გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5413-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26.1-.20-- წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - თე---------------------
წარმომადგენელი -ეკ--------------–---ა
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - თ--------–---–ი
მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-----–----------------’’
თავმჯდომარე -ხ----------------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 20-- წლის 1- ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 1------სტოს N------ გადაწყვეტილება;
1.3. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება თ---------- ფ---------ს მოთხოვნა ქ. თბილისში, ა-----–---------------------ში მდებარე N01.1-.-------001.01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული N1- ბინის მისი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მესამე პირის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა, მიუთითა, რომ თ---------- ფ---------ს ოჯახი ამ ბინაში ცხოვრობს ამ საცხოვრებელი სახლის აშენების მომენტიდან, არასდროს ბინის ფლობასთან დაკავშირებით დავა არ ყოფილა, მათ აღნიშნული ბინა მიიღეს, როგორც კოოპერატივის წევრებმა, სარჩელს მხარს უჭერს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 1--- წლის 03-------ბერს შედგა ს-----------–-----–-----------------------ის წევრთა საერთო კრება, სადაც გადაწყდა, რომ ა---- ფ-------ძე მიღებული უნდა ყოფილიყო ს-----------–-----–-----------------------ის წევრად. 1--- წლის 2- ივნისს შედგა ს-----------–-----–-----------------------ის წევრთა საერთო კრება, რომელზეც წევრები, მათ შორის ა. ფ---------- გაეცვნენ განაწილების საბოლოო პროექტს და დაადგინეს, რომ ა---- ფ-------ძეს ეკუთვნებოდა მ--- სართული, მარჯვნივ 5 ოთახიანი ბინა. ამავე კრებაზე გამგეობას და უფრ. ინჟინერს დაევალათ მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო ზომების მიღება.
ს-----------–-----–------ კოოპერატივის თავმჯდომარის 1--- წლის 2- თებერვლის N1- ცნობის მიხედვით ა---- ფ-------ძე არის ს-----------–-----–-----------------------ის წევრი. მასზე განკუთვნილია ერთი იზოლირებული ბინა მ--- სართულზე 5 ოთახიანის ფართი 9- კვ.მ. , თავისი დამხმარე სათავსოთი და სარდაფით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-1--- წლის 3-------ბრის საბინაო სა-–-----–------------------------ის წევრთა საერთო კრება N6 (ს.ფ. 163)
-1--- წლის 2- ივნისის საბინაო სა-–-----–------------------------ის წევრთა საერთო კრება N9--ს.ფ. 147-149)
-ს-----------–-----–------ კოოპერატივის თავმჯდომარის 1--- წლის 2- თებერვლის N1- ცნობა (ს.ფ. 1-2)
3.1.2 ს-----------–-----–---------------------- გამგეობის თავმჯდომარემ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ა---- ფ-------ძემ 1--- წლის 2- ივლისს მოახდინეს კოოპერატივის წევრის ა---- ფ---------ს მიერ კოოპერატივში ბინის მშენებლობაში შეტანილი თანხის საბოლოო დაზუსტება, სადაც გამოირკვა, რომ ა---- ფ-------ძეს შეტანილი აქვს კოოპერატივში მასზე განკუთვნილი ბინის ღირებულებაში ფულადი თანხა 7-000 ლარი და მიღებული აქვს შრომითი მონაწილეობა ოჯახის წევრების და სხვათა ჩათვლით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ს-----------–-----–------ კოოპერატივის 1--- წლის 2- ივლისის აქტი (ს.ფ. 164)
3.1.3. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, მის: ქ. თბილისი, ა-----------------------–----–------------ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში ბინა 1--ზე უფლების დამდგენი დოკუმენტი წარდგენილი არ არის, დამატებით განმცხადებელს ეცნობა, რომ არაპრივატიზირებული ფართი აღრიცხულია ს.ს კოოპერატივი N7--ის სახელზე, მასვე ეცნობა, რომ სააღრიცხვო მასალაში წარმოდგენილ რიგი უფლების დამდგენ დოკუმენტებში ბინის ნომრები მითითებული არ არის.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 ს---------ის NTT-----------03 გადაწყვეტილება (ს.ფ.1-6)
3.1.4. თბილისის ცენტრალურ არქივს 2014 წლის 2---------ოს განცადებით მიმართა თე---------------------მ და მოითხოვა პ------–- მაისის რაიონის (დ-------) 19------3 წლის აღმასკომის გადაწყვეტილების დამოწმებული ქსეროასლი და ბინის ორდერი, გაცემული მოქალაქე ა---- ფ--------- სახელზე: მისამართზე: ა-----–-----------------, ბინა N1-. 2014 წლის 10 ს--------რს ა---- ფ-------ძეს აცნობეს, რომ ქ. თბილისის პ------–- მაისის რაიონის აღმასკომის 19------3 წლების სხდომის ოქმებში გადაწყვეტილება მოქალაქე ა---- ფ---------ს საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების შესახებ არ არის დაცული. ქ. თბილისის პ------–- მაისის რაიონის აღმასკომის საბინაო განყოფილების მიერ 19------3 წლებში გაცემული ბინის მიღების ორდერები, თბილისის ცენტრალურ არქივში ცენტრალიზებულ დაცვაზე არ შესულა.
3.1.5. 201- წლის 2-------ს საქართველოს ნოტარიუსს თ----–- გ-------–---–ს მიმართა თე---------------------მ და მოითხოვა მემკვიდრეობის მოწმობის მიღება, მან წარადგინა ზემოაღნიშნული დოკუმენტები, კერძოდ; თ---------- ფ---------ს განცხადება რეგ. N1-0------, თ---------- ფ---------ს განცხადება რეგ. N14------2, ან-- ფ---------ს ქორწინების მოწმობა, თ---------- ფ---------ს დაბადების მოწმობა N-----------, ა---- ფ---------ს გარდაცვალების მოწმობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაც. გადაწყვეტილება: NTT-----------03, ცნობა საჯარო რეესტრიდან N1-----, ან-- ფ---------ს გარდაცვალების მოწმობა N011--------- სრს-ს მიერ გაც. გადაწყვეტილება N--------7---- საინფორმაციო ბარათი ა--------–--ლის, თ---------- ფ---------ს და ა---- ფ---------ს ბოლო რეგისტრაციის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება საქმე N2.-----16, საარქივო ცნობა AA------------08, გაც.სრს მიერ, საარქივო ცნობა AA-----------9- გაც. სრს მიერ.
სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ ვინაიდან თე---------------------მ ვერ წარადგინა ბინის ორდერი, შესაბამისად ვერ წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ N1- ბინა არის კ----------------’’-ის საკუთრება, თე---------------------ს უარი ეთქვა პაიზე სამკვიდრო მოწმობის და შესაბამისად ბინა N1--ზე საკუთრების მოწმობის მიღებაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება (ს.ფ. 162)
3.1.6. საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიის და პირადი ბარათის მიხედვით ა. ფ-------ძე 1--- წლიდან ირიცხება ელექტროენერგიის და გაზის აბონენტად ქ. თბილისში, ქ----------------------ში მდებარე ბინა N1--ში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 1-0-182)
-პირადი ბარათი (ს.ფ. 183-190)
3.1.7. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 201- წლის 3--------ბრის N1------- ინფორმაციის თანახმად, 2000 წლის 1- იანვარს გარდაცვლილი ა-----------------–-------–---–ის (ფ---------ს) დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა სამი ჩანაწერი შემდეგი სახით: 201- წლის 2-----ისს ნოტარიუს თ. გ-------–---–ი მიერ თ---------- ფ---------ს მიმართ გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება (რეესტრი N1--------); 201- წლის 2-------ს ნოტარიუს თ. გ-------–---–ის მიერ თ---------- ფ---------ს სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეესტრი N1-0------); 2014 წლის 2-------ტოს ნოტარიუს თ. გ-------–---–ის მიერ თ---------- ფ---------ს სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდროს მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება) რეესტრი N14------2).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 201- წლის 3--------ბრის N1------- ინფორმაცია (ს.ფ. 141-142)
3.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1------ის დადგენილების თანახმად, თ---------- ფ---------ს განცხადება დაკმაყოფილდა; დადგენილ იქნა ან-- ფ---------ს (გარდაცვლილი 1-.01.---- წელს, გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N4--- მიერ მეუღლის -ა---- ფ---------ს (გარდაცვლილი 1-.10.19-- წელს, გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N8--) მემკვიდრეობის მიღების ფაქტი; დადგენილ იქნა თ---------- ფ---------ს (დაბადებული 1-.07.1--2 წელს, თბილისში, პირადი N0-----21-27) მიერ დედის-ან-- ფ---------ს (გარდაცვლილი 1-.01.---- წელს, გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N4--- მემკვიდრეობის მიღების ფაქტი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1------ის დადგენილება (ს.ფ. 143)
3.1.9. დადგენილია, რომ ა---- ფ-------ძე და ან-- მ----–ვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 19-8 წლის 5 ივლისიდან, ა---- ფ-------ძე გარდაიცვალა 19-- წლის 1- ოქტომბერს, ხოლო ან-- მ----–ვილი 2000 წლის 1- იანვარს. თე--------------------- არის ა---- ფ-------ძე და ან-- მ----–ვილის შვილი და პ------–- რიგის მემკვიდრე. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მომწმობის თანახმად, თე--------------------- არის 2000 წლის 1- იანვარს გარდაცვლილი ან-- ფ---------ს კანონისმიერი მემკვიდრე. 2000 წლის 1- იანვარს გარდაცვლილმა ან-- ჯ-------ძემ მიიღო, მაგრამ ვერ მოასწრო გადაფორმება 19-- წელს გარდაცვლილი მეუღლის ა---- ფ---------ს სამკვიდრო ქონების. თ------აზ ფ-------ძემ, როგორც პ------–- რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება დაუფლების ფაქტით, რომელიც არის მოძრავი ქონება, თავისი აქტივებითა და პასივებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-გარდაცვალების მოწმობა N0-----1-199--ს.ფ. 146)
-ქორწინების მოწმობა N0----0--59- (ს.ფ. 1-0)
3.1.10. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2011 წლს 5------ის N1 საერთო კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის სახელწოდებად შერჩეულ იქნა ა-----–----------ნის ქ------ ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ხ----------------–---–ი, რომელსაც გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა 201- წლის 3--------–ის საერთო სხდომის ოქმი N1-ის საფუძველზე 5 წლის ვადით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2011 წლს 5------ის N1 საერთო კრების ოქმი (74-77)
-ქალაქ თბილისის მუნიციპალტეტის მერიის დ------ის რაიონის გამგეობის 20-- წლის 2-------ბრის N32-0---32-22-9 ცნობა (ს.ფ. 131)
-ბინათმესაკუთრეთა მხანაგბი 201- წლის 3--------–ის საერთო კრების ოქმი N1 (ს.ფ. 132-135)
-სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1----------ს.ფ. 1-8-160)
-გარდაცვალების მოწმობა N0-----1-1-8 (ს.ფ. 1-1)
3.1.11. 20-- წლის 2- მაისს, 1-2.2- კვ.მ. ფართობის მქონე ბინა N1-, მდებარე ქ. თბილისში, ა-----–---------------------ში, საჯარო რეესტრში აღირიცხა ს-----------–-----–----------------------ის უფლებამონაცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-----–-----------------ის’’ საკუთრების უფლებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 1--16)
-,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-----–----------ნის 7-’’-ზე რიცხული არაპრივატიზებული ფართის (ბინის) ამანაგობის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ’’ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-----–-----------------ის’’ საერთო კრების ოქმი N4, შიდა აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 64-65)
3.1.1-. 20-- წლის 1-----–ისს დაიდო უძრავ ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-----–-----------------სა’’ და თე---------------------ს შორის, ამ ხელშეკრულების საფუძველზე ა-----–-----------------მა გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე ქ. თბილისში, ქ----------------------ში მდებარე ბინა N1- თე---------------------ს. მოცემული ხელშეკრულება დადასტურებულია მყიდველის თ---------- ფ---------ს და გამყიდველის ბმა ,,ა-----–----------------’’-ის თავმჯდომარის ხ----------------–---–ის ხელმოწერებით. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებულია სანოტარო წესით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, 10.07.20--წ. (ს.ფ. 54-55)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
3.1.13. 20-- წლის 1-----–ისს თეიმურა ფ-------ძემ N8----------- განცხდებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და გარიგების საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისი, ქ-----------------------–----------- ბინა 1--ზე (N01.1-.-------001,01.0--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-განცხადება N8----------- (ს.ფ. 1-)
3.1.14. 20-- წლის 1- ივლისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N8-------------- და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სარეგისტრაციო ბინაზე თ---------- ფ---------ს საკუთრების უფლება ვერ დარეგისტრირდა, შესაბამისად, დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა და წარსადგენი იყო უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, ნოტარიუსი მიერ გაცემული საკუთრების მოწმობა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 20-- წლის 1- ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 57)
3.1.1-. მოპასუხის 20-- წლის 1- აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების აღმოფხვრისათვის საჭირო დოკუმენტი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 20-- წლის 1- აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილება (ს.ფ. 59)
3.1.16. ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 20-- წლის 1- ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება 20-- წლის 1- ივლისის ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 20-- წლის 1------სტოს N------ გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, ქ. თბილისის ქ----------------------ში მდებარე ბინა N1--ზე (N01.1-.-------001.01.0--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოსარჩელის სახელზე ვერ მოხდებოდა, ვინაიდან საჭირო იყო ნოტარიუსის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 1------სტოს N------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 90-94)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ---------- ფ---------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ’’ ინსტრუქცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პ------–- ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 20-- წლის 1- ივლისის N8-------------- და ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 1------სტოს N------ გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პ------–- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
ამავე კანონის მე-8 მუხლის პ------–- პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პ------–- ნაწილის მიხედვით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „ლ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტები კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, ვინაიდან კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს, რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 55-ე მუხლის პ------–- პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს საკუთრების მოწმობას ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (ყოფილ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ იმ ბინებზე, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 199- წლის 5 ივლისის №5-- დადგენილების შესაბამისად საკუთრებაში გადაეცათ ამ ბინების მფლობელებს და რომლებიც ამ ინსტრუქციის ძალაში შესვლამდე არ არის აღრიცხული ამ ბინების მფლობელთა საკუთრებაში. ამავე მუხლის მ--- პუნქტის 'ა' ქვეპუნქტის თანახმად, განმცხადებელი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს: ბინაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ბინის ორდერი ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მეპაიე-წევრად ცნობის შესახებ, ან სამკვიდრო მოწმობა, ან სასამართლოს გადაწყვეტილება, ან სხვა აქტი, რომელიც გაცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და რომელიც ადასტურებს უფლებას ბინაზე).
საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი განასხვავებდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდისა და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლებში საბინაო უზრუნველყოფის წესს. განსხვავებით სახელმწიფო საბინაო ფონდისა, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ფონდის მართვას ახორციელებდა კოოპერატივის წესდებით განსაზღვრული მმართველობის ორგანო. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი მოქმედებდა წესდების საფუძველზე. წესდება მიიღებოდა კოოპერატივში შემსვლელ მოქალაქეთა საერთო კრების მიერ. რაც შეეხება წევრებს, კოოპერატივის წევრებად მოქალაქენი ითვლებოდნენ სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ წესდების რეგისტრაციის დროიდან, ხოლო მოქმედ კოოპერატივში მიღებული მოქალაქენი მის წევრებად ითვლებიან სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ კოოპერატივის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილების დამტკიცების დღიდან. საბინაო კოდექსის 1-8-ე მუხლის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრად მიღებულ პირს კოოპერატივის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელიც დამტკიცებული სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, ეძლევა ერთი ან რამდენიმე ოთახიანი ბინა ოჯახის წევრთა რაოდენობის, მისი საპაიო შენატანი თანხისა და საცხოვრებელი ფართობის ზღვრული ოდენობის შესაბამისად, რაც გათვალისწინებულია საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდებით. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლის ბინებში ჩასახლება ხდება სახალხო დეპუტატთა რაიონული საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაცემული ორდერების საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებულია, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ბინის განაწილება, ისევე როგორც მეპაიე წევრის მიღება წარმოადგენდა კოოპერატივის საერთო კრების უფლებამოსილებას. სახალხო დეპუტატთა რაიონული საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი ორდერის გაცემით ადასტურებდა მხოლოდ პირის უფლებას, დაეკავებინა კონკრეტული ბინა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო ორდერის გაცემით პირის უფლება კოოპერატიულ ბინაზე დაედასტურებინა, ამგვარი დოკუმენტი ადასტურებდა მხოლოდ ბინის საცხოვრებლად ვარგისიანობის ფაქტს, აგრეთვე იმას, რომ შესასახლებელ პირს სხვა საცხოვრებელი სადგომი დაკავებული არ ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორდერი წარმოადგენდა ბინაში შესახლების საფუძველს და მის გარეშე პირი საცხოვრებელ სადგომს ვერ დაიკავებდა.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, მის: ქ. თბილისი, ა-----------------------–----–------------ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში ბინა N1--ზე უფლების დამდგენი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის, ცენტრალურ არქივში ქ. თბილისის პ------–- მაისის რაიონის აღმასკომის 19------3 წლების სხდომის ოქმებში გადაწყვეტილება მოქალაქე ა---- ფ---------ს საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების შესახებ არ არის დაცული. ქ. თბილისის პ------–- მაისის რაიონის აღმასკომის საბინაო განყოფილების მიერ 19------3 წლებში გაცემული ბინის მიღების ორდერები, თბილისის ცენტრალურ არქივში ცენტრალიზებულ დაცვაზე არ შესულა. თუმცა ა---- ფ---------ს ოჯახი თბილისში, ა-----–---------------------ში N1- ბინას დაუფლებულია მისი აშენების მომენტიდან. აღნიშნული ფლობის ფაქტი დადასტურებულია, რაც მხარეებს მოცემული დავის ფარგლებში სადავოდ არ გაუხდიათ. საქმეში ასევე წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ თავის დროზე თ---------- ფ---------ს აღნიშნულ ბინაში შესახლების ფაქტი სადავოდ გახადა კოოპერატივის რომელიმე წევრმა, საერთო კრებამ ან ადმინისტრაციულმა ორგანომ. ამ უკანასკნელთ უფლება ჰქონდათ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დაუცველად შესახლებული პირის ბინიდან გამოსახლების თაობაზე მიემართათ სასამართლოსათვის.
ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თ---------- ფ---------ს ოჯახი დღემდე ფლობს და სარგებლობს აღნიშნული ბინით, რასაც ადასტურებენ აღნიშნულ მისამართზე არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები.
დღეის მდგომარეობით საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით დადგენილია, რომ 1-2.2- კვ.მ. ფართობის მქონე N1- ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ა-----–---------------------ში, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-----–-----------------ის’’ საკუთრების უფლება. ამასთან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა გამოხატავს ნებას მოსარჩელეს გადასცეს მის საკუთრებაში რეგისტრირებულ ბინაზე საკუთრების უფლება. საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ თე---------------------მ ნოტარიუსს ვერ წარუდგინა ბინის ორდერი, შესაბამისად ვერ წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ N1- ბინა არის კ----------------’’-ის საკუთრება, რის გამოც ნოტარიუსის მიერ თე---------------------ს უარი ეთქვა პაიზე სამკვიდრო მოწმობის და შესაბამისად ბინა N1--ზე საკუთრების მოწმობის მიღებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი დოკუმენტების ურთიერთშეჯერება და შეფასება საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა ემსჯელა თ---------- ფ---------ს მიერ წარდგენილ განცხადებაზე სხვა სამართლებრივი მოცემულობის ფარგლებში.
საქმეში წარმოდგენილია 20-- წლის 1-----–ისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-----–-----------------ის’’ თავმჯდომარე ხ----------------–---–ი გამოხატავს ნებას ამხანაგობის საკუთრებაში არსებული კერძო საკუთრება გასხვისდეს იმ კონკრეტულ მობინადრეზე, რომელიც ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე ცხოვრობს და სარგებლობს ზემოაღნიშნული უძრავი ქონებით.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის პ------–- მუხლის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს. მოცემული კანონის მე-3 მუხლი გვაძლევს ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინთა განმარტებებს, კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება; ბინა მრავალბინიან სახლში არის მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის.
მოცემული კანონი ინდივიდუალური საკუთრებას განმარტავს, როგორც ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებას, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი იმ ნაწილებს, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.).
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პ------–- პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებას, მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით ეყრდნობოდა უძრავი ნივთის ნასყიდობის 20-- წლის 1-----–ისის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს, როგორც ,,მყიდველს’’ საკუთრების უფლებით გადაეცემა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ 1-2.2- კვ.მ. ფართობის მქონე ბინა N1-, მდებარე ქ. თბილისი, ა-----–---------------------ში საკადასტრო კოდი: 02.13.07.011.0---01.01-, მყიდველის მიერ ,,გამყიდველისათვის’’ გადახდილი ბინის ღირებულების ერთი ლარის სანაცვლოდ, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ,,მყიდველის’’ მიერ სრულად არის გადახდილი.
ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა შეისწავლოს წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესაბამისობა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის’’ დებულებებთან. მოცემული დანაწესებისა და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით მოპასუხემ უნდა განახორციელოს სარეგისტრაციო წარმოება და კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ---------- ფ---------ს განცხადებასთან დაკავშირებით. სასამართლო მითითებულ მუხლზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ვინაიდან სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 20-- წლის 1- ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების შესახებ.
6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 1-8-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომ ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ, როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის, მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ისე უთხრა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოუკვლევია ზემოთ მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ არის მიჩნეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემული ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 1------სტოს N------ გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია თე---------------------ს აუნაზღაუროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პ------–- მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-13, 32.4-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 2-3-2-4-ე, 2-8-2-9-ე, 2-7-ე და 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 1------სტოს N------ გადაწყვეტილება;
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 20-- წლის 1- ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა თეიმურა ფ---------ს 20-- წლის 1-----–ისის N8----------- განცხადებასთან დაკავშირებით;
3. მოპასუხე-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა). სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-1- კმ) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი