშშ დოლარის ოდენობით, რის სანაცვლოდაც მზად იყვნენ იპოთეკით დაეტვირთათ ტ---------–- მდებარე მიწის ნაკვეთი. წავიდნენ მიწის სანახავად, სადაც შ-----–------------–---–მა აჩვენა ტ---------- ცენტრში, ე--–--------- მდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის კვადრატულის ღირებულება შეადგენდა 50 აშშ დოლარს. დათანხმდა ხელშეკრულების გაფორმებას და მეორე დღეს ნოტარიუსთან მისვლისას აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც უნდა დატვირთულიყო იპოთეკით, იყო არა შ-----–------------–---–ის საკუთრება, არამედ იყო სხვა პირის საკუთრება და ამ ქონების განკარგვის უფლება გააჩნდა მინდობილ პირს - დ------------------–ს. შ-----–------------–---–მა დაარწმუნა, რომ აღნიშნული საკითხი იყო ფორმალური და მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მას არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა, რის შემდეგაც გაფორმდა ხელშეკრულება და 6 0-- აშშ დოლარი პირადად გადასცა შ-----–------------–---–ს. მიუხედავად დაპირებისა, შ-----–------------–---–ი არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, არ პასუხობდა მათ ზარებს, რის შემდეგაც შეხვდნენ დ------------------–ს, რომელმაც მოატყუა, რომ თითქოს იგი ფიზიკურად გაუსწორდა შ-----–------------–---–ს, რის გამოც იყო დაკავებული. შ-----–- არ უხდიდა თანხას და სრული თანხა მისი გადასახდელი ხდებოდა. ვინაიდან შ-----–------------–---–ი არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მან და ლ--–--------ემ საკუთრებაში გადაიფორმეს მიწის ნაკვეთი, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ იყო ის, რომელიც აჩვენა შ-----–------------–---–მა. აღნიშნული ნაკვეთი იყო მოშორებით ხევში, რომელსაც საერთოდ არ გააჩნდა არანაირი ღირებულება.
მოწმე ე-–----------------ის ჩვენებით, 2015 წლის იანვარში, მან და მისმა მეუღლემ - ნ-------------–---–მა ი-------–-–---–ის დახმარებით სარგებლის მიღების მიზნით გაასესხეს 10 0-- აშშ დოლარი, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად უნდა დატვირთულიყო დაბა ტ---------–- მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ე--–--------- ახლოს და რომელიც მას აჩვენა შ-----–------------–---–მა. აღნიშნულის შემდეგ მხარეთა შორის, ერთის მხრივ ნ-------------–---–სა და მეორეს მხრივ ნ----------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. თანხა 10 0-- აშშ დოლარის ოდენობით გადასცა შ-----–------------–---–ს, რომელიც ეუბნებოდა, რომ თანხა სჭირდებოდა სამი თვის ვადით, თუმცა ხელშეკრულება გაფორმდა ექვსი თვის ვადით. მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა დ------------------–ის სახელზე, რასთან დაკავშირებითაც მინდობილობა ჰქონდა ნ----------------–---–ს. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ შ-----–------------–---–მა აჩვენა სხვა მიწის ნაკვეთი, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა სხვა ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ხევში და არანაირი ღირებულება მას არ გააჩნდა. მოწმის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა, რომ იპოთეკით იტვირთებოდა არა ის მიწის ნაკვეთი, რაც შ-----–------------–---–მა აჩვენა, არამედ ხევში არსებული მიწის ნაკვეთი, თანხას სესხის სახით არ გასცემდა. საბოლოოდ, გამოძიების დაწყების შემდგომ შ-----–------------–---–მა დაუბრუნა მისი კუთვნილი ფულადი თანხა.
მოწმე რ----------–---–ის ჩვენებით, ბრალდებულ შ-----–------------–---–თან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა, იგი ცხოვრობს მის მეზობლად. დაკავებული არის ვ--------- ბიზნესით, რისთვისაც დასჭირდა გარკვეული ოდენობის თანხის სესხად აღება. დასახმარებლად მიმართა შ-----–------------–---–ს, რომელიც დაჰპირდა დახმარებას და მიიყვანა რ---------–-------------- მდებარე საშუამავლო ოფისში, შუამავალ ი-------–-–---–თან, რომელსაც აუხსნა სიტუაცია, რომ სურდა 10 0-- აშშ დოლარის სესხად აღება კერძო ბიზნესის განსავითარებლად, რის უზრუნველსაყოფადაც თანახმა იყო იპოთეკით დაეტვირთა მამამისის - ნ------------–---–ის კუთვნილი, ტ---------–- მდებარე მიწის ნაკვეთი. ი-------–-–---–ი დაუკავშირდა გამსესხებელ ე---------------–------ს, რომელთანაც საბოლოოდ ნ------------–---–მა სანოტარო წესით გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ე---------------–------მა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადასცა 15 0-- აშშ დოლარი, საიდანაც უკან დაუბრუნა სამი თვის სარგებელი - 1 80- აშშ დოლარის ოდენობით, 1 50- აშშ დოლარი გადასცა ი-------–-–---–ს, როგორც საშუამავლო მომსახურების თანხა, ხოლო 2 0-- აშშ დოლარი ასესხა შ-----–------------–---–ს, რომელმაც თანხა დაუბრუნა ერთ კვირაში. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე ე---------------–------ს განუმარტა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ტ---------–-, სოფლის გარეთ ნაკვეთებში და შესთავაზა მისი ჩვენება, თუმცა ე---------------–------ს და ი-------–-–---–ს მიწის ნაკვეთის ნახვის სურვილი არ გამოუთქვამთ. ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის გასვლის შემდგომ, პროცენტის სახით გადასახდელი ჰქონდა 60- აშშ დოლარი, თუმცა იმის გამო, რომ ვერ შეძლო თანხის გადახდა, ე---------------–------მა აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაიფორმა თავის სახელზე. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ე---------------–------ი გამოთქვამდა პრეტენზიას მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, შ-----–------------–---–ი სანოტარო ბიუროში მივიდა მას შემდეგ, რაც ე---------------–------მა სესხის სახით გადასცა 15 0-- აშშ დოლარი, რის შემდეგაც მას ასესხა 2 0-- აშშ დოლარი.
მოწმე ი-------–-–---–ის ჩვენებით, 2015 წლის სექტემბერში დაუკავშირდა ლ--–-----------–--ე, რომელმაც უთხრა, რომ გარკვეულ პირებს სურდათ სესხის აღება, რისთვისაც თანახმა იყვნენ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთათ ტ---------–- მდებარე მიწის ნაკვეთი. იმ მომენტში მასთან ოფისში იმყოფებოდა გამსესხებელი ი-----–--------–---–-, რომელთან ერთადაც წავიდა ტ---------–-, სადაც დახვდნენ შ-----–------------–---–ი და პ---–---–ი, რომლის სახელი არ ახსოვს. საბოლოოდ, ნოტარიუს ე-–---- შ----–---–თან გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 10 0-- აშშ დოლარზე, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა 2 0-- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი. აღნიშნული თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად დააბრუნეს შ-----–------------–---–მა და პ---–---–მა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, შ-----–------------–---–მა კვლავ გამოთქვა სესხის სახით 3 0-- აშშ დოლარის აღების სურვილი და დეტალების გასარკვევად შვილთან - ნ----------------–---–თან ერთად მივიდა მასთან ოფისში. დაუკავშირდა გამსესხებელ ვ--–-----–---------ს, რომელმაც შ-----–------------–---–ს ასესხა 3 0-- აშშ დოლარი, რაც მის მიერ დაბრუნებული იქნა 20 დღეში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, შ-----–------------–---–ი კვლავ მივიდა მასთან ოფისში, რა დროსაც თან ახლდა რ----------–---–ი, რომელიც დაკავებული იყო ვ--------- ბიზნესით და სჭირდებოდა თანხა 10 0-- აშშ დოლარის ოდენობით. დაუკავშირდა გამსესხებელ ე---------------–------ს, რომელმაც გამოთქვა თანხმობა 15 0-- აშშ დოლარის გასესხებაზე. ე---------------–------მა და რ----------–---–მა ადგილზე ნახეს მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ტ---------- ბოლოში. ამის შემდგომ, ერთად წავიდნენ ნოტარიუსთან, სადაც რ----------–---–ს თან ახლდა შ-----–------------–---–ი. რ----------–---–ს და ე---------------–------ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ექვსი თვის ვადით. რ----------–---–მა აიღო 15 0-- აშშ დოლარი, საიდანაც სამი თვის სარგებელი უკან გადასცა ე---------------–------ს. ერთი თვის გასვლის შემდეგ, მასთან მივიდა შ-----–------------–---–ი, რომელმაც მიიყვანა დ------------------–ი, რომელიც იყო თავისი მამიდის მინდობილი პირი, რომელსაც სჭირდებოდა თანხა და სესხის უზრუნველსაყოფად მზად იყო იპოთეკით დაეტვირთა 3 50- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი. დაუკავშირდა ლ--–--------ეს, მ----------–ს და ე---------------–------ს და მათთან ერთად ავიდა ტ---------–- და ნახა მიწის ნაკვეთი. მეორე დღეს გაფორმდა ხელშეკრულება 12 0-- აშშ დოლარზე, რა დროსაც ლ--–--------ემ და მ----------–მა 6 0-- - 6 0-- აშშ დოლარი გადასცეს დ------------------–ს. როდესაც მოვიდა პროცენტის გადახდის პერიოდი, დ------------------–თან და რ----------–---–თან დაკავშირება გართულდა. საბოლოოდ მიაგნეს მათ, თუმცა ვერ მიაგნეს შ-----–------------–---–ს. დ------------------–ი ატყუებდა მათ, რომ თითქოს სცემა შ-----–------------–---–ი, რის გამოც იყო დაკავებული, თუმცა როგორც გაირკვა, მისი ნათქვამი არ შეესაბამებოდა სიმართლეს და მან აღიარა, რომ 6 0-- აშშ დოლარი გადაცემული ჰქონდა შ-----–------------–---–ისთვის, ხოლო დარჩენილი 6 0-- აშშ დოლარი იყო მისი დასაბრუნებელი. რაც შეეხება რ----------–---–ს, იგი აღმოჩნდა გადახდისუუნარო, რის გამოც იძულებულები გახდნენ საკუთრებაში გადაეფორმებინათ მიწის ნაკვეთები. მ----------–მა და ე-------–------მა ტ---------–- მდებარე მიწის ნაკვეთში აიყვანეს მერიის წარმომადგენლები, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი რეალურად მდებარეობდა სხვა ადგილას, ტ-------–ა-კ------------- გასაყარზე, ხევში, რომელსაც ღირებულებაც კი არ გააჩნდა. მოწმის განმარტებით, როდესაც ე---------------–------თან ერთად ასული იყო ტ---------–-, ნახა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სოფელში, ე--–--------- ახლოს. შ-----–------------–---–ის როლი ამ საქმეში იყო ის, რომ რ----------–---–ი და დ------------------–ი მან მიუყვანა სესხის ასაღებად. რ----------–---–ის მიწის ნაკვეთის ნახვის დროს შ-----–------------–---–ი მათთან ერთად არ იმყოფებოდა, ხოლო ხ-----------–ის მიწის ჩვენების დროს შ-----–------------–---–ი სხვა თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა მასთან ერთად. შ-----–------------–---–ს პირად საუბარში არასდროს უღიარებია დ------------------–ისგან 6 0-- აშშ დოლარის აღების ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე ნ------------–---–ის ჩვენებით, 2014 წლის ნოემბერში, საკუთრებაში ჰქონდა სოფელ ტ---------- ტერიტორიაზე 35 0- კვ/მეტრი ფართობის ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მის შვილს - რ----------–---–ს, რომელიც ეწეოდა ყ-----–---- ბიზნესს დაჭირდა 15 0-- აშშ დოლარი, რის გამოც გადაწყვიტა მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვა. 2014 წლის 11 ნოემბერს, აღნიშნული მიწის ნაკვეთის გარანტად, მევახშემ, რომლის ვინაობა არ ახსოვს, მის შვილს - რ----------–---–ს სანოტარო ბიუროში გადასცა 15 0-- აშშ დოლარი, ექვსი თვის ვადით, ყოველთვიურად 3.67 %-ის გადახდით. მევახშემ წინსწრებით აიღო აღნიშნული თანხის სამი თვის პროცენტი. ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის თავზე, რ----------–---–მა უთხრა, რომ ვერ ახერხებდა აღებული სესხის დაფარვას და სთხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაფორმება მევახშეზე, რაზეც დათანხმდა. მიწის ნაკვეთის გადასაფორმებლად მივიდა საჯარო რეესტრში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გაუარესებული ჰქონდა მხედველობა, აღნიშნული საკითხის მოგვარება მიანდო მისი შვილის მეგობარს - დ------------------–ს, რომელსაც მისცა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გენერალური მინდობილობა, რის შემდეგაც დ------------------–მა მევახშეს გადაუფორმა მიწის ნაკვეთი. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია თუ რაში დახარჯა მისმა შვილმა აღნიშნული თანხა. რაც შეეხება ბრალდებულ შ-----–------------–---–ს, იგი არის მისი შვილის მეგობარი, რომელიც 2014 წლის ნოემბერში, მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვისას იმყოფებოდა სანოტარო ბიუროში. მისივე ჩვენებით, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებამდე, მევახშეს ნანახი ჰქონდა თუ არა აღნიშნული ნაკვეთი მისთვის უცნობია. სოფელ ტ---------–- ე--–----- მიმდებარე ტერიტორიაზე არასდროს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ ჰქონია. მიწის ნაკვეთი, რომელიც მისი შვილის თხოვნით დატვირთა იპოთეკით, რაც მოგვიანებით გადაუფორმა მევახშეს აღებული სესხის სანაცვლოდ, მდებარეობდა სოფელ ტ---------- ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი სოფლის განაპირას არსებულ ტრიალ მინდორში, რომელიც არის დაუსახლებელი.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ს-----------------ს ჩვენებით, 2016 წლის 19 ივლისს, მის მიერ ექსპერტ შ----–-----–---–თან ერთად გაცემულ იქნა სასაქონლო ექსპერტიზის N1----- დასკვნა, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება საკადასტრო კოდით N8----------- – 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა - 1 კვ/მეტრი - 13 (ცამეტი) ლარს, შესაბამისად 3 40- კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენდა - 44 20-.0- ლარს, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს - 1 კვ/მეტრი - 16 ლარს, შესაბამისად, 3 40- კვ/მეტრის ღირებულება შეადგენს - 54 40-.0- ლარს.
მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით N8--------5-- – 2014 წლის ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 1 კვ/მეტრი - 08 ლარს, შესაბამისად 3 50- კვ/მეტრი - 28 0--.0- ლარს, დღეის მდგომარეობით - 1 კვ/მეტრის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, შესაბამისად, 3 50- კვ/მეტრის ღირებულება შეადგენს 35 0--.0- ლარს.
მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით N8----------- – 2015 წლის იანვრის მდგომარეობით 1 კვ/მეტრის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, შესაბამისად 1 0-- კვ/მეტრის ღირებულება შეადგენს 10 0--.0- ლარს. დღეის მდგომარეობით 1 კვ/მეტრის ფართის ღირებულება შეადგენს 12 ლარს, შესაბამისად, 1 0-- კვ/მეტრის ღირებულება შეადგენს 12 0--.0- ლარს.
მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით N8----------- – 2015 წლის იანვრის მდგომარეობით 1 კვ/მეტრის ღირებულება შეადგენს 50 ლარს, შესაბამისად 1 501 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენს 75.050.0- ლარს. დღეის მდგომარეობით - 1 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენს 60 ლარს, შესაბამისად 1 501 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენს 90 060 ლარს.
მ----------–ის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს N8----------------------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო ნაწილი დაურეგისტრირებელ სივრცეზე 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 1 კვ/მეტრის ღირებულება შეადგენს 57 ლარს, შესაბამისად 2 256 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენს 128 592.0- ლარს. დღეის მდგომარეობით 1 კვ/მეტრის ღირებულება შეადგენს 70 ლარს, შესაბამისად 2 256 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენს 157 920.0- ლარს.
ე---------------–------ის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს N8----------------------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო ნაწილი დაურეგისტრირებელ სივრცეზე, 2014 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 1 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენს 54 ლარს, შესაბამისად 2 256 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენს 121 824.0- ლარს. დღეის მდგომარეობით 1 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენს 70 ლარს, შესაბამისად, 2 256 კვ/მეტრის ღირებულება შეადგეს 157 920.0- ლარს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ--------------------ის ჩვენებით, 2016 წლის 29 ივნისს მის მიერ გაცემულ იქნა ექსპერტიზის N0----------------------------------- დასკვნები, რომლის თანახმადაც, თ---–--–ი, სოფელ ტ---------–- ე-–----------------ის მიერ მითითებული უძრავი ქონება მდებარეობს N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით თ-----------–----–-–---–ის საკუთრებაშია.
თ---–--–ი, სოფელ ტ---------–- მ----------–ის მიერ მითითებული უძრავი ქონების ნაწილი მდებარეობს N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ნაწილი N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ნაწილი დაურეგისტრირებელ სივრცეზე. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით N8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთი ვ--–------------------ს საკუთრებაშია, ხოლო N8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთი - ლ------------–---–ის.
თ---–--–ი, სოფელ ტ---------–- ე---------------–------ის მიერ მითითებული უძრავი ქონების ნაწილი მდებარეობს N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ნაწილი N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ნაწილი დაურეგისტრირებელ სივრცეზე. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით N8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთი ვ--–------------------ს საკუთრებაშია, ხოლო N8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთი - ლ------------–---–ის.
მოწმე თ-----------–----–-–---–ის ჩვენებით, ცხოვრობს ტ---------–-, სადაც საკუთრებაში ფლობს 1 50- კვ/მეტრ მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს ს----–--თან ახლოს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არასდროს ჰქონია იპოთეკით დატვირთული და შ-----–------------–---–ისთვის არასდროს მიუმართავს მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვაში დასახმარებლად.
მოწმე ქ-------------------–ის ჩვენებით, სოფელ ტ---------–-, სოფლის გარეთ ე.წ. „მ---------ში“, საკუთრებაში ფლობდა 3 40- კვ/მეტრ მიწის ნაკვეთს, თუმცა იმის გამო, რომ ჰქონდა ბანკის ვალი, გადაწყვიტა მისი გასხვისება, რაშიც დახმარება სთხოვა შ-----–------------–---–ს. საბოლოოდ, შ-----–------------–---–მა გადაუხადა მიწის ნაკვეთის ღირებულება 6 0-- აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც დ------------------–ზე გასცა გენერალური მინდობილობა მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლებით. ამის შემდგომ, თუ რა ბედი ეწია მიწის ნაკვეთს მისთვის უცნობია.
მოწმე გ-------–----–---–ის ჩვენებით, ნაცნობობა აკავშირებს ბრალდებულ შ-----–------------–---–თან, რომელსაც უწევდა მომსახურებას საკუთარი ავტომანქანით. შ-----–------------–---–ის თხოვნით რამდენჯერმე მოუხდა მისვლა რ---------–-------------- მდებარე ი-------–-–---–ის საშუამავლო ოფისში, საიდანაც მისთვის უცნობი მოქალაქეები წაიყვანა ტ---------–- მდებარე მიწის ნაკვეთის სანახავად. კერძოდ, ტ---------–- შ-----–------------–---–თან ერთად აყვანილი ჰყავდა ნ-------------–---–ის მეუღლე, რომლის სახელი არ ახსოვს. აღნიშნულ პიროვნებას და მის მეუღლეს სურდათ ტ---------–- მდებარე მიწის ნაკვეთის შეძენა. ტ---------–- მისვლისას, გაცდნენ ეკლესიას, მანქანით მივიდნენ სადამდეც ამის შესაძლებლობა იყო, რის შემდეგაც ვინაიდან აღარ იყო სამანქანო გზა, შ-----–------------–---–ი, თანმხლებ მამაკაცთან ერთად ფეხით მივიდა მიწის ნაკვეთამდე. ტ---------–- აყვანა სთხოვა შ-----–-მ, თუმცა აღნიშნულ საქმეში რა ფუნქცია ჰქონდა შ-----------–---–ს მისთვის უცნობია, ასევე არ ფლობს ინფორმაციას თუ ვის საკუთრებას წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა რაიმე ხელშეკრულების გაფორმება მისთვის უცნობია.
მოწმე ვ--–------------------ს ჩვენებით, დაბა ტ---------–-, ე--–----- მიმდებარე ტერიტორიაზე ფლობს 737 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. შ-----–------------–---–ს არ იცნობს და მისთვის არასდროს უთხოვია დახმარება მისი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებაში.
მოწმე ლ------------–---–ის ჩვენებით, დაბა ტ---------–-, ე--–----- მახლობლად საკუთრებაში ფლობს 1 0-- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. შ-----–------------–---–ს არ იცნობს და მისთვის არანაირი მინდობილობა მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით არ მიუცია.
მოწმე მ------------–--ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა დაზარალებულები და მოწმეები. ბრალდებულ შ-----–------------–---–ს წარუდგინა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რასაც გაეცნო შ-----–------------–---–ი და მოაწერა ხელი.
მოწმე ზ-------–----–---–ის ჩვენებით, დაზარალებულ ე---------------–------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ჩადენის ფაქტზე. დაკითხა დაზარალებულები და მოწმეები, დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზები იმ ქონების ღირებულების განსასაზღვრად, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა გამოძიება.
2014 წლის 11 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ე---------------–------მა, რ----------–---–ს ასესხა 15 0-- აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3.67 %-ის დარიცხვით და გადახდით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ------------–---–ის კუთვნილი 3 50- კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი, მდებარე თ---–--–ი, სოფელ ტ---------–-, საკადასტრო კოდით: 8-----------.
2014 წლის 11 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, ლ--–--------ემ და მ----------–მა დ------------------–ს ასესხეს 6 0-- – 6 0-- აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3.67 %-ის დარიცხვით და გადახდით, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ-------------------–ის კუთვნილი 3 40- კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი, მდებარე თ---–--–ი, სოფელ ტ---------–-.
2015 წლის 08 იანვრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ-------------–---–მა ნ----------------–---–ს სესხის სახით გადასცა 10 0-- აშშ დოლარი. სესხი გაცემულია ექვსი თვის ვადით. სესხი არის სარგებლიანი, ყოველთვიურად 3.5 %-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად მესაკუთრე წარმომადგენლის მეშვებით იპოთეკით ტვირთავს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართობით 1 0-- კვ/მეტრი, მდებარე თ---–--–ი, სოფელ ტ---------–-, საკადასტრო კოდით: 8-----------. იპოთეკის საგანი მხარეთა მიერ შეფასებულია 27 0-- აშშ დოლარად.
2016 წლის 18 თებერვლის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგნის თავდაპირველი ფასია 10 0-- აშშ დოლარი, რომელიც ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე გადაუხადა მყიდველმა გამყიდველს, ხოლო გამყიდველმა სრულად მიიღო ნასყიდობის თავდაპირველი ფასი. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გამყიდველის - რ----------------–---–ის მიერ მყიდველისთვის - ნ-------------–---–ისთვის 10 0-- აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში ნასყიდობის საგნის მესაკუთრე ისევ გახდება რ----------------–---–ი.
ბ). დაცვის მხარის მტკიცებულება:
ბრალდებულ შ-----–------------–---–ის ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილი ბრალდების არცერთ ეპიზოდში და განმარტავს, რომ ი-------–-–---–თან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. რამდენჯერმე მისი დახმარებით აღებული აქვს სესხი, რაც დაბრუნებული აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. 2014 წელს დაუკავშირდა რ----------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ სჭირდებოდა სესხი 10 0-- აშშ დოლარის ოდენობით და სთხოვა აღნიშნულ საკითხში დახმარება. რ----------–---–ი დააკავშირა ი-------–-–---–ს, რომელმაც თავის მხრივ იგი დააკავშირა გამსესხებელ ე---------------–------ს. რ----------–---–ი შეუთანხმდა ე---------------–------ს მისგან 15 0-- აშშ დოლარის სესხებაზე, რის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ტვირთავდა ტ---------–- მდებარე მიწის ნაკვეთს. ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიუს შ----–---–თან, ხოლო მანამდე კომპიუტერის საშუალებით გადამოწმებულ იქნა მიწის საკადასტრო კოდი, რომელიც რაიმე ვალდებულებით დატვირთული არ ყოფილა. დაახლოებით 10 დღის შემდეგ, დ------------------–მა სთხოვა ი-------–-–---–თან მიყოლა, რადგან მასაც სურდა სესხის აღება. საბოლოოდ, დ------------------–მა სესხის სახით აიღო 12 0-- აშშ დოლარი, ექვსი თვის ვადით, თუმცა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, ვინაიდან რ----------–---–მა და დ------------------–მა ვერ დააბრუნეს სესხად აღებული თანხა, მიწის ნაკვეთი გადაუფორმეს ე-------–------ს. ამის შემდგომ, ე-------–------მა სთხოვა შეეხვედრებინა რ----------–---–თან და დ------------------–თან, რადგან ჰყავდა მიწის ნაკვეთის კლიენტი და სურდა მათი ნახვა. ი-------–-–---–ი, მისი მეუღლე - თ----------------–---–ი და ე-------–------ი შეახვედრა რ----------–---–ს და დ------------------–ს, რის შემდეგაც ერთად წავიდნენ ტ---------–-, სადაც რ.პ---–---–მა და დ.ხ-----------–მა აჩვენეს ე-------–------ს მათი მიწის ნაკვეთის მდებარეობა. მეორე დღეს დაუკავშირდა ე-------–------ი პრეტენზიით, რომ თითქოს მის მიერ ნანახი მიწის ნაკვეთი რეალურად არ იყო ის, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული. ბრალდებულის განმარტებით, მიწა არ იყო მისი საკუთრება და შესაბამისად, მას მიწის ნაკვეთი არავისთვის უჩვენებია. ე-------–------მა უჩივლა მას მხოლოდ იმის გამო, რომ მისთვის ცნობილი იყო ს--–------------ში მის საკუთრებაში არსებული 220 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის არსებობის შესახებ, რის გადაფორმებასაც სთხოვდა იგი. რ----------–---–ისგან ისესხა 2 0-- აშშ დოლარი, რაც უკან დაუბრუნა ერთ კვირაში. რაც შეეხება დ------------------–ის მიერ აღებულ სესხს, აღნიშნულ თანხასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. მას საშუამავლო მონაწილეობა სესხის აღებაში არ მიუღია და არც არანაირი თანხა აუღია. მისივე ჩვენებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე მიწის სანახავად არავინ ასულა. მხოლოდ მიწის ნაკვეთის გადაფორმების შემდეგ 3-4 დღეში დ------------------–მა და რ----------–---–მა მიწის ნაკვეთი აჩვენეს ე-------–------ს, რა დროსაც თავად იმყოფებოდა მანქანაში, ხოლო მეორე დღეს, როდესაც ე-------–------მა გააკეთებინა აზომვითი ნახაზები და აღმოჩნდა სხვა ნაკვეთი, ი-------–-–---–ის მეუღლე ხელით შეეხო რ----------–---–ს იმის გამო, თუ რატომ აჩვენა მას სხვა ნაკვეთი.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ-----–------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ შ-----–------------–---–ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალმდებლის მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ან/და დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული შ-----–------------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებები. იმისთვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა კი, თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. მოტყუება ეს არის სიმართლის დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა. სწორედ ტყუილის მეშვეობით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, თაღლითობის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო მის საგანს წარმოადგენს სხვისი მოძრავი ან უძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება. ობიექტური მხრივ თაღლითობა მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას პირის მოქმედებას ინფორმირებული ხასიათი აქვს, ან გამოხატულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.
ქონების დაუფლების საშუალებაა მოტყუება. ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.
თაღლითობის სპეციფიკა იმაშიც პოულობს თავის გამოხატულებას, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისთვის ხდება ნებაყოფლობით თვით მესაკუთრის ან მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება კი, წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას.
თაღლითობის დროს მოტყუების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს ნდობის ბოროტად გამოყენება, რაც გამოიხატება დამნაშავის მიერ სპეციალური უფლებამოსილების ან პირადი ნდობის ბოროტად გამოყენებაში.
თაღლითობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სხვის ქონებას ისაკუთრებს პირი ან იგი გადადის მის მფლობელობაში და მას ამ ქონების მიმართ უჩნდება განსაზღვრული უფლებამოსილება. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ე.ი. ამ დროს პირს ამოძრავებს დაზარალებულის შეცდომაში შეყვანის სურვილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ე.ი. მესაკუთრის, მფლობელის ან მოსარგებლის ნებისაგან საწინააღმდეგოდ, მათი მფლობელობიდან ნივთის გასვლის შემდეგ, დამნაშავე უნდა ცდილობდეს მის მისაკუთრებას არამართლზომიერი გზით. თავად კი, უნდა აცნობიერებდეს, რომ ის სჩადის დანაშაულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ მისი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.
შ-----–------------–---–ის დანაშაულებრივ განზრახვაზე, რომ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით დაუფლებოდა ნ-------------–---–ის, ე---------------–------ის, ლ--–--------ის და მ----------–ის კუთვნილ დიდი ოდენობით ქონებას დასტურდება, როგორც დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებით. კერძოდ, შ-----–------------–---–მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულთა კუთვნილ ფულად თანხებს, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შუამავალ ი-------–-–---–ის მეშვეობით, დაუკავშირდა ფულის სარგებლით გასესხების მსურველ ე---------------–------ს, ლ--–--------ეს, მ----------–ს და ნ-------------–---–ს, რომელთაც განუცხადა, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთავდა ტ---------–- მდებარე მიწის ნაკვეთს. დაზარალებულთა ნდობის მოპოვების მიზნით, შ-----–------------–---–მა პირადად აჩვენა მათ ტ---------–-, ე--–----- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და დაარწმუნა, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთებოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება ბევრად აღემატებოდა სესხად აღებული თანხის ოდენობას. მას შემდეგ, რაც შ-----–------------–---–მა შეძლო დაზარალებულთა დარწმუნება, მათთან გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები, რა დროსაც იპოთეკით დაიტვირთა არა შ-----–------------–---–ის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი, არამედ იპოთეკით დაიტვირთა მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა მითითებული ადგილიდან მოშორებით, ხევში, რომელსაც არ გააჩნდა ღირებულება, რითაც შ-----–------------–---–ი მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ფულად თანხებს.
შ-----–------------–---–ის მიერ მ----------–ის და ლ--–--------ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება სრულად დადასტურდა დაზარალებულების: მ----------–ის და ლ--–--------ის ჩვენებებით, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტეს, რომ შუამავალ ი-------–-–---–ის მეშვეობით გაიცნეს შ-----–------------–---–ი, რომელსაც სურდა სესხის აღება, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად თანახმა იყო იპოთეკით დაეტვირთა ტ---------–- მდებარე მიწის ნაკვეთი. შ-----–------------–---–მა პირადადა აჩვენა მათ ტ---------–-, ე--–----- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 3 40- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და ცდილობდა მათ დარწმუნებას, რომ კვადრატული მეტრის ღირებულება შეადგენდა 50 აშშ დოლარს, ჰქონდა ყ-----–---- ბიზნესი, რისთვისაც სჭირდებოდა სესხი, ამასთან ხაზს უსვამდა მიწის ნაკვეთის ღირებულებას, მის ფართობს და ცდილობდა დაზარალებულთა დარწმუნებას, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვით მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ. მ----------–ი და ლ--–--------ე ენდნენ შ-----–------------–---–ს და გააფორმეს იპოთეკის და სესხის ხელშეკრულება 12 0-- აშშ დოლარზე, სადაც თითოეული მათგანის წილი შეადგენდა 6 0-- – 6 0-- აშშ დოლარს. შ-----–------------–---–მა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც იძულებულები გახდნენ საკუთრებაში გადაეფორმებინათ იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი, თუმცა გაირკვა, რომ იპოთეკით დატვირთული ნაკვეთი რეალურად მდებარეობდა არა ტ---------- ცენტრში, სადაც თავდაპირველად შ-----–------------–---–მა აჩვენა მიწის ნაკვეთი, არამედ - ხევში, მითითებული ადგილიდან მოშორებით, რომელსაც არ გააჩნდა ღირებულება.
დაზარალებულ ნ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის იანვარში, გადაწყვიტა 10 0-- აშშ დოლარის გაპროცენტება სარგებლის მიღების მიზნით. ი-------–-–---–მა გააცნო შ-----–------------–---–ი, რომელმაც მის მეუღლეს - ე-–----------------ეს აჩვენა დაბა ტ---------–- ე--–--------- ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთი, რაც უნდა დატვირთულიყო იპოთეკით სესხის უზრუნველსაყოფად. საბოლოოდ, მასსა და შ-----–------------–---–ის შვილს - ნ----------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 10 0-- აშშ დოლარზე, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა მიწის ნაკვეთი, რომელიც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა არ იყო ის ნაკვეთი, რაც შ-----–------------–---–მა აჩვენა მის მეუღლეს. რეალურად იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა სხვა, რომელიც მდებარეობდა ხევში. დაზარალებულის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა, რომ იპოთეკით იტვირთებოდა არა ის მიწის ნაკვეთი, რაზეც შ-----–------------–---–ი უთითებდა მის მეუღლეს, არამედ იპოთეკით დაიტვირთებოდა ის მიწა, რომლის დატვირთვაც საბოლოოდ მოხდა მოტყუებით, ხელშეკრულების გაფორმებას არ დათანხმდებოდა, ვინაიდან მიწის ნაკვეთს, რომელიც მოტყუებით დაიტვირთა იპოთეკით არ გააჩნია ღირებულება და მდებარეობს მითითებული ადგილიდან მოშორებით, ხევში.
აღნიშნული გარემოება სრულად დადასტურდა მოწმე ე-–----------------ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლის იანვარში, მან და მისმა მეუღლემ - ნ-------------–---–მა, ი-------–-–---–ის დახმარებით სარგებლის მიღების მიზნით გაასესხეს 10 0-- აშშ დოლარი, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად უნდა დატვირთულიყო დაბა ტ---------–- მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ე--–--------- ახლოს და რომელიც მას აჩვენა შ-----–------------–---–მა. აღნიშნულის შემდეგ მხარეთა შორის, ერთის მხრივ ნ-------------–---–სა და მეორეს მხრივ ნ----------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. თანხა 10 0-- აშშ დოლარის ოდენობით გადასცა შ-----–------------–---–ს. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ შ-----–------------–---–მა აჩვენა სხვა მიწის ნაკვეთი, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა სხვა ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ხევში და არანაირი ღირებულება მას არ გააჩნდა. მოწმის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა, რომ იპოთეკით იტვირთებოდა არა ის მიწის ნაკვეთი, რაც შ-----–------------–---–მა აჩვენა, არამედ ხევში არსებული ნაკვეთი, თანხის გასესხებას არ დათანხმდებოდა.
ანალოგიური დადასტურდა დაზარალებულ ე---------------–------ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სარგებლის მიღების მიზნით აპირებდა თანხის გასესხებას, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით უნდა დატვირთულიყო ტ---------–- მდებარე მიწის ნაკვეთი. პირადად იმყოფებოდა ტ---------–-, სადაც შ-----–------------–---–მა აჩვენა სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დასატვირთი ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ე--–--------- ახლოს, რის შემდეგაც სანოტარო ბიუროში გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 15 0-- აშშ დოლარზე. მას შემდეგ, რაც მსესხებელმა ვერ შეძლო თანხის უკან დაბრუნება, გადაწყვიტა იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის გადაფორმება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ იპოთეკით დატვირთული იყო არა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიუთითა შ-----–------------–---–მა, არამედ სოფლის ბოლოში, ხევში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც არანაირი ღირებულება არ ჰქონდა.
მოწმე ი-------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მ----------–მა და ლ--–--------ემ სარგებლის მიღების მიზნით, სესხის უზრუნველყოფის პირობით გაასესხეს 6 0-- – 6 0-- აშშ დოლარი, ხოლო ე---------------–------მა 15 0-- აშშ დოლარი. ორივე შემთხვევაში, სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით უნდა დატვირთულიყო ტ---------- ცენტრში, ე--–----- მახლობლად არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის სანახავად დაზარალებულებთან და ბრალდებულ შ-----–------------–---–თან ერთად, პირადად იყო მისული ტ---------- ცენტრში, სადაც ნახა მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ე--–----- მახლობლად, რის შემდეგაც მოხდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმება, თუმცა მას შემდეგ, რაც შეიქნა თანხის უკან დაბრუნების პრობლემა, დაზარალებულები იძულებულები გახდნენ საკუთრებაში გადაეფორმებინათ მიწის ნაკვეთები, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ნაკვეთი რეალურად მდებარეობდა სხვა ადგილას, ტ-------–ა-კ------------- გასაყარზე, ხევში, რომელსაც ღირებულებაც კი არ გააჩნდა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასაქონლო ექსპერტიზის N1----- დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ შ-----–------------–---–ის მიერ დაზარალებულებისთვის ნაჩვენები მიწის ნაკვეთის ღირებულება მკვეთრად აღემატება იმ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებას, რომლითაც შემდგომში მოხდა სესხის უზრუნველყოფა. კერძოდ, დადგენილია, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე შ-----–------------–---–მა ე---------------–------ს აჩვენა 121 824 ლარად ღირებული, ტ---------- ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი, თუმცა იპოთეკით დატვირთა სოფლიდან მოშორებით მდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 28 0-- ლარს. ანალოგიურად, შ-----–------------–---–ის მიერ მ----------–ისთვის და ლ--–--------ისთვის ხელშეკრულების გაფორმებამდე ნაჩვენები იქნა 128 592 ლარად ღირებული, ტ---------- ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი. რეალურად დატვირთულ იქნა 54 40- ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი. ამავე ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შ-----–------------–---–ის მიერ ე-–----------------ისთვის ნაჩვენები მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენდა 75 050 ლარს, ხოლო იმ მიწის ნაკვეთის ღირებულება, რომელიც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იქნა დატვირთული შეადგენს 10 0-- ლარს.
რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ექსპერტიზის N0-------------------------------- დასკვნებს, რომლის სისწორეც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ--------------------მა, დადგენილია, რომ თ---–--–ი, სოფელ ტ---------–- ე-–----------------ის მიერ მითითებული უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით თ-----------–----–-–---–ის საკუთრებაშია. სოფელ ტ---------–- მ----------–ის მიერ მითითებული უძრავი ქონება მდებარეობს N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ნაწილი N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ნაწილი დაურეგიტრირებელ სივრცეზე. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით N8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთი ვ--–------------------ს საკუთრებაშია, ხოლო N8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთი - ლ------------–---–ის. სოფელ ტ---------–- ე---------------–------ის მიერ მითითებული უძრავი ქონების ნაწილი მდებარეობს N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ნაწილი N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ნაწილი დაურეგისტრირებელ სივრცეზე. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით N8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთი ვ--–------------------ს საკუთრებაშია, ხოლო N8-----------. საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთი - ლ------------–---–ის.
მოწმის სახით დაკითხულ ლ------------–---–ის, ვ--–------------------ს და თ-----------–----–-–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ცხოვრობენ ტ---------- ცენტრში და საკუთრებაში ფლობენ სხვადასხვა ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელთა გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა არასდროს უცდიათ. მათივე ჩვენებებით, არ იცნობენ ბრალდებულ შ-----–------------–---–ს და შესაბამისად, მისთვის არასდროს მიუმართავთ მიწის ნაკვეთის საკითხთან დაკავშირებით.
წარდგენილ ბრალდებაში შ-----–------------–---–ის ბრალეულობა ასევე დასტურდება საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით, რითაც უტყუარად დგინდება დაზარალებულებსა და იპოთეკარებს შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების დადების ფაქტი. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულები და მოწმეები მკაფიოდ და პირდაპირ მიუთითებდნენ ბრალდებულის მიერ შესრულებულ მოქმედებებზე, კერძოდ მასზედ, რომ არა მისი მხრიდან მიწოდებული ყალბი ინფორმაციის შემცველი მონაცემები, ისინი უარს იტყოდნენ ხელშეკრულების გაფორმებაზე.
ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულ შ-----–------------–---–ის მიზანი იყო დაზარალებულთა კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, რისთვისაც მან გამოიყენა დაზარალებულებთან კარგი ურთიერთობა და ნდობის ფაქტორი. დაზარალებულები და მოწმეები ერთხმად ადასტურებენ, რომ სწორედ შ-----–------------–---–ი იყო ის პიროვნება, რომელმაც აჩვენა ტ---------- ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი, დაარწმუნა ისინი, რომ კვადრატული მეტრის ფასი შეადგენდა 50 აშშ დოლარს, რაც სრულიად საკმარისი იყო სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც დაითანხმა ისინი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებაზე, თუმცა საბოლოოდ, შ-----–------------–---–ის მიერ სესხის სახით აღებული თანხა არ იქნა უკან დაბრუნებული, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი კი აღმოჩნდა ტერიტორიულად სხვა ადგილას, მითითებული ადგილიდან მოშორებით, დაუსახლებელ ადგილას, რომელსაც რეალური საბაზრო ღირებულება არ გააჩნდა. დაზარალებულთა ჩვენებებით დადგენილია, რომ შ-----–------------–---–ზე სესხის გაცემას დათანხმდნენ სესხის უპრობლემოდ გასტუმრების პირობით და შ-----–------------–---–ის მიერ ნაჩვენები მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფით, რაც ბრალდებულის მიერ არ იქნა შესრულებული და მისგან სარგებელი არ მიუღიათ, ხოლო მისი დაპირება, რომ იგი დაკავებული იყო ბიზნეს საქმიანობით, ასევე აღმოჩნდა ტყუილი. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, ბრალდებული ბიზნესით და სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული საერთოდ არ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ შ-----–------------–---–ს თავიდანვე ჰქონდა გაცნობიერებული ის შედეგები, რაც მოჰყვებოდა მის ქმედებებს, თუმცა განზრახ, სარგებლის მიღების სურვილით, მოტყუებით და ცრუ დაპირებით დაეუფლა დაზარალებულთა მიერ სესხის სახით მიღებულ ფულად თანხებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 0-- ლარის ზევით.
იმის შესაფასებლად, დაზარალებულებს ნამდვილად მიადგათ თუ არა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს, როგორც დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, ისე საქმეში წარმოდგენილ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს, სადაც სრულად ჰპოვა დადასტურება ბრალის შესახებ დადგენილებაში მითითებულმა გარემოებებმა მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.
გამომდინარე იქიდან, რომ შ-----–------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულებზე მიყენებული ზიანი, მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულ 10 0-- ლარს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ-----–------------–---–ი მოტყუებით დაეუფლა სხვების დიდი ოდენობით ფულად თანხებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ-----–------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა შ-----–------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (სამი ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ შ-----–------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებაა ის, რომ იგი ნასამართლევი არ არის, დაზარალებულ ნ-------------–---–ს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი თავს არიდებს დაზარალებულებისთვის: ე---------------–------ის, მ----------–ისა და ლ--–--------ისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით - ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელთა დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ შ-----–------------–---–ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, დანაშაულთა ერთობლიობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ-----–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ე---------------–------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 18 0-- (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით;
შ-----–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ----------–ის და ლ--–--------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 0-- (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
შ-----–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ-------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 0-- (ხუთ ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შ-----–------------–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე---------------–------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ----------–ის, ლ--–--------ის და ნ-------------–---–ის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ-----–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 18 0-- (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 04 დეკემბრის განჩინებით, შ-----–------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას შ-----–------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, ა---–----–-------ის საკუთრებაში არსებულ, თ------–-------------------------–-------–- მდებარე (საკადასტრო კოდით: 8-----------------------ვადრატულ მეტრ და (საკადასტრო კოდით: 8-------------------- კვადრატულ მეტრ უძრავ ქონებას.
მსჯავრდებულ შ-----–------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის - ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნათია გუდაძე