გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.02.2019
საქმის ნომერი
330210018002496191
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/17879-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 იანვარი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

 

მოსარჩელე - სს „ს----------–--------------"

წარმომადგენელი - ინ-----–-ა

 

მოპასუხე - ნ--------–-–---–ი

წარმომადგენელი - მ---------–---ე

 

მოპასუხე- თ--------------–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. ნ--------–-–---–ს და თ--------------–---–ს, სს „ს----------–--------------ს’ სასარგებლოდ, დაეკისროთ ზიანის 3676.70 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 24 თებერვალს, თ--------------–---–მა და ნ--------–-–---–მა, წინასწარ, შეთანხმებული გეგმით, შეაღწიეს ქ. თბილისი, ა---------ს ქუჩა # 1-ში მდებარე სს „ს----------–--------------“-ს ფილიალ მგზავრთა გადაყვანა“-ს თბილისის ვაგონების დეპოს ტერიტორიაზე, სადაც #1----- ელმავლის მაღალი ძაბვის აპარატურის განყოფილებაში ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს, რითაც სს „ს----------–--------------“-ს მიაყენეს ზიანი.

 

ნ--------–-–---–ი და თ--------------–---–ი ამ ქმედებისათვის ცნობლი იქნენ დამნაშავედ და განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელი, ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრათ 3000-3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ..

 

გამოძიების მიერ სს „ს----------–--------------"- სათვის მიყენებული ზიანი შეფასებული იქნა 516 ლარით. სს „ს----------–--------------“-ს მიაჩნია, რომ გამოძიების მიერ არასწორად იქნა შეფასებული მიყენებული ზიანი. მოსარჩელის განმარტებით, კომპანია შპს „ა--------–------ის“ დასკვნით ელმავლის ახალი ელექტროსადენების მთლიანი საბაზრო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 4192.70 ლარს, რაც გამოძიების მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ნ--------–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ა--------–------ის“ აუდიტორული დასკვნა შედგენილია ელმავლის მთლიანი მოცულობის ელექტრო სადენების საბაზრო ღირებულების მიხედვით და არა იმ ოდენობით რომლის ქურდობაც სცადეს მოპასუხეებმა. საგამოძიებო სამსახურის მიერ მიყენებული ზიანი გაანგარიშებულია 516 ლარით, რაც ანაზღაურებულია მსჯავრდებულების მიერ.

 

2.2. მოპასუხე თ--------------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლოს სხდომაზე ის მოსარჩელის მოთხოვნას არ დაეთანხმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 24 თებერვალს, თ--------------–---–მა და ნ--------–-–---–მა, წინასწარ, შეთანხმებული გეგმით, შეაღწიეს ქ. თბილისი, ა---------ს ქუჩა # 1-ში მდებარე სს „ს----------–--------------“-ს ფილიალ მგზავრთა გადაყვანა“-ს თბილისის ვაგონების დეპოს ტერიტორიაზე, სადაც #1----- ელმავლის მაღალი ძაბვის აპარატურის განყოფილებაში ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს, რითაც სს „ს----------–--------------“-ს მიაყენეს 516 ლარის ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი (ს.ფ.15 -18);

 

3.1.2. თ--------------–---–მა და ნ--------–-–---–მა, სს „ს----------–--------------“-ს 516 ლარი აუნაზღაურეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, დადგენილი არ არის.

 

სსსკ-ის მე-4 მუხლის დანაწესით, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არ ეთანხმება საგამოძიებო ორგანოს მიერ დადგენილ ოდენობას ზიანთან დაკავშირებით, დაადასტურა 516 ლარის ანაზღაურების ფაქტი და დამატებით მოითხოვა 3676.70 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად კი მიუთითა 2017 წლის 2 მარტის დამოუკიდებელი აუდიტორის, აუდიტორულ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც დაზიანებული ელმავლის ახალი ელექტრო სადენების მთლიანი საბაზრო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით, შეადგენს 4192.70 ლარს.

 

მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტის დასკვნის შემოწმება და შეფასება მტკიცების პროცესის აუცილებელი პირობაა. ექსპერტის დასკვნის უარყოფა ან გამოყენება მტკიცებულებად არ შეიძლება, თუ იგი არ იქნება შემოწმებული და შეფასებული 105-ე მუხლის შესაბამისად. ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში (იხ. სუს გადაწყვეტილება საქმეზე №1ას-633-966-07).

 

სასამართლომ ნ--------–-–---–ის და თ--------------–---–ის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობის დასადასტურებლად არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აუდიტორის დასკვნა: მოპასუხეებმა ნ--------–-–---–მა და თ--------------–---–მა განმარტეს, რომ მათ მიერ ელმავლიდან ამოღებული იქნა სულ 5-6 მეტრის სიგრძის კაბელი, რომელიც იქვე ამოღებული იქნა საგამოძიებო ორგანოს მიერ, რასაც ასევე ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-ს განაჩენიც (ს.ფ. 18, მტკიცებულებათა შესახებ). მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეთა ქმედებით მთლიანად იქნა დაზიანებული ელმავალი და მის აღდგენას ესაჭიროება მოთხოვილი თანხა, თუმცა წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნით შეფასებულია არა აღდგენითი სამუშაოების ღირებულება, არამედ დაზიანებული ელმავლის ახალი ელექტროსადენების მთლიანი საბაზრო ღირებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-აუდიტორული დასკვნა (ს.ფ.19-20).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992--ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ვალდებულება წარმოშობილია ზიანის მიყენების - დელიქტის საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დელიქტური ვალდებულება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

განსახილველ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ მიყენებული ზიანი გამოწვეულია მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად და უდავოა, რომ ნ--------–-–---–ი და თ--------------–---–ი წარმოადგენენ სს "ს----------–--------------"-სათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ პირს.

 

გადაწყვეტილების (3.1.1. 3.1.2.) ფაქტობრივი გარემოებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი შემთხვევის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 516 ლარს. რაც მოპასუხეთა მიერ ანაზღაურებულია. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება ვერ დაეკისრება.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს "ს----------–--------------"-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძე