გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2018
საქმის ნომერი
030210117002206677
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
31.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030210117002206677

N 2/1252-2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 დეკემბერი 2018 წელი ქ. ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

 

მოსარჩელე ზ------ ბ-----

წარმომადგენელი მ---- დ----------

 

მოპასუხეები მ------ ჭ-----------

წარმომადგენელი მ--- გ----–--ე

 

ნ--------–- ჭ----

წარმომადგენელი მ--- მ-----

 

მესამე პირები ნოტარიუსი მ----- ჯ----

წარმომადგენელი ლ---- ა-----ე

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი თ---------- ხ-------ი

 

დავის საგანი ნოტარიუსის მოქმედების ბათილად ცნობა, უკანონო

მფლობელობის შეწყვეტა, პირთა გამოსახლება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 25.06.2015 წლის N1506700404 ნოტარიუს ზ----- კ------–--ს მიერ დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და მასზე 07.11.2017 წ. N171303054 ნოტარიუს მ----- ჯ----ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

 

1.2. უკანონო მფლობელობის შეწყვეტა და ქ.ფ----–-- გ-------–-ს ქ.N-------ში მ------ ჭ----------ის და მასთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლება.

 

მოსარჩელეს პოზიცია:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მ------ ჭ----------ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ბინაზე, მდებარე: ქ.ფ------ გ-------–-ს ქ. N-------ში. ამავე გადაწყვეტილებით ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გაეცა მასზე (ზ------ ბ-----ზე) საკუთრების უფლების მოწმობა. ხსენებული მოწმობა წარადგინა საჯარო რეესტრში, რათა მოეხდინა ქონების რეგისტრაცია, მაგრამ რამდენიმეჯერ შეჩერდა წარმოება იმის გამო, რომ აღნიშნულ ქონებას ედო იპოთეკა. იგი იძულებული გახდა მიემართა სარეგისტრაციო სამსახურისათვის დაერეგისტრირებინათ მის სახელზე იპოთეკა, რათა შემდეგ შეძლებოდა ედავა აღნიშნული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე. მის მიერ მოპოვებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად დაიწყო სააღსრულებო წარმოება. გამოირკვა, რომ არაუფლებამოსილმა პირმა დაადო იპოთეკა აღნიშნულ ქონებას. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის უკანონო ქმედების საფუძველზე მ------ ჭ-----------მ დაირეგისტრირა სადავო ქონება, იცოდა რა, რომ ის არ იყო კეთილსინდისიერი შემძენი, აღნიშნულ ქონებაზე დაარეგისტრირა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 2015 წლის 25 ივნისს. მაშინ, როდესაც მხარემ გაიგო, რომ მან (ზ-ბ-----მ) მიმართა მერიას ქონების პრივატიზაციის მოთხოვნით 2015 წლის 23 ივნისს. მერიამ 2015 წლის 01 ივლისს N459 ბრძანებით მას უარი უთხრა ქონების პრივატიზებაზე, ანუ მხარისთვის ცნობილი იყო, რომ ის დაობდა ქონების საკუთრებაზე და მოახდინა ამ ქონებაზე მოჩვენებითი ხელშეკრულების - იპოთეკის ხელშეკრულების დარეგისტრირება. იპოთეკის ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო სასყიდლის ანუ პროცენტის გარეშე 20 თვის ვადით, რაც არარეალურია. მხარემ არ მოითხოვა და არ დაიწყო იძულებითი აღსრულება თებერვლის თვეში, როცა ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, სანამ სადავო იყო საქმე სასამართლოში, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს დავა ქონებაზე, რაც მან მოახდინა ქონების მის სახელზე რეგისტრაცია. იპოთეკის ხელშეკრულების იძულებით აღსრულებას ხელს არანაირად არ შეუშლიდა ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღა. მათ მას შემდეგ დაიწყეს აღსრულება, რაც მან დაირეგისტრირა ქონება და სააღსრულებო ფურცელიც აიღო წარმომადგენელმა რ---- ბ---------–---–მა, რომელმაც მოუწესრიგა მ------ ჭ-----------ს პრივატიზაციის საქმე ფოთის მერიაში, ანუ რ---- ბ---------–---–ი პროცესზე გამოდის ორივე მხარის, მისი შვილის ი----- ბ-----ს, მ------ ჭ----------ის და ბოლოს ჭ----ს წარმომადგენელი. ამდენად, მხარისათვის ყველა შემთხვევა ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მიმდინარეობდა დავა და გარიგება არის მოჩვენებითი, საცილო გარიგება. მხოლოდ რეესტრის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ხოლო გარიგება შედგა მინდობილ პირთან და არა მესაკუთრესთან, ამიტომ მინდობილობის მიმართ არ არსებობს უტყუარობის პრეზუმფცია, ძველი მესაკუთრე არის არაკეთილსინდისიერი, ხოლო ის, როგორც ახალი მესაკუთრე არ არის ხელშეკრულების მხარე, ძველ მესაკუთრეზე საკუთრება იპოთეკის საგანზე გაუქმდა, მას კი რაიმე ვალდებულება იპოთეკის მიმართ არ გააჩნია.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

მოპასუხე ნ--------–- ჭ---- სარჩელს არ ეთანხმება, რადგან 2015 წლის 25 ივნისს N1506700404 ნოტარიუს ზ----- კ------–--ს მიერ დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება და ნოტარიუს მ----- ჯ----ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი არის კანონშესაბამისი, ნოტარიუსს იპოთეკის ხელშეკრულების გაცემისას არ დაურღვევია კანონი და კანონის სრული დაცვით მოხდა იპოთეკის გაფორმება. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს მისი, როგორც იპოთეკის კანონიერი ინტერესების დარღვევას და მის მიერ გარანტიით გაცემული იპოთეკის თანხა დაიკარგება. მასა და მ------ ჭ-----------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება და არანაირ სხვა ქვეგარიგებას ადგილი არ ქონია.

 

მისი თანხა უნდა იქნას გასტუმრებული, ხოლო სააღსრულებო წარმოება დასრულებული და აღსრულებული.

 

მოპასუხე მ------ ჭ-----------მ განმარტა, ვინაიდან 25.06.2015 წ. N1506700404 ნოტარიუს ზ----- კ------–--ს მიერ დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება და მასზე მ----- ჯ----ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი არის კანონშესაბამისი და ნოტარიუსს იპოთეკის ხელშეკრულების გაცემისას არ დაურღვევია კანონი, კანონის სრული დაცვით მოხდა იპოთეკის გაფორმება და მოხდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს მოქალაქის ინტერესების დარღვევას და მის მიერ გარანტიით გაცემული იპოთეკის თანხა დაიკარგება. მასსა და ნ--------–- ჭ----ს შორის რეალურად არსებობს იპოთეკის ხელშეკრულება მისი და ოჯახის ბინიდან გამოსახლება გამოიწვევს ქუჩაში ოჯახის დარჩენას, როცა დანგრეული ბინა გააკეთილშობილა და დაახარჯა იმაზე მეტი, ვიდრე ბინა ღირდა.

 

მესამე პირის ნოტარიუს მ----- ჯ----ს წარმომადგენლის განმარტებით, მ----- ჯ----ს მიერ 2017 წლის 07 ნოემბერს N171303054, გაიცა სააღსრულებო ფურცელი ზ------ი ბ-----ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.ფ------ გ-------–-ს ქ.N---, ბ------. სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი იყო კრედიტორის განცხადება და 2015 წლის 25 ივნისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, დამოწმებული ნოტარიუს ზ----- კ------–--ს მიერ N1506700404. სააღსრულებო ფურცელი გაცემულია საქართველოს სკ-ის 302-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნოტარიატის შესახებ’’ მე-40 მუხლის და ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ’’ ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად.

 

ზ------ ბ-----ს მიერ სარჩელში მოთითებული პირობები და მოლაპარაკებები მხარეებს შორის ნოტარიუსისთვის ვერ იქნებოდა ცნობილი.

 

მესამე პირის - სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღმასრულებელმა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განახორციელა მოქმედებები, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ------ ბ-----ს და მისი წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი: - ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 01 ივლისის N459 ბრძანება ზ------ ბ-----ს ქ.ფ----–-- 9-------–---------ზე N----ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე - დაევალა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას გამოეცა ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ბინის, მდებარე: ქ.ფ------ 9-------–---------ი N--- ზ------ ბ-----ზე უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

 

- ბათილად იქნა ცნობილი: - თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის 2013 წლის 24 იანვრის N18 ბრძანება და საკუთრების უფლება N936 მოწმობა მ------ ჭ-----------ზე, ბინაზე, მდებარე: ქ.ფ------ გ-------–-ს ქ. N------.

 

- დაევალა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი და გასცეს ზ------ ბ-----ზე, ბინაზე, მდებარე: ქ.ფ------ გ-------–-ს ქ. N------, საკუთრების უფლების მოწმობა.

 

3.1.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 10.08.2015 წლის N561 ბრძანება, რომლითაც ზ------ ბ-----ს უარი ეთქვა 20.07.2015 წლის განცხადების დაკმაყოფილებაზე, სადაც მოითხოვდა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2013 წლის 24 იანვრის N18 ბრძანების, მოქალაქე მ------ ჭ----------ისათვის მის კანონიერ სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ’’ გაუქმებას და ქ.ფ----–-- გ-------–-ს ქ. N-------ში მდებარე საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების მინიჭებას.

 

3.2.2. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 23.06.2015 წლის N424 ბრძანება, რომლითაც მოქალაქე ი----- ბ-----ს ქ.ფ----–-- 9-------–---------ზე N----ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა, რამეთუ ამ უკანასკნელმა ვერ წარმოადგინა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

3.2.3. სანოტარო აქტი, 2015 წლის 25 ივნისის, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკარი - გამსხვისებელი - ნ--------–- ჭ---- (პ/ნ 6----------), მესაკუთრე - მსესხებელი - მ------ ჭ----------- (პ/ნ 6----------) წარმომადგენლის თ-----ი ჭ----------ის სახით პ/ნ 5----------.

 

ნ--------–- ჭ----მ და თ----- ჭ-----------მ მოითხოვეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შედგენა და მისი სანოტარო წესით დადასტურება.

 

იპოთეკის საგანს შეადგენს, მ------ ჭ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქ.ფ------ გ-------–-ს ქ.N----ში, მდებარე 4261 კვ.მ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერში, მომზადებული 25.06.2015 წ. 08:31:1, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ N0------------------, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია - საკუთრების უფლების მოწმობა N936, დამოწმების თარიღი: 24.01.2013 წ. თვითმმართველი ქ.ფოთის მერია.

 

იპოთეკარმა - გამსესხებელმა ნ--------–- ჭ----მ მსესხებელ-მესაკუთრეს - მ------ ჭ-----------ს, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ასესხა 7 000 აშშ დოლარი, რომელიც ეროვნულ ვალუტასთან შეფარდებით არის 15.680 ლარი (კურსი 2.27).

 

მხარეთა განცხადებით იპოთეკარი - გამსესხებელი სესხის თანხას მსესხებელს სრულად გადასცემს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების შემდეგ. სესხი გაიცემა 20 თვის ვადით. ვადის გაგრძელება უნდა მოხდეს წერილობით, რომელიც საჭიროებს სანოტარო წესით დადასტურებას.

 

მსესხებელი მ------ ჭ----------- წარმომადგენლის თ----- ჭ----------ის სახით იპოთეკარის ნ--------–- ჭ----ს მიმართ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ნ--------–- ჭ----ს სასარგებლოდ იპოთეკით ტვირთავს ხელშეკრულების პირველ მუხლში აღწერილ უძრავ ქონებას, რომელიც შემდგომში მოხსენიებულია, როგორც ,,იპოთეკის საგანი’’. მესაკუთრე - მ------ ჭ----------- წარმოდგენილი თ----- ჭ----------ის სახით პირველი რიგის იპოთეკით ტვირთავს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მისამართზე: ქ.ფ------ გ-------–-ს ქ.N---, (ს/კ 0------------------), რომლითაც იპოთეკარ - გამსესხებელს უფლება აქვს, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში დაიკმაყოფილოს თავის მოთხოვნა უძრავი ქონების ხარჯზე.

 

მესაკუთრე ადასტურებს, რომ იპოთეკის საგანი ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა. მესაკუთრე ადასტურებს, რომ იპოთეკის საგანი არ არის სადავო.

 

ხელს აწერენ: იპოთეკარი - გამსესხებელი ნ--------–- ჭ----, მესაკუთრე - მსესხებელი მ------ ჭ----------ის წარმომადგენელი თ-----ი ჭ----------- და ნოტარიუსი - ზ----- კ------–--.

 

3.2.4. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 აგვისტოს N602 ბრძანებით მოქალაქე ზ------ ბ-----ს მიენიჭა უსასყიდლოდ საკუთრების უფლება მის კანონიერ სარგებლობაში არსებულ ქ.ფ------ გ-------–-ს ქ.N-------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამოთახიან ბინაზე (საერთო ფართი - 80.5 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 41.66 კვ.მ, შპს ,,ლ-----ს’’ გეგმა-ნახაზის მიხედვით). მოქალაქე ზ------ ბ-----ს გადაეცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

 

3.2.5. საკუთრების უფლების მოწმობა N1192, ზ------ ბ-----ს სახელზე, ქ.ფ------ გ-------–-ს ქ.N------, საცხოვრებელი ფართი 41.66 კვ.მ, 80.5 კვ.მ. ფართობი, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის N602 ბრძანება, გაცემული 2017 წლის 01 აგვისტოს.

 

4.3.6. სანოტარო მოქმედება - სააღსრულებო ფურცლის გაცემა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N171303054, რეგისტრაციის თარიღი - 07.11.2017 წ. (ნოტარიუსი მ----- ჯ----).

 

2017 წლის 07 ნოემბერს ნოტარიუს მ----- ჯ----ს მიმართ ნ--------–- ჭ----ს წარმომადგენელმა რ---- ბ---------–---–მა, რომელმაც მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ნოტარიუს ზ----- კ------–--ს მიერ 25.06.2015 წ. დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი N150670404) გამომდინარე წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

ნოტარიუსმა მ----- ჯ----მ, საქართველოს სკ-ის 302-ე მუხლის, ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის და ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ’’ ინსტრუქციის 72-ე მუხლის და წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანია - ზ------ ბ-----ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ფ------ გ-------–-ს ქ. N---, ბინა N--, ს/კ N0------------------.

 

აღსრულების ვალდებულების მოცულობა: 7 000 აშშ დოლარი, გაწეული სანოტარო ხარჯი 124.36 ლარი, საჯარო რეესტრის ხარჯები და აღსრულების ხარჯები.

 

ქონების რეალიზაციის ფორმა - იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონზე.

 

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაცემული 01.11.2017 წ. მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო N0------------------, განცხადების რეგისტრაციის N892017022559.

სააღსრულებო ფურცლის აღსრულება სავალდებულოა.

 

3.2.7. სამეგრელო ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 05 დეკემბრის N----------009/001 წერილის თანახმად, რომლის ადრესატია ზ------ ბ----- აღნიშნულია, რომ მას გაეგზავნა სააღსრულებო ფურცლის ასლი, თანხის დაკისრების შესახებ, სადაც კრედიტორს წარმოადგენს ნ--------–- ჭ----, ხოლო მოვალეებს: მ------ ჭ----------- და ზ------ ბ----- ( წარმოება N---------), აგრეთვე უცნობია, რომ აღნიშნულ საქმეზე 2017 წლის 05 დეკემბრის მდგომარეობით აუქციონი დანიშნული არ არის. მოწვეულია შემფასებელი უძრავი ქონების შეფასების მიზნით.

 

3.2.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 აგვისტოს და 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებებით შეჩერებულია სარეგისტრაციო წარმოება ზ------ ბ-----ს განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილია რეგისტრაციის გაუქმება ქ. ფ------ გ-------–-ს ქ. N---, ბ------.

 

3.2.9. საქართველოს რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ------ ბ-----ს განცხადება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ (ქ.ფ------ გ-------–-ს ქ. N------) დაკმაყოფილდა.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

ზ------ ბ-----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ბათილად უნდა იქნას ცნობილი ნოტარიუს ზ----- კ------–--ს მიერ დამოწმებული 2015 წლის 25 ივნისის N1506700404 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და მასზე 2017 წლის 07 ნოემბერს ნოტარიუს მ----- ჯ----ს მიერ გაცემული N171303054 სააღსრულებო ფურცელი.

 

უნდა შეწყდეს უკანონო მფლობელობა და მ------ ჭ----------- (მასთან მყოფ პირებთან ერთად), გამოსახლებულ უნდა იქნას ქ.ფ----–-- გ-------–-ს ქ.N-------ში მდებარე ბინიდან.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები, (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

საკუთრების უფლება ფუნდამენტურ უფლებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის სრულფასოვანი განხორციელება, ერთი მხრივ, ინდივიდის ღირსეული არსებობისა და მეორე მხრივ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების არსებობის წინაპირობაა.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას.

 

საკუთრება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლება, ზესახელმწიფოებრივი უფლებაა და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას სახელმწიფოს მხრიდან.

 

,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება N1/51 საქმეზე ,,ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება".).

 

,,საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება N1/2/384 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი".).

 

,,საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო მეორე მხრივ, მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება N2/1-370,382,390,402,405 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".).

 

დადგენილია შემდეგი: 2015 წლის 25 ივნისის, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ნ--------–- ჭ----მ და თ-----ი ჭ-----------მ მოითხოვეს ხსენებული ხელშეკრულების შედგენა და მისი სანოტარო წესით დადასტურება.

 

იპოთეკის საგანს შეადგენს, მ------ ჭ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქ.ფ------ გ-------–-ს ქ.N----ში, მდებარე 4261 კვ.მ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერში, მომზადებული 25.06.2015 წ. 08:31:1, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ N0------------------, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია - საკუთრების უფლების მოწმობა N936, დამოწმების თარიღი: 24.01.2013 წ. თვითმმართველი ქ.ფოთის მერია.

 

იპოთეკარმა - გამსესხებელმა ნ--------–- ჭ----მ მსესხებელ-მესაკუთრეს - მ------ ჭ-----------ს, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ასესხა 7 000 აშშ დოლარი, რომელიც ეროვნულ ვალუტასთან შეფარდებით არის 15.680 ლარი (კურსი 2.27).

 

მხარეთა განცხადებით იპოთეკარი - გამსესხებელი სესხის თანხას მსესხებელს სრულად გადასცემს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების შემდეგ. სესხი გაიცემა 20 თვის ვადით. ვადის გაგრძელება უნდა მოხდეს წერილობით, რომელიც საჭიროებს სანოტარო წესით დადასტურებას.

 

მსესხებელი მ------ ჭ----------- წარმომადგენლის თ----- ჭ----------ის სახით იპოთეკარის ნ--------–- ჭ----ს მიმართ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ნ--------–- ჭ----ს სასარგებლოდ იპოთეკით ტვირთავს ხელშეკრულების პირველ მუხლში აღწერილ უძრავ ქონებას, რომელიც შემდგომში მოხსენიებულია, როგორც ,,იპოთეკის საგანი’’. მესაკუთრე - მ------ ჭ----------- წარმოდგენილი თ----- ჭ----------ის სახით პირველი რიგის იპოთეკით ტვირთავს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე მისამართზე: ქ.ფ------ გ-------–-ს ქ.N---, (ს/კ 0------------------), რომლითაც იპოთეკარ - გამსესხებელს უფლება აქვს, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში დაიკმაყოფილოს თავის მოთხოვნა უძრავი ქონების ხარჯზე.

 

მესაკუთრე ადასტურებს, რომ იპოთეკის საგანი ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა. მესაკუთრე ადასტურებს, რომ იპოთეკის საგანი არ არის სადავო.

 

ხელს აწერენ: იპოთეკარი - გამსესხებელი ნ--------–- ჭ----, მესაკუთრე - მსესხებელი მ------ ჭ----------ის წარმომადგენელი თ-----ი ჭ----------- და ნოტარიუსი - ზ----- კ------–--.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ------ ბ-----ს და მისი წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი: - ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 01 ივლისის N459 ბრძანება ზ------ ბ-----ს ქ.ფ----–-- 9-------–---------ზე N----ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე - დაევალა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას გამოეცა ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ბინის, მდებარე: ქ.ფ------ 9-------–---------ი N--- ზ------ ბ-----ზე უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

 

- ბათილად იქნა ცნობილი: - თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის 2013 წლის 24 იანვრის N18 ბრძანება და საკუთრების უფლება N936 მოწმობა მ------ ჭ-----------ზე, ბინაზე, მდებარე: ქ.ფ------ გ-------–-ს ქ. N------.

 

- დაევალა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი და გასცეს ზ------ ბ-----ზე, ბინაზე, მდებარე: ქ.ფ------ გ-------–-ს ქ. N------, საკუთრების უფლების მოწმობა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 აგვისტოს N602 ბრძანებით მოქალაქე ზ------ ბ-----ს მიენიჭა უსასყიდლოდ საკუთრების უფლება მის კანონიერ სარგებლობაში არსებულ ქ.ფ------ გ-------–-ს ქ.N-------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამოთახიან ბინაზე (საერთო ფართი - 80.5 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 41.66 კვ.მ, შპს ,,ლ-----ს’’ გეგმა-ნახაზის მიხედვით). მოქალაქე ზ------ ბ-----ს გადაეცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

 

სანოტარო მოქმედება - სააღსრულებო ფურცლის გაცემა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N171303054, რეგისტრაციის თარიღი - 07.11.2017 წ. (ნოტარიუსი მ----- ჯ----).

 

2017 წლის 07 ნოემბერს ნოტარიუს მ----- ჯ----ს მიმართ ნ--------–- ჭ----ს წარმომადგენელმა რ---- ბ---------–---–მა, რომელმაც მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ნოტარიუს ზ----- კ------–--ს მიერ 25.06.2015 წ. დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი N150670404) გამომდინარე წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

ნოტარიუსმა მ----- ჯ----მ, საქართველოს სკ-ის 302-ე მუხლის, ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის და ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ’’ ინსტრუქციის 72-ე მუხლის და წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანია - ზ------ ბ-----ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ფ------ გ-------–-ს ქ. N---, ბინა N--, ს/კ N0------------------.

 

აღსრულების ვალდებულების მოცულობა: 7 000 აშშ დოლარი, გაწეული სანოტარო ხარჯი 124.36 ლარი, საჯარო რეესტრის ხარჯები და აღსრულების ხარჯები.

 

ქონების რეალიზაციის ფორმა - იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონზე.

 

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაცემული 01.11.2017 წ. მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო N0------------------, განცხადების რეგისტრაციის N892017022559.

სააღსრულებო ფურცლის აღსრულება სავალდებულოა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ გააჩნია სადავო ნივთის ფლობის უფლება. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც შეიძლებოდა მოსარჩელე (მესაკუთრე) შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს კუთვნილ ბინაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხე სადავო უძრავ ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ამით კი, როგორც არამართლზომიერი მფლობელი, ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

ნიშანდობლივია, რომ მ------------- არ შეიძლება ყოფილიყო მესაკუთრე არაკანონიერად მოპოვებულ ქონებაზე, ასეთ ქონებაზე კი გამოყენებული იპოთეკა უკანონოა, შესაბამისად, მისი იპოთეკისთ დატვირთვაც უკანონოა. ანუ თუ ქონებაზე მფლობელობა (საკუთრება) უკანონოა, შესაბამისად, მისი იპოთეკით დატვირთვაც უკანონოა და კანონიერ მფლობელს ან მესაკუთრეს (საკუთრება უდავოა) უკანონო იპოთეკისაგან კანონისმიერი ვალდებულება არ ექნება (არ ეკისრება).

 

მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ სადავო ბინა დაკეტილია და მასში არავინ არ ცხოვრობს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ზ------ ბ-----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნას ცნობილი ნოტარიუს ზ----- კ------–--ს მიერ დამოწმებული 2015 წლის 25 ივნისის N1506700404 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და მასზე 2017 წლის 07 ნოემბერს ნოტარიუს მ----- ჯ----ს მიერ გაცემული N171303054 სააღსრულებო ფურცელი. უნდა შეწყდეს უკანონო მფლობელობა და მ------ ჭ----------- (მასთან მყოფ პირებთან ერთად) გამოსახლებულ უნდა იქნას ქ.ფ----–-- გ-------–-ს ქ.N-------ში მდებარე ბინიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი გადახდეს მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ზ------ ბ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს ზ----- კ------–--ს მიერ დამოწმებული 2015 წლის 25 ივნისის N1506700404 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და მასზე 2017 წლის 07 ნოემბერს ნოტარიუს მ----- ჯ----ს მიერ გაცემული N171303054 სააღსრულებო ფურცელი.

 

შეწყდეს უკანონო მფლობელობა და მ------ ჭ----------- (მასთან მყოფ პირებთან ერთად) გამოსახლებულ იქნას ქ.ფ----–-- გ-------–-ს ქ.N-------ში მდებარე ბინიდან.

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი გადახდეს მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თ---------- სიხარულიძე