განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100118002471162
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/2----18

№0-----------

25 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

ბრალდების მხარე:

პროკურორები - გ--------–--------ა, ნ----------–-;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ--–---------, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, პ--------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-------------------–- (პირადი №0----------);

 

ადვოკატი - ნ----------–-------;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მეორე ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლის 2---------- გ--–---------მ თავის საცხოვრებელ სახლში - ქ. თბილისში, გ-------------------–-, არასრულწლოვანი შვილების - 2005 წლის 0----------რს დაბადებული თ-----------–--ის, 2007 წლის 2--------–- დაბადებული ქ---------------–--ის და 2002 წლის 2------------–- დაბადებული ა---------------–--ის თანდასწრებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლეს - ქ---------------–--ეს, კერძოდ, რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც ქ---------------–--ემ განიცადა ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გ--–--------- დაემუქრა ქ---------------–--ეს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის არ განეცხადებინა, რომ მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 2---------- გ--–---------მ თავის საცხოვრებელ სახლში - ქ. თბილისი, გ-------------------–-, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლეს - ქ---------------–--ეს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილების: თ-----------–--ის, ქ---------------–--ის და ა---------------–--ის თანდასწრებით, კერძოდ - რამდენჯერმე ხელი დაარტყა ქ---------------–--ეს სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ტკივილი.

 

გამოკვლეული მტკიცებულებები:

 

დაზარალებულმა ქ---------------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის დეკემბრის თვიდან ბრალდებულ გ--–---------სთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ის და მისი არასრულწლოვანი შვილები - თ-----------–--ე, ქ---------------–--ე და ა---------------–--ე გ--–---------სთან ერთად თბილისში, გ----------------ში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ, 2018 წლის 1---------ს, ღამის საათებში, სტუმრად ჰყავდათ მეგობრები. დილამდე გაშლილი ჰქონდათ სუფრა და სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. სტუმრები რომ დაიშალნენ გ--–- ძლიერ ნასვამი იყო და ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გაბრაზდა და შეეპასუხა, რასაც ჯერ - კამათი, შემდეგ კი ჩხუბი მოჰყვა, რა დროსაც გ--–-მ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელს ძირითადად თავში ურტყამდა, იმდენად ძლიერ, რომ დარტყმის ძალა რამდენიმე მეტრის მოშორებით აგდებდა. ძალიან შეეშინდა და მძინარე ბავშვების - თ-----ის და ქ---------ს ოთახში შეაფარა თავი, მაგრამ გ--–- აქაც შემოჰყვა და ჩხუბი განაგრძო. ბავშვებს გაეღვიძათ, ისინი ტიროდნენ და გ--–-ს სთხოვდნენ თავი დაენებებინა მისთვის. მეუღლემ მათი თანდასწრებითაც მიაყენა ძლიერი დარტყმები. უფროსმა ქალიშვილმა, ა---------მ, რომელიც კონფლიქტს თავიდანვე ესწრებოდა, საპატრულო პოლიცია გამოიძახა. როცა გ--–-მ გაიგო, რომ პოლიციის თანამშრომლები მოვიდოდნენ, იგი დაემუქრა, რომ ჩვენების მიცემა არ გაებედა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაცნობების ხელშეწყობით მალე დაბრუნდებოდა და ანანებდა ჩადენილს. ამიტომ, გამოკითხვის დროს, მართალია, პოლიციის თანამშრომელს უთხრა, რომ მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ამ ფაქტის ჩვენებაში დაფიქსირებაზე განაცხადა უარი. ჩვენებაში მიუთითა, რომ გ--–---------ს მხრიდან მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. ეგონა, რომ მეუღლე გონს მოეგებოდა და როცა ბოდიში მოუხადა, შეურიგდა კიდეც. კონფლიქტურ სიტუაციებს მას შემდეგაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ საპატრულო პოლიცია არ გამოუძახებია, რადგან მეუღლის წინააღმდეგ, შიშის გამო, ჩვენებას კვლავ ვერ მისცემდა, ამასთან, ოჯახის შენარჩუნებაც სურდა. როცა 2018 წლის 0--------ს მისი ფიზიკური შეურაცხყოფა განმეორდა, მიხვდა, რომ ამის დამალვა არ ღირდა და პირველი შემთხვევის დროს მისი ცემის ფაქტიც აღიარა.

 

არასრულწლოვანმა ა---------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გ--–--------- მისი მამობილია და დაახლოებით სამი თვე ერთად ცხოვრობდნენ. 2018 წლის 2---------- სახლში იმყოფებოდა დედასთან, დებთან - თ----- და ქ-------- ჯ---–--ეებთან, მამობილთან და მის შვილთან ერთად. სტუმრები ჰყავდათ და სუფრა ჰქონდათ გაშლილი. გვიან ღამით, როცა სტუმრები წავიდნენ, გ--–-მ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას, შემდეგ ხელის კვრა დაუწყო, ბოლოს კი სახესა და თავში ურტყამდა. მისგან თავის დასაღწევად დედა ბავშვების საძინებელ ოთახში შევარდა, მაგრამ გ--–- იქაც შეყვა და სცემა. ბავშვებს გაეღვიძათ და ტირილი დაიწყეს. ძალიან შეეშინდა და პოლიციაში დარეკა. პატრულების მოსვლამდე გ--–- ემუქრებოდა დედას, ახლობლები მყავს პოლიციაში და ტყუილად რეკავთ, რომ გამათავისუფლებენ, მოგკლავო. პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, დედასთან და დებთან ერთად ნათესავთან გადავიდნენ საცხოვრებლად. მეორე დღეს დედა, მის დასთან - თ-----თან ერთად, გ--–-ს სახლში მივიდა დარჩენილი ნივთების წამოსაღებად, რა დროსაც გ--–-მ, საკუთარი მეგობრების თანდასწრებით, ბოდიში მოუხადა მას და დაბრუნება სთხოვა. გ--–- და დედა შერიგდნენ, რის გამოც ის და მისი დები, დედასთან ერთად ისევ დაბრუნდნენ გ-------- ქუჩაზე. გ--–- მათ დაჰპირდა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი აღარ ექნებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 2018 წლის 0--------- კვლავ სცემა დედას, რის გამოც იგი დააკავეს. ა---------------–--ემ დაკითხვისას განმარტა, რომ პირველ შემთხვევაში დედამ პოლიციას დაუმალა, გ--–-მ რომ სცემა, რადგან ეშინოდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ რამეს დაუშავდება.

 

არასრულწლოვანმა ქ---------------–--ემ სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1---------ს მისი მამობილის - გ--–---------ს მეგობრები იყვნენ მათთან სტუმრად. როცა დაღამდა, მან და თ-----მა დაიძინეს, უფროსები ისევ სამზარეულოში, სუფრასთან დარჩნენ. ხმაურზე გაეღვიძათ. სტუმრები წასულები იყვნენ. მხოლოდ მამობილის ხმა ისმოდა. ჯერ დედა შემოვიდა ოთახში, შემდეგ მას გ--–--------- მოყვა, რომელმაც ხელი დაარტყა დედას.

 

არასრულწლოვანმა თ-----------–--ემ სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას განმარტა, რომ გ--–--------- 2018 წლის 1---------ს მისი და მისი დების თვალწინ სცემდა დედას, - ურტყამდა თავში.

 

გ-------–--------მ და მ-----–------–--–---–მა, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მ---------------------–--- პატრულ-ინსპექტორებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 2---------- იმყოფებოდნენ მორიგე ცვლაში და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. დილის საათებში, რადიოსადგურ ცენტრის გამოძახების საფუძველზე, გამოცხადდნენ ქ. თბილისში, გ----------------ში, სადაც დახვდათ იქვე მცხოვრები ქ---------------–--ე, რომელიც დაბნეული და შეშინებული ჩანდა. ქ. ჯ---–--ემ მათ განუცხადა, რომ მეუღლემ, გ--–---------მ ოჯახური კონფლიქტის დროს მასზე განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო გ--–---------ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი და გამოძახებული იქნა საგამოძიებო ჯგუფი.

N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემული იქნა 2018 წლის 2----------, გ--–---------ს მიმართ, ქ---------------–--ის სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

 

ქ---------------–--ის 2018 წლის 2---------- ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა გ--–---------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიურად იძალადა მასზე, რის გამოც იძულებული გახდა მიემართა პოლიციისთვის.

 

შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------------------–-------------------------------------– თ----------------ის MIA 6------------ მიმართვის თანახმად, თ----------- გამომძიებელ გ--------–---–--- აცნობა, რომ 2018 წლის 0--------ს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე გ--–---------ს მიერ მეუღლის, ქ---------------–--ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით. ზემოაღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ქ---------------–--ემ, განმარტა, რომ 2018 წლის 2---------- სახლში იმყოფებოდა შვილებთან ერთად, რა დროსაც მისმა მეუღლემ, გ--–---------მ მასზე იძალადა, როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე გამოკითხვისას ქ---------------–--ემ, მისი განმარტებით, დამალა მეუღლის მიერ მისი ცემის ფაქტი, რადგან ეს უკანასკნელი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ განაცხადებდა. ქ---------------–--ის განმარტებით, ზემოაღნიშნული ინციდენტის შემდეგ მან გ--–---------სთან გააგრძელა თანაცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ გ--–---------ს მიმართ 2018 წლის 2---------- გამოცემულ იყო შემაკავებელი ორდერი. გ--–---------მ, ორდერის ვადის გასვლამდე, კვლავ მიაყენა ქ---------------–--ეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს N1----18 განაჩენის თანახმად, 2018 წლის 2-----–--- გ--–--------- მსჯავრდებული იქნა მისი მეუღლის - ქ---------------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.

 

ბრალდებულმა გ--–---------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, წარდგენილი ბრალდების არცერთ ნაწილში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებული ქ---------------–--ე მისი მეუღლე არ არის, მას ჰყავს კანონიერი მეუღლე და მისი ოჯახი ცხოვრობს საზღვარგარეთ. ქ---------სთან ერთად ცხოვრობდა და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ნაქირავებ სახლში, რომლის ქირასაც თავად იხდიდა. 2018 წლის 1------------- ინციდენტისას ქ---------სთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მათ კამათს შეესწრნენ მისი უფროსი ვაჟი და ქ---------ს ქალიშვილი ა---------, უმცროს ბავშვებს ეძინათ. 2018 წლის მარტის თვეში მის მიერ ქ---------ს შეურაცხყოფას ადგილი მართლაც ჰქონდა და ეს სასამართლოში აღიარა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, 1---------- ინციდენტიდან მეორე დღეს ქ--------- თვითონ იყო მათი შერიგების ინიციატორი. არ უნდოდა ქ---------------–--ის სახლში შემოშვება, მაგრამ ბავშვები შეეცოდა და ამიტომ დასთანხმდა. ბრალდებულმა გ. კ-----ემ აღნიშნა, რომ ქ. ჯ---–--ისთვის არ დაუძალებია მისი საწინააღმდეგო ჩვენება არ მიეცა, მეტიც, პოლიციის თანამშრომლების დანახვამდე, მან არც იცოდა, რომ ა---------მ სამართალდამცველები გამოიძახა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ--–---------ს უდანაშაულობის შესახებ და თვლის, რომ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დგინდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენა, კერძოდ, მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

 

სასამართლო თვლის, რომ გ--–---------ს მიერ ქ---------------–--ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი დასტურდება ქ---------------–--ის და შემთხვევის თვითმხილველი პირების - მისი არასრულწლოვანი შვილების განმარტებებით, რომლებიც თანმხვედრია ქ. ჯ---–--ის ჩვენებასთან. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა ქ---------------–--ის სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე და მისი შინაარსობრივი მხარე ხელმოწერით დადასტურებული იქნა არა მხოლოდ მისი შემდგენის - პატრულ-ინსპექტორ გ. შ-------ის, არამედ, თვით მხარეების - დაზარალებულ ქ. ჯ---–--ის და ბრალდებულ გ. კ-----ის მიერ.

ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გარდა, რწმენას იმისა, რომ ქ---------------–--ის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი მართლაც ჰქონდა, სასამართლოს უმყარებს გ--–---------ს მიმართ 2018 წლის 2-----–--- დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც გ--–---------ს მსჯავრი დაედო ქ---------------–--ის ფიზიკური შეურაცხყოფისა და მასზე განხორციელებული მუქარისათვის.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე არსებობს საკმარის, დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისთვისაც, რომ გ--–---------ს ძალადობრივი ქცევის შედეგად დაზარალებულმა ქ---------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. გარდა იმისა, რომ აღნიშნულზე მიუთითებს თავად დაზარალებული, - უდავოა, რომ სხეულზე ძლიერ ფიზიკურ ზემოქმედებას (რასაც, დაკითხულ პირთა განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა კიდეც ადგილი) ჩვეულებრივ, ახლავს სხეულის რეაქცია ტკივილის სახით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახადაა დადგენილი ბრალდებული გ--–---------ს მიერ 2018 წლის 2---------- მისი ოჯახის წევრის - ქ---------------–--ის ცემის ფაქტი, რასაც შეესწრნენ ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილები და რასაც შედეგად დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი მოჰყვა.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ქ---------------–--ემ ზემოაღნიშნული ინციდენტის გამო გამოცხადებულ პოლიციის თანამშრომლებს მის მიმართ განხორციელებული მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ განუცხადა, ფიზიკურისა კი არა, - აღნიშნული გ. კ-----ის მხრიდან მუქარის არსებობით და ამ მუქარის განხორციელების შიშით იყო გამოწვეული, თუ - დაზარალებულის პირადი მოტივებით, - საქმის არსებითი განხილვისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი ვერ იქნა. აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებულმა გ. კ-----ემ უარყო, რომ ქ---------------–--ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით დაემუქრა, დაზარალებულმა ქ. ჯ---–--ემ კი, მართალია, აღნიშნა, რომ გ. კ-----ის მუქარის გამო დაუმალა პოლიციის თანამშრომლებს, რომ მის მიმართ ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ დაკითხვის დროს მის მიერ გაცხადებული გარემოებების გაანალიზების შედეგად, სასამართლო ზემოაღნიშნული განმარტების გულწრფელობაში ვერ დარწმუნდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ინციდენტიდან მეორე დღეს ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგება, აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ გ. კ-----ის მიერ მისი ცემის ფაქტის დამალვა შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო არა მუქარის და ბრალდებულის წინაშე შიშის არსებობის ფაქტორით, არამედ დაზარალებულის პირადი მოტივებით, მაგალითად, - ოჯახის შენარჩუნების სურვილით. შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება გ--–---------ს მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტიც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა გ--–---------ს მიერ ქ---------------–--ის მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელება, მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული კი ამავე მტკიცებულებებით დადგენილი ვერ იქნა.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული 1261-ე მუხლით, რაც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე. სისხლის სამართლის კოდექსით ოჯახში ძალადობა განიმარტა, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი, - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აფრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), შედეგსა (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

განსახილველი დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალადობა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია განმარტებული და იგი ორ ხერხს - ცემას და სხვაგვარ ძალადობას მოიცავს. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.

სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ--–---------ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით, კერძოდ, მისი მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მას ჰყავს კანონიერი მეუღლე, დაზარალებული ქ. ჯ---–--ე არც მისი მეუღლეა და, შესაბამისად, არც მისი ოჯახის წევრი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ის გარემოება, რომ გ--–--------- იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის, მაშინ, როცა, ის ფაქტი, რომ იგი თვეების მანძილზე ცხოვრობდა დაზარალებულ ქ---------------–--ესთან და მის შვილებთან ერთად და მათთან ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას ცალსახადაა დადგენილი. აღნიშნულის გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის დროისათვის ბრალდებული და დაზარალებული იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. შესაბამისად, გ--–---------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისათვის, რისთვისაც მას უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ--–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად, ამ ფენომენის შედეგად ხშირად პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზარალდებიან ბავშვებიც.

სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, პროკურორებს მოუწოდებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და სამართალწარმოების მიმდინარეობისას გადადგმულ იქნეს კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად.

ამდენად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების პირობებში, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, დანაშაულის განმეორებითობის ფაქტს და მივიდა დასკვნამდე რომ სასჯელის მიზნებს უზრუნველყოფს გ--–---------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2-----–---- განაჩენით გ--–--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. დღეის მდგომარეობით ზემოაღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.

სასამართლო აღნიშნავს, გ--–---------ს მოცემული დანაშაული ჩადენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2-----–---- განაჩენის გამოტანამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. სასამართლო საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ--–--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ--–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2-----–---- განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--–---------ს სასჯელის მოხდის ვა დაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 08 მარტიდან - 2018 წლის 25 დეკემბრამდე და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 25 დეკემბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი