გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.01.2019
საქმის ნომერი
330310018002711396
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6990-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ-------------ა

წარმომადგენელი - რ---–---------–---ე

 

მოპასუხე - მოპასუხე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

წარმომადგენელი - ე---–----------–---–ია

 

დავის საგანი - შრომითი სტაჟის დადგენა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

აღიარებული (დადგენილი) იქნეს, 1985 წლის 20 აგვისტოდან 1993 წლის 20 სექტემბერამდე ქ-----–-- ს---------------–-- პ----------- (თ---------–------–---–---- პ---------- ნ-------------ას მუშაობის ფაქტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ა--------------------------------------–------------–--------------–----------------------- წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არქივის არარსებობის გამო სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დაადასტუროს ან უარყოს ის გარემოება, რომ ნ-------------ა ნამდვილად მუშაობდა 1985-1993 წლებში გ--–--------------- ს---------------–-–- თ---------–------–---–---- პ-----------.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2018 წლის 9 ოქტომბერს, ა--------------------------------------–------------–--------------–----------------------- N------- განცხადებით მიმართა ნ-------------ას წარმომადგენელმა რ---–---------–---ემ და მოითხოვა ნ-------------ას (დაბადებული - 2--0--1---) 1980-1981 წლებში ქ-----–-- ს---------------–-–- მ-------–------–--------–---------–--- და 1985-1993 წლებში გ--–--------------- მ-------–----------–-–- თ---------–------–---–---- პ----------- მუშაობის პერიოდის შრომითი სტაჟის აღდგენა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მ-----–-------–--------–---–-ს 2018 წლის 10 ოქტომბრის M-------------- წერილით, ნ-------------ას წარმომადგენელს - რ---–---------–---ეს მისი 2018 წლის 9 ოქტომბრის N------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ არქივის არარსებობის გამო სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედასტურებინა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, კერძოდ, ის გარემოება, რომ ნ-------------ა ნამდვილად მუშაობდა 1980-1981 წლებში ქ-----–-- ს---------------–-–- მ-------–------–--------–---------–--- და 1985-1993 წლებში გ--–--------------- მ-------–----------–-–- თ---------–------–---–---- პ-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მ-----–-------–--------–---–-ს 2018 წლის 10 ოქტომბრის M-------------- წერილი.

 

3.2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის ს-----------–--------------ს 2018 წლის 16 ოქტომბრის N--------- წერილით, ნ-------------ას წარმომადგენელს - რ---–---------–---ეს მისი 2018 წლის 16 ოქტომბრის N--------- წერილობითი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთში განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის ევაკუირება ვერ მოხერხდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეცა ცნობა გ--–-- მ-------–----------–-–- 1981 წლიდან 1993 წლამდე ნ-------------ას პ----------- მუშაობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის ს-----------–--------------ს 2018 წლის 16 ოქტომბრის N--------- წერილი.

 

3.3. შრომის წიგნაკის თანახმად, ნ-------------ა 1980 წლის 4 დეკემბერს დანიშნულია მ-----–---- ხ--–---------–--- ა-----------------------------------------–-------------------------------–----–--------–--- ს---------------–-–- (სკოლის დ-----------ი, ბრძანება N--- 3.12.1989წ. ს------------–-); 1981 წლის 29 ივლისს გარიცხულია მ--------–-------- ინსტიტუტის დამთავრებასთან დაკავშირებით (კგ. უფროსი, ბრძანება N-----, 18.06.1985წ.) 1985 წლის 20 აგვისტოს დანიშნულია თ---------–------–---–------------–---ს მ--–---–---–--- გ--–----- ს---------------–-–- (კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, ბრძანება N----

 

საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა პირმა - მ-----------------–---–მა სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ამჟამად მუშაობს ა--------------------------------------–------------–--------------–----------------------- დაქვემდებარებაში არსებულ ა---–-----------–--–-------- დ-----------ად. გ--–----- ს---------------–-–- მუშაობდა 1875 წლიდან, 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბრამდე, ს----–------–---------–---------------------------. მოწმის განმარტებით, ნ-------------ამ გ--–----- ს---------------–-–- მუშაობა დაიწყო 1980 წლიდან. ნ-------------ას სამსახურის დატოვება მოუხდა 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, აფხაზეთში განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად. მოწმის განმარტებით, სკოლას თავდაპირველად ეწოდა ს----------------------------–-------------------------------–------------------–-- ხოლო შემდეგ - N- ს---------------–-. მოწმის განმარტებით, 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დატოვეს ქ-----–-- ზუსტი რიცხვი არ ახსოვს. მამანდე, ნ------------- ასრულებდა თავის მოვალეობებს და იყო თეორიული საგნების პ---------- ატარებდა მოსწავლეებთან ჯგუფურ მეცადინეობას.

 

საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა მ-----–-----მ სასამართლოს განუმარტა, რომ 1975 წლიდან მუშაობდა ქ-----–-- ს----------------------------–-------------------------------– ს---------------–-–-, ბ------–------ თანამდებობაზე. შემდგომში ს---------------–-ს ეწოდა N- მ-------–-----------–-. სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა 1993 წლის აფხაზეთის ცნობილ მოვლენებამდე, ვიდრე აფხაზეთის დატოვება არ მოუწია. ნ-------------ა იყო მისი თანამშრომელი, კერძოდ, ფ-------------- პ---------- რომელიც სამსახურში მ-----–-----ს შემდეგ მივიდა და 1993 წლის მოვლენებამდე მუშაობდა. მოწმის განმარტებით, ნ-------------ა ძალიან კარგი პ--------- იყო.

 

მოწმეებმა - მ-----------------–---–მა და მ-----–-----მ განმარტეს, რომ მათი სამსახურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ქ-----–----- წამოღება ვერ მოხერხდა იმ მიზეზის გამო, რომ იძულებით და მოულოდნელად მოუწიათ აფხაზეთის დატოვება. ამასთან, მ-----------------–---–მა განმარტა, რომ მოგვიანებით მან შეძლო ნამსახურობასთან დაკავშირებული დოკუმენტების აღდგენა, ხოლო მ-----–-----მ განმარტა, რომ მას ნამსახურობასთან დაკავშირებული დოკუმენტები დღემდე არ აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმეთა ჩვენება (იხ. 2019 წლის 24 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24 მუხლების საფუძველზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი არის ის, რომ დადგინდეს მისი შრომის სტაჟი, რათა მოაწესრიგოს პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა წინაპირობა შრომის სტაჟის დადგენაა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად კი წერილობითი მტკიცებულება როგორც წესი წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით ან თავის ინიციატივით შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარდგენიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს შეუძლებელია. საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტის - შრომის წიგნაკის თანახმად, ნ-------------ა 1980 წლის 4 დეკემბერს დანიშნულია მ-----–---- ხ--–---------–--- ა-----------------------------------------–-------------------------------–----–--------–--- ს---------------–-–- (სკოლის დ-----------ი, ბრძანება N--- 3.12.1989წ. ს------------–-); 1981 წლის 29 ივლისს გარიცხულია მ--------–-------- ინსტიტუტის დამთავრებასთან დაკავშირებით (კგ. უფროსი, ბრძანება N-----, 18.06.1985წ.) 1985 წლის 20 აგვისტოს დანიშნულია თ---------–------–---–------------–---ს მ--–---–---–--- გ--–----- ს---------------–-–- (კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, ბრძანება N----

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით (რომლებიც გაფრთხილებული იქნენ სასამართლოს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, თავის არიდების ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისგებლობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით) დასტურდება, რომ მოსარჩელე მის მიერ მითითებულ პერიოდებში - 1985 წლის 20 აგვისტოდან 1993 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში ნამდვილად მუშაობდა გ--–----- ს---------------–-–- თ---------–------–---–---- კ-–---- მ--–---–---–---.

 

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეაფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის ,,ა” და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 25-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნ-------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დადგინდეს, რომ ნ-------------- 1985 წლის 20 აგვისტოდან 1993 წლის 20 სექტემბერამდე მუშობდა გ--–----- ს---------------–-- პ----------- (თ---------–------–---–---- პ-----------

 

3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე