გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/10578-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე
სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე
მოსარჩელე - შპს ,,პ------–-------------------------ო“
წარმომადგენელი - ნ-----------–-–---–ი
მოპასუხე - თ------------ა
დავის საგანი - დავალიანების გადახდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე თ------------ას მოსარჩელე შპს ,,პ------–-------------------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1329 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2015 წლის 30 დეკემბერს მოპასუხე თ------------ას ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს ,,ტ-----ს“ (ყოფილი ნ--------------ი) მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სესხი უნდა დაბრუნებულიყო სარგებელთან ერთად.
ხელშეკრულების პირობები განთავსებულია შპს ,,ტ-----ს“ ვებ-გვერდზე. სესხის ხელშეკრულების თანახმად, კი სარგებელი შეადგენს 129 ლარს. ხელშეკრულების 7.4 მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება დაფარვის 29/01/2016 წლის შემდგომი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმდინარე ძირი თანხისა და საკომისიოს 1.0%. ხელშეკრულების 4.6 მუხლის თანახმად, პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა, შემდეგ საკომისიო და ბოლოს ძირი თანხა. მოპასუხეს დაფარული აქვს პირგასამტეხლო 100 ლარი.
სარჩელის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით ელექტრონული პროგრამული გადათვლის შედეგად მოპასუხის დავალიანება შეადგენს 3038.62 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 1000 ლარი, საკომისიო 129 ლარი, პირგასამტეხლო (შემცირებული) 871 ლარი. პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა სესხის სრული დაფარვის ვადის გასვლის შემდეგი დღიდან - 30/01/2016 წლიდან დავალიანების ცნობის გაცემის თარიღამდე 06/02/2018 წლამდე.
მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ შპს ,,ნ-------------მა“ შეიცვალა სახელწოდება და ფიქსირდება, როგორც შპს ,,ტ-----“. დათმობის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ტ-----მ“ შპს ,,პ------–-------------------------ოს“ დაუთმო კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უფლება.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და მოითხოვა 200 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.(იხ. სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხის 1000 ლარის და საკომისიოს 129 ლარის ნაწილში ცნო. რაც შეეხება პირგასამტეხლოს თანხას, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხემ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს თანხა 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს, შესაბამისად, მას პირგასამტეხლოს თანხა არ უნდა დაეკისროს (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 30 დეკემბერს მოპასუხე თ------------ას ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს ,,ტ-----ს“ მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, სარგებელი შეადგენს 129 ლარს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სესხი უნდა დაბრუნებულიყო სარგებელთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-26);
- სესხის ხელშეკრულება #2-------- (ს.ფ. 27) .
3.1.2. მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა-ახსნა განმარტება;
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 28);
3.1.3. მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხის 1000 ლარის და საკომისიოს 129 ლარის დაკისრების ნაწილში. ამასთან მოპასუხემ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს თანხა 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს, შესაბამისად, მას პირგასამტეხლოს თანხა არ უნდა დაეკისროს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა-ახსნა განმარტება;
3.1.4. სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი დავალიანება შეადგენს 3038.62 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 1000 ლარი, საკომისიო 129 ლარი, ყოველდღიური ჯარიმა 1909.62 ლარი.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და მოითხოვა 200 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (იხ. სარჩელი. სხდომის ოქმი)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 28).
3.1.5. 2016 წლის 28 დეკემბრის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ტ-----მ“ შპს ,,პ------–-------------------------ოს“ დაუთმო კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უფლება თ------------ას მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი)
- შეთანხმება სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე (ს.ფ. 29);
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 30-35).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 416-417-ე, 420-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე თ------------ამ მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხის 1000 ლარის და საკომისიოს 129 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელე შპს ,,პ------–-------------------------ოს“ სარჩელი მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მხარეთა შორის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს იგი როგორც პროცენტული მაჩვენებლით, ასევე პირდაპირ თანხობრივად. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე თ------------ას,სასამართლოში სარჩელის წარმოდგენამდე, ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში, 100 ლარის ოდენობით შესრულებული აქვს, სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს მისთვის გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს თანხის დაკისრებას. შესაბამისად, სასამართლოს მიხედულებით, მოპასუხე თ------------ა სრულად უნდა გათავისუფლდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 200 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხე თე------------მ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი დავალიანების ძირი თანხის და საკომისიოს ნაწილში ცნო, ამასთან, მოსარჩელემ მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში 871 ლარიდან 200 ლარამდე შეამცირა. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ნაწილი 33.22 ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან, პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 16.78 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისთვის იურიდიული მომსახურების თანხის 100 ლარის დაკისრება. საქმეში წარმოდგენილია საგადასახადო დავალება #1--------, რომლის თანახმად, შპს ,,პ------–-------------------------ოს“ მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილია 100 ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე თ------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, დავის საგნის ღირებულების (დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით) 4%-ს ოდენობით, რაც შეადგენს 45.16 ლარს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე,49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,პ------–-------------------------ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. თ------------ას შპს ,,პ------–-------------------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 1000 ლარის გადახდა;
3. თ------------ას შპს ,,პ------–-------------------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის საკომისიოს - 129 ლარის გადახდა;
4. შპს ,,პ------–-------------------------ოს“ სარჩელი თ------------ას მიმართ პირგასამტეხლოს 200 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. თ------------ას შპს ,,პ------–-------------------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს, იურიდიული მომსახურების ხარჯის 45.16 ლარის ანაზღაურება.
5. შპს ,,პ------–-------------------------ოს“ დაუბრუნდეს, მის მიერ, 08/02/2018 წელს, #36 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ნაწილი 33.22 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე