განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ვ------- ც--–------–-–---–-
ადვოკატი: გ------- ს------–---–-
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ჯ----– ე-–----
მამის სახელი: შ--–--
დაბადების თარიღი: 2---------–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: გ---–-----–----------–-----------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------------------–----------------------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 1----------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
ფაქტობრივი დაკავების დრო: 1----------–- 0--- საათი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ჯ----– ე-–----ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი: ჯ----– ე-–----ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით (03 ეპიზოდი).
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ჯ----– ე-–----მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,5017 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 07 ცალი ტაბლეტი, საიდანაც თბილისში, ა---–-------–----------------ში მდებარე ღამის კლუბ ,,ბ-----ში“ ლ---- ფ---–----–---–ზე უკანონოდ გაასაღა:
1. 2018 წლის 31 მარტს - 0,10-5 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 02 ცალი ტაბლეტი, 240 ლარად, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ-----–-----------------------------------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ.
2. 2018 წლის 14 აპრილს, 0,2292 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 03 ცალი ტაბლეტი 360 ლარად, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ-----–-----------------------------------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ.
3. 2018 წლის 28 აპრილს კი იმავე ღამის კლუბის შესასვლელთან 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 02 ცალი ტაბლეტი 240 ლარად, რაც ასევე იმავე დღეს იქნა ამოღებული შ-----–-----------------------------------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- ო-----------ემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 16 აპრილს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც:
1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ,,ლ---- ფ---–----–---–ისაგან ამოღებული ჯ----– ე-–----საგან შეძენილი“:
- 3 (სამი) ცალი მოყვითალო ფერის, ფიგურული ფორმის ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ფიგურული გამოსახულებით და მეორე ზედაპირზე ამოტვიფრული წარწერით: ,,WARNING PHARAON 240MG’’. საერთო წონით - 1, 508 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), წონით-0,2292 გრამს.
მოწმემ განმარტა, რომ საკვლევი ობიექტი წარდგენილი ქონდა ქაღალდის დალუქული პაკეტით. თითოეული აბიდან იქნა აღებული სინჯი, აპარატმა დაადგინა მისი თვისობრიობა და რაოდენობა. აბები დამზადებული იყო კუსტარული წესით, ანუ არ იყო ქარხნული წესით დამზადებული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- წ---–-----მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 31 მარტს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც:
1-2) 2018 წლის 31 მარტს ლ---- ფ---–----–---–ისაგან ამოღებული, ჯ----– ე-–----საგან შეძენილი, 2 (ორი) ცალი მოყვითალო, ფიგურული ფორმის, ამოტვიფრული ორნამენტებიანი ტაბლეტი, საერთო წონით -1,0034 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), წონით - 0,10-5 გრამს.
მოწმემ განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარედგინა დალუქული ქაღალდის ერთი პაკეტი, ლუქზე აღინიშნებოდა ხელმოწერები და ხელნაწერი წარწერა. კვლევისას წონიან პაკეტში მოთავსებული თითოეული აბიდან იღებენ ნიმუშს და ახდენენ თვისებრივ კვლევას, რის შემდეგაც ამზადებენ ნიმუშს ინსტრუმენტული კვლევისთვის. საკვლევად წარდგენილი ნარკოტიკის შემცველი აბები დამზადებული იყო კუსტარულად.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის:
- 2018 წლის 30 მარტის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად დ----------------------–მა გ------ თ----------–---მ ლ---- ფ---–----–---–ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა 300 ლარი, კერძოდ - 3 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ნომრებით: A---------, A---------, A---------.
- 2018 წლის 31 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, ლ---- ფ---–----–---–ისაგან ამოღებული იქნა 2 ცალი ღია მოყავისფრო ფერის ,,ფარაონის“ სახის ფორმის აბი.
- საქართველოს შ------------------------------------------------------------------ განყოფილების 2018 წლის 31 მარტის დასკვნის თანახმად: 2018 წლის 31 მარტს ლ---- ფ---–----–---–ისაგან ამოღებული, ჯ----– ე-–----საგან შეძენილი, 2 (ორი) ცალი მოყვითალო, ფიგურული ფორმის, ამოტვიფრული ორნამენტიანი ტაბლეტი, საერთო წონით - 1,0034 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), წონით - 0,10-5 გრამს.
- 2018 წლის 13 აპრილის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად დეტექტივ-გ-----------–-- ო-–------------–---მ ლ---- ფ---–----–---–ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა 400 ლარი, 3 ცალი 100 ლარიანი და 2 ცალი ორმოცდაათ ლარიანი კუპიურები. 100 ლარიანი კუპიურების ნომრები: A---------, A---------, A--------- და ორმოცდაათ ლარიანი კუპიურების ნომრები: A---------, A---------.
- 2018 წლის 14 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად ლ---- ფ---–----–---–ისაგან ამოღებული იქნა ჯ----– ე-–----საგან შეძენილი 3 ცალი აბი.
- საქართველოს შ-------------------------------------- დეპარტამენტის 2018 წლის 16 აპრილის დასკვნის თანახმად:
1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ,,ლ---- ფ---–----–---–ისაგან ამოღებული ჯ----– ე-–----საგან შეძენილი“: 3 (სამი) ცალი მოყვითალო ფერის, ფიგურული ფორმის ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ფიგურული გამოსახულებით და მეორე ზედაპირზე ამოტვიფრული წარწერით: ,,WARNING PHARAON 240MG’’. საერთო წონით - 1, 508 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), წონით - 0,2292 გრამს.
- 2018 წლის 28 აპრილის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად დ----------------------–მა გ------ თ----------–---, ლ---- ფ---–----–---–ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა 500 ლარი, კერძოდ - 5 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ნომრებით: G--------, G--------, G--------, G--------, G--------.
- 2018 წლის 28 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად ლ---- ფ---–----–---–ისაგან ამოღებული იქნა 2 ცალი მომწვანო ფერის სამკუთხედი ფორმის აბი.
- საქართველოს შ-------------------------------------- დეპარტამენტის 2018 წლის 1 მაისის დასკვნის თანახმად: ლ---- ფ---–----–---–ისაგან ამოღებული ჯ----– ე-–----საგან შეძენილი: - კუსტარული წესით დამზადებული, მომწვანო ფერის, ფიგურული ფორმის (ზედაპირზე შესაბამისად: შუაში ნაჭდევით და ფიგურული ამონატვიფრებით) 2 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,6186 შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 0, 1670 გრამის ოდენობით.
- ს----------------------–----------- მთავარი სამმართველოს 2018 წლის 1- მაისის N------ დასკვნის თანახმად, ჯ----– ე-–---- კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად კი დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.
- საქართველოს შ-------------------------------------- დეპარტამენტის 2018 წლის 20 აგვისტოს დასკვნის თანახმად:
1) ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილის მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება;
2) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერების გამოკვლევისას სპექტრული მაქსიმუმების თანხვედრა აშკარაა, რაც გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ სადავო და ეტალონური ფონოგრამები ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის თავსებადია დიქტორისათვის: ჯ----– ე-–-----ფონოგრამებში 140-741569wav; 140-749566wav; 140-749672wav; 1------------; 140-784582wav; 150-819953wav; 140-837909wav; 140-838065wav; 140-840731wav; 140-84200-wav; RecL_0001.avi (კონვერტი წარწერით 28.04.2018წ.).
გარდა აღნიშნულისა სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულებაზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამმტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
ამასთან, დასკვნითი და საბოლოო სიტყვის ეტაპზე ბრალდებულმა ჯ----– ე-–----მ თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
2018 წლის 30 მარტის, 2018 წლის 13 აპრილის და 2018 წლის 28 აპრილის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმებით, 2018 წლის 31 მარტის, 2018 წლის 14 აპრილის და 2018 წლის 28 აპრილის ლ---- ფ---–----–---–თან ჩატარებული ამოღების ოქმებით და შესაბამისად ამოღებულ აბებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე უდავოდ ცნობილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერისა და საკონტროლო შესყიდვის დროს განხორციელებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შედეგად მოპოვებული მასალების და შესაბამისი ჩანაწერების ექსპერტიზის დასკვნის ანალიზით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ჯ----– ე-–----მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით (03 ეპიზოდი).
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და მის გასაღებას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და გასაღებაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ასევე ნებისმიერ საშუალებით - მიყიდვა, ჩუქება და სხვა.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 1 გრამამდე ოდენობით ითვლება დიდ ოდენობად. შესაბამისად, დგინდება, რომ ჯ----– ე-–----ს მიერ უკანონოდ შეძენილი, შენახული და გასაღებული 0,5017 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) შემცველი ნივთიერება, მიეკუთვნება დიდ ოდენობას.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ჯ----– ე-–----მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-8 წლამდე ვადით. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით (03 ეპიზოდი), ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-14 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის ფაქტი, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ამასთან, სასამართლოსLOმიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, განსაკუთრებით გასაღების ნაწილში, მაღალი სოციალური საშიშროებისაა და ამ ტიპის დანაშაულთა შემდგომი პრევენცია მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. ჩადენილი დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლის და ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, ასევე ბრალის აღიარების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნეს მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი და ჯ----– ე-–----ს მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ----– ე-–---- (პ№6----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ჯ----– ე-–----ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ჯ----– ე-–----ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 1- მაისის, 0--- საათიდან.
ჯ----– ე-–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჯ----– ე-–----ს - როგორც ნარკოტიკული საქმიანობის გამსაღებელ პირს, 0-(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15(თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 2 ცალი დისკი, დისკზე არსებული ჯ----– ე-–----სთან ფარული საგამოძიებო მოქმედებების, საკონტროლო შესყიდვის დროს განხორციელებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, საკონტროლო შესყიდვის დროს განხორციელებული ფარული საგამოძიებო ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ასლი 2 ცალ დისკზე, 1 ცალი დისკი, დისკზე არსებული ჯ----– ე-–----ს ფოტოსურათები, ფარული საგამოძიებო მოქმედებები სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩანაწერი 1 ცალი დისკი, სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერების ასლი 1 ცალ დისკზე, 1ცალი დისკი, დისკზე არსებული ჯ----– ე-–----ს ხმის ნიმუშის ჩანაწერით, 1 ცალი დისკი, დისკზე არსებული ხმის ნიმუშის ჩანაწერით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
ჯ----– ე-–----ს ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
1 ცალი დისკი, დისკზე არსებული შპს ,, მ--------------“ გამოთხოვილი ინფორმაციების შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
2018 წლის 31 მარტს, 2018 წლის 14 აპრილს, 2018 წლის 28 აპრილს ჯ----– ე-–----სთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკული საშუალებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე